რეკლამა,სიახლეები

„მიმდინარე პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა“ – აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

30.09.2021 • 2192
„მიმდინარე პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა“ – აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, მოვლა-შენახვას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა.

დაბა ჩაქვში, დუმბაძის ქუჩის საავტომობილო გზის 1158 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის არხები და სანიაღვრე სისტემები მოეწყო.

ეზოებთან მისასვლელი ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამურის 1600 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, ღარები, საყრდენი კედლები და ასევე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამოსის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის დასრულების ვადაა 2021 წლის ნოემბერი.

ბობოყვათი-სინასკურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ხიდის სიგრძე 6.6 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მეტრს შეადგენს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი ხიდით შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენი-სამების მიმართულებით 1300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობა.

ამ ეტაპზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალშენი-სამების დამაკავშირებელი გზით 200 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

  • ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისის ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

უკვე დასრულდა ხიდის საყრდენი ბურჯების, მალების და სავალი ნაწილის არმირების მოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვალამრიდი ძელის ბეტონირება, ლითონის მოაჯირების და  ჰიდროიზოლაციის მოწყობა.

ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

მახუნცეთი-ბზუბზუს მიმართულებით 1200 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, საყრდენი კედლები და ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

  • შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.

აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

 

  • ხულოს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანი-შურმულის მიმართულებით 1150 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, რომელთა დასრულების შემდეგ დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.

რეაბილიტირებული გზით 550 ოჯახი ისარგებლებს.

ყინჩაურა-ძმაგულას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის სიგრძე 3, 6 მეტრს, ხოლო სიგანე 6 მეტრს შეადგენს. ახალი ხიდით 150 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

რიყეთი-გზასაყარის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლო დასრულდა. ხიდის სიგრძე 4,6 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მეტრს შეადგენს. ახალი ხიდით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: