მთავარი,სიახლეები

მახინჯაურისა და განთიადის დასახლებას ავარიული დაზიანების გამო წყალი შეუწყდა

16.01.2026 •
მახინჯაურისა და განთიადის დასახლებას ავარიული დაზიანების გამო წყალი შეუწყდა

მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს 16 იანვრის საღამომდე წყალმომარაგება შეუწყდება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმის წყალი“ აქვეყნებს.

„ცაბაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეეზღუდათ მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება 18:00 საათისთვის აღდგება,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: