მთავარი,სიახლეები

ბათუმის 7 წელი ფოტოებზე – როგორ ჩაბეტონდა ქალაქი [ფოტო]

30.09.2021 • 13099
ბათუმის 7 წელი ფოტოებზე – როგორ ჩაბეტონდა ქალაქი [ფოტო]

ბათუმი ყოველდღე იცვლება. ქალაქში, კანონიერად თუ უკანონოდ, ათობით ახალი კორპუსი შენდება. კორპუსებს არ აქვთ საჭირო რაოდენობის პარკინგები მანქანებისთვის და ეზოები, სადაც ბავშვები ითამაშებენ. რაც შეეხება ხედს – უმეტესი მათგანიდან ბეტონის კედლები ჩანს.

სამშენებლო ბუმის პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით ქრება ბათუმისთვის დამახასიათებელი ერთ და ორსართულიანი სახლები.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს 2014 წლიდან დღემდე ერთი და იმავე ხედით.

თავად ნახეთ, რა შეიცვალა ქალაქში ბოლო 7 წლის განმავლობაში.

ბათუმის ხედი, 2014 წელი. ამ დროს სამშენებლო ბუმი უკვე დაწყებული იყო

ეს 2017 წელს გადაღებული ფოტოა. თუ დააკვირდებით, ფოტოზე აღარ ჩანს ე.წ. ვოქსის შენობა, ხოლო ტბელ აბუსერიძის ქუჩის ათვისება დეველოპერებს უკვე დაწყებული აქვთ

ეს ფოტო 2021 წლის 30 სექტემბერსაა გადაღებული

ბათუმი 30.09.2021

გადაბეჭდვის წესი


ასევე: