ბათუმში კიდევ ერთი აცრის სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე აიცრან ვაქცინებით: „ფაიზერით“, „სინოფარიმით“, „სინოვაკით“.
დღეისთვის აჭარაში ჩატარებულია 206 215 დოზა ვაქცინა. მათ შორის ორი დოზა – 91 405. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32,3 %, რაც ზრდასრუილი მოსახლეობის 42,4 %-ს შეადგენს. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 25.8 %, ზრდასრული მოსახლეობის 33.8 %.