სილქნეტი ტელეარხებს, სპორტულ ტრანსლაციებს, უახლეს კინოკოლექციას ციფრულ პლატფორმებზე სთავაზობს

სანამ სპორტული მატჩების ორგანიზატორები ფიქრობენ, რით შეავსონ ცარიელი ტრიბუნები, როგორ შექმნან გულშემატკივართა ხელოვნური ხმაური, რომ სპორტსმენები გაამხნევონ, თამაშებს მოწყურებული სპორტის მოყვარული დაეძებს მოსახერხებელ რესურსებს, სადაც ყველა მატჩის თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი.

„რა არის ახალი?“ სილქნეტს ყოველთვის აქვს პასუხი:

თუ სპორტი გაინტერესებთ, მაშინ „სილქნეტის“ ექსკლუზიური სპორტული კონტენტი SilkTV-ის გარდა, ციფრულ პლატფორმებზეც უნდა ეძებოთ: Silksport – აქ მხოლოდ სპორტული პროგრამაა, ხოლო განახლებული აპლიკაცია Silk Go – ქართულ, უცხოურ, სპორტულ არხებს და კინოკატალოგებს გთავაზობთ.

„Silk სპორტის“ ოთხივე არხის და Setanta-ს ორივე არხის ექსკლუზიური მაუწყებლობა უფასოდ, რეგისტრაციის გარეშე ხელმისაწვდომია Silksport.ge საიტზე. მაყურებლისთვის ყველა მნიშვნელოვანი, სპორტული ღონისძიება ჩანაწერით ან პირდაპირი ეთერით მიმდინარეობს:

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
  • კალათბურთი – NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
  • რაგბი – ექვსი ერის თასი, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
  • ხელბურთი – მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
  • ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;
  • მძლეოსნობა – ბრილიანტის ლიგა
  • დოღი – ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
  • მოტო სპორტი – მსოფლიო ჩემპიონატი.

silkgo.ge აპლიკაციაც არის და ვებ პლატფორმაც. აქ სპორტული კონტენტის გარდა, ქართული და უცხოური სატელევიზიო  არხებია გააქტიურებული. საგანგებოდ კინომოყვარულთათვის კი ახლახანს კინოკატალოგი Amediateka და ვიდეოთეკა დაემატა. საიტზე საჭიროა რეგისტრაცია. აქციის ფარგლებში სატელევიზიო პლატფორმა წლის ბოლომდე უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ნებისმიერ მოწყობილობაზე:

?iOS: apple.co/2IeCcoK
?Android: bit.ly/38nhKg3

 

 

2,3 კგ ნარკოტიკზე, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს, 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებს შს სამინისტრო.

 

მთავარი ფოტო: შსს

პენიტენციური სამსახური ბელორუსიიდან ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ჩამოყვანას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ბელორუსიიდან საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით მინდია ლავასოღლის ქვეყანაში ექსტრადაციას. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული. მისი საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მედიაში წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას  კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. ის თურქეთში გადავიდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და 2020 წლის 20 ივნისამდე საექსტრადაციო პატიმრობაში ჰყავდათ გაურკვეველი მიზეზით.

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში 2020 წლის პირველი ივნისიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა, შიმშილობდა 15 ადამიანი.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მინდია ლავასოღლი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და იგი ბელორუსიაში გადავიდა. ამ ინფორმაციას თავდაპირველად საქართველოს პროკურატურა არ ადასტურებდა. ამ უწყებაში განმარტავდნენ, რომ საესტრადაციო პროცედურის დასრულებას ისევ თურქეთში ელოდნენ, თუმცა შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირება საქართველომ ამჯერად ბელორუსიის ხელისუფლებას მოსთხოვა.

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა – 17 აგვისტოს მონაცემები

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი აჭარაში დაუდასტურდა კიდევ 3 პირს. აქედან 2 ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდანაა, მესამე კი, ქალი, იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში 17 აგვისტოს დილის მდგომარეობით, მკურნალობას სულ 26 ინფიცირებული პაციენტი გადის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა [აქედან 3 აჭარაში]; სულ გამოჯანმრთელდა – 4. შესაბამისად, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია სულ 1092 პაციენტი; გარდაცვლილია – 17.

სტაციონარული მკურნალობის ქვეშ რჩება 232 პირი, კარანტინში კი 7 082 ადამიანი იმყოფება.

ამ თემაზე:

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

 

ქობულეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდან”, რომელიც დაკავშირებულია კაფე “ჰავანასთან”, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ქობულეთიდან კარანტინში, კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან, გადაყვანილი იყო ჯამში 54 პირი, 25 პირისგან აღებული სინჯების ლაბორატორიულ პასუხებს დღეს ელოდნენ.

კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა. მეორე დღეს მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელათგან კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა.

ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან 17 აგვისტოს მონაცემებით სულ 5 პირია ინფიცირებული.

აჭარაში დღეს, 17 აგვისტოს, „ჰავანას“ კლასტერის ჩათვლით 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ თემაზე:

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

პოლიციამ შუახევში დააკავა ორი პირი, რომლებსაც 64 წლის ნოდარ დავითაძის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა.

ფოტო: შსს

შს სამინისტროს განცხადებით, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელ მოლარე-ოპერატორს – 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა – 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ. პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან გატაცებული თანხა, ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“, – აცხადებს შსს.

ფოტო: შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“.

მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უნდა აღიქვან, როგორც დიდი გაკვეთილი… და უნდა მოითხოვონ უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად გამკაცრება, პოტენციური ტრაგედიის 100%-ით განეიტრალება“.

„აშენებულის დანგრევის იდეას აქციის ორგანიზატორები ვემიჯნებით, რადგან არსებობს გამოსავალი ყოველგვარი ნგრევის გარეშე, თუ დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[red_box]აქციის ორგანიზატორების 3 ძირითადი მოთხოვნა[/red_box]

[highlight color=”red”]მოთხოვნა 1:[/highlight] „დაბრუნდეს პროექტის განხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა.

ლაშა კომახიძის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც მაშინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 მარტსაა გაცემული.

[highlight color=”red”]მოთხოვნა 2:[/highlight] „უპირობოდ ამოღებული იქნას იმ ფეთქებადი და ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების გადაზიდვა, რომლებიც აღნაგობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი, 14-დან მინიმუმ ორი: ამონიუმის სელიტრა და კარბამიდი, იგივე შარდოვანა“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა, ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, პორტის ტერიტორიაზე მშენებარე ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანაა შესაძლებელი:

  • აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.
  • ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტროფოსფატების სხვადასხვა სახეობა; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.
  • ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

[highlight color=”red”]მოთხოვნა 3:[/highlight] „დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) დოკუმენტის მომზადება, რაც ჩვენი სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაავალა (გზშ) დოკუმენტის მომზადება, მაგრამ მათ დროის გაყვანის მიზნით მეორე ინსტანციაში გაგვისაჩივრეს. რამდენიმე თვეა ველოდებით სააპელაციოში პროცესის ჩანიშვნას“.

ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ ბრძანებას ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 23 იანვარს მოაწერა.

„კარბამიდის ტერმინალის“ მშენებლობა ბათუმის პორტში დასასრულს უახლოვდება / 16.08.2020

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ტერმინალის გარდა, ქიმიური პროდუქტების საცავიც უნდა აშენდეს. კომპანია „კარგო პარსელი“ საცავის მოწყობას თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე [ნავთობტერმინალის მიმდებარედ] გეგმავს. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა.

ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, რომ ნავსადგურში სრულდება კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა, სადაც დასაწყობდება ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, შესაძლოა ამონიუმის ნიტრატიც, კიდევ უფრო გააღრმავა ქალაქში შიში, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები უშუალოდ ბათუმის პორტში.

„ლიბანთან და ბეირუთთან დაკავშირებით ბათუმის მაგალითის მოყვანა არარელევანტურია. დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს საკითხი და ამას აღარ ჩავყვები. რაც შეეხება გზშ-სთან დაკავშირებულ საკითხებს, თავის დროზე ნებართვა გაცემული იყო ყველა იმ დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა…“ – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

რამდენად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს როგორც ბათუმის, ისე ქვეყნის სხვა პორტებში? – სწორედ ამის შესწავლის მიზნით გამოითხოვა “ბათუმელებმა” 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების მასალები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან კი 13 აგვისტოს გვაცნობეს, რომ ამ დოკუმენტების მოწოდება არ შეუძლიათ.

ამ თემაზე:

რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

 

ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად შემოწირულობებს აგროვებენ

დღეს, 16 აგვისტოს, ორი ახალგაზრდა ბათუმში ბელორუსში მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებულთა მხარდამჭერი ინიციატივით გამოვიდა – მათ ბელორუსში დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს.

„აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუს ახალგაზრდებს. მათ, ისევე როგორც ჩვენ, სჭირდებათ და ითხოვენ თავისუფლებას და განვითარებას… ამ აქციით გვინდა ერთგვარი სოლიდარობა გამოვუცხადოთ“, – გვითხრა ბათუმელმა კახა აფხაზავამ.

მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორია ბელარუსი სერგეი სემილეტიც, რომელიც ბელორუსში მუსიკას ასწავლიდა. სერგეი ამბობს, რომ მის ქვეყანაში ახალგაზრდებს ღირსეული სამუშაოს პოვნის არავითარი შანსი არ ჰქონდათ, ამიტომაც გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. ახლა ის ბათუმიდან ცდილობს მცირედი მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ ადამიანებს სამშობლოში, რომლებმაც ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაზიანდნენ. სერგეის თქმით, ისინი აგროვებენ შემოწირულობებს დაზარალებულთა დასახმარებლად.

სერგეის და კახას შემოწირულობის ყუთის დასადგმელი ადგილი როკ-ბარმა – „10/01“ გამოუყო, რომელიც ბათუმში, მაზნიაშვილისა და გორგასლის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარეობს.

როკ-ბარი – „10/01“ ბათუმში. შემოწირულობის ყუთი

მთავარი ფოტო: სერგეი და კახა. ფოტოზე წარწერა – გაუმარჯოს ბელარუსს

[red_box]ამ თემაზე: ათობით ათასი ადამიანია გამოსული მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ[/red_box]

ბელორუსი ერის მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 13 აგვისტოსაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ძირითადად ბელორუსები იყვნენ. პროტესტს უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ:

ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“.

ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. „ბოლოს ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო. მეორეს უთქვამს, ისედაც მკვდარიაო. ფაქტიურად, მაგათგან მოკლულია. ტელეფონიც დაუმტვრიეს. მერე, როცა გონს მოვიდა, როგორღაც მოახერხა ხიდან მოხსნა და შორიახლოს მდგომ სახლში მისვლა. იქედან დარეკეს“, – გვიყვება ნოდარ დავითაძის ახლობელი.

დაზარალებულს მრავლობითი ტრავმები აქვს თავის და ზურგის არეში. ახლობლების ინფორმაციით, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო. ის ამ დროისთვის შუახევში, კლინიკაში იმყოფება.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნოდარ დავითაძე წლებია სოფლებს შორის ფეხით გადაადგილდება პენსიის დასარიგებლად. ის სოციალურად დაუცველია და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემაც აქვს.

ლიბერთი ბანკში მათი თანამშრომლის, გამსვლელი მოლარის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ნოდარ დავითაძეს შშმ პირებთან დაჰქონდა პენსია. ბანკის განმარტებით, მათთვის უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიტაცეს ყაჩაღებმა. ბანკში დასძინეს, რომ ამ ფაქტის გამო არც ერთი პენსიონერი არ დაზარალდება და კუთვნილ თანხას ყველა მიიღებს.

განახლება: შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

ნოდარ დავითაძე კლინიკაში. ფოტო: სოსლან ზოიძე

შენი ღამის ცეკვა ზღვაზე – სუხიშვილების საკლუბო პროგრამა კლუბში UP2U Batumi

აკადემიური საკონცერტო დარბაზები გაძლევს საშუალებას უყურებდე შენს საყვარელ სპექტაკლს, ცეკვებს. ასეთ დარბაზებში შენი, როგორც მსმენელის როლი პასიურია – მხოლოდ მაყურებელი ხარ.

თანამედროვე ხელოვნება ნელ-ნელა ცდილობს გააქროს ზღვარი მაყურებელსა და იმ ამბებს შორის, რაც სცენაზე ხდება.

ასეთი იყო 15 აგვისტოს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის საკლუბო პროგრამა, რომლის შთაგონების წყაროც ეროვნული ფოლკლორია.

15-16 აგვისტოს ორდღიან ივენთებზე სუხიშვილების დასი მთელი შემადგენლობით ჩამოვიდა.  კონცერტები კლუბ UP2U BATUMI -ის მთავარ სცენაზე იმართება.

15 აგვისტოს კლუბის ღია ცის ქვეშ, ზღვის პირას აგიზგიზებული ქართული ცეკვების ცეცხლი ენთო. ბასების და დრამის რიტმზე ვერ იგებდი ზუსტად სად მთავრდებოდა ფოლკლორი და სად იწყებოდა ტრადიციული ჟღერადობის საკლუბო ვერსია, რომელსაც სადღაც მიყავდი, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხარ, მაგრამ სიამოვნებით ყვებოდი მელოდიას და ამჩნევდი, თურმე ხორუმზე ცეკვავ, ოღონდ შენებურად, ისე როგორც შენ გინდა.

ეს ბგერები შენია, მოძრაობებიც შენი, მაგრამ ამავე დროს ისეთიც, როგორც საუკუნეების წინ ცეკვავდნენ შენი წინაპრები ლხინის, დღესასწაულების, ბედნიერი დღეების დროს.

კლუბში UP2U BATUMI 15 აგვისტოს უამრავი ხალხი მოვიდა, თუმცა გაცილებით მეტ მაყურებელს სურდა მოსვლა, იმაზე მეტს ვიდრე ბილეთების რაოდენობა იყო.

მას შემდეგ, რაც „სუხიშვილების“ საკლუბო კონცერტი დასრულდა დიდ სცენაზე, მეორე სცენაზე დაიწყო UP2U BATUMI-ს ღამე, რომელიც დილამდე გაგრძელდა ცნობილი არტისტების: Lasha Chapel-ის, Audio space-ის, Modular synth affection-ის და Clamour-ის მუსიკით.

„სუხიშვილების კლუბურ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გვინდოდა ეს პროგრამა ბათუმშიც ენახათ. კლუბში UP2U BATUMI ბევრი ღონისძიება იყო ამ ზაფხულს, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ სუხიშვილები განუმეორებელია და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სეზონის საუკეთესო ღონისძიება იყო.

ყველას, ვისაც ნაციონალური ბალეტის ეს ვერსია არ აქვს ნანახი, ვურჩევ მოვიდეს და აუცილებლად ნახოს“ – ამბობს კლუბ UP2U BATUMI-ში სუხიშვილების საკლუბო კონცერტის ერთ-ერთი ორანიზატორი, სიკო ჭუმბურიძე.

დღეს, 16 აგვისტოს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის საკლუბო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, ეს ბოლო დღეა ამ ზაფხულის სეზონზე, როცა ბათუმში ლეგენდარული ქორეოგრაფიის ექსპერიმენტული პროგამით შეგიძლიათ დატკბეთ.

კლუბშ UP2U Batumi საღამოები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ტარდება და დაცულია ყველა ის ნორმა, რაც კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლადაა გათვალისწინებული.

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

„ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა.

  • ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია? 

დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ჩემი სტუდენტობის პირველივე წლიდან დაიწყო, ყველა იმ საკითხს ეხებოდა, რაც დღეისათვის ბათუმს აწუხებს. მე საერთოდ არ ვარ მაჟორიტარული სისტემის მოტრფიალე, თუმცა დღეს ამ რეალობაში გვიწევს ბრძოლა. ვფიქრობ, ის განვლილი პროცესები, შრომითი უფლებების საკითხი, ურბანული დაგეგმარების, სოციალურ-სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც ჩვენ წლების განმავლობაში [მე მათ შორის] ვმუშაობდით, ბათუმისთვის არის მთავარი და მნიშვნელოვანი, გარემოსდაცვით პრობლემებთან ერთად. ვიცით, რომ ურბანული კატასტროფის წინაშე დგას ბათუმი; ვიცით, როგორ მდგომარეობაშია შრომითი უფლებები მომსახურების სფეროში, სამშენებლო სფეროში. ბათუმი ერთ-ერთი „მოწინავეა“ დაღუპული მუშების, მშენებლების, დასაქმებულების მიმართულებით. სამწუხარო რეალობაა.

წლების განმავლობაში ამაზე ვმუშაობდი როგორც აქტივისტი, ასევე საკანონმდებლო დონეზე, საკომიტეტო მოსმენებზე. შეგვიმუშავებია უამრავი საკანონმდებლო წინადადება, საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა იმ პირობებში მე არ გამაჩნდა არანაირი ლეგიტიმაცია და პოლიტიკური წონა, გარდა სამოქალაქო აქტივისტის სახელისა. ეს თითქმის განუხორციელებელ სურვილებად დარჩა. ახლა ჩემი მიზანია, ეს პრობლემები, რომლებიც  არის ყველა ბათუმელისთვის ძირითადი, უფრო ახლოს დავანახო მათ. დარწმუნებული ვარ, ჩემი წარსული ამაში დამეხმარება, რადგან ყოველთვის ამოვდიოდი სახალხო ინტერესებიდან. კარდაკარის პრინციპით უნდა მივიტანოთ ეს იდეები ხალხამდე. ახალი იდეების გენერატორები უნდა გავხდეთ. ჩემი მიზანია უიმედობა გადავტეხოთ. მგონია, დღეისათვის არსებობენ ადამიანები [ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მეც ამ ადამიანების რიგს მივეკუთვნები], რომლებიც მუდმივად სახალხო საქმეებში და სახალხო ინტერესით იქნებიან დაკავებული.

  • როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა „ლელოს“ იდეოლოგიაზე, ეს არის ცენტრისტული პარტია მემარჯვენე განხრით. თქვენ იყავით გამოკვეთილად მემარცხენე აქტივისტი, სანამ „ლელოში“ მიხვიდოდით. რა თანხვედრა გაქვთ „ლელოსთან“?  

დღემდე ვარ მემარცხენე. „ლელო“ არის დეკლარირებულად ცენტრისტული პარტია, გუნდში არიან როგორც მემარცხენეები და მემარჯვენეები, ასევე ცენტრისტები. დღეს „ლელო“ საუბრობს იმ იდეებზე, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შრომითი უფლებების სრულყოფილი დაცვა ევროპული სტანდარტებით, „ლელო“ საუბრობს გარემოსდაცვით პროცესში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაზე, საუბრობს იმაზე, რომ განათლებას ძლიერად უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო. იმაზე, რომ გენერალური გეგმა აუცილებელია და ის ქაოტური, მემარჯვენე, ნეოლიბერალური განვითარება და ხედვა ქალაქისა, არის სრულიად მიუღებელი და დამღუპველი. ქალაქები უნდა ვითარდებოდეს გენერალური გეგმების მიხედვით. ეს პროგრესული და მემარცხენე ხედვაა.

ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ პრობლემებზე და „ლელო“ დღეს ამ პროცესს არ ცდება. თუმცა არსებობს მემარჯვენე მიმართულებებიც. ჩვენი პლატფორმა საუბრობს ბიზნესის თავისუფლებაზე, ამას მეც ვემხრობი, ეს არის პრინციპული ნაწილი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური დაკვეთებისგან თავისუფალი, რადგან ეს გააჩენს შესაძლებლობას, რომ გადასახადები შევამციროთ იმ მიმართულებით, რომელიც აპრიორი გავლენას მოახდენს მოსახლეობაზე. იგულისხმება ის, რომ გაიაფდეს სესხები, გაიაფდეს სხვადასხვა მიმართულებით მომსახურება. დღეს „ლელო“ არის სუფთა ცენტრისტული პარტია და საარჩევნო პროგრამის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ის მზადაა მუდმივად იმუშაოს ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესინიციატივების დაფინანსებაზე სახელმწიფოს ჩართულობით. ეს ნამდვილად არაა მემარჯვენე პოლიტიკა. ესაა სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ადამიანებისთვის კეთილდღეობისკენ.

  • თქვენს ამომრჩევლად მემარცხენეებს თუ განიხილავთ, კონკრეტულად თქვენ თუ გენდობიან, როგორ ფიქრობთ?

მე მგონია, რომ მრავალწლიანმა უანგარო ბრძოლამ და იმ ავტორიტეტმა, რომელიც მე გამაჩნია მემარცხენეებში, მემარჯვენეებსა თუ ცენტრისტებში [მე ადამიანებს იდეოლოგიურად არასდროს ვყოფდი. ეს კარგად იციან იმ მეგობრებმა, რომლებიც მათ შორის ჩემს იდეოლოგიურ ოპონენტებად ითვლებოდნენ]… მხარდაჭერას ველოდები ყველა მიმართულებიდან. არასდროს ჩემი იდეები არ ყოფილა ვინმეს წინააღმდეგ, იყო პირიქით – ხალხის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ იდეებში განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ იდეების განხილვის პროცესში ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციული. შეუძლებელია საქართველოს რეალობაში, სადაც არ არსებობს მყარი იდეოლოგიური პოლიტიკური გაერთიანებები, ნაჯახივით ვჩეხავდეთ ჩვენს ოპონენტებს და მათ იდეებს. დღეს თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღება, ეკონომიკურიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული, ჩვენ უნდა დავიწყოთ შეთანხმების პოლიტიკა. მაგალითად, განათლების სისტემა ამის ყველაზე კარგი მაგალითია. მემარჯვენეები, მემარცხენეები, ხელისუფლებები იცვლებიან და ვხედავთ, რომ ყოველი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განათლების სისტემა ყირავდება. ამით ზარალდებიან პირველ რიგში მასწავლებლები და მოსწავლეები. რისი მაჩვენებელია ეს – რეფორმები, რაც ტარდება, არასდროს არაა შეთანხმებული, არასდროს არაა ერთიანი გადაწყვეტილება.

  • თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა. ამის მიუხედავად უნდა გკითხოთ, რატომ ვერ შეჯერდა „ლელო“ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციასთან? 

როგორც კი შეიქმნა ოპოზიციური მოლაპარაკების მაგიდა, „ლელო“ პირველივე დღიდან აფიქსირებდა, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა ამ მაგიდაში მხოლოდ პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლის პროცესში. როგორც კი ჩვენ პროპორციული არჩევნების განსაზღვრული პაკეტი მივიღეთ [ცხადია, ეს არ არის სრული პროპორციული, რასაც ჩენ ვითხოვდით], აქ დასრულდა ამ იდეაზე საუბარი მაგიდის გარშემო. ჩვენ დავტოვეთ ოპოზიციური მოლაპარაკებების მაგიდა.

რატომ არა ოპოზიციური შეთანხმება? – არა იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვქმნით რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელიც ვერ იქნება ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც „ქართულ ოცნებასთან“. თუ ჩვენ გვინდა გავაჩინოთ სიახლე, ახალი იდეების გუნდი, ახალი სახეების გუნდი, ამისთვის აუცილებლად გვესაჭიროება გამოკვეთილი, ცალკეული ბრძოლის წარმოება და ჩემი ადგილი სწორედ ამიტომაა „ლელოში“.

ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარ თავს ვერც „ქართულ ოცნებასთან“ და ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ აზრს სრულიად ვიზიარებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტსაბჭოს მიერ, რომლის წევრი ასევე  ვარ მე.

  • ხომ არ გაზარდეთ ამ ნაბიჯით მმართველი პარტიის შანსები, გაიმარჯვოს მისმა კანდიდატმა?

პირიქით, მგონია, რომ გაერთიანების შემთხვევაში „ლელო“ ვერ შეძლებდა იმ მხარდაჭერის მობილიზებას, რაც შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის პროცესში.

რატომ? იმიტომ, რომ ლელოს მხარდამჭერები არიან ალტერნატივაზე ორიენტირებული, ახალ ძალაზე და ახალ იმედზე. თუ ჩვენ შევდივართ შეთანხმებაში წარსულთან, რომელიც არის ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, ეს შეუძლებელია იყოს ახალი ძალის მანიშნებელი, რომლის იმედიც აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, პირიქით მგონია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ შევძლოთ დიდი მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ „ქართული ოცნების“ სახლში გასაშვებად.

კარგად გვქონდა გააზრებული – ზუსტი მოლოდინი და პროგნოზი გაგვაჩნდა, რომ ოპოზიცია ჩვენ გარეშეც ვერ შეძლებდა კოორდინაციას: ვხედავთ, უკვე აღრეულ რამდენიმე ძლიერ კანდიდატს ძირითად ოლქებში. ვხედავთ, რომ რეგიონებში შეთანხმება ისედაც არ დგებოდა და ამაზე ნაციონალური მოძრაობაც კი დესტრუქციულად იქცეოდა, მიუხედავად თავდაპირველი შეთავაზებისა. თბილისი თითქოსდა შეთანხმდა, მაგრამ მაინც არის ეს მდგომარეობა. ძალიან კარგად გვესმოდა და გვესმის, რომ ოპოზიცია არ არის შეთანხმებაზე ორიენტირებული და თავიდანვე ჩვენ გვქონდა ერთი კონკრეტული გზა ახალი ძალისკენ, ახალი იმედის შემოტანისკენ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძირითადი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებელი ბრძოლა.

  • რა იდეები გაქვთ ბათუმთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკოსი რას აპირებთ?

მინდა ვიმუშაო მედიის თავისუფლების საკითხზე, აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში – არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარიდან ამაზე არ საუბრობს.

მნიშვნელოვანია დასაქმების ახალი ადგილების გაჩენა – ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ თურქეთის ტერიტორიაზე, მათთვის ისეთი ფორმის მოფიქრება და შეთავაზება, რომელიც არ ჩააყენებს მათ ისეთ უმძიმეს მდგომარეობაში, როგორშიც დღეს დგანან.

ასევე მეზღვაურთა საკითხი, ვხედავთ, რომ დოკუმენტაციის მოგვარების პრობლემები ყოველდღე უფრო და უფრო ძვირდება და სახელმწიფო მათ, როგორც მეწველ ძროხას ისე უყურებს. სინამდვილეში მათ შემოაქვთ ყველაზე დიდი ფულადი სახსრები ჩვენს ქვეყანაში, რაც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიაა, რა თქმა უნდა, ემიგრაციასთან ერთად. ეს საკითხები იქნება ძირითადი ჩემს მაჟორიტარულ პროგრამაში. ასევე გვექნება რეგიონული პროგრამა, რომელიც იქნება სრულიად განსხვავებული ეროვნული პროგრამისგან და მორგებული იქნება ბათუმის, აჭარის საჭიროებებზე.

  • თუ აგირჩევენ მაჟორიტარად, თქვენი მაჟორიტარობა რაში გამოადგება ბათუმს, იმ მოქალაქეებს, ვინც ხმა უნდა მოგცეთ?

მთავარი პირობა, რომელსაც საკუთარ თავს ვუდებ, არის ის… ჩვენ ვხედავთ წლებია მაჟორიტარი კანდიდატები ჩნდებიან მოსახლეობასთან, შედიან მათთან კომუნიკაციაში, მოიპოვებენ ნდობას და მანდატის მიღების შემდეგ იკარგებიან, იცვლიან ტელეფონის ნომრებს, ავიწყდებათ საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ მათ გამარჯვებაში წვლილის შეტანას. დღეს ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა წარმატებული მოდელი, არამხოლოდ მაჟორიტარის, არამედ დეპუტატის და როგორც არჩევნებამდე წლების განმავლობაში ვიბრძოდი, მანდატის ქონის პირობებშიც იყოს იგივე ბრძოლა. ისევ ისე სახალხოდ სიარული, ადამიანებთან კომუნიკაცია ისე, რომ არ უნდა გამოვცვალო ტელეფონის ნომერი, არ უნდა გავხდე მიუწვდომელი ადამიანებისთვის.

როგორც კი გამარჯვების ზარზეიმს შემოვცხებთ, მეორე დღიდანვე კარდაკარ შეხვედრებს გავიმეორებთ და უნდა გავხდეთ ლობისტები იმ პრობლემების, რაც მოსახლეობას აქვს.

მათ ეყოლებათ ადამიანი, რომელიც იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი, მათი ინტერესების დამცველი, ზოგადად, პოლიტიკის რწმენა რომ დავუბრუნოთ მოსახლეობას.

მე მოვდივარ ბათუმის ყველაზე ურბანული ქსოვილიდან. დავიბადე, გავიზარდე ჭაობში – არაელიტურ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ მამა ფეხბურთის მწვრთნელია, დედა სკოლის მასწავლებელი, მე ვარ სწორედ იმ ბათუმის ნაწილი, რომელსაც ძალიან იშვიათად და მგონი არც არასდროს ჰყოლია წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. მინდა ეს გარდატეხა შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, ბათუმურ რეალობაში.

  • რა შანსები გაქვთ ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან მიმართებაში?

მე ჩემს ოპონენტზე ბევრის თქმა არ შემიძლია, არც ვაპირებ და არც იქნებოდა სწორი. თუმცა ამ არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია ადგილობრივ საზოგადოებაზე, რომელმაც უნდა შეაფასოს ახალი ძალა, ახალი იმედი, ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც უკავშირდებოდა ყველასგან მივიწყებულ ხალხს; და გამოცდილება მეორე მხარის, ჩემი ოპონენტის, რომელიც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძესთან იყო პროკურორი, მეორე ხელისუფლებაში ძალოვანი უწყებების სახით, მესამე ხელისუფლებასთანაც ასევე. ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მე 2012 წელს ვიყავი სტუდენტური აქციების ავანგარდში, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და 2012 წლიდან ვდგავარ ამ ხელისუფლების ოპოზიციურ ავანგარდში, რომელიც არასდროს ყოფილა პარტიულად ანგაჟირებული. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა – სახალხო ინტერესების დაცვა. ადამიანებს, გაჭირვებულ, გაღარიბებულ ჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის უფლებებზე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრძოლა.

ვფიქრობ, არჩევანი ნათელია, თუმცა კარგად გვესმის რა დიდ ძალასთან გვიწევს დაპირისპირება. აქ არის ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება… ყოველდღიურად ვხედავ ჩემდამი კეთილგანწყობილი მხარდამჭერები რამდენად არიან ხშირად ზეწოლის მსხვერპლი. ისინი არიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც არასამუშაო დღეებში მათ ფეისბუქლაიქებსაც კი უთვლიან. გაზიარებებს უთვლიან. მხარდაჭერას და კომენტარებს უკონტროლებენ ჩემთან მიმართებით. თუმცა ამ ადამიანებს გააჩნიათ შინაგანი ღირსება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოხატავენ სამოქალაქო ვალდებულების  შესრულების დროს, როცა იქნება არჩევნების დღე. ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება.

  • რა არის თქვენი მოკლე გზავნილი ბათუმელებისთვის?

მთავარი მესიჯია – ძალაუფლება აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს რეალურად არჩეული კანდიდატი. რომელიც მეორე დღეს არ იქცევა შირმად, რომელიც სადღაც აირჩიეს და მას შემდეგ არ უნახავთ. ჩემი მიზანია, ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის. ამ ძალაუფლების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი კანდიდატის გამორჩევით, რომელსაც ექნება თანაგანცდა, იქნება მათიანი. მე მათიანი ვარ. იმ ადამიანების მეზობელი, მეგობარი, ნათესავი ვარ, ვისაც აწუხებს ეს პრობლემები და მათ შორის მაწუხებს მეც.

ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ორშაბათს, 17 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი,
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო;

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი,
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსი; ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (4 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18 და 19 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში ზოგან კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

 

აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში გვაქვს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ქობულეთის კონტაქტი, 2 კი  მძღოლია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 აგვისტოს დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს.

16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, 17 აგვისტოს, დილით გახდება ცნობილი.

—-

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები stopcov.ge-ზე 16 აგვისტოს, დილით განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1336-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 პაციენტი. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

სტაციონარული მკურნალობის ქვეშ რჩება 249 პირი, კარანტინში კი 7 597 ადამიანი იმყოფება.

ამ თემაზე:

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

 

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

მას შემდეგ, რაც ქობულეთში, კაფე ჰავანას“ თანამშრომელს გუშინ, 15 აგვისტოს, კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.

16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, 17 აგვისტოს, დილით გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე წესების დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ პირებს აფრთხილებს, რომლებიც „ჰავანას“ 9, 10 და 11 აგვისტოს სტუმრობდნენ.

„9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს”, საქართველოში ყველგან არის და თვითონ ქობულეთშიც“, – თქვა გუშინ პაატა იმნაძემ.

ბუნგალოში აქამდე არაერთი ხალხმრავალი ივენთი გაიმართა.

ბუნგალოს მუშაობა არ შეუწყვეტია.

[red_box]ამ თემაზე: აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები[/red_box]

„ჰავანა“ ქობულეთში /15.08.2020

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს.

კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ – თუ მოზარდს 18 წელი უსრულდება 30 ნოემბერს, ის პორტალზე 29 ნოემბერს უკვე უნდა იყოს დარეგისტრირებული.

ეს წესი მოქმედებს პროგრამის ბოლომდე, ანუ 30 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. თუმცა, რეგისტრაციის დაწყების დღეს, 15 აგვისტოს, სისტემა ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობდა.

სოციალური დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება [გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა].

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები მთავრობამ 14 აგვისტოს დაამტკიცა.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 15 აგვისტოს და 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

ახალი წესის მიხედვით, მთავრობა თხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, „აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით“.

ანალოგიურად, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარება უნდა აღმოუჩინონ, „სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით“.

ახალი წესით, „სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

აღნიშნული დახმარება გავლენას არ იქონიებს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ და არც მათ სარეიტინგო ქულებზე.

ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება არც ყადაღას.

ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების გამოყოფა. „StopCoV ფონდში“, 15 აგვისტოს მონაცემებით, 134 მილიონ 325 ათას 768 ლარია მობილიზებული.

ამავე თემაზე:

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

 

 

 

ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი.

გაერთიანების დირექტორი, მამუკა შამილიშვილი, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ რეკომენდაციების შემუშავებაში ბაღების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა, საბოლოო რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„მთავარი იქნება ბავშვების ზღვრული ოდენობა, როგორც, მაგალითად, სკოლების შემთხვევაში დასახელდა. ითქვა კიდეც, რომ ჯერ სკოლებისთვის დაიდებოდა რეკომენდაციები და შემდეგ ბაღებისთვის. ველოდებით მაგ ზღვრულ რაოდენობას და დანარჩენს, ალბათ, ჩვენ მოგვანდობენ რეგულაციებს, ეს ჩემი ვარაუდით. თუ ბავშვების რაოდენობა შეიზღუდება, ცვლებში იქნება ჯგუფები, ან შესაძლოა, ყოველი მეორე დღე გავაკეთოთ. არ ვიცით ჯერ რა იქნება, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა იმდენი ფართობი არ გვაქვს, რომ ჯგუფები დავამატოთ“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი ბაღებში, ამას გაერთიანების დირექტორის თქმით, მოკვლევაც სჭირდება – თუ როგორ ურჩევნიათ მშობლებს, „ყველას ბუნებრივია, ერთი აზრი არ ექნება“.

„როგორც კი რეგულაციები ცნობილი გახდება, მაშინვე დავიწყებთ კონსულტაციებს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ისე, რომ ეს რეგულაციები ნაკლებად მტკივნეული იყოს მშობლებისთვის“, – აცხადებს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის მდგომარეობით, 842 ბავშვი იყო რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. პარალელურად, იყო ჯამში 130 ვაკანსია ქალაქის გარეუბნებში მდებარე ბაღებშიც.

მამუკა შამილიშვილის თქმით, გარეუბნებში, თავისუფალი ადგილები ბაღებში დღემდე რჩება: „2021 წლის იანვრიდან ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში გაიხსნება ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 210 ადგილი დაგვემატება, რაც ნაწილობრივ აღმოფხვრის პრობლემას“.

ამ თემაზე:

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

 

გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე

0-დან 18 წლამდე ბავშვების მშობლებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. განცხადების შესავსები  ელექტრონულ პორტალი დღეს დილიდან ჩაირთო. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ავრცელებენ სქრინებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ზოგი წერს, რომ მარტივად გაიარა რეგისტრაცია, ზოგი იმაზე წუხს, რომ დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ყურადღება კი იმან მიიქცია, რომ განცხადების შესავსები ელექტრონული პორტალი პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ფეისბუქგვერდის -„გახარიას“ მოწონებას სთავაზობს.

„ბათუმელებმა“ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავადაც გაიარა რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს საკმაოდ დაყოვნებით, დარეგისტრირების პროცესში კი სისტემა ნამდვილად გთავაზობს პრემიერის ოფიციალური გვერდის – „გახარიას“, რეკლამას.

სქრინი, რომელიც მომხმარებლმა დაახლოებით 2 საათის წინ გამოაქვეყნა

„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან – შ.თ.-სთან ერთად.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.

გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“.

—–

„ბათუმელები“ 14 აგვისტოს,  ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო:

ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა

ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა.

“ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში  და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს”, საქართველოში ყველგან არის და თვითონ ქობულეთშიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი კაფეს შესულ სტუმრებს ტეპერატურას უზომავდა. ბოლო 4 დღის განმავლობაში ის სამუშაოზე არ ყოფილა.

ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი 15 პირის PCR ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი 53 პირი გადაყვანილია კარანტინში და თვითიზოლაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაფე „ჰავანა“ მუშაობას აგრძელებს.

სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი ვალდებულებები:
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.
 თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელ და მასწავლებელი:
  • უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე. იქონიეთ უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
  • შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.

რეკომენდაციების მიხედვით:

სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

ტემპერატურის შემთხვევაში მოსწავლეს უნდა მოარგონ პირბადე და განათავსონ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში; სკოლა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;

მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს სკოლამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისტანციურ შეხვედრებს;

საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;

მოსწავლის/თანამშრომლის COVID 19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.

[toggle title=”რეკომენდაციები სკოლებისთვის სრულად ნახთ აქ:”]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

 ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:

  • შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
  • შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც მასწავლებლების, მოსწავლებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
  • მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, ექიმის/ექთნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყავით სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ფუნქციონირება დანართი №3-ის შესაბამისად;
  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განათავსეთ დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). გაითვალისწინეთ, რომ სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში (თუ უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული სისტემა) ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
  • უზრუნველყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
  • უზრუნველყავით მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით – ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). არ არის რეკომენდირებული ხელის ე.წ. ელექტრო-საშრობების გამოყენება. ყველა შესაბამის სივრცეში გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
  • უზრუნველყავით დაწესებულებაში პირბადეების რეზერვის არსებობა;
  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით  ასეთი ნარჩენების   დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება (არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით);
  • სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა გამოიყენოს არანაკლებ ნახევარსაათიანი შესვენება სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავებისა და განიავებისთვის;
  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
  • დაწესებულება ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე გასაწევი ეკონომიკური საქმიანობის (კვებით მომსახურება, არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება უზრუნველყავით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციით. ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელოვნული ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ შესაბამისი პირისთვის.

სკოლის სივრცეში გადაადგილება:

  • სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
  • სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;
  • თერმოსკრინინგისას ცხელების – 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
  • ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების   შემთხვევაში:
  • ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს  შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N1).
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე  (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

  • წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესი წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით – ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-ანი ხსნარით) დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;
  • მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
  • დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;

სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და  ღია სივრცეებში:

  • საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:
  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;
  • საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

 სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:

  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;
  • გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;
  • შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
  • შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
  • შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში;
  • ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება;
  • გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა;
  • ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას იხელმძღვანელეთ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის“;
  • დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყავით ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1მ);
  • იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე); ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოსშერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა – გრაფიკი  და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
  • სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.
  • სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.

რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით:

  • განხორციელდესყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
  • რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის  დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან  მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი გამოიყენოს ერთჯერადი  ხელთათმანი;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცავას  ჰიგიენის  წესები  სამუშაო  ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

რეკომენდაციები  კვების პროცესისადმი:

  • სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;
  • არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე,  კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
  • საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);
  • უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;
  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

რეკომენდაციები მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის:

  • უზრუნველყავით სკოლის სატრანსპორტი საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექსპლუატაციასამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19 ) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №20 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის“- გათვალისწინებული რეკომენდაციების  შესაბამისად;
  • მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ტრანსპორტში ასვლამდე;
  • ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკა

  • სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად.

სკოლა-პანსიონების ფუნქციონირების რეკომენდაციები (24 საათიანი მომსახურება):

  • სკოლა-პანსიონში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნების შესაბამისად;
  • საცხოვრისის ფუნქციონირება ხორციელდება სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №16 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის“ შესაბამისად.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

  • უზრუნველყავით სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განსაზღრეთ საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
  • საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ  გარეცხეთ და გააშრეთ;
  • უზრუნველყავით დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  • ხელთათმანები;
  • სახის ფარი;
  • წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
  • დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
  • დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელად დაიბანეთ ხელები;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახეთ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;
  • უზრუნველყავით დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაციის შესაძლებლობა.

სკოლის სამედიცინო პერსონალი მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებში:

  • სკოლის დღის რეჟიმის შედგენა;
  • ზედამხედველობა მოსწავლეთა კვების ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე;
  • მუშაობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
  • ზედამხედველობა სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე;
  • მეთვალყურეობა სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
  • მონაწილეობა ჰიგიენური განათლების პროგრამებში, ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ აქტივობებში.

მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი ვალდებულებები:

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე  სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელ და მასწავლებელი:

  • უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე. იქონიეთ   უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
  • შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა:

  • თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;
  • უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის  ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ოკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან;
  • წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.

წყლის რაოდენობა:

უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა სასმელად, პირადი ჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.

წყლის საჭიროებათა საბაზისო რაოდენობებია:

 

სასმელი ხარისხის წყალი
სკოლა 5 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით  (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი)
სკოლა-პანსიონი (24 საათიანი) 20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების პერსონალი მუდმივ შტატზე)
სამეურნეო დანიშნულების წყალი
ტუალეტებისათვის, რომელიც მიერთებულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემასთან ან წყლის ავზთან 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით
ტუალეტებისათვის, რომელიც არაავტომატურად ირეცხება თავად მომხმარებლის მიერ 1.5-3 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით.

 

 წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:

სკოლაში უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის წერტილებისა და  წყალმოხმარების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, რათა ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი,  პერსონალური ჰიგიენა, საკვების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა.

 ინდიკატორები:

  • სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები – ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;
  • სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები – ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • რესურსსკოლებში (24 საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი – ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.

დანართი 37.2

დასალაგებელი ინვენტარისა და საშუალებების სტანდარტული ჩამონათვალი:

  • ინვენტარის გადასაადგილებელი საშუალება;
  • იატაკის საწმენდი ჯოხი – სველი დამუშავებისათვის;
  • ორგანყოფილებიანი სათლი: სუფთა წყალი/სარეცხი საშუალებიანი სითხე;
  • აქანდაზი და ცოცხი;
  • ხელთათმანი და სათადარიგო ხელთათმანი;
  • მუშამბის წინსაფარი სანიტარიულ კვანძში ოპერირებისათვის;
  • ტილოები მ.შ. იატაკის, შუშისათვის და ავეჯისთვის;
  • საწმენდი ღრუბელი, ჯაგრისი, სახეხი (რბილი მეტალის სპირალი);
  • ჰაერის დეზოდორი;
  • ხის ავეჯის დასამუშავებელი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ტყავის ზედაპირების დასამუშავებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სარეცხი ფხვნილი (გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტილოების გასარეცხად);
  • ზედაპირების სახეხი ფხვნილი ან კრემი;
  • სითხე იატაკის წმენდისა და გაპრიალებისათვის, მოპირკეთების ტიპის (ხე, მეტლახი, ლინოლეუმი და სხვ.);
  • უნიტაზის დასამუშავებელი სითხე;
  • შუშის საწმენდი;
  • ნიკელის, თითბრის და ლითონის სხვა ზედაპირების დასამუშავებელი საშუალება;
  • ტრაპების და კოლექტორების დასამუშავებელი საშუალება;
  • დიდი და პატარა ნაგვის პარკები;
  • სადეზინფექციო ხსნარი, დასალაგებელი ინვენტარის დასამუშავებლად, დასუფთავების პროცესის დამთავრების შემდეგ.

დანართი 37.3

პირველადი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობის წესი

სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.

კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.

სკოლაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ფარმაცევტული საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნები

სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:

  • მაგიდა;
  • ტახტი;
  • სააფთიაქო კარადა;
  • სამედიცინო სასწორი ;
  • სიმაღლის საზომი;
  • ხელის დინამომეტრი;
  • თერმომეტრი;
  • ტონომეტრი;
  • ფონენდოსკოპი;
  • გამადიდებელი ლუპა;
  • რეზინის ლახტი;
  • რეზინის სათბური;
  • ბუშტი ყინულისათვის;
  • სამედიცინო მაკრატელი;
  • პინცეტი;
  • ნიღაბი ,,პირით-პირში” სუნთქვისთვის;
  • საკაცე;
  • მაცივარი.

მედიკამენტები:

  • არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
  • ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
  • ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ.,ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
  • ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ.დიკლოფენაკი);
  • ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი  (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
  • ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები -ალბუტეროლი და სხვ.);
  • სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
  • რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი);
  • დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი);
  • ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);
  • კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);
  • მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
  • ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
  • ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
  • თვალის წვეთები –  (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი)
  • ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი
  • ყურის წვეთები – (მაგ.,ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა)

ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები:

  • თვალის ამოსარეცხი ხსნარი;
  • სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
  • წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი);
  • ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი);
  • იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
  • ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად;
  • სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები;
  • ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის;
  • ჰიგროსკოპული ბამბა;
  • ბინტები /სამედიცინო გადასახვევი მასალა;
  • ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
  • ერთჯერადი შპადელები;
  • ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური).

 იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.

შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები

15 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

პირი, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კარანტინში არ იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება.

საქართველოს მასშტაბით დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1 321-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 216-ია, ვირუსით გარდაცვლილია 17 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 7 597 პირი იმყოფება.

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 წლის სექტემბრიდან.

ელექტრონულ პორტალზე განცხადების შესავსებად გადადით ამ ბმულზე

ელექტრონულ პორტალზე დოკუმენტების ატვირთვა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

[checklist]

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

[/checklist]

ამასთან:

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ვერ ადასტურებს ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირს, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ვერ ადასტურებს ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირს, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს:

[checklist]

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
  •  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებს;
  • იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
  • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

[/checklist]

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505

 

https://netgazeti.ge/news/474529/

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო.

„გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.

გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო.

მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.

ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს.

პატრულმა მომთხოვა ოთახში დავბრუნებულიყავი, რადგან საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება არ მქონდა. თავიდან არ ვბრუნდებოდი, მაგრამ მერე მეორედ მთხოვეს და დავბრუნდი. ცოტა ხანში რაღაც ხმაური გავიგე. აივანზე გავედი და სხვა კარანტინში მყოფებმა მითხრეს, რომ ვიღაც ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ვერ დავიჯერე, რომ ეს ის ბიჭი იყო, მეოთხე სართულიდან, რადგან სამ ადამიანთან ერთად დავტოვე. მალევე მოვიდა სასწრაფო და კიდევ დამატებით პატრული. საკაცით წაიყვანეს ეს ბიჭი, სულ გასისხლიანებული იყო. როგორც მითხრეს, ეს ბიჭი თურქეთიდან ჩამოსულა და გზაშივე ამბობდა თურმე, კარანტინში ვერ გავძლებო,“ – უყვება „ბათუმელებს“ თვითმხილველი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს იმის გასარკვევად, საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა რატომ ვერ მოახერხა ამ უბედური შემთხვევის აღკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

შს სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“.

____

ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

სოსისისა და ყავის ქურდობაში პოლიციამ 2 არასრულწლოვანი ამხილა

ბათუმში დღეს, 14 აგვისტოს, მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. პოლიციამ არასრულწლოვნები მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეაჩერა. ქურდობაც მემედ აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში მოხდა.

მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 500 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები, ყავა, სოსისი და 150 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად დაკავებულ მოზარდებს წინასწარი დაკავების იზოლატორში არ მოათავსებენ. მხილებულ მოზარდებთან შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ.

____

ამავე თემაზე:

სოსისი, ყავა და სასმელები – ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. კაცი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა.

„დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.

„14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლახან გავრცელებულ განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე „ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში“.

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში.

ახალი წესით:

[checklist]

  • უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
  • იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.
  • ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
  • საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებმა, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

[/checklist]

 

 

 

რომელი უნივერსიტეტი შეცვლის საქართველოში PR-ის დონეს

მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება კომუნიკაციების სფეროში სურს, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სიახლეა: ახალი საერთაშორისო სტანდარტებით, მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ალტერბრიჯმა“ სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გამოაცხადა. 

 „ალტერბრიჯი“ დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“ – აცხადებენ უნივერსიტეტში. 

„ალტერბრიჯმა“ 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კონკურენტულ ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე უნივერსიტეტი გამოჩნდა. საზოგადოებრივი ურთიერთობები და  კომუნიკაციის ფსიქოლოგია  ბაკალავრებისთვის, სტრატეგიული კომუნიკაცია – მაგისტრებისთვის თითოეულ ამ მიმართულებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამოცდილი და თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესორები გაუძღვებიან. 

„ჩვენმა პროგრამებმა სრულად უნდა შეცვალოს PR-ის დონე საქართველოში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც  მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა შევქმნათ პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ განათლებით დასაქმების პერსპექტივას. “, აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, ნათია გოცაძე. 

მისი განცხადებით, სტუდენტები ცოდნას უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ და თავიდანვე ჩაერთვებიან საკომუნიკაციო აქტივობებში. 

„ალტერბრიჯის“ პარტნიორი ორგანიზაციები კომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ: მედია, სარეკლამო ინდუსტრია, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები – ყველა ეს ორგანიზაცია მზადაა, „ალტერბრიჯის“ სტუდენტებს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის და უნარების ათვისებაში დაეხმარონ.   

თავიდანვე ჩემი პირადი მოტივაცია იყო, რომ ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი განვითარებულიყო. ამ მიზნით შეიქმნა PR აკადემია, რომელიც დღესალტერბრიჯისდამფუძნებელია და უკვე 7 წელია, ლიდერია არაფორმალური განათლების სფეროში. “ალტერბრიჯშიცპირველი პროგრამები ამ მიმართულებით განვახორციელეთ“, აღნიშნავს რექტორი. 

კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები  – ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს. 

გარდა ამისა, „ალტერბრიჯში“ სასერტიფიკატო პროგრამების გავლაც არის შესაძლებელი: ტრენინგები, ვორქშოპები, პროფესიული მომზადების კურსები და ა.შ. 

უნივერსიტეტს გააჩნია ასევე მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მსოფლიოს მასშტაბით, რაც წარმატებულ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული კონტაქტების მეშვეობით, „ალტერბრიჯში“ პერიოდულად იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების და ლექტორების ჩამოყვანაც, რომლებიც შესაბამის კურსებს გაუძღვებიან. 

რაც შეეხება მომავალ დასაქმებას, ნათია გოცაძის განცხადებით, „ალტერბრიჯი“ კომუნიკაციების სფეროში ახალ პროფესიონალებს გაზრდის, რომლებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან ამ მიმართულებით. 

,,სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს სჭირდება ყველას, ვისთვისაც საზოგადობრივი აზრი, ლოიალური მომხმარებელი, რეპუტაცია და გრძელვადიანი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან პროფესიონალები, რომლებიც შექმნიან  ამ ღირებულებებს. „ალტერბრიჯი“ მისცემს მათ საშუალებას, გახდნენ ბაზარზე ინოვატორი ლიდერები, სტრატეგები, რომლებიც საკომუნიკაციო პოლიტიკას აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანენ” – აღნიშნავს ნათია.

„ალტერბრიჯი“ ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები. 

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და გზების დასადგენად, 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა გადასცა ატომურ აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში და ა. შ.) ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად. უშუალოდ კვლევა დაიწყება უახლოეს მომავალში (ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე) და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

[red_box]ძირითადი სავარაუდო წყაროები[/red_box]

დღეს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით – “ტყვიის პროექტი”, გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის წინასწარი შედეგები წარმოადგინა. გუნდის ერთ-ერთი წევრი, გაეროს ბავშვთა

ვლადიმერ ხასია

ფონდის კონსულტანტი ტყვიის შესწავლის საკითხებში, ვლადიმერ ხასია ამბობს, რომ კვლევის წინასწარი შედეგებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის საყურადღებო წყაროებია: სანელებლები, მაღაროებთან დაკავშირებული საქმიანობა, ნახშირის წარმოება, ტყვიისა და სხვა მეტალების გადამუშავება, ისტორიული ტყვიანარევი ბენზინი (იგულისხმება ბიოაკუმულირებული ბენზინის ტყვია, რომელსაც მოიხმარდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგაც, სანამ ჩაანაცვლებდნენ თანამედროვე მოხმარებადი ბენზინით) და სათამაშოები.

კვლევების მიხედვით არ დასტურდება, რომ ტყვიის წყარო არის სასმელი წყალი, ჰაერი და თანამედროვე მოხმარების ბენზინი.

პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასადგენად, რა გავლენა აქვს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე შემდეგ პროდუქტებს: საღებავი, რძე და ცხოველური პროდუქტები, ხის მასალები და წარმოება, ნიადაგი, მტვერი, სამშენებლო მასალები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, სამზარეულოს ჭურჭელი, ნაგავსყრელები, საფანტის დამზადება, პოლიგრაფიული საქმიანობა, მეტალების გადადნობა სათამაშოების დასამზადებლად, თამბაქოს მოხმარება ბავშვის თანდასწრებით და სხვა.

[red_box]სისხლში ტყვიის შემცველობა და სიღარიბე[/red_box]

შეხვედრაზე ვლადიმერ ხასიამ აღნიშნა, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია სისხლში განსხვავდებოდა ბავშვების სოციალური ფონის მიხედვით: ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია ღარიბ ბავშვებთან.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა 5მკგ/დლ

2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო დასავლეთ საქართველოში,  განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები ჯერ არ არის ნათელი, თუმცა ვლადიმერ ხასიას განმარტებით, სხვა ფაქტორების გარდა (როგორიცაა სანელებლები, საწვავი და სხვა) მაღალმთიან რეგიონებში ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც უშუალოდ ეს კვლევა არ მოიცავდა. “მათ შორის, როგორია რკინის შემცველობა სისხლში და როგორ კორელირებს ეს ტყვიის მაღალ ათვისებადობაზე და პირიქით. ამიტომ აქაც არ გვაქვს ჯერ ცალსახა პასუხები. ამ კუთხით პასუხებს მოგვცემს ის კვლევა, რისთვისაც ვემზადებით. ეს წინასწარი კვლევაც ამ მომზადების ნაწილი იყო”, – ამბობს ხასია.

დღევანდელ შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა თქვა, რომ ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყაროების შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი სწორედ იმ კვლევის შედეგად, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება და რომლის შედეგების მიხედვით, საქართველოს/აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად შეიმუშავებენ საპასუხო გეგმას, როგორ დაიცვან მოსახლეობა ტყვიის მავნე ზემოქმედებისგან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს „ბანკი ქართუს” საკუთრება გახდა.

თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ერთ-ერთი სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჟურნალისტების შენიშვნაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კითხვა დაუბრუნა – „ეს შეფასებაა თქვენი თუ თქვენი მეგობრული დამოკიდებულებაა?“. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ენდობა ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას.

„მე გეტყვით, რომ აჭარაში მაგ დასკვნებს აკეთებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები. შედიან იურიდიულ, ეკონომიკურ  საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენებში არ არიან. რაც შეეხება მაგ TCF Georgia-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში არ ყოფილა. ჩვენ ყველა ერთიანად, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის, ბიზნესს ვეხმარებით, მაგრამ როცა სანქცირებაა საჭირო, არც ამისგან ვიკავებთ თავს. ის განკარგულება, რომელიც მივიღეთ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, სწორედ საერთო წესების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა,“ –  თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ  კვლევაში დეტალურადაა შესწავლილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

ამ კვლევის თანახმად, ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ „თანალმობამ” 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზუფრუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად. მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მსგავსი კვლევა 2017-2018-2019 წლებშიც გამოაქვეყნა. მსგავსი კვლევების მიზანი საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო

– „ოდესმე იქნება ისე, რომ ბათუმში ტროტუარზე მანქანები აღარ დავინახოთ“?

– კი. თუ ველობილიკები უკეთესად მოეწყობა და ველოსიპედით გადაადგილება მოდური გახდება“…

მსგავსი საუბრები ფეხით სიარულისას ყოველ ჯერზე გესმის ბათუმის ქუჩებში. ვიღაცას უფრო მეტი სკვერი სურს თავის ქალაქში, ვიღაც სპორტულ მოედნებსა თუ სკვერებში მეტ ტრენაჟორზე ოცნებობს. საჭიროებებს რა გამოლევს ქალაქში, რომელშიც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სწორედ ამიტომ, თუ ხარ ბათუმში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქე, გაქვს შანსი, არამხოლოდ მოგისმინონ, როგორ გინდა შეცვალო ქალაქი უკეთესობისკენ, არამედ თანხასაც გამოგიყოფენ მიზნის მისაღწევად. ამისთვის, პირველი რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ვებპორტალზე – idea.batumi.ge

ეს პირველი ნაბიჯია. შემდეგ კი ამავე ვებგვერდზე უნდა ატვირთოთ ის იდეა/პროექტი, რისი გაკეთებაც გსურთ ქალაქისთვის.

იდეების რეგისტრაცია შესაძლებელია 6 სექტემბრის ჩათვლით.

თუ ელექტრონულად რეგისტრაციას ვერ ახერხებთ, ბათუმის მერიას უნდა ეწვიოთ მისამართზე – ლუკა ასათიანის ქ. #25. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის მერია და პროექტში – „შენი იდეა ბათუმს“ – ჩართული პირები უკვე ატარებენ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრებს, ასეთი შეხვედრა დღეს, 19:00 საათზეც იმართება დღეს, 14 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ.

მას შემდეგ, რაც იდეების რეგისტრაცია დასრულდება, პროექტებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი საბჭო. 14-წევრიანი საბჭო პარიტეტული წესითაა დაკომპლექტებული, რომლის შემადგენლობაშიც არიან მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ახალგაზრდები, ასევე გასულ წელს გამარჯვებული პროექტის ავტორი.

შემდეგი ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ხმის მიცემის პროცედურა – იდეა გამარჯვებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იდეა/პროექტი მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. მაგალითად, თუ თქვენი პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, პირობითად, 200 ათასი ლარი და თქვენ მიიღებთ ყველაზე მეტი მოქალაქის ხმას, თქვენი პროექტი დაფინანსდება. შესაბამისად, „შენი იდეა ბათუმს“ იმდენი გამარჯვებული ეყოლება, რამდენი პროექტიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, გამოყოფილი თანხის შევსებამდე.

გამარჯვებულებს საბოლოოდ მოქალაქეები ონლაინ ხმის მიცემის გზით გამოავლენენ.

ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ თქვენმა იდეამ აუცილებლად უნდა მიიღოს ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების ხმათა საერთო რაოდენობის 10%-ი.

გამარჯვებული იდეების განსახორციელებლად ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით პროექტის ბიუჯეტი სამჯერ არის გაზრდილი.

ისე, როგორც გასულ წელს, წელსაც პროექტს მხარს უჭერს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, რადგან მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი იდეა

ბათუმის მერიაში მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ეთუნა ლომაძე განმარტავს, თუ რას უნდა მოიცავდეს თქვენი იდეა და რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს.

მაშ ასე, იდეაზე მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:

  • იდეის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებში;
  • იდეა უნდა ემთხვეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სფეროებს. შესაძლებელია ეს იყოს ეკოლოგიური, კულტურული, გარემოსდაცვითი, სპორტული, ახალგაზრდული ან სხვა მიმართულების პროექტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, სკვერებისა და ბაღების მოვლა-პატრონობის ახლებური ხედვა და ა.შ.;
  • იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი, საჯარო სიკეთის შექმნას და არ უნდა იყოს კერძო პირის კომერციულ ინტერესებზე მორგებული;
  • უნდა შეძლოთ და დაასაბუთოთ, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს ეს პროექტი, რით არის აქტუალური თქვენი იდეა და რა პრობლემას მოაგვარებდა ის ქალაქში. შესაძლებელია იდეის მიზანი არ იყოს პრობლემის მოგვარება და იდეა უზრუნველყოფდეს ქალაქში სიახლის დანერგვას.
  • უნდა შეძლოთ და აჩვენოთ იდეის განხორციელების გზები და საშუალებები. გაწერილი იდეა, რომელსაც ვებგვერდზე ატვირთავთ, შესაძლოა არ იყოს ვრცელი დოკუმენტი და ლაკონურად, მაგრამ კონკრეტულად გადმოსცემდეს იდეის რეალიზების გზებს.
  • ნაჩვენები უნდა იყოს თუ რა შედეგები იქნება მიღწეული იდეის განხორციელების შემთხვევაში.
  • გაწერილი უნდა იყოს ბიუჯეტი, რაც იდეის რეალობად ქცევისთვის იქნება საჭირო.
  • ტერიტორია, სადაც იდეის რეალიზება წარმოგიდგენიათ, უნდა იყოს აუცილებლად მუნიციპალიტეტის და არა კერძო საკუთრება.
  • პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური, ზედა ზღვარი ნახევარი მილიონი ლარია, მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არ არის.
ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ეთუნა ლომაძე.
წარუდგინეთ ქალაქს იდეები და მარტივად აქციეთ ისინი რეალობად 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას თქმით, პროექტის მიმართ – „შენი იდეა ბათუმს“ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულია 3500 მოქალაქე.

„იდეების მიღების გამოცხადებამდე ბევრი გვწერდა, როდის დაიწყებოდა პროექტი წელს.  საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად ტარდება.

საინტერესო იდეები აქვთ მოქალაქეებს ტურიზმის, კულტურის, ახალგაზრდობის ინტერესების, ინფრასტრუქტურის, გამწვანების და სხვა მიმართულებით. ყველას მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში, რაც ნიშნავს ქალაქის სტრატეგიულ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. წვლილი შეგაქვს საერთო საქმეში თუ იდეას წარადგენ და განვითარების ხელშემწყობი ხარ ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ამ იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობ“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით გამარტივებულია პირისა და იდეის ვებგვერდზე დარეგისტრირების პროცესი. იდეები გადის მხოლოდ ერთ ფილტრს: ვებგვერდზე წარდგენის შემდეგ საბჭოს მიერ ხდება წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიუმებით იდეების ანალიზი, კერძოდ კი მოწმდება რამდენად გამართულია ის სამართლებრივი და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მაგალითად: არის თუ არა ფორმა შევსებული სწორად, ტერიტორია, სადაც იდეა უნდა განხორციელდეს არის თუ არა ნამდვილად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ა.შ.  ის იდეები, რომლებიც გაივლის პირველად ანალიზს, ხმის მიცემის ეტაპზე გადადის.

გასულ წლებთან შედარებით წელს ასევე შემცირდა თითო იდეისთვის გასამარჯვებლად საჭირო ხმათა ზღვარი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა იდეის გამარჯვებისთვის საკმარისია ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების ხმათა საერთო რაოდენობის მხოლოდ 10 %.

მონაწილეობითი ბიუჯეტი – გზა საკუთარი ქალაქის დასაგეგმად

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რაც ქალაქის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მაღალი საფეხურის  მექანიზმადაა მიჩნეული.

ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, როცა მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას და მოქალაქეებს სთავაზობს, გააკეთონ საკუთარი ქალაქისთვის ის, რაც მათ სურთ.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტში ელექტრონული და ღია მმართველობის შემადგენელი  ნაწილია. პოსტკოვიდურმა სამყარომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი, ელექტრონული მექანიზმების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებულობის და მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის გამარტივებას.

პროექტს – „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქარი უკვე ასამდე მომხმარებელმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ  საშუალება გაქვთ 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელოთ გზავნილი და ყოველთვე მიიღოთ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“. 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის –  ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს 36 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს  და საჩუქრად 100 ლარის ოდენობის დეპოზიტს გადასცემს, ხოლო სპეციალური პრიზი – 200 ლარიანი დეპოზიტი კი გადაეცემა ყველაზე აქტიურ 10 მომხმარებელს ვინც აქციის პერიოდში ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ფულადი გზავნილი განახორციელა. 

ისარგებლეთ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილებით, იაქტიურეთ და მიიღეთ პრიზები. 

ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისთვის.

ბანკიდან დიდი ოდენობით ფულის მოტყუებით დაუფლებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ სესხების მიღებას.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნესკრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნესსაქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, გაჩერების დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ რკინის შვერილზე მოქალაქე დაზიანდა. დაზარალებული ქალის ქმარმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს გადაჭრილ რკინაზე დაცემის შემდეგ სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

„გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე მიდიოდა, წამოკრა ფეხი ამ არმატურის  ნაგლეჯზე და მუცლით დაეცა. სასწრაფოთი წავიყვანეთ და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა უკეთაა, გადავრჩით,“ – ამბობს ვანო, დაზარალებული ქალის მეუღლე.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ინციდენტი დღეს, 14 აგვისტოს მოხდა, როცა გამვლელმა ბავშვმა ასევე შემთხვევით გამოკრა ფეხი მიწაში ჩაბეტონებულ არმატურას და წაიქცა – თვითმხილველი ამბობს, რომ ბავშვი შემთხვევით გადაურჩა რკინაზე თავით დაცემას.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი შემთხვევები და მოუწესრიგებელი ტროტუარები პირველი არ არის. იმიტომ, რომ საქმეს გულგრილად აკეთებენ და მისი შესრულების ხარისხს არავინ ამოწმებს,“ – ამბობს მოქალაქე.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც დაქირავებულ კომპანია „ალმაში“ გადაგვამისამართეს – წერეთლის ქუჩაზე გაჩერების დემონტაჟის სამუშაოები ამ კომპანიას აქვს შესრულებულიო. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ გაჩერება 10-15 დღის წინ მოშალეს და მის ადგილას ახალი გაჩერება უნდა მოაწყონ. მისივე მტკიცებით, ადგილი, საიდანაც ძველი გაჩერება აიღეს, წითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული.

„ანკერებია დარჩენილი, სადაც იყო უსაფრთხოების ლენტი შემოკრული. ეს მოსაცდელი დიდდება, რადგან მოსახლეობას არ ჰყოფნიდა. ახალი შეღებილი, გაზრდილი, გარემონტებული მოსაცდელი დადგება იმავე ტერიტორიაზე,“ – ამბობს მიშა გორგილაძე, შპს „ალმას“ აჭარის რეგიონალური მენეჯერი.

კითხვაზე, წერეთლის ქუჩაზე მოშლილი მოსაცდელის ადგილას არის თუ არა დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, მიშა გორგილაძე ამტკიცებს, რომ – არის.

„ჩვენ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული შემსრულებელთან, რომელიც ვალდებულია უსაფრთხოების ნორმები ჰქონოდა დაცული. მე, პირადად, გადავაკონტროლე და იყო წითელი ლენტი გავლებული, სადაც ანკერებია ამოშვერილი. ცუდი ამინდი იყო, შეიძლება მოძვრა,“ – გვითხრა მიშა გორგილაძემ.

კითხვაზე, სამუშაოების მსგავსად ჩატარება შეესაბამება თუ არა ბათუმის მერიის დადგენილ სტანდარტებს, მიშა გორგილაძე პასუხობს: „სტანდარტია, რადგან იგივე ანკერზე უნდა დამონტაჟდეს ახალი მოსაცდელი. თუ ლენტი არაა და ვინმეს მოგლეჯილი აქვს, ახალ ლენტს გაავლებენ“.

მიშა გორგილაძის თქმით, ახალი მოსაცდელი წერეთლის ქუჩაზე „მაქსიმუმ ორ-სამ დღეში დამონტაჟდება“. მანამდე კი კომპანია ტერიტორიას გამაფრთხილებელი ლენტით ისევ შემოსაზღვრავს.

პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს.

კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“.

საქართველოს პროკურატურამ ადმინისტრაციული შენობის I, IV და VI სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი 2020 წლის 6 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 980 ათასი ლარია.

ამ ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნით, პრეტენდენტის მიერ „გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში – ლარში, [ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ]…“

„უნისონი“ სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წელს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადასტურდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის, ხაშურის და თბილისის მერიების მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

„ბრძანებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში [გარდა დონორების სახსრებითა და მათ მიერ წამოყენებული პირობებით გამოცხადებული ტენდერებისა], მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. ამავე კანონის თანახმად: „სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის. ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანებით საავანსო საბანკო გარანტიებთან მიმართებითაც“, – აღნიშნულია საჩივარში.

„უნისონი“ აცხადებს, რომ ამის მიუხედავად,  შემსყიდველი ორგანიზაციები კვლავაც დარღვევით აგრძელებენ მუშაობას. კერძოდ: ელექტრონულ ტენდერში შემსყიდველი სახელმწიფო უწყება, როგორც შესრულების, ასევე ავანსის შემთხვევაში, ითხოვს მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების წარდგენას: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით კი, საბანკო დაწესებულებების, საფინანსო ინსტიტუტებისა თუ სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული გარანტია გათანაბრებულია“.

„აღნიშნული დარღვევა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს თავისუფალი კონკურენციის სტანდარტებს, იწვევს საბანკო სექტორის მონიპოლიზაციას, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლების განხორციელებას. ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  აღნიშნული ტენდერის პირობა წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებთან“, – აცხადებს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“.

„უნისონი“ თავისი საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოსგან ითხოვს – ბათილად ცნოს პროკურატურის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი ჩანაწერები, სადაც მოთხოვნილია მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და დაავალოს შემსყიდველს [ამ შემთხვევაში პროკურატურას] დასაშვებად მიიჩნიოს ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიღება.

„უნისონის“ საჩივარი დავების საბჭოში 2020 წლის 12 აგვისტოს შევიდა. სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ საკითხი 14 აგვისტოს უნდა განიხილოს.

 V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით:

  • V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე
  • VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე
  • XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე
  • სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო; საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე; შეუძლიათ დანერგონ შერეული  სწავლების საკუთარი მოდელი (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად).

ნებისმიერი მოდელის შერჩევა სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეათანხმოს განათლების სამინისტროსთან და რესურსცენტრთან.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ამ თემაზე:

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

 

ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა

ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ჯერჯერობით, შესწავლილი არ არის.

პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ეტაპობრივი სტრატეგია შეიმუშავა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენას.

2019 წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აიღეს  2-7 წლის ასაკის ბავშვების 1 570 ვენური სისხლის ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 მკგ/დლ-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.

ამისთვის, 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ატომურ აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში და ა. შ.) ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიული მოწყობილობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ფონდმა შეიძინა.

ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც ამ საკითხზე ბათუმში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, ოთხიდან ერთ-ერთი აპარატი სწორედ აჭარის ჯანდაცვას გადაეცემა: “2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ მულტიინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელშიც დამატებული იყო ტყვიის კომპონენტი და აღმოჩნდა, საქართველოში გვაქვს პრობლემა სისხლში ტყვიის მაღალი გავრცელებისა, ძირითადად ბავშვებში. ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ დაიწყო სწრაფი რეაგირება და შემდეგ შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა ტყვიაზე პასუხისა. პირველ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა მხოლოდ ამ დაზიანებული ჯგუფების ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ ის გაფართოვდა და ყველა ბავშვი 2-7 წლამდე, რომელთანაც ექიმი მიიჩნევს, რომ საჭიროა კვლევა – იკვლევა. შედიან მათთან ოჯახებში და იკვლევენ ტყვიის წყაროებს, როგორია ტყვიის კონცენტრაცია… გაერომ გვაჩუქა ოთხი აპარატი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. ერთს გადავცემთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის  აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება შესაძლებელი ამ კვლევების ჩატარების.

სტრატეგიის შემდგომი ფაზა გულისხმობს ტყვიის შემცველობის აღმოსაფხვრელად მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელების ხელშეწყობას, კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს“.

„საქართველოში ტყვიის წყაროების კვლევის და საპასუხო ღონისძიებების განხილვა, სწრაფი დეტექციის აპარატის დემონსტრირება“ – კონფერენცია ბათუმში ისევ გრძელდება.

Exit mobile version