განათლება,სიახლეები

თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები

01.10.2021
თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული და ლაბორატორიული, კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

[checklist]

  •  სრულად ვაქცინირებულია
  • უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ
  • ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

[/checklist]

„აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საბიბლიოთეკო სივრცე და სამკითხველო, ასევე კომპიუტერული რესურსცენტრები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მიმდინარე სემესტრში იკითხება 2800-მდე სასწავლო კურსი,“- ამბობს თსუ.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მაგალითად, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას სწავლის ფორმატის შესახებ და ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ განახლდება თუ არა სრულად აუდიტორიებში სასწავლო პროცესი.

რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციამ სტუდენტებს ჯერ კიდევ 15 სექტემბერს აცნობა, რომ ისინი სასწაცლო პროცესს 18 ოქტომბერს განაახლებენ.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ადმინისტრაციას ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა სწავლის განახლებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გეგმები, თუმცა მათ ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამ დრომდე არც სტუდენტებისთვის უცნობებია, რა ფორმატში აპირებს სწავლის განახლებას – ონლაინ, ჰიბრიდული ფორმატით თუ აუდიტორიებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: