მთავარი,სიახლეები

სააკაშვილი დაკავებულია – ღარიბაშვილი

01.10.2021
სააკაშვილი დაკავებულია – ღარიბაშვილი

„მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის გადაყვანილია პენიტენციალურ დაწესებულებაში“- განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნის დაკავების ღონისძიება. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს.

„ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ჩვენს გვექცევიან, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, ის სამარცხვნოდ მოიქცა არაერთგზის, თუმცა მას მოვექეცით ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი კულტურა და ხალხი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ განცხადების შემდგენ მან აღნიშნა, რომ დღეს არის „ბიძინაობა“ და ივანიშვილს ეს დღე საჯაროდ მიულოცა.

______________

დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის იმყოფება ბათუმში და 3 ოქტომბერს, თავის ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას რუსთაველზე აღნიშნავდა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში როგორც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, ასევე შსს დაჟინებით იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: