მთავარი,სიახლეები

არა და არასოდეს – პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე 

01.10.2021 • 2811
არა და არასოდეს – პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

„ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს.

იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.

ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი, სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს.

ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მან თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.

იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა. და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწმიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა.

და რაც მთავარია, იმიტომ ,რომ აშკარად შემოვიდა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების მიუხედავად.

აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის, არა რევანშის, არამედ, პირიქით, დეპოლარიზაციის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა დაიღალა და „სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს“.

______________

დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: