განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-ში სწავლა 4 ოქტომბრის ნაცვლად 11 ოქტომბერს დაიწყება

01.10.2021
ბსუ-ში სწავლა 4 ოქტომბრის ნაცვლად 11 ოქტომბერს დაიწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი  ნაცვლად 4 ოქტომბრისა 11 ოქტომბერს დაიწყება შერეული, ჰიბრიდული ფორმატით. კერძოდ, ლექციები  ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა – საუნივერსიტეტო სივრცეში.

ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (მედიცინის, სტომატოლოგიის,  ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის), რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

სრულად ვაქცინირებულია; უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

4 ოქტომბერს საქართველოში სწავლა განახლდება სკოლის შენობებსა და სასწავლებლებში, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს, „ილიაუნი“ კი – 18 ოქტომბერს.

ამავე თემაზე:

მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: