საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.
„ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს.
იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.
ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი, სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს.
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მან თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.
იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა. და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწმიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა.
და რაც მთავარია, იმიტომ ,რომ აშკარად შემოვიდა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების მიუხედავად.
აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის, არა რევანშის, არამედ, პირიქით, დეპოლარიზაციის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა დაიღალა და „სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს“.
______________
დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ნაცვლად 4 ოქტომბრისა 11 ოქტომბერს დაიწყება შერეული, ჰიბრიდული ფორმატით. კერძოდ, ლექციები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა – საუნივერსიტეტო სივრცეში.
ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის), რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
სრულად ვაქცინირებულია; უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
4 ოქტომბერს საქართველოში სწავლა განახლდება სკოლის შენობებსა და სასწავლებლებში, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს, „ილიაუნი“ კი – 18 ოქტომბერს.
„მე შეიძლება დამაკავონ ეხლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, – ეს აუდიოფაილი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა [20:25].
ახლახან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის შესახებ კადრები დღეს დილით თავად სააკაშვილმა გაავრცელა.
ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა.
მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
______________
დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
„მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის გადაყვანილია პენიტენციალურ დაწესებულებაში“- განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნის დაკავების ღონისძიება. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს.
„ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ჩვენს გვექცევიან, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, ის სამარცხვნოდ მოიქცა არაერთგზის, თუმცა მას მოვექეცით ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი კულტურა და ხალხი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ განცხადების შემდგენ მან აღნიშნა, რომ დღეს არის „ბიძინაობა“ და ივანიშვილს ეს დღე საჯაროდ მიულოცა.
______________
დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.
მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული და ლაბორატორიული, კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
[checklist]
სრულად ვაქცინირებულია
უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ
ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
[/checklist]
„აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საბიბლიოთეკო სივრცე და სამკითხველო, ასევე კომპიუტერული რესურსცენტრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მიმდინარე სემესტრში იკითხება 2800-მდე სასწავლო კურსი,“- ამბობს თსუ.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მაგალითად, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას სწავლის ფორმატის შესახებ და ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ განახლდება თუ არა სრულად აუდიტორიებში სასწავლო პროცესი.
რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციამ სტუდენტებს ჯერ კიდევ 15 სექტემბერს აცნობა, რომ ისინი სასწაცლო პროცესს 18 ოქტომბერს განაახლებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ადმინისტრაციას ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა სწავლის განახლებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გეგმები, თუმცა მათ ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამ დრომდე არც სტუდენტებისთვის უცნობებია, რა ფორმატში აპირებს სწავლის განახლებას – ონლაინ, ჰიბრიდული ფორმატით თუ აუდიტორიებში.
„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება,“ – გვიპასუხა დღეს, პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა ტიტე აროშიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ხელისუფლების კრიტიკაზე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის თემაზე პარტიები კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა საუბრობდნენ.
ტიტე აროშიძემ არჩევნების წინა დღეს ბრიფინგი იმის სათქმელად გამართა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რეალურად არ ჩამოსულა და ეს სიცრუეა. თუმცა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„დღეს რამდენიმე პირმა გააკეთა ფეისბუქლაივი რეალურად ბათუმიდან, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თითქოს ბრაზილიაში იყო ან პორტუგალიაში…“, – თქვა ტიტე აროშიძემ.
მანვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომ აზრის გამოთქმის უფლება აქვს ყველას.
„ზედმეტი იქნება ახლა სახელმწიფოს ყველა რესურსი გადაერთოს ამაზე, ეს არის აბსურდის თეატრი. სახელმწიფოს არ აქვს დრო, რომ ასეთ ფეიკლაივებზე გააკეთოს დიდი აქცენტი,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ. მან ბათუმში ექსპერიმენტის ჩატარებაც ახსენა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო თუ რეალური არ არის, რატომ არ საუბრობენ ამაზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საუბრობენ პოლიტიკოსები? – ვკითხეთ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს.
„პარტიები საუბრობენ იმიტომ, რომ ხვალ არის არჩევნები და პოლიტიკური პარტიების კონკურენციის დღეა,“ – გვიპასუხა ტიტე აროშიძემ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ვკითხეთ, რატომ არის დარწმუნებული სააკაშვილის ვიდეოს არარეალურობაში, როცა მონტაჟი ჯერ არავის დაუდასტურებია.
„ეს დადასტურდება და მარტივია ამის დადასტურება: გუშინ მთელი ღამე თავსხმა წვიმა იყო და მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან კარგ ამინდში იდგა, გამოდარების შემდეგ რომ ამინდია… თუ კარგად დავაკვრიდებით, რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული ვიდეო, ჩანს მშენებარე კორპუსი, რომელზეც ერთი სართულით უკვე ამის შემდეგ აშენებულია… სააკაშვილის ფეიკლაივთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ბავშვი, რომელიც ტექნოლოგიებთან ახლად შეგუებულია, ისიც კი მიხვდება, რომ ეს არის ფაბრიკაცია,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
___
დღეს, 1-ელ ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმშია. მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთია“. გარდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა, არც ერთ სპეციალისტს არ შეუფასებია ეს ვიდეო, როგორც ყალბი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მმართველი პარტია და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა.
დღეს საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა ჩამოვიდა.
საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
„სინოფარმი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ იგი ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
დღეს, პირველ ოქტომბერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის.
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ჩვენ აქტიური კომუნიცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი და თუ გადმოკვეთს საზღვარს, მას დავაკავებთ,“ – ამბობს დარახველიძე.
მან მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე მიესალმა – „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში ყოფნაზე, არ შეესაბაამება რეალობას. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია არ აქვს და „დეზინფორმაცია არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი“.
„ამით მათ (ნაციონალურმა მოძრაობამ) დღეს საბოლოოდ დაიმთავრეს თავი. მე მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც აპირებს ჩამოსვლას“, – ამბობს პაპუაშვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, პაპუაშვილი ამბობს: „პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და თვითონ გაარკვევენ ძალიან მალე, რომ აბუჩად აიგდო „ნაციონალური მოძრაობა“ და საკუთარი მხარდამჭერები“, – ამბობს პაპუაშვილი.
თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, რატომ შეინიშნება პოლიციური ძალების მობილიზება? – ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა. პაპუაშვილი შსს ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას არ ადასტურებს.
„არანაირი მობილიზება არ არის პოლიციის. რატომ ენდობით სააკაშვილის სიტყვებს? მან 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა და მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩევლები“, – ამბობს ის.
ჟურნალისტება მას ჰკითხეს, თუ აქვთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებული, რაც დაადასტურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაადგილდებოდა ბათუმში. პაპუაშვილმა პასუხის ნაცვლად ჟურნალისტებს კითხვითვე მიმართა: – „თქვენ გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია? შეუძლებელია დაამტკიცო ის, რაც არ არსებობს. ეს დეზინფორმაციაა და თქვენ ამას უნდა ებრძოლოთ და არ უნდა იყოთ ამის გამტარები“.
მიხეილ სააკაშვილმა ორი ვიდეო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, გაავრცელა. ვიდეოჩანაწერებში ის ირწმუნება, რომ საქართველოში, კერძოდ კი ბათუმშია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, პირველ ოქტომბერს, ღამით ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 2 ოქტომბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 3-4 ოქტომბერს, ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი.
„ღიმილისმომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა. უფრო მეტს გეტყვით, გუშინ სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, გოდერძიზე კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ ტელეეთერში დღეს, პირველ ოქტომბერს.
მან თქვა, რომ სააკაშვილის გუნდს მეთოდები მოუძველდა და ეს სააკაშვილის მოდელირებული ჩამოსვლაა საქართველოში.
„რაც შეეხება სერიოზულად – პირველი ის, რომ ისე მოუძველდათ მეთოდები, მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი ამომრჩევლების, მხარდამჭერების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ, ისინი ამაზე საკადრის პასუხს მიიღებენ ძალიან მალე, უკვე ხვალ, არჩევნებში.
მინდა ვუთხრა ეიფორიაში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს და პირველ რიგში ნაცმოძრაობას – ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობა. ის არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს, რომ გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამაში დარწმუნებული ვარ ბოლომდე.
