საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა.
2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა.
2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).
„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 25 წლის ასაკამდე აჩენს და გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 40 წლის მერე აჩენს.
„2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე.
ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია სტატისტიკაში.
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან.
ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მტმ“-ს ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 2026 წლის 16 თებერვალს შეუწყვიტა – მიზეზად გრუნტის ტენიანობა დაასახელეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვებს:
პროექტის მომზადებამდე სპეციალისტებს გრუნტი არ უნდა შეესწავლათ?
თუ გრუნტი არ შეუსწავლიათ, როგორ მოამზადეს პროექტი, გრუნტის შესწავლის გარეშე ტენდერი როგორ გამოაცხადეს, ან სამუშაოები როგორ დაიწყეს?
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის პროექტი იმ პროექტებს შორის იყო, რომელთა დაწყებაც ბათუმის მერიამ 2026 წლის იანვარში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტო-ვიდეომასალით დააანონსა. ამ პროექტისთვის ბათუმის ახალი მერი შეაქეს, მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. იყო ასეთი კომენტარებიც – „ჯერ დაიცადეთ, საქმე ბოლომდე მივიდეს“.
ამას მოჰყვა ვიდეო, სადაც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალდანიშნული ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია დეტალურად უამბობდა მოქალაქეებს პროექტის შესახებ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 27 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებული იყო თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნებოდა.
ბლოკები გათვლილი იყო 180 დამოუკიდებელ ვოლიერზე. ვოლიერები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.
პროექტი ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში ითვალისწინებდა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზოს მოწყობას, საერთო ჯამში კი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავდა რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებდა ასევე ძაღლების სავარჯიშო სივრცის მოწყობას.
ხელშეკრულების შესაბამისად, 9 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „მტმ“ – სთან 2026 წლის 13 იანვარს გააფორმეს, 2026 წლის 16 თებერვალს კი მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტეს.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ შეთანხმების დოკუმენტში ვკითხულობთ:
„დაბა ჩაქვში მიმდინარეობს ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავს რთული რელიეფის დამუშავებას. კერძოდ, დაახლოებით 22 000 მ³ გრუნტის მოჭრა გადაადგილებასა და დაგეგმარებას.
ტერიტორიის არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მონაკვეთზე საჭიროა გრუნტის 3-5 მეტრ სიმაღლეზე დაყრა, რაც პირდაპირ კავშირშია სამომავლო შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებასთან, ასევე გასული პერიოდის განმავლობაში არსებული რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით.
აღნიშნული გარემოება ტექნოლოგიურად შეუძლებელს ხდის გრუნტის გადაადგილებასა და მის ჯეროვან დატკეპნას, რაც აუცილებელი წინაპირობაა 3-5 -მეტრიანი ნაყარი ფენების მდგრადობისთვის.
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკისის მოწყობის შემდეგ აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დადასტურდეს ხელოვნურად შექმნილი გრუნტის შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან, რისი მიღებაც შეუძლებელი იქნება, რადგან რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო, გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით“.
კომპანია მერიას ასევე ატყობინებს, რომ დატენიანებული გრუნტის მშრალით ჩანაცვლებაც განიხილეს, თუმცა ამან გარდა დროის დანაკარგისა, პროექტის თვითღირებულების გაზრდა გამოიწვია, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების შეწყვეტა:
„ჩვენი მხრიდან დეტალურად იქნა განხილული ალტერნატიული გზა 22 000 მ³ დატენიანებული გრუნტის სრული გატანა და მისი ჩანაცვლება მშრალი ინერტული მასით [ბალასტით], თუმცა, შესაბამისი გათვლების შედეგად დადგინდა, რომ მასალის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის ხარჯები იმდენად ზრდის პროექტის თვითღირებულებას, რომ მისი ასახვა არსებულ ფასების ცხრილში შეუძლებელია, ხოლო სამუშაოების ზაფხულის პერიოდამდე შეჩერება შეუძლებელს ხდის პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე.
ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს რესურსების არაეფექტური ხარჯვა და ვადების უშედეგო მოცდა, მიზანშეწონილად მივიჩნევთ N3 ხელშეკრულება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით“.
ამ შეთანხმების შემდეგ მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.
„ბათუმელებმა“ შეისწავლა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სწორედ ამ პროექტით უნდა ეხელმძღვანელა.
პროექტის ავტორი კომპანია წერს, რომ სამშენებლო მოედნის ფარგლებში ნეგატიური გეოლოგიური პროცესები არ აღინიშნება, თუმცა ასევე ურთავს შენიშვნას სადაც მერიას დამატებით გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს:
„საპროექტო ობიექტის მასშტაბიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნაყარი გრუნტის გამო ვერ მოხერხდა ტერიტორიაზე დეტალურად საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დადგენა, საპროექტო ორგანიზაცია დეტალური სურათის დასადგენად სახარჯთაღრიცხვო ნაწილში თანხობრივად ითვალისწინებს დამატებითი საინჟინრო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ, მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულზე დასვლის შემდეგ, მოეწყოს დამატებითი გეოლოგიურ ჭაბურღილები სავარაუდო ჯამური სიგრძით 80 მ. მიღებული შედეგებით შესაძლებელია შევიდეს კორექტირებები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში“.
ბალასტის შეტანა და დამატებითი გეოლოგიური კვლევები რომ პროექტირებისას გათვალისწინებული იყო, ამას ის დოკუმენტაციაც მოწმობს, რომელიც ტენდერს თან ახლავს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი „მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოებისთვის“ ჯამში 1 მილიონ 60 ათას 843 ლარი იყო გათვალისწინებული, მათ შორის უშუალოდ „მიწის ვაკისის მოწყობის შემდეგ დამატებითი გეოლოგიური კვლევების სამუშაოებისთვის“ – 2 743 ლარი.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან
მერიიდან არ გვაქვს განმარტება – რატომ არ გაითვალისწინეს აღნიშნული სამუშაოები პროექტის დასრულების ვადის დადგენისას და „ვადებში ვერჩატევის“ გამო რატომ შეწყვიტეს ხელშეკრულება. მითუმეტეს, არათუ ვადის გადაწევა, არამედ მთლიანად პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შეცვლაც კი, ბათუმის მერიისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
პროექტის მიხედვით ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში, რაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის აქვს შერჩეული, XX საუკუნის ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო ხევის სახით. XXI საუკუნის დასაწყისში ხევი შეივსო ნაყარით ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროცესში გამოტანილი მასით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყებას „ოცნების“ ხელისუფლება პომპეზურად აანონსებს, თუმცა უშედეგოდ.
ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამას და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ჰპირდებოდა, თუმცა არც ერთი დაპირება არ განხორციელებულა.
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა 2020 წელსაც დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზეგააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.
29 მარტს ქუთაისში აქცია – „ძალა ერთობაშია“ გაიმართება.
მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში, მერიის შენობის წინ, დღის 3 საათზე შეიკრიბებიან.
შეკრების შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა.
„საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს, გააუცხოვოს ერთმანეთისგან და დაასუსტოს.
ამიტომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს!
ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვაერთიანებს საერთო წუხილი, საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
ამჯერად ამ ერთობის დემონსტრირება ქუთაისში უნდა მოხდეს. ქუთაისი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ეს არის ქალაქი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება ქვეყნის გაერთიანებასა და ერთობას.
ამიტომაც სწორედ ქუთაისი უნდა გახდეს ადგილი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
29 მარტს ქუთაისში ჩამოვლენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
29 მარტს შევიკრიბოთ ქუთაისში ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო: „ძალა ერთობაშია“ – ნათქვამია შეკრების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ გზავნილში.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება.
ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა.
„როცა ადამიანს მცირე ოდენობით [ერთი-ორი გრამი] უნახავენ მარიხუანას სახლში, არ აქვს მოხმარების ნიშნები და ვთქვათ ადამიანი ტაქსაობს, სახლში უნახეს 3 გრამი მარიხუანა, მას 3 წლით ერთმევა მართვის უფლება, ერთმევა ასევე სხვა უფლებები 5 წლით და ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე… ეს იგივეა, 20 ლიტრი ღვინო რომ გინახონ სახლში და გითხრან, შენ შეიძლება ეს ღვინო დალიო, დაჯდე საჭესთან, ამიტომ მართვის უფლებას ახლა ჩამოგართმევთო,“ – აღნიშნა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებთან“ 2025 წლის დეკემბერში, როცა მან წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გადაწყევტილებას მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა: რევაზ ნადარაიამ [თავმჯდომარე], ვასილ როინიშვილმა, მანანა კობახიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ევა გოცირიძემ.
ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
ამ მოსამართლემ რეპრესიულ სამართლებრივ ნორმაზეც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს – ვლადიმერ ხუჭუას ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევდა, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ახალი ჩანაწერი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წარდგინება საერთოდ განუხილველი დატოვა.
რას ეხებოდა წარდგინება კონკრეტულად?
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო სხვადასხვა პირის მიმართ განიხილავდა საქმეებს, რომელიც ეხებოდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ან/და გადაგზავნა – ჩადენის ფაქტებს.
თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი სამართალდამრღვევია, ჯარიმის 500 ლარის შეფარდების გარდა, მას მოსამართლემ უნდა ჩამოართვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები – 5 წლის ვადით.
„მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია.
კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის ურთიერთმიმართების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, ისევე, როგორც, სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში,“ – აღნიშნული იყო წარდგინებაში.
„საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ კონსტიტუციის კონსტიტუციის მე-9 მუხლში, რომელიც, მათ შორის, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კრძალავს, სიტყვას – „სასჯელი“- გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და იგი არ შემოიფარგლება ამ სიტყვის მნიშვნელობით სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით. აქედან გამომდინარე, სადავო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეფასებადია და სამართლებრივი სანქციის რომელიმე კატეგორიისადმი მათი მიკუთვნების საჭიროება წარდგინებაში დაყენებული საკითხების გადაწყვეტის მიზნებისათვის არ დგას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება მართვის უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
„…კავშირი სამართალდარღვევასა და მართვის უფლების შეზღუდვას შორის არ განისაზღვრება იმით, მართავდა თუ არა პირი კონკრეტულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული თრობის ქვეშ. უფლების სავალდებულო წესით [ამ შემთხვევაში მართვის უფლების] შეზღუდვა რაციონალურ კავშირშია იმ საფრთხესთან, რომლის პრევენციასაც ემსახურება კანონმდებელი, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობა და მისი ბრუნვის უზრუნველყოფა ზრდის რეალურ შესაძლებლობას, რომ ასეთი ნივთიერება გამოყენებული იქნება, მათ შორის, ისეთ ვითარებაში, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ქმედებები განიხილოს იმგვარ ფაქტორად, რომელიც ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკს და ამართლებს შესაბამისი რეგულაციის დაწესებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ღონისძიება – მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა – რაციონალურ ურთიერთკავშირშია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან…
საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მართალია, გამოყენებული ღონისძიებები გარკვეულწილად აშორებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დროებით ზღუდავს მისი თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების, პროფესიული საქმიანობისა თუ სოციალური აქტივობის შესაძლებლობებს, თუმცა, აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო, აბსოლუტურად განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა, არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახველად, მისდამი არაადამიანურ ან/და დამამცირებელ სასჯელად მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სანქციად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 28 მარტს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. მომდევნო ორ დღეს, 29 და 30 მარტს მოსალოდნელია
დღოგამოშვებით წვიმა.
მონაკოს იახტ-კლუბში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (MIIF) რეგიონული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტს ამკვიდრებს.
პროექტი, სრულად მდგრადი განვითარებისა და „ჭკვიანი ქალაქის“ (smart city) კონცეფციას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ საპროექტო არეალზე, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიწის მოწყობით სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია და 84-ჰექტრიდან, 48 ჰექტარი უკვე შექმნილია.
„ჩვენი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მას ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ახალ საფეხურზე აჰყავს. მსგავსი ფორმატის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი მდგენელია, რაც მიზნად ისახავს წამყვანი საერთაშორისო ინვესტორებისთვის იმ უნიკალური შესაძლებლობების გაცნობას, რასაც მათ „ამბასადორი აილენდი“ და საქართველოს მყარი ეკონომიკური გარემო სთავაზობს“ – განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ ბიზნეს-პროგრამაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, საერთაშორისო ინვესტიციებით დაინტერესებული პირები და კომპანიები. ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა ინვესტორებისა და სფეროს ლიდერებისთვის, რათა პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ პროექტის ხელმძღვანელებთან და სათანადოდ შეეფასებინათ პროექტის განსაკუთებული პოტენციალი.
„ამბასადორი ჯგუფი“ აღნიშნულ პროექტს მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორისაა: ურბანული დაგეგმარების გლობალური ლიდერი, საინჟინრო კომპანია Arup, წამყვანი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ამერიკული არქიტექტურული ფირმა SHoP Architects.
შსს-მ ბათუმში დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსებაში.
შსს-ს მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასი ლარის ყალბი კუპიურები შეიტანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. და 1984 წელს დაბადებული ჯ.შ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს ბათუმში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსეს. ყალბი კუპიურები აპარატების მიერ აღქმული იქნა რეალურ ფულად თანხად, რის შედეგადაც ბრალდებულების მიერ მითითებულ სხვადასხვა ანგარიშზე 8000-მდე ლარი აისახა.
ყალბი კუპიურების ნაწილის ანგარიშებზე ასახვა კი დაკავებულებმა ვერ განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
რკინიგზის განცხადებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.
კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა.
„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია“ – აცხადებს „მედინა“.
ბავშვი ბათუმში 2026 წლის 23 თებერვალს დაიბადა. პროკურატურის ცნობით, კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
ბავშვის დედა დააკავეს და ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინეს – სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 293 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 808 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 287 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 38 863 ერთეული [+68]
MLRS – 1 700 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 200 611 ერთეული [+2 222]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 85 569 ერთეული [+217]
სპეცტექნიკა – 4 100 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
Correction:The original version of this article incorrectly referred to the Chinese–Singaporean consortium as the tender winner. While the consortium is the sole remaining bidder, the official decision by the commission has not yet been announced
Peter Andreoli, a U.S. State Department official, is visiting Georgia and travelled to Anaklia on March 26 to observe ongoing work on the Anaklia deep sea port — a project initially planned as a Georgian–U.S. venture but later annulled. A new tender for the project has selected a sole bidder – Chinese–Singaporean consortium led by a company sanctioned by the United States during Donald Trump’s first term.
However, the promise made two years ago that the tender award would be announced “in the coming days” has yet to materialize, and a new contract between Georgia and the private partner has still not been signed.
It should be noted that this visit comes as Georgian Dream seeks to restart relations with the United States after bringing them to a historic low.
Almost simultaneously with the start of Russia’s full-scale invasion of Ukraine, Georgian Dream shifted its course and began drifting away from the West, including its long-standing strategic partner, the United States — rapidly undermining strategic relations and burning bridges. In parallel, Tbilisi formed strategic partnership with China and even made controversial high offcial visits to Iran, attending events marked by chants of “Death to the America.”
U.S.–Georgia relationsreached a historic low by the end of 2024. Despite repeated offers and attempts by the United States to prompt the Georgian government to change course, the Georgian Dream–led government continued to intensify its anti-Western and hostile rhetoric and actions. This culminated in U.S. sanctions against the party’s founder — widely seen as the country’s informal leader — former prime minister (2012-2013), oligarch Bidzina Ivanishvili, along with several high-ranking officials.
The Georgian Dream continued on its increasingly authoritarian path. Around a couple of months before being sanctioned, Bidzina Ivanishvili gave an interview in which he complained about his financial losses amounting to millions and reiterated his claim that he had effectively been under “de facto sanctions due to Georgia’s refusal to join sanctions against Russia”. He cited his private financial dispute with Credit Suisse as proof.
According to Ivanishvili, this situation gave him a “complex” about whether he could engage with international partners solely in Georgia’s interests, without any influence from personal considerations. He added that this was the reason why he had declined to meet the then U.S. Ambassador, Robin Dunnigan. There was expectation for the meeting to take place after the parliamentary elections 2024, but it never happened.
Concerns about losing the United States as a strategic ally were consistently met by Georgian Dream with promises of a “restart” in relations once Donald Trump returned to office, asserting that their values aligned with his.
More than a year has passed, and Georgian Dream continues to seek such a reset from Trump. At the same time, however, they appear unwilling to abandon actions such as celebrating Iran’s Islamic Revolution in Georgia’s capital — even as Trump had threatened military action against Iran. The most recent was Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze congratulating Ayatollah Mojtaba Khamenei on his ‘election’ as Iran’s new Supreme Leader amid continued war in the Middle East
As the U.S. President Donald Trump announced that he had ended the conflict between Armenia and Azerbaijan, Armenia now appears to be attracting major U.S. investments, while Georgia remains the only country in the region that has not held an official bilateral meeting with President Donald Trump since he took the office in the begining of 2025.
What Georgian Dream presents as steps toward restarting relations with Georgia’s nearly lost strategic partner amounts to Tamar Bagrationi’s participation in “Fostering the Future Together” global summit hosted by the U.S. First Lady Melania Trump and photos of waved hands and/or handshakes at large diplomatic events.
In June, 2025 U.S. Ambassador Robin Dunnigan announced about retirement. Alan Purcell has served as Chargé d’Affaires, ad interim, since July 16, 2025. Alan Parcel also participated in the March 26, 2026, Anaklia visit together with Peter Andreoli, a representative of the U.S. Department of State’s Bureau of European and Eurasian Affairs.
During the visit, as reported by Georgia’s Ministry of Economy, the deputy minister discussed the Middle Corridor and the importance of the Anaklia port project—which, in fact, was awarded to a consortium led by a Chinese company sanctioned by the United States:
“The parties discussed in detail the port’s master plan and the design of the maritime infrastructure, on the basis of which the construction and mobilization works are underway.
Alongside maritime infrastructure, the railway sector was also discussed. It was noted that the railway is a critical component of the Middle Corridor.
The delegation was also briefed on planned projects in the railway sector, as well as major investments being implemented by the state in this direction.
These include the railway line project connecting to Anaklia. Taken together, these projects create a multimodal transport system and significantly increase the corridor’s capacity and operational efficiency,” reads the press release published by the Ministry of Economy.
The meeting was also attended by senior representatives of Anaklia Sea Port LLC, Georgian Railway, and the Maritime Transport Agency of Georgia.
From a Georgian-US Consortium to a Chinese–Singaporean One: Who Is Building the Anaklia Port?
It is known that under the new arrangement, a joint company should be established with the private investor to build the port, in which the Georgian state will hold a 51% stake, while the private partner will own 49%.
In March 2017, the Anaklia Deep Sea Port Development Agency was established to monitor the investment agreement signed on October 3, 2016, between the Government of Georgia and the Georgian-US consortium Anaklia Development Consortium (ADC) for the building, operating, and transferring (BOT) of the Anaklia Deep Sea Port.
On December 24, 2017, the launch of the port’s construction in Anaklia was ceremonially inaugurated by then–Prime Minister Giorgi Kvirikashvili and Mamuka Khazaradze, founder of the Anaklia Development Consortium (ADC).
On January 9, 2020, under Prime Minister Giorgi Gakharia, the Georgian government announced it was terminating its contract with the ADC, which had been responsible for building the port, citing failure to fulfill its obligations.
The ADC was founded by Mamuka Khazaradze and included Conti International (USA) and TBC Holding (Georgia). The consortium (ADC), along with its Dutch investor Bob Meijer, initiated arbitration proceedings against Georgia. In July 2024, under ICC rules, the tribunal rejected ADC’s claim and ordered the consortium to pay $650,000 to the Georgian government.
Dutch investor Bob Meijer also filed a separate arbitration claim with ICSID against the Georgian government, seeking compensation for damages he allegedly incurred; however, this claim was also dismissed.
Meanwhile, the government began preparatory work in the second half of 2022 to launch a new selection process for a private partner for the project. The Anaklia Deep Sea Port Development Agency hired international consultants — MTBS for commercial matters and Squire Patton Boggs for legal matters — who helped prepare the tender documentation.
On September 20, 2023, the Ministry of Economy announced that two companies had advanced to the second stage of the selection process for a private partner for the Anaklia deep-sea port project, though their identities were not disclosed.
In 2023, the state established Anaklia Sea Port LLC. At the initial stage, the company is tasked with designing and constructing the maritime infrastructure, including dredging and the breakwater. According to the Ministry of Economy of Georgia, this company will also receive, as a capital contribution, part of the land required for the first phase of construction.
In May of 2024, the Government of Georgia named the Chinese–Singaporean consortium – China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) – as the sole remaining bidder of the international tender to select an investor for the Anaklia deep-sea port project.
According to Georgia’s then-Minister of Economy, Levan Davitashvili, two consortiums had advanced to the second stage of the selection process: the Swiss–Luxembourg T.I.L Holding S.A. and the Chinese–Singaporean consortium Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore). However, only the Chinese–Singaporean consortium submitted a proposal to the Anaklia Deep Sea Port Development Agency.
In response to a journalist’s question about whether the consortium could already be considered the winner of the tender, Davitashvili said that since the application had been fully completed, “there is a high likelihood that the commission will declare it the winner. A few clarifications are still needed, and I believe we will be able to announce the winner within a few days,” Davitashvili said.
Davitashvili also noted that the Chinese consortium’s subcontractors include China Road and Bridge Corporation and Qingdao Port International Co., Ltd.
He added that a joint company will be established with the private investor to build the port, in which the Georgian state will hold a 51% stake, while the private partner will own 49%.
On February 24, 2025, Batumelebi inquired with the Anaklia Deep Sea Port Development Agency whether a contract had been signed with the Chinese–Singaporean consortium. According to the response received on March 20, 2025, the selection process by the commission — including the formal decision and the declaration of the winning candidate — had not yet been completed.
No official announcement has been made since; however, as the tender was effectively concluded, the Chinese–Singaporean consortium has been regarded as the winner, with the formal declaration still pending.
It is noteworthy that the lead company of the Chinese-Singaporean consortium— China Communications Construction Company Limited (CCCC) — is sanctioned in the United States, a fact the Ministry of Economy rejects as manipulative.
„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“ კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში.
რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში?
„ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. საპროტესტო მოძრაობას არ ეყო სამხედრო რესურსი… განსაკუთრებით ქალაქების მოსახლეობა ძალიან აგრესიულად განწყობილია რეჟიმის მიმართ. ქუჩა-ქუჩა დადიან „ბასიჯის“ ხალხი, მაგრამ მათ კორპუსებიდან უყვირიან: „სიკვდილი ბასიჯს“, „სიკვდილი გუშაგთა კორპუსს“, „სიკვდილი რეჟიმს“… მაგალითად, წუხელ ავტომატიდან ესროლეს ფანჯრებში ხალხს, დაუცხრილავთ ფანჯრები.
ხალხში პროტესტი ისევ ძალიან დიდია, მაგრამ მათ არ აქვთ იარაღი. შენ ხარ მოქალაქე, რომელიც უპირისპირდები სპორტსმენებით დაკომპლექტებულ, შეიარაღებულ სტრუქტურებს. მათ იციან ჩხუბი, სროლა, ძალოვანი სტრუქტურაა. მეორეცაა, იარაღი შეიძლება გაქვს, მაგრამ მისი გამოყენება არ იცი. იარაღი მოქალაქის ხელში და „ბასიჯის“ ხელში სხვადასხვა რამეა,“ – ამბობს ვასილ ღლონტი.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.
ბატონო ვასილ, ისრაელის მხარე დღეს, 26 მარტს, აცხადებს, რომ მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი… რა ხდება ირანში, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
ირანმა 2026 წლის 2 მარტს ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰორმუზისგასასვლელს კეტავდა. ამაში ლომის წილი ითამაშა სწორედ ალირეზა თანგსირიმ, ახლა ვინც გარდაიცვალა. იგი „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი იყო.
ვფიქრობ, რომ ისრაელი და ამერიკაც ცდილობენ, ჰორმუზის გასასვლელის პრობლემის ნელ-ნელა გადაჭრას.
მოგეხსენებათ, ჰორმუზის გასასვლელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ამერიკა, განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ჰორმუზის გასასვლელის დაკეტვით ძალიან არ ზარალდება. ირანის ხელში ჰორმუზის გასასვლელი არის თავისებური ბერკეტი. როცა უნდა გადაკეტავს, ანუ ეწევა შანტაჟს, როგორც იემენში ