მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო სხდომა ქუთაისში 14 ნოემბერს გაიმართება

11.11.2025
მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო სხდომა ქუთაისში 14 ნოემბერს გაიმართება

დღეს, 11 ნოემბერს, მზია ამაღლობელის პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.

თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვა მოითხოვა მზია ამაღლობელმა. მან თქვა, რომ „დღეს თუ ხვალ, მის საქმეს აუცილებლად ჩამოშორდება სისხლის სამართლის დატვირთვა“ და თუ აქ, საქართველოში ვერ მიაღწევს ამას, თავის სიმართლეს დაამტკიცებს ევროპულ სასამართლოში.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება 2025 წლის 14 ნოემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე და სამშაბათს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე.

დღევანდელი სასამართლო სხდომა 24-ადგილიან მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლო პროცესზე მისული ადამიანების უმეტესობა გარეთ დარჩა.

პოლიციამ ჩაკეტა სასამართლოს ჭიშკარი და არც ჟურნალისტებს და არც სხვა პირებს სასამართლო ეზოშიც კი არ მისცა შესვლის საშუალება.

ამ თემაზე:

რა თქვა მზია ამაღლობელმა სააპელაციო სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: