კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს

16.11.2019 • 6188
კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს

შპს „ინსტალი“ ბათუმში მარჯანიშვილისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მაღაზია „ნიკორაა“, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ახალი ექვსსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეესტრის მონაცემებით, შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც შიდა ეზოშია განთავსებული 1010 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს.

შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც კომპანიამ შეთანხმების მისაღებად ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, სადაც ეს საკითხი განიხილეს,  კომპანიას მისცემენ რეკომენდაციას ორი სართულის დაშენების პროექტი  მოამზადოს.

საბჭოს წევრების თქმით, სახლი კარგადაა შენარჩუნებული და მისი დემონტაჟი გამართლებული არ იქნება.

ახალ მშენებლობას  გეგმავენ ასევე ამ სახლის მიმდებარედ გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე.

რეესტრის მონაცემებით, შპს „კრისტალი“ ზურაბ ძირკვაძეს ეკუთვნის.

რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: