აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე წუთით მოახერხეს. სიტუაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბადრაგმა 4 ბრალდებული სასამართლო შენობიდან გამოიყვანა. დაკავებულების ახლობლები სწორედ მათ პატიმრობას აპროტესტებენ დღეს დილიდან სასამართლოსთან და მათ უკანონო პატიმრებს უწოდებენ.
პოლიციელები ცდილობდნენ ბრალდებულების ახლობლებისთვის ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ, მაგრამ აქციის მონაწილე კაცებთან საუბრის დროს ქალებმა ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე წუთით მაინც მოახერხეს.
პოლიცია ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე მყისიერად რეაგირებს, მაგრამ ახლა უკვე ცალკეული ქალები გადიან ბათუმის ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე და ცდილობენ ტრანსპორტის მოძრაობა ამ გზით შეაფერხონ.
აქციის მონაწილეები მსვლელობის დროს სკანდირებენ: „თავისუფლება უდანაშაულო ბიჭებს!“
ერთ-ერთი დაკავებულის დედა//რესპუბლიკურის ეზოში ჩხუბის საქმე
საქმე იმაშია, რომ 2 მარტს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება “ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით” ედავება.
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.
აქციის მონაწილეებს პოლიცია ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს/რესპუბლიკურის ეზოში ჩხუბის საქმე
სოფელ ზედა ჭარნალში აქტიურად მიმდინარეობს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაგებულია ბეტონის საფარი.
პროექტი ითვალისწინებს არსებული მინისტადიონის რეაბილიტაციას, ზედა ჭარნალის არასრულ საჯარო სკოლასთან ფერდსამაგრი კედლისა და მოაჯირის გაკეთებას და გასართობი მინიატრაქციონის მოწყობას.
ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვლება ღობე და დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევანი (ნიჟარა).
პროექტის ღირებულება 155 069 ლარია. სამუშაოებს კომპანია “სტანდარტ მეტრ ჯგუფი” ასრულებს.
სოფელ ჭარნალში კი მინისტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობა. სკვერში დამონტაჟდება მოსასვენებელი ფანჩატური, გასართობი მინიატრაქციონები და ტრენაჟორები.
პროექტის ღირებულება 105 549 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ნიკ მშენი” აწარმოებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ოთხი ბრალდებულის ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყურადღების მისაქცევად მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში 2 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმეს.
2 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.
„მამაჩემს ორი შვილი ჰყავს უკანონოდ ციხეში. ივანიშვილმაც და პრეზიდენტმაც ეს იცოდეთ“, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.
პოლიციელები უხსნიან აქციის მონაწილეებს, რომ ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობას არ მისცემენ.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხულიგნობის მუხლით დაკავებულ ოთხ პირს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
30 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით ბათუმი ფოტოფესტივალს – „ბათუმის ფოტოდღეები” – უმასპინძლებს.
„ბათუმის ფოტოდღეების“ მთავარი გამოფენის თემაა Mirror Land – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.
მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „გალოგრეში“ გაიხსნება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან.
„გამოფენა მიზნად ისახავს ასახოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და დაუკავშიროს ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომლებიც ჩაგვაფიქრებს, თუ რატომ ვართ აქ ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს. დაგვანახოს, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თუ რეალობაში,” – ნათქვამია „ბათუმის ფოტოდღეების” ოფიციალურ რელიზში.
ასევე, 30 აგვისტოს, 13 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გაიხსნება ფოტოლაბი, სადაც წინასწარ შერჩეული მონაწილეები თავიანთ მენტორებს შეხვდებიან და პროექტებს წარადგენენ.
31 აგვისტოს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ორ საინტერესო გამოფენას – დორიან ტეტის „ვიზიტს“ და ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგის“ უმასპინძლებს.
„ბათუმის ფოტოდღეების“ ფინალური გამოფენის – იუსუკე ჰაშიდას „კორეა/საზღვარი“- გახსნას პირველ სექტემბერს, 18 საათზე, კაფე K2 უმასპინძლებს.
ფესტივალის მიმდინარეობისას, „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, 20 საათიდან, გაიმართება ღამის ჩვენებები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.
სააგენტო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციას სააგენტო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის [WMO]-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
__________
ფოტოზე: ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.
აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.
ცენტრის ცნობით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.
აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:
[checklist]
იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
[/checklist]
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
________
ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ოთხი პირის სასამართლო პროცესი იმართება.
სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს.
“ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი. შიშველი ხელებით იყვნენ. არაფერი ისეთი არ ჩაუდენით, რომ ციხეში იჯდნენ, ” – ამბობს ერთ-ერთი განსასჯელის დედა ლიანა ტაკიძე.
საპროტესტო აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილისაპროტესტო აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბი 2 მარტს მოხდა. ჩხუბის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიადგა. ჩხუბი ერთ-ერთი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. ჩხუბის დროს გამოიყენეს ცივი იარაღი, ერთ პირს კი ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
ამჟამად განსასჯელის სკამზე ზის ოთხი პირი, რომლებიც, მათი ახლობლების მტკიცებით, ჩხუბში “შიშველი ხელებით” მონაწილეობდნენ. პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა.
საქმის განხილვა სასამართლოში 26 აგვისტოს განახლდება.
19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“ თაოსნობით „ბახმაროს თასი 2019“ – ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები იღებდნენ.
“ბახმაროს თასი 2019”
ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება.
წელს 4 გარბენის ფარგლებში წყაროს წყალი ბახმაროს მიერ დაწესებული 15 000 ლარის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად გაიმართა შეჯიბრი.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას.
კურორტ ბახმაროს პოპულარიზების მიზნით წელს კომპანია სს “წყალი მარგებელი”-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დოღს ღონისძიების ფორმა მიეცა.
გამარჯვებულები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:
გარბენი (ადგილობრივიჯიშისცხენებიგურიისთასი), რომელიც 2400 მეტრსდა 2 წრესმოიცავდა, სოფელსურებისწარმომადგენელმასოსორამიშვილმაგაიმარჯვადა 1000 ლარიდაიმსახურა.
მეორე გარბენიშერეულისისხლისჯიშისცხენებსდაეთმო (2400 მეტრი) დაგათამაშდაგმირებისთასი, რომელშიცპირველობაოზურგეთელმაგივიგიორგაძემარავისდაუთმოდა 1000 ლარიცმოიგო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 23 აგვისტოს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.
ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ.
მას შემდეგ, რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25- 30 გრადუსი
ღამით: 18- 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 8-13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 აგვისტოს, მოსალოდნელია წვიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა ორჯერ განახორციელეს.
პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით, ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დღეს ბათუმელი აქტივისტები ქალაქის ერთ-ერთ ძველ კაფეში შეიკრიბნენ და გამართეს აქცია „ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“. საზოგადოება „ბათომის“ წევრს, შოთა გუჯაბიძეს, ჰქონდა „ლაივი“ „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე.
მოქალაქეებმა გააკეთეს კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების შესახებ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულოში პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხილვა ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულომ დადგენილება მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ. რასაც მოჰყვა პროტესტი.
„ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“ ირმაქობულაძის ინიციატივით გაიმართა:
„ეს კაფე არის ბუდე ძველი ბათუმის. ყავა არის დამაკავშირებელი ბათუმელების. რივიერას იმიტომ ვიცავ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ქვესკნელში ჩავარდეს.“
ზაალლუხუტაშვილი:
როცა ქალაქში რაიმე ტიპის მშენებლობას ახორციელებ, მით უმეტეს ასეთი მასშტაბის, კვლევა უნდა გქონდეს ხელთ.
რივიერას ტერიტორიაზე ზედაპირული დაძაბულობა საკმაოდ კრიტიკულ სიტუაციაშია. რამდენადაც ეკოლოგმა, გოჩა გოგუაძემ მითხრა გაეროს კვლევის მიხედვით.
ასტამურჯიხაშვილი:
სხდომა დაიწყო სადღეგრძელოთი, როცა ვუსმენდი ამ ყველაფერს, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. თავჩაღუნული იღებდნენ წევრები გადაწყვეტილებას. ქალაქს არ ეტყობა, რომ ვინმე ფიქრობდეს გლობალურად, როგორ განვითარდეს ქალაქი.
ფატმალორთქიფანიძე:
ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა ვინც გაერკვა რივიერას სიტუაციაში, ყველას აქვს საოცრად უარყოფითი დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც გავიგეთ რა ტიპის მშენებლობას აპირებდნენ, მოსახლეობა აღშფოთდა. ის, რა დოკუმენტაციაც წარმოადგინა “სილქ როუდ ჯგუფმა” არის არაადეკვატური. გვეშინია, რომ როცა დაიწყება მშენებლობა, ზღვა გადმოვა. რადგან ადამიანებს თავისი კანონები აქვს, ბუნებას კი თავისი.
ზეინაბდიასამიძე:
სიტყვით გამოსვლისას ნამდვილად ვღელავდი, რადგან მებრალებოდნენ ეს ადამიანები იმ განაჩენისთვის, რაც მე მათთვის უნდა მეთქვა. მაგრამ ეს არ იყო დაუმსახურებელი. ვიძლევი სიტყვას, რომ აღარ ავღელდები, რადგან იმისთვის, რისთვისაც ისინი ქალაქს იმეტებენ, ადამიანებს იმეტებენ, ამისათვის ისინი აღარ დამენანებიან. შემდეგი ჩემი გამოსვლა იქნება ძალიან კატეგორიული ყოველგვარი ღელვის გარეშე. ბათუმი არ დაინგრევა, რივიერას ისინი ვერ ჩააბეტონებენ.
დღეს, 22 აგვისტოს, ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი.
„ავარიულად გაუჩნდა სადენს ცეცხლი. ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე ასამდე აბონენტს არა აქვს დენი, სწრაფი რეაგირების ტექნიკური ჯგუფი გასულია სამუშაოდ და უმოკლეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,“ – გვითრეს კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და აზერბაიჯანული ASCO -ს ჩართულობით, ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება.
2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს.
შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტის ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის, ბათუმი-კონსტანცა-ბათუმი კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფები, ასევე გადაწყდა ოპერაციის დაწყების თარიღი.
მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.
ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, საზღვაო და სარკინიგზო მულტიმოდალური გადაზიდვების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას.
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.
გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებს.
დღეს, 22 აგვისტოს, უკვე მესამედ ჩაიშალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა.
დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა,თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალამეორედაც, 10 ივლისს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.
დღეს, 22 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე დირექტორობის კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი ხმა კი – თინათინ ცისკარაძემ. გიორგი კოხრეიძეს გამარჯვებისთვის სამი ხმა სჭირდებოდა.
საბჭოზე შესვენება გამოცხადდა და განმეორებითი კენჭისყრა დღესვე, ნახევარ საათში გაიმართება.
დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებში საბჭოს სამი წევრი მონაწილეობს. სხდომას არ ესწრება გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ტელევიზიის დირექტორის არჩევნებში.
გიორგი კოხრეიძე მესამედ მონაწილეობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსში. აქამდე მას არც ერთი ხმა არ მიუღია მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან.
ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია – Eko & Vinda Folio 2019 წლის პირველ დეკემბერს პარიზში კონცერტს გამართავენ. ეს მუსიკოსების პირველი ტურნე იქნება საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – „თერაპია“ / Therapy. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა.
Eko & Vinda Folio-ს საფრანგეთის კონცერტების აფიშას გამოცემა, Le parisiene-ი აქვეყნებს.
კონცერტზე ასევე დაუკრავს პოპულარული რუსული პანკ-როკ ჯგუფი Motorama, რომელიც, ძირითადად, ინგლისურად მღერის.
Eko & Vinda Folio-ს ალბომი „თერაპია“ ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე, Talitres-ზე, წელს, სექტემბერში გამოვა. ჯგუფის კონცერტები ტურნეს ფარგლებში საფრანგეთის ოთხ ქალაქში: პარიზში, ლიონში, ტურკუინსა და ნანტში ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში.
როგორც თემო ეზუგბაია, იგივე Vinda Folio ამბობს, ტექსტსა და მუსიკაზე ის და ერეკლე ერთად მუშაობდნენ. თავიდან მათი პრინციპი პერიოდული შეკრებები, ერთ სიმღერაზე მუშაობა და ინტერნეტში გამოქვეყნება იყო. 2016 წელს მათ სინგლი – ,,შენ ანათებ“ ჩაწერეს. ჯგუფ Motorama– ს ფრონტმენმა სინგლი ფრანგული ლეიბლის, Talitres-ის წარმომადგენლებს მოასმენინა. მალე ეკოს და ვინდას ფრანგულმა ლეიბლმა კონტრაქტიც გაუფორმა.
„აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი ბენდების ხმისჩამწერმა ლეიბლმა გაგვიფორმა კონტრაქტი, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, 2016 წლის მერე 3 წლით გამოვიკეტეთ და 10 სიმღერა ჩავწერეთ. ჩემი და ეკოს მთავარი პრინციპი გულწრფელობაა, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი უნდა იყოს. რაზეც ვმღერით, მართლა გვეხება. ბუნებრივი და ორგანული ჩვენთვის ქართულ ენაზე სიმღერაა. ფრანგები, როგორც თავად ამბობენ, ჩვენი ეგზოტიკური ჟღერადობით მოიხიბლნენ,“ – ამბობს Vinda Folio.
ერეკლე დეისაძისთვისაც ქართულ ენაზე სიმღერაა მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც თავად ამბობს, ენის მსახურად აღიქვამს საკუთარ თავს და ყველაზე ნამდვილად ქართულ ენაზე გამოსდის თვითგამოხატვა.
„სასიამოვნო ამბავია ფრანგული ტურნე, მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით, ჩემი მიზნები შორსმიმავალია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,” – ამბობს ერეკლე.
„თერაპია“ რომანტიკული და საკუთარ თავში ჩაღრმავებული სიმღერებისგან შედგება. ეკო და ვინდა ფოლიო ჯადოსნური ტექსტებით სამყაროს პოეტურობას გვაგრძნობინებს. ეს სიმღერები საკუთარ თავში მოგზაურობაა. მათი მუსიკა დრიმ პოპის, პოსტ-პანკის და საცეკვაო რიტმების ნაზავია, ხანდახან ბნელი და ცივი, მაგრამ ძალიან ემოციური,“ – წერია ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე Talitres – რომელზეც Eko & Vinda Folio-ს ალბომი ,,თერაპია“ / Therapy20 სექტემბერს გამოვა.
ურეკში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ბათუმელებს” მოქალაქემ მოაწოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები უკვე გასულები არიან შემთხვევის ადგილას. მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა დელფინის სიკვდილის მიზეზი.
“გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს, “- განგვიმარტეს სააგენტოში.
შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარატმენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დრული რეაგიერება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე 153.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში, 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი,” – წერია სუსის განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა.
„ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს გავივლით იურისტებთან ერთად, შემდეგ კი, მივმართავთ სასამართლოს“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.
შოთა გუჯაბიძის გამოსვლამდე საკრებულოს წევრებს „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმაც მიმართა. მან ისაუბრა პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე და ეკოლოგიურ საკითხებზე პროექტთან მიმართებაში. საკრებულოს წევრებს ნინო ინაიშვილმა უთხრა, რომ მომავალში მათ ამ გადაწყვეტილებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ.
მოქალაქეები, რომლებიც „რივიერას“ პროექტს ეწინააღმდეგებიან, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებას შეხვდნენ სტვენითა და შეძახილებით: „კომკავშირი“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭო“ „ბაბუ-ბაბუ“, „მონებო“.
– – – – –
ცოტა ხნის წინ „რივიერასთან“ დაკავშირებულ საკითხზე სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციამაც [საია] მიმართა. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.
საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნოს #33 დადგენილება, რომლითაც „გეოგრაფიკის“ მომზადებული, მაგრამ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი მოიწონა და დაამტკიცოს დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
მთავარი ფოტო: „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე [მარჯვნივ] და ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს.
როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია.
“ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად. ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.
ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”.
დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად TV 25-მა გაავრცელა.
„დემოკრატია, როგორიც დღესაა საქართველოში, ოდესმე ყოფილა? უბრალოდ მაინტერესებს, საზოგადოებას მივმართავ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრისთვის და ამაზე მეტი დემოკრატია… მე თუ მკითხავ, ზედმეტი დემოკრატიაცაა ალბათ, რადგან ამდენი სხვანაირი შეფასებები იწყება“.
დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“.
გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. მან თქვა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ბათუმელების დასაქმებას.
საკითხს მხარი დაუჭირეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეებმა – თამაზ სალუქვაძემ და ლაშა სირაბიძემ. პროექტის სასარგებლოდ ხელი აწია ასევე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ. მან თქვა, რომ ეს მხოლოდ გენგეგმაა და პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხები მერიამ უნდა განიხილოს მას შემდეგ, რაც კომპანია მას სამშენებლო პროექტით მიმართავს.
პროექტს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ კახიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა მგელაძემ, საფინანსო ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ნაკაიძემ. კენჭისყრამდე ზურაბ ნაკაიძემ განაცხადა, რომ მოუწოდებს მერიას, დეტალურად გაიაროს ის საკითხები, რის გამოც მოქალაქეები პროექტს ეწინააღმდეგებიან.
საკითხს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს წევრებმა: ელგუჯა ანდრიაძემ, ირაკლი თოფურიძემ, ნერიმან ცინცაძემ, ნატალია ძიძიგურმა, მიხეილ ართმელაძემ, ბესარიონ გოგოტიშვილმა, ანზორ დევაძემ, დავით მახარაძემ და თამაზ დევაძემ. სხდომას არ ესწრებოდნენ: დიმიტრი ჭეიშვილი და ომარ მახარაძე უმრავლესობიდან, მირდატ ქამადაძე და ლევან ანთაძე ოპოზიციიდან.
მოქალაქეები საკრებულოში საკრებულოს წევრებს მოუწოდებდნენ არ დაეჭირათ მხარი „რივიერას“ გეგმისთვის, მაგრამ მათ არ მოუსმინეს.
დღეს, 22 აგვისტოს, ცხარე დებატების შემდეგ, ბათუმის საკრებულომ შპს „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ამის შემდეგ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიაში კონკრეტული შენობის პროექტი უნდა წარადგინოს. როგორც უკვე ცნობილია, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერა“ ხუთი თაუერის მშენებლობას და ხელოვნური ლაგუნას მოწყობას გეგმავს.
„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან, პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მერიამ არ გასცეს. მოქალაქეებმა ოფიციალური წერილითაც მიმართეს მერს, ამ წერილს ხელს 650 ადამიანი აწერს.
„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებსა და საზოგადოება „ბათომს“ ორი ძირითადი არგუმენტი აქვს, ეს არის ტერიტორიის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ასევე კონცხის მდგრადობა. საქმე იმაშია, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელში უჭირავს კვალიფიციური კომპანიების დასკვნები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.
პოლემიკა გამოიწვია იმანაც, რომ კომპანია არ ამზადებს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. როგორც განმარტეს, კანონი შესაბამის დოკუმენტს ითხოვს მხოლოდ მაშინ, თუ სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორია 10 ჰექტარზე მეტია. „ბათუმი რივიერა“ 6+2 ჰექტარზე აპირებს პროექტის განხორციელებას.
სპეციალისტების განცხადებით, ტერიტორია სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ კონცხთან ახლოს კანიონია, რომელთანაც მდინარე ჭოროხიდან შემოტანილი ნატანი გროვდება. ამ ნატანის ოდენობა კი, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ათ წელზე მეტია არ შეუსწავლიათ.
1999 წელს კანიონთან დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონით გამოწვეულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.
წინააღმდეგობისა და ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, დღეს „ბათუმი რივიერას“ გეგმას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულოს 17-მა წევრმა ქართული ოცნებიდან:
21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს.
რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ საცურაო აუზს ააშენებდა.
კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
2012 წელს კაფე „რვაფეხა“ უკვე გაჩანაგებული და ფაქტობრივად, საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცეული იყო. მისი განახლების გეგმა არსებობდა, თუმცა გეგმა მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა.
2014 წელს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „რვაფეხას“ დანგრევა ემუქრებოდა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა აქციები დაანონსეს. „ბათუმელების“ არქივში ამ აქციების შესახებ არაერთი მასალა იძებნება.
„ბოლო პერიოდში გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფე “ფანტაზია” არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია მიმდინარეობს. ბათუმელებო და არა მხოლოდ, გთხოვთ მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე “ფანტაზია” დასაცავად“, – ეს განცხადება „რვაფეხას“ დამცველებმა 2014 წლის 3 დეკემბერს გაავრცელეს ფეისბუქზე.
იმავე შაბათს ბათუმში, „რვაფეხასთან“ აქცია გაიმართა მოთხოვნით – ბათუმმა შეინარჩუნოს კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქალაქის სავიზიტო ბარათი და მიენიჭოს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ აქციას მაშინ ბათუმის მერი და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.
აქციის პარალელურად ფეისბუქში აქტივისტებმა დაიწყეს სხვადასხვა კამპანია „რვაფეხას“ დასაცავად. ბათუმელები ფეისბუქში ტვირთავდნენ „რვაფეხასთან“ დაკავშირებულ მოგონებებს, ფოტოებს და მოქალაქეებს „რვაფეხას“ დაცვისაკენ მოუწოდებდნენ. „ბათუმელებში“ მაშინ გამოქვეყნდა ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილის წერილი – „რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“, ვიკიპედიაზე გამოჩნდა ინფორმაცია ბათუმის „რვაფეხას“ შესახებ, შეიქმნა ფეისბუქგვერდი კაფე ფანტაზია.
რვაფეხა, 2014 წლის აპრილი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, ბათუმელებს სურდათ „რვაფეხას“ შენარჩუნება, აჭარის მთავრობა, რომლის ბალანსზეც იყო შენობა, ორჭოფობდა. აჭარის მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი აზრით, „რვაფეხა“ ძეგლი არ იყო და იგი აღდგენას არ ექვემდებარებოდა.
2015 წლის თებერვალში „რვაფეხას“ საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება „ბათომის“ წევრებს და აქტივისტებს შეხვდა, თუმცა „რვაფეხას“ გადარჩენის საკითხი დროში გაიწელა, შენობას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს და მხოლოდ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და „რვაფეხას“ სავარაუდოდ ფონდი „ქართუ“ აღადგენდა.
„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 197 606 ლარი დაიხარჯა. მოკლე ხანში ცნობილი გახდა ისიც, რომ „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგებოდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მხატვარ-მონუმენტალისტმა თემურ მჟავანაძემ უთხრა, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა.
საბოლოოდ, გუშინ, 2019 წლის 21 აგვისტოს, ბათუმის „რვაფეხა“ საზეიმოდ გახსნა მთავრობამ. აქტივისტები, რომლებიც მის გადასარჩენად იბრძოდნენ, გახსნაზე არ მიუწვევიათ. მათი ნაწილი დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოში ესწრებოდნენ სხდომას, ისინი ამჯერად ბათუმის „რივიერას“ გადასარჩენად იბრძვიან.