ის ნარატივი რაც განავითარეს, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს – პრემიერი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური, სუსის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მერწმუნეთ, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ისე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე,“ – განაცხადა რიჟვაძემ.
____________
დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებითკი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება.
რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში?
პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.
საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.
მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. ასევე კადრებში ჩანს კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.
კადრში ჩანს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალეაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა.
______
საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
„ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებითკი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
„ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ზეიმისთვის, ეს იქნება 3 ოქტომბერს,“ – განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს, თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ.
მან თქვა, რომ ადასტურებს სააკაშვილის საქართველოში ყოფნას და მას პირადად ესაუბრა ვიდეოზარით და ის ბათუმში იყო, იმ ადგილას, რაც სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ანუ ბათუმში.
„უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით დამატებით დეტალებს მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც პარტიაში იყო, ის გეგმა უცვლელი გახლავთ, ჩვენი მზაობა არის ხვალინდელი დღე, მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაფორმოთ გამარჯვება,“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
კითხვაზე, გამოჩნდება თუ არა არჩევნებამდე სააკაშვილი საზოგადოების წინაშე, მან განაცხადა, რომ არ იცის – „მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია“ – თქვა მან.
დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებითკი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და იგი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პირველ ოქტომბერს განაცხადა ჟურნალისტებთან.
„სააკაშვილი საქართველოში არ არის – ეს პირველი. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ.
ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში.
კითხვაზე, მაშინ რა შეიძლება იყოს ამ ვიდეოების გავრცელების მიზეზი, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიიწეროს ხვალინდელ არჩევნებზე ენმ-ის მიერ მიღებული ხმები.
„მე მგონი თავადაც არ არის ისეთი სულელი, რომ ეგონოს, ამით თავის მხარდამჭერებს უფრო დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არა მგონია იყოს მისი გათვლა. მას უფრო აწუხებს შიდაპარტიული ამბები, უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25-პროცენტიანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ არჩევნებში,“ – ამბობს კობახიძე.
დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
დღეს, პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია.
დღეს, დაახლოებით 10:54 წუთზე სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე მეორე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმშია. კადრები ღამითაა გადაღებული, ჩანს ახალი ბულვარი.
„რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ, მიუხედავად მუქარებისა.
მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ, რომ ორში მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში ხმა არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი.
ეს არ არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა იმ პატარა პარტიებს, რომლებიც გესიმპათიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, რომ მისცეთ ხმა. თბილისში ნიკა მელიას, ზოგადად „ნაციონალ მოძრაობას“ – ამბობს ვიდეოში სააკაშვილი.
ის მის მხარდამჭერებს ეუბნება, რომ 3 ოქტომბერს შეიკრიბებიან თბილისში რუსთაველზე.
„როცა ვიქნებით 100 ათასი კაცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იქნება და მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით“ – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
მან პირველი ვიდეო, ასევე ღამის კადრებით, დღეს დილით გამოაქვეყნა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, დარწმუნებული ვარ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, ხალხს აგდებენ ქვეყნიდან და ეს უნდა დასრულდეს. ამ ბულვარს ამ სილამაზეს რუსი ტურისტების ან თურქებისთვისთვის ან ირანელებისთვის კი არ ვაკეთებდი, ეს მინდოდა თქვენთვის, მე ბოლომდე თქვენთან ვარ“ – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია და ვიდეოს ავრცელებს.
„ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არც — ივანიშვილს, არც — გახარიას.
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე“, — ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია.
„დილა მშვიდობის საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ,“ – დაწერა მან.
2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ შემოწირულობის სახით 755 711 ლარი მიიღო.
თითქმის ამდენივე იყო პარტიის ხარჯიც იგივე პერიოდში. რეკლამისთვის პარტიამ „საქართველოსთვის“ 336 566 ლარი დახარჯა, 367 038 კი სხვა ხარჯებზე გადაანაწილა. საერთო ჯამში კი, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 703 604 – ლარი დახარჯა.
ყველაზე მეტი შემოსავალი შემოწირულობის სახით აგვისტოსა და სექტემბრის თვის პირველ ნახევარში, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“.
„ოცნებას“ 7 მილიონ 837 030 ლარი შესწირეს, ამას დაემატა საბიუჯეტო შემოსავალი – 428 335 ლარი. საერთო ჯამში პარტიამ 8 მილიონ 287 870 ლარი მიიღო.
„ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი თანხა „ლელოს“ შესწირეს, პარტიამ შემოწირულობის სახით 824 997 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლის სახით 66 963 ლარი მიიღო.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით შემოწირულობის სახით 543 182 ლარი მიუღია.
საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღო შემოსავლის სახით 12 მილიონ 871 714 ლარი მიიღო.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 43 პარტია და 68 დამოუკიდებელი კანდიდატი.
საქართველოს მთავრობამ ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარედ, ზღვაში, 95 ჰექტარი ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ეს გადაწყვეტილება რეესტრში 2021 წლის 2 აგვისტოს აისახა.
იქედან გამომდინარე, რომ ამ ტერიტორიის გასწვრივ „მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ამ ტერიტორიის გადაცემაც ხომ არ იგეგმება რომელიმე კერძო კომპანიისთვის.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისება არ იგეგმება და მთავრობამ გადაწყვეტილება ნავსადგურის შეუფერხებლად მუშაობისთვის, ასევე ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გაზრდის მიზნით მიიღო. ამ მიზნების მისაღწევად სააგენტო რეგულაციების დაწესებასაც განიხილავს.
„გაცნობებთ, რომ ნავსადგურში შესასვლელი არხი წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიურ საკუთრებას. ნავსადგურის შეუფერხებლად მუშაობის და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს არხით სარგებლობის, მოსაკრებლის, მოვლის და სხვა სამართლიანი პირობები. ამ მიზნით ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ არსებული 956 955 კვ.მეტრი უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების სხვა მიზნით განკარგვა არ განიხილება და რეგისტრაციის მიზანია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის დაცვა“, – წერილობით განმარტეს სააგენტოში.
ამავე ტერიტორიაზე, პორტის აკვატორიაში, მიწის ნაკვეთად 1 ჰექტარი ფართობი მთავრობამ 2019 წელსაც დაარეგისტრირა. მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილების საფუძველი „ბათუმის იახტკლუბის“ მიმართვა იყო.
„ბათუმის იახტკლუბის“ დირექტორის, მიშა ფანჩულიძის განმარტებით, ორი წლის წინ ტერიტორიას იმავე მიზეზით – ზღვაში ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად ითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ თავად თქვა უარი ტერიტორიაზე.
„მოგვიანებით მივხვდით, რომ ტერიტორიის გადმოცემა არაფერს შეცვლიდა“, – განმარტეს დღეს კომპანიაში.
აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის პროექტის ესკიზი გამოაქვეყნა. სკოლის შენობის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 202 960 ლარია გამოყოფილი. საბოლოო პროექტი, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნოემბრის ბოლოს უნდა წარმოადგინოს კომპანიამ.
„აჭარკაპმშენი“ მუშაობს სკოლის პროექტზე, რომელმაც სამ თვეში უნდა მოამზადოს სრული ვერსია. ამ ეტაპზე კი წარმოადგინა წინასწარი ესკიზი, შენობის არქიტექტურული განშლა, ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს და მომზადდეს დეტალური პროექტი“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.
მე-16 საჯარო სკოლის შენობაში ბოლო პერიოდში ბზარები გაჩნდა და გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიული იყო, ამიტომ გადაწყდა მისი დემონტაჟი. ამ სკოლის მოსწავლეები დროებით ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობენ.
ჯემალ სურმანიძეს ვკითხეთ, რამდენად მდგრადია სკოლისთვის გათვალისწინებული ტერიტორია და ხომ არ განმეორდება იგივე ახალი სკოლის შემთხვევაშიც. სურმანიძე ამბობს, რომ ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ჩატარდა, რისთვისაც 7 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. „კვლევა საძირკვლის გამაგრებას გულისხმობს“, – ამბობს სურმანიძე.
ბათუმის ახალი მე-16 სკოლის ესკიზი
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სკოლა, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდი უნდა იყოს და პირველ ცვლაში 1000 მოსწავლეზეა გათვლილი. საკლასო ოთახების გარდა შენობაში უნდა განთავსდეს ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი და 340 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი“.
პროექტის მიხედვით, ახალი სკოლის ეზოში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი ტრიბუნით, შენობა უნდა იყოს ადაპტირებული და შენარჩუნდეს სკოლის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები.
როგორც სამინისტროში ამბობენ, სკოლის მშენებლობის დაწყება დეკემბრის ბოლოს იგეგმება, როცა დაზუსტდება მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა.
ოთხასამდე პოლიციელი შევიდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მდებარე ლიტორალის ციხის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრებს შორის დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო. დაჯგუფებებს შორის ჩხუბისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, სულ მცირე ხუთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს სამშაბათს შეტაკებების დროს. არიან დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების, ასევე ხელყუმბარის შედეგად.
ლიტორალის ციხეში არიან პატიმრები ეკვადორის ბანდებიდან, რომლებსაც, როგორც მიიჩნევა, მექსიკურ ნარკოკარტელებთან აქვთ კავშირი.
მას უწოდებენ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეს. პოლიციის მეთაური ფაუსტო ბუენაგნო ირწმუნება, რომ პატიმრებს ხელყუმბარებიც ჰქონდათ. 400 პოლიციელი სწორედ კონტროლის აღსადგენად გახდა საჭირო. დღეს დილიდან პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს.
ეკვადორის პოლიციამ Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადადიან ოფიცრები გუაიასის ციხის კომპლექსში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლიტორალის სასჯელაღსრულების დაწესებულება.
📍Alrededor de 400 servidores policiales realizan un operativo de intervención y requisa en el interior del #CPLGuayas No. 1, con el fin de mantener el orden y garantizar la seguridad en el centro carcelario
ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობა გამოიწვიეს ნარკოტიკებით მოვაჭრე დიდმა მექსიკურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ამჟამად ეკვადორში არიან.
ბრძოლა ლიტორალის ციხეში არის ყველაზე სასტიკი ეკვადორის სასჯელაღსრულების სისტემის ისტორიაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ეკვადორის ოთხ ციხეში ჩხუბისას ჯამში 79 პატიმარი დაიღუპა, მათ შორის ლიტორალში.
ეკვადორის ციხის სამსახურის უფროსის თქმით, ერთი-ერთი პრობლემა ის არის, რომ პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული. იქამდე ციხეებში დიდი რაოდენობით იარაღი დაიკარგა, თუმცა პოლიციის ჩხრეკისას მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა იპოვა.
ბათუმი ყოველდღე იცვლება. ქალაქში, კანონიერად თუ უკანონოდ, ათობით ახალი კორპუსი შენდება. კორპუსებს არ აქვთ საჭირო რაოდენობის პარკინგები მანქანებისთვის და ეზოები, სადაც ბავშვები ითამაშებენ. რაც შეეხება ხედს – უმეტესი მათგანიდან ბეტონის კედლები ჩანს.
სამშენებლო ბუმის პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით ქრება ბათუმისთვის დამახასიათებელი ერთ და ორსართულიანი სახლები.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს 2014 წლიდან დღემდე ერთი და იმავე ხედით.
თავად ნახეთ, რა შეიცვალა ქალაქში ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ბათუმის ხედი, 2014 წელი. ამ დროს სამშენებლო ბუმი უკვე დაწყებული იყოეს 2017 წელს გადაღებული ფოტოა. თუ დააკვირდებით, ფოტოზე აღარ ჩანს ე.წ. ვოქსის შენობა, ხოლო ტბელ აბუსერიძის ქუჩის ათვისება დეველოპერებს უკვე დაწყებული აქვთეს ფოტო 2021 წლის 30 სექტემბერსაა გადაღებულიბათუმი 30.09.2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, მოვლა-შენახვას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა.
დაბა ჩაქვში, დუმბაძის ქუჩის საავტომობილო გზის 1158 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის არხები და სანიაღვრე სისტემები მოეწყო.
ეზოებთან მისასვლელი ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამურის 1600 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.
ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, ღარები, საყრდენი კედლები და ასევე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამოსის მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის დასრულების ვადაა 2021 წლის ნოემბერი.
ბობოყვათი-სინასკურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ხიდის სიგრძე 6.6 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მეტრს შეადგენს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი ხიდით შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენი-სამების მიმართულებით 1300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
უკვე დასრულდა სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობა.
ამ ეტაპზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ახალშენი-სამების დამაკავშირებელი გზით 200 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისის ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
უკვე დასრულდა ხიდის საყრდენი ბურჯების, მალების და სავალი ნაწილის არმირების მოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვალამრიდი ძელის ბეტონირება, ლითონის მოაჯირების და ჰიდროიზოლაციის მოწყობა.
ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
მახუნცეთი-ბზუბზუს მიმართულებით 1200 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, საყრდენი კედლები და ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.
აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანი-შურმულის მიმართულებით 1150 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, რომელთა დასრულების შემდეგ დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზით 550 ოჯახი ისარგებლებს.
ყინჩაურა-ძმაგულას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის სიგრძე 3, 6 მეტრს, ხოლო სიგანე 6 მეტრს შეადგენს. ახალი ხიდით 150 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
რიყეთი-გზასაყარის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლო დასრულდა. ხიდის სიგრძე 4,6 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მეტრს შეადგენს. ახალი ხიდით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ტელეკომპანია „ფორმულაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში,“ – აცხადებს ქარტია.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდში ჯამურად 11 მილიონ 084 561 ლარი დახარჯეს, აქედან 6 მილიონ 774 269 ლარი წინასაარჩევნო რეკლამის ხარჯია, 293 357 შრომის ანაზღაურების სახით გაუციათ, ხოლო 4 მილიონ 016 935 სხვა ხარჯების სახით გადანაწილდა.
რეკლამაში ყველაზე მეტი – 5 299 065 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა, შემდეგ მოდის „ლელო საქართველოსთვის“. ამ პარტიამ რეკლამაში 539 321 ლარი დახარჯა.
336 566 ლარი დაუხარჯავს რეკლამისთვის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ .
დანახარჯის ოდენობის მიხედვით შემდეგი პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებია“, ამ პარტიის დანახარჯი 190 879 ლარია.
შრომის ანაზღაურების სახით ყველაზე მეტი – 81 748 „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუხდია. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ კი შრომის ანაზღაურებისთვის მხოლოდ 7 500 ლარი აქვს დახარჯული.
„ნაციონალური მოძრაობის “ შემდეგ ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებისთვის გადახდილი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, შემდეგ კი „ლელოს“ – ამ პარტიას 23 783 ლარი გადაუხდია.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 7 783-ით გაიზარდა. 2017 წლის არჩევნებზე აჭარაში 306 861 ამომრჩეველი იყო.
ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. №79 ოლქში რეგისტრირებულია 148 011 ამომრჩეველი, 8416-ით მეტი 2017 წლის არჩევნებთან შედარებით.
მუნიციპალიტეტებისა და საარჩევნო ოლქების მიხედვით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში ეს მოცემულობაა:
ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი
ქობულეთის №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი
ხელვაჩაურის №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი
ხულოს №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი
ქედის №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი
შუახევის №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ბათუმში 8416-ით მეტი ამომრჩეველია, ხულოში – 166-ით მეტი ამომრჩეველი, შუახევში – 67-ით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო.
მაგალითად, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ხელვაჩაურში წელს 500-ით ნაკლები ამომრჩეველია, ქობულეთში – 365-ით ნაკლები, ხოლო ქედაში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთით შემცირდა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს.
„რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.
როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების მუშაობას.
ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის მოპარვა, საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას. იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა, ამომრჩევლის აქტივობების შესამცირებლად. რადიკალური ოპოზიციის კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება“, – ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. „მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა.
იმისთვის, რომ ეს რეალური ინფორმაციაა, გეტყვით საარჩევნო უბნების ნომრებს: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, მე-20, 28-ე, 27-ე, 102-ე და 103-ე უბნები. საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის ბრიფინგს ბათუმში გიორგი კირთაძე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მდინარაძემ ან ფაქტები და დოკუმენტები წარმოადგინოს, ან „შეეშვას ჭორაობას“.
„მდინარაძე მაბრალებს, რომ ბათუმში 20 უბნის ჩაშლას პირადად ვხელმძღვანელობ და მე ვაორგანიზებ. „ოცნების“ შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია გვაქვს ჩვენც, ზუსტად იციან, რომ ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან და მერის არჩევნებში პირველივე ტურში დაასრულებენ ბრძოლას. ამასთან იმ სიძულვილის ბანერებს, რომლებიც ბათუმში გამოგვიკრეს, ყველამ კარგად ნახა, რომ უკუეფექტი ჰქონდა მათთვის – და მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა. ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა დღეს მდინარაძე.
ჩვენ გუშინ გავასაჯაროეთ მათი ოფისის ინფორმაცია, როგორ უზით ოფისში შსს-ს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, კომისიის თავმჯდომარეები და სამაგიდო სიებს როგორ გადიან სათითაოდ იმის გამო, რომ ვინ ვისთან შეიძლება მივიდეს ზეწოლისთვის. პირდაპირ შსს და კრიმინალური ავტორიტეტები ერთად ჰყავთ ჩართული უბნებში სიტუაციის დასალაგებლად. ეს ფოტოკადრები კი არ არის მხოლოდ. შესაბამისი ოქმები გავასაჯაროეთ ჩვენ, რომელიც მათივე წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს“, – აცხადებს კირთაძე.
___
ამავე თემაზე:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჭარაში.
ჯანმოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი შეფასებით, 2016 წელს სამუშაოებთან დაკავშირებული დაავადებები და დაზიანებები გახდა მსოფლიოში 1.9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
გლობალური მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, სამსახურთან დაკავშირებული სიკვდილის უმეტესობა გამოწვეული იყო რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
ჯანმოს სტატისტიკური მონაცემებით, სამსახურთან დაკავშირებულ გარდაცვალებათა მიზეზებში არაგადამდები დაავადებების წილი 81%-ს შეადგენს. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (450 000 სიკვდილი); ინსულტი (400 000 სიკვდილი) და გულის იშემიური დაავადება (350 000 გარდაცვალება).
პროფესიული დაზიანებების შედეგად დაიღუპა 19% (360,000 გარდაცვალება).
კვლევაში დასახელებულია 19 პროფესიული რისკი, მათ შორის: ხანგრძლივი სამუშაო საათები და სამუშაო ადგილზე ჰაერის დაბინძურება, კარცეროგენები, ფიზიკური დაზიანების რისკ-ფაქტორები და ხმაური.
მთავარი რისკი იყო ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედება, რომელსაც უკავშირდება დაახლოებით 750 000 სიკვდილი. სამუშაო ადგილზე ჰაერის დაბინძურებამ (ნაწილაკები, გაზები და კვამლი) გამოიწვია 450 000 სიკვდილი.
თითოეულ რისკ-ფაქტორს აქვს პრევენციული ღონისძიებების უნიკალური ნაკრები, რომლებიც მონიტორინგის ანგარიშშია აღწერილი. მაგალითად, ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედების პრევენცია მოითხოვს სამუშაო დროის ლიმიტზე შეთანხმებას; სამუშაო ადგილის ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად რეკომენდებულია მტვრის კონტროლი, ვენტილაცია და პირადი დამცავი აღჭურვილობა.
183 ქვეყნის მონაცემებში, რომელშიც ასახულია ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული ინფარქტებისა და ინსულტებით შრომისუნარდაკარგული და დაღუპული მოსახლეობის პროცენტული წილი, საქართველო არც ისე დაბალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი.
ინფოგრაფიკაზე ჩანს გულის იშემიური დაავადებით გარდაცვალების მაჩვენებელი, რომელიც გამოწვეული იყო ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედებით (≥55 საათი/კვირა). საქართველოს მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე – 12.2 – 15.3
სამუშაოსთან დაკავშირებული გარდაცვალება მაღალია მამაკაცებში და 54 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადების საერთო ტვირთი, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, ამდენად სხვა პროფესიული რისკ-ფაქტორებისგან ჯანმრთელობის დაზიანება მომავალში მაინც უნდა იქნას დაანგარიშებული.
საქართველოში მხოლოდ 2020 წელს, შრომის უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვის გამო, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი. მათ რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, რომლებიც სამუშაო ადგილზე სხვა პროფესიული რისკების ზემოქმედების შედეგად დაავადდნენ ან დაიღუპნენ.
ბათუმში კიდევ ერთი აცრის სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე აიცრან ვაქცინებით: „ფაიზერით“, „სინოფარიმით“, „სინოვაკით“.
დღეისთვის აჭარაში ჩატარებულია 206 215 დოზა ვაქცინა. მათ შორის ორი დოზა – 91 405. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32,3 %, რაც ზრდასრუილი მოსახლეობის 42,4 %-ს შეადგენს. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 25.8 %, ზრდასრული მოსახლეობის 33.8 %.
„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ.
დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ კონკრეტული ადგილიც კი არ დაუსახელებია. უცნობია ინვესტორიც, რომელმაც ამ პროექტში 14 მლნ აშშ დოლარი უნდა დახარჯოს.
„დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, ახალი რეკრეაციული ზონა ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება.
აჭარის მთავრობის პრესცენტრში დამატებით ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს: „პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი და ტურისტული ინფრასტრუქტურა.“
ზუსტად სად გამოყო აჭარის მთავრობამ ე.წ. ტურისტული ატრაქციისთვის 22 ჰექტარი ქალაქის ტერიტორიაზე და ვინ არის ინვესტორი? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ჯაბა ფუტკარაძისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ საუბარია პერიფერიაზე.
„ჩვენ დავამუშავეთ ახალი მიმართულება ბათუმის პერიფერიულ ზონაში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბათუმის განვითარებას… დაინტერესებულია ინვესტორი, რომელთანაც პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება. ძალიან მალე თქვენ მიიღებთ დეტალებზე ინფორმაციას,“ – გვიპასუხა ჯაბა ფუტკარაძემ.
რა გამორიცხავს იმას, რომ ეს შესაძლოა წინასაარჩევნო ხრიკი იყოს? – მინისტრმა კითხვის პასუხად მხოლოდ ის გვითხრა, რომ სხვა უწყებებისგან ელის მიწის გადმოცემას.
„ჩვენ არ გვჩვევია წინასაარჩევნო ხრიკები. რასაც ვპირდებით მოსახლეობას, იმას ვასრულებთ. მალე იქნება შესაბამისი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება განხილული პროექტი, ასევე ვადები, რა ვადებიც იქნება…
ცოტათი მაშინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ამ პროცესში აგრეთვე იყვნენ სხვა უწყებები ჩართული, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული მიწის ნაკვეთები მათ ბალანსზე და, რა თქმა უნდა, ერთობლივი შეთანხმებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.
განახლება: მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თავის ფეისბუქპოსტში დაწერა, რომ პროექტი გაკეთდება ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლების ტერიტორიაზე გენერალ ასლან აბაშიძის, მთისძირის, ხახულის და ლერმონტოვის ქუჩების მიმდებარედ. კონკრეტული მისამართი, სად მოეწყობა ტურისტული ატრაქცია, ისევ უცნობია.
გერმანიის ქალაქ კილში მოულოდნელად მოვარდნილი ტორნადოს შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. კილი ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპიროზე მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ტორნადომ მძიმედ დააშავა ორი ადამიანი, რომლებიც ნავის ნაპირზე ატანას ცდილობდნენ. „ადამიანები პირდაპირ წყალში ცვიოდნენ“, – წერს მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით.
ამ დროის მონაცემებით, მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი, სამმა მიიღო საშუალო ხარისხის დაზიანება, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად არის დაშავებული.
გერმანული მედიის ცნობით, ტორნადოს შესახებ პროგნოზი არ არსებობდა. სპეციალისტები მედიასთან ამბობენ, რომ შეუძლებელია ტორნადოს პროგნოზი.
დღეს, 30 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებსა და უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 17 წელია მისი მეგობარია და დასძინა, რომ მასსა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საუბარი სუსისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლილუაშვილი. მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა მათი პატრიოტიზმისთვის და ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის.
როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა სუსი და ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა გადავუხადოთ.
ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას რა იყო აქედან (ფარული ჩანაწერებიდან) კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები და რა არის ფაბრიკაცია. ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
___
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიამ 13 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.
ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.