გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 156 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 344 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 569 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 34 423 ერთეული [+35]
MLRS – 1 540 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 242 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 80 387 ერთეული [+442]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 306ერთეული [+95]
სპეცტექნიკა – 3 996 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
96 284 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 000 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე.
ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, მაგალითად ხულოს მერიის თანამშრომელს, ხაშურის საკრებულოს წევრს, ან გორის საკრებულოს დეპუტატს?
ეს ნიშნავს, რომ კორუფცია სრულად მოდებულია საჯარო სისტემაში. მასშტაბების მიხედვითაა – მაღალი თანამდებობის პირები, მაღალი დონით კორუფციაში არიან გარეულები, მხილებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები.
შედარებით დაბალი თანამდებობის პირები – სპეციალისტები, განყოფილების უფროსები, სამსახურის უფროსები, შესაბამისად, დაბალი კატეგორიის კორუფციულ ფაქტებში არიან მხილებული.
ნებისმიერი კორუფციული გარიგებით დაინტერესებული პირის უკან, ეს იქნება დაწესებულების ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი თუ ნებისმიერი სხვა, დგანან ის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ შესყიდვების მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, მაგალითად სატენდერო კომისიის წევრები, რომლებიც იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
დგანან ის პირები, რომლებიც აწესებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მოთხოვნებს სამუშაო გამოცდილების ან გარკვეული ფინანსური ბრუნვის შესახებ, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს პოტენციურმა მიმწოდებელმა.
ნებისმიერი დაწესებულების ხელმძღვანელი, როცა გეგმავს კორუფციულ გარიგებაში შევიდეს მიმწოდებელთან და ამისთვის ამუშავებს კორუფციულ სქემას, ამ პროცესში დოკუმენტურად შემსრულებლები არიან ის სპეციალისტები, რომლებიც სატენდერო კომისიის წევრები არიან.
სატენდერო კომისიის წევრი მინიმუმ უნდა იყოს 3 ადამიანი. თუ ერთ კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში ხელმძღვანელი იქნება მხილებული კორუფციაში, იმ დაწესებულების სატენდერო კომისიის წევრებიც არიან პასუხისმგებლები.
შეიძლება პირდაპირი ინტერესი არ ჰქონდეთ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ მინიმუმ ირიბი ინტერესები ექნებათ – უმოქმედობა, გულგრილი დამოკიდებულება, აუცილებლად გამოიკვეთება.
ხულოს მერიის შემთხვევა რომ ავიღოთ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა ხულოს მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გახლდათ შესყიდვების სამსახურის უფროსი.
გოჩა მჟავანაძე
ეს რას ნიშნავს? – რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლის დონეზე არ გადაწყდებოდა, რა სახის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. ამ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები: მერი, ვიცე-მერი და ასე შემდეგ.
ბრალდება ამბობს, რომ ამ კაცმა, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიისგან ნაკლები საქონელი ჩაიბარა, მაგრამ გააფორმა დოკუმენტურად ისე, რომ თითქოს სრულად ჩაიბარა.
რა არის კანონით გაწერილი, როდესაც ტენდერი ტარდება, ვინ მონაწილეობენ ამ კანონის აღსრულებაში? სატენდერო კომისიის წევრები.
მაგალითად, დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება იღებდეს გადაწყვეტილებას, შეიძლება პირადი ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ ამ პროცედურებს, დოკუმენტურ გაფორმებას, დასაბუთებას, ყველაფერს აკეთებს ის სპეციალისტი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ შესყიდვაზე.
შესაბამისად, აქ უფლებამოსილების გამიჯვნა ცოტა რთულია, ანუ ვის რა წილი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, გამოსაკვლევია კომპეტენტური ორგანოების მიერ… ზოგადად კი, მოქალაქის თვალით დანახული კორუფცია ასე წარმომიდგენია – ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია როგორც ხელმძღვანელი, ასევე ის სპეციალისტი, რიგითი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელს ხელს უწყობს ან ნებით, ან უნებლიეთ კორუფციული გარიგებისა და მიზნების მიღწევა-რეალიზებაში.
წლებია მედია, არასამთავრობო სექტორი საუბრობდა კორუფციაზე. ახლა კი სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურები ამბობენ, რომ კონკრეტული საჯარო პირები იყვნენ ჩართული კორუფციაში. ჩვენ ვხედავთ დაკავებულ წვრილ ჩინოვნიკებს და არავინ პასუხობს კითხვას – ეს ხალხი მარტო როგორ ახერხებდა ამხელა კორუფციული სქემების აშენებას. თქვენი აზრით, მათი ხელმძღვანელები მინიმუმ უნდა დაიკითხონ?
აუცილებლად უნდა დაიკითხონ, როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე საინტერესოა გამოიკვეთოს შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები და უმოქმედობა. რიგ შემთხვევებში არაკომპეტენტურობაც ან უგულო დამოკიდებულება.
ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნული ფაქტები უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქცია. შეიძლება უშუალოდ კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ მომენტამდე არ ჰქონდათ, მაგრამ რას აკეთებს საკრებულო იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული დადასტურდა მათივე ხელისუფლების მიერ და იმ გუნდის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ?
მინიმუმ უნდა ჩატარდეს სამსახურებრივი მოკვლევა, დაბარებული უნდა იქნას შესაბამისი პირები, უნდა დაისვას კითხვები და მოითხოვონ ამომწურავი პასუხები.
მე არ მახსენდება პრაქტიკაში მსგავსი რამე მომხდარიყოს.
ასევე მნიშვნელოვანია, რას აკეთებდნენ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირები. მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციებში იქმნება მიღება-ჩაბარების კომისიები და ინსპექტირების ჯგუფები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
ყოველდღე გვესმის, რომ „ოცნების“ ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს იჭერენ კორუფციის ბრალდებით. თქვენი აზრით, რა პროცესს ვუყურებთ ახლა, მართლა ებრძვის „ოცნება“ თავის რიგებში კორუფციას თუ ეს პოლიტიკურად სჭირდება?
კორუფციის წინააღმდეგ ჩანაწერებს სისხლის სამართლის კოდექსში, „ოცნება“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ერთი ჯგუფი, რომელიც დაწინაურებულია ოლიგარქის ხელისუფლებაში, კორუფციის შესახებ კანონს იყენებს სხვა კონკურენტი ჯგუფების ჩასაძირად, როგორც პოტენციურ კონკურენტებს ოლიგარქიულ სისტემაში. იმისათვის, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს ამ ჯგუფმა. ამასთან, საზოგადოების თვალში ამ ყველაფერს ფუთავენ, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
მე არ მჯერა ამის. კორუფციასთან ბრძოლა ნიღაბია, რომელიც მოირგეს, თუმცა ვფიქრობ, მოქალაქეები ნათლად ხედავენ რეალურ მიზნებს.
ბათუმის მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ. იცით როდის დავრწმუნდები, რომ „ოცნება“ კორუფციას ნამდვილად ებრძვის? როდესაც ყველა უკანონო მშენებლობას, ყველა უკანონო ბიზნესს მიაკითხავენ.
მაგალითად, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ორ წელზე მეტია ავტოდრომია უკანონოდ მოწყობილი. ამ ბიზნესის მფლობელს სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, არ იხდიდა იჯარის ქირას და როგორც ვიცი, დღემდე სარგებლობს. ამის პარალელურად, ამ კომპანიის ხელმძღვანელი, „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდაჭერილ კანდიდატებს წინასაარჩევნოდ ურიცხავს თანხას.
მეორე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან დავითაძის ბოტანიკური ბაღში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით არის კითხვები. აუდიტის დასკვნა დევს, რომ ძალიან დიდი ოდენობით მიუღებელი შემოსავლები აღურიცხავია. ამაზე წერდა მედია, ამაზე დაწერეს დასკვნები კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციებმა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ეს კაცი დღეს ირაკლი კობახიძის გუნდს წარმოადგენს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ამხელა რეგიონის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრის მმართველ ორგანოში, ბათუმის საკრებულოში.
როცაა კონკრეტული ფაქტები არ არის გამოძიებული, რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს, რომ კორუფციას ებრძვიან შერჩევით.
რეალურად, კორუფციას კი არ ებრძვიან, ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს კორუფციის ნიღბით.
ხულოს მერიის თანამშრომლის დაკავება ამის ნათელი მაგალითია. დაკავებული პირი არის თორნიკე რიჟვაძის ოჯახთან დაახლოებული. მისი დაკავების შემდეგ გაჩნდა გონივრული ეჭვი საზოგადოებაში, რომ ეს არის ბრძოლა თორნიკე რიჟვაძის და მისი გუნდის წინააღმდეგ, ანუ დაბალ დონეზე. ერთგვარი სიგნალია, რომ ვიღაცების მიმართაც შეიძლება დაისვას შემდგომში კითხვითი ნიშნები.
როდესაც კორუფციის ბრალდებით აკავებენ კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელს ან ათავისუფლებენ სამსახურიდან და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს ან რომელიმე სხვა თანამშრომელი, ეს რას ნიშნავს? როგორია მუნიციპალური მოწყობა, შეიძლება ისე მოიპაროს ფული სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ მასში სხვა თანამშრომლები ჩართულები არ იყვნენ?
გამორიცხულია. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მინიმუმ სამი წევრი უნდა იყოს სატენდერო კომისიაში. გამორიცხულია, ერთმა პიროვნებამ – მოადგილის, სამსახურის ხელმძღვანელის, სპეციალისტის დახმარების და მათი მონაწილეობის გარეშე მოახერხოს კორუფციული სქემის დატრიალება.
ვერ გააკეთებ და ამ სქემით ვერ იშოვის ფულს, ასევე ზემდგომის გარეშე, ვისთანაც ხარ ანგარიშვალდებული. როგორც აღვნიშნე, შიდა აუდიტის სამსახურის, მაკონტროლებლების და საკრებულოს გარეშე, რომელიც ვალდებულია ნებისმიერი პროექტი გააკონტროლოს და დასვას კითხვები, რომელსაც არ სვამენ, ამას ვერ გააკეთებ.
გამორიცხულია, რომ ერთმა პირმა, დამოუკიდებლად, სხვების ხელშეწყობის გარეშე, რაიმე კორუფციულ სქემა დაალაგოს და უკანონო შემოსავალი მიიღოს.
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო საგამოძიებო უწყებები ამბობენ, რომ ბრალდებულებიმარტო იყვნენ ჩართული კორუფციაში…
წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კორუფციას კი არ ებრძვიან, არამედ კორუფციას იყენებენ კონკრეტული პირების, ჯგუფების დასასჯელად.
ერთის დაკავებით სხვებს უგზავნიან სიგნალს – შემდეგი თქვენ იქნებით.
თუ დირექტორი კორუფციულ გარიგებებშია მხილებული, წარმოუდგენელია, რომ მისი მოადგილის ან სამსახურის უფროსების მიმართ არ გაჩნდეს კითხვები.
როგორც მოქალაქე, როგორ აღიქვამთ, რა დონის კორუფცია გვაქვს ახლაქვეყანაში?
არ ვარ იმ ასაკის, რომ შევარდნაძის პერიოდი კარგად მახსოვდეს, მაგრამ რაღაც მონაკვეთი მაინც მახსოვს. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, როცა ოჯახის წევრთან ერთად ვმგზავრობდი ავტომობილით, გზებზე საგზაო ინსპექტორები იდგნენ და ქრთამის სახით 1-2 ლარს თუ არ მისცემდი, ვერ გაივლიდი.
აქამდე ჯერ არ დავსულვართ, მაგრამ თუ განვლილი დღეების ქრონიკას გადახედავთ – რომელი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები დააკავეს, დაინახავთ, რომ რეალურად, ყველა დონეზეა კორუფცია. რიგითი სპეციალისტების დონეზეც კი, რომლებიც ცნობებს გასცემენ ან საპროექტო დოკუმენტაციების დამუშავებისას ხარვეზს ადგენენ.
ელიტური კორუფციის ნათელი მაგალითები გვაქვს – თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციხეშია, ყოფილი პრემიერი კი გირაოთია გარეთ.
ერთი მაგალითი მახსენდება – სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, რომელმაც გასცა ცნობა, რომ კონკრეტული ფერმერის მიერ მოყვანილი კარტოფილი იყო ვითომ ის კარტოფილი, რომელიც არ იყო რეალურად მისი მოყვანილი.
ანუ სოფლებშია კორუფცია ჩასული მერის წარმომადგენლების დონეზეა.
მერის წარმომადგენელი არის ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე, რომელიც მუნიციპალიტეტში წარმოადგენს ხელისუფლებას და იმის დონეზეც კი არის კორუფცია.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კორუფცია მოისპოს?
ხელისუფლება არაფერს გააკეთებს – მათი შექმნილია და შემუშავებულია ეგ კორუფციული სქემები. შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ისეთი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომ კორუფციული გარიგებების საშუალებები და ნიადაგი აღარ არსებობდეს.
თორემ ამ მმართველი ჯგუფიდან არაფრის მოლოდინი მაქვს, რომ ესენი რამე სასიკეთოს შეცვლიან. აუცილებელია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არის კორუფციის და სხვა ბევრი უკანონობის ნათელი გამოხატულება.
რას უქადის ქვეყანას მსგავსი მასშტაბის და სიღრმის კორუფცია?
სიღარიბეს, ლუკმა-პურის არ ქონას. სიღატაკისკენ წავა ეს ქვეყანა. რამდენიმე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იქნება მდიდარი, უზრუნველყოფილი, მათი შვილები, ოჯახის წევრები… და იქნება მეორე კატეგორია, რომელსაც ლუკმა-პურის ექნება მხოლოდ. თავის გატანისთვის იქნება მისი ყოველდღიური ცხოვრება და ბრძოლა. საშუალო ფენა, რომელიც დღესაც ძლივს არსებობს, გაქრება.
ეროვნული, საჯარო სიმდიდრე, რომელიც უნდა შეიქმნას და გადანაწილდეს თანაბრად, ვერ გადანაწილდება, რადგან ბიუჯეტს მიღმა, ანუ საჯარო სივრცის მიღმა იქნება აღებული თანხმობა და ეგ ბიუჯეტში არ აისახება, როგორც შემოსავალი. შესაბამისად, ამ შემოსავალს დაკარგავს თითოეული ოჯახი.
მდიდრები უფრო მეტად გამდიდრდებიან და უფრო მეტ დოვლათს შექმნიან საკუთარი ოჯახებისთვისმ ხოლო ღარიბები უფრო ნაკლებს მიიღებენ და უფრო მეტი სოციალური პრობლემის წინაშე დადგებიან.
მდიდრებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, რომ ღარიბების მოსყიდვა სცადონ და უფრო მეტად გაიძლიერონ საკუთარი ყოფა და ძალაუფლება.
ეგ იქნება მოცემულობა.
______________
ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი – ფოტოკოლაჟი.
კურორტ გომარდულში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის საკითხი აჭარის მთავრობის დღის წესრიგში აღარ არის.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში წერს, რომ ჯერ „ახალი საბაგირო ტრასების შესაძლო მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან შესაბამისობა და საჭიროები უნდა დადგინდეს“.
შესაბამისად, როცა დაადგენენ „საჭიროებებს“, ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ გეგმასაც შემდეგ შეადგენენ.
ასე დადგენა-გარკვევაშია გაჭედილი კურორტ გომარდულის განვითარებისა და სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საკითხი 2011 წლიდან. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამოა დაყადაღებული. კომპანიის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს დახმარების იმედი ჰქონდათ.
სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი, ხვიჩა შარაშიძე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შევიდა „ოცნებიდან“, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკუთარ კურორტსაც ვერ დაეხმარა. ამომრჩეველს გომარდულის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეებიც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.
ჯერ არ ვიცით, სულხან თამაზაშვილს რა გეგმა აქვს გომარდულის კურორტად ქცევაზე.
სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი დღეს ისევ გაურკვეველია. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გომარდული ნახსენებიც კი არ არის.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტალის შესრულების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავეს, მაგრამ სამშენებლო ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოების შემსრულებელი პოტენციური კონტრაქტორის შერჩევა გართულდა, ამიტომაც ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 2025 წლის სამ კვარტალში ფული არ დახარჯეს.
სამინისტრო განმარტავს, რატომ გაჭირდა პოტენციური კონტრაქტორის პოვნა: „ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მსგავსი ობიექტების მიწოდებით ფაქტიურად არაა დაფარული. აღნიშნული ობიექტი მომეტებული საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური გადაწყვეტილების საკითხები დამუშავდეს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.“
ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. საბაგიროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარია გაწერილი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს,მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ 4-დან 7 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
14 ნოემბრის სხდომაზე პროკურორები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ახლა ჩანს, ეს ქვეყანა გაგრუზინდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა, მას არაბულ ინვესტიციებზე ვესაუბრეთ და „ოცნების“ ახალ გზავნილებზე.
პოლიტოლოგის დაკვირვებით, საქმე ივანიშვილის მორიგ ტრიუკსა და აფერასთან გვაქვს. ლელა ჯეჯელავას არ სჯერა, რომ არაბული ქალაქები მართლაც აშენდება საქართველოში.
„ჩემი ფრთხილი ვარაუდით, ეს არის რაღაც აფერა, ვიდრე რეალური ინვესტიცია. ამ აფერისგან ივანიშვილი ელის დიდ ფინანსურ სარგებელს… იმ გამოცდილებით, რაც გვაქვს მიღებული, მაგალითად, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, აი, ეს ინვესტიცია იყოს სწორედ – ნამახვანჰესი 2.
ივანიშვილი ამით შეიძლება ატარებდეს დიდ ტრიუკს – პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს, დაეკისროს საქართველოს ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა, შემდეგ ინვესტორთან შეთანხმებით ეს თანხები, ასე ვთქვათ, გადანაწილდეს,“ – მიიჩნევს ლელა ჯეჯელავა.
ქალბატონო ლელა, თქვენი აზრით, როგორ უყურებს „ოცნება“, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს, რომელსაც ქართველობის დაკარგვით აშინებს, ამავდროულად კი ეუბნება, 300 წელი იყვნენ არაბები თბილისში, მაგრამ ამით საქართველოს საფრთხე არ შეჰქმნიაო.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ფობიები იყო მრავალგვარი: ეს იყო ეთნიკური თუ რელიგიური ფობიები… ბოლოს, ისინი ძალიან დაკონკრეტდნენ და შემოიფარგლნენ მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ფობიებით. აღმოჩნდა, რომ ქართველობის წართმევის საფრთხე დადის მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საკითხზე: „კაცებს ვერ გაგვათხოვებენ“ – ამაზე დავიდა ბოლოს ქართველობის დაცვის მთელი „ფილოსოფია“.
რაც შეეხება არაბულ ინვესტიციას: მთავარ რისკებს ვხედავ არა ინვესტიციების წარმომავლობაში, არამედ მის გაუმჭვირვალობაში.
საამიროები შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყანა, 6 მილიარდი კი ძალიან დიდი თანხაა. ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ოდენობის თანხის ჩადებაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც შეერთებული შტატებისთვის გარკვეული რისკები არსებობს. შეერთებულ შტატებში „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებენ, როგორც ანტიამერიკულ ხელისუფლებას. ასეთი განცხადებები კეთდება ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან. ამიტომ, პირველი სიცრუე, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, გახლავთ ის, რომ ეს არ არის ემირატების სახელმწიფო ინვესტიცია საქართველოში.
ლელა ჯეჯელავა
მეორეცაა: „ოცნების“ წარმომადგენლები გამუდმებით ამტკიცებდნენ, რომ ეს არის EMAAR ჯგუფის ინვესტიცია. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და არის კერძო ჯგუფის ინვესტიცია, რომელსაც EMAAR-თან მხოლოდ პერსონა აკავშირებს მმართველის სახით.
ეს ყველაფერი უკვე აღძრავს დანარჩენ ეჭვებს: რეალურად რამდენად არის ეს ინვესტიცია საამიროების პოლიტიკური გადაწყვეტილება?
კითხვებს რაც აჩენს, არის გაუმჭვირვალობა და ის, რომ კონტრაქტი არის გასაიდუმლოებული. კომერციული საიდუმლოება გასაგებია – არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ის უნდა იყოს დაცული, მაგრამ დამალო მთელი კონტრაქტი, ეს წარმოუდგენელია.
იმ გამოცდილებით, რაც გვაქვს მიღებული, მაგალითად, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, აი, ეს ინვესტიცია იყოს სწორედ – ნამახვანჰესი 2.
რატომ შეიძლება ეს აწყობდეს „ოცნებას“, რა ტრიუკს შეიძლება ატარებდეს ივანიშვილი?
ივანიშვილი ამით შეიძლება ატარებდეს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს, დაეკისროს საქართველოს ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა, შემდეგ კი, ინვესტორთან შეთანხმებით, ეს თანხები, ასე ვთქვათ, გადანაწილდება.
მეორეა ის, რომ საერთოდ არ მივიდეს ინვესტიციის განხორციელებამდე საქმე. ამ შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ამ მიწებს: ის რჩება ინვესტორის ხელში, თუ ის არის კვლავ ქართული მხარის საკუთრება? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიდრე ეს არ გვეცოდინება, რა პირობით შედის ჩვენი მხარე ამ კონტრაქტში, ბუნებრივია, ვერ გვექნება პასუხები ვერაფერზე.
არაბული მხარის ინტერესი ჩემთვის სრულიად გასაგებია. ვიცით, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც კლიმატური ცვლილებების პერიოდში ყურის ქვეყნებს დაუდგებათ, ეს არის წყლის რესურსების პრობლემა. ბუნებრივია, მომგებიანია ინვესტირება იმ ქვეყანაში, რომელიც არის წყლის რესურსებით განსაკუთრებით მდიდარი.
ივანიშვილი ამ მიწებს რომ არიგებს აქეთ-იქით, ეს ხომ ხალხის საკუთრებაა? გრძელვადიან პერსპექტივაში წყლის რესურსი ქართველი ხალხისთვის შეიძლება იყოს ისეთივე სიმდიდრის წყარო, როგორიც იყო ნავთობი, მაგალითად, ყურის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. დღეს ეს ყველაფერი გადადის ბიძინა ივანიშვილის ხელში, ერთი კაცის ხელში სრულიად გაუმჭვირვალე პირობებით.
ბუნებრივია, მოქალაქეების პოზიცია ამ დროს არის ნეგატიური და კრიტიკული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ ამ პროტესტით შემდეგ არ ისარგებლონ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
ვინ შეიძლება ისარგებლოს პროტესტით, როცა მოქალაქეები ითხოვენ, პირველ რიგში, ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას?
ვფიქრობ, არაბული ინვესტიციების შემოსვლა ძალიან არ შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომაც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავდი, მათი დაინტერესებაც იყოს, პროცესი არ მივიდეს ბოლომდე.
ამ ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდება დასაბუთებული მსჯელობა, რადგან წარმოდგენა არა გვაქვს არაფერზე და გვაქვს ძალიან ბუნდოვანი სურათი.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან მკაცრად იყო განსაზღვრული ქვეყანაში ინვესტიციის ზედა ჭერი, გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან…
საუბარია 6,6 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციაზე. ეს ივანიშვილის ქონებაზე მეტია. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ივანიშვილს თავისი ფინანსური გავლენის ალტერნატივა გაჩნდეს საქართველოში?
ბიძინა ივანიშვილმა თავისი თანხების რაღაც ნაწილი დაკარგა, მისი დღევანდელი კაპიტალი ექვსი მილიარდი აღარ არის. რა სარგებელი აქვს ბიძინა ივანიშვილს აქედან? – ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, იმიტომ, რომ ის პირადი სარგებლის გარეშე არაფერს არ აკეთებს. ჩვენ ხომ ეს უკვე ვნახეთ არამარტო ამ 13 წლის განმავლობაში, არამედ წინა 10 წლის განმავლობაში?
შეიძლება არაბების კაპიტალი პოლიტიკური ინტერესისკენ უშუალოდ არ იყოს მიმართული, მაგრამ ყველაზე მეტად მეუცნაურება ის, რომ ინსტიტუციური გარანტიები არ არსებობს საქართველოში ლეგალური ინვესტიციისათვის. თუ ინვესტიციას საფრთხე შეექმნება, მას სჭირდება დაცვა, ქართული სასამართლოს პირობებში კი, ეს არის შეუძლებელი და ეს უკავშირდება მერე საკმაოდ დიდ ფინანსებს და დავებს საერთაშორისო არბიტრაჟში.
ჩვენი შენატანი კაპიტალი მიწის სახით, რომელიც ქართულ მხარეს შეაქვს, რა ღირებულებით არის შეფასებული? ესეც არ ვიცით და აქაც შეიძლება ხაფანგი იყოს დაგებული: რამდენად თანაზომადია ქართველების კაპიტალი ინვესტიციასთან?
ძალიან ბევრი კითხვაა, მაგრამ საზოგადოება არაბებს კი არ ერჩის და არაბულ კაპიტალს – გაუმჭვირვალე კაპიტალს ერჩის, გაუმჭვირვალე კონტრაქტს. ჩვენი კითხვები არ არის არაბულ მხარესთან, არის კითხვები „ქართულ ოცნებასთან“.
გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ.
აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ახლა ჩანს, ეს ქვეყანა “გაგრუზინდა”.
ჩემი ფრთხილი ვარაუდით, ეს არის რაღაც აფერა, ვიდრე რეალური ინვესტიცია. ამ აფერისგან ივანიშვილი ელის დიდ ფინანსურ სარგებელს, მაგრამ მე არ ველი, რომ ექვსი წლის განმავლობაში აქ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ინვესტიციის განხორციელებას შეეცდება.
არაბული ინვესტიციების გაუმჭვირვალობას აპროტესტებს, როგორც პროდასავლური, ისე პრორუსული პოლიტიკური ძალები. ამაზე რას ფიქრობთ?
ინვესტიცია ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ არ უნდა გააპროტესტოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პირობით შემოდის ეს ინვესტიცია. მაგალითად, ნამახვანჰესის გამო ქვეყანას 450 მილიონი დოლარი გვაქვს გადასახდელი, ანუ თითქმის ნახევარი მილიარდი. პასუხი ამ კონტრაქტის შედგენასა და ჩავარდნაზე, ქვეყნის შიგნით არავის გაუცია.
მე ვფიქრობ, თუ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პროექტი საქართველოში, რუსეთისთვის უკვე მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ამ თემის აგორება არის ძალიან მომგებიანი პოლიტიკურად.
თუმცა თუ რუსეთი ცვლის, ის ცვლის ისევ თავისი კანდიდატით. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს თავის განცხადებებში ძალიან ფრთხილი ამ საკითხთან დაკავშირებით და მთელი აქცენტი და პრესინგი უნდა იყოს ხელისუფლებაზე – გასაჯაროვდეს კონტრაქტი და არა იმაზე, რომ აი, ქართულ მიწას გვართმევენ და ჩვეულებრივი, იგივე ლოზუნგებით გამოვიდეთ, როგორც გამოდიოდა წლების წინ „ქართული ოცნება“. კარგად გვახსოვს წულუკიანის განცხადებები, რომ ქართული მიწა არ გაიყიდება, მაშინ ირანელ ინვესტორსაც მოუწია დაეტოვებინა საქართველოში უკვე აწყობილი ბიზნესი და ნაყიდი მიწები ხომ?
ვიხუმრე ერთხელ, რომ დიდ ქოციანობას, ეტყობა, დიდი არაბობა დაასრულებს-მეთქი. ეს თემა გახდება ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემა. ასევე დავწერე: ივანიშვილო, მზად ხარ კრწანისის ბრძოლისთვის-თქო?
საფრთხეს აშკარად ვხედავ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისევ რუსეთის თამაშში. მართლა შემოსევა არ მოხდება საქართველოში არაბების, მაგრამ საქართველო რომ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება საბოლოოდ ამ პროექტით – ამაში ეჭვი არ მეპარება.
ნამახვანი ხომ გამოდგა აფერა, არა? შედგა ცუდი კონტრაქტი, ჩვენთვის წამგებიანი, მერე ამ კონტრაქტს, დააკვირდით ვინ დაუპირისპირდა. საპატრიარქო დაუპირისპირდა. მაშინაც პრორუსული და პროდასავლური, ასე ვთქვათ, ბაბლი აღმოჩნდა ერთ მხარეს. ღარიბაშვილმა კონტრაქტი გააუქმა და შედეგად მივიღეთ ნახევარი მილიარდით დაზარალებული ქართული სახელმწიფო. არ მივიღეთ დასჯილი არცერთი პიროვნება.
ჩვენ დღესაც არ ვიცით, რა მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რატომ შედგა ასეთი წამგებიანი კონტრაქტი?
___
მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ფოტო „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდიდან
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით 12 წლის გერი გააუპატიურა. ასევე დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 24 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ).
ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Judge Koba Chagunava has sentenced Soviet history researcher, educator, and historian Rusiko Kobakhidze to three days in administrative detention for the second time, again on the grounds of “blocking the road.”
“The violation is evident, and there are no circumstances that would rule out detention,” — said Judge Koba Chagunava in his reasoning.
The first arrest took place on the night of November 5, when Kobakhidze was accused of “artificially blocking the road.” At that time, Judge Chagunava sentenced her to one day in administrative detention. On November 13, Kobakhidze was summoned to court over another case — this time concerning an alleged road blockage on November 4.
The question of why the Ministry of Internal Affairs is pursuing an identical charge for a road blockage from the previous day — when the court had already considered and ruled on November 5’s “road blockage” — remained unanswered.
“So, as I understand it, it is said that the goal of this so-called ‘offense’ is to cause problems for vehicle movement, correct? I believe an act can only be considered an offense if the intent behind it is clear. How does the Ministry of Internal Affairs determine intent if it doesn’t even ask the alleged ‘offender’ what their purpose was in stepping onto the road?
Let me also remind you that the purpose of a court is precisely to establish the context of a particular ‘violation.’ For example, if the law says that breaking a window is a crime, then what is the point of a court if everyone who breaks a window is automatically punished without considering context? If someone breaks a window in a burning house to rescue a child, is that a crime? The intent behind breaking the window is entirely different — it is to save a life — and that cannot be criminal.
The City Hall blocked Vake [a Tbilisi district] for two years. People truly experienced problems — ambulances couldn’t reach destinations; it was hard for me to get to work. Yet no one thought to accuse Kakha Kaladze [the city mayor] of intentionally blocking the road to inconvenience residents. His goal was street rehabilitation — a positive intent — and that was not treated as an offense.
It’s extremely superficial to claim that my goal is to disturb people or stop buses. As you know, I’m not an idle person. I’ve spent a year of my life — in cold, rain, heat, and frost — standing there not to inconvenience anyone but because this country faces very serious problems, and that is how I express my protest.
Blocking the road is a symbolic act of manifestation. The goal is not to commit a crime or harm anyone, but to express protest against what’s happening in the country — particularly against the new repressive laws being enacted recently.
Suppose tomorrow they adopt a law limiting how much you can eat in the morning, or prohibiting people from wearing their hair down or short skirts — will you keep demanding detentions with the same zeal?
Apparently, there are three fines issued against me already, and had I not been detained, I wouldn’t even know. I’m told I owe 15,000 lari in total. I’m genuinely curious — I earn 262 lari monthly at one university, 180 at another, and used to receive about 1,000 lari from SovLab [the Soviet Past Research Laboratory], but not anymore, since our work has been restricted. So, with a total income of about 500 lari a month, how can I possibly pay such fines?
These regulations are repressive precisely because they impose fines on people who simply cannot afford to pay. Indirectly, it’s a message: if you don’t want to be fined, stop protesting. The purpose of these laws is not to ‘restore order,’ but to suppress dissent — to ‘“Seal their mouths, shoot them straight at their legs!’ [popular phrase from Georgian film Sherekilebi/The Eccentrics ],”Rusiko Kobakhidze said this in court — just moments before Judge Koba Chagunava once again found her guilty of “artificially blocking the road” and sentenced her to three days of administrative detention.
Rusiko Kobakhidze is one of the most active participants in the ongoing continuous protest. She is a mother of nine children, and a photo of her holding a handwritten sign reading, “I didn’t raise nine children for them to live in Russia,” has become one of the symbols of the protest.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი – “პინის შეცვლა”, დანერგა.
ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ – ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ.
რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ.
მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება.
იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან.
გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაჯილდოებას თავისუფალი მედიის ჯილდოთი და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის სიმბოლო დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მიმართული შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიის, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა.
„1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში პირველად იზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი. სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოვანები და პოლიტიკოსები – ყველა, ვინც აპროტესტებს, ერთი და იმავე, ყალბი მიზეზებით ხვდება ციხეში.
რეპრესიები არავის ინდობს: ცოტა ხნის წინ აფხაზეთიდან დევნილი ,71 წლის პირი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს,“ – ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.
მედიისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის (CMIS) მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ შევიწროების სულ მცირე 434 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის მინიმუმ 122 ფაქტი.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის შეფასებით, გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით გამოირჩეოდა, რეპრესიების ეს ტალღა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ სასოწარკვეთილ მცდელობას, ჩაახშოს პროტესტი, რომელიც უკვე 349 დღეა უწყვეტად გრძელდება.
ჰელსინკის კომიტეტი წერს, რომ აქციები თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ – ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი პროტესტის შეზღუდვისა და კრიმინალიზაციის მიზნით, მათ შორისაა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სახის დაფარვა.
ვითარების შემდგომი ესკალაციისთვის, პარტიამ ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით. ამავდროულად, რვა მთავარი ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„ამ კანონების მიზანი ნათელია – ისინი მიმართულია რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მათ უნდა გააუქმონ კანონები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, გაათავისუფლონ ყველა პირი, ვინც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის დააკავეს, და უზრუნველყონ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებასა და შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა“, – ამბობს გენერალური ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მდივანი ბერიტ ლინდემანი.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის შეფასებით, მზარდი რეპრესიების ფონზე, იმედი ჯერ კიდევ არსებობს – სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება და ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, დანებებას არ აპირებს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია საუბრობს მზია ამაღლობელის დამსახურებასა და როლზე, როგორც მოქალაქეზე და როგორც ჟურნალისტზე.
„ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული მზია ამაღლობელის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში არის ხალხი, ვისაც არ ესმის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
რეჟიმის პრიმიტიული გზავნილია – პოლიციელს (არ დაგვავიწყდეს – სინამდვილეში ფორმიან მოძალადეს) შეეხო და უნდა დაისაჯოსო. ზოგიერთი ამას არგუმენტად იღებს; ზოგიც იჯერებს, რომ ასეც უნდა იყოს; ზოგიც თავს იტყუებს, რადგან ასე აწყობს; ზოგიც სხვას ატყუებს.
სხვები ამბობენ: კარგი, ვთქვათ, არ უნდა იჯდეს საპატიმროში მზია, მაგრამ რა დამსახურებისთვის ანიჭებენ მას ამდენ ჯილდოს? რა არის შესაქები და საამაყო სილის გაწვნაში ?
აი, აქაა ძაღლის თავი დამარხული. მთავარი ვერ გაუგიათ და ვეცდები, ამ სტატუსით გავაგებინო.
მართლაც დავსვათ ეს შეკითხვები. რატომ ჯილდოვდება მზია, როგორც ჟურნალისტი?
რომ არ დაეჭირათ, ხომ არ მიანიჭებდნენ?
კი ბატონო, სილის გაწვნის საბაბითაა დაპატიმრებული და ალბათ არ უნდა იჯდეს, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, შეიძლება, ჯილდო გადასცე?
რა არის ამ ყველაფერში ასეთი განსაკუთრებული ?
სწორედ ამ შეკითხვებს მინდა ვუპასუხო, რადგან მიმაჩნია, რომ აქაა პასუხი იმაზე, რაშიც საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გაერკვა. მიზეზი კი ისაა, რომ ფოკუსი სულ სხვაგანაა გადატანილი.
რატომ აჯილდოებენ მზიას, როგორც ჟურნალისტს ?
ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა მხილებას გულისხმობს. პრობლემის ასახვას, მის გამოძიებას, საზოგადოებისთვის მიწოდებას.
შეგიძლიათ, დამისახელოთ ჟურნალისტი, რომელმაც ეს მზიაზე უკეთესად შეძლო?
მე ვერ დაგისახელებთ.
მან შექმნა ამ პროფესიაში საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. ბრწყინვალე საგამოძიებო მასალა. ის თავისი ჟურნალისტური კვლევის პერსონაჟი, გმირი თავადვე გახდა. მან საკუთარ თავზე გადაიტანა ის, რაც თითოეულ მოქალაქეს შეიძლება დაატყდეს თავს.
აჰა, ესაა სისტემა, სადაც ვცხოვრობთ – დაუნდობელი, სასტიკი, რუსული, გვითხრა მან. ამასთან, გვაჩვენა, როგორ შეიძლება რეჟიმის დამარცხება.
გვაჩვენა გამოსავალი, მოგვცა პასუხი – მხოლოდ ბრძოლითა და შეუპოვრობით. მან, პატიმარმა, მოამზადა ისეთი რეპორტაჟი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩვენს პროფესიას არ ახსოვს.
ამასთან, ეს არ არის ერთი ქვეყნის ამბავი. ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. ესაა ამბავი დიქტატურაზე და ამიტომ იპყრობს ამხელა ყურადღებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ერთდროულად ამხილა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამ ქვეყნის მმართველი. აღწერა მთელი სისტემა, გააშიშვლა ბოლომდე. მან, ციხეში მყოფმა, რეჟიმი იქამდე მიიყვანა, მოახსნევინა და გააქრობინა სისტემიდან პოლიციის უფროსი.
ეს მარცხის აღიარება იყო.
შეგიძლიათ, მითხრათ სხვა ჟურნალისტური ნაშრომი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ასე განძარცვა რეჟიმი? და ეს შეძლო პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა.
ამიტომ აჯილდობენ მზია ამაღლობელს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჟურნალისტს. მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მან პატიმრობა პროფესიულ მივლინებად აქცია.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მას არა მხოლოდ პატიმრობის პერიოდის, არამედ ბოლო 25-წლიანი საქმიანობისთვისაც აჯილდოებენ. უბრალოდ, პატიმრობამ ახლა დაგვანახა და მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ის დამსახურება და წვლილი, რასაც იქამდე სათანადოდ ვერ ვხედავდით.
კიდევ რატომ აჯილდოებენ მზიას?
იმიტომ, რომ სინდისის პატიმარია. ის დღემდე ციხეში ზის რეჟიმის პოლიტიკური მოტივაციით. ის მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსით, რაც სრული აბსურდია.
კიდევ?
იმიტომ, რომ საოცრად მამაცი და უკომპრომისოა. სხვა ისეთი თვისებებიც გამოავლინა, რაც აღფრთოვანებას იწვევს. კიდევ იმიტომ, რომ რეჟიმმა მთავარ მტრად მიიჩნია, მაგრამ მის ბიოგრაფიას ვერაფრით მიაყენა ჩრდილი. აღმოჩნდა, რომ მის პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საამაყო საქმეები ყოფილა.
კიდევ ?
იმიტომ, რომ ქალია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალი ანგრევს სისტემას.
P.S. ქვეყანამ დიდი ადამიანი აღმოაჩინა. მას კიდევ ბევრი და მაღალი აღიარება ელოდება.
რაც უფრო შორს გადის მზიას სახელი, მით უფრო მეტი იგებს მსოფლიოში ქართველი ხალხის ბრძოლაზე. სამწუხაროა, რომ ეს მისი ფიზიკური თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება,“ – წერს ვახო სანაია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. მორიგი პროცესი ხვალ, 14 ნოემბერს, დღის 2 საათზეა ჩანიშნული.
Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
„სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც არა მხოლოდ ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში,“ – ნათქვამია Amnesty International-ის წერილობით მოსაზრებაში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ.
სახელმწიფო კი ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა.
„იმისათვის, რათა ხელისუფლებამ არ შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ შეზღუდვების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მკაცრი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, თითქოსდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად მიღებული კანონები არსებითად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას დაფინანსების წყაროებზე.
სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც არა მხოლოდ ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია იმ კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, შეუძლია განახორციელოს თავისი მიზნები შეუფერხებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფოს კრიტიკას, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას ან ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობას.
კანონები, რომლებიც ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას უცხოურ დაფინანსებაზე, არ უნდა ეფუძნებოდეს თვითნებურ, ბუნდოვან და მასტიგმატიზებელ ტერმინებს, რომლებიც არღვევენ კანონიერების პრინციპს, არ უნდა ქმნიდნენ გაურკვევლობასა და მძიმე ტვირთს ორგანიზაციებისთვის.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მიზნის ლეგიტიმურობას, რომელსაც ასეთი შეზღუდვები ემსახურება, რათა აღიკვეთოს ავტორიტარული პრაქტიკის ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას.
ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აწესებს შეზღუდვებს იმ არგუმენტით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა,“ – ნათქვამია Amnesty International-ის ამიკუსში, რომელსაც საია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 155 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 344 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 567 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 34 388 ერთეული [+9]
MLRS – 1 540 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 242 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 79 945 ერთეული [+141]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 211 ერთეული [+88]
სპეცტექნიკა – 3 996 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
96 284 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 000 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების სისტემას რეფორმას? სწორია მე-12 კლასის გაუქმება? – ნახეთ, რა გვითხრეს მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომაც ის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ,ვივამედში. სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“ – ნათქვამია პენიტენციური სასახურის განცხადებაში.
ბათუმის მერია 2025 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაპაუზების მიზეზად სატრანსპორტო კოლაფსს ისე ასახელებს, თითქოს თავად არ არის კავშირში ქალაქის ამ გამოწვევასთან.
მერიის ლოგიკით, გამოდის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში „საიდანღაც გაჩნდა“ და მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უშლის ხელს.
სატრანსპორტო კოლაფსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, მერიის მიერ ნებართვაგაცემული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეები ასახელებდნენ.
მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ თუ მერია უპარკინგო, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გააგრძელებდა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მწვავედ დადგებოდა დღის წესრიგში, სწორედ სატრანსპორტო კოლაფსი იქნებოდა.
ასეც მოხდა.
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდანსაცობი ბათუმში წლის ნებისმიერ სეზონზე პრობლემაა, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად კი ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში.
მიმდინარე წელს ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა შეაჩერეს. ბათუმის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ამ პროექტის შესრულება ხარჯვით ნაწილში 0 პროცენტი იყო.
სამ კვარტალში აუთვისებელი დარჩა 1 მილიონ 621 900 ლარი.
მერიის განმარტებით, საპროექტო ტერიტორია ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, სადაც ტურისტული სეზონის დროს ძალიან გადატვირთული იყო საავტომობილო მოძრაობა, გზის მშენებლობის სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე კი აუცილებელი იყო ქუჩის გადაკეტვა. ამიტომაც მერიამ პროექტის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდებოდა, საავტომობილო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, სამმართველომ, მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოების მეოთხე კვარტალში გადატანა. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვერ განხორცილელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება“ – განმარტავს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო.
ეს პროექტი ბათუმის მერიამ 2024 წელს დაიწყო და 2025 წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგან სამუშაოები მეოთხე კვარტალში გადაიტანეს, დიდი ალბათობით, 2025 წელს პროექტის დასრულება ვერ მოხერხდება.
მერიამ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ვერც ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა- მონტაჟი მოახერხა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტურისტული სეზონი და სატრანსპორტო მოძრაობით ქუჩების შესაძლო გადატვირთვა იყო:
„ვინაიდან ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია და აღნიშნული სამუშაოების წარმოება გამოიწვევდა საავტომობილო მოძრაობის გადატვირთვას და დისკომფორტს შეუქმნიდა როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ვიზიტორებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული სამუშაოების დაწყება განხორციელდეს მეოთხე კვარტალში“ – განმარტავს მერია.
წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაიწყო მაჭახელას ქუჩის კეთილმოწყობაც, შესაბამისად პროექტისთვის გათვალისწინებული 1 მილიონ 084 100 ლარიდან სამ კვარტალში ერთი თეთრიც არ არის ათვისებული.
მერია განმარტავს:
„ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების წარმოება იგეგმებოდა მესამე კვარტალში და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე დაგეგმილი იყო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, აღნიშნულ ლოკაციაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა იმ მოტივით, რომ არ გააჩნდათ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა, სამუშაოს მწარმოებელ კომპანიას არ მისცეს გზის გადაკეტვის საშუალება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ მოქალაქეებთან მოლაპარაკების შედეგად სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა მეოთხე კვარტალში“.
მერიამ დათქმულ ვადაში ვერც ახალი ქუჩების მოწყობის პროექტი დაიწყო.
მაგალითად:
ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, წინასწარ გაწერილი გრაფიკით ვერ დაიწყო ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტში 1 მილიონ 317 508 ლარი იყო გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ამის მიზეზი კი კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებია:
„…აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება“.
ცხადია, მერიას თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვა დასჭირდებოდა, თუმცა ბიუჯეტი ამის მიხედვით არ დაუგეგმავს და პროექტის დასაწყებად ბიუჯეტში თანხა თავიდანვე არასწორად გაწერეს.
მერიამ იმავე მიზეზით ვერც შალვა ინასარიძის ქუჩისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში 2 მილიონ 376 816 ლარი ჰქონდათ ბიუჯეტში გათვალისწინებული.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N35-დან ადლიის ქუჩის პარალელურად, ადლიის ქ. N76-მდე სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტის მხოლოდ 29 პროცენტი შესრულდა.
მერია განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოწოდების ვადის დარღვევის და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შემსრულებელ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო და შესაბამისად, ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება.
მერიამ ვერც სოციალური სახლის მშენებლობა ვერ დაიწყო.
მერია ანგარიშში განმარტავს, რომ შესაბამისი პარამეტრების მქონე ტერიტორიის მოძიებაში დიდი დრო დაკარგა. გარდა ამისა, მერია განცხადებების რაოდენობის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას:
„დაწყებული იქნა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული შესაბამისი პარამეტრების მქონე ტერიტორიის მოძიება, რასაც დასჭირდა გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, სოციალურ სახლში საცხოვრისის მისაღებად გაიზარდა ბენეფიციართა განცხადებების რაოდენობა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის მისაღებად მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისობის მიზნით, განცხადებების სათანადოდ შესწავლას და კვლევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მთლიანი კონცეფციის ცვლილება, რაც გამოიხატა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შესაბამისი პარამეტრების ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებაში, ბაზრის კვლევაში და სატენდერო პირობების შემუშავებაში. ზემოჩამოთვლილ ქმედებებს, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასჭირდა წლის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი პერიოდი, რის გამოც ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თანხის ათვისება.“
ამ ანგარიშის მიხედვით არც ის ირკვევა, საბოლოოდ იპოვა თუ არა მერიამ ადგილი სოციალური სახლის მშენებლობის დასაგეგმად.
Criminal prosecution has been initiated against former Prime Minister and opposition For Georgia party leader Giorgi Gakharia in connection with the June 20, 2019 events and the Chorchana checkpoint case.
The announcement was made on November 12, by the Prosecutor General, Giorgi Gvaramidze, at a press briefing.
Gakharia is charged with organizing the intentional infliction of severe bodily harm on more than two individuals during the protest rally held near the Parliament building on June 20–21, 2019, as well as with exceeding official authority while holding a state political office.
“The public is reminded that, on 7 May 2024, the European Court of Human Rights rendered a judgment in the so-called June 20 case, finding a procedural violation of Article 3 of the European Convention on Human Rights in connection with the events of June 20–21, 2019, in front of the Parliament Building in Tbilisi. The Court ordered the State to undertake specific investigative measures and recommended that the actions of those responsible for the planning and execution of the operation be properly assessed.
Accordingly, numerous investigative actions were carried out, including investigative experiments involving victims, additional witness interviews involving hundreds of persons, and over one hundred forensic examinations. As a result of the investigative measures conducted, the criminal responsibility of a specific individual — Giorgi Gakharia — was established, as detailed below:
On the evening of June 20, 2019, a peaceful demonstration on Rustaveli Avenue in Tbilisi escalated into violent acts. A portion of the demonstrators attempted to forcibly enter the Parliament Building, attacking police officers positioned in front of it, using various objects to inflict harm and to damage and destroy police equipment.
In this context, then–Minister of Internal Affairs Giorgi Gakharia, disregarding established procedures and the requirements of the law, instructed officers of the Special Tasks Department to use special means simultaneously and collectively, without prior warning and without allowing peaceful demonstrators to leave the area. Through this unlawful order, he organized the intentional infliction of bodily injuries upon citizens.
As a result of the combined use of special means, including rubber bullets, dozens of citizens sustained injuries of varying severity; two individuals lost an eye, and five others suffered serious bodily harm,” Giorgi Gvaramidze stated.
Regarding the second episode of the charges, Gvaramidze said that the investigation determined that on August 24, 2019, then-Minister of Internal Affairs Giorgi Gakharia — who also served as Secretary and permanent member of the National Security Council — unilaterally decided to establish an additional police checkpoint near the village of Chorchana, along the occupation line. According to Gvaramidze, this decision was made in violation of the Council’s authority, without consulting the Prime Minister, without coordination with the State Security Service, and without informing the EU Monitoring Mission.
“This decision and related actions, taken on Giorgi Gakharia’s initiative and with his participation, were widely publicized in the media. As anticipated, representatives of the occupation regime used these actions as a pretext for operations against Georgia’s territorial integrity. Specifically, on 5 September 2019, illegal armed formations of the de facto regime in Tskhinvali occupied high ground located on Georgia’s government-controlled territory.
As a result, approximately 100 hectares of forest land came under the control of the occupation forces. Unlawful activities occurred in the area, including the movement of heavy military equipment toward populated areas, creating a real threat of armed conflict between the sides. Additionally, residential houses belonging to residents of the villages of Kobi and Tsneli in Khashuri Municipality fell within the occupied zone.
By these actions, Giorgi Gakharia intentionally exceeded his official authority, causing a substantial violation of the lawful interests of society and the State,” Gvaramidze said.
Giorgi Gakharia has been charged under Article 25 in conjunction with Article 117 §3(l) of the Criminal Code of Georgia – organization of intentional infliction of serious bodily harm upon two or more persons; and Article 333 §2 – abuse of official authority by a person holding a state political office ؙ— the offenses punishable by up to 13 years of imprisonment.
The Prosecution Service will apply to the Tbilisi City Court within the statutory period, requesting that pre-trial detention be imposed as a preventive measure against the defendant.
Gakharia is currently not in Georgia; he left the country several months ago and has since obtained a residence permit in Germany.
Giorgi Gakharia’s party, For Georgia, recently ended its boycott of the October 26, 2024 elections and took up its seats in the Parliament and the Supreme Council of the Autonomous Republic of Adjara, while all other opposition parties had their mandates revoked. The For Georgia party also did not join the boycott of the October 4, 2025 local self-government elections.
According to the Prosecutor’s Office, the investigation is ongoing.
აქტივისტებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი]გამოსახეს.
380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება.
კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული.
თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს.
„მეგობარი აქტის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მასშტაბური ყოფილიყო გეოგლიფიც“ – ამბობს როსტო ზარანდია, აქტივისტი და არტისტი ზუგდიდიდან.
„მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ ამ ბინძურ საინფორმაციო კამპანიაში, სადაც ანტიდასავლური რიტორიკა ჭარბობს, არ იკარგება ხალხის რეალური განწყობები, ჩანდეს ჩვენი რეალური სიმართლე და თანაც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა ისე, რომ ყოფილიყო მასშტაბური და კარგად დასანახი” – განმარტავს აქტივისტი ნოდო სიხარულიძე.
როსტო ზარანდია განმარტავს, რომ წარწერა ანაკლიის სანაპიროდან დაახლოებით 13 კილომეტრში, ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. ავტორების თქმით, ეს ადგილი მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო შეირჩა.
„ადგილს რაც შეეხება, ესეც გარკვეულად სიმბოლურია, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ამბიციები და კარგი გეგმები ჩაიშალა ანაკლიაში და ამ დამთხვევით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ჩვენი მიზანია ძველებურზე უფრო კარგი ურთიერთობისა და პარტნიორობის დამყარება აშშ-სთან“ – ამბობს ნოდო სიხარულიძე.
გამოსახულება საძოვარზე გაკეთდა.
„ეს არის აგროარტი. არავისთვის ზიანი არ მიგვიყენებია, აქ ვთესავთ თეთრ სამყურას, რომელიც ძროხებისთვისაც ძალიან სასარგებლოა, აქტიურად ყვავილობს და მრავალწლოვანი მცენარეა“ – ამბობს როსტო.
„მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამავდროულად მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარგმნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
ანაკლიაში შექმნილი Megobari act-ის წარწერა, როგორც ავტორები ამბობენ, ერთგვარი გზავნილია ქვეყნის გარეთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქართველებს სურთ ურთიერთობის შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან და ელოდებიან საერთაშორისო მხარდაჭერას.
გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ დღეს, 12 ნოემბერს, ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გამოცემის ცნობით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სასტუმრო „ლომსიასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები, პ.გ. და ბ.ხ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.
„პ.გ–ს სსკ-ს 353¹ მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11-წალამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ სსკ-ს 120-ე მუხლის პირველი ნაწილით [ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] გადააკვალიფიცირა და 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. რადგან პ.გ. ოთხი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ბ.ხ-ს ბრალი სსკ-ს 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა სსკ-ს 126-ე მუხლად [ძალადობა] და დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაშიც რადგან ბ.ხ–ც პატიმრობაში იმყოფებოდა, თანხის გადახდა 4 000 ლარამდე შეუმცირდა“ – წერს „სამხრეთის კარიბჭე“.
„სამხრეთის კარიბჭე“ დეტალურად აშუქებდა ამ საქმეს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა ახალციხეში 4 აგვისტოს სასტუმრო „ლომსიას“ მიმდებარედ მოხდა, სადაც 50 ადამიანი ჩხუბობდა. მოწმე პოლიციელების ცნობით, ჩხუბის დროს პოლიციის ჩარევისას ერთ-ერთ პოლიციელს ხელკეტი დაარტყეს და ფეხი მუცლის არეში ჩაარტყეს, პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ათი თვეა პატიმრობაში იმყოფება ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო. მზია ამაღლობელი გაასამართლეს სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილით [პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა… მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით] და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ჯემალ ანანიძის მეუღლემ, მზია იაკობაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჯემალ ანანიძე ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა მდგომარეობა თითქმის უცვლელია.
„ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არის, თუმცა ჯერ წინსვლა არ გვაქვს, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჯერჯერობით. ინსულტის ნიშნებია, რადგან მარჯვენა ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს“ – ამბობს ჯემალ ანანიძის მეუღლე.
ჯემალ ანანიძე რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე.
ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 12 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“ – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
გვარაკიძის განცხადებით:
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე. წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები.
შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში:
2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება.
მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.
შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“.
რაც შეეხება ბრალდებას ჩორჩანას საქმეზე. გენერალური პროკურორის განცხადების თანახმად, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ“.
„აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“ – განაცხადა მან.
მთავარი პროკურორის ცნობით, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – განაცხადა გვარაკიძემ.
გიორგი გახარია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან ქვეყანა 2025 წლის ზაფხულში დატოვა და ამჟამად გერმანიაშია, სადაც, მისივე თქმით, ხანგრძლივი ვიზა მიიღო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. ბოლო დრომდე პარტია ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდებოდა და პარლამენტში არ შედიოდა, თუმცა 2025 წლის 28 ნოემბერს პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ წევრები სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ.
გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერა „ოცნებაში“ 2013 წელს დაიწყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. 2016-2017 წლებში ის იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2017 -2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, და, ასევე – საქართველოს ვიცე-პრემიერი.
2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. იგი თანამდებობიდან გადადგა და რამდენიმე თვეში პოლიტიკური პარტია – „გახარია-საქართველოსთვის“ დააარსა.
Turkey has confirmed that 20 servicemen were killed when a C-130 military transport aircraft crashed in eastern Georgia near the Azerbaijani border on November 11. The Republic of Türkiye Ministry of National Defence confirmed the loss of its servicemen in an official statement on X:
“Our heroic comrades-in-arms were martyred on November 11, 2025, when our C-130 military cargo plane, which had taken off from Azerbaijan to our country, crashed on the Georgia-Azerbaijan border. On behalf of myself and the members of the Ministry of National Defense, I wish Allah’s mercy on our heroic martyrs; I offer my condolences to their grieving families and our noble nation,” the post reads.
The ministry’s message was accompanied by photos and the names of the soldiers who died in the crash.
The plane went down about five kilometers from the town of Sighnaghi, shortly after entering Georgian airspace. According to Georgia’s air navigation service SAKAERONAVIGATSIA, the aircraft disappeared from radar without sending any distress signal.
“A Turkish Air Force C-130 aircraft vanished from Sakaeronavigatsia’s radar a few minutes after crossing into Georgian territory, without transmitting an emergency alert,” the agency said. “Search and rescue operations were immediately launched in accordance with established procedures.”
Azerbaijani President Ilham Aliyev sent a condolence letter to Turkish President Recep Tayyip Erdoğan, expressing grief over the deaths of Turkish servicemen:
“Dear Mr. President,
My dear Brother,
We were deeply saddened by the tragic news of the loss of servicemen in the crash of a Turkish Air Force military cargo plane, which took off from Ganja and crashed in Georgian territory.
In this moment of sorrow, I share your grief and, on behalf of myself and the people of Azerbaijan, extend heartfelt condolences to You, the families and loved ones of the deceased, and the fraternal people of Türkiye.
May their souls rest in peace”.
Georgian Dream-appointed Prime Minister Irakli Kobakhidze also expressed condolences on X (formerly Twitter):
I conveyed my heartfelt condolences to President @RTErdogan following the tragic crash of a Turkish Air Force cargo plane in Georgia. During this difficult time, Georgia stands in full solidarity with our Turkish friends. Our thoughts are with the victims, their loved ones, and…
According to the Georgia’s Ministry pf Internal Affairs, the incident occurred on November 11 in the Sighnaghi municipality, about 5 kilometers from Georgia’s state border. Preliminary reports indicate that the aircraft was flying from Azerbaijan to Turkey.
An investigation has been launched under Article 275, Part 4 of the Criminal Code, which addresses violations of aviation safety or operational regulations that result in the loss of human life.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის ავტომაგისტრალზე [ახალ ავტობანზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში გადაერთვება, ასე ვთქვათ, ძველ [სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის] გზაზე.
დღეს, 12 ნოემბერს კი, საღამოს 8 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია სამტრედია[დაფნარი]- სოფ. სუფსას [გრიგოლეთის] მონაკვეთში და აღნიშნული ტიპის ტრანსპორტი სამტრდია-გრიგოლეთის მონაკვეთში არა სუფსა-ლანჩხუთის, არამედ სენაკი-ფოთის გავლით იმოძრავებს [ორთავე მიმართულებით].
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ შეზღუდვების მიზეზი გზაზე მიმდინარე სამუშაოებია.
სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთისა და მშენებარე გრიგოლეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალების შეერთების ადგილზე გრიგოლეთთან / 10.11.2025
სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.
თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენიებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული.
სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა.
კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მეორეული სამოსისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არა მხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანია. მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდის სახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”.
„ჩვენ მწვანე მომავლისკენ „ვუბერავთ“. ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ. ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,- გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია „ვინტილატორის“ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი.
2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ „ვინტილატორის“ სოციალურ ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზე კეთდება.
ტანსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მას სჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები და ქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფი მოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება.
„მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,- გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს.
პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში.
მალე „ვინტილატორის“ ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან.
„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა მარტო უნივერსიტეტების ავტონომიას, არამედ, მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემას.
ბატონო ბეჟან, თქვენი აზრით, რა ელოდება ქართულ უნივერსიტეტებს, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანა?
ძალიან მძიმე მდგომარეობას მივიღებთ, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის. მთავარი მიზანი მაინც არის უნივერსიტეტების დამორჩილება ხელისუფლებისადმი, უფრო სწორად, პოლიტიკური პარტიისადმი და ეს პარტია იქნება მესაჭე, მმართველი ყველასი და ყველაფრის.
80-იან წლებში, როცა სტუდენტური მოძრაობა იწყებოდა, პირველი ამოცანა იყო უნივერსიტეტის ავტონომიის მოპოვება და მახსოვს, მაშინაც ვამბობდი, რომ ჯერ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან დაპყრობილ ქვეყანაში უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ვერ იქნება.
ახლა ჩვენ სწორედ ამ მაგალითს ვუყურებთ. თავისუფალი უნივერსიტეტები არსებობს მხოლოდ თავისუფალ სახელმწიფოებში, სხვა შემთხვევაში ის არის ხელისუფლების პროპაგანდის და იდეოლოგიური მხარდაჭერის ორგანო, როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში.
„ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება ისეთი უნივერსიტეტები, რომლებიც იქნებიან მისი იდეოლოგიური მხარდამჭერები და გახდებიან პროპაგანდის საშუალება.
რასაკვირველია, ამ ვითარებაში „ოცნება“ შეზღუდავს თავისუფალ პროფესურას, ხელს შეუშლის პროგრამების ინტერნაციონალიზაციას და უცხოეთთან კონტაქტებს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ამ ქვეყნის მომავლისათვის, თუკი ეს რეფორმა გატარდა.
ესე იგი, საბჭოთა ტიპის მოდელს ქმნიან? თუ რაიმე უფრო უარესიც შეიძლება მივიღოთ?
საბჭოთა მოდელს ქმნის. როცა უნივერსიტეტს რაღაც პროგრამებს უკრძალავ და შემდეგ სახელმწიფო განუსაზღვრავს უნივერსიტეტს პროფილს, პროგრამებსაც თვითონ შეადგენს, თვითონ აპირებს განსაზღვროს რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი იყოს – ეს არის საბჭოთა მოდელი.
ესენი ხომ ზოგადად ფსევდო-ნაციონალიზმით გვებრძვიან, ხომ?! „მშვიდობა გვინდა“, „ეროვნული სახელმწიფო გვინდა“, „ევროპა არ გვინდა“. ამ ლოზუნგებით მოდიან. „სააკაშვილმა თურქები ჩამოასახლა“ იძახდნენ და ახლა, თვითონ არაბულ სოფლებს და ქალაქებს ქმნიან. მაგრამ გასდით პროპაგანდის საშუალებით.
ესენი ამ პროპაგანდის ხალხია და ახლა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თქვენი შვილები უკეთესები გაიზრდებიან, თუკი სახელმწიფო აღზრდის მათ. საბჭოთა მენტალობის ხალხია.
ამიტომ არის, რომ ბრძოლა ისეთ უნივერსიტეტებს გამოუცხადეს, სადაც ავტორიტეტები არ არიან, თავისუფალი იდეებია და ცოდნის მიღება ხდება, კოგნიტური უნარების განვითარება ხდება სტუდენტებში. ლექცია უნდა იყოს ინტერაქტიული, სტუდენტებმა უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დასვან კითხვები და მივიდნენ გარკვეულ დასკვნამდე. ანუ დასკვნის გაკეთების, შეფასების უნარი უნდა გამოუმუშავდეთ, ხომ?! და ეს არ მოსწონთ, ამას ებრძვიან.
ვფიქრობ, ამ მხრივ გამორჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწორედ ამ უნივერსიტეტის განადგურება უნდათ ყველაზე მეტად.
ყველაზე დიდი დანაშაული იყო, როცა თვალი დავხუჭეთ იმაზე, როცა პირველად დაესხნენ თავს უნივერსიტეტებს და თავისუფალი უნივერსიტეტი გააუქმეს. „ილიაუნს“ ართმევდნენ ავტორიზაციას. შეცდომა იყო ისიც, რომ უნივერსიტეტებს იურიდიული სტატუსი შეუცვალეს და აიპ-იდან სიპ-ზე გადაიყვანეს.
უნივერსიტეტებს თავისუფალი ბაზარი უნდა მიეცეთ და შემდეგ თავად გადაწყვეტენ, როგორ უნდა განვითარდნენ.
თუ ერთპროფილიანი იქნებიან უნივერსიტეტები, მაშინ ინტერდისციპლინურ პროგრამებს ვერ შევქმნით. აი, მაგალითად, შუა საუკუნეების ეპოქა რომ შეისწავლო, შუა საუკუნეების ადამიანი უნდა შეისწავლო, ხომ?! მისი აზროვნება უნდა იცოდე, ხელოვნება უნდა იცოდე, არქეოლოგიური ძეგლები უნდა იცოდე, არქიტექტურა, ლიტერატურა და ასე შემდეგ. ეს რეფორმა ასეთი პროგრამების შექმნის შესაძლებლობას მიკარგავს, მე, როგორც ისტორიკოსს და ამ დროს მსოფლიოში ასეთი პროგრამებია დღეს პროგრესული.
სპეციალურად შლიან ამ ყველაფერს და გადავყავართ საბჭოთა სისტემაში.
მახსოვს, პროფესორები მყავდა, რომ შემოვიდოდნენ აუდიტორიაში, კითხვას ვერ დაუსვამდი. მიაპყრობდნენ ჭერს თვალებს და ასე გადიოდა ლექცია და ვიღაცას დღესაც კი, კარგი ჰგონია ასეთი საბჭოთა სისტემა.
ხუთი სემესტრი მიკითხავდნენ საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიას, სამი სემესტრი – სკკპ ისტორიას, ორი სემესტრი – მეცნიერულ კომუნიზმს, ორი სემესტრი – დიალექტიკურ მატერიალიზმს, ორი სემესტრი – ისტორიულ მატერიალიზმს… გესმით?!
და პროფესიას რომელ სემესტრში ეუფლებოდით?
მაგას გეუბნებით, რომ ერთ სემესტრში ვაბარებდი 5 გამოცდას და მინიმუმ 10 ჩათვლას. 15 საგანს ერთ სემესტრში როგორ ისწავლიდი? ამიტომ ეს იყო ყველაფერი ფორმალური, რასაც აკეთებდნენ.
ამიტომ, ასეთ უნივერსიტეტებს შექმნიან, სადაც ფორმალური იქნება განათლება და რეალურად აგიტატორებს გამოზრდიან, როგორც დღეს მასწავლებლების დიდი ნაწილი ჰყავთ ჩართული საარჩევნო სისტემაში და გამოზრდიან თაობას, რომელსაც არ ექნება გაზიარებული დასავლური გამოცდილება.
პროგრამების შემცირება გამოიწვევს ასევე იმას, რომ სტუდენტებს აღარ მიეცემათ შესაძლებლობა, რომელიმე სემესტრი ევროპულ უნივერსიტეტებში გაიარონ. მე მყავს, მაგალითად, სტუდენტები, რომლებმაც თითო სემესტრი მაინც გაიარეს ევროპულ უნივერსიტეტებში და თუ „ოცნების“ მოდელზე გადავალთ, ამის შესაძლებლობა უკვე სხვა სტუდენტებს აღარ ექნებათ.
ინგრევა უწყვეტი განათლების სისტემა და უნივერსიტეტებშიც მხოლოდ თავიანთი ნომენკლატურის ხალხს დატოვებენ.
სისტემას უნგრევენ ახალგაზრდებს, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს „ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების მომავალზე, მათ ხომ ევროპაში ჰყავთ თავიანთი ოჯახის წევრები ან აშშ-ში. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი იქნებიან კონკურენციაში იმ თაობასთან, რომლებსაც დღეს დასავლეთის კარებს უკეტავენ და იზოლაციაში ტოვებენ?
აი, დააკვირდით, ვინც ამბობს, რომ ევროპა არ უნდათ, სწორედ მათი შვილები სწავლობენ ევროპაში და არათუ სწავლობენ, იქ არიან დაბადებული და ევროპის და აშშ-ს მოქალაქეები არიან. ამ შესაძლებლობებს სხვისთვის ჩაკეტავენ და მხოლოდ მათი ნომენკლატურისთვის იქნება გზა გახსნილი.
ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის.
როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს დღეს აკადემიურ სფეროს რეჟიმთან წინააღმდეგობის უნარი და შეძლებთ თუ არა დაიცვათ უნივერსიტეტების ავტონომია?
რთულია ამაზე პასუხი, რადგან ჩვენ აღარც კი გვიტოვებენ დროს იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე მოვახდინოთ კონცენტრირება, რადგან ახალ სკანდალებს ქმნიან ყოველდღე და ამაზე ცდილობენ საზოგადოების ყურადღების გადატანას, მაშინ როცა ამდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, იკარგება ეკონომიკა და ასეთი ქაოსით უნდათ ქვეყნის მართვა. სტუდენტებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან, თან სწავლობენ, თან მძიმე პირობებში მუშაობენ…
თუ მათი დიპლომი დაკარგავს ფასს, აღარ ექნებათ თანასწორ გარემოში დასაქმების უფლება და ღია საზოგადოებაში ცხოვრების საშუალება, რა აზრი აქვს მაშინ ასეთ მუშაობას ან დიპლომს, ამაზე არ უფიქრიათ?
ხომ ხედავთ რა გარემოს ქმნიან? ისეთი ადამიანები ჰყავთ თანამდებობებზე, ზოგიერთი თავის დიპლომსაც ვერ პოულობს. აღარც დასჭირდება ბევრს განათლება და დიპლომი, რადგან არც იქნება ამაზე მოთხოვნა.
თანაც, ძალიან ბევრს, ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია და არ უნდა ამის დაჯერება, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი ჩაიკეტოს, რომ ეს შესაძლებელია. 1921 წელსაც ბევრს არ ეგონა, რომ საფრანგეთის ან სხვა ევროპის უნივერსიტეტში ვეღარ ისწავლიდა, მაგრამ ასე მოხდა. ყველაფერი ჩაიკეტა.
რა იქნება ის წერტილი, რომელიც ამ საშიშროებას დაანახებს მათ?
მეც ეგ მიკვირს, რომ ეს ადამიანები ასეთ მძიმე მდგომარეობაში არიან და მაინც ვერ იაზრებენ ბევრ რამეს. „ვმუშაობ თან ვსწავლობ, მეტი რა მინდა“ – აი, ამ გადმოსახედიდან უყურებენ ყველაფერს.
რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ, უფრო მეტად დაკარგავენ ღირებულებებს, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მორალურად გატეხონ ახალგაზრდობა, სტუდენტები, პროფესორები. ხედავთ ხომ, სულ რამდენიმე პროფესორი აქტიურობს დღესაც. ეს ადამიანები უშვებენ იმას, რომ იმუშაონ ისეთ რექტორებთან, რომლებიც პარტიას ემსახურებიან და არა უნივერსიტეტს.
მაშინ გამოდის, რომ რეჟიმი ამ სფეროშიც აღწევს მიზანს?
ვფიქრობ, გამარჯვების შანსი გვაქვს, მაგრამ უნდა იყოს მეტი ერთობა, მასშტაბური გაფიცვები და წინააღმდეგობა, მაგრამ სამწუხაროდ, ინტელექტუალურ ნაწილშიც კი არ არსებობს დღეს წინააღმდეგობის ერთიანობის სისტემა. გამოსავალი არის ისევ იმაშიც, რასაც ვაკეთებთ – თქვენ აშუქებთ ამ თემებს, ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის წინააღმდეგობა უნდა გამოჩნდეს.
სტუდენტების ნაწილიც ცდილობს გამოხატოს პროტესტი – „არ იყიდება“, ეს ბანერია გამოფენილი „ილიაუნზე“. უბრალოდ, უფრო მეტი ერთიანობა გვჭირდება, რადგან რეჟიმის მიზანია, საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს ერთმანეთთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 154 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 342 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 556 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 34 379 ერთეული [+13]
MLRS – 1 540 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 240 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 79 804 ერთეული [+162]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 926 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 123 ერთეული [+87]
სპეცტექნიკა – 3 994 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
95 994 უპილოტო საფრენი აპარატი
635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 240 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 359 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
On November 11, the Court of Appeals in Kutaisi began hearing the case of Mzia Amaglobeli.
Her lawyers are appealing the verdict delivered on August 6 by Batumi City Court Judge Nino Sakhelashvili, which sentenced Amaglobeli to two years in prison.
The defense is seeking her full acquittal. The prosecution has also appealed, demanding conviction under the original charge of “attacking a police officer” and requesting a prison sentence of 4 to 7 years.
The reporting judge in the appellate panel is Nikoloz Margvelashvili, joined by Judges Marina Siradze and Nana Jokhadze.
The hearing took place in a small, 24-seat courtroom, leaving many of Amaglobeli’s colleagues, friends, family, and supporters unable to attend. Before the session began, they held a symbolic rally outside the courthouse, distributing a special printed newspaper titled “Mzia Amaglobeli – Accused of Truth.” The newspaper containeს headlines of major stories published by Amaglobeli’s media outlets since 2001. The hearing itself proceeded amid chants of support from Amaglobeli’s supporters gathered outside, who were not allowed to enter the courtyard.
Journalists, citizens, and friends who came to attend Mzia Amaglobeli’s appeal hearing in Kutaisi are being denied entry to the courthouse yard. November 11, 2025
Judge Nikoloz Margvelashvili opened the session by explaining Amaglobeli’s rights and then asked, “Are there ongoing negotiations regarding a plea agreement?” “No,” replied prosecutor Tornike Gogeshvili.
Defense lawyer Kakha Tsereteli motioned to move the hearing to a larger courtroom, explaining that many people had come from other cities and wanted to attend.
Judge Margvelashvili responded that the matter had already been discussed, but there was no larger courtroom available that day. He said the request would be considered for the next session.
Defense lawyer Maia Mtsariashvili filed motions to admit additional evidences:
She listed the awards and honors Mzia Amaglobeli has received in recent months from international organizations, including the Sakharov Prize.
All of these awards, Mtsariashvili noted, were given for Amaglobeli’s ethical journalism, defense of human rights, and struggle for freedom and democracy.
She also requested that the court admit documents confirming correspondence with the Georgian Technical University and the High Council of Justice. These letters concern the defense’s request to verify Judge Nino Sakhelashvili’s academic qualifications in criminal law. The defense had raised this issue multiple times during the city court proceedings, arguing that Sakhelashvili lacked the required competence to preside over a criminal case.
Mtsariashvili urged the appellate panel to consider that, to this day, they have not received any documentation confirming the education of the judge who sentenced Amaglobeli to two years in prison.
Additionally, Mtsariashvili submitted letters to the medical department of the penitentiary and the Chichua Medical Center Mzera regarding measures to address the deterioration of Amaglobeli’s health, with particular emphasis on her worsening eyesight.
Another motion concerned the request submitted to prosecutors office to return of Amaglobeli’s mobile phone and other personal belongings, which, according to the lawyer, have still not been returned. As a reminder, the court had earlier granted the investigation access to Amaglobeli’s phone and its data after an investigator claimed that she had acted on “instructions” received through the device. The prosecutor stated that the results of the forensic examination have not yet been received, and therefore, returning the phone is “physically impossible” at this stage.
The judge asked Amaglobeli if she had any questions or comments regarding the admissible evidence.
🔴#Georgia’s imprisoned journalist and #SakharovPrize2025 Laureate, Mzia Amaglobeli, was brought from Rustavi Prison to the Kutaisi Court of Appeals.
On November 11, the court began hearing her case. The defense seeks to overturn her two-year sentence and clear her name, while… pic.twitter.com/fS4Q29kegz
“I do have a question about the phone — on what grounds is the forensic examination being conducted? For which case exactly?” she asked the prosecutor.
Prosecutor Tornike Gogeshvili replied that the phone was seized and examined as part of the current case but that the results, ordered months ago, have still not been delivered.
– “As far as I know, the witness who initially requested the phone examination was removed from the case list,” Amaglobeli remarked. – “Yes, the author of that report was indeed removed,” confirmed Gogeshvili.
Defense lawyer Mtsariashvili clarified to the court that the phone examination had been ordered based on a report submitted by investigator Vladimir Chitaia, who, citing an “anonymous source,” alleged that Amaglobeli had been instructed by someone to slap police officer Dgebuadze. Eventually, the prosecution itself requested the removal of Chitaia from witness list and his request for court order from the case, which, according to Mtsariashvili, proves that even the prosecutors no longer consider the report credible — yet the phone remains under examination.
– “I’d like to know the expected date for completing the examination. When will it end?” asked Amaglobeli. – “It might be completed by the end of this month,” replied prosecutor Gogeshvili.
“Sanctions! As many as possible,” Amaglobeli responded when the judge asked if she wished to add anything following her lawyer’s remarks. Earlier, lawyer Mtsariashvili had been discussing the issue sanctioning Judge Nino Sakhelashvili as one of the grounds for seeking her recusal. It should be noted that the prosecutors in this case, Tornike Gogeshvili and Shota Chkhaidze, have also been sanctioned.
The court granted the defense’s motions to admit Amaglobeli’s international awards as additional evidence, to include pieces of correspondence regarding her health, and to attach the letter sent to the Prosecutor’s Office demanding the return of her personal belongings, including her mobile phone.
However, the court rejected the motion to admit correspondence regarding Judge Sakhelashvili’s education and diploma.
The court also refused to review appeals against motions that Sakhelashvili had rejected during the city court proceedings — these included requests to recuse the judge, to summon the police officers who signed Amaglobeli’s administrative arrest report, and to question Irakli Kobakhidze and other senior officials of the ruling Georgian Dream party who had publicly accused Amaglobeli of slapping a police officer on someone’s orders and of attempting to discredit the police and the Georgian state.
For the first time, Mzia Amaglobeli was allowed to address the court from outside the glass cell and sit beside her lawyers while delivering her statement.
In its argument, the prosecution insisted that the case should revert to the original charge and that Amaglobeli should be convicted under Article 353¹ of Criminal Code of Georgia – Attacking a police officer, which carries a penalty of four to seven years in prison.
This is instead of the two-year sentence she received under part one of Article 353 – Resistance, threat, or violence against a protector of public order or other representative of the authorities, a lesser charge punishable by a fine, house arrest for up to two years, or imprisonment for two to six years.
At the end of the session, the court set the dates for the next hearings — closing arguments — for November 14 at 14:00 and November 18 at 13:00.
The verdict is expected to be announced on November 18 or in the following days.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ კანონის“ მიხედვით, რეპეტიტორობისთვის დირექტორის თანხმობა იმ მასწავლებლებს დასჭირდებათ, რომლებიც ტრენინგცენტრებში არიან დასაქმებულნი.
„არის შექმნილი ტრენინგცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით, დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს.
ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორიები გასცემენ შესაბამის ნებართვას.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი, თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს,“ -ამბობს გივი მიქანაძე.
მისი თქმით, „რეპეტიტორობა“ ადამიანებს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შემდგარი შეთანხმებაა და სამართლებრივი სივრცე ვერ არეგულირებს.
“I want to wish resilience and victory to the society in resistance. I want to thank the audience here in the courtroom, as well as my fellow supporters outside and my family, for not leaving me alone in this courtroom.
Unfortunately, I must speak again from a glass cell, though this is with the new composition of the court, as an accused… no, this time as a convict. I want to say that I cannot accept this status,” – Mzia Amaglobeli stated.
At this point, Judge Nikoloz Margvelashvili interrupted her speech and suggested that she leave the enclosed space. He addressed the penitentiary convoy unit, stating that if the protocol permitted, he would allow Mzia Amaglobeli to speak outside the enclosure. It should be noted that her defense team had repeatedly requested that city court judges permit Amaglobeli to speak from outside the glass cage, arguing that, as she had not been convicted, placing her there like a dangerous criminal violated her presumption of innocence and restricted her ability to fully participate in the hearing, communicate effectively with her lawyers, and have her voice heard in court. The motion was each time denied in both administrative and criminal case proceedings. For the first time, Amaglobeli was allowed to leave the glass cage, sit beside her lawyers, and continue her speech from there:
“Slapping is neither an attack nor resistance. Judge Nino Sakhelashvili sentenced me to imprisonment — she sent me to prison for two years. There is, perhaps, a group of people who believe I should be grateful for this sentence. Probably because they compare it to the prosecutor’s charges, which provide for imprisonment from four to seven years. I hope the number of such people is small. I want to tell them that this case has no connection to law or justice — neither to the qualification of the prosecutor’s charges nor to Judge Sakhelashvili’s verdict. My imprisonment is a political decision of the regime.”
Amaglobeli reminded the public that she has been in prison for ten months and that there has rarely been a week in which political figures in power, leaders of the ruling party, did not attack her from various television and propaganda outlets.
“It can not be much (help), but for every irresponsible comment containing allegations or false accusations, I have responded and will continue to respond legally with my lawyers, as long as they continue in this way.
Honestly, I think there is no greater evil than an unjust court. That is why we should not put up with it. I am here in this courtroom today precisely to appeal the Batumi City Court’s verdict and to demand a fair decision from the Court of Appeals.
You know better than I do, but I also think that the court should also reflect the will of society. From this perspective, when I think about the action for which I am here, and about what society might point to and judge me for, it is this: I couldn’t find within myself any repentance for slapping that man. He insulted me, spat on me, treated me inhumanely. To this day, I have not even been formally recognized as a victim. Even just formally, no statement has been made that the so-called victim, Dgebuadze, abused his official authority,” Mzia Amaglobeli said.
According to her, the investigation did nothing because the regime needs aggressors—it rewards and protects these aggressors so that they can carry out political and illegal orders.
“In this context, I don’t know whether the court will succeed in portraying me as a criminal, a dangerous criminal. I don’t think it will. Because the act on which this charge is based is a human, innate reaction — when you have an emotion triggered by insult and humiliation. Therefore, I believe that whether I spend two years or seven years in prison, this punishment will not serve as a deterrent. This imprisonment and punishment will not be able to carry any educational or corrective value, neither for me nor for any other citizen of Georgia.
I think this is something to reflect upon and deliberate.
In any case, I believe that if not today, then tomorrow, the criminal burden of my case will be lifted. I also believe that if not in my homeland, then in our larger family — the European family — where judges respect the supremacy of law, human rights, and freedom of expression (and I very much hope this will be the case in our country too), the European Court will deliver the just decision not only in my case but in the cases of all political prisoners,” Mzia Amaglobeli said.
November 11, the Court of Appeals in Kutaisi began reviewing Mzia Amaglobeli’s case. Next hearings for closing statement have been scheduled for November 14 and 18.
დღეს, 11 ნოემბერს, მზია ამაღლობელის პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს,მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.
სასამართლო სხდომაზე სიტყვა მოითხოვა მზია ამაღლობელმა. მან თქვა, რომ „დღეს თუ ხვალ, მის საქმეს აუცილებლად ჩამოშორდება სისხლის სამართლის დატვირთვა“ და თუ აქ, საქართველოში ვერ მიაღწევს ამას, თავის სიმართლეს დაამტკიცებს ევროპულ სასამართლოში.
მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება 2025 წლის 14 ნოემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე და სამშაბათს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე.
დღევანდელი სასამართლო სხდომა 24-ადგილიან მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლო პროცესზე მისული ადამიანების უმეტესობა გარეთ დარჩა.
პოლიციამ ჩაკეტა სასამართლოს ჭიშკარი და არც ჟურნალისტებს და არც სხვა პირებს სასამართლო ეზოშიც კი არ მისცა შესვლის საშუალება.
დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე სიტყვა ითხოვა მზია ამაღლობელმა, რომელიც უკვე 10 თვე უკანონო პატიმრობაშია.
„მინდა გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას, დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზს გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც მადლობა მინდა ვუთხრა და ოჯახს, რომ მარტო არ მტოვებენ ამ დარბაზში.
სამწუხაროდ, ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი სასამართლოს ახალ შემადგენლობასთან. თუმცა, ბრალდებულის კი არა და უკვე მსჯავრდებულის სტატუსით და სიმართლე გითხრათ, ვერ ვეგუები დღემდე, მიუღებლობა მაქვს ამ სტატუსის – მსჯავრდებულის“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
ამ დროს მზია ამაღლობელი მოსამართლე მარგველაშვილმა შეაჩერა და მას შესთავაზა შემინული სივრციდან გამოსვლა. მოსამართლემ ბადრაგის სამსახურს მიმართა, რომ თუ პროტოკოლით დაშვებულია, ის აძლევს მზია ამაღლობელს უფლებას გამოვიდეს შემინული სივრციდან. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საუბარი ადვოკატის გვერდით მყოფმა გააგრძელა.
„…პირველმა ინსტანციამ სისხლის სამართლის დამნაშავედ მცნო. სილის გაწვნა არც თავდასხმაა და არც წინააღმდეგობა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საპატიმრო სასჯელი მომცა – ორი წლით გამიშვა ციხეში. არსებობს, ალბათ, ადამიანების ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ მადლიერი უნდა ვიყო ამ სასჯელის. იმიტომ, რომ ალბათ, ეს ადამიანები ადარებენ ბატონი პროკურორის ბრალდების სასჯელს, რომელიც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ ასე ვინც ფიქრობს, ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირეა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციას და არც სახელაშვილის განაჩენს.
ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ვისაც ეჭვი ეპარება, მინდა შევახსენო – 10 თვეა პატიმრობაში ვარ და იშვიათად ყოფილა კვირა, როდესაც ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური პირები, მმართველი პარტიის ლიდერები, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან, პროპაგანდისტული ეთერებიდან თავს არ დამსხმოდნენ. დიდი არაფერი, მაგრამ ყველა უპასუხისმგებლობა დანაშაულსა თუ ცრუ ბრალდების შემცველ განცხადებასა და კომენტარზე სამართლებრივი რეაგირება მაქვს ჩემს ადვოკატებთან ერთად და მექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, ასე გააგრძელებენ.
სიმართლე გითხრათ, უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია, ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ და ნორმად არ უნდა მივიღოთ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება. მე ასეთად მიმაჩნია ეს განაჩენი და დღეს, ამ დარბაზში, ზუსტად იმიტომ ვარ, რომ ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოსგან მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას.
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ სასამართლო საზოგადოების ნებას უნდა გამოხატავდეს.
სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, როდესაც ვფიქრობ იმ ქმედებაზე, რის გამოც აქ ვარ, ამასთან დაკავშირებით რაზეც შეიძლება მიმითითოს საზოგადოებამ და განმსაჯოს, არის ის, რომ საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე, რომ როცა იმ კაცს სილა გავაწანი, ამის გამო სინანულში ჩავვარდნილიყავი, იმიტომ, რომ მან მაგინა, მაფურთხა, არაადამიანურად და უღირსად მომექცა…
მორალური დილემა რომ არ გამჩენია, ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად პროკურატურა და გამოძიებაც არის დამნაშავე, რადგან დღემდე დაზარალებულადაც არ ვარ აღიარებული და ფორმალურად, განცხადებაც არ გაკეთებულა, რომ მაგალითად ე.წ. დაზარალებულმა დგებუაძემ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა ან გადაცდომები ჰქონდა. არ გააკეთა გამოძიებამ არაფერი, ვფიქრობ იმიტომ, რომ რეჟიმს მოძალადეები სჭირდება. ამ მოძალადეებს შემდეგ აჯილდოებს და მფარველობს, რომ შემდეგ პოლიტიკური და უკანონო დავალებები შეასრულებინოს.
ამ მოცემულობაში არ ვიცი, რამდენად გამოუვა სასამართლოს, რომ ჩემგან კრიმინალი შექმნას, თან საშიში კრიმინალი. არა მგონია ეს გამოუვიდეს. იმიტომ, რომ ქმედება, რომელსაც ეს ბრალდება ეფუძნება, არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ბუნება – როცა გაქვს ემოცია შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2 წელი ვიქნები ციხეში თუ 7 წელი, სასჯელის ეს სახე, რომელსაც მოსამართლე სახელაშვილი თავისი განაჩენის გადაწყვეტილებაში წერს, ვერ გახდება პრევენცია. ვერ ექნება ამ პატიმრობას და ამ სასჯელს საგანმანათლებლო და ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის.
ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროთ და იმსჯელოთ ბატონო მოსამართლეები.
ყოველ შემთხვევაში მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემ საქმეს სისხლის სამართლის დატვირთვა ჩამოშორდება და მჯერა იმისაც, რომ აქ, ჩემს სამშობლოში თუ არა, ჩვენს დიდ ოჯახში, ევროპულ ოჯახში – იქ, სადაც მოსამართლეები პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, თვითგამოხატვას (დიდი სურვილი მაქვს ჩვენთანაც ასე იყოს), არა მხოლოდ ჩემ საქმეზე არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი, თუ მოსამართლეები იქნებიან სამართლიანები.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ სლოგანი – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის პირობებში. კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ აერთიანებს 22 დამოუკიდებელ ონლაინმედიას, რომლებიც დამოუკიდებელი სიტყვისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის იბრძვიან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნინო სახელაშვილის გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
მზია ამაღლობელის შემდეგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს ჩაინიშნა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები. წარმოუდგენელი მიკერძოების მხოლოდ 1 მაგალითს მოვიტან ამ ეტაპზე – ეს არის მზია ამაღლობელის ფორმა 100“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, ქუთაისში, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას.
მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, განაჩენში მიუთითა მხოლოდ ერთი ფორმა 100 სადაც ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით მზია ამაღლობელს 8 წლის წინ გადატანილი ჰქონდა თვალის კერატოკონუსი.
„სინამდვილეში კი სასამართლომ დამალა ამ დოკუმენტის ის ნაწილები, რაზეც ჩვენ მივუთითეთ სასამართლოში და საგანგებოდ მივაქცევინეთ ყურადღება.
კერძოდ: ამ ფორმა 100-ში მითითებულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის მხედველობა იყო მხოლოდ 0.02 (დაახლოებით 2%), მარჯვენა თვალის კი 0,3 (დაახლოებით 30%), რაც სათვალის გამოყენებით შესაძლოა გაუმჯობესებულიყო 90%-დე. ამავე დასკვნით მას მარჯვენა თვალზე არ ჰქონდა კერატოკონუსი, არამედ ჰქონდა მხოლოდ მარცხენა თვალზე.
ამ ფორმა 100-ის მიხედვით სწორედ ეს გარემოებები იყო მნიშვნელოვანი და არა ის, რომ 8 წლის წინ მზია ამაღლობელმა გადაიტანა თვალის დაავადება – კერატოკონუსი, რაც არასწორია.
ამავე დოკუმენტში წერია, რომ 8 წლის წინ მას ჰქონდა ჩატარებული თვალის ოპერაცია, ხოლო კერატოკონუსი მზია ამაღლობელს ჰქონდა ამ ფორმა 100-ის გაცემის მომენტისთვის და არა 8 წლის წინ,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა
მზია ამაღლობელის ადვოკატმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დამალა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზერელედ მიუთითა მხოლოდ ერთი ფორმა 100, რომელიც აღწერდა მისი თვალის მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მაგრამ არ მიუთითა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მისი მხედველობა დრამატულად გაუარესდა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ.
მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე გამოიკვლიეს შემდეგი დოკუმენტები: კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული 2 კვლევა თვალზე.
“2025 წლის 4 თებერვალს „ვივამედში“ ჩატარებული კვლევით, მისი შედარებით უკეთესი მარჯვენა თვალის მხედველობის კორექცია/გაუმჯობესება შესაძლებელი იყო მხოლოდ 60%-დე. ხოლო ამავე კლინიკაში 6 თებერვალს ჩატარებული კვლევით, მისი ამავე თვალის მხედველობა იყო დრამატულად გაუარესებული და შემცირებული 0,1-დე (დაახლოებით 10%-დე), რომლის სათვალით გაუმჯობესება შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-დე. ამ ორივე დასკვნით, მას მხოლოდ მარცხენა თვალზე ჰქონდა კერატოკონუსი.
ამავე სხდომაზე გამოვიკვლიეთ და სასამართლოს ყურადღება მივაქციეთ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კომისიის 14 თებერვლის დასკვნას, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელს უკვე აქვს მე-3 ხარისხის კერატოკონუსი ორივე თვალზე. ეს დასკვნა სასამართლომ მიუთითა განაჩენის 3.53 პუნქტში, თუმცა არ მიუთითა, თუ რა წერია ამ დასკვნაში და რატომაა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ეს დასკვნა.
სასამართლომ განაჩენში ასევე არ მიუთითა ჩვენს მიერ ცნობის სახით წარდგენილი, 2025 წლის 22 ივლისით დათარიღებული ფორმა 100, რომლის მიხედვით მზია ამაღლობელს მარცხენა თვალზე უკვე აქვს მე-4 ხარისხის კერატოკონუსი და ამ თვალში მხედველობა არის მხოლოდ 0,01 (ფაქტობრივად არა აქვს), ასევე კიდევ უფრო გაუარესებულია მარჯვენა თვალის მხედველობითი უნარი და ამავე დასკვნით მზია ამაღლობელს დადასტურებულად ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი, რაც მას არ ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ნახეთ რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან:
An aircraft has crashed near the Georgia-Azerbaijan border. Footage of the crash has been shared by the pro–Georgian Dream TV channel Imedi, which reported that the aircraft was believed to be a Turkish military jet. However, the Ministry of Internal Affairs has clarified that it was a cargo aircraft, and the details are still under investigation.
According to the Ministry, the incident occurred on November 11 in the Sighnaghi municipality, about 5 kilometers from Georgia’s state border. Preliminary reports indicate that the aircraft was flying from Azerbaijan to Turkey.
An investigation has been launched under Article 275, Part 4 of the Criminal Code, which addresses violations of aviation safety or operational regulations that result in the loss of human life. The Ministry of Internal Affairs said it will provide the public with detailed updates on the incident as they become available.
დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ამავე დროს, პროკურატურა მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მისთვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლო პროცესს ესწრება მზია ამაღლობელი. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს – მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი, კოლეგიის წევრები კი ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე არიან.
,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა განაჩენი 6 აგვისტოს გამოუცხადა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით,“- თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სამი პირი დააკავეს, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა“- წერს შსს.
მათივე ინფორმაციით, ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
„TV პირველის“ ინფორმაციით, დაკავებული პირები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
კერძოდ, ლევან გელაძე ყვარლის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი – საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ზაუტაშვილი კი მისი ძმაა.