30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთავრობის ცნობით, აჭარაში ამ დროისთვის 124 მძიმე პაციენტია კლინიკაში, მათგან 22 ხელოვნურ სუნთქვაზეა.
29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.65%.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა, 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.