რა ფუნქცია ექნება ბათუმის „რვაფეხას“, ჯერჯერობით უცნობია, იგი კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა ხარაჩოები მოხსნილია, „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში დაბრუნდა.
„1000 ბათუმელი დასაქმდება“, – ასე დაიწყო ჟურნალისტებთან თავისი მოკლე კომენტარი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძე აცხადებს, რომ „რივიერას“ პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს ბათუმისთვის.
„მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, დასკვნას, იკვეთება, რომ იქ ის რისკები არ არის მოსალოდნელი, რასაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აცხადებს“, – თქვა სულიკო თებიძემ.
საკრებულომ დღეს დაამტკიცა „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.
ეს კომპანია ბათუმის კონცხზე 5 კოშკის აშენებას გეგმავს.
პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.
ამ წუთებში [12:00] ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას. სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღშფოთებული მოქალაქე იძულების ფორმით გამოიყვანა.
„იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს. ყველა მოკვდებით“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“, „კომკავშირული სხდომა დამთავრებულია“, „გვერდში დაგვიდექით“, „პარტიული მონობა“, – ამ და სხვა სიტყვებით მოქალაქეები საკრებულოს წევრებს მიმართავდნენ. ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა შპს ,,რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.
„ბათუმს სხვა პოზიცია აქვს, საკრებულოს – სხვა, საკრებულო ბათუმის ოპოზიციაშია. ისინი მხოლოდ ვერტიკალს ემორჩილებიან. დაამტკიცეს, რომ მონები არიან“, – მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტის აღსაკვეთად პოლიციის დარბაზში შემოსვლა საკრებულოს წევრმა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა.
ბათუმის მერიის შენობაში აღშფოთებული მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტს რადიკალური ფორმებით გააგრძელებენ და რივიერაზე მშენებლობას ხელს შეუშლიან.
____
პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.
1999 წელს კანიონთან, სადაც 5 კოშკის აშენება იგეგმება, დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონთან რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.
„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლის პროცესი გრძელდება. დღეს არხი დატოვა თეა ვაშალომიძემ, რომელიც რუსთავი 2-ისთვის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის რეგიონიდან.
“მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო 14 წლის აჭარის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი,” – წერს თეა ვაშალომიძე ფეისბუქზე.
რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლის შეუქცევადი პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 აგვისტოს რ2-ის დირექტორმა პაატა სალიამ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია. იმავე დღესვე არხიდან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა და პაატა იაკობაშვილმა.
21 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვება კურიერი ეთერში არ გავიდა. არხის დატოვება დაიწყეს ჟურნალისტებმა. ვინ დატოვა რუსთავი 2, სრული სია ნახეთ აქ.
აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა და საკრებულომაც მიიღო გადაწყვეტილება წილებისა და ქონების ამ კომპანიაზე გადაცემის შესახებ.
„ლამინი ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად დაფუძნდა „ლამინი“ „დინამოს“ ქონების განკარგვის პროცესში მონაწილეობის მიზნით“ – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლამინი“ 2018 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა. საკრებულომ კი „დინამო ბათუმის“ 100% წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით, 2019 წლის 24 მაისს გადასცა.
დოკუმენტების მიხედვით, შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა, შპს Lamini-G-ს მესაკუთრე კი – ქეთინო ბერიძე, ხოლო დირექტორი – არჩილ ბერიძე.
„დინამო ბათუმის“ წილი და ქონება ჯერ გასხვისებული არ არის და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება შპს Lamini-G-ზე 49 წლით გადაცემისა და სხვა პირობებით.
აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილსაც ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.
საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, ვერცერთი სახელმწიფო ორგანოდან ადეკვატური გამოხმაურება ვერ მივიღეთ ამ არგუმენტებსა და შეთავაზებებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის 14/08/2019 წლის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, ნათქვამია, რომ ბათუმის მერიას აცნობა სამინისტროს პოზიცია „ბათუმი რივიერას” პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დაქვემდებარებაზე. კერძოდ, სამინისტროს პოზიციაა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას.
სამწუხაროდ, სამინისტრო თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის წერილში [N25.14101/28.06/2019] ხაზგასმულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტით იცვლება სანაპირო ზოლი, ხდება ლაგუნის შემოჭრა სახმელეთო ნაკვეთზე, რაც გავლენას ახდენს სანაპირო ზოლზე“.
კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ბათუმის კონცხზე, სადაც სანაპირო ზოლის სტაბილურობის პრობლემა მწვავედ დგას. ამას ადასტურებს, ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან.
სამინისტროს უნდა მიეთითებინა მერიისა და პროექტის განმახორციელებლისთვის, რომ მსგავს შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა რისკფაქტორი, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამის სანაცვლოდ, სამინისტრომ ან თავის არაკომპეტენტურობით ან გამიზნულად აირჩია ესარგებლა საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ნაკლოვანებით, რომლის თანახმადაც, სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ვრცელდება მხოლოდ ნორმატიულ აქტებზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სამინისტროს არ შეუსწავლია დეტალური პროექტი და მის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, კონტექსტი, დარგის სპეციალისტებისა და ასეულობით მოქალაქის პოზიცია, ყველა შესაძლო რისკფაქტორი და არ დაუდია ზუსტი მითითებები შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად.
სამინისტროს, „რივიერა ბათუმსა” და ბათუმის მერიას შორის წარმოებული კორესპონდენცია ვერ ჩაითვლება იმის საკმარის გარანტიად, რომ პროექტი უსაფრთხოა.
ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით აღებული ვალდებულებები და:
ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას, დაიწყოს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები.
ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ბოლო მიმართვა ამგვარი ოფიციალური სახით საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ამჯერადაც ვერ მივიღებთ ადეკვატურ რეაგირებას მთავრობისგან, იძულებულები ვიქნებით, გავაგრძელოთ საჯარო პროტესტი და მივმართოთ სასამართლოს – ჩვენი კანონიერი უფლებები უსაფრთხო გარემოსთან, ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, ამ გზით დავიცვათ.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავანადგუროთ ჩვენი ქალაქების ლანდშაფტი, გარემო და კულტურული მემკვიდრეობა!
ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა გახდა შესაძლებელი. კომპანია „აიქარის“ ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.
„თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მსგავსი სერვისი ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმშიც იწყებს “აიქარი” ფუნქციონირებას.
მომავალი წლიდან ქუთაისში გაიხსნება ახალი ქარხანა და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეძლებს ელექტრომობილების წარმოებას. მისი ნაწილი გავა ევროკავშირში ექსპორტის სახით და ეს არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების ვექტორი, რომელზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი,“ – თქვა მამუკა ბახტაძემ.
“აიქარი” მობილური აპლიკაციის მეშვეობით ელექტრომობილების გაქირავების კომპანიაა. აქამდე ის მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა, დღეიდან, 22 აგვისტოდან კი ბათუმშიც დაიწყებს მუშაობას. მობილური აპლიკაცია, რომლითაც მოქალაქეებმა ავტომანქანები უნდა გამოიძახონ, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ბაზას ქმნის.
კომპანია „აიქარის“ მეწილეებს შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და პროგრამული უზრუნველყოფაც რუსული კომპანიის შესრულებულია.
„აიქარის“ შესაძლო კავშირები რუსეთთან
aiCar-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ ელექტრომანქანის ქირაობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ჯავშნის ღირებულება კი წუთში 0.08₾ იქნება. ამავე საიტზე აღნიშნულია, რომ აპლიკაციის საავტორო უფლებები ეკუთვნის და, შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “ქართლიქართან“.
ხელშეკრულების მიხედვით, სერვისის მომხმარებელი “მეიჯარეს აძლევს სრულ და შეუზღუდავ უფლებას, ხელშეკრულების ვადაში ნებისმიერ დროს შეინახოს, ჩაიწეროს, დაამუშაოს და გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია და მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების ან/და გამოყენების უფლებით, გადასცეს ასეთი ინფორმაცია”.
კომპანია კი “პერსონალურ ინფორმაციად განმარტავს შემდეგს: “მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ პირდაპირი ან ირიბი საიდენტიფიკაციო მონაცემი, საიდენტიფიკა%
ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. იგი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა მედიაში მისი სახელი და გვარი განათლებისა და კულტურის საკითხებთან კავშირში არ ხვდება.
„წადით ახლა და გვარამიას მო…ეთ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს არჩეული დეპუტატი რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლას ფეისბუქზე.
მოგვიანებით პატარიძემ ფეისბუქზე თავისი ნაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა და უცენზურო კომენტარი აღელვებით ახსნა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საბოდიშო სტატუსიც წაშალა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი პატარიძე მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. წელს, აპრილში, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს ოპოზიციამ შეახსენა, რომ ტერენტი გრანელი პოეტი იყო, შეპასუხება კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
იმავე დღეს ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელს ბოდიში მოუხადა და „ხიდან-ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტიო“ – დასძინა, სავარაუდოდ, იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად იცოდა ტერენტი გრანელის პოეზია.
ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევამდე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლიდან. პატარიძე გასულ წელს 50-პროცენტიან წილებს ფლობდა კომპანიებში „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE. ამ კომპანიებთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებდნენ და პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებდა და მოგებასაც.
