19-20-21 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს.
თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას – სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება.
200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი – ეს არის შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ტექ პროფესიონალები.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
ღონისძიების მასშტაბურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქტივობები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარდება. 20 ივნისს კი, მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 5 სცენა და არაერთი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ.
Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან თიბისელები:
არჩილ ვარდიძე – თიბისის დიზაინის მთავარი ოფიცერი;
გიორგი კინწურაშვილი – ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი;
გუგა ბურდული – ციფრული ანალიტიკის ლიდერი;
ალექსანდრე შაფათავა – ეჯაილ ქოუჩი.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით – Global Tech Weekend | Tbilisi.
10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.
„წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, სადღაც 20-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. ვინც დაინახა და არ ჰქონდა რეაგირება, გამოიჩინა გულგრილობა, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ვინც იმ წუთებში იმყოფებოდა სტუდიაში, ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. ამიტომ გამოძიება ალბათ დაადგენს ვინ იმყოფებოდა სტუდიაში, ვინ დაინახა ჩემი შვილის მოწყვეტით დავარდნა და ამაზე არ ჰქონდა რეაქცია“, – ამბობს თამარ აკობია „ბათუმელებთან“.
ის ამბობს, რომ გამოძიებისთვის მას ჯერ არ მიუმართავს, თუმცა გავრცელებული ვიდეო და საზოგადოების რეაქციები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს მომხდარზე.
თამარ აკობია ასევე ითხოვს ბოდიშის მოხდას „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელებისგან, რადგან მათ წაიყვანეს დილის გადაცემაში მონაწილეობისთვის ბავშვები, მათ შორის 10 წლის ანკა, რომელიც პირდაპირი ეთერის დროს სცენაზე მოწყვეტით დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებას არავინ მიაქცია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა დამირეკა და მომიხადა ბოდიში, ამიტომ ველოდები მათ ბოდიშსაც. ბოდიში მოუხადონ ბავშვს, ოჯახს და ყველა იქ მყოფ ბავშვს იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამღერეს ანკას თანაგუნდელები. ამ შემთხვევით დააზიანეს არა მარტო ანკა, მთელი გუნდი, არასრულწლოვნები, მოზარდები დააზიანეს.
ამ ბავშვების მიმართაც იყო კრიტიკა, ამიტომ არ არის ადვილი მოსასმენი კრიტიკა საზოგადოებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. თუ მშობელი ან ხელმძღვანელი არ ასწავლის, თუ სასწავლო დაწესებულება არ აჩვენებს მაგალითს, ჩვენ, საზოგადოებამ მაინც ვაჩვენოთ რა არის სწორი მაგალითი.
ეს არის ჩემი მიზანი, რომ გაიაზრონ ადამიანებმა თავიანთი შეცდომა და არა ის, რომ ვიღაც გავლანძღო. მიზანია ის, რომ ყველა სასწავლო დაწესებულება გამოფხიზლდეს და გაიგოს, რომ ბავშვებთან ასე უპასუხისმგებლო მოქცევა არ შეიძლება“, – ამბობს თამარ აკობია.
როგორც დედა ამბობს, სცენაზე დაცემის შედეგად მის შვილს დაუზიანდა თითები და ახლა ფიქსატორში აქვს, სხვა რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია 10 წლის ანკას.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს და ჰკითხა, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება საზმაუს ეთერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, შსს ჯერ-ჯერობით ცვენს შეკითხვებს არ პასუხობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივნისის 21 საათიდან 13 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქართველოში ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.
„ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას.
ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი კომპონენტი მოიაზრება, გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რაც შეეხება შეფერხებებს გზების მშენებლობაში, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უხარისხოს არაფერს ჩაიბარებენ: „მიმდინარე პროექტებზეც გვაქვს შეფერხებები. გვირჩევნია გვქონდეს შეფერხებები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ხარისხიანი გზები და ინფრასტრუქტურა აშენდეს“.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც „არ იქნება სამშენებლო ან გზების დამგები ორგანიზაცია. მისი ფუნქცია იქნება ოპერატიული მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღება იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულ საინჟინრო სირთულეს წარმოადგენს“.
რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილებისას იწყება.
„ჩემთვის, ისევე როგორც მთლიანად მთავრობისთვის, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი.
ჩვენი მიზანი არ არის, გაკეთებული საქმე მხოლოდ ჩვენ ვნახოთ. მთავარი არის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავდეს მოვლილ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ გზებს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე რუმინული კომპანია Dan Air-ი შემოდის.
კომპანია ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის ივლისიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Dan Air-ი არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.
კომპანიის გვერდზე აღნიშნულია, რომ ივლისში ფრენის ფასი თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით 80 ევრო იქნება. პირველი პირდაპირი ავიარეისი თბილისსა და ბუქარესტს შორის 4 ივლისს შესრულდება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს.
პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი შეირჩა, როგორც მათი პრაქტიკის ობიექტი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ შუახევი ჰესის ყველა მნიშვნელოვან ობიექტს.
რა თქმა უნდა, მათი ვიზიტი დაიწყო ჰიდროელექტროსადგურიდან, რომელიც ჩვენი კასკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ასევე, სტუდენტებმა მოინახულეს სხალთა ჰესი, დიდაჭარის კაშხალი და სრული ინფორმაცია მიეწოდათ ყველა ობიექტის ოპერირების შესახებ.
შუახევი ჰესი ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის ტექნიკურ მონაცემებს, ჩვენ მუდმივად მივყვებით მსოფლიო პროგრესს და ვცდილობთ, ყოველწლიურად დავგეგმოთ ახალი მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და მზად ვართ, ეს ცოდნა გავუზიაროთ როგორც სტუდენტებს, ასევე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რადგან მიგვაჩნია რომ განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ – ამბობს იზა გოცაძე, აჭარისწყალი ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
პრაქტიკის დაწყებამდე სტუდენტებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა უმასპინძლა და კომპანიის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაცია მოიცავდა მფლობელების, კრედიტორების, მენეჯმენტის, სტრუქტურის, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების, განხორციელებული და დანერგილი ინოვაციების და სხვა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციას.
უშუალოდ სასწავლო პრაქტიკას რაც შეეხება, სტუდენტებმა პირველ რიგში დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ენერგოობიექტის უსაფრთხოების მენეჯმენტში, განიხილეს უსაფრთხოების წესები და მისი პრაქტიკული დანერგვის გზები.
თინათინ ჭყონია, ჯიპას პროფესიული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, განმარტავს, რატომ იყო ეს პრაქტიკა მათთვის მნიშვნელოვანი: „ჩვენ ვსწავლობთ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი პროგრამის.
პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეთვალიერებინა სამი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი.
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია და ზუსტად ამავე პრინციპით, ძალიან საინტერესო იყო როცა ადგილზე შეგვეძლო გვენახა როგორც სათავე ნაგებობა, ასევე გამშვები პუნქტი და ენერგეტიკული კვანძი.
ახლა, მაგალითად, ვიმყოფებით დიდაჭარის კაშხალზე, სადაც არის შედარებით წყალუხვობა და საშუალება გვაქვს ვნახოთ როგორ ჩაედინება წყალი. ეს საინტერესო სანახავია, არა მარტო პროფესიულად, არამედ ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.
ასევე მნიშვნელოვანი იყო და ვიზუალურად შთამბეჭდავი, შედარებით უფრო პატარა, მაგრამ ამავე კომპლექსის ნაწილი სხალთის ჰესი, რომელიც გამოკვეთილ კლდეში განთავსებული ენერგო ობიექტია. აქ შეგვიძლია გენერატორები და ჰიდროენერგეტიკის ინფრასტრუქტურა ძალიან თვალსაჩინოდ, პატარა სივრცეში დავინახოთ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ეს პრაქტიკა, რადგან შეგვეძლო დაგვენახა ის, რასაც მანამდე თეორიულად ვსწავლობდით ან სხვა, უფრო პატარა ჰესების მაგალითზე ვნახულობდით.
ასევე, ძალიან კარგი იყო ტრენინგი, რომელიც აქ არსებულმა პერსონალმა ჩაგვიტარა და მოგვცა საშუალება უფრო დეტალურად და კარგად გაგვეგო თითოეული მოწყობილობის მოქმედება და შინაარსი“ – გვითხრა სტუდენტმა.
შუახევის ელექტრო სადგურში დაათვალიერეს და განიხილეს ენერგობლოკი და ელექტროენერგიის გენერაციის დანადგარები, ტურბინები და გენერატორები, მართვის ოთახი და ციფრული მონიტორინგის სისტემები და წყლის მიმღები ინფრასტრუქტურა.
სხალთა ჰესზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ობიექტის ენერგობლოკი და რეზერვუარი, ადგილზე ნახეს ტურბინები და გენერატორები და ინფორმაცია მიიღეს აღჭურვილობის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ.
სტუდენტური პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიდაჭარის კაშხალიც, სადაც პროექტის მონაწილეებმა განიხილეს გვირაბის გაყვანის სამუშაოები და კაშხლის მშენებლობისა და ტექნიკური მოვლის დეტალები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 380 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 014 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 728 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 43 865 ერთეული [+78]
MLRS – 1 861 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 417 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 344 869 ერთეული [+2 218]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 636 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 105 850 ერთეული [+352]
სპეცტექნიკა – 4 280 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა საღამოს ცხრა საათის შემდეგ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.
ამ ქუჩაზე მოძრაობას პერიოდულად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აფერხებს. „ბათუმელებმა“ არაერთხელ გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ადასტურებს, რომ ამ ქუჩის დიდ ნაწილზე გარეგანათება დიდი ხანია გამორთულია, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.
„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს.
ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, დაღლილი პენსიონერი თურქეთიდან ბრუნდებოდა ხელვაჩაურში.
ფატის საპენსიო სესხი 4 წლის წინ აუღია – 960 ლარი.
„მაშინ 960 ლარი გამოვიტანე შვილის საქორწინოდ – გოგოს ქორწილი იყო და ხომ იცით, ჩვენი ტრადიციები, რამდენი რამ გჭირდება.
თავის დროს 32 პროცენტად მომცეს სესხი, მერე მითხრეს 8 პროცენტი დავაკელითო.
ჩვენს ქვეყანაში ვინც მდიდარია, ის მდიდრდება ისევ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“ – კითხულობს პენსიონერი და მიგვანიშნებს, მოსაცდელიც კი არაა მოწყობილი, ჩრდილს რომ შევაფარო თავი, ვიდრე ავტობუსი მოვაო.
საპენსიო სესხი აქვს ნაზი თაფაქიძესაც. იგი 73 წლისაა, ონკოპაციენტი და ბათუმში ცხოვრობს:
„370 ლარს ვიღებ პენსიას, როცა თვეში 495 ლარს უნდა ვიღებდე. 120 ლარამდე ყოველთვიურად საპენსიო სესხში მიდის,“ – გვიყვება ნაზი თაფაქიძე. – „წამლების გამო დამჭირდა სესხის აღება, ონკოპაციენტი ვარ, წლების წინ წამლების გამო დამჭირდა ამ სესხის აღება… როცა დამიდგინეს სიმსივნე, ძალიან ბევრი გამოკვლევა დამჭირდა, წამლები. არ მეყო ფული. ახლა საერთოდ ვეღარ ვყიდულობ წამალს. მოცემით წამალს ვინ მოგცემს? კიდევ კარგი, მთავრობამ ოპერაცია დამიფინანსა.
სიარულიც მიჭირს, რომ ბანკში მივიდე და გავიგო, როდის სრულდება ეს სესხი. ამას წინათ, მიპასუხეს 2027 წელს დასრულდებაო.
შვილთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შვილი ახერხებს მუშაობას და საჭმელი არ მაკლია, მაგრამ წამალი ხომ იცით, როგორი ძვირია? ექიმთან ვეღარ მივდივარ,“ – უთხრა ნაზი თაფაქიძემ „ბათუმელებს“.
ნაზი თაფაქიძე
ამ ქვეყანაში პენსიონერები რომ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – ყველა მე-3 პენსიონერს ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი აქვს, ანუ საპენსიო სესხი. საქართველოში 2025 წელს 888 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობდა, მათგან 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი ჰქონდა.
წამლის საყიდლად, თუ თავის გადასარჩენად პენსიონერებს ისევ უწევთ ყველაზე ძვირადღირებული სესხის აღება. წინა მოწვევის პარლამენტმა ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა და პენსიონერების სესხს რამდენიმე პროცენტი ჩამოაკლდა, თუმცა საპენსიო სესხი საქართველოში, სხვა სესხებთან შედარებით, ისევ ყველაზე ძვირია – იპოთეკური თუ სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, პენსიონერები სესხში დაახლოებით 26 %-მდე იხდიან.
წლებია „ოცნება“ საპენსიო სესხზე აღარ საუბრობს. „ოცნების“ პარლამენტი რეპრესიული კანონების მიღებითაა დაკავებული და არა, მაგალითად, პენსიონერის რეალური პრობლემების მოგვარებით.
რა შეიცვალა საპენსიო სესხში?
ღარიბ პენსიონერებს საქართველოში ყველაზე მაღალ პროცენტს ახდევინებენ საბანკო სესხში. როცა იპოთეკური სესხი საშუალოდ 12-16 %-ად გაიცემა, ხოლო სამომხმარებლო სესხის განაკვეთია საშუალოდ 15-18 %, ამ დროს ღარიბ პენსიონერს ახდევინებენ სესხში 26%-ს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. ამ სესხების მოცულობა, ჯამურად, 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. პენსიონერები 2023 წლამდე სესხში 30-32%-ზე მეტს იხდიდნენ, 2023 წლიდან კი, განისაზღვრა მაქსიმალური ზღვარი – 26%.
ნაზი თაფაქიძის შემთხვევა რომ ავიღოთ: 70 წელს გადაცილებული პენსიონერის თვიური პენსიის 495 ლარის 26 % [ანუ საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი] არის 128.7 ლარი. ნაზი თაფაქიძეს თვეში 120 ლარს აჭრიან. ყოველთვიურად პენსიიდან 120 ლარის ჩამოჭრა სიღარიბეში მცხოვრებს პენსიონერისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ 2020 წლიდან პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა პენსიონერის მძიმე ისტორიას რუბრიკაში „პენსია სესხად“. მაგალითად, ქობულეთში 2021 წელს ავთანდილ ღაღაიშვილმა მაშინ გვაჩვენა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს 3433 ლარი სესხად მისცეს და მას ჯამში 5960 ლარი უნდა დაებრუნებინა. სმენისა და მეტყველების უნარების არმქონე, უსინათლო პენსიონერს 2527 ლარის გადახდა უწევდა მხოლოდ პროცენტში.
ამ პრობლემის გააქტიურების შემდეგ პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტის სხდომა გაიმართა, ასევე საგანგებო მოსმენა „მოქალაქეების“ ინიციატივით. 2023 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საპენსიო სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად 26 % განისაზღვრა, თუმცა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული 2024 წლის შეფასებით, პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ.
რატომ აღარ მუშაობს პარლამენტი საპენსიო სესხებზე? – „ბათუმელებმა“ პარლამენტის პრესსამსახურს მიმართა თხოვნით, რომ „ოცნების“ რომელიმე დეპუტატი ჩაგვეწერა, თუმცა უშედეგოდ.
„ლიბერთი ბანკში“ ახალი მენეჯმენტია – ეს ბანკი გასცემს საპენსიო სესხებს
„ლიბერთი ბანკი“ გასცემს საქართველოში ძირითადად საპენსიო სესხებს. ეს ბანკი ემსახურება პენსიონერებს.
„ლიბერთი ბანკი“ ირაკლი რუხაძემ – „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანა 2026 წელს გაყიდა. რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, უცნობია. „ბაზის ბანკის“ მთავარი მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისების შესახებ მაშინდელი მფლობელი ირაკლი რუხაძემ 2025 წლის ივნისში განაცხადა. ირაკლი რუხაძე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“ კი 1000 ლარად დაემშვიდობა– 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ დაასანქცირა.
რა შეიცვალა საპენსიო სესხში? აპირებს „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტი საპენსიო სესხის პირობების გადახედვას? – „ბათუმელებმა“ შეკითხვებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
„მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ“
„ნებისმიერი ქვეყნის შეფასება შეიძლება იმით, როგორ ექცევიან ბავშვებს და მოხუცებს. ბავშვებისთვის და მოხუცისთვისაც გვაქვს ძალიან უგრძნობი, ცარიელი სახელმწიფო“, – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი. საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტზე 2023 წელს კვლევა მოამზადა კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხმა“. ამ კვლევის ავტორია ვახტანგ ნაცვლიშვილი.
2023 წლის კვლევის მიხედვით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების უმეტესობისთვის უცნობია ორ პროდუქტს – საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტს შორის განსხვავება, „ბანკი კი მომხმარებლებს ხელშეკრულების პირობებს სათანადოდ არ აცნობს.“
„კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო ოვერდრაფტების და სესხის აღრევა – ეს ოვერდრაფტი ისეთი ფორმაა სესხის, ამ შემთხვევაში პენსიონერებისთვის, როცა ყოველ თვეში იხდი პროცენტს, მაგრამ ძირ თანხას არაფერი არ აკლდება… თვითონ ჰყვებოდნენ „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები კვლევის ფარგლებში, რომ ოვერდრაფტის გაცემა პენსიონერზე უფრო მაღალ ბონუსს აძლევდა მათ, ვიდრე ჩვეულებრივი საპენსიო სესხის გაცემა პენსიონერზე. შეიძლება ითქვას, რომ „ლიბერთი ბანკმა“ თავისი თანამშრომლები აქცია თანამზრახველებად.
ასევე იყო ხელშეკრულებების თვითნებური ცვლილებები პანდემიის შემდეგ პერიოდში, გამოიკვეთა, რომ ბანკს ჰქონდა არაკეთილსინდისიერი საბანკო პრაქტიკა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია… ამ ინფორმაციას უნდა მოჰყოლოდა ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული ქმედებები – ეს ყველაზე მინიმალური, თორემ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონოდა საქმე. ეს ეხება ასიათასობით პენსიონერს…“ – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი.
რა შეიცვალა საპენსიო სესხში საპროცენტო განაკვეთის დაკლებით?
„საპროცენტო განაკვეთი დაიწიაო, რომ ვამბობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ ყველაზე მაღალია საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი. არავის უნდა ეგონოს, რომ პენსიონერებს თითქოს შეღავათები დაუწესეს,“ – გვიყვება ვახტანგ ნაცვლიშვილი. – „მეტიც, სესხის განაკვეთი არასდროს არ ყოფილა ამ სისტემის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იმდენად დაუზღვეველია პენსიონერის რისკები და ცხოვრება, რომ საბაზისო საჭიროებისთვის უწევს პენსიონერს სესხის აღება.
წამლისთვის, ექიმთან მისასვლელად და სამკურნალოდ რომ სესხის აღება დაგჭირდება, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უკეთეს საპროცენტო განაკვეთში აიღო სესხი, მაგრამ სურათს ეს არ შეცვლის. თუ საბაზისო საჭიროებებისთვის სესხი გჭირდება, ესე იგი, ძალიან ცუდად ცხოვრობ და პრობლემა მარტო სესხის განაკვეთშია კი არ არის, ხანდაზმულთათვის ზრუნვის პოლიტიკაში არის პრობლემა და ეს არსებითად არ გადახედილა,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
2023 წელს „ლიბერთი ბანკს“ უჩივლეს სახალხო დამცველთანაც.
ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც სოციალურ სესხს ეხებოდა, სახალხო დამცველმა 2022 წელს შეისწავლა. მაშინ სახალხო დამცველმა გამოცემული ზოგადი წინადადებით სოციალური ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვა. განმცხადებელი დევნილის სტატუსის მქონე პირი იყო, რომელსაც 2021 წელს აუღია სესხი 568 ლარი. მას 30,69 %-ად მისცეს სესხი და 568 ლარის ნაცვლად, ჯამში 993,60 ლარი უნდა დაებრუნებინა.
დევნილის შემწეობიდან თვეში 45 ლარიდან 20.70 ლარი სესხის დასაფარად მიდიოდა.
რა ჩაწერა სახალხო დამცველმა ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში:
„როგორც განსახილველი საქმის ფარგლებში გამოვლინდა, სოციალური სესხის მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათი საარსებო საშუალებებისთვის გამიზნული სახელმწიფო გასაცემელების არცთუ მცირე ნაწილით უწევთ სესხის დაფარვა. ამავდროულად, სესხის ვადის განმავლობაში ჯამურად გადასახდელი თანხა [მოცემულ შემთხვევაში, 993.60 ლარი – ძირი და პროცენტი] სესხის სახით მიღებულ თანხას [მოცემულ შემთხვევაში, 568 ლარი] დაახლოებით 75%-ით აღემატება…
სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნათელია, რომ მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ, რომელთათვისაც სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემელი საკმარისი არ არის. ესენია: მედიკამენტები, შეშა, სურსათი და სხვა საარსებო საშუალებები.
აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სოციალური თუ სხვა სახის სარგოს მიმღებ პირებზე გაცემული სესხის საშუალო თანხა 1000 ლარის ფარგლებშია, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება მიმართული ფუფუნების საგნების შესაძენად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიკამენტებსა და სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოსთვის აღიარებულ გამოწვევებს წარმოადგენს.
სოციალური სესხისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 11.85%-დან იწყება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილს ვკითხეთ „ლიბერთი ბანკის“ აქამდე გაჟღერებულ, მთავარ არგუმენტზე, რომ საპენსიო სესხი მაღალი რისკის შემცველია და ამიტომაცაა საბაზრო პროცენტი მაღალი.
„იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ რისკებში, უნდა ვნახოთ რეალური ფორმულა, როგორ გამოთვლიან პროცენტს. ამ წლების მანძილზე რამდენი მილიონის მოგება ნახეს, რის ხარჯზე ნახეს და ასე შემდეგ… არგუმენტი, რომელსაც ზურგს არაფერი უმაგრებს, უფრო მითოლოგიას ჰგავს. თუ უნდათ, რომ ეს არგუმენტი სათვალავში იყოს მიღებული, მაშინ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროონ,“ – მიიჩნევს ვახტანგ ნაცვლიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ ბანკთან დაკავშირებულ პრობლემას:
„საპენსიო სესხები მარტო ასაკით პენსიონერებზე კი არ გაიცემა, გაიცემა ყველაზე, ვინც იღებს სახელმწიფოს გასაცემელს. უფრო ფართო სურათის დანახვაა საჭირო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გარეშე, წამლების პოლიტიკის რეფორმის გარეშე, შეუძლებელი იქნება პენსიონერი გაუმკლავდეს იმ ხარჯებს, რაც მას აქვს…
როცა მთავრობა საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ზრდა მაშინ აისახება მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე, როდესაც სახელმწიფოს აქვს გადანაწილებითი და ინტერვენციული პოლიტიკა, როცა მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს აბანდებს ზრუნვის სერვისებში, აბანდებს საჯარო ინტერესში, ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ეკონომიკური ზრდით ავტომატურად ცხოვრების ხარისხი შეიძლება სულ არ გაიზარდოს და საქართველო ამის დასტური: ციფრებით ჩვენთან ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკა, მაგრამ იზრდება სიღარიბეც,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის.
ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია.
ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა.
ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ არც პლაჟია და ზღვა ნაპირდამცავი ლოდების კონსტრუქციასაც შლის / 10.06.2026
რა ხდება?
ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.
საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა, პარალელურად ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის.
სანაპიროზე ხრეშის [ინერტული ნატანის] შესატანად აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯეს, არადა ამისათვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2026 წლის ბიუჯეტში კი, პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, მთლიანობაში 2 650 000 ლარი გაწერეს.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი 2 472 349 ლარით გამოაცხადა, თუმცა ეს ტენდერი 2026 წლის მარტში შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.
ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა, პლაჟი არ არის / 10.06.2026
ტენდერის შეწყვეტის მიზეზი სატენდერო კომისიის 2026 წლის 5 მარტის ოქმიდან:
„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს სამმართველოს გეოლოგიის სამსახურმა შეისწავლა მდ. ჭოროხის კალაპოტში სანაპირო ზოლის პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი კარიერის ტერიტორია ვიზუალურად.
ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კარიერის ფართობზე ფიქსირდება დაახლოებით 20 სმ სიმძლავრის წვრილფრაქციული მასალით (შლამით) დაფარული მონაკვეთები, რაც კარიერის საერთო ფართობის დაახლოებით 40%-ია. აღნიშნული გამოწვეულია ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მდ. ჭოროხის კალაპოტში წყლის დონის მკვეთრი მატებით.
გეოსაინფორმაციო პაკეტის მიხედვით, კარიერიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება შესაძლებელია მაქსიმუმ 1,5 მეტრის სიღრმეზე. წყალმოვარდნის შედეგად გავრცელებული შლამის ფენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობაზე, ისე მასალის ფრაქციულ შემადგენლობაზე, რაც იწვევს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ინერტული მასალის მოცულობის შემცირებას.
გამომდინარე აქედან, წყალმოვარდნის შედეგად წარმოქმნილი და გავრცელებული შლამის ფენის გამო შემცირდა სამუშაოებისთვის საჭირო ინერტული მასალის მოცულობა, რის გამოც ბათუმის სანაპირო ზოლის შესაბამის მონაკვეთებში ვერ მოხდება პლაჟის გასამაგრებელი პროექტით განსაზღვრული რაოდენობის ინერტული ნატანის შეტანა.
სატენდერო კომისიის წევრები გაეცნენ გეოლოგიის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ითქვა, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლა.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს გეოსაინფორმაციო პაკეტის კორექტირების საკითხი, ხოლო მოცემულ ეტაპზე სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.
წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების, არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოები) შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026
ზემოთ აღნიშნული მიზეზით ტენდერი 5 მარტს შეწყვიტეს. 18 მარტს კი, „ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულისთვის დამატებით 301 ათას 140 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ ამოღების უფლება მისცეს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტშიც მოიპოვებს.
სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც არცერთი დონის ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.
ნაპირსამაგრი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის ბათუმში, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / 10.06.2026
ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს, 3 კომპანია მონაწილეობდა: შპს „იქსენერჯი გრუპ“ [შეთავაზება 1 456 000 ლარი], შპს „ენ-დი როუდი“ [1 656 240 ლარი] და შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“ [1 854 250 ლარი]. აქედან პირველ ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
„ბათუმელები“ აჭარის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა ტენდერის ხელახლა გამოცხადება და სავარაუდოდ რა პერიოდისთვის. სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მათ წერილით უნდა მივმართოთ.
განახლება: „თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება… მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო,“ – ამბობს გეომორფოლოგი ზურაბ ჯანელიძე.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:
„სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].
აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
ბათუმის ახალ ბულვართან და მის გაგრძელებაზე ჩაწყობილი ლოდები რომ უსაფრთხო არ არის ეს თავის დროზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდშიც დაგვიდასტურეს. / ფოტო: 10.06.2026
„ახალ სტრატეგიასთან“ დაკავშირებით 2025 წლის 30 დეკემბერს „ბათუმელებმა“ წერილობით აჭარის მთავრობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის მერიას იდენტური კითხვებით მიმართა. გვაინტერესებდა დაწყებული იყო თუ არა ამ კუთხით მუშაობა. 2026 წლის 27 იანვარს პასუხი მხოლოდ გარემოს სამმართველოდან მივიღეთ, სადაც ეწერა:
„რაც შეეხება „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიას“, სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები“.
ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026
მდინარეებში ნატანის კლებამ და ზღვის ხელოვნური კვების შეწყვეტამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის პლაჟებსაც.
140 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ქობულეთის პლაჟზე შესატანად ტენდერი 5 267 457 ლარით წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს გამოცხადებული.
დეპარტამენტმა შპს „გზამშენს“, რომელიც მომსახურებას 3 950 593 ლარად სთავაზობდა, დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. მეორე პრეტენდენტია შპს „სკინჩი“, რომელიც სამუშაოების შესრულებას დეპარტამენტს 4 213 966 ლარად სთავაზობს.
ეს ტენდერი 2026 წლის 11 ივნისის მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
მდგომარეობა სანაპიროზე ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთ-ერთ ჩასასვლელთან / 10.06.2026
ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:
ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა;
შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;
ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.
„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე.
სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას.
ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მშობლების და მოსწავლეების გულის ტკივილი, ყურადღება მოგვაქციოს მან, ვისაც ევალება დასახელებული სკოლის რემონტის დროულად დასრულება“, – ერთ-ერთმა მშობელმა ეს წლის დასაწყისში დაწერა ფეისბუქზე.
ის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაზე წერს, რომელიც რამდენიმე წელია რემონტდება. „ბათუმელები“ ამ სკოლის დირექტორს თებერვლის დასაწყისში ესაუბრა. მან გვითხრა, რომ სკოლაში პირველ მარტს განახლდებოდა სწავლა.
ასე არ მოხდა. აჭარის განათლების სამინისტროში ახლა გვითხრეს, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება.
ყველა არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხან 300 ახალი სკოლის აშენებას ჰპირდება მოსახლეობას, ხან 300-ზე მეტის, თუმცა აუშენებელი და დაუსრულებელი სკოლების პრობლემა თითქმის ყველა წელს დგას ქვეყანაში.
მაგალითად აჭარაში, ჯერ კიდევ 2021 წელს 10 ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრობდა ხელისუფლება. აქედან 4 ბათუმში უნდა აშენებულიყო.
2026 წელია და აჭარის მთავრობაში ისევ გვეუბნებიან, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ. 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება.
იმ სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა და გადავადდა დასრულების ვადები.
მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც ასევე პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარები, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად. დირექტორი ისევ ელის, რომ განახლებულ სკოლაში სწავლას სექტემბერში შეძლებენ. „მალე გადავალთ, მერხები გადამაქვს უკვე“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი. თუმცა ასეთივე კომენტარი გააკეთა მან „ბათუმელებთან“ მარტის დასაწყისში.
შიდა მიგრაციის გამო დიდ ქალაქებში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსწავლეების ნაკადიც სკოლებში. არსებული ინფრასტრუქტურა კი ვერ პასუხობს მოთხოვნებს.
ქალაქის ცენტრალურ სკოლებში 1500-2000-მდე მოსწავლე სწავლობს, რაც იწვევს კლასების გადატვირთვას და თავისუფალი სივრცეების გაქრობას.
დაუსრულებელი მშენებლობების გამო კი სკოლების სხვა სკოლებში შეხიზვნა, ასევე იწვევს სკოლების გადატვირთვას და როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც სტრესულ გარემოში იმყოფებიან.
გაჩნდა ახალი პრობლემა, უკვე ტენდენციად იქცა ძველი სკოლების ეზოების ათვისება და იქ სკოლის ფლიგელების ჩადგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის თავისუფალი სივრცეები კიდევ უფრო შემცირდა.
მაგალითად, ეზოების ხარჯზე ჩადგეს დამატებითი კორპუსები ბათუმის პირველ, მე-2, მე-3, მე-6, მე-14 და მე-18 საჯარო სკოლებში. მე-14 და მე-18 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსები ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია.
დაუსრულებელია 31-ე საჯარო სკოლის მშენებლობაც. ხელშეკრულების მიხედვით, სკოლის მშენებლობა მომავალს წელს უნდა დასრულდეს.
სად და რამდენი სკოლა უნდა აშენებულიყო ქვეყნის მასშტაბით და აშენდა თუ ვერა, ამაზე საქართველოს განათლების სამინისტრო ღიად არ საუბრობს. არც კონკრეტული მონაცემები უდევთ საჯაროდ, რომ ამით ვიხელმძღვანელოთ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ თბილისში მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლების დაუსრულებელი მშენებლობების გამო რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს.
ასე იყო მაგალითად წელს, როცა თბილისის მე-14 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დროულად აღდგენის მოთხოვნით გამართეს აქცია. მათი სკოლა 4 წლის წინ უნდა აშენებულიყო, თუმცა დღეს, როგორც მშობლები და მოსწავლეები აცხადებენ, სკოლის ადგილი ნაგავსაყრელად არის ქცეული. ბავშვები კი სხვადასხვა სკოლაში არიან შეხიზნულები.
„კორპუსს თუ აპროექტებენ 2 წელიწადში, ფუნდამენტიდან იწყებენ და აშენებენ 25 სართულს, 3-სართულიანი სკოლა რა გახდა, რომ ვერ აშენდა 4 წელიწადში?!“ – ამბობდნენ მშობლები საპროტესტო აქციაზე.
მსგავსი მოთხოვნით გაიმართა მშობლების საპროტესტო აქცია 2025 წელსაც, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში, დადიანის ქუჩაზე მოითხოვდნენ დანგრეული სკოლის აღდგენას.
„რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს მეოთხე საჯარო სკოლა და მას მერე იქ ისევ მინდორია. მშობლებს კი ბავშვების ტარება სახლიდან შორს, სხვა უბნის სკოლებში უწევთ.
ძალიან დაღლილები ვართ, აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი სკოლა“, – ამბობდა ერთ-ერთი მშობელი აქციაზე.
აუშენებელ სკოლებზე წუხან რეგიონებშიც. მაგალითად 22 აპრილს, „ქართლის ამბები“ წერდა, რომ სოფელ მოხისში მეოთხე წელია, რაც სკოლა დაკეტილია და 100-ზე მეტი ბავშვი მეზობელ სოფელში დადის. „2 საათზე მიდიან და საღამოს 7 საათზე ბრუნდებიან. დაიღალნენ ბავშვები, სწავლა შესჯავრდათ“, – ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი.
რატომ არ ან ვერ შენდება სკოლები დროულად და საჭირო რაოდენობით საქართველოში და რა განაპირობებს ამას? – ხელისუფლების გულგრილობა, თუ კორუფცია და როგორ აისახება ხიზნობა და სივრცეების ნაკლებობა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რა პრობლემებს აჩენს ეს.
დაუსრულებელი სკოლები და, შესაბამისად, კლასებში სიმჭიდროვე, რამდენად იწვევს დაღლილობასა და სტრესს ბავშვებში? – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორის, ეკატერინე სლოვინსკის შეფასებით, გავლენა მრავალმხრივი და უარყოფითია.
ეკატერინე სლოვინსკი, ილიაუნის პროფესორი.
პროფესორის შეფასებით, როდესაც მოსწავლე სკოლაში მიდის, მას უნდა ჰქონდეს იქ გარკვეული სივრცე, რადგან სკოლა არის ფიქრის, ურთიერთობის, კომუნიკაციის ადგილი, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.
„თქვენ რომ მიხვიდეთ ისეთ სკოლებში, სადაც ორი ან მეტი ცვლაა, კლასში დაგხვდებათ ცარიელი კედლები. ანუ არაფერი ნიშანი არ არის იმის, რომ ამ სივრცეს მოსწავლისთვის რაღაც პერსონალური დატვირთვა აქვს. არ არის კლასში არაფერი – არც კუთხე, არც ბავშვის ნახატი, არც სხვა რაიმე, რაც კლასთან ასოცირებადი რაიმე სახის თვალსაჩინოებაა.
ეს არის გაუცხოებული გარემო. აქ შედის ორი განსხვავებული კლასი და არც პირველი ცვლის მასწავლებლები და არც მეორე ცვლის მასწავლებლები ამ საკლასო სივრცეში საერთოდ არაფერს ტოვებენ, რაც შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს იმაში, რომ კუთვნილების განცდა გაუჩნდეს ამ სივრცის მიმართ.
გეგონება მეტროს რომელიღაც სადგურია, სადაც ვიღაცები გადიან და გამოდიან და არანაირი კუთვნილება ამ სივრცის მიმართ მოსწავლეს არ გაუჩნდება. ეს წარმოუდგენელია და, რა თქმა უნდა, აზიანებს სასწავლო პროცესს. მე ნამყოფი ვარ ასეთ კლასში“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.
მისი შეფასებით, როცა მოსწავლე ორ-სამცვლიან სკოლაში დადის, ეს ნიშნავს, რომ „სახელმწიფო ჰპარავს მოსწავლეებს იმ დროს, რაც მათ ეკუთვნით იმისათვის, რომ ისწავლონ სკოლაში“.
რას ნიშნავს ეს? – როგორც ეკატერინე სლოვინსკი ამბობს, სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველ კლასში გაკვეთილები უნდა იყოს 35-წუთიანი, მეორეში 40 და შემდგომ კლასებში, 45-წუთიანი.
„ოღონდ ეს 35-წუთიანი გაკვეთილი იმას კი არ ნიშნავს, რომ ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ უცებ მეორე გაკვეთილი დაიწყოს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო ერთმანეთთან კომუნიკაციის, თამაშის, რაღაც რომ შექმნან ერთად და გარკვეული სოციალური უნარები გამოუმუშავდეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა კონვეიერულად არის მიწყობილი გაკვეთილები ხუთ-ხუთწუთიანი შესვენებებით, ეს არ არის სკოლის სწორი მართვა. ამას თუ ერთვის მეორე სმენის შემოსვლა სკოლაში, წარმოგიდგენიათ ეს რა არის? „გამარჯობის” თქმას ვერ ასწრებს მასწავლებელი და გაკვეთილი დასრულებულია.
დავინტერესდი და ევროკავშირის ქვეყნების სავალდებულო სწავლების საათების რაოდენობა ვნახე. ევროკავშირში სავალდებულო საათების რაოდენობა არის საშუალოდ 7 868 საათი. საქართველოში 10 წლიანი სავალდებულო განათლების შემთხვევაში, ეს იყო 7 601 საათი.
9-წლიან სავალდებულო სწავლებაზე რაც გადავედით, ეს იქნება 6 750 საათი. ოღონდ თუ ერთ ცვლაში ისწავლიან ბავშვები და ექნებათ 45-წუთიანი გაკვეთილები.
ხედავთ რამხელა განსხვავებაა? ამ მარტივი კალკულაციითაც კი ჩანს, რომ სკოლა ვერ ახერხებს სათანადო სივრცის, გარემოს, დროით უზრუნველყოფას ჩვენი მოსწავლეებისთვის“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ე.წ რეფორმა სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდის მიზნით წამოიწყო. რამდენად შესაძლებელია მსგავს პირობებში განათლების ხარისხის ამაღლება? – ვეკითხებით ეკატერინე სლოვინსკის.
„ჩვენთან ასეთი მიდგომაა, რადგან ხარისხიან განათლებას ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ იყოს ნაკლები. [სკოლები გახადეს 11-წლიანი]. არ საუბრობენ იმაზე, რომ კარგი სკოლები ააშენონ, ინფრასტრუქტურა გამართონ, სივრცეები შეუქმნან ბავშვებს.
არის უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კვების უზრუნველყოფა სკოლაში იქნება იმის წინაპირობა, რომ მათ სწავლის შედეგები გაიუმჯობესონ. ამაზე არავინ ფიქრობს.
ასე იქმნება სტრესული, ძალადობრივი გარემო, სადაც ბავშვი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. არ არის ემოციური სიმშვიდე, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე და არა მარტო ამაზე. ამას გრძელვადიანი შედეგები აქვს შემდეგ.
რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს საბაზისო მოთხოვნებია და არ სჭირდება დიდი ჩაღრმავება და კვლევა იმას, რაც ხელის გულზე დევს, რომ აუცილებელია სკოლაში იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, კვება, გათბობა, მშვიდი გარემო, სწავლის კარგი მეთოდიკა, სახელმძღვანელოები. ჩვენ შემთხვევაში კი ალოგიკურად მიდის ყველაფერი.
როცა სახელმწიფო იძახის, ვთქვათ, რომ სპორტი არის პრიორიტეტი, მაშინ მოსწავლეებს სკოლაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტის კარგი აქტივობებით დაკავდნენ. კვირაში სამი საათი უნდა ჰქონდეთ სპორტის გაკვეთილები და 1500-2000 მოსწავლე რომ სწავლობს სკოლაში, იქ ფიზიკურად ვერ დაატევ ამდენ ბავშვს სპორტულ დარბაზში.
არ სჭირდება ამას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა, რომ ბავშვებს მეტი სივრცეები სჭირდებათ განვითარებისთვის.
ურბანულ გარემოში კატასტროფა ხდება. რამდენიმე სკოლა ვიცი ჩემ გარშემო, არცერთს აღარ დარჩა სპორტული მოედანი. ყველგან საცხოვრებელი კორპუსი ჩაიდგა. მზის სხივები აღარ შემოდის კლასში. რაღაც გეტოსავით გახდა თბილისი და როგორც ვიცი, ბათუმშიც იგივე პრობლემებია.
გვინახავს ევროპაში სკოლები, რამხელა სივრცეები აქვთ, რამხელა ეზოები, ერთ მოსწავლეზე რამხელა ფართობია გამოყოფილი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იგრძნოს თავი. და მეორე, მასწავლებლებსაც აღარ რჩებათ სივრცე, რომ ადამიანურად დასხდნენ და იმუშაონ, იფიქრონ, მოამზადონ მომდევნო დღისთვის მასალები, გაკვეთილები ან რაღაც კლუბური სამუშაო გააკეთონ. ამ გადარბენა გადმორბენაში უნდა მოასწრონ ყველაფერი – ჯერ ერთ სივრცეში შევარდნენ, მერე მეორეში, რაც ყოვლად გაუმართლებელია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.
მისი თქმით, ამ გარემოებების გამო ბავშვის ცხოვრება გახდა სტრესული, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და სწავლის ხარისხზეც.
„თუ ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია, თავად უნდა გამოიძიონ და მიიღონ ზომები, რადგან დრო გადის და თაობები კარგავენ წლებს, რაც ძალიან დასანანია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.
________________
მთავარი ფოტო: ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობა/ფოტო: „ბათუმელები“.
კაზინოში გადაღებული ფოტო, რომელიც თურქული მედიის თანახმად კონსულის ვადაზე ადრე გაწვევის მიზეზი გახდა
თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს.
ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად 2024 წლის შემოდგომაზე დაინიშნა და მას როტაცია ჯერ არ უწევდა.
ადნან ალთაი ალთინორსი
„ბათუმელებმა“ სცადა ინფორმაციის გადამოწმება ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
წერილობით მივმართეთ საქართველოში თურქეთის საელჩოსაც. დავინტერესდით, რატომ გაიწვია სამინისტრომ გენერალური კონსული ბათუმიდან, ვადაზე ადრე.
ოფიციალური პასუხების მიღების შემთხვევაში, ის მასალაში აისახება.
თურქულმა გამოცემებმა ბათუმიდან გენერალური კონსულის გაწვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 ივნისს გაავრცელეს. ფოტო სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინაა გადაღებული, რადგან ბოლო ორი თვეა ბათუმში გენერალური კონსულის სტატუსით შეხვედრებს ბანუ თერზიოღლუ ესწრება, რომელიც მანამდე თბილისში, თურქეთის საელჩოში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანუ თერზიოღლუ 2026 წლის 29 აპრილს უკვე გენერალური კონსულის სტატუსით ესწრებოდა საქართველოში თურქეთის ახალი ელჩის, მუსტაფა თურქერ არის შეხვედრას ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან.
საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი და გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრაზე
თურქეთის ახალი გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ODTÜ-ს, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
მან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2005 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს პროტოკოლის, სამხრეთ აზიისა და ევროკავშირის საქმეთა გენერალურ სამდივნოში.
2016 წლიდან 2019 წლამდე იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2019 წელს გენერალურ კონსულად დაინიშნა კარლსრუეში, გერმანიაში.
ბათუმში გენერალურ კონსულად დანიშვნამდე ბანუ თერზიოღლუ თბილისში, თურქეთის საელჩოში მუშაობდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.
თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ და საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში.
დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს.
შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის მაძიებლობის საკითხს.
კერძოდ, „მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც უმაღლესი განათლებით არ აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია.
მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად მას შესაბამისი გამოცდის ჩაბარება განესაზღვრება. ასევე, თუ პირს უმაღლესი განათლებით აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ მაძიებლობის პროგრამაში სხვა საგნით ჩაერთვება, შესაბამისი წინაპირობა მისთვისაც საგნის გამოცდის ჩაბარება იქნება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილებები შეეხო შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელსაც.
კერძოდ, „დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელად/შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით სპეციალური მასწავლებლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.
ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.
თუ სკოლის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო, სპეციალურ მასწავლებლად ასევე შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.
ამ შემთხვევაში, პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო სასწავლი წლის ბოლოს სკოლას ვალდებულება ექნება, გამოაცხადოს კონკურსი.“
კანონში შეტანილი ცვლილებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, „რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც“.
შს სამინისტროს ცნობით, იმერეთში სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველო თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. ასე გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის.
ეს, ფაქტობრივად, გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს მომავალს“, – ამბობს კავკასიის ისტორიის სპეციალისტი, გიორგი მამულია, რომელსაც სომხეთის არჩევნების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შეცვლილ რეალობაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, ვკითხეთ: რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ფაშინიანმა ახლა?
„ფაშინიანმა, უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაალაგოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროცესი სამივე მხრიდან. სომხეთმა არ უნდა იგრძნოს, თითქოს მხოლოდ ის მიდის დათმობებზე, მსხვერპლის გაღებაზე და იგივე არ ხდება თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. აზერბაიჯანმა და თურქეთმა მაქსიმალური წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ, რომ სომხეთმა თავი იგრძნოს თანაბარ პარტნიორად,“ – მიიჩნევს გიორგი მამულია.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი მამულიასთან ჩაწერა, იგი საფრანგეთის უმაღლესი კვლევათა საზოგადოებრივი სკოლის დოქტორი, კავკასიის და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და პოლიტოლოგია.
ფაშინიანმა, უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაალაგოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროცესი სამივე მხრიდან. სომხეთმა არ უნდა იგრძნოს, თითქოს მხოლოდ ის მიდის დათმობებზე, მსხვერპლის გაღებაზე და იგივე არ ხდება თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა მაქსიმალური წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ, რომ სომხეთმა თავი იგრძნოს თანაბარ პარტნიორად. მეტიც, სწორედ მათ უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სულგრძელობა და გულუხვობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ პროექტებში, რათა სომხეთის მოსახლეობაში საბოლოოდ ჩაცხრეს დამარცხებულის კომპლექსი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ყოველთვის გამოიყენებს კრემლის პროპაგანდა სწორედ ისე, როგორც ქართველთა მიმართ, 2008 წლის მოვლენების შემდეგ. რიგითმა სომეხმა მოქალაქემ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იგრძნოს ის ეკონომიკური სიკეთე, რაც სომხეთის რეგიონული იზოლაციიდან გამოსვლამ, აზერბაიჯან-თურქეთთან დაახლოებამ და ჰორიზონტალურ საწყისებზე დაფუძნებულმა ეკონომიკურმა პროექტებმა მას მოუტანეს.
თურქეთმა უნდა გაუხსნას სომხეთს თავისი ბაზარიც, რასაც შემდგომ ანალოგიური ნაბიჯები უნდა მოჰყვეს ბაქოს მხრიდანაც. დღევანდელ ამბებთან დაკავშირებით, მახსენდება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მამედ-ემინ რასულზადეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ აზერბაიჯანისთვის ეგზისტენციალურად აუცილებელია სომხეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთს ყოველთვის ექნება ცდუნება მოიყვანოს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, რაც ეგრევე შეუქმნის პრობლემას არა მარტო სომხეთს, არამედ აზერბაიჯანსაც, საქართველოსაც, თურქეთსაც და მთელ რეგიონსაც. სომხეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს თავი წაგებულად. ბაქომ და ანკარამ ერევანთან ისეთი ურთიერთობები უნდა დამყარონ, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორთან. ერევანს ისეთი პირობები უნდა შესთავაზონ, რომელიც სომეხ ხალხს ახალ ფუნქციას შესძენს და მიანიჭებს სამხრეთ კავკასიაში.
გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი
სამწუხაროდ, სომხეთის წინა მთავრობებმა ფაშინიანს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს. სომხეთს მოუწევს, რა თქმა უნდა, გადასინჯოს ის პუნქტი, რაც სომხეთის კონსტიტუციაში ყარაბაღის თაობაზე არსებობს. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაახლოების პროცესის პარალელურად. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა აზერბაიჯანელებმა და თურქებმა უფრო მეტი გაბედულობა და, რაც მთავარია, ეკონომიკური გულუხვობა უნდა გამოიჩინონ – ყველაფერს სჭირდება შესაბამისი კომპენსაცია, შეთავაზებები და წინადადებები.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერები არიან, მათ შორის ეკონომიკურადაც. აქედან გამომდინარე, ისეთი მიმზიდველი ეკონომიკური დივიდენდები უნდა შესთავაზონ სომხეთს, რომ მან თავი დაიმკვიდროს ჰორიზონტალურ, თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე აგებულ ახალ გეოეკონომიკურ სისტემაში, რომელიც სწორედ ახლა ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში.
ამისრესურსიარსებობს? ცნობილია, რომსომხეთისენერგეტიკათითქმისმთლიანად დამოკიდებულიარუსეთზე, ასევე, რუსეთიასომხეთისთვისძირითადისაექსპორტოქვეყანასოფლისპროდუქციისთვის.
ჩემი აზრით, აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას სომხეთის მეზობელი ქვეყნების მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, ისევ იგულისხმება აზერბაიჯანი და თურქეთი. აზერბაიჯანმა, მნიშვნელოვან წილად საკუთარ თავზე უნდა აიღოს სომხეთის ელექტროენერგიით მომარაგების და, ფაქტობრივად, ამ მხრივ რუსეთის ჩანაცვლების პროცესი. თურქეთმა სრულად უნდა გაუხსნას სომხურ პროდუქციას თავისი ბაზარი. შეუწყოს ხელი იმას, რომ სომხური პროდუქცია გავიდეს თურქეთის ბაზარზე. ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულოს და ამის შესრულებას იწყებს კიდევაც, ევროკავშირი.
ბრიუსელი ფაქტობრივად თანახმაა, მიანიჭოს სომხეთს უფლება, უბაჟოდ გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, რაც ასევე შეუწყობს ხელს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების დასუსტებას.
გლობალური კონტექსტი რადიკალურად იცვლება: ევროკავშირში, ფაქტობრივად, რუსეთმა ყველა თავისი მოკავშირე დაკარგა. მართალია, ბულგარეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ითვლება პრორუსულად, მაგრამ ბულგარეთი ვერასდროს ვერ შეასრულებს იმ რუსული „ტროას ცხენის“ როლს, რასაც აქამდე ორბანის უნგრეთი ასრულებდა. თანაც, ბულგარეთის პოზიცია არ არის ისეთი მკვეთრად ანტიუკრაინული, როგორც ორბანის პოზიცია იყო.
ევროპის როლი უკრაინის და ყოფილი პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, ამჟამად სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ეს აქტიურობა იმდენად გაიზარდა, რომ, შესაბამისად, საქართველომაც უნდა გამოიჩინოს ამჟამად შექმნილი ვითარების ელემენტარული ადეკვატურობა. საქართველომ არ უნდა დაასწროს, მაგრამ ასევე არც უნდა დააგვიანოს და ამრიგად ჩამორჩეს საკუთარ ურთიერთობებში ევროკავშირთან და აშშ-სთან.
როგორც ისტორიკოსს, მიყვარს ისტორიული პარალელების გავლება და შეგახსენებთ, რომ ნოე ჟორდანიამ სწორედ მაშინ გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც ბოლო რუსი ჯარისკაცი უკვე რამდენიმე თვეა იყო გასული მისი ტერიტორიიდან. მან ეს სავსებით გამართლებული ნაბიჯი რამდენიმე თვის დაგვიანებით გადადგა, რამაც იმ დროს საქართველოს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა გადავვარდეთ არცერთ, არც მეორე უკიდურესობაში, ზუსტად უნდა მივყვეთ და ალღო ავუღოთ ამ სწრაფად ცვალებად გარემოებებს.
ჩინეთი დიდი მოთამაშეა და ეს ფაქტორი, ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ. საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი და მრავალვექტორული. რუსეთის მკვეთრი დასუსტების ფონზე ევროკავშირის როლი აშკარად იზრდება, აშშ-ც ასევე ბრუნდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რომელიმე ერთ მსხვილ მოთამაშეზე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისტორიულად, მოწოდებით ვართ პროდასავლური, უძველესი ევროპული ერი – ამის არგათვალისწინება შეუძლებელია და საკუთარი თავის დავიწყების და უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
ის, რასაც დღეს ვუყურებთ საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ჩვენს ერს. მე მაინც იმედს ვინარჩუნებ, რომ მკაცრი რეალიების გავლენით, ეს პოლიტიკა გადაიხედება.
არსებობსმოსაზრება, რომრეალურადსაქართველოსსაგარეოპოლიტიკას განსაზღვრავსკრემლიდა „ოცნების“ მთავრობამუკვედაუკარგასუვერენიტეტიქვეყანას. ლოგიკურადგაუგებარია, როცა „ოცნებას“ აქვსლეგიტიმაციისპრობლემადაამდროსკობახიძერუბიოსპოზიტიურგანცხადებებსაცკიუკმეხადპასუხობს.
ეს არის უდიდესი შეცდომა და, არ მეშინია ამ სიტყვის, არაადეკვატურობა. შენ თუ რეალურად გინდა ეროვნული სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, უნდა გამოხვიდე რეალური საერთაშორისო კონტექსტიდან. წინა წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლებში, როდესაც მართლაც არსებობდა რუსეთის აგრესიის საფრთხე და ჯერ კიდევ არსებობდა „ოცნების“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის რაღაცით გამართლების საფუძველი, ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა და მას ყოველგვარი პრაგმატიზმი და რაციონალიზმიც გამოცლილი აქვს.
ამას უკვე სხვა სახელი ჰქვია. შესაბამისად, თუკი „ოცნებაში“ რეალურად უნდათ სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო, ადეკვატურად უნდა გამოვიდნენ იმ შეცვლილი მდგომარეობიდან, რაც ამჟამად არსებობს. ახლავე უნდა დაიწყონ კონსტრუქციული მოლაპარაკება ევროპასთანაც და ამერიკასთან.
ამ მიმართულებით გადადგმული პირველი კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუნდაც უკან გაწვევა იმ სრულიად აბსურდული კანონების, რომლებიც მათ მიიღეს და რომლებსაც, სრულიად სამართლიანად, რუსული კანონების კვალიფიკაცია მიენიჭა.
რამეგაძლევთამისიმედს? პირიქით, ფეისბუქშიკომენტარებისსაკონტროლებლადახალისამმართველოშექმნეს.
ეს სრული აბსურდია და სრულ წინააღმდეგობაში ექცევა საქართველოში არსებულ რეალობასთან, რადგანაც საქართველო და ქართველი ერი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება ბელორუსები. ბელორუსიაში ლუკაშენკომ ნამდვილად ჩააბეტონა ყველაფერი და ხალხიც რეპრესიების შიშით დამორჩილებულია. დღევანდელი სწრაფად ცვალებადი რეალობის ფონზე, „ოცნებას“ მოუწევს ქართველი ხალხის ობიექტური მისწრაფებების გათვალისწინება.
გულწრფელად რომ ვთქვა, მე რომ ვიყო მათ ადგილას, კოალიციურ მთავრობასაც დავთანხმდებოდი. ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ისინი შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამენ, რადგან ამით საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, პოლარიზაცია ყველა ზღვარს გასცდება და რაც მთავარია: – საქართველო სრულიად ამოვარდება საერთაშორისო და რეგიონული კონტექსტიდან, აბსოლუტურ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჩემი აზრით, სომხეთმა აქტიურად უნდა განაგრძოს ის პოლიტიკა, რაც დაწყებულია აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ისევე, როგორც ევროკავშირთან და აშშ-თან დაახლოების პროცესი. ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან აისახება საქართველოზეც.
ამით სომხეთს შეექმნება სრულიად ახალი პერსპექტივა. თურქეთიც და აზერბაიჯანიც აშკარად ხვდებიან ამ მდგომარეობას და ეცდებიან მაქსიმალურად დაუახლოვდნენ სომხეთს, მისცენ საშუალება, თავი იგრძნოს რუსეთისგან დამოუკიდებლად.
რაც შეეხება საქართველოს, თუ ის დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის – გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის – ეს გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს პერსპექტივას.
ამჟამად, უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთი აშკარად სუსტდება, რაც მისი მხრიდან საფრთხეს ამცირებს. ბოლო მოვლენათა გათვალისწინებით, ეს ტენდენცია უფრო ძლიერდება და აშკარა ხდება.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ შეიძლება არ გავუსწროთ არსებულ ტენდენციას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგვიანოთ. ამჟამად კი, „ოცნების“ მთავრობა კატასტროფულად აგვიანებს. თუკი სულში ოდნავი პატრიოტიზმი გაქვს, კი არ უნდა ჩამოეკიდო რუსეთს, როგორც შენი ძალაუფლების და ხელისუფლების წყაროს, არამედ საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე.
ობიექტურად, თუნდაც საკუთარი რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, „ოცნება“ დაინტერესებული უნდა იყოს გაუყოს ძალაუფლება სხვებს, ხელი შეუწყოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამით ქვეყანა ევროპულ განვითარებას დაუბრუნოს.
ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც აღმოვჩნდით 1918 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ დავაგვიანეთ და ნაწილობრივ ამოვვარდით იმ დროის საერთაშორისო კონტექსტიდან. მაშინ სახელმწიფო კონსოლიდაციის საქმეში გერმანიას ვთხოვეთ დახმარება და ნაწილობრივ ასე გამოვედით სიტუაციიდან, თუმცა ძალიან დიდი დანაკარგებით…
ამჟამად სიტუაცია სხვანაირია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიანება ასევე იქნება კატასტროფული ჩვენი ინტერესებისთვის. დაგვიანებას, საბოლოო ჯამში, ჩვენი მეზობლები და მომავალი თაობაც ჩვენ მოგვკითხავს. ჩვენ გეოპოლიტიკურად ვართ განწირულები ვიყოთ კავკასიის შუაგული, ან ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
რაჩანსრუსეთისრეაქციებიდან? პუტინიცდილობსძველიმეთოდებითშეინარჩუნოსგავლენა, მაგალითად, სომხეთშიმთავარიპრორუსულიძალაამარჩევანზემილიარდერიკარაპეტიანიიყო, მას „სომხეთისივანიშვილიც“ კიუწოდეს, რადგანბევრსგაახსენდასაქართველო 2012 წლისარჩევნებით.
პუტინი, რა თქმა უნდა, იმპერიალისტია, მაგრამ სომხეთის მიმართ მის მიერ გატარებულ პოლიტიკაში – პუტინის პირადი შურისძიება იყო გადამწყვეტი. პუტინი პირადად ვერ იტანს ფაშინიანს, როგორც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკურ ლიდერს. ამიტომაც, მან ჯერ აზერბაიჯანის მეშვეობით სცადა სომხეთის დასჯა და არ ჩაერია ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა ამით, პუტინმა დაკარგა სომხეთი.
საბოლოო ჯამში, პუტინისთვის პირველი მტერი – ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა. მისი აზრით, საკუთარი დესპოტური ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთი გარშემორტყმული უნდა იყოს მხოლოდ ავტორიტარული სახელმწიფოებით, სადაც ხალხის ნება იქნება დათრგუნული და სადაც იქნება დაახლოებით იმ ტიპის რეჟიმი, რაც რუსეთშია.
შეიძლება, ოდნავ უფრო „ლიბერალური“, ე.წ. რბილი ძალა, მაგრამ ხელისუფლება არ უნდა იყოს დემოკრატიული, ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ მას არა აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ამრიგად, განაგოს საკუთარი ბედი. დემოკრატიულად ხელისუფლების ცვლა, პუტინის მიერ აღიქმება როგორც შეტევა მის პირად ძალაუფლებაზე.
პუტინის აზრით, ნებისმიერი კომპრომისი უკრაინასთან გამოიწვევს მისი პირადი ძალაუფლების შესუსტებას და პერსპექტივაში დაცემას, რადგან ადრე თუ გვიან რუსები ჰკითხავენ მას: კი მაგრამ, რისთვის ჩავდეთ მიწაში ჩვენი მილიონი ჯარისკაცი?
აქ ორი ვარიანტია: ან რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური „ელიტა“ მოაშორებს პუტინს ხელისუფლებას, ან სიტუაცია შეიცვლება რუსეთის ეკონომიკური დასუსტებით და სამხედრო დამარცხებით, რის კონტურებიც ასევე იკვეთება. ამჟამად უკვე ორივე კონტური აშკარად ჩანს ჰორიზონტზე.
რეალურად, ფრონტმა უკრაინაში მიიღო სტატიკური ხასიათი. რუსები ვერ მიიწევენ წინ, ან თუ მიიწევენ, მხოლოდ კუს ნაბიჯებით. ამ დროს რუსეთის მთელი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი.
სომხეთში რუსების დამარცხებაც იმის შედეგია, რომ რუსეთი დასუსტებულია და არ ძალუძს, როგორც ადრე, ეფექტურად ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში.
პრორუსული აქტივი სომხეთში შემცირებულია, რადგან სომხები სულ უფრო ხვდებიან, რომ სომხეთი რუსეთისთვის აღმოჩნდა არა გეოპოლიტიკური მოკავშირე, არამედ ხურდა ფული პირადად პუტინის პოლიტიკაში.
რუსეთი გლობალურად არის დღეს დასუსტებული. რუსეთს არ ძალუძს ყურადღება მიაქციოს და მიზანმიმართული პოლიტიკა გაატაროს სომხეთის მიმართ ისე, როგორც ადრე.
სწორედ ამიტომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი საქართველოს გააქტიურება. შენ თუ რეალურად გინდა რუსეთთან აფხაზეთზე საუბარი და ამ დროს 100 პროცენტით მასზე ხარ დამოკიდებული, რატომ დაგიბრუნებს კრემლი წართმეულს? რუსები მშვენივრად ხედავენ, რომ „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველო იზოლაციაშია მოქცეული და ქვეყანას ალტერნატივა არა აქვს.
ობიექტურად, სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც მომავალში უთუოდ განვითარდება, საქართველოს როლი, უბრალოდ გეოპოლიტიკური კონსტანტიდან გამომდინარე, მოწინავე უნდა იყოს, რადგან რეგიონის ცენტრში ვართ, სტრატეგიულ პორტებს ვფლობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.
აქ არის მთელი ტრაგედია. ეს უნდა შეიცვალოს. საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. ახლა ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია, რადგან კონფიგურაცია შეცვლილია: რუსეთი სულ უფრო სუსტდება, დასავლეთი კი, სულ უფრო აქტიურად შემოდის სამხრეთ კავკასიაში.
რა თქმა უნდა, ამის საფრთხე დიდია. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო სრულად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მე არ მსურს ამაზე ფიქრიც კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროის მოვლენათა სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტის რეალიების ჯიუტი უგულებელყოფის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ეს საფრთხე რეალურია.
9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა.
ბავშვის დაცემის ვიდეო გუშინ, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ ფეისბუქით, დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა.
ვიდეოს აღწერაში ბავაშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე.
„ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.
სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.
ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს“, – წერს ბავშვის ბებია ნინო კუხალეიშვილი ფეისბუქზე.
„ბათუმელები“ ბებიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვს დაცემისას თითები დაუზიანდა, თუმცა ახლა თავს ნორმალურად გრძნობს.
„როგორც გვითხრა, სცენაზე უჰაერობა იყო და ამიტომ იგრძნო თავი ცუდად“, – გვეუბნება ბებია.
ბავშვის დაცემის ვიდეო მშობლებს თავად აკადემიამ გადაუგზავნა.
„ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც რომ ჰქონოდათ ემპათია, თანაგრძნობა და ერთმანეთის შემჩნევის უნარი, რომ ადამიანი არის უპირველესი ფასეულობა.
სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი“, – წერს ბებია.
მას შემდეგ, რაც ლაივში ბავშვის სცენაზე დაცემის ვიდეო მედიაში გავრცელდა, „სიმღერის აკადემიამ“ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გაავრცელა ფეისბუქით.
ტექსტში წერია, რომ გავრცელებული ვიდეო პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს.
„თუმცა, გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს.
რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:
პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა.
სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.
მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგარი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს.
ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით – მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა“მ – წერია „სიმღერის აკადემიის“ განცხადებაში.
ამავე ტექსტის მიხედვით, მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის“.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს აფრთხილებს.
მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები უნებართვო კომერციულ საქმიანობას ეწევიან და საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად ზღუდავენ.
„პროდუქციის უკანონო რელიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები.
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას,“- ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
„ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას – დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს.
2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად,“ – თქვეს დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპერაციაში მონაწილე სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროკურატურის განცხადებით, სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
საგამოძიებო მოქმედებები კი საქართველოს ტერიტორიაზე ათობით ადგილას ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.
ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს.
„წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობს და იგებს.
ამ კომპანიის მესაკუთრე მოქმედი პარლამენტარია. ხელშეკრულების დადების წინა დღეებში კომპანიასთან დაკავშირებული პირები „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარს წირავენ.
ეს არ არის ჩვენი მოგონილი სცენარი, ეს მიმდინარე წლის მარტში, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” ჩატარებული ერთ-ერთი მსხვილი ტენდერის აღწერაა, სადაც შპს „გზამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონიაა, 29.2 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოების ხელშეკრულება მიიღო.
ამ კომპანიას ჯამში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (ტენდერების მოგების არარეალურად მაღალი – 93%-იანი მაჩვენებლით). მმართველი პარტიისთვის კი კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული“- წერს თავის ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამბავი აქ არ მთავრდება.
„აღმოჩნდა, რომ 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის ტენდერებში „30 კმ რადიუსის წესით“ სხვა ტენდერებშიც შეიზღუდა კონკურენცია. სულ 5 ასეთი ტენდერი აღმოვაჩინეთ, რომელთა ჯამური ღირებულებაც 70 მილიონი ლარზე მეტია.
ამ ტენდერებში სულ 3 კომპანია მონაწილეობდა და მონაცვლეობით იმარჯვებდა. სამი კომპანიიდან ორი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მათ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს „ქართულ ოცნებას“.
ეს ფაქტები ხელოვნური ოლიგოპოლიის კლასიკური მაგალითებია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მრავალმილიონიან საგზაო ტენდერებს სამიოდე კომპანიისგან შემდგარი დახურული კლუბი ინაწილებს. ხელოვნური ბარიერების მეშვეობით კონკურენცია აღარ არსებობს, კლუბის წევრები კი მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულებებს ურიცხავენ.
სისტემური ფილტრი: როგორ ქმნის „30 კმ რადიუსის წესი“ ოლიგოპოლიას 2026 წლის იანვარში ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ბათუმის სამი ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. შპს „გზა“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
რატომ არ მონაწილეობდნენ სხვა გამოცდილი გზის მშენებელი კომპანიები? მიზეზი სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული უჩვეულო მოთხოვნაა: პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში არსებული ქარხანა უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან ასფალტბეტონის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული ასეთ ქარხანასთან.
ეს პირობა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, რომელსაც ქარხანა ბათუმის სიახლოვეს არ აქვს, ან ხელშეკრულება არ აქვს ასეთ ქარხანასთან, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას ასფალტის სხვაგვარად მოწოდება.
კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გეოგრაფიული შეზღუდვის დაწესება არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა – ის კონკურენციის ხელოვნურად შესაზღუდად შექმნილი ფილტრია.
2024-2026 წლებში გამოცხადებული 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან (თითოეული 1 მილიონზე მეტი ღირებულების) მხოლოდ ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” 5 ტენდერში განისაზღვრა წინაპირობად გეოგრაფიული სიახლოვე. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 70 მილიონ ლარს აჭარბებს.
რა შედეგი მოიტანა კონკურენციის ასეთმა მიზანმიმართულმა შეზღუდვამ? მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ, ამ ტენდერებში მხოლოდ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბიუჯეტის მილიონებს როტაციით ინაწილებდნენ (იხ. ცხრილი). სამი კომპანიიდან ორი – შპს „გზა“ და „ბონდი 2009“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.
როგორც ცხრილიდან ჩანს, ხუთივე ტენდერში მონაწილეთა სია იდენტურია. არანაირი გარე კონკურენცია. როდესაც ბაზარი ასე ხელოვნურად იკეტება, სახელმწიფო შესყიდვა აზრს კარგავს და გადაიქცევა წინასწარ შეთანხმებულ გადანაწილებად“ -წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „30 კმ რადიუსის წესით“ შექმნილი ოლიგოპოლიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, გარდა შპს „გზისა“, არის შპს „ბონდი-2009“, რომელმაც 5-დან 2 ტენდერი მოიგო. ეს კომპანია მმართველი პარტიის კიდევ ერთი მსხვილი დამფინანსებელია.
„მისი ოთხი თანამფლობლიდან სამს (ნუკრი დოლიძეს, ოთარ ფუტკარაძესა და დავით დევაძეს) „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 605 000 ლარი აქვთ შეწირული. მეორე მხრივ კი კომპანიას ჯამში 292 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
ეს სრულად ააშკარავებს, თუ როგორ მუშაობს სისტემა: 30-კილომეტრიანი გეოგრაფიული ბარიერი წინასწარვე ფილტრავს ბაზარს. შედეგად, კონკურენცია იმიტირებულია, მილიონებისთვის ბრძოლაში მხოლოდ სამი შერჩეული მოთამაშე რჩება, საიდანაც ორი („გზა“ და „ბონდი-2009“) პირდაპირ უკავშირდება მმართველ ძალას“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია დახურული კორუფციული ეკოსისტემის მუშაობის ყველაზე თვალსაჩინო და საგანგაშო მაგალითი ასახელებს სწორედ გიორგი ჭყონიას კომპანიის 29-მილიონიანი ტენდერს (შპს „გზა“).
„დეპუტატი გიორგი ჭყონია, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, ძირითადად წლის მეორე ნახევარში წირავდა თანხას პარტიას. თუმცა, 2026 წელს მისი 60 000-ლარიანი შემოწირულება მარტში დაფიქსირდა – ზუსტად ერთი დღით ადრე, სანამ მრავალმილიონიან სატენდერო ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს.
ზოგადად, ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში შპს „გზასთან“ დაკავშირებული პირების აქტივობა ასე გამოიყურება:
6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) პარტიას წირავს 30 000 ლარს.
ეს ფაქტები თავისთავად დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულება არ არის, თუმცა დროში დამთხვევა, ხელოვნურად შეზღუდული კონკურენცია და ტენდერში ერთადერთი მონაწილის არსებობა ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების აშკარა ნიშნებს შეიცავს.
„საერთაშორსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნით – ცალკე აღებული ერთი შემთხვევა – უკონკურენტო ტენდერი, ასფალტის ქარხნის მოთხოვნა ან თუნდაც შემოწირულება – შესაძლოა შემთხვევითობითაც აიხსნას, მაგრამ როდესაც ვხედავთ 1.3 მილიარდის ღირებულების მოგებულ ტენდერებს, ტენდერში მონაწილებისთვის დამატებულ ხელოვნურ ბარიერებს, რომელიც შერჩევითად ქმნის ოლიგოპოლიას მმართველი პარტიის მსხვილი დონორებისთვის და მრავალმილიონიან ხელშეკრულებამდე ერთი დღით ადრე პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ ათიათასობით ლარს, ეს უკვე კარგად ორგანიზებულ, სისტემური კორუფციის ნიშნებს ატარებს, რომელიც კონკურენციას კლავს და სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისთვის იყენებს, საბოლოო ფასს კი საზოგადოება იხდის.
სწორედ მსგავსი სისტემური კორუფციის ნიშნების მქონე შემთხვევებს უნდა პასუხობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით, რათა დეკლარირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალობად იქცეს და არა ფასადად, რომლის მიზანიც შერჩევითი მართლმსაჯულების და კულუარული დაპირისპირებების დაფარვაა“ – წერს „გამჭვირვალობა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 378 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 010 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 24 727 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 43 787 ერთეული [+74]
MLRS – 1 859 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 416 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 342 651 ერთეული [+2 120]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 628 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 105 498 ერთეული [+326]
სპეცტექნიკა – 4 277 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ჰყავს.
