გუშინ, ღამით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, წაღებულია 150 ლარი, სოსისი, 500-მდე ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი და რამდენიმე ცალი ყავა Jacobs -ი.
საქმის შესასწავლად ამოღებულია მაღაზიასთან ახლომდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.