მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი: „მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი“

16.11.2019 • 2661
მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი: „მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი“

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც პსპ“ და ასევე სხვა კომპანიების ფლობს, განცხადებას ავრცელებს. კახაბერ ოქრიაშვილი წალკისა და დმანისის მაჟორიტარია და სახელისუფლო გუნდის იმ დეპუტატების რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარი არ დაუჭირეს.

გთავაზობთ კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებას:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ“.

კანონპროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ. კახა ოქრიაშვილი კი ამ სამს შორის ერთ-ერთი იყო.  „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.

ცვილებების ჩავარდნას აპროტესტებს ოპოზიცია. თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიშალა კარვები და ტარდება საპროტესო აქციები.

გადაბეჭდვის წესი