აჭარის მთავრობის ცნობით ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დღეს, 10 ივნისს, ბესიკ ბაუჩაძე წარადგინა, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილედ – ასლან ლორთქიფანიძე.
„საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ – მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში დასაქმებულ თანამშრომლებს ჰქონდათ.
მოადგილის პოზიციაზე კი წარვადგინეთ ასლან ლორთქიფანიძე, ჩვენი გუნდის ღირსეული და გამოცდილი წევრი. დარწმუნებული ვარ, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ხელს შეუწყობს სამმართველოს კიდევ უფრო ეფექტიან მუშაობას. მინდა ორივეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში და აქვე მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს, გაწეული სამსახურისთვის“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბესიკ ბაუჩაძე ბსუ-ს ასოცირებული პროფესორია. იგი ხულოს ყოფილი გამგებელია, იყო ხულოს 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი, ხოლო 2018 წლიდან – აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
რაც შეეხება ასლან ლორთქიფანიძეს, იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსი იყო. იგი წელს, მას შემდეგ რაც დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭო დატოვა, სიის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო, თუმცა „ოცნებამ“ პარტიული სია შეცვალა და 8 დეპუტატი, მათ შორის ასლან ლორთქიფანიძეც, სიიდან ამოიღეს და აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევიდა.
On June 10, Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze held a special press briefing to announce the elevation of Georgia–China relations to a Comprehensive Strategic Partnership — a move that was announced yesterday, on the 34th anniversary of the establishment of diplomatic relations between the People’s Republic of China and Georgia.
On June 9, Chinese embassy to Georgia posted on Facebook that President Xi Jinping and President Mikheil Kavelashvili announced in their congratulatory messages the decision to upgrade bilateral relations to the level of a Comprehensive Strategic Partnership.
During the briefing, Kobakhidze spoke at length about Georgia–China relations and described them as “what a model strategic partnership between two countries should look like.” Referring to what he called the “shortcomings of contemporary global politics,” he praised China for treating Georgia as an “equal partner.”
The briefing came against the backdrop of growing tensions in Georgia’s relations with the United States.
On June 8, the U.S. House of Representatives passed a bipartisan bill that, if ultimately enacted, would require the U.S. administration to prepare a report on Russian and Chinese influence and intelligence assets in Georgia, as well as develop a five-year strategy for U.S.–Georgia relations.
On June 3, during a hearing at the House Foreign Affairs Committee, U.S. Secretary of State Marco Rubio said Georgian officials had approached Washington to ask what steps would be required to improve bilateral relations. Rubio also expressed hope for a change in “the trajectory not just of [the U.S.] relationship with Georgia, but of their behavior.”
Kobakhidze rejected that account, saying no such communication had taken place and arguing that Georgia “is not a school kid” to be addressed in such terms.
In 2023 and 2024, as the Georgian Dream government’s relations with Western partners deteriorated, the ruling party repeatedly argued that ties between Tbilisi and Washington would improve once Donald Trump returned to office. So far, however, that expectation has not materialized.
Read the full statement:
“As you are aware, yesterday Georgia and the People’s Republic of China signed an Agreement on Comprehensive Strategic Partnership. This is an event of special significance for our country, both politically and economically.
Since the Strategic Partnership Agreement was signed three years ago, relations between the two countries have developed very dynamically:
– In the past six months alone, official visits to China were made by the Prime Minister of Georgia, the Speaker of the Parliament of Georgia, and five Georgian ministers. Each of these visits was focused on achieving concrete outcomes. Overall, since 2023, Georgia and China have signed 14 highly significant international agreements, while six additional agreements are in the final stage of consideration.
– Trade turnover between Georgia and China increased by 17% in 2024, by 21% in 2025, and by 45% in January–April 2026.
– China currently ranks as Georgia’s third-largest trading partner in total trade and second-largest destination for exports of Georgian products.
– Notably, in January–April of this year, exports of Georgian products to China tripled compared to the same period last year.
– Last November, an agreement was signed to deepen the free trade arrangement between Georgia and China.
– Last year, Georgia was invited as the Guest of Honor at the China International Import Expo.
– At the end of 2023, Georgia and China exchanged international freight transport permits for the first time, contributing to the development of road transport links between the two countries.
– In 2024, the governments of Georgia and China signed a memorandum on developing the Trans-Caspian International Transport Route for the China–Europe Railway Express.
– As a result of these and other measures, in 2025 the number of containers transported to and from China via the Middle Corridor reached a historic high.
– Deepening trade and economic relations with China is directly contributing to the development of Georgia’s economy and domestic production.
– Following the Strategic Partnership Agreement, a bilateral visa-free travel regime for Georgian and Chinese citizens entered into force in 2023–24.
– The visa-free regime has given additional momentum to the expansion of direct flights and significantly increased passenger traffic between Georgia and China.
– The number of Chinese visitors to Georgia increased by 83% in 2024, by 44% in 2025, and by 49% in the first quarter of this year.
– Three Chinese airlines are already operating in the Georgian market.
– Last year, Air China launched the Beijing–Urumqi–Tbilisi route; from July, China Southern will add a similar service; and from 15 July, China Eastern will begin direct flights between Shanghai and Tbilisi.
– It is noteworthy that this year one of Asia’s largest tourism exhibitions, ITB China in Shanghai, opened alongside Georgia’s national stand, reflecting the Chinese side’s special attention toward Georgia.
– Cooperation between the Ministries of Education of Georgia and China has also deepened significantly.
– A memorandum is being prepared to support cooperation and exchange programmes between Georgian and Chinese universities and colleges, introduce joint youth initiatives, expand Chinese language education in Georgia, and more.
This is only a partial list of the outcomes that the Strategic Partnership Agreement with China has brought to our country. It is clear that this is not a strategic partnership on paper but one that translates into tangible benefits for both countries.
This is what a model strategic partnership between two countries should look like — based on mutual respect, fairness and dignity, and focused on mutual benefit. Although the People’s Republic of China is a superpower of immense scale, the Chinese authorities developed cooperation with Georgia in a very short period of time and with maximum efficiency. Particularly commendable is the fact that China treats our country as an equal partner, which is especially notable and worthy of appreciation in light of the shortcomings of contemporary global politics.
We emphasize that Georgia attaches particular importance to further deepening cooperation with the People’s Republic of China, which, based on the experience of the past 50 years, remains the world’s only peaceful superpower. I would also like to take this opportunity to thank the Chinese authorities for their unwavering support for Georgia’s sovereignty and territorial integrity.
The signing of the Comprehensive Strategic Partnership Agreement will lay the foundation for a new phase in the development of Georgian–Chinese relations and will bring significant political and economic benefits to our country.
I would like to thank all members of the government and parliamentary team whose work made this important achievement possible for our country. Special thanks go to members of the government: Georgia’s Minister of Foreign Affairs, Ms Maka Botchorishvili; Georgia’s Minister of Economy and Sustainable Development, Ms Mariam Kvrivishvili; and Georgia’s Minister of Education, Science and Youth, Mr Givi Mikanadze, for their efforts.
I also thank the President of Georgia, Mr Mikheil Kavelashvili, who signed the Comprehensive Strategic Partnership Agreement on behalf of the Georgian state.
Special thanks go to our Chinese partners, particularly President Xi Jinping, who signed the Comprehensive Strategic Partnership Agreement with Georgia. I would also like to thank the Premier of the People’s Republic of China and partner ministers. I express my gratitude to China’s Ambassador to Georgia, Mr Zhou Qian, whose personal efforts and support made a major contribution to elevating Georgian–Chinese relations first to the level of Strategic Partnership and now to Comprehensive Strategic Partnership.
Once again, I emphasize that signing the Comprehensive Strategic Partnership Agreement with China is an event of exceptional importance that will bring tangible benefits to our country across many areas”.
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – facebook-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა.
აგრეთვე, დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ პატარაძის შვილი, რევაზ პატარაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა.
მისი დაწინაურება დროში ემთხვევა აჭარაში ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნებას.
რევაზ პატარაძე 26 წლისაა. მან კარიერა 2021 წელს, ბაქოს საერთაშორისო პორტში დაიწყო და იქ მუშაობდა 2023 წლის ჩათვლით საოპერაციო დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად.
2023 წელს მიუღია სტიპენდია – 31 960 შვედური კრონა და შემდეგი ორი წელი მაგისტრატურა გაიარა შვედეთში, მალმეს უნივერსიტეტში. 2025 წელს საქართველოში დაბრუნდა და პირდაპირ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორის მრჩევლად დაინიშნა.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რევაზ პატარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაოდ 2025 წელს მივიდა.
2025 წლიდან 2026 წლის 6 აპრილამდე ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობდა შუა დერეფნის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მენეჯერად.
2026 წლის 6 აპრილს რევაზ პატარაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დააწინაურეს. სააგენტოს დირექტორის მოადგილის ხელფასი 9 320 ლარია.
ზურაბ პატარაძე აჭარაში მთავრობის თავმჯდომარედ 2026 წლის 22 აპრილს დაბრუნდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამ ეტაპზე ივანე აბაშიძეა.
მანამდე კი, 2023-2025 წლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალეკო ახვლედიანი იყო. გამოძიების ვერსიით, სწორედ ალეკო ახვლედიანის სახლში დაიჭრა თავი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძაღლების ვოლიერების რემონტს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. გამოყოფილია 909 ათას 352 ლარი.
აღნიშნული თანხით შსს-მ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამინისტრო „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ევგენია მაისურაძის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შსს-ს სარგებლობაში არსებული ოთხი შენობის სარემონტო და ერთი შენობის დემონტაჟის, ასევე ძაღლებისთვის ღია შემოღობილი სასეირნო სივრცეების მოწყობის“ სამუშაოებს შეისყიდის.
მომსახურებაში შედის ასევე ამ შენობების [რომლებშიც ვოლიერებია განთავსებული] მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
ტენდერის დოკუმენტების მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: ღია ვოლიერების, ახალი აუზის ასევე ძაღლების საჩრდილობლების მოწყობა. გარემონტდება ძაღლების არსებული სავარჯიშო ბარიერები.
სამუშაოების ჩამონათვალი [კრებსითი] / ტენდერიდანშსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეა განსაზღვრული.
შსს-ს საკუთრებაში არსებული ტერიტორია თბილისში, ევგენია მაისურაძის ქუჩა, N 3-ში სადაც ვოლიერებია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე შსს 900 ათასი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:
– მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება;
– 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში – 45%-ით გაიზარდა.
– დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით.
– აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
– გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
– შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
– 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას.
– 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ.
– ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
– ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში;
– სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის.
– უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
– 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
– დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს.
– შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.
– აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს;
– მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.
– მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ.
ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის.
სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით“.
მკვლელობაში ბრალდებული გენო შარაშიძე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 10 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამართა.
საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
„მე ვაღიარებ და შუამავალი რაღა საჭიროა?“ – ამ არგუმენტით ადვოკატის აცილება მოითხოვა სხდომის დასაწყისშივე ბრალდებულმა გენო შარაშიძემ.
ბრალდებულს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი, გელა სიორდია იცავს.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ის სავალდებულო დაცვას ექვემდებარება და ადვოკატის გარეშე ვერ იქნება.
დღევანდელ სხდომას პროკურორის, ადვოკატის და ბადრაგის რამდენიმე თანამშრომლის გარდა, სხვა არავინ დასწრებია.
ბრალდებულმა გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან მოსამართლეს მიმართა, რომ 45 წლისაა, 2 შვილი ჰყავს და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ამის მიზეზად კი, უკვე მოპოვებული მტკიცებულებები დაასახელა და ის, რომ „ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1 კვირის შემდეგ დადგინდა მისი ადგილსამყოფელი“.
პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. ამჯერად, მას გამოძიება განზრახ მკვლელობასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას ედავება.
პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებების განადგურების რისკზეც, რადგან ბრალდებული მოკლული კაცის მეზობელი იყო, თვითმხილველები და მოწმეებიც ამ საქმეში ერთი სამეზობლო და სამეგობროა.
„მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს სურვილი იყო ჩემი, ვაღიარებ“, – მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა მას შემდეგ, როცა ადვოკატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რადგან საქმე მკვლელობას ეხება, ბრალდებულს შეუძლია ნაფიცი მსაჯულები აირჩიოს. ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება ბრალდებულის არჩევანი.
რა იყო მკვლელობის მოტივი? – ვკითხეთ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორს.
„მოტივი არის წარსულში არსებული უთანხმოება… კონკრეტული მოტივის და კონკრეტული მიზეზის დადგენის მიზნით გრძელდება გამოძიება“, – გვითხრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა.
ირკვევა, რომ ამ ეტაპზე დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებული არ არის. პროკურორის თქმით, დადგენილია, რომ მკვლელობის ადგილზე ამოღებული მასრები გასროლილია იმ იარაღიდან, რომელიც ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული.
„დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა გასროლები“, – აღნიშნა პროკურორმა „ბათუმელებთან“.
კაცი საკუთარი შვილის თვალწინ მოკლეს? – პროკურორი ამბობს, რომ ამ ვერსიაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ აქვს, რადგან ბავშვი ჯერ არ გამოუკითხავთ.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ. „არ არის გამორიცხული დამძიმდეს“- ამბობს პროკურორი.
ბათუმის მერია შინდისის სკვერში სკამებს აახლებს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვა სკვერებშიც.
შინდისის პარკიდან ვიდეორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ 8 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო პარკში არსებული მდგომარეობა – სკამების ნაწილი ამომტვრეულია, ქვის დატეხილი ფილები იქვე ყრია სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ, შადრევნიდან წყალი ქვაფენილზე იღვრება და ირგვლივ დატბორილია.
მუნიციპალური სერვისების სააგენტო ფეისბუქზე არაფერს წერს იმაზე, რატომ არის პარკში არსებული ერთადერთი საპირფარეშო დაკეტილი და მოუწესრიგებელი, მაშინ, როცა ამ პარკის მშენებლობაზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.
პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის 61 პროცენტი ენდობა.
კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკიზე მაღალი ნდობის რეიტინგი ქვეყანაში აქვთ უკრაინის ყოფილ მთავარსარდალს და ამჟამად უკრაინის ელჩს დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნის – 73 პროცენტი, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს – 70 პროცენტი და რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურს – 70 პროცენტი.
კვლევა ჩატარდა 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე, უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონებში მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით. გამოიკითხა 18 წლის და უფროსი ასაკის 1015 რესპონდენტი.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის განმარტებით, 2026 წლის აპრილთან შედარებით, ზელენსკის მიმართ ნდობისა და უნდობლობის მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, თუმცა ნდობისა და უნდობლობის ბალანსი ოდნავ გაუმჯობესდა და 22%-დან 27%-მდე გაიზარდა.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე შეძლონ.
„ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისგან თიბისის მიმართ ნდობის დადასტურებაა. ამასთან ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და ფართომასშტაბიანი სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები, გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ 45%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტ კომპანიას ვეხმარებით ვაჭრობის დაფინანსებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„აზიის განვითარების ბანკისა და თიბისის გრძელვადიანი პარტნიორობა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობის დაფინანსებას ეფექტურად მოახდინოს ლიკვიდობის მობილიზება რეალური ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სავაჭრო ნაკადები, გავაფართოოთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომა და გავზარდოთ მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განვითარებად ბაზრებზე“, – ჯან სუტკენი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის განყოფილების უფროსი.
თიბისისა და აზიის განვითარების ბანკის პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და მოიცავს როგორც ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას, ისე სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა, 200-ზე მეტი პარტნიორი ბანკის მეშვეობით უზრუნველყოფს გარანტიებსა და სესხებს. შედეგად, ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას და ბიზნესებისთვის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობაში როგორც საერთაშორისო, ისე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, შიდარეგიონულ დონეზე. 2009 წლიდან პროგრამის ფარგლებში 74 მილიარდ დოლარზე მეტის სავაჭრო დაფინანსება განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ სექტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად ზრდასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 377 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 004 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 717 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 43 713 ერთეული [+74]
MLRS – 1 857 ერთეული [+6]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 414 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 340 531 ერთეული [+2 204]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 619 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 105 172 ერთეული [+376]
სპეცტექნიკა – 4 267 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების სიღრმისეულ შესწავლას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო სტრატეგიის გადახედვას.
დოკუმენტი აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ორ მთავარ ქმედებას მოითხოვს (კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში):
სადაზვერვო ანგარიშის მომზადება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის ქსელების შესახებ და აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ახალი, 5-წლიანი სტრატეგიის მომზადებას.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონი მიღებულად რომ ჩაითვალოს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
რას ნიშნავს მსგავსი კანონპროექტის ინიციირება და როგორია საქართველოს კონტექსტი, „ბათუმელები“ თინა ხიდაშელს ესაუბრა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელს.
ქალბატონო თინა, რას წარმოადგენს„კავკასიაშიჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“და რა არის მისი მთავარი მიზანი?
მოგეხსენებათ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებში არის ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მსგავსი ტიპის სახელმწიფოებთან ურთიერთობების სრულფასოვანი შესწავლა, ანალიზი და კვლევა. ხოლო შემდეგ იმ სახელმწიფოების პოზიციონირების სრულფასოვანი ანალიზი-კვლევა, ვინც ამ ქვეყნებთან ურთიერთობენ და იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები არიან. იმისათვის, რომ განისაზღვროს ეს პარტნიორობა და ახალი ფორმები მიიღოს.
ეს არის ამოცანა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტო საქართველოზე არ არის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებზეა აქ, ძირითადად, საუბარი.
რაც შეეხება შინაარსს, არ მგონია, ამაზე ჯერჯერობით ვინმეს პასუხი ზუსტი ჰქონდეს. ეს პროცესი ახლა დაიწყო. თუ სენატი დაამტკიცებს და კანონად იქცევა, შემდეგ უკვე მოჰყვება აქტი, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რა პარამეტრებით, მახასიათებლებით არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები, რომ გაარკვიოს ამ სახელმწიფოების დამოკიდებულება ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან. კვლევა უკვე ამის შესაბამისად წარიმართება.
თქვენი აზრით, რატომ გახდა ამ კანონპროექტის ინიციირება საჭირო ახლა?
არაფერი განსაკუთრებული, განსხვავებული თუ უცნაური ამაში არ არის. ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად ყველა თავის პარტნიორთან მიმართებაში და ბუნებრივია, ვერც სამხრეთ კავკასია იქნებოდა გამონაკლისი. ის არკვევს, როგორია ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებთან მისი პარტნიორების ურთიერთობები.
თქვენი აზრით, რას ამბობს ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაზე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ?
არაფერს. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი აქტი. ეს არის ჩინეთთან და ირანთან მიმართების განმსაზღვრელი აქტი. ამ ფოკუსში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი სახელმწიფო. ამერიკას აინტერესებს ამ შემთხვევაში არა საქართველო, არამედ ჩინეთის და ირანის ოპერაციები მის სამეზობლოში, პარტნიორებში და ასე შემდეგ. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელთანაც ეს პარტნიორობა ამდენი წელი არსებობდა და ამიტომ ბუნებრივად მოხვდა ამ ჩამონათვალში.
თბილისმა რამე უნდა გააკეთოს, რამე თუ უნდა გაითვალისწინოს?
თბილისმა, დიდი ხანია ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს. თუ მისთვის ძვირფასია ეს პარტნიორობა… რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზაც. აგერ დღეს დილით კობახიძემ გვითხრა, რომ არსობრივად მაღალ ეტაპზე და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე უნდა გადავიდეთ. ეს დაახლოებით ისეთია, რაც რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაა ამ წუთას. ამიტომ ეს არჩევანია.
შეიძლება დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველო ამ გზით უნდა წავიდეს და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ამაზე რას ფიქრობს ან რა პოზიცია ექნება და როგორ გამოიხატება ეს პოზიცია საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში.
რა თქმა უნდა, ესეც არჩევანია. ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ გასაგებია, „ქართული ოცნება“ თავად აკეთებს იმ არჩევანს, რომელსაც აკეთებს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შემდეგ, რა დამოკიდებულება აქვს ამ არჩევანის მიმართ, მზად არის თუ არა, რომ მორიგ ვასალ ქვეყანად იქცეს, ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთისთვის.
რას ნიშნავს წარმომადგენელთა პალატაში ამ კანონპროექტის დამტკიცების პარალელურად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, რაც 9 ივნისის დილასმოვისმინეთ ირაკლიკობახიძისგან?
სიმართლე გითხრათ, აქ ცოტა კონფლიქტური მოსაზრება მაქვს, მე თვითონაც ვერ ჩამოვყალიბდი ბოლომდე. რეალურადაც ასეა, რაღაც სიმბოლიზმით დატვირთეს. საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავი ყოფილა დღეს. მე არც ვიცოდი, მაგრამ ამას დაამთხვიეს.
ეს ასევე დაემთხვა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს. ეს სპეციალურადაა გაკეთებული ამ აქტის მიღების ფონზე, თუ დიდი ხანია ასე იყო დაგეგმილი, იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავია, ეს ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ კონსპირაციებში არ გადავვარდე.
ჩავთვალოთ, რომ დაამთხვიეს დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნის წლისთავს და შემთხვევით მოხდა.
მთავარი აქ ის არის, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად და სისტემურად, „წითელ ნაჭერს“ უფრიალებს ვაშინგტონს. ნახევარი ნაბიჯი წინ როგორც კი გადაიდგმება, ან გამოჩნდება ამ ნახევარი ნაბიჯის გადადგმის კონტურები, მაშინვე რაღაც მორიგ სიგიჟეს აკეთებს. ეს არის იმ მასშტაბის სიგიჟე, რომელმაც შეიძლება, თუკი რამე დადებითი პროცესის მოლოდინი არსებობდა, ისევ უკან დააბრუნოს და ისევ გაყინოს. რა ვქნათ, ასე იქცევიან და ასეთ არჩევანს აკეთებენ.
როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ვაშინგტონის შეშფოთება, რომ მან ძალიან დიდ საფრთხედ დაინახა ჩინეთის გავლენის გაზრდა?
აქ არ არის საქართველოში საქმე. მესმის, რომ საქართველოში ყველაფერს რაღაცა თბილისური თვალთახედვით ვუყურებთ და გვგონია, რომ სამყაროს ცენტრში ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სამყაროს ცენტრში, სამყაროს ცენტრში არის ჩინეთი ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს კანონპროექტიც, ყველა მსგავსი ინიციატივა ტრიალებს ჩინეთის გარშემო და არა საქართველოს გარშემო.
საქართველო მოხვდა რადარზე იმიტომ, რომ საქართველო არის ამერიკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ნუ ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე დაწერილად ჯერ ეს არავის არ გაუუქმებია. ამიტომ ბუნებრივია, როგორც სხვა ქვეყნებში ჯდება ეს ინტერესი და იწყებს ამერიკის შეერთებული შტატები გარკვევას, როგორ იქცევიან მისი პარტნიორები, იგივე შეეხო საქართველოსაც. ოღონდ აქ საუბარია იმაზე, რომ ისინი სინამდვილეში ინტერესდებიან ჩინეთის ოპერაციებით, ჩინეთის მიერ განხორციელებული ინფილტრაციის ოპერაციებით, სხვადასხვა მოვლენებით და ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ქვეყანას.
თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ვარაუდი, რომ რუსული და ჩინური ინტერესები საქართველოში ერთმანეთს ემთხვევა ან კოორდინირდება და რაში შეიძლება ეს ყველაფერი გამოიხატებოდეს?
კოორდინირებას მე პირადად ვერ ვხედავ, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე რვა წელზე მეტია ვიკვლევ ამას. დამთხვევა ხშირია და ეს დამთხვევა ხშირად სიტუაციურია. დამთხვევა არის იმიტომ, რომ ამ ორ სახელმწიფოს საერთო მოწინააღმდეგე ჰყავს, საერთო ნიშნული აქვს დასმული იმაზე, თუ ვინ არიან მათი მტრები და მეგობრები.
ამიტომ ყველაფერი რაც ცუდია ამერიკისთვის, კარგია მათთვის, ყველაფერი რაც ცუდია ევროკავშირისთვის, კარგია მათთვის. შესაბამისად, ეს ინტერესთა თანხვედრა მუდმივად სახეზეა.
ახლა აქ მთავარი კითხვა ის არის, თბილისი სად არის ამ ყველაფერში? როგორც ჩანს და როგორც ვხედავთ, თბილისიც ამავე გზაზე დგას, რომ ყველაფერი, რაც ცუდია ამერიკისთვის, კარგია მისთვის. ამიტომ ყოვლისმომცველ გაღრმავებულ პარტნიორობაზე გველაპარაკება ჩინეთთან და არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან ევროკავშირთან.
რა ტიპის აქტივობებს შეიძლება გულისხმობდეს, როდესაც საუბრობენ სპეცსამსახურების ეგრეთ წოდებულ „შეღწევაზე“?
ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ კონკრეტიკაზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. თუ ეს აქტი კანონად იქცევა, თუ სენატიც დაამტკიცებს მას და პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ამას მოჰყვება გრძელი განმარტებითი დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერს წავიკითხავთ ყველანი ერთად. რა აინტერესებს რეალურად, რისი გამოკვლევა, რისი შესწავლა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ვნახავთ.
რომელ სფეროებშია დღეს ყველაზე შესამჩნევი ჩინეთის ეკონომიკური თუ პოლიტიკური გავლენა?
ჩვენ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრემიერობებს შორის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახელგატეხილ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა ამ კომპანიის ინტერესების საქართველოში გასაძლიერებლად.
გვაქვს ძალიან მძიმე პრეცედენტი იმისი, რაც ხდება ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ძალიან ღრმად კორუფციული ნიშნების მატარებელი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიასა და რაღაცა ჩინურ-ქართულ გაუგებრობას შორის.
მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არის პოლიტიკური სეგმენტი.
ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ მედიის ანალიზს, როგორ აჩვენებს ქართული მედია ჩინეთს ქართველ მომხმარებელს. ყოველ წელს ის მძიმდება და წლევანდელი კიდევ სპეციფიკურად ძალიან მძიმე იყო.
პროპაგანდის მანქანამ ყველაფერთან ერთად დაიწყო ჩინური სახელმწიფო მოდელის პროპაგანდირება საქართველოში. მუდმივი პარალელების კეთება, ამაღლებულ ნოტებში მოვლენების გაშუქება, რაც ხდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. თან ამის კეთება ისე, რომ პარალელურად წარმოაჩინონ უკიდურესად უარყოფითი მოვლენა სრულიად არდაკავშირებული და არაფერ შუაში მყოფი, ვთქვათ იგივე ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მაგალითად, ლაპარაკობენ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და უცებ მოაყოლებენ, რომ ამასობაში ამერიკაში სკოლაში იყო სროლა, რომელსაც შეეწირა ამდენი ბავშვი. ეს თავისთავად ტყუილი კი არ არის, ოღონდ ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფი ინფორმაციებია და მათი ერთად მიწოდება საზოგადოებისთვის მხოლოდ იმ ამოცანას ემსახურება, რომ განწყობები შექმნას. ვიღაცის მიმართ პოზიტიური, ვიღაცის მიმართ ნეგატიური. ეს აისახა უკვე ქართულ მედიაში.
სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილი ამ ნარატივს მიჰყვება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ იმიტომ, რომ მაინცდამაინც ქართველი ჟურნალისტები არ იცნობენ ჩინურ სახელმწიფოს.
ხშირად იმეორებს არაპროპაგანდისტული მედიაც იგივეს, რასაც პროპაგანდისტული მედია ამბობს ხოლმე ან რასაც კობახიძე იტყვის და მოისურვებს.
სერიოზული პრობლემა გვაქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ჩინეთში სასწავლო პროგრამები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა არის ამაში ცუდი, ვიღაც ამერიკაში მიდის სასწავლებლად, ვიღაც ჩინეთში…
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი ეს არ არის აკადემიური თავისუფლების ქვეყანა და იქ სწავლა არ არის ტოლფასი ამერიკაში ან დასავლეთ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლისა, სადაც აკადემიური თავისუფლება გარანტირებულია. შესაბამისად,იქმ განათლება მიღებული თუ იმ სკოლაგამოვლილი ადამიანები ჩვეულებრივი ცენზურის პირობებში მიღებული განათლების მსხვერპლი ხდებიან.
ეს, რა თქმა უნდა, მერე აისახება ბევრ რამეზე, მათ შემდგომ ცხოვრებასა და განვითარებაზე.
როგორ შეიძლება დაინახოს და ისაუბროსოპოზიციამ ამ თემაზე ქვეყნის შიგნით,შიდა პოლიტიკურ დებატებში?
ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში მთავარი ფოკუსი არ დაგვეკარგოს.
ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნების სპეცსამსახურების თუ იმ ქვეყნების საქმიანობიდან გამომდინარე, რომლებიც არ არიან ცნობილი საკუთარი დემოკრატიული ცხოვრების წესით.
მაგალითად, ერთი წუთით ჩინეთს გვერდზე გადავდოთ, აი, როგორც ირანის ელჩი იქცევა საქართველოში, რა ტიპის განცხადებებსაც ის აკეთებს და ამაზე არასდროს „ქართულ ოცნებას“ რეაქცია რომ არა აქვს, მაშინ როდესაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე დასცინეს კაია კალასს.
კაია კალასმა გააკეთა განცხადება, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგება უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებები, ჩვენ საკითხს დავაყენებთ საქართველოდან რუსული ჯარის ისევე გასვლაზე, როგორც უკრაინიდანო.
„ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიოდნენ და დასცინოდნენ კაია კალასს. საოცარ განცხადებებს აკეთებდნენ. ამ ფონზე ვხედავთ სრულ იგნორირებას იმ ძალიან შემაშფოთებელი პოზიციებისა, რომელიც აქვს ირანის ელჩს.
ჩინეთის ელჩიც გამორჩეულად აქტიურია. მუდმივად საუბრობს იგივე ანაკლიასთან დაკავშირებით, აკეთებს საკმაოდ მწვავე და ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელიც პოლიტიკური პოზიციონირების ტოლფასია.
ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჯერ ერთი, ამ ყველაფერს თვალი ვადევნოთ და შევეცადოთ, რომ ეს არ გამოგვრჩეს.
ამასთან ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ანაკლიაში პროცესი დაიძრას.
ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამოცანა აქვს ანაკლია არასოდეს არ აშენდეს, ეს არის მათი ამოცანა, მათი ამოსავალი წერტილი და ჩვენი ფოკუსიც ამაზე უნდა გავასწოროთ.
სინამდვილეში ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სტრატეგიული ინტერესი დღეს სწორედ ანაკლიაზე გადის. ეს საკითხი უნდა იყოს მუდმივად დღის წესრიგში.
რაც შეეხება იმას, რა მოხდება ვაშინგტონში, არ ვიცი პარტიებმა შეიძლება გადაწყვიტონ ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით იმუშაონ, ვიღაცას ინფორმაცია მიაწოდონ რაღაცაში დაეხმარონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, არ მოხდეს ის, რაც მოხდა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.
მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი სულ ვამბობდით, რომ ნუ გავზრდით მოლოდინებს იქ, სადაც შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი ან პრინციპში მოსალოდნელი მოხდეს. არ არის საჭირო თამასის ამხელაზე აწევა, რადგან მერე თუ ეს არ ხდება, უფრო დიდი იმედგაცრუება დგება. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ აი, ისევ მიგვატოვეს, ჩვენზე არავინ არ ფიქრობს, არავის არ ვაინტერესებთ და ასე შემდეგ.
ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესია, რაღაც აქტები გადის კონგრესში, რაღაცები მერე სენატშიც გადის, მერე ზოგი ვერ გადის სენატში. ბევრი ინტერესები იკვეთება ერთმანეთთან.
საქართველოს და საქართველოს ტიპის ქვეყნების შემთხვევაში ხდება სხვა ინტერესების კვეთის გამო. მაგალითად, „მეგობარი აქტი“ დიდი ხანი გაჩერებული იყო განხილვისთვისაც კი. განხილვაზეც კი ვერ გადიოდა იმიტომ კი არა, რომ ვინმე ვინმეს საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტის“ გატანაზე ებრძოდა რომელიმე პალატაში, არამედ რაღაც სხვა კანონპროექტების გამო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, ვერ თანხმდებოდნენ კონგრესში და არ იკრიბებოდნენ ამის გამო.
სანამ შეთანხმება არ შედგებოდა, უბრალოდ არ იკრიბებოდნენ, რომ საკითხი არ ჩავარდნილიყო. შესაბამისად, ყველა კანონპროექტი, რომელიც მას მოჰყვებოდა, იწევდა და იწევდა.
გახსოვთ ხომ პირველი ეტაპი როგორ გაიწელა „მეგობარი აქტის“, სანამ წარმომადგენელთა პალატაში მიიღებდნენ.
ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიზეზი ის იყო, რომ რაღაც სხვა აქტები იყო დღის წესრიგში, რომელიც წელავდა პროცესს.
ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საზოგადოებას ველაპარაკებით და რაღაც ისეთი ტიპის მოლოდინები არ გავაჩინოთ, რომელიც მერე შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს, არ გამართლდეს და კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოგვიტანოს, ვიდრე ამის გარეშე იქნება.
„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა.
#12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, ავტობუსში ძირითადად ის მგზავრები რჩებიან, რომლებიც ბათუმის გარეუბნებსა და ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
ამ დროს ავტობუსში სხვადასხვა საკითხის ხმამაღლა განხილვის ჯერი დგება.
„რა მაინტერესებს, იცით? გალიფას ბინებში როდის უშვებენ ხალხს?“ – კითხულობს კაცი ირონიული მზერით, რომელიც სკამების რიგებს შორის ჩამდგარა. „გალიფაში“ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი იგულისხმება, რომელსაც 2025 წლის ბოლოს, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი ჩამოართვეს ბათუმში. კორპუსების ბედი ამ დრომდე არ გადაუჭრია „ოცნების“ მთავრობას.
„ვინ გეტყვის მაგას, არჩევნები არაა ახლა,“ – პასუხი აქვს ფანჯარასთან მჯდომ ქალს.
სკოლასთან ავტობუსში მოსწავლეები ამოდიან. ერთი გოგო ახლად გამოთავისუფლებულ 1 სკამზე დაჯდომას ასწრებს და თანატოლებს ხელით ანიშნებს, ჩემკენ მოდითო.
„აბა, მომეცით ყველამ ჩანთები“, – კატეგორიულად ითხოვს გოგო. ბავშვები რიგ-რიგობით ულაგებენ მეგობარს მუხლებზე ჩანთებს და ისევ ფეხზე მდგომ მგზავრებს ერევიან.
„რატომ დაგაქვთ ეს წიგნები? რა მძიმეა, ღმერთო“ – გაბრაზებას არ მალავს სკამზე მჯდომი მოზარდი.
ავტობუსის მთავარ კართან ახლოს მსხდომები კი, ექიმის ამბავს განიხილავენ:
„ექიმთან ხომ ვერ მიხვალ, ისეთი ფასებია… მიხვალ და ვაი, ისეთ მისვლას, მივიდა აგერ, ქალი და რა უქნეს, თურქეთში კიდევ დააყენეს ფეხზე,“ – ჰყვება ხანდაზმული ქალი.
„შეშის ღუმელი ძლივს ავიღე, ეს მიხარია“ – ფეხზე მდგომი ქალი უყვება მეორეს.
„შეიცვალა დრო, ხალხიც შეიცვალა…“ – იცინის ქალი, რომელიც ფანჯარას ზურგით მიჰყრდნობია: „ჩემ დროს რაფერც მიმაბრუნებდნენ, ისე მომაბრუნებდნენ, ახლა იტყვი რამეს და პოლიციას დაგაყენებენ თავზე, ნეტაი, ჩემს დროს ყოფილიყო მასე, ძალიანაც კარგია“.
„ჩვენს ქვეყანაში ვინც მდიდარია, ის მდიდრდება ისე, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“ – მეუბნება ქალი, როცა ხელვაჩაურიდან უკან ვბრუნდებით და ბავშვთა კლინიკის გაჩერებასთან ჩამოვდივართ. ფატი მქვიაო, ასე გვეცნობა რესპონდენტი, გვარის გამხელა არ სურს.
ავტობუსის გაჩერებასთან კი, ტროტუარიც აუყრიათ და მოსაცდელიც აუღიათ. ფატი გვიყვება: თურქეთში ვიყავი დღესაც გადასული სამუშაოდ, სარფიდან მოვდივარ, ხელვაჩაურის ავტობუსს ვუცდი და ამ თაკარა სიცხეში ასე ვდგავარ, ჩრდილიც კი არსად არისო.
ავტობუსის „გაჩერება“ აეროპორტის გზატკეცილზე
„ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო.
71 წლის ვარ. პენსიას უნდა ვიღებდე თვეში 495 ლარს და ვიღებ 280 ლარს – საპენსიო სესხი დამჭირდა და ავიღე 4 წლის წინ. 960 ლარი გამოვიტანე შვილის საქორწინოდ – გოგოს ქორწილი იყო და ხომ იცით, ჩვენი ტრადიციები, რამდენი რამ გჭირდება.
თავის დროს 32 პროცენტად მომცეს სესხი, მერე მითხრეს 8 პროცენტი დავაკელითო,“ – ასრულებს ფატი.
„ივანიშვილი რაზე ზრუნავს და ხეების მოთხრაზე“, – „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გაბრაზებას არ მალავს მანანა სურმანიძე, რომელიც ბათუმიდან სარფისკენ მიმავალ ავტობუსში გაგვეცნო და კომენტარის მოცემაც ისურვა:
მანანა სურმანიძე
„ფასების კომისია, ფასებიო და პირიქით გაიზარდა ფასები.
საერთოდ აღარ ვუსმენ მთავრობის ლაპარაკს, მხოლოდ ტყუილები ისმის. ადრე ტელევიზორს ვუყურებდი, მერე ტელეფონზე გადავერთე. ახლა აღარ მინდა არცერთი, არცერთს აღარ ვუსმენ,“ – ოპოზიციაზეც გამწყრალია ქალი. რამდენიმე მგზავრი თავის დაკვრით გვაჩვენებს, ჩვენც იგივე აზრზე ვართო, თუმცა ისინი საჯაროდ კომენტარისგან თავს იკავებენ.
„რა აზრი აქვს ლაპარაკს, ვინმე მოგისმენს?“ – ხმამაღლა მოგვმართავს ფეხზე მდგომი კაცი.
„არავინ არ მოგისმენს. მე თამაზ ბაკურიძის იმდენ აქციაზე ვიყავი, ახლა ვითომ რაღაცას იძლევიანო, მეტი არაა ჩემი მტერი, მათიანებს მისცემენ ისევ,“ – თავის მოსაზრებას გამოხატავს ავტობუსის უკანა კართან მჯდომი ქალბატონი.
„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს, კობახიძეს ივანიშვილზე,“ – სიცილ-სიცილით უერთდება დისკუსიას ქალი შუა რიგიდან. – „ვაიმე, რა საცოდაობა იყო, ეს რა იყო?“
„ევროპა გიშველით?“ – კითხულობს კართან ახლოს მდგომი კაცი, მაშინვე მგზავრების გამომეტყველებაში გაოცებას ხედავს და ამატებს: „არა, მე რუსიც არ მინდა, რუსეთს ვლანძღავ სულ…“.
„ევროპა როგორ არ მინდა, ჩემს ორივე ძმისშვილს საფრანგეთმა უშველა,“ – დიალოგში ერთვება მანამდე ჩუმად მჯდომი ქალი: „ესე იგი, საქართველოში ბავშვებს ვერ დაუდგინეს დიაგნოზი, აქეთ-იქეთ ატარებდნენ, საფრანგეთში დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობენ და ყველაფერს უფინანსებენ… აქ კიდევ მასაჟში გვჭირდებოდა მარტო 3 ათასი ლარი, სად უნდა გვენახა ამდენი?“
„მთავრობას რაც უნდა, იმას იზამს, ივანიშვილს როგორ მოიშორებ?“ – ხელს იქნევს ქალი, უსახლკაროების აქციებზე დავდიოდიო, მანამდე რომ გვითხრა. მას დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე ვუყვებით და იმაზე: როგორ შეაგროვეს ღარიბ ქვეყანაში მოქალაქეებმა 2 მილიონი ლარი.
„მართალი ხართ თქვენ, ხალხშია ძალა, ეს იყო ხალხის პროტესტი და კობახიძემაც უკან დაიხია, ასეა საჭირო,“ – მოგვმართავს ისევ ის კაცი, ლაპარაკს აზრი არა აქვსო, ავტობუსში ასვლისთანავე რომ გვითხრა. – „მაგრამ ცხვრის ფარას ყოჩი სჭირდება, ვის გავყვეთ? ოპოზიციაა საჭირო, კარგი ოპოზიცია“.
„ახლა ყველა პოლიცია გახდა, ამდენი დაცვა-დაცვით სიარული რაზეა საჭირო? თუ მართლები არიან, რის ეშინიათ?“ – ხმამაღლა ამბობს ისევ მანანა სურმანიძე.
„მზია როგორაა?“ – გვეკითხება მოულოდნელად ის მგზავრი, ვისი ძმისშვილებიც საფრანგეთს გადაურჩენია, – „ვიცი, მხარდაჭერის კამპანია დაიწყო და თანხის ჩარიცხვა შეიძლება „ბათუმელებისთვის“, მაგრამ დაფიქსირდება ხომ სახელი, ვინც თანხას ურიცხავს ჟურნალისტებს?“
„ჩემი მეზობელია მარტოხელა დედა, ბარაკში ცხოვრობს, ოთხი შვილი ჰყავს, მოხუცი დედა, სოციალური აქვს და იმასაც უხსნიან, გადამოწმებაზე იყვნენ, იქნებ გააშუქოთ და დაეხმაროთ… რომ ნახავს ხალხი, მერე სხვანაირია პრობლემა,“ – მოგვმართავს პენსიონერი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს სარფის საბაჟოზე.
ავტობუსი სარფის გამშვებ პუნქტს უახლოვდება. ბოლო რიგში ქალს ორივე ხელი აუფარებია სახეზე.
„ეკონომიკური ზრდა კი არა, კატასტროფამდე ვართ მისული,“ – ეს სარფის საბაჟოსთან გვითხრა ემზარ მამულაძემ. ისიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე მუშაობს.
„ჩაის საკრეფად დადის ახლა ბევრი, წელს კარგი ფასებია, მაგრამ სადღა შემიძლია მაგდენი? ადრე „კაჭკაზე“ ვმუშაობდი და მერე ისიც აგვიკრძალეს ნეიტრალში… ახლა თამბაქოზე ვმუშაობ, მაგრამ გვაწვალებენ… კობახიძე რომ იძახის, ყველაფერი კარგად არისო, არანაირად ასე არაა, მობრძანდნენ აგერ და გვნახონ, რა დღეშიც ვართ, როგორ ვწვალობთ.
ფასები უნდა რეალური, ფასები. წამალი დამჭირდა და თურქეთში რომ ვიყიდე მედიკამენტი 7 ლარად, აქ ღირდა 18 ლარი.
ეს მთავრობა როგორ არის იცით? არჩევნები როცა არის, მაშინ ხდებიან პატიოსნები. ივანიშვილმა რომ თქვა, 100 ქარხანა აშენდებაო, სადაა?“