„ირღვევა კანონი რამენაირად? პრობლემას რატომ უნდა ვხედავდე. რა მნიშვნელობა აქვს, მე მუნიციპალიტეტში ვმუშაობ თუ არა,“ – ასეთი იყო საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის რეაქცია, როცა მას „ბათუმელებმა“ ჰკითხა: ხედავდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა მის ბიზნესკომპანიასთან მერიის ორგანიზაციები პირდაპირ შესყიდვებს აფორმებდნენ.
წელს უკვე კომპანიაში წილებს პატარიძე ოფიციალურად აღარ ფლობს, „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE-ის ასპროცენტიანი წილების მფლობელი გოჩა აბუსელიძეა.
ბათუმის მერიაში მუშაობს ირაკლი პატარიძის ცოლი, ფიქრია პატარიძეც, რომელიც ბათუმის მერის წარმომადგენლის თანაშემწეა თამარის დასახლებაში და ასევე, არის ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წევრი. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალში“ კი მუშაობს ირაკლი პატარიძის მამა, ბადრი პატარიძე, „ბათუმის წყლის“ ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილს ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.
„აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. კონკრეტულად რა „სხვა საინვესტიციო პირობებზეა“ საუბარი, სამინისტრო წერილში არ აკონკრეტებს.
14 013 კვ/მ მიწის ნაკვეთი იმ ქონების ნაწილია [ჯამში 72 626 კვ/მ მიწა], რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია და რომელიც ანგისის საფეხბურთო ბაზის განვითარების რეგულირების გეგმის მიხედვით უნდა მოხმარდეს სწორედ ამ ბაზის განვითარებას. ეს ქონება უნდა გადასცემოდა შპს Lamini-G-ს, რომელსაც აჭარის მთავრობამ შპს „დინამო ბათუმი“-ს 100%-იანი წილიც უნდა გადასცეს მართვის უფლებით – 49 წლის ვადით.
სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ ანგისის საფეხბურთო ბაზის განვითარებისთვის Lamini-G-ს 72 626 კვ/მ მიწის ფართობის ნაცვლად სჭირდება მხოლოდ 58 613 კვ/მ, ამიტომ სამინისტრო მიწის დარჩენილ ნაწილს სხვა საინვესტიციო პირობებით განკარგავს. შესაბამისად, სამინისტრო ითხოვს, რომ საკრებულომ Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადასაცემი ფართობი დააზუსტოს და განსაზღვროს 58 613 კვ/მ-ით.
ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია: „რაც შეეხება სარგებლობაში გადასაცემი უძრავი ქონების დაზუსტებას, მსგავს ცვლილებებს ბათუმის მერია ვერ განახორციელებს, რადგანაც მიწის ნაკვეთი არსებული სახით შეტანილია შპს „დინამო ბათუმის“ კაპიტალში, იგი წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი უკვე გადაცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის“.
შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 24 მაისს გადასცა.
დღეს, 21 ივლისს, ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ბერკეტებს ხედავს ის ოკუპაციის შესაჩერებლად და ხომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიურობა ამ საკითხისადმი.
„ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი. აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას. ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.
ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია, უნდა იყოს ერთსულოვნება, ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ამ ზონაში, შევქმნათ განსაკუთრებული პირობები, რომ თითოეული მათგანი გრძნობდეს, რომ სახელწიფო არის მათ გვერდით.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და პრონციპულობას, რომელიც პირადად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდნეს. ეს არის საკითხი, სადაც საზოგადოება არ შეიძლება იყოფოდეს სხვადასხვა ჯგუფებად, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებად. ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, ვინაიდან ოკუპაცია აუცილებლად დაიძლევა და ის დაიძლევა ერთსულოვნებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გუგუტიანთკარში ბოლო ერთი კვრის განმავლობაში ოკუპანტებმა ახალი მავთულხლარეთბი გააბეს. მამუკა ბახტაძე და უმაღლესი თანამდებობის სხვა პირები კონფლიქტის ზონაში, მედიის ინტენსიური კრიტიკის შემდეგ, წუხელ, 20 აგვისტოს, ღამით ჩავიდნენ.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და მომავალშიც იქნება უზრუნველყოფილი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ბათუმში მყოფმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და რა გამოხმაურებას ელის ის ამ თემაზე დასავლეთის სახელმწიფოებისგან.
პრემიერს ასევე ჰკითხეს, თიბისი ბანკის დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული დევნის შესახებ, თუმცა მამუკა ბახტაძემ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
პრემიერი ბახტაძე დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, რეაბილიტირებული „რვაფეხას“ გახსნას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა:
„საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად გავაკონტროლებთ ნებისმიერ აქციონერს ან ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში საქართველოში ინვესტიციის განხორციელება“.