არჩევნები,მთავარი,სიახლეები

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

02.10.2021
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 664 საარჩევნო უბანია შექმნილი.

2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს.

ამომრჩეველმა უბანზე 3 საარჩევნო ბიულეტენი უნდა მიიღოს და მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: