მთავარი,სიახლეები

116 დაღუპული – ეკვადორში ციხის უფროსის თქმით, პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული

30.09.2021
116 დაღუპული – ეკვადორში ციხის უფროსის თქმით, პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული

ოთხასამდე პოლიციელი შევიდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მდებარე ლიტორალის ციხის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრებს შორის დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო. დაჯგუფებებს შორის ჩხუბისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, სულ მცირე ხუთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს სამშაბათს შეტაკებების დროს. არიან დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების, ასევე ხელყუმბარის შედეგად.

ლიტორალის ციხეში არიან პატიმრები ეკვადორის ბანდებიდან, რომლებსაც, როგორც მიიჩნევა, მექსიკურ ნარკოკარტელებთან აქვთ კავშირი.

მას უწოდებენ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეს. პოლიციის მეთაური ფაუსტო ბუენაგნო ირწმუნება, რომ პატიმრებს ხელყუმბარებიც ჰქონდათ. 400 პოლიციელი სწორედ კონტროლის აღსადგენად გახდა საჭირო. დღეს დილიდან პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს.

ეკვადორის პოლიციამ Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადადიან ოფიცრები გუაიასის ციხის კომპლექსში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლიტორალის სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობა გამოიწვიეს ნარკოტიკებით მოვაჭრე დიდმა მექსიკურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ამჟამად ეკვადორში არიან.

ბრძოლა ლიტორალის ციხეში არის ყველაზე სასტიკი ეკვადორის სასჯელაღსრულების სისტემის ისტორიაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ეკვადორის ოთხ ციხეში ჩხუბისას ჯამში 79 პატიმარი დაიღუპა, მათ შორის ლიტორალში.

ეკვადორის ციხის სამსახურის უფროსის თქმით, ერთი-ერთი პრობლემა ის არის, რომ პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული. იქამდე ციხეებში დიდი რაოდენობით იარაღი დაიკარგა, თუმცა პოლიციის ჩხრეკისას მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა იპოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: