„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა.
აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ.
პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“.
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ ასევე დაშავებულები.
რამდენი ადამიანია დაკავებული ამ დროისთვის არ ვიცით, „ბათუმელები“ ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს, თუმცა შს სამინისტროში ამ დროისთვის არ გვპასუხობენ.
მემორიალთან მივიდნენ „ოცნების“ მთავრობის წევრები, რომლებმაც ტიტები დაალაგეს ხმაურისა და შეძახილების ფონზე. ამ დროს პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებდნენ: „მონებო“, „რუსებო“.
მემორილთან შვილებთან ერთად იმყოფება მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ ყოველ 9 აპროილს აქ მოდის შვილებთან ერთად: „ამ დღეს ვარ დაბადებული და აქ მოვდივარ ყოველთვის, გამეყინა შვილები, რა მასკარადი მოაწყვეთ აქ.“ მიმართა მან პოლიციას.
თვითმხილველების თანახმად, ბაღდოშვილს და აქციის სხვა მონაწილეებს უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა ბოლოს ბაღდოშივილი დააკავეს.
მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილით თარიღდება. მანამდე, ერთი თვით ადრე კი, კობახიძის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდიწარაძეს,
ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“. – ნათქვამია კობახიძის ბრძანებაში.
მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. შესაბამისად, პოლკოვნიკის წოდებას 7 თვეში მიაღწია. „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერლობამდე“ მდინარაძეს მხოლოდ პოლკოვნიკის წოდება აშორებდა და უკვე ეს წოდებაც მიიღო.
სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.
2026 წლის პირველი თებერვლიდან სუს-ში ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები გასული წლის დეკემბერშიც გაიზარდა.
ახალი დადგენილების მიხედვით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი უკვე ჯამში 16 170 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 480 ლარი კი – წოდებრივი].
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2025 წლის 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს – კაპიტნის, 26 ოქტომბერს კი, ვადამდე ადრე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება.
კობახიძის 2026 წლის 9 მარტის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა, 8 აპრილის ბრძანებით კი – პოლკოვნიკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 307 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 847 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 370 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 39 689 ერთეული [+64]
MLRS – 1 724 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 227 539 ერთეული [+2 238]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 88 332 ერთეული [+229]
სპეცტექნიკა – 4 119 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს.
პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს.
ნგრევა დაწყებულია
ბათუმი მეტაქსას ქუჩა
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი აქვთ პარკინგის მოწყობა.
პარკინგი სართულის გეგმის მიხედვით
ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პანდუსების საშუალებით. დოკუმენტებში განმარტებულია, რომ პანდუსი დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
მეხუთე სართულიდან 29-ს ჩათვლით კი განსაზღვრულია საცხოვრებელი ბინები, სულ 25 სართული, საერთო რაოდენობით 200 ბინა, ჯამური ბინების სარეალიზაციო ფართობი 13 239,5 კვ მეტრია.
პროექტის კ2 კოეფიციენტი 17.0- მდე გაზარდეს.
რენდერინგრევა დაწყებულია
მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ 2026 წლის იანვარში გასცა.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, მერიამ საბანკო გარანტია მოითხოვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშენებელი კორპუსის მშენებლობას დაასრულებს.
შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა და წილის 67 პროცენტს სულიკო ჭყონია ფლობს. ის „ოცნების“ დეპუტატის – გია ჭყონიას ძმაა. კომპანიის 33 პროცენტი ირაკლი ემირიძეს ეკუთვნის.
საია, რომელიც საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება, საგანგაშო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, მათი დაკვირვებით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას).
საიას განცხადებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა 17-მა პირმა, ხოლო 10-მა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთ პირობებზე, რაც შეიძლება გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.
არასათანადო მოპყრობის ნაწილში საია იცავს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და კიდევ ერთი პირის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს, „ხოლო ყველა სხვა საქმეზე ინფორმაცია ეყრდნობა სასამართლოს ღია სხდომებზე დაკვირვების პროცესში დასახელებული პირების მიერ გავრცელებულ ცნობებს, ასევე, შესაბამისი წყაროს მითითებით, მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალებს“.
დაკავების ან/და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა
მზია ამაღლობელი: 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. შედეგად, მან მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაეხა ქურთუკი.
პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.
მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა, სადაც დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, არ მისცა წყლის დალევის უფლება და აუკრძალა საპირფარეშოთი სარგებლობა.
გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. საია ამ საქმეს უკვე სტრასბურგის სასამართლოში აწარმოებს. მზია ამაღლობელს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსსაც კი არ ანიჭებს.
საბა სხვიტარიძე: 2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე, მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად, გადაადგილდებოდა თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან პოლიციამ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა და საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვა.
ზაზა სხვიტარიძეს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადვოკატისთვის მიეწოდებინა. მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის წარმომადგენლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.
გორთან ახლოს საბა სხვიტარიძე საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადასვეს „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ავტომობილში მასთან ერთად ჩაჯდა 4 ადამიანი და გაემართნენ თბილისის მიმართულებით. ამ ავტომობილში საბა სხვიტარიძეს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ე.წ. დუბინკით გაუპატიურებით.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისვლისას სხვიტარიძე აიყვანეს მე-5 სართულზე, სადაც ამ ოთხმა პირმა დაიწყო მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. მას სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. საბა სხვიტარიძე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, რის შემდგომაც მასთან ოთახში შევიდა ხაკისფერ ტაქტიკურ სამოსიანი 4 ნიღბიანი პირი, რომლებმაც 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე.
სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდისა და თავის არეში, წაქცეულს ურტყეს ფეხები, მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა.
ძალადობის შედეგად, საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, მიიღო ტვინის შერყევა. ამის შემდგომ ოთახში კვლავ დაბრუნდა სხვიტარიძის ტრანსპორტირებაში მონაწილე 4 პირი და მისგან ისევ მოითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ემუქრებოდნენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში იგი მოხვდებოდა ე.წ. „ქათმების“ კამერაში.
სხვიტარიძის მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება ამავე შენობის მე-8 სართულზე აყვანას, სადაც ის შეიყვანეს ჯერ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი – გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილთან.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სხვიტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, ედიშერაშვილმა ოთახი დატოვა, ხოლო 5-მა პირმა საბა სხვიტარიძეზე ფიზიკურად იძალადა. ის გააკავეს, ურტყამდნენ ტანისა და თავის არეში, ასევე, თავზე გადაამტვრიეს ხის ნივთი, რომელიც იდო ედიშერაშვილის მაგიდაზე.
ტვინის შერყევის გამო, საბა სხვიტარიძეს კიდევ ერთხელ აერია გული, რის შემდგომაც შეწყდა მასზე ძალადობა. ოთახში დაბრუნდა ედიშერაშვილი, რომელმაც კვლავ დაიწყო კითხვების დასმა, რაზეც ისევ ვერ მიიღო პასუხები. ამის შემდეგ, დაახლოებით 05:00 საათზე, საბა სხვიტარიძე შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მისი დაზიანებები აღწერა იზოლატორის ექიმმა, ასევე, გადაუღეს ფოტოსურათები.
საბა სხვიტარიძე ცნობილია დაზარალებულად. საია საქმეში ჩაერთო 2026 წლის თებერვალში, რის შემდგომაც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოჰკითხეს საბას დედა და ძმა. საია განაგრძობს დაზარალებულის სახელით ამ საქმის წარმოებას ადგილობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.
რევაზ კიკნაძე: მიუთითებდა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.
იგი გატაცებული ჰყავდათ ლისის ტბის მიმდებარედ და ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით. კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორთაჭალაში გადაყვანის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მასზე განხორციელდა შემდეგი შინაარსის მუქარა (ერთ-ერთი პირი: „დაბლა ჩავიყვანოთ და „კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზე“; მეორემ უპასუხა: „შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ხელთათმანები გავიკეთოთ“).
ნიკა კაცია
ნიკოლოზ კაცია: მიუთითებდა, რომ დაკავებისას მას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფელად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ, რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა.
ანატოლი გიგაური: დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის არეში მუშტის არაერთი დარტყმით და ეს ყველაფერი დასტურდებოდა ვიდეომტკიცებულებით.
დავით ხომერიკი
დავით ხომერიკი: მიუთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე, გაშიშვლების ფაქტებზე.
დავით ლომიძე: მიუთითებდა, რომ სცემეს დაკავებისას. მას ჰქონდა ხერხემლის პრობლემები. ცემის შედეგად, გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.
თემურ ზასოხაშვილი: აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავები გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს. ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში მას, ლომიძის მსგავსად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.
არჩილ მუსელიანცი
არჩილ მუსელიანცი: მიუთითებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და სთავაზობდნენ თანამშრომლობას. ეუბნებოდნენ, რომ ხელი დაედო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.
ანასტასია ზინოვკინა: განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, სექსუალური ძალადობის მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა, თუ გაინძრეოდა, ამ ადგილით დასჯიდა. ის მოწმის და ვიდეოგადაღების გარეშე დააკავეს.
ზინოვკინამ მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩაუდო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ზინოვკინა იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას, მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც დაკავებულის ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ქალი ცდილობდა ყველაფრის დანახვას, თუმცა, ემუქრებოდნენ, რომ მასზე იძალადებდნენ, თუ აქეთ-იქით ყურებას გააგრძელებდა.
არტემ გრიბული: დაკავებისას აგრესიულ მოპყრობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე მიუთითებდა.
ალეკო ელისაშვილი: პირველი წარდგენის სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.
თედო აბრამოვი
თევდორე აბრამოვი: აღნიშნავდა, რომ ის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდგომ გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. დასცინოდნენ საყურის და ტატუს გამო, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ აქციებთან კავშირისთვის.
თორნიკე მჭედლიშვილი: სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ დაკავების შემდგომ, გურჯაანიდან წამოყვანისას, მას აგინებდნენ, ჯანმრთელობის დაზიანებითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, იყენებდნენ შემდეგ ფორმულირებას: „გიხმართ“.
ვახტანგ ფიცხელაური: აცხადებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და შეურაცხყოფას, მათ შორის, ოჯახის მიმართულებით. იგი გადმოათრიეს მანქანიდან, ათრიეს გარკვეულ მანძილზე, მხრებში ჩაარტყეს სამჯერ და ემუქრებოდნენ: „ბურჭულაძეს ნუ უდგები გვერდით… ახლა ნახავ“.
როგორც პროცესზე გამოიკვეთა, ვახტანგ ფიცხელაურს ხელებსა და ტანზე აღენიშნებოდა ზედაპირული თვალსაჩინო დაზიანებები. მისი ადვოკატის თქმით, ფიცხელაური გაიტაცეს, მას დაკავების დროს არ განემარტა უფლებები და არც დაკავების ოქმის ასლი გადასცემია.
დავით ჟღენტი: მიუთითებდა, რომ დაკავებისას და შემდეგაც სცემეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებმა. ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას მათ დავით ჟღენტი შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არაერთმა პირმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის თქმით, დავით ჟღენტს დაზიანებები აღენიშნებოდა თვალბუდის, თავის, ყელის, ხელების, ზურგის და მკერდის არეში.
ამირან დოლიშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებისას სახლში სპეცრაზმელმა დაარტყა.
პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობა
10-მა ბრალდებულმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და მოპყრობაზე. კონკრეტულად: ნიკოლოზ კაცია, გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი, ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, თავად ან მათი უფლებადამცველების მეშვეობით, მიუთითებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გამოწვევებზე.
მათი მონათხრობი ეხება, როგორც ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, ისე კვებას, უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას.
კვება, ფინანსური რესურსები და უსაფრთხოება (ნიკოლოზ კაცია, ანასტასია ზინოვკინა)
საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ.
ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 2025 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე მას „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ.
ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ზინოვკინას აქვს ალერგია სტაფილოზე: „ამბობს, რომ სტაფილო ყველა საკვებშია და, ამის გამო ვერ იღებს იმ საჭმელს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს“.
ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია, მათი დასჯის მიზნით, არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული, შესაძლოა, შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.
პენიტენციური სამსახური ვალდებულია, პატიმარი დაიცვას სხვა პატიმართა მხრიდან ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, ხოლო კვების შეზღუდვა ან მისით მანიპულაცია, შესაძლოა, წამების ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს.
საიამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, ნიკოლოზ კაციას მიმართ გამოყენებული პატიმრობა აღესრულებინა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პენიტენციური კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით. ასევე, ორგანიზაციამ იმ დროისთვის არსებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამასთან, სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ეტაპზე არაერთი ბრალდებული მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.
საყურადღებოა, რომ პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიმართულია, როგორც მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების არსებითი გარემოებების, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის/პირობების წინააღმდეგ.
ანტისანიტარია და საცხოვრებელი პირობები (გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი) რამდენიმე ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სხვა პრობლემებზე მიუთითებდა.
კონკრეტულად:
2025 წლის 19 ივლისს საჯაროდ გავრცელდა გიორგი ახობაძის წერილი, რომელშიც ის მიუთითებდა დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის სიცხესა და ვენტილაციის პრობლემაზე: „დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას“.
2025 წლის 11 აგვისტოს ინსაფ ალიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაიწყო შიმშილობა. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ საკანში იყო ტარაკნები, რის გამოც, ალიევი და მისი თანამესაკნეები გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც, ვერ იღებდნენ საკვებს და, ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე“.
პენიტენციურ დაწესებულებაში ტარაკნების არსებობასა და არაჰიგიენურ პირობებზე მიუთითებდა კიდევ ორი პატიმარი – ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელმაც დენის კულანინი მოინახულა, ვიზიტთან დაკავშირებით შედგენილ ოქმში მწვავე რეალობა ასახა. როგორც ის აღწერს, დენის კულანინმა აცნობა, რომ კარცერში გადაყვანის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი და ძირს მდებარე მატრასზე ეძინა.
არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა საშხაპით და ელემენტარული ჰიგიენით. „[…] P.S. მსჯავრდებულმა მთხოვა, დამეთვალიერებინა საკარანტინე ოთახი. N2 საკარანტინე ოთახი არის მძიმე მდგომარეობაში. არის ტარაკნები (სკამზე ორი მკვდარი ტარაკანი ვნახე). ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
როგორც არტემ გრიბულის ადვოკატმა აღნიშნა, არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, სადაც ასევე იყო ანტისანიტარია, ტარაკნები, დასვრილი კედლები და იატაკი.
სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა (ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, ინსაფ ალიევი)
2025 წლის 11 აგვისტოს, სხვა გამოწვევებთან ერთად, ინსაფ ალიევის ადვოკატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე:
„ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე“.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი ასევე მიუთითებდა არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა მედიკამენტი, რომელიც არ მიუტანეს. მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე დააანონსა შიმშილობა, საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ატერორებდნენ.
„[…] ჩემი შიმშილობის პერიოდში მომიტანეს ქსეროასლები იმისა, თუ ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერაც მქონდა მიმართული ექიმისთვის, ექთნისთვის, რომლებიც მანამდე მქონდა მოთხოვნილი. 20%-იც არ არის დაფიქსირებული იმ პრობლემებისა, რაც მე მაწუხებს. იმის მაგივრად, რომ ექიმზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მე მომიწყო ციხის დირექტორმა ტერორი.
[…] ჩემ მიმართ ციხეში მიყვანის პირველივე წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები – მზია და დაჯი. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემ მიმართ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. არაადამიანობაა“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ნანა სანდერმა.
პენიტენციურ დაწესებულებაში დროული სამედიცინო დახმარების პრობლემები გამოიკვეთა ნინო დათაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარის აქტიური მოთხოვნისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საბოლოოდ, დათაშვილმა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა პენიტენციური დაწესებულება. საკუთარი ჯანმრთელობის გამოწვევებზე საუბრობდა და პენიტენციური დაწესებულებისგან შესაბამის მხარდაჭერას, მკურნალობას მოითხოვდა ანასტასია ზინოვკინაც.
არასათანადო სამედიცინო დახმარებაზე მიუთითებდა ანასტასია ზინოვკინას ადვოკატიც: „ზინოვკინას აღენიშნება ხერხემლის პრობლემები. მას ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ასევე გაუმკაცრეს თავისუფლების აღკვეთის პირობები“.
გამოძიების არაეფექტიანობა
„საერთო ჯამში, ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატა, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს: გამოძიების დამოუკიდებლობა, მისი ადეკვატურობა, გამოძიების სწრაფი წარმოება, საჯაროობა, მასში დაზარალებულის ჩართულობა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, იმის სრულიად საპირისპირო მიმართულებით სვლაზე მიანიშნებს, რომლის ადვოკატირებასა და მხარდაჭერასაც კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
2026 წლის 9-11 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების პროგრესი. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე, არაეფექტიან გამოძიებასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანობას.
კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება, მათ შორის, 2024-2025 წლების აქციების კონტექსტში, ასევე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების დაცვა და დანერგოს მყარი პრევენციული მექანიზმები“, – წერს საია.
„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას 2 კვირით აჩერებს.
ირანისტის დაკვირვებით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პირობა ამ ეტაპზე არ იკვეთება და 2 კვირის შემდეგ ირანში ომი გაგრძელდება:
„ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს…
ამერიკისა და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლა ირანს?“ – გვიყვება ირანისტი.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.
ბატონო ვასილ, საითკენ მიდის მოვლენები ირანში? დღეს, 8 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას ორი კვირით აჩერებს „იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას“.
ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და პოლიტიკური გუნდი, მგონი, არ ელოდნენ საომარი მოქმედებების ასე გაჭიანურებას. ტრამპი დაფიქრებულიც მეჩვენება ბოლო ხანებში – წინა ომის დროს 12 დღეში მოხსნეს გარკვეული პრობლემები, თუმცა ბოლომდე ვერ მოხსნეს – ამ შემთხვევაში გაუჭიანურდათ. ვფიქრობ, ტრამპს ეგონა, დროის მცირე მონაკვეთში შეძლებდა ირანის ნებისყოფის გატეხას. ეს რომ ვერ მოხდა, ეტყობა, ტრამპი აპირებს სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლას და გადაწყობას.
ირანის ზარალს რომ შევხედოთ – თითქმის მთლიანად გაუნადგურეს სამხედრო ხელმძღვანელობა, „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობის პირველი ეშელონი მოსპეს და მეორე ეშელონი მიაყოლეს. უზარმაზარი ზარალი აქვს ირანს და რატომღაც ტრამპს ეგონა, ასეთ ზარალს რომ მიაყენებდა, ირანი კაპიტულანტურ პოლიტიკას აირჩევდა და დათმობდა, წავიდოდა კომპრომისზე, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ამ მასშტაბის ზარალისა, ირანი იქეთ უყენებს პირობებს ამერიკას, ცდილობს, სათავისო დათმობებზე წამოიყვანოს.
ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება დონალდ ტრამპს სჭირდება იმისათვის, რომ ჯერ ერთი, სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს და ახალი რაღაც მოიფიქროს, მეორე მხრივ კი, სამხედრო მარაგები შეივსოს.
რა ჩანს ტრამპის გზავნილებიდან?
ტრამპი ძალიან სპეციფიკური პიროვნებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არავის არ უჯერებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ჭკუით. ეგ ხან გამოსდის ცხოვრებაში, ხან – არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ტრამპი ბოლომდე ცდილობს, ირანი თავის ჭკუაზე გადაიყვანოს, ასე ვთქვათ, მოარჯულოს.
ვასილ ღლონტი
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი არ წამოვა დათმობაზე, ისეთი რაღაცა დაემართება და იმდენად დიდ სამხედრო დარტყმას განვახორციელებთ, ცივილიზაციაც კი შეიძლება გაქრესო. ცხადია, ირანულ ცივილიზაციაზე ჰქონდა ტრამპს საუბარი. ვფიქრობ, თუ ირანმა ამ ორი კვირის განმავლობაში აშშ-ს პირობები არ მიიღო, ირანს ძალიან დიდი პრობლემები ელის. აქ უკვე ამერიკის იმიჯზეა საუბარი.
რა ჩანს ირანის პასუხიდან? ცნობილია, რომ მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, მისი სახელით განცხადებებს სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ირანის 10-პუნქტიან პირობებს რაც გადავხედე, ჩანს, რომ ირანი არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგალითად, პირველ პუნქტად ირანს უწერია: აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩემზე თავდასხმებიო. თუ შენ არ შეასრულე ამერიკის მიერ წაყენებული პირობები, ვინ შეწყვეტს თავდასხმას? ეს ზღაპარია.
მეორე პუნქტი აქვს ასეთი: უნდა შეინარჩუნოთ ჰორმუზის სრუტეზე გავლენაო. შეიძლება, ამერიკა მაგაზე წავიდეს, რადგან ამერიკას ჰორმუზის გასასვლელის დაკეტვით არაფერი არ მოსდის, ამერიკას თავისი ენერგორესურსები აქვს დიდი რაოდენობით… ტრამპმა შეღავათი ინდოეთს, ან რუსეთს იმიტომ დაუწესა, რომ ნავთობი იყიდება ამერიკულ დოლარზე? თუ შენ ვაჭრობა გლობალურად გააჩერე, დოლარი ვეღარ გამყარდება.
ტრამპი ცდილობს, ირანის ხელისუფლება დაითანხმოს თავის პირობებზე, მოახდინოს მისი მაქსიმალური დემილიტარიზაცია, ცდილობს, რამენაირად ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ხელი ააღებინოს, ყოველ შემთხვევაში, ურანის გამდიდრებაზე. შენ ურანს ამდიდრებ იმ დონეზე, რომ ბირთვული იარაღი შექმნა, ეს უკვე პრობლემაა ამერიკისთვის, ისრაელისთვისაც და ჩვენთვისაც. ეს ყველასთვის პრობლემაა. ამ დროს ირანს პირდაპირ უწერია მე-3 პუნქტში ის, რომ ურანის გამდიდრება არ უნდა დაუშალონ.
ჰორმუზის სრუტეზე აღწევენ შეთანხმებას აშშ და ირანი?
რთულია რამე თქვა, როცა საქმე გაქვს ირანსა და ამერიკასთან. აქეთ არის ტრამპი თავისი ხისტი ხასიათით, ასევე, იგი არაკომპრომისულობით არის ცნობილი. მეორე მხარესაა აიათოლების რეჟიმი – ხისტები და ჯიუტები.
იმის თქმა კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ჰორმუზის გასასვლელი, რთულია, თუმცა აქეთკენ მიდის ამ ეტაპზე საქმე.
ისრაელის არმიამ 8 აპრილს გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივებით ირანზე დარტყმები შეწყვიტა, მაგრამ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. რას აჩვენებს ისრაელის ეს პოზიცია?
ირანი ოფიციალურად კი დათანხმდა ორკვირიან ზავს, მაგრამ რეალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვა გრძელდება, მაგალითად, არის რაიონები, რომლებიც ახლაც კი დაიბომბა. ასევე, ირანმა დაბომბა ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია. ირანის მიერ მოცემული სიტყვა ყოველთვის შეიძლება რევიზიას დაექვემდებაროს. ხშირად ხდება, როცა ირანი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს აწერს ხელს და მას არღვევს. ზოგადად ამით არის ირანი გამორჩეული – ეს ქვეყანა ძალიან ძნელად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
რუსეთის მოკავშირეა ამ ნაწილშიც?
რუსეთზე უარესებიც კი არიან. რუსეთი ხომ გადაგდების მოყვარულია, ჟარგონზე რომ ვთქვათ. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გვახსოვს რუსეთის დამოკიდებულება სიტყვის შესრულებაზე. აი, ირანელები რუსებზე უარესი გადამგდებები არიან.
10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, რა იკვეთება?
შეთანხმების პირობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და ასევე მუნირ ასიმმა, რომელიც გენშტაბის უფროსია, განცხადებები გააკეთეს. ესენი არიან შუამავლები და იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება იქნება. სხვათა შორის, თურქეთიც გამოეხმაურა ამ საკითხს.
თურქეთი არის უხერხულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, თურქეთს არ აწყობს ბირთვული იარაღის მქონე ირანი. ბირთვული იარაღის მქონე ირანი ნიშნავს ირანის რეგიონული, ზესახელმწიფოდ ქცევას. ამ დროს თურქეთს აქვს ამბიცია, ისლამურ სამყაროში დომინანტი ქვეყანა იყოს თვითონ. ირანმა თუ ბირთვული იარაღი შექმნა, მაშინ თურქეთი ვეღარ იქნება დომინანტი ქვეყანა – თურქეთს არ აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომაც, თურქეთისთვის ბირთვული იარაღის მქონე ირანი მიუღებელია.
მეორე მხრივ, თურქეთი ძალიან დიდი შიშით და სიფრთხილით უყურებს ამ ომს, რადგანაც შეიძლება, რომ ეს მასზე აისახოს. იგივე ნავთობის გაძვირება თურქეთს არ აწყობს, იქ სასაზღვრო ზოლი აქვს ქურთისტანთან, საიდანაც შეიძლება საფრთხე წარმოიშვას. ფაქტია, რომ თურქეთი ამ რეალობაში ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ გვერდიდან უყურებს მოვლენებს, პერიოდულად განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ვერ ერევა ვერაფრით ჯერჯერობით.
იყო საუბარი, რომ თურქეთმა თითქოს ქურთი ტერორისტები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ამოძრავდნენ, შეავიწროვა და ამით თითქოს ირანს რაღაცით დაეხმარა. ვფიქრობ, თურქეთი იმიტომ კი არ აკეთებს მაგას, რომ ირანი აინტერესებს, უბრალოდ იცავს თავის ტერიტორიებს – არ უნდა, რომ დესტაბილიზაცია მის ტერიტორიაზე გადავიდეს.
რა არის ყველაზე რეალისტური ამ ეტაპზე? თქვენი აზრით, ისევ განიხილება ის, რომ აშშ ირანში შეიძლება სახმელეთო ჯარითაც შევიდეს?
სახმელეთო ოპერაცია რთული გადასაწყვეტია როგორც ამერიკისთვის, ისე ირანისთვის. ეს განსაკუთრებულად დიდი ზარალის მომტანი იქნება. ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში – ამბობენ, რომ ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება.
ამ მოლაპარაკებების ბოლოს დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ტრამპმა. ამერიკა ირანს ბომბავს, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს ამერიკელებში პატრიოტიზმს აძლიერებს, რომ აი, სამხედრო უპირატესობა ჩვენია. ეს ტრამპს რეიტინგს წევს მაღლა, მაგრამ მეორეა, თუ ტრამპი შეიყვანს ჯარს ირანში და იქ ხალხი დაიხოცება, ამ დროს ტრამპის რეიტინგი დაიწევს.
თუ სახმელეთო ოპერაციაზე ტრამპი წავიდა, ვფიქრობ, ამას უფრო სხვა ფორმა ექნება: ტრამპი ეცდება, ირანის ოპოზიცია შეაიარაღოს, ქურთები შეაიარაღოს, ამ დროს თავისი სპეცნაწილები და მედესანტეები მიაშველოს. არ მგონია ძალიან დიდი კონტინგენტი გადაისროლოს ირანში.
რა ხდება ამ დროს ირანის საპროტესტო მოძრაობაში? რა ინფორმაცია გაქვთ?
ირანულ წყაროებს ყოველდღიურად ვკითხულობ ხოლმე, როგორც სახელმწიფო, ისე ოპოზიციურს. სახელმწიფო წყაროები არ აშუქებენ ასეთ თემებს, მაგრამ ოპოზიციურები აშუქებენ და რასაც ვუყურებ, მოსახლეობა წერს სოციალურ ქსელებში სპარსულად: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი არის ლოდინის რეჟიმში. ყველა ელოდება, რა მოხდება ამ მოლაპარაკებებზე, რა მოხდება ომის შემდეგ?
მოსახლეობამ ირანში გაითავისა: შიშველი ხელებით ქუჩაში რომ გავიდნენ, დახოცავენ, იციან, რომ ახლა უარესად ესვრიან, კიდევ უფრო მეტად არ დაინდობენ, რადგან საომარი მდგომარეობაა ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ ყველა სახლებშია ჩაკეტილი და უყურებს მოვლენების განვითარებას. თუ ტრამპმა და ისრაელმა შეძლეს რეჟიმის სამხედრო პოტენციალის იმ დონეზე დასუსტება, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება ხელში აიღოს, ეს იქნება უკვე ძალიან საინტერესო პროცესი.
„გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“ კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული ფორმირებებია. ვიდრე ამ ფორმირებებს წელში არ გადატეხავ, მანამდე რაც არ უნდა ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, შეძლებ ავტომატიანი ადამიანების და შეიარაღებული ადამიანების დამარცხებას? იქნება ძალიან დიდი მსხვერპლი, ამიტომაც ხალხი ჯერჯერობით ამას ერიდება.
რა რესურსს ეფუძნება „გუშაგთა კორპუსი“ და „ბასიჯი“? მათი არაერთი ლიდერი აშშ-მ გაანადგურა.
ეს სამხედრო პოტენციალია, სამხედრო სისტემა. სამხედროებს აქვთ თვითორგანიზაციის დიდი უნარი. ვიდრე ზედა რგოლი ჯერ კიდევ ცოცხალია, ქვედა რგოლი ასე თუ ისე ფუნქციონირებს.
რელიგიური ფანატიზმის როლი როგორია?
რელიგიური ფანატიზმი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ემატება სამხედრო სისტემას. ეს სისტემა არის პრობლემური, ძალადობრივი, მაგრამ ძალიან მყარია და ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში. ვხედავთ, როგორი პრობლემაა ხელისუფლების შეცვლა, რომელიც 13 წელია სათავეშია და წარმოიდგინეთ ძალა, რომელიც 1979 წლიდან მუშაობს, მისი ნეიტრალიზაცია არ არის იოლი, მით უმეტეს, რელიგიური იდეოლოგიის დამუშავების ქვეშ მყოფი სამხედრო სისტემა.
საინტერესო რაღაც გაჟღერდა დღეს: ტრამპმა განაცხადა, შეგვიძლია, ირანელ ხალხს დანგრეული შენობების რეკონსტრუქციაში შევუწყოთ ხელიო. მე თუ მკითხავთ, ეს ირანისათვის მისაღებია, მაგრამ სანამ აი, ეს პუნქტები იქნება, რაც ახლა გვაქვს ჩამოწერილი მხარეების მიერ, ვერ ვხედავ მოლაპარაკების მიღწევის საშუალებას.
ვნახოთ, რა მოხდება მოლაპარაკებებზე. ჯერ ერთი, ერთმანეთს კბილებს მოუსინჯავენ მაინც. იგივე ჟენევის ფორმატი რომ ავიღოთ ქართველებსა და რუსებს შორის, ვიცით, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წამოვლენ, მაგრამ მაინც გვიწევს დიალოგი, ხომ? საერთაშორისო სამართალში არის ასეთი პრაქტიკა, როცა იცი, რომ ტყუილად მიდიხარ მოლაპარაკებებში, მაგრამ უნდა წახვიდე. ასეთი სიტუაციაა ახლაც. დაისვენებენ ორი კვირა და ესაა.
2 კვირის შემდეგ ელოდებით ომის ახალ ეტაპს?
ამ მოლაპარაკებებში გამოჩნდება პლუსები და მინუსები, სპეციფიკა. აქედან გამომდინარე გადაეწყობა ეს პროცესი, სტრატეგიას გადააწყობენ.
ჩემი აზრით, ამერიკა და ისრაელიც შეეცდება, ირანის სარაკეტო პოტენციალი კიდევ უფრო დაასუსტოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა დიდი დარტყმები მიიღო და იქ ბევრი სტრატეგიული ობიექტი განადგურდა, ირანი მაინც ახერხებს რაკეტების გაშვებას. ირანის სარაკეტო პოტენციალი ჯერჯერობით ისევ მოქმედებს. ირანს ეს ბუნკერები ისეთ მთებში აქვს განთავსებული, რომ ფაქტობრივად გადამალულია.
ამერიკის და ისრაელის სამხედრო პოტენციალს გაცილებით მაღლა დავაყენებდი. ნახეთ, რა ხდება: ამერიკა და ისრაელი იმდენად ფილიგრანულად მუშაობენ, რომ „გუშაგთა კორპუსის“ და თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის მაღალჩინოსნებს ზუსტი დამიზნებით ანადგურებენ, ხომ? ირანი კი ბომბავს ისრაელს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ერთი ებრაელი ან ამერიკელი გენერალი გინახავთ, რომ მოეკლას ირანს?
უპირველესად, კლასით სჯობს ამერიკა და ისრაელი ირანს, აი, ეგ იკვეთება. ირანი ნახევრად უკვე დამარცხებულია, თუ ჩვენ სამხედრო კუთხით შევხედავთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. თუმცა „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმამ“ უნივერსიტეტები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ პირველ მაისამდე ანუ ფაქტობრივად ერთ თვეში უნდა მოასწრონ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამების სამწლიანად გადაკეთება, ხოლო მაგისტრატურის ორწლიანი პროგრამები პირველ ივლისამდე უნდა გადაკეთდეს ერთწლიანად.
რატომ დუმს ამ პროცესში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რას მისცემს სტუდენტებს ერთ თვეში შემცირებულ-გადაკეთებული სასწავლო პროგრამები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებულ პროფესორს, ქეთი ცოტნიაშვილს ესაუბრა.
ქალბატონო ქეთი, როგორც ვიცით, „რეფორმამდე“ უნივერსიტეტები თვეობით მუშაობდნენ ახალ პროგრამაზე, შემდეგ კი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მსჯელობდა პროგრამის ხარისხზე და ისე ანიჭებდა აკრედიტაციას. რა მოხდება ახლა, როცა ფაქტობრივად ერთ თვეში უწევთ უნივერსიტეტებს პროგრამების თავიდან დაწერა?
დიახ, პრობლემა ძალიან კრიტიკულია, რადგან პირველ მაისამდე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გადაკეთდეს. სავარაუდოდ, უკვე არსებულ პროგრამებს მოაკლდება მაინორის კრედიტები და ასევე, თავისუფალი არჩევითი საგნები, ამაზეა გათვლა.
თუმცა ყველა პროგრამა ასეთი მარტივი გადასაკეთებელი არ არის – სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამას სხვადასხვანაირი განაწილება აქვს კრედიტების. ამიტომ ასეთ მჭიდრო ვადებში პროგრამების გადაკეთება მნიშვნელოვნად აზიანებს ხარისხს. გამოდის, აბიტურიენტებმა ისე უნდა შემოხაზონ ახლა პროგრამები, რომ არც კი ვიცით რას როგორ გადააკეთებენ უნივერსიტეტები და როგორ გადამოწმდება მათი ხარისხი – მექანიზმები ხარისხის ცენტრის მიერ ფორმალიზებული არ არის. იმდენად მოკლე დროა დარჩენილი ხარისხის ცენტრისთვისაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯეროვნად შეძლონ შემოკლებული პროგრამების ხარისხის შეფასება.
ქეთი ცოტნიაშვილი
პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტები ჩაირიცხებიან ისეთ პროგრამებზე, რომელთა ხარისხიც როგორაა გადამოწმებული, არ ეცოდინება არავის. ახლა, როცა უკვე უნდა აირჩიონ პროგრამები, მათ ისიც კი არ იციან, რომელი პროგრამა რამდენწლიანია. წინა წლებში აბიტურიენტების ცნობარში ეს მითითებული იყო. მაგალითად, დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამა 5-წლიანი ანუ 300-კრედიტიანი იყო, ზოგიერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 180 კრედიტი (3 წელი), პროგრამების უმრავლესობა კი 240 კრედიტი (ანუ 4 წელი) და ასე შემდეგ.
არც სამინისტროს აქვს სადმე მითითებული კრედიტების რაოდენობა, როცა წლებს ამცირებდნენ, კრედიტებზე არ დაფიქრდნენ?
სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელშიც მოცემულია გარკვეული პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა დარჩეს 240 კრედიტზე, თუმცა პროგრამების უმრავლესობა იქნება 180-კრედიტიანი. აბიტურიენტები ამის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, რადგან ისინი სამინისტროს ბრძანებებს არ ეცნობიან.
მაგალითად, ინჟინერია და, ძირითადად, STEM-ის მიმართულების პროგრამები ისევ ოთხწლიანი იქნება. ასევე, კონსერვატორიის რამდენიმე სამუსიკო პროგრამა. მაგრამ, როგორ შეირჩა ეს პროგრამები, რომელი უნდა დარჩეს და რომელი არა 240-კრედიტიანი, ეს არ ვიცით – დარგობრივ საბჭოებთან, ექსპერტებთან, აკადემიურ პერსონალთან ეს განხილული არ ყოფილა.
მაგალითად, ფსიქოლოგიის პროგრამა ვერ მოხვდა იმ გამონაკლისებში, რომელსაც უნარჩუნდებოდა 240 და 120 კრედიტი სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურზე. თუმცა შემდეგ თსუ-მ, პროფესორ მარინა ჩიტაშვილის ინიციატივით, მიმართა სამინისტროს და აუხსნეს, რომ ეს იყო სერიოზული დარღვევა, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური სტანდარტის და მერე შეცვალა სამინისტრომ ბრძანება.
გამოდის, ინდივიდუალურად უნდა არკვიონ პროგრამის ხელმძღვანელებმა სამინისტროსთან?
ასე გამოდის. ინდივიდუალურად მიმართვის საფუძველზე რაღაცები იცვლება. თუმცა, იმდენად დაულაგებელია ეს პროცესი, რომ ვინ მიმართავს, ვის დათანხმდებიან და ვის არა, ესეც გაურკვეველია.
თქვენ რა პროგრამაზეც ასწავლით ილიაუნში, ისიც შეამცირეს?
მე ვარ განათლების მიმართულებაზე, ოღონდ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ვასწავლი სტუდენტებს. სადოქტორო საფეხურთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი, სამაგისტრო პროგრამებზე ასევე გვეუბნებიან, რომ ორწლიანი პროგრამები უნდა გადავაკეთოთ ერთწლიანად. ახლა გვაქვს სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც 2009 წელს შეიქმნა კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCLA) თანამშრომლობით. ეს იყო ამ მიმართულების პირველი პროგრამა საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა. ყოველ წელს 40 სტუდენტს ვიღებდით. ახლა კი 5 სტუდენტის მიღების უფლება მოგვცეს მხოლოდ. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს პროგრამაც უნდა გადავაკეთოთ.
დაწყებითის მასწავლებლის პროგრამა საერთოდ გააუქმეს და წელს ამ პროგრამაზე ვერავინ ჩაირიცხება.
თუ UCLA-ს სტანდარტებით არის შემუშავებული თქვენი პროგრამა, რა დაემართება კრედიტების შემცირების შემდეგ? თუ მოიშლება ეს ხარისხი, იქნება კი ისევ მოთხოვნადი? როგორ ფიქრობთ?
ამ პროგრამის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ სტუდენტები იკვლევენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებულ პრაქტიკას, სწავლობენ ცვლილების მართვას კვლევაზე დაფუძნებით და ამის ერთ წელში ჩატევა შეუძლებელია. ასეთი უხეში ჩარევა ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ბაკალავრიატს რაც შეეხება, ამ პროგრამებს მოაკლებენ არჩევით საგნებს და მაინორის კომპონენტს.
რას ამბობს ხარისხის ეროვნული ცენტრი, განხილვის რომელიმე ეტაპზე თუ ისაუბრა ამ რისკებზე?
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სანდოობის თვალსაზრისით კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან ქვეყნის განათლების სისტემა უნდა იყოს თავსებადი განათლების ევროპულ სისტემასთან. რაც პროცესების გამჭვირვალობას, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებას, ხარისხის მართვის პროცესებში აკადემიური საზოგადოების ჩართულობას და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს.
ამ პროცესებით კი საერთოდ გაუგებარია, როგორ ამოწმებს ამ პროგრამებს ხარისხის ცენტრი. ირღვევა სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესები. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ უწყების სანდოობა EQAR-ში წევრობის დაკარგვის გამო.
თუ ქვეყანაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ სანდოობა დაბალია, საფრთხე შეექმნება საქართველოში მიღებული განათლების რეპუტაციას. შესაბამისად, აღიარებას.
დღეს ევროპაში ჩვენს კვალიფიკაციას იმიტომ აღიარებენ მარტივად, რომ ისინი ენდობიან ბოლონიის წევრი ქვეყნების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს. ახლა, ამ დაჩქარებული, გაუაზრებელი და ქაოსური პროცესებით, ხარისხი, რა თქმა უნდა, ვერ დადასტურდება.
ეს დაჩქარებული ტემპები ნიშნავს იმას, რომ ფორსმაჟორში გადაკეთებული პროგრამები მიიღებენ აკრედიტაციას? და თუ არა, მაშინ რა მოხდება?
სავარაუდოდ, ყველას შეუნარჩუნებენ აკრედიტაციას ამ ეტაპზე. თუმცა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სადაც უნდათ, იმ პროგრამებს შესაძლოა არ მისცენ. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, როცა აკრედიტაცია ენიჭება პროგრამას, იქ უნივერსიტეტი ასაბუთებს, რამდენი სტუდენტის მიღების რესურსი აქვს უნივერსიტეტს კონკრეტულ პროგრამაზე. ახლანდელი ცენტრალიზებული რეფორმის შედეგად კი ეს პროცესი მოიშალა. თუ, მაგალითად, თსუ 700 სტუდენტს იღებდა ბიზნესის პროგრამაზე, წელს 1700 სტუდენტით განუსაზღვრეს კვოტა, საიდან გადაამოწმეს ამ უნივერსიტეტის რესურსი ამ კვოტების მინიჭების დროს?
2028-2029 წლისთვის აბიტურიენტების გაორმაგებული რაოდენობა გვეყოლება და რა მოხდება მაშინ?
რასაც განათლების სამინისტრო იტყვის, იმას მოარგებს თავის პროცედურებს ხარისხის ეროვნული ცენტრიც და საერთოდ აღარ აინტერესებთ ხარისხი ასეთი პროცესების პირობებში.
არის თუ არა ეს სტუდენტის მოტყუება? როცა ვეღარც გრანტს იღებს, რომ სასურველ უნივერსიტეტში წავიდეს და ვეღარც ისეთ დიპლომს, რომელსაც დასავლეთში ან სხვა ქვეყნებში ექნება სანდოობა?
კი, ზიანდება სტუდენტი.
სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა ევროპაში, მაგრამ აქ როგორ მიდის ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა, ეს არის საკითხავი. ერთწლიანი მაგისტრატურა ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ევროპის ძირითადი მოდელი არის 3+2, გამონაკლისი მიმართულებების გარდა.
არსებობს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც, თუმცა ესენი პროფესიული განვითარებისთვისაა და მთავარი მოთხოვნა ამ პროგრამაზე ჩასარიცხად, წინარე სამუშაო გამოცდილებაა იმისთვის, რომ კონკრეტულ პროფესიაში აიმაღლო კვალიფიკაცია.
ის, რომ სამწლიანი ბაკალავრიატის შემდეგ პირდაპირ ერთწლიან მაგისტრატურაზე ჩააბარებ, ასეთ დიპლომს არანაირი ღირებულება არ ექნება.
რას აპირებენ უნივერსიტეტები, გაუმკლავდებიან ამ პრობლემებს?
განხილვები მიდის და ხარისხის ცენტრთანაც იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ბევრ საკითხზე ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხი არ აქვს. მაგალითად, ახლა ილიას უნივერსიტეტში დატოვეს მასწავლებლის პროგრამები სხვადასხვა საგანში – ისტორიის მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი. ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, პროგრამების გავლის შემდეგ შეეძლება თუ არა ბაკალავრს მიიღოს ისტორიის ბაკალავრის დიპლომიც და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციაც.
მარტო პედაგოგიურ ჩარჩოში უნდათ, რომ ჩაკეტონ უნივერსიტეტი? ამ კითხვაზეც არ გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ სადმე ეწეროს.
როცა პრობლემა და პრეტენზია გვაქვს და არ მოგვწონს მასწავლებლების კვალიფიკაცია, ეს შემოკლებული პროგრამები ხომ კიდევ უფრო გააუარესებს ამას.
არჩევითი საგნების და მაინორი პროგრამების გაუქმებით რა აკლდებათ სტუდენტებს?
მაინორი ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, სწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, შეგიძლია მაინორ პროგრამად აირჩიო საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ ორის კომბინირებით, გაიფართოო დასაქმების არეალი. ახლა კი მაინორის და თავისუფალი კრედიტების ამოღება მოუწევთ უნივერსიტეტებს.
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.
„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.”
ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, – აცხადებს გოჩა კამკია.
გოჩა კამკია
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა – უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ოფიციალური მონაცემია. მათი ასაკი, დაახლოებით, 25-დან 45 წლამდე მერყეობს.ევროკავშირის მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ ფრთხილები არიან და დიდხანს ფიქრობენ.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ასაკობრივ კატეგორიასთან, როდესაც ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, მომავალზე ორიენტირებულია და საკუთარ პერსპექტივაში ახდენს ინვესტირებას. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.
შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, – აღნიშნავს გოჩა კამკიამ.
სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა.
დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია და აჯარიმებს კიდეც სექსმუშაკებს პროსტიტუციისთვის.
მაშინ, როცა ეს სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში, საიას მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე „ბათუმელებს“ სექსმუშაკებმა უშუალოდ უთხრეს, რომ ამ ჩანაწერის გამო მათ პოლიციელები აჯარიმებენ, უფასო სექსს აიძულებენ, ან პოლიციასთან თანამშრომლობას.
ამ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა 2019 წელს გაიმართა. გადაწყვეტილება კი, 2026 წელს მიიღეს მოსამართლეებმა: მანანა კობახიძემ [სხდომის თავმჯდომარე], გიორგი მოდებაძემ. კოლეგიის კიდევ ერთმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა და კოლეგიას არ დაეთანხმა. მოსამართლის განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
რა ეწერა სარჩელში?
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან პირს შორის, მათ შორის იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს კერძო სივრცეში, მესამე პირის მონაწილეობისა და ფართო სექსინდრუსტიასთან კავშირის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ მიმართულ საშუალებას.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შესაძლოა, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური, ან ძალადობა გამოიწვიოს. ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, სექსუალური მომსახურების მიმღების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები.
აღნიშნულის აღსაკვეთად, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება, როგორიცაა შესაბამისი პირებისთვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება, თუმცა მოსარჩელის შეფასებით, სადავო რეგულირება არათუ არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ამ მიზნის მიღწევას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას.
„სადავო ნორმა, შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექს-მუშაკი, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები და სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსმუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას.
შესაბამისად, საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები პირების დასჯა. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად, შეუძლებელია ასეთმა ქმედებამ საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – ეწერა სარჩელში.
ამ საქმის განხილვის დროს მოსარჩელის იურისტს მოსამართლეებისთვის უთქვამს, რომ „პროსტიტუცია მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივიზაციას, თუმცა აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც ახდენს სხეულის ობიექტივიზაციას და არა ადამიანს, რომლის სხეულის ობიექტივიზაციაც ხდება.“
ეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრაქტიკაა, სადაც პროსტიტუცია ასევე მიჩნეულია სამართალდარღვევად, თუმცა პოლიცია აჯარიმებს მას, ვინც სექსუალური მომსახურებაში ფულს იხდის.
ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევდა პროსტიტუციის აკრძალვას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
„სექსმუშაკები ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, სწორედ მაშინ, როდესაც ახორციელებენ სადავო ნორმით აკრძალულ ქმედებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა და დაწესებული სანქცია, აიძულებს სექსმუშაკებს, დამალონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა, სამართალდამცავ ორგანოებში არ განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული ცემის, წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები.
სექსმუშაკებმა საგამოძიებო ორგანოებს რომ მიმართონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მათ მოუწევთ იმ საქმიანობის დასახელება, რაც სადავო ნორმით იკრძალება. ეს გარემოება გამოიწვევს სოციალურად განსაკუთრებით შეჭირვებული სექსმუშაკთა დაჯარიმებას, ძალადობის ჩამდენი პირის დასჯასთან ერთად.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით სექსმუშაკებს უწევთ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახმაურებისაგან თავის შეკავება და მუდმივი ძალადობის ატმოსფეროში ცხოვრების გაგრძელება.
ამით სადავო ნორმა სხვადასხვა მიზნის – მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის – მისაღწევად სექსმუშაკებს აქცევს სამართლის შიშველ ობიექტად, აიძულებს რა მათ გაჩუმდნენ ძალადობის აშკარა ფაქტების მიმართ.
სადავო ნორმა, პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აგდებს დაუცველ მდგომარეობაში ადამიანების იმ კლასს, რომელიც ყველაზე ხშირად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
სადავო ნორმის გამო ადამიანები იძულებული ხდებიან, არ განაცხადონ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების თაობაზე. პროსტიტუციის ადმინისტრაციული დასჯადობით, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს უკანასკნელი, კანონმდებელი განაიარაღებს, დაუცველს ტოვებს მსხვერპლს მოძალადის წინაშე.
ამით, გარდა იმისა, რომ ადამიანი იქცევა მიზნის მიღწევის შიშველ საშუალებად, სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებას, შექმნას ყველა პირობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.
სადავო ნორმა იწვევს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სიჩუმეს, მსხვერპლის სიჩუმე იწვევს მოძალადის დაუსჯელობას, მოძალადის დაუსჯელობა კი იწვევს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გაგრძელებას,“ – ეწერა სარჩელში.
სარჩელში მოსამართლეებმა ნახეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ღია საზოგადოება საქართველოს“ 2018 წელს გამოცემული კვლევის მონაცემებიც. კვლევის ფარგლებში 2016 წელს გამოიკითხეს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მყოფი 26 სექსმუშაკი ქალი.
„თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მცხოვრებმა სექსმუშაკებმა აღნიშნეს, რომ ისინი, ან მათი ნაცნობი სექსმუშაკები, რეგულარულად განიცდიან პოლიციის მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ძალადობასა და იძულებას. უკიდურესად პრობლემურად აღინიშნა პოლიციელების მიერ სექსმუშაკთა იძულება ანაზღაურების გარეშე სექსუალური მომსახურების გაწევაზე.
ვინაიდან აღნიშნულზე უარის შემთხვევაში სექსმუშაკების მიმართ პოლიცია იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას და შევიწროებას, სექსმუშაკები იძულებული არიან სექსუალურ მომსახურებაზე დათანხმდნენ. სექსმუშაკების იძულება სექსუალურ მომსახურებაზე უმეტესწილად მაშინ ხდება, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან,“ – აღნიშნული იყო კვლევაში.
რა პოზიცია დააფიქსირა მოპასუხემ, ანუ პარლამენტმა?
მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების წევრებში არსებული აღქმის თანახმადაც, პროსტიტუციას ახორციელებს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი და არა მისი მიმღები.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრებიან პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართული ადამიანები. ამასთან, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი მხარის: სექსმუშაკისა და მომსახურების მიმღების არსებობა.
იმავდროულად, შესაძლოა, ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით, არამედ იგი გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას. მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის ადგილას, ასევე არასაჯარო ადგილას, როგორიცაა, მაგალითად, კაფე-ბარი ან სასტუმრო.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან.
მოპასუხემ მიუთითა, რომ კანონმდებლობა, ერთდროულად, ებრძვის და ითვალისწინებს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს.
„მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფომ მოახდინა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების გრადაცია, მათთვის დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე. სექსმუშაკის მიერ სექსუალური მომსახურების გაწევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო პროსტიტუციაში პირის ჩაბმასა და პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, მოპასუხე განმარტავს, რომ პროსტიტუცია და მისი ხელშეწყობა, ზოგადად, დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით.
მოპასუხე მხარე სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების, ზნეობისა და მორალის, ისე ჯანმრთელობის დაცვას,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რა თქვა საკონსტიტუციომ?
ზნეობასა და მორალზე ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლო:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, იმსჯელებს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაშია ღირსების უფლებასთან.
თავის მხრივ, პროსტიტუციის განხორციელების დაშვება გამოიწვევს სხეულით სექსუალური მომსახურების გაწევის, როგორც მისაღები ქცევის დამკვიდრებას, რაც ლახავს იმ საზოგადოებრივ ღირებულებას, რომელიც ადამიანის ღირსების პატივისცემას ეფუძნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული საქმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის, როგორც ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობას, სწორედ ამ არგუმენტაციის ჭრილში შეაფასებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ უფლებაში ჩარევას. აღნიშნული ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა, შესაძლოა საჯარო პოლიტიკაშიც სათანადო გამოხატვას პოვებდეს.
თუმცა, ამავე დროს, ზნეობასა და მორალზე აპელირება არ შეიძლება იქცეს იმგვარი ჩარევის დამოუკიდებელ საფუძვლად, რომელიც პიროვნებისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას შეზღუდავს, პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებადია სწორედ საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ, მათ შორის, სხვებისათვის რეალური და სერიოზული საფრთხის მიყენების მიზნებზე აპელირებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძე დაინიშნა, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა 31 დასაქმებულს.
გათავისუფლებული პირების შესახებ „ბათუმელებმა“ 25 მარტს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. ბაღის ადმინისტრაციამ მონაცემები მოგვაწოდა და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა.
ბაღის დირექტორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი 24 შემთხვევაში თავად დასაქმებულები იყვნენ.
„აღნიშნული შემთხვევებიდან 7 დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, სამსახურებრივი შეუთავსებლობის გარემოებასთან.
7 დასაქმებულს კი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა დისციპლინური წარმოების შედეგად ისეთი საფუძვლებით, როგორებიცაა სამუშაო ადგილზე სისტემატური, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან ორგანიზაციის შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევა,“ – მოგვწერა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ.
რატომ გადაწყვიტა 17-მა თანამშრომელმა წასვლა, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ბაღის ადმინისტრაციისგან.
მათ ასევე ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი განყოფილებიდან გაუშვეს თანამშრომლები, თუმცა არც ეს დეტალები დაგვიზუსტეს ბაღის ადმინისტრაციაში და მოგვწერეს, რომ „ზემოაღნიშნული პირები, მათი ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, განაწილებულნი იყვნენ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში“.
ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელი „ბათუმელებს“ მარტში დაუკავშირდა, რომლებიც მიგვიყვნენ, რომ მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში ახალი დირექტორი დაინიშნა, მებაღეების და სხვა დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
თანამშრომლები ასევე საუბრობდნენ ახალი დირექტორის მხრიდან უხეშ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
ერთ-ერთმა მეფუტკრემ უსაუბრა ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზეც.
თუმცა, მაშინ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა „ბათუმელებთან“ უარყო თანამშრომლების მიმართ უხეში დამოკიდებულება და არც სამსახურიდან ვინმეს დათხოვნა დაადასტურა.
„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ – განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა.
კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან არ მუშაობს.
ასევე, რკინიგზას დაემატება თბილისი-ახალციხის რეისი, რომელიც 2009 წლიდან არ მუშაობდა.
„აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეისყიდიან 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს.
„დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.
„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- განაცხადა კობახიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10 და 11 აპრილს მოსალოდნელია უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.
სასმელი წყალი, ლუდი და სხვა სასმელები პლასტმასის ბოთლებით ისევ გაიყიდება. „ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.
დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან ჰქონდა კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის:
„ამ კონსულტაციების შემდეგ 4 წლით გადაიდო პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტის და ბაზარზე განთავსების რეგუალციის ამოქმედება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
ირაკლი კობახიძის თქმით, პლასტმასის ბოთლების მინით ჩანაცვლების რეგულაცია გადავადდა 2031 წლის პორველ თებერვლამდე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია.
ამასთან, 2026 წლის 1-ლი აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს პლასტმასის ჭიქების, პლასტმასის კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის სახელმწიფო შესყიდვა ეკრძალებათ. შეეხება თუ არა ამ რეგულაციას გადავადება ჯერ უცნობია.
2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე უნდა აკრძალულიყო საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, თუმცა მთავრობის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე ეს აკრძალვაც გაუქმდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 306 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 846 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 24 368 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 39 625 ერთეული [+63]
MLRS – 1 723 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 341 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 225 301 ერთეული [+1 960]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 88 103 ერთეული [+241]
სპეცტექნიკა – 4 117 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩანაცვლების პროცესი აჭარაში ჯერ არ დასრულებულა – ისევ აქტიურ ფაზაშია.
ახალი ხალხი თითქმის ყველა უწყებაში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძველი თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაუშვეს.
ოფიციალური უწყებების მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარებს.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ უწყებებს, სადაც თანამდებობის პირები უკვე ჩაანაცვლეს.
თორნიკე რიჟვაძის ხალხი
2025 წლის 4 აპრილის დილას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ“.
2025 წლის 4 აპრილის საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
სულხან თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს.
თამაზაშვილთან ერთად მაშინ დაასანქცირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური.
სულხან თამაზაშვილის აჭარაში გადმოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ის თავის კადრებს მოიყვანდა ყველა საკვანძო თანამდებობაზე.
საკადრო ცვლილებების პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც სულხან თამაზაშვილის აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, თინა ზოიძე იყო.
თამაზაშვილის დანიშვნიდან მალევე, 2025 წლის 13 მაისს, თანამდებობიდან გადადგა ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი.
ხოლო მეორე დღეს, 14 მაისს, თანამდებობა დატოვა ქობულეთის არჩეულმა მერმა ლევან ზოიძემ.
ორივე მათგანი აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის წევრი იყო და ორივეს კარიერული დაწინაურება თორნიკე რიჟვაძის სახელს უკავშირდებოდა.
თანამდებობიდან გაუშვეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც, თუმცა სისტემაში დატოვეს, მთავრობის აპარატში სპეციალური შტატი შეუქმნეს და დაასაქმეს.
თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც.
ჯერჯერობით ბოლო ცვლილება დავით გაბაიძეს შეეხო. სადავო არჩევნებით არჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიმდინარე წლის 30 მარტს გადადგა.
ის ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და „უკვე დრო იყო“ წასვლის.
გარდა ამ სახელებისა, თანამდებობების დატოვება ან ჩამოქვეითება მოუწია ათობით საჯარო მოხელეს, ვინც ირიბად ან პირდაპირ იყო დაკავშირებული თორნიკე რიჟვაძესთან.
ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე, არჩილ ჩიქოვანი, ლევან ზოიძე, თინა ზოიძე, დავით გაბაიძე და ჯაბა ფუტკარაძე
ვინ ჩაანაცვლა ე.წ. რიჟვაძის ხალხი
სულხან თამაზაშვილი წარმოშობით ქობულეთიდანაა.
გასული წლის 4 აპრილს ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს.
მისი მოსვლიდან ერთ თვეში გადადგა ორი ქალაქის მერი – ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი და ქობულეთის არჩეული მერი ლევან ზოიძე.
კანონის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
თუმცა პრაქტიკაში სულხან თამაზაშვილის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება არ ხორციელდება.
თამაზაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძეა.
ის აჭარაში სულხან თამაზაშვილთან ერთად ჩამოვიდა.
2025 წლის 13 აპრილს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძის კადრმა, თინა ზოიძემ თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით, გიორგი ცინცაძე მერობის კანდიდატად დაასახელეს. ის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმელ ამომრჩეველთა 27 %-მა მერად აირჩია.
გიორგი ცინცაძე სულხან თამაზაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს დენის სალუქვაძე, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატიდან გადმოიყვანეს.
ის გიორგი ცინცაძესთანაც მეგობრობს.
ფოტოზე: სულხან თამაზაშვილი, გიორგი ცინცაძე, დენის სალუქვაძე, ცოტნე ანანიძე და ირაკლი ცეცხლაძე
დენის სალუქვაძის მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს მისი ცოლი, მარიამ ხაზარაძე.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, ინვენტარის, მომსახურება და კონსულტირება.
მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია ჩაატარა.
რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან 35 საჯარო მოხელე გაუშვეს. მათგან 24 საჯარო მოხელე ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერი იყო.
ამავდროულად მერიის ყველა მნიშვნელოვან სამსახურში განხორციელდა ცვლილება.
მაგალითად, შეიცვალა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობაზე არჩილ გირკელიძე დანიშნეს.
ბათუმის ურბანული განვითარება სწორედ მთავარი არქიტექტორის ხელშია.
ბათუმის მერიაში ასევე შეცვალეს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ბოლო ცვლილება აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა.
დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა და ის ცოტნე ანანიძემ ჩაანაცვლა.
„ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც აშშ გვთავაზობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ივანიშვილის შუშის სასახლეში ალიევის სტუმრობაზე ვესაუბრეთ.
გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ტრამპი ალიევს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს, აშშ-ს ინტერესები კი, რეგიონში მზარდია.
„ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს…“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. მას ამ შეხვედრის ყველაზე რეზონანსულ მომენტზეც ვკითხეთ: ალიევი და ივანიშვილი წინ მოდიან, უკან მოჰყვება ირაკლი კობახიძე…
„გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო… ამ სცენის მერე როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს?
ან რა სტატუსით მასპინძლობდა ბიძინა ივანიშვილი ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ? ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.
ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილი-ალიევის შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა?
ჩემთვის, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო რჩება ალიევის ვიზიტის მიზანი – ის საკითხები, რომლებიც განხილული იყო ივანიშვილთან შეხვედრის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არავინ არ მოგვცემს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, მათ შორის იმას, რომ სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების ზონა გახდა.
მოგეხსენებათ, ტრამპს არ უყვარს სუსტები – მას უყვარს ძლიერები. ტრამპი ალიევს ამ რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ალიევი სწორედ მომავალი პროექტების განსახილველად ჩამოვიდა, რაც უკავშირდება ე.წ. TRIPP-ს და ასე შემდეგ: საქართველო რამდენად არის მზად, რომ აღმოჩნდეს შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული ინტერესების კონტექსტში?
ბევრი რამ ვნახეთ ამ შეხვედრაზე. პირადად მაქვს ასეთი განცდა, შეიძლება ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ უკვე მერამდენედ მიჩნდება შეგრძნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ უყვარს თავისი ხალხი: ყოველ ჯერზე, როდესაც ის ამცირებს ხოლმე უკიდურესი ფორმით იმ ადამიანებს, ვისაც თვითონვე დაარქმევს ხოლმე პრემიერ-მინისტრის სახელს, ეს სწორედ ამას ნიშნავს – ივანიშვილი დასცინის ქართველ ხალხს.
ლელა ჯეჯელავა
გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო და თან ამის გამო გვსჯის კიდეც პერიოდულად, ხომ? აი, როგორ შეიძლება ამ სცენის მერე ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს? აქ კობახიძის პატივისცემაზე არ არის ლაპარაკი, იმ ხალხის პატივისცემაზეა, ვისგანაც პრემიერ-მინისტრის დაძახებას დაჟინებით ითხოვს.
ივანიშვილი უკვე მერამდენედ აჩვენებს, რომ კობახიძე არავინ არ არის. კობახიძე, რომელიც ისტერიულად ითხოვს ლეგიტიმაციას ჩვენგან, იმასაც ვერ ახერხებს, ივანიშვილის გვერდით დადგეს და უკან აჩრდილივით არ მიჰყვებოდეს.
დარღვეული იყო პროტოკოლი – მაგალითად, ალიევს მინისტრები წარუდგინა ივანიშვილმა, რომელიც არც ერთ თანამდებობაზე არ არის და არა ირაკლი კობახიძემ.
ეს სრული აცდენაა პროტოკოლისა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა სტატუსით უმასპინძლა ბიძინა ივანიშვილმა ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ?
ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან.
რა გზავნილი იყო ეს ივანიშვილისგან?
ივანიშვილი გვაჩვენებს ქართველებს იმას, რომ ჩვენ ვართ უფლებააყრილი ადამიანები.
ის არ იძლევა საშუალებას უკვე მერამდენედ, რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. ის ხალხის არჩევანს ატრიალებს თავის სასარგებლოდ.
გვეუბნება, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც დანიშნავს ქართველი ხალხის მწყემსად. ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე რეალობა და უკიდურესი შეურაცხყოფა.
ივანიშვილი მანამდე არ შეხვედრია თბილისში ჩამოსულ ფაშინიანს, ასევე „ოცნების“ მოკავშირე ორბანს. ივანიშვილი ალიევამდე შეხვდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ალ ნაჰაიანს. ჩანს, რომ ივანიშვილი ისევ უფრო ფინანსური ინტერესის შესაბამისად მოქმედებს?
რასაკვირველია ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გვთავაზობს აშშ, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?
ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ახლა საქართველოს საკითხს ააქტიურებს. ერთია, ირანში მიმდინარე პროცესები. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა მდგომარეობა იქნება ირანში – შეიძლება, საკომუნიკაციო მარშრუტები გადალაგდეს სრულად. ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთის დერეფანი ყველაზე უფრო რენტაბელური და საინტერესოა.
ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში, რომელსაც ახლა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფა შეუძლია, საქართველო ინტერესის ობიექტია.
მიგაჩნიათ, რომ აშშ და ტრამპი არ განიხილავს ახალ კონფიგურაციას კავკასიაში საქართველოს გარეშე?
არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო დატოვონ თამაშგარე, მაგრამ ეს არ არის მომგებიანი. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მომგებიანია ამერიკისთვის ივანიშვილის ხელისუფლების, როგორც დილემის მოშორება, ვიდრე პრობლემების საქართველოს გარეშე გადაწყვეტა.
მაგრამ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ცდილობს, მოკლას დემოკრატია. ამ ვითარებაში რას შეიძლება ველოდოთ ლოგიკურად?
ის, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას კლავს, ტრამპის ადმინისტრაციისთვის არ არის ნომერ პირველი პრობლემა – მოგვწონს თუ არა, ეს ასეა.
თუმცა ბიძინა ივანიშვილი რომ არის სერიოზული პარტნიორი რუსეთ-ჩინეთ-ირანის, ეს არის ამერიკელებისთვის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ისინი ივანიშვილს არც ერთ შემთხვევაში არ გაუტარებენ.
ალიევის თბილისში ვიზიტამდე საქართველომ გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ეს მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. ეს რაში დასჭირდა ივანიშვილს, თქვენი აზრით?
ეს იყო საშინელი მუხანათობა, ამას სხვა სახელი არ ეძებნება. ეს მაგონებს ფეოდალურ ეპოქას, როდესაც სტუმრად მისულ ფეოდალს მეორე უკეთებს ამ ტიპის საჩუქარს მონის სახით. ეს იყო ძალიან მდაბიო ჟესტი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ.
შეიძლება, ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თავად ივანიშვილი და ჩათვალა უბრალოდ, რომ ასიამოვნა იმით ალიევს – ადამიანი, რომელიც ალიევის მიერ დევნილი იყო ქვეყნიდან, გადასცა მას და ახლა ალიევს თავად შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
დავით გარეჯი არ უხსენებიათ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს. 2020 წელს „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი ეს იყო: „დავით გარეჯი საქართველოა“…
დავით გარეჯის საკითხი დასრულდა 2020 წელს, როდესაც „ოცნებამ“ ეს საკითხი აქცია შიდაპოლიტიკური სპეკულირების თემად. ამით აზერბაიჯანს სერიოზული სიურპრიზი მოუწყვეს. მანამდე დავით გარეჯი არ იყო შეტანილი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და შეიტანეს, გზა მიიყვანეს და ტურისტულ მარშრუტში ჩასვეს, დააყენეს მესაზღვრეები იქ, სადაც არ უნდა იდგნენ… პრაქტიკულად, 2020 წელს გარეჯი აზერბაიჯანს რეალურად დაუკანონეს ყოველგვარი პოლიტიკური განხილვის გარეშე.
ეს საკითხი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური განხილვის თემა ორ სახელმწიფოს შორის და უნდა მოეძებნათ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის იქნებოდა მისაღები. ეს შანსი მოსპეს „ქოცებმა“ გარეჯის საარჩევნო საკითხად გადაქცევით.
აზერბაიჯანთან საზღვარი არ გვაქვს ბოლომდე დელიმიტირებული და დადგენილი. როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულდება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, ეს პროცესი ორივე სახელმწიფოს დააყენებს დღის წესრიგში, ჩვენთან დაიწყოს ამ საკითხის განხილვა. აი, მაშინ ვნახავთ ყველა, რას ნიშნავდა 2020 წლის „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული დავით გარეჯის ეს უზნეო ოპერაცია. იქ მოვიმკით მაგის შედეგებს.
როგორ ლიდერად ჩამოყალიბდა ამასობაში ალიევი?
ალიევი ძლიერი პოლიტიკური ლიდერია. მას ასე განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკა დღეს, რომ ის არის რეგიონული მასშტაბის ლიდერი. გარკვეულწილად შეერთებულ შტატებს აქვს ასევე მცდელობა, ალიევის ფიგურით ერდოღანის დაბალანსებისა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ის იძენს უფრო დიდ მასშტაბს, ვიდრე, დავუშვათ, მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო მმართველი.
ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს.
აზერბაიჯანში დემოკრატიის ისეთი მოთხოვნა არ არის და არც ყოფილა არასდროს, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ ორი განსხვავებული ქვეყანა ვართ, ორი განსხვავებული კულტურით, განსხვავებული ცხოვრების და, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები დემოკრატიაზე და აზერბაიჯანელი მოსახლეობისა ერთმანეთისაგან განსხვავდება.
დიახ, არ არის ალიევი დემოკრატი ლიდერი, ის არ მოსწონს ყველას ქვეყანაში და საკმაოდ ხისტია მისი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, მაგრამ ალიევი არის გამარჯვებული ლიდერი, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობა დაუბრუნა სახელმწიფოს.
ბუნებრივია, ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მისდამი დამოკიდებულებას სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს.
ჩვენ სად ვართ ამ დროს?
ჩვენ არა ვართ, უბრალოდ.
ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო ასეთი, თუ შეიძლება ვიტყვი რუსულად: „ნიჟე ტრავი, ტიშე ვადი“, დღევანდელ რეალობაში აბსოლუტურად შეუსაბამოა. კიდევ ერთხელ ვამბობ: სუსტები არავის მოსწონს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში. დღეს ყველა ცდილობს იყოს ძლიერი ლიდერი, ძლიერი პოზიციებით და ძლიერი მოთხოვნებით საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურების ფორმირებისას ერთადერთი ჩვენ ვართ, ვინც არავისგან არაფერს არ ვითხოვთ და არაფრის მიღებას არ ვცდილობთ.
ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებს – ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. 500 დღე კი არა, მეტიც რომ იყოს საჭირო, უნდა ვიყოთ პროტესტში. მთავარია, ამ პროტესტს ჰქონდეს შედეგი.
ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს.
სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა.
ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს გადაუხდიან.
„მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა,“ – წერს ბათუმის მერია.
„აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ გოგოლის ქ. #11ბ-ში მდებარე 16 081 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა.
ხელშეკრულება გაფორმებულია ორი თვის ვადით [2026 წლის 10 თებერვლიდან 10 აპრილის ჩათვლით]. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა სავარაუდოდ გაგრძელდება 2 თვის ვადით, რისთვისაც საჭიროა 186 930ლარი,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებში.
სააგენტოს მერიამ მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვისთვის მიმართა.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის ქ. №11] დაცვის მომსახურების განხორციელების მიზნით, დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა,“ – წერია ბათუმის მერის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანებაში.
თუმცა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობები – ანუ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული 7 კორპუსი, საჯარო რეესტრის მიხედვით ჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებად დარეგისტრირებული არ არის.
ბათუმის საკუთრებად რეესტრში მხოლოდ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მასზე მდებარე შენობები არ არის მითითებული. შენობები არც ოზთურქის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის 2026 წლის 13 იანვრის ამონაწერით, ქ. ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. №11-ში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსები დგას, გალიფ ოზთურქის საკუთრებაში იყო.
2026 წლის 20 იანვრის ამონაწერით იგივე ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
2026 წლის 6 თებერვლის ბოლო ამონაწერით კი, აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია.
მიწის ნაკვეთი [მონიშნულია წითელი ფერით] და მასზე მდებარე 7 კორპუსი ბათუმში, გოგოლის 11 ნომერში / ინფორმაციისთვის: ბათუმში გოგოლის ქუჩის ამ ნაწილს 2025 წელს გიორგი ცაბაძის სახელი დაარქვეს
რა ხდება
უძრავი ქონება [7 კორპუსი] ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სახელმწიფომ ჩამოართვა. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.
რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შესახლდა ოზთურქზეჩამორთმეულ კორპუსებში. ეს მოქალაქეები ამბობდნენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციებიც გამართეს.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან აქციაზე დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
მოქალაქეებმა კი განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.
სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების დეკლარაცია შესაბამის პორტალზე არ იძებნება. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსების ქონებრივი დეკლარაციები ისევ ხელმისაწვდომია, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის.
„პუბლიკასთან“ საუბარში სუს-მა ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციების საჯაროობის ვალდებულებას პარადოქსული უწოდა. მათ ახსენეს საერთაშორისო პრაქტიკაც და ის, რომ სუს-ის უფროსის დეკლარაციების ფარულობას დააკანონებენ კიდეც.
მდინარაძის გაუმჭვირვალე დეკლარაციების საკითხს ყოფილი პარლამენტარი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში თეონა აქუბარდია გამოეხმაურა.
თეონა აქუბარდია
როდესაც კანონის უზენაესობა სავალდებულოა და კანონის დაცვა ევალება ყველას, რატომ ჩათვალა მამუკა მდინარაძემ, რომ მისი სახლის ან ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო უნდა იყოს? – თეონა აქუბარდიას „ბათუმელები“ დაუკავშირდა და ამ საკითხის შეფასება სთხოვა.
ქალბატონო თეონა, როგორც ვიცით, კანონი ჯერ არ შეუცვლიათ და ამის მიუხედავად, მაინც წაიშალა სისტემიდან მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები. რამდენად მისაღებია თუნდაც ის, რომ მისი დეპუტატობის დროინდელი დეკლარაციებიც კი დახურეს?
არ უნდა წაშლილიყო ეს ინფორმაცია – ისედაც უამრავ გვერდზეა გადატანილი და შეუძლებელია ამ დეკლარაციების გაქრობა. დეპუტატობა არანაირ კავშირში არ არის ამასთან და მაინც რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს? რატომ არის ეს უსაფრთხოებისთვის გამოწვევა, ამის არგუმენტია საჭირო.
თუ დაამტკიცებენ, რომ ეს უსაფრთხოებისთვის საჭიროა, მაშინ კანონში წერია, რომ სუს-ის უფროსი პირდაპირ არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. ამ შემთხვევაში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტისთვის მისი დეკლარაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ გააკონტროლონ, ისე როგორც სუს-ის უწყება მთლიანად.
დასავლეთის პრაქტიკაზე რომ საუბრობენ, აშშ-ს გულისხმობენ?
დიახ, ამერიკაში არის ასეო. სიმართლე გითხრათ, არ მიძებნია კონკრეტული ქვეყნების სამართლებრივი ანალიზი, ეს მათი ვალდებულებაა, თუმცა კორუფციის მკვლევარი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობდა, რომ რიგ ქვეყნებში არის ასე. მაგრამ სადაც საჯარო არ არის დეკლარაცია, იქ პარლამენტი აკონტროლებს ან შესაბამისი სამსახური. თანაც ყველაფრის ასე კოპირება არ შეიძლება. უნდა გაითვალისწინო კონტექსტი.
საქართველოში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ციხეშია კორუფციის ბრალდებით და თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ციხეშია – ეს ნიშნავს, რომ კორუფციის მაღალი რისკები არსებობს.
გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა სუს-ს და დღეს ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით ზის, დეკლარაციის საჯაროობას მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ფული აეღო, როგორც ამას ბრალდება ამბობს. ამიტომ ეს ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული.
კატასტროფული მდგომარეობაა კორუფციის მხრივ. აგერ თურმე უფასო სასადილოებიდან ბიუჯეტის 3 მილიონი ლარი იყო შეჭმული, ყველაზე უპოვარ ადამიანებსაც კი ჰპარავდნენ ფულს და რატომ არ უნდა იყოს საჯარო მდინარაძის დეკლარაცია?
სახელმწიფო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სუს-ის უფროსის დეკლარაციის საჯაროობის საფრთხე კარგად უნდა იყოს განმარტებული და არა მხოლოდ თითის გაშვერა დასავლეთისკენ, რომ თურმე იქ არის ასე.
დასავლური დემოკრატიების მაგალითები თუ უნდათ, მაშინ უშიშროების საბჭო რატომ გააუქმეს, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და დაზვერვის სამსახური რატომ შეუერთეს სუს-ს. აშშ-იც დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურები ცალკეა.
რადგან კანონი არ შეცვლილა, გამოდის, მდინარაძე დეკლარაციების გაუჩინარებით არსებულ კანონს არღვევს?
მე რომ არ შემევსო დეკლარაცია, 1000 ლარით დამაჯარიმებდნენ. რატომ არ არის კანონის ეს ვალდებულება გამოყენებული მდინარაძესთან მიმართებაში? თუ 2 აპრილს უწევდა დეკლარაციის შევსება, მაშინ ჯერ ემსჯელათ, შეეცვალათ კანონი და ისე წაეშალათ დეკლარაციები. ახლა კი, მდინარაძის რწმენის შესაბამისად მოხდა დეკლარაციების წაშლა და არა კანონის.
მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე იყო ვითომ „გამჭვირვალობის“ კანონის ავტორი (რომელსაც სამართლიანად შევარქვით „რუსული კანონი“) და ჩვენი ევროპული კურსის განვითარების საწინააღმდეგო მხარეს იდგა.
მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის დეკლარაციის საკითხში რატომ არის დასავლური პრაქტიკა მიმზიდველი და არა მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებით მოშალეს და დააზიანეს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია და გამარჯვებულს დროებით სარგებლობაში გადაეცემა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
აუქციონის ბიჯი 43 800 ლარია.
თანხა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა.
აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება უფლება, სახელი დაარქვას ბათუმის საფეხბურთო სტადიონს და შედეგად, განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდებაც.
პირობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულის მიერ სტადიონისათვის შერჩეული ახალი სახელი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენას“. ხოლო საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესლბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს. ასევე აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების [მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.] ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება.
აქამდე ბათუმის სტადიონს ოფიციალურად „აჭარაბეთ არენა“ ერქვა და 2021 წლის 23 ივლისს იყო გაცემული ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიაზე.
ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ივლისის ბოლოს ეწურება.
სწორედ ამიტომ გამოაცხადეს ახალი ელექტრონული აუქციონი, რომელიც 2026 წლის 16 აპრილს, დღის 3 საათზე დასრულდება.
აუქციონის შედეგების გათვალისწინებით გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება ძალაში შევა არაუადრეს 2026 წლის 23 ივლისისა და მოქმედი იქნება 5 წლის განმავლობაში.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 305 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 841 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 24 364 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 39 562 ერთეული [+65]
MLRS – 1 722 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 340 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 223 341 ერთეული [+1 945]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 862 ერთეული [+248]
სპეცტექნიკა – 4 115 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
პირველი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის წესი შეიცვალა. ამ ცვლილების მიხედვით, ზრდასრული ადამიანი ყოველ მე-14 დღეს უნდა გამოცხადდეს დისპანსერში ახალი რეცეპტის ასაღებად. ეს რეგიონში მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
„ვინც ცხოვრობს რეგიონებში, თუნდაც პატარა ქალაქებში ან ისეთ ქალაქებში, სადაც არ არის ავტორიზებული აფთიაქები და დისპანსერი, თვეში ორჯერ მოუწევთ შორს, სხვა ქალაქში წასვლა იმისათვის, რომ ახალი რეცეპტი აიღონ.
ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებს ბევრი ადამიანი, რაც გამოიწვევს უარის თქმას მედიკამენტების მიღებაზე“, – ამბობს „ბათუმელებთან ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარე და შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი ოლგა კალინა.
ის იხსენებს ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც ყაზბეგიდან მცხეთაში უწევს ჩასვლა მედიკამენტის ასაღებად.
„წარმოიდგინეთ, რომ ერთის ნაცვლად ახლა ორჯერ უნდა ჩამოვიდეს ამხელა მანძილზე ეს ადამიანი, რაც ძალიან დამღლელი პროცესია მისთვის.
ახლახან ვესაუბრე ერთ ქალს სტაციონარში, რომელიც ამბობდა, რომ მე კი არ ვარ წინააღმდეგი, რომ წამალი მივიღო, უბრალოდ დამიმთავრდა მედიკამენტები და ვეღარ მოვახერხე დროულად აღებაო. არ არის ახლოს დისპანსერი და თუ თვეში ერთხელ წასვლას და აღებას ვერ ახერხებს ადამიანი, ის თვეში ორჯერ როგორ მოახერხებს?
მაგალითად, ქვემო ქართლის რაიონში ვინც ცხოვრობს, იმათ ძირითადად რუსთავში უწევთ ჩამოსვლა წამლების ასაღებად და უფრო შორი მანძილის გავლაც უწევს ზოგიერთს.
ეს არ არის ადვილი პროცესი. პაციენტები ვერ ახერხებდნენ დროულად აღებას, შემდეგ იწურებოდა წამლის მარაგები და, ფაქტობრივად, ადამიანების ჯანმრთელობა უარესდებოდა, რის გამოც ხვდებოდნენ შემდეგ სტაციონარში“, – ამბობს ოლგა კალინა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა პენსია 250 ლარია და ისედაც ვერ სწვდება მათ საჭიროებებს, ამას დაემატა მგზავრობის ხარჯიც.
ბევრ სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და არც მიკროავტობუსი, რაც დამატებითი ბარიერია ბევრი პაციენტისთვის.
„ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს დისპროპორციული შრომა, რადგან თუ ამ ბარიერების გამო წამლის მიღებაზე უარს იტყვიან ადამიანები, ეს იქნება წყალში ჩაყრილი შრომა.
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნაწილი მუშაობს და არ სცალიათ, მაშინ მინდობილობა უნდა გააფორმონ სხვა პირზე და ესეც პრობლემაა. ვინც მარტო ცხოვრობს, მათთვის კიდევ უფრო რთულია შორ მანძილზე წასვლა და მედიკამენტის აღება.
მანძილის გარდა, წამლის ასაღებად მისულ პაციენტს მოუწევს რიგში დგომა.
გარდა ამისა, ექიმის შრომაც გაორმაგდება, რადგან ვისაც ქრონიკული მდგომარეობა გვაქვს და წლების მანძილზე ვიღებთ მედიკამენტებს, არ გვჭირდება ასე ხშირად ექიმთან ვიზიტი, ახლა კი ექიმმა დამატებითი დრო უნდა დახარჯოს და ეს დრო უნდა მოაკლოს სხვა, ახალ პაციენტებს, რომლებსაც უფრო მეტი გამოკვლევა და დაკვირვება სჭირდებათ.
ფაქტობრივად, ფსიქიატრებს მოუწევთ ორჯერ მეტი დატვირთვით მუშაობა, ვიდრე ახლა მუშაობენ. ეს არ არის სამართლიანი“, – ამბობს ოლგა.
მას ვკითხეთ, ამ ცვლილების შეტანამდე თუ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია და თუ მოისმინეს რაიმე ხელშესახები არგუმენტი მათი მხრიდან, თუ რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამ ტიპის ცვლილებები?
ოლგა კალინას თქმით, მათ მხოლოდ ერთი ვერსია მოისმინეს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პროცესს.
მიზეზი არის კონტროლი წამლებზეო. ბევრი ექიმი გადაჭარბებულ დოზებს აძლევდა, ზოგს არ ჰქონდა ლიცენზია და ისე გასცემდნენო. გამოდის, სახელმწიფო პაციენტს ჩაგრავს იმის გამო, რომ ექიმს ვერ აკონტროლებს.
როგორც ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების შემთხვევაში, ასეთ დროსაც საჭიროა რეაგირება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განხილვა და არა მთლიანად სისტემის აყირავება. პაციენტებს რომ შეუქმნან ასეთი საფრთხე და ბარიერები წამლის მისაღებად.
მასობრივად დავისჯებით ყველანი, ვინც დისპანსერებში მივდივართ წამლების მისაღებად. პაციენტების მდგომარეობას საერთოდ არ ითვალისწინებენ. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენთვის ძალიან ადვილია გასვლა და რიგებში დგომა ან ერთი ქალაქიდან მეორეში სიარული წამლისთვის.
ხშირ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს უნარი წავიდეს ასე შორ მანძილზე. იკარგება, აქვს ყურადღების, მეხსიერების პრობლემები, ან მძიმე დეპრესია აქვს და ისედაც უჭირს სახლიდან გასვლა. როგორ ფიქრობენ, ადვილი იქნება ამ ადამიანებისთვის ორჯერ გამოსვლა წამლის ასაღებად? არც ფსიქიატრების აზრი გაითვალისწინეს და არც პაციენტების. ბოლო დროს, ყველა კანონს ხომ კონსულტაციების გარეშე იღებენ და ყველანაირი უკუკავშირი მოშლილია“, – ამბობს ოლგა კალინა.
მისი თქმით, ამ პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არსებობს – ძველ სისტემაზე დაბრუნება.
„ისედაც ბევრი რამ გააკეთეს, რაც გვიუარესებს მდგომარეობას. მაგალითად ის, რომ პირველი ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს აუკრძალეს ფსიქოტროპული წამლების შემოტანა და მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებს შეუძლიათ. ამის გამო, რამდენიმე წამალზე დეფიციტი შეიქმნა. ცალკე ბადრაგირებაში 200 ლარი უნდა დაიხარჯოს და ამის გამო წამლის ფასიც ეზრდებათ.
ხომ შეეძლოთ ამის კონტროლი, ვთქვათ, პერიოდულად ექიმის საქმიანობის, ჩანაწერების მონიტორინგით? მაგრამ ეს გზა აირჩიეს და ყველას გაგვირთულეს საქმე.
მივიღეთ გაორმაგებული შრომა ფსიქიატრების და ზედმეტი თავის ტკივილი პაციენტებისთვის. ბევრი ადამიანი წამლის გარეშე დარჩება და ამის გამო გაუმწვავდება მდგომარეობა. სტაციონარები კი ისედაც გადავსებულია და არ არის საკმარისი ადგილები“, – ამბობს ოლგა კალინა.
An oligarch Bidzina Ivanishvili — the honorary chairman of the Georgian Dream party, former Prime Minister of Georgia, and widely regarded as the country’s informal ruler — hosted Azerbaijani President Ilham Aliyev at his business center.
The meeting also included government delegations.
The party published a video of the meeting with the original sound replaced by music.
🟥An oligarch, Bidzina Ivanishvili – the honorary chairman of the Georgian Dream party, former Prime Minister of #Georgia, and widely regarded as the country’s informal ruler – hosted Azerbaijani President Ilham Aliyev at his business center.
— ბათუმელები • Batumelebi.ge (@Batumelebi_ge) April 6, 2026
According to Georgian Dream, Ivanishvili thanked Aliyev for his productive visit to Georgia and noted that the friendly relations between Georgia and Azerbaijan are at their highest level, bringing mutual benefit to both countries.
“The party’s honorary chairman emphasized the importance of the deep and comprehensive economic ties between the two countries, as well as the potential for fully utilizing the transit corridor.
He noted that close partnership ultimately serves the national interests of both Georgia and Azerbaijan equally.
Ivanishvili also thanked Aliyev for supporting a peaceful and stable environment in the South Caucasus, stressing that in a setting marked by security challenges, it is vital for the political leadership of both countries to make every effort to preserve peace and economic development,” the statement released by Georgian Dream said.
According to the party, the meeting also covered close cooperation in the energy sector and joint transport and energy projects implemented by Georgia and Azerbaijan.
The Baku–Tbilisi–Kars railway was highlighted as playing a key role in ensuring regional connectivity. ‘Ivanishvili noted that Georgia remains open to Azerbaijani investment, which has continued to grow actively in recent years.’
ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს.
ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს. გენგეგმით ცენტრალურ შესასვლელში არსებულ შადრევნებზე ლითონის ხიდებიც უნდა დაიშალოს, თუმცა, არც ეს ხიდები დაუშლიათ.
აუზი ბულვარში, სადაც ქორწინების სახლი იდგა
ბულვარის შესასვლელში ქორწინების სახლის შენობა, როგორც ბულვარის გენგეგმით შეუსაბამო, 2026 წლის 25 თებერვალს დაანგრიეს:
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
„მიმდინარე წლის თებერვლის თვეში განხორციელდა ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში არსებული იუსტიციის სახლის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა განთავსებული იყო მართკუთხედის ფორმის წყლის აუზში.
შენობის დემონტაჟის განხორციელების შემდეგ ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აუზის რეაბილიტაციაზე.
რეაბილიტაციის სამუშაოები მოიცავს აუზის შიდა ზედაპირებზე ფილების დემონტაჟს, აუზის ძირის გარკვეულ ნაწილზე ბეტონის ფილის მოწყობას, აუზის მთლიან შიდა ზედაპირზე წყალგაუმტარი იზოლაციის მოწყობას და შემდგომ ფილებით მოპირკეთებას.
სამუშაოები აგრეთვე ითვალისწინებს მარტივი ტიპის შადრევნის მოწყობას, რაც ვიზუალურად და განლაგებით ანალოგიური იქნება ამავე ტერიტორიაზე არსებული სხვა შადრევნების.
აუზის სავარაუდო ფართობი შეადგენს 480 კვადრატულ მეტრს.“
სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, ეტაპობრივად 60 დღეში უნდა შესრულდეს. წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.
რა წერია ბულვარის გენგეგმაში
„ცენტრალური შესასვლელი… ბათუმის ბულვარის ისტორიის მანძილზე, აღნიშნული სივრცე და ცენტრალური შესასვლელი სხვადასხვაგვარად იყო გადაწყვეტილი. დროთა განმავლობაში და პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე იგი განიცდიდა სახეცვლილებებს.
სხვადასხვა პერიოდში, ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო ყვავილების თარგი, შადრევანი, ძეგლი და ა.შ. უკანასკნელ ასეთ ჩარევას წარმოადგენს ქორწინების სახლის შენობა.
ცენტრალური შესასვლელის აქცენტირებისთვის და იმ მიზნით, რომ იგი გახდეს საინტერესო ადგილი ბულვარის ვიზიტორებისთვის, დაგეგმილია იმ პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად განთავსებულია ქორწინების სახლი.
შემოთავაზებულია აუზის მაგივრად ამ სივრცის გახსნა ქვედა დონეზე, სადაც მოეწყობა ღია შიდა სივრცე და რომელში მოხვედრაც ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მხრიდან კიბეების და პანდუსების მეშვეობით.
ქვედა დონეზე წარმოიქმნება ერთგვარი შიდა მოედანი, რომელიც შეიძენს ღია საექსპოზიციო და საგამოფენო სივრცის ფუნქციას. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აქ ბულვარის ისტორიის ფოტო-მუზეუმის მოწყობა და ეს სივრცე მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ასევე საგამოფენო ფართობს წარმოადგენს, დაუკავშირდება ბულვარში ათწლეულების განმავლობაში არსებულ ფოტო ჯიხურს.
ამ ფოტო ჯიხურს გრძელი ისტორია გააჩნია, ბათუმელებისთვის მოგონებებთან არის დაკავშირებული და მისი ამ სახით გარდაქმნა ამ ისტორიის გაგრძელება და შენარჩუნება იქნება ახალი ფუნქციითა და სიცოცხლით.
ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელის ამგვარი გადაწყვეტა, ხსნის უფრო მეტ სივრცეს ვიზიტორებისთვის ბულვარში მოხვედრისთანავე. ამავდროულად, ბულვარის იძენს ახალ საჯარო ფუნქციას, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნახველს მოიზიდავს. საგამოფენო სივრცე თავისი კულტურული დანიშნულებით შესაძლებლობას იძლევა აქ განთავსდეს პერმანენტული ან დროებითი ექსპოზიციები, რაც ფუნქციურად გაამდიდრებს ბულვარს.
შესასვლელში მოწყობილი ასეთი ქვედა დონეზე გახსნილი სივრცე შეიტანს სიახლეს არა მარტო ბულვარში, არამედ ქალაქის ამ ნაწილში და ახალ ღირსშესანიშნაობად იქცევა მთელი ბათუმისთვის.
ამგვარად ასევე გადაწყდება ის საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ბულვარის შესასვლელი და რა უნდა განთავსდეს იქ. შემოთავაზებული გადაწყვეტა წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას საზოგადოებრივი სივრცეების და მოედნების მიმართ. ამ ადგილის ასეთი გარდაქმნა თავისი არსით არის დემოკრატიული და ხსნის უფრო მეტ საჯარო სივრცეს. იგი აღარ ტოვებს მომავალში ამ ადგილის პოლიტიკური ამინდის მიხედვით მუდმივი ცვლილების
შესაძლებლობას.“
ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმით [ანუ გენგეგმით], რომელიც ბათუმის საკრებულომ 2022 წლის 22 აგვისტოს დაამტკიცა, ბათუმის ბულვარისთვის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე შადრევნებზე დადგმული ლითონის ხიდებიც შეუსაბამოა და გენგეგმაზე მომუშავე სპეციალისტების რეკომენდაციით, ისინი უნდა მოიხსნას.
ბათუმის ბულვარის გენგეგმიდან
„ასევე უნდა მოიხსნას შუა, გრძელ შადრევნის აუზზე მოწყობილი ლითონის ხიდები, რომლებიც აგრეთვე არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს მთავარ შესასვლელ ღერძს.
იმისათვის, რომ მთავარ შესასვლელში არაფერი ხერგავდეს სივრცეს და ხედს ზღვის მიმართულებით, შემოთავაზებულია ორი მხარის დასაკავშირებლად ხიდების მაგივრად წყლის ზედაპირიდან ოდნავ ამოშვერილი ქვის საფეხურების მოწყობა“, – წერია ბულვარის გენგეგმაში.
ბათუმის ბულვარში დაწყებული ნგრევის პარალელურად, ქალაქის საკრებულომ ბულვარის გენგეგმაში ცვლილებების შეტანაც ისე დაიწყო, არც საზოგადოებას და არც გენგეგმაზე მომუშავე, თუ სხვა სპეციალისტებსაც არაფერს ეკითხება. საკრებულოში დასამტკიცებელ პროექტებს კი, როგორც წესი, მერია ამზადებს.
ბათუმის მერის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, ისინი „მჭიდრო კოორდინაციაში არიან აჭარის მთავრობასთან“.
„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.
ქუთაისში რუსეთ – საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებში ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო.
ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო.
სოციალურ ქსელში მემორიალის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.
6 აპრილის საღამოს მემორიალიდან წარწერა მოხსნეს.
ასე გამოიყურებოდა მემორიალი 6 აპრილის დილასმოქალაქეთა პროტესტის შემდეგ წარწერა ჩამოხსნეს
„რას ნიშნავს 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი? სად აწერია წელი და სად აწერია ვისთან გვქონდა ომი ან რას ნიშნავს უბრალოდ თარიღი 8 აგვისტო. მეომრები დაიღუპნენ მანამდეც და 8 აგვისტოს შემდეგაც.
თუ ეს მორიგი მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ომს დაარქვან კონკრეტული სახელი – 8 აგვისტო, რაც პირდაპირ, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან რუსეთი ამბობს, რომ ქართველებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს 8 აგვისტოს,“- ამბობს ქუთაისში მცხოვრები მიშა მუმლაძე.
მან ახალი მემორიალის ამსახველი ვიდეო ფეისბუქში გამოაქვეყნა და მისი დიზაინი შინაარსის გამო გააკრიტიკა.
მიშა მუმლაძეს „ბათუმელებიც“ ესაუბრა. მისი თქმით, მემორიალის ამ ფორმით გაკეთება აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა.
„სინამდვილეში, რუსეთი აწყობდა პროვოკაციებს და მან ბევრად ადრე დაიწყო ომი. საერთოდაც, რუსეთმა საქართველოში ომი 1801 წელს დაიწყო კახეთის ანექსიით,“-ამბობს მიშა მუმლაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად დღეს, 6 აპრილს, სხვა მოქალაქეებიც შეიკრიბონ მემორიალთან.
„ძველ ვერსიაზე 8 აგვისტო არ ეწერა, ახალ ვერსიაზე გაჩნდა და სწორედ ეს აჩენს ეჭვს. მე არსად მსმენია, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი.
გარდა ამისა, ხომ უნდა ეწეროს, ვინ გვებრძოდა ამ ომში? რომელ წელს მოხდა ეს ომი?
მომავალმა თაობამ ხომ უნდა ნახოს ეს მემორიალი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს დეტალები მემორიალზე ეწეროს,“- გვითხრა მიშა მუმლაძემ.
მემორიალის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ 164 000-ლარიანი ტენდერი 2025 წლის 7 ივლისს გამოაცხადა.
ხელშეკრულება ამავე თანხაზე შპს „სანი 2020“-სთან გააფორმა.
მემორიალის სრულად განახლდების გარდა, ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო სკვერი, გამწვანება და განათება.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული მემორიალის წინ ჯარისკაცის და ქალის სკულპტურაც უნდა დამატებულიყო.
მემორიალის ესკიზი.
ასე გამოიყურება მემორიალის ძველი ვერსია, სადაც აგვისტოს ომის თარიღად „8 აგვისტო“ არსად არ არის ნახსენები.
მემორიალის ძველი ვერსია, განახლებამდე.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ქუთაისის მერიის პრესამსახურს და ჰკითხა, თუ ვისთან შეთანხმდა მემორიალზე განსათავსებელი წარწერის შინაარსი? რატომ არ არის ნახსენები „რუსეთ-საქართველოს ომი“ და ომის დაწყების წელი და თარიღი?
ქუთაისის მერიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მათ კომენტარს აქვე შემოგთავაზებთ.
2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
Azerbaijani President Ilham Aliyev and his wife, Mehriban Aliyeva, arrived in Georgia today, on April 6.
The Georgian government confirmed the visit only today, despite reports about Aliyev’s trip having circulated unofficially as early as yesterday.
According to official information, Ilham Aliyev is scheduled to meet with Irakli Kobakhidze and Mikheil Kavelashvili. His program also includes visits to the memorials of the Heroes and Heydar Aliyev, where he will lay flowers.
Photo: Foreign Ministry of Georgia; 06/April/2026
In parallel with the official visit, it became known that Azerbaijani journalist Afgan Sadygov was detained by police in Baku after being deported there on April 5 by Georgian authorities, despite a ruling by the European Court of Human Rights prohibiting Georgia from extraditing him to Azerbaijan due to threats to his safety.
“According to the most recent information, my husband, Afgan Sadygov, has been detained by the police, and I do not know exactly where he has been taken,” Sadygov’s wife, Sevinj Sadygova, reported.
Sevinj Sadygova is currently in Europe with their children. Afghan had also wanted to go there, but was unable to do so due to the legal and bureaucratic obstacles he faced.
UPDATE: Soon after the information was published, lawyers of Afgan Sadygov informed the public that he was released. However, details about the grounds for his detention and where he was held for several hours remained unknown.
Later, Tamta Mikeladze, head of the Social Justice Center, which represents his interests, stated that they contacted the journalist and Afgan Sadygov was not formally detained. As Mikeladze reported, the police took him to a station without explaining the grounds on the spot, which led his relatives to believe that he had been detained.
“Afghan Sadygov has been released by the Azerbaijani police. We spoke to the journalist just now, and he says he was on the street when he realized he was being followed. Officers then approached him and told him he was wanted and had to accompany them to the police station. At the scene, they did not explain the reason for taking him in, which gave both him and his relative the impression that he had been detained.
At the station, it turned out that he was still listed as wanted in connection with an old case, so procedures were carried out to remove him from the list and conduct the necessary checks. After about 40 minutes, he was released from the police station.
The journalist is now at home, but even this episode clearly shows the reality of vulnerability and fear in which he lives in Baku,” Mikeladze wrote.
Afgan Sadygov’s Deportation from Georgia
Before before Aliyev’s visit, the Georgian Dream detained, tried, and deported to Azerbaijan Afgan Sadygov, an Azerbaijani political prisoner and journalist, in Tbilisi.
At a late-night hearing held on April 4–5 at the Tbilisi City Court, Judge Tornike Kochkiani ordered the administrative expulsion of journalist Afgan Sadygov to Azerbaijan over a Facebook post.
Sadygov’s lawyers had suspected from the outset that the authorities were planning such a move. Their suspicion was based on the fact that a few days earlier, the criminal prosecution against Sadygov in Azerbaijan had been unexpectedly suspended. This gave the Georgian side formal grounds for deportation. However, there are concerns that once Sadygov is returned to Azerbaijan, criminal proceedings against him will be immediately resumed.
“Wherever there is a dictatorship, police officers are ready to sell and trample everything for a salary and a police uniform and they do it with love, dedication, and pride.”
According to the Georgian Ministry of Internal Affairs, proceedings against Sadygov were initiated under Article 173 of the Code of Administrative Offences, and the court found him liable, “specifically for insulting a police officer on social media. He was fined 2,000 GEL, expelled from Georgia, and banned from re-entering the country for a period of three years”. The ministry’s statement also referred to administrative penalties previously imposed on him in connection with his participation in protests in Tbilisi.
“Afgan Sadygov was detained on April 4 by officers of the Tbilisi Police Department in order to present him before the court and ensure the timely consideration of the case.
We remind the public that Afgan Sadygov has been identified 62 times for various types of administrative offences, including violations of the rules on assemblies and demonstrations, for which he has already served administrative detention twice.”
According to Tamta Mikeladze, head of the Social Justice Center, the post served merely as a pretext for Sadygov’s detention and deportation. The organization is representing Sadygov.
As it emerged, the court rejected all motions filed by Sadygov’s defense. Among them, it refused to admit a ruling by the European Court of Human Rights, which prohibits Georgia from transferring Sadygov to Azerbaijan. The court also rejected a request for voluntary departure. Sadygov had been willing to leave Georgia on his own, but not for Azerbaijan — instead seeking to travel to a safe third country where his wife and children already reside.
“The court made the decision to expel Afgan Sadygov to Azerbaijan at 4 a.m. [April 5, 2026] Judge Tornike Kochkian did not grant any of our motions. He did not even attach the binding decision of the European Court. The court ignored the fact that Sadygov’s wife and children have political asylum in Europe, and that a relevant country could receive him. Accordingly, we argued that he should have been allowed to leave the country voluntarily, and the court should have given him that opportunity. We were ready to submit the necessary documents in the shortest possible time to both the court and the Migration Department. For all this time, it was precisely the Georgian Dream authorities who had prevented Sadygov from leaving Georgia, which had made it formally impossible for him to initiate asylum procedures earlier.
[…]
I have not seen such a level of undermining of the rule of law and the Convention framework in any case in recent years. This is a catastrophe. It is a deliberate special operation against this individual. Consider the sequence:
On April 1, Azerbaijan suspended criminal prosecution against him and informed Georgia. On April 2, Sadygov was notified.
On April 3, the court lifted his bail and movement restrictions. On April 4, he was detained and within hours transferred to Azerbaijan. Everything was pre-planned and organized by two authoritarian regimes,” Mikeladze said.
On April 4, at around 23:00, Azerbaijani journalist Afgan Sadygov was detained by police at his apartment in Tbilisi. Footage from a surveillance camera showing police arriving at the residence was released by his wife, Sevinj Sadygova.
According to her, the police attempted to break down the door, but Sadygov opened it himself. “After opening the door, the Afgan was violently taken away without showing any valid reason,” wrote Sadygova.
On April 5, Tamta Mikeladze reported that he was in Baku and free, though “Now he is alone, plunged into complete uncertainty, doubt, and obscurity, and has no idea what the regime will do in a few weeks or months — what kind of case they will fabricate against him or how they will punish him.”
Azerbaijani Media Shifts Tone: From Criticism to Praise of Georgia in Baku–Tbilisi Coverage
Notably, Baku, which just a few months ago stood out for issuing ultimatums and publishing sharply critical articles about Tbilisi through its state-controlled media, is now striking a conciliatory tone.
A few months earlier, in December 2025, several pro-government Azerbaijani media outlets accused the Georgian authorities of pursuing policies against peace in relation to transit tariffs with Armenia and publicized the “details of a conflict” between Baku and Tbilisi. They also reported on prolonged delays of Azerbaijani trailers at Georgian customs, warning that Baku “would not leave unanswered” what it described as the undignified treatment of its citizens, allegedly expressed through rudeness and irony by Georgian customs officers.
In recent days, however, the government-affiliated news portal Trend.az has been publishing articles highlighting successful economic cooperation between Azerbaijan and Georgia.
“While disputes over the redistribution of global trade routes continue, Azerbaijan and Georgia are doing what others only talk about — they are turning their geographic location into real revenue and influence. These countries are no longer just partners in the Middle Corridor — they have become the backbone of this route,” the Azerbaijani state outlet Trend.az writes in an article titled “The Baku–Tbilisi Axis: A Quiet Transit Revolution in the South Caucasus.”
The same article notes that in recent months, Baku and Tbilisi have been actively cooperating — holding meetings, forums, and signing agreements. Georgia has also joined the International Association “Eurasian Transport Route.”
ბათუმში მოზარდმა კაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი 32 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
ამ საქმეზე სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა.
CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში – წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა.
ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა.
თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია – ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.
ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) – იგივე, კიბერ სიჯანსაღე.
სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში – მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული.
უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი – შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.
ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია – მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელსაც ჯარში წასვლა უწევს და ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფება, ვალდებულია ქვეყანაში დაბრუნდეს და გამწვევ კომისიას მიმართოს.
საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა.
ცვლილებები დღეს, 6 აპრილს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კომიტეტზე სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენდა.
ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში.
იცვლება პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების პროცედურა.
კერძოდ, თუ პირი არ ჩაიბარებს უწყებას სამხედრო გაწვევის შესახებ, მაშინ ეს შეტყობინება/უწყება გამოქვეყნდება სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაითვლება ჩაბარებულად გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში.
პროექტის მიხედვით, პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება ჩაბარდეს ზემოაღნიშნული უწყება, განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.
თუ პირი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად არ გამოცხადდება, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196-ეს მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1000 ლარით დაჯარიმდება.
ხოლო თუ პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით არ გამოცხადდება, სასკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე 1000 ლარით დაჯარიმდება.
რაც შეეხება ცვლილებებს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“, მე-18 მუხლის პირველი პუნქტში შევა შემდეგი ცვლილება – წინადადება „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება წინადადებით „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.
ამ ჩანაწერით ყველა პირი, ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა უწევს, ვალდებული იქნება ჩამოვიდეს საქართველოში.
რუსეთის ოფიციალური წრეები ადასტურებენ რუსი გენერალ-ლეიტენანტის, ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის მეთაურის, ალექსანდრე ოტროშენკოს დაღუპვას. ამის შესახებ რუსული მედია მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისზე დაყრდნობით წერს. ჩიბისმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო – წერს რუსული მედია.
ოტროშენკო ანექსირებულ ყირიმში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан 26-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
Ан 26-ის ბორტზე, რომელიც 31 მარტს ჩამოვარდა, 29 ადამიანი იმყოფებოდა – მათ შორის ეკიპაჟის ექვსი წევრი – ოფიცრები და 23 მგზავრი. ყველა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავზე „არავითარი დამაზიანებელი ზემოქმედება“ არ ყოფილა.
რუსული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავი კლდეებში ჩავარდა. ოფიციალური ვერსიით, Ан 26 ყირიმში ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ქვეითი, დაახლოებით 35 წლის კაცი.
შემთხვევა ჩაქვში წუხელ მოხდა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 304 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 841 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 360 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 39 497 ერთეული [+58]
MLRS – 1 719 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 221 396 ერთეული [+1 953]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 614 ერთეული [+259]
სპეცტექნიკა – 4 112 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია.
ყველაზე ძვირადღირებული, 140 000 აშშ დოლარად შეფასებული Lexus LX600-ია, შემდეგ მოდის 70 000 აშშ დოლარად შეფასებული Porsche Cayenne. 50 ათას 50 ათასი აქვს გადახდილი Land Rover Defende-სა და Audi A8-ში.
სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია წერს, რომ 650 000 ლარს ნაღდი ფულის სახით ინახავს.
საბანკო ბარათებზე კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 460 დოლარი, 218 ათასი ლარი და 21 320 ევრო ჰქონდა.
გიორგი ჭყონია დეკლარაციაში უთითებს, რომ წილებს ფლობს არაერთ კომპანიაში. თუმცა ეს წილები გადაცემული აქვს სხვა პირებზე სამართავად.
კერძოდ, გიორგი ჭყონია 100%-იან წილს ფლობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ცენტრალში“, შპს „შალე კვირიკეში“, შპს „სახლი ძველ ბათუმში“, შპს „გზაში“, შპს „შატო კვირიკეში“, შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპ საქართველოში“, შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისიში“.
დეპუტატი 50 %-იან წილს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „მობილია ბათუმი“, შპს „დიდი სახლი“, შპს „თ.გ. ჯგუფი საქართველო“.
გიორგი ჭყონიას შემოსავალი მისი დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 112 689 ლარი იყო. ეს თანხა მან, როგორც დეპუტატმა მიიღო.
რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესიდან გიორგი ჭყონიას შემოსავალმა 6 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონიას ორ ბანკში აქვს სასესხო ვალდებულებები.
კერძოდ, თიბისი ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 800 ათასი ევროს ოდენობით 2034 წლამდე, იპოთეკური სესხი 165 ათასი ევროს ოდენობით 2030 წლამდე იპოთეკური სესხი 150 ათასი ევროს ოდენობით (2031 წლამდე) და ორი სამომხმარებლო სესხი 200 ათასი (2031 წლამდე) და 250 ათასი ევროს (2033 წლამდე) ოდენობით.
საქართველოს ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 557 500 ევროს ოდენობით (2035 წლამდე), იპოთეკური სესხი 189 000 აშშ დოლარის ოდენობით (2031 წლამდე), სტანდარტული სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით (2032 წლამდე) და 80 000 აშშ დოლარი (2032 წლამდე).
გიორგი ჭყონია დეკლარაციაში არ უთითებს ოჯახის არცერთ წევრს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მომდევნო ორ დღეს, 8-9 აპრილს კი მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა.
5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა.
აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა მათთვის აფგან სადიგოვის გადაცემას. სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება, რომლითაც სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა აკრძალული იყო.
რა მოხდა
შსს-მ აფგან სადიგოვი დააკავა 4 აპრილს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში.
თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა.
უფლებამდამცველებმა და ჟურნალისტებმა აფგან სადიგოვის ძებნა დაიწყეს.
მალევე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავა ადმინისტრაციული წესით“.
დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი. შსს-მ სასამართლოზე ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამას გარდა აფგან სადიგოვი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო – 5 აპრილი, დილის 3:26 საათი. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დაახლოებით დილის 4 საათისკენ გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილება ფოტო: ბაჩანა საჯაია
5 აპრილს, დილის 10:17 წუთზე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“.
რა „ჩაიდინა“ აფგან სადიგოვმა
ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პირველ აპრილს ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ – და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.
პოსტის სქრინი, რომლის გამოც ჟურნალისტი გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს
პოსტს თან ერთვოდა მარშის ამსახველი ვიდეო და ფოტო, რომელზეც პოლიციელები ჩანდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ პოსტის დაწერით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
„სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“, – დაწერა შსს-მ.
დაარღვია თუ არა საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადაციას 2 წლის განმავლობაში ითხოვდა აზერბაიჯანული მხარე.
აფგან სადიგოვი ექსტრადაციის მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს, თუმცა 2025 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება (Interim measure) და შეაჩერა ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადაცია.
ჟურნალისტი ქართულ ციხეში 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან შიმშილობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეწყვიტა.
ის ცდილობდა ქვეყნიდან გასულიყო და შეერთებოდა ოჯახს, რომელსაც ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, მაგრამ ქართულმა მხარემ მას საქართველოდან წასვლის უფლება არ მისცა.
აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
ის ხშირად მართავდა პერფორმანსებს და საჯაროდ წვავდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს.
აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოპოზიციის ალიანსმა და „ქართული ოცნება“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო,“ – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განმარტება გააკეთა:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას.
იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე.
ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები,“- განმარტა შსს-მ.
შსს ტყუილში დაადანაშაულა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ.
სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს აფგან სადიგოვის უფლებებს.
„შსს ტყუის საკუთარ განცხადებებში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.
ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.
ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.
ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო.
ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებულიყო, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების შემდეგ.
მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ დაუტოვეს.
საქარველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად,“- განმარტა თამთა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძის თქმით, ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია.
აფგან სადიგოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ასეთი იყო:
„1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს.
5 აპრილს, დილის 4 საათზე გაიმართა სასამართლო და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 303 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 839 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 350 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 39 439 ერთეული [+61]
MLRS – 1 719 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 338 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 219 443 ერთეული [+2 427]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 87 355 ერთეული [+206]
სპეცტექნიკა – 4 112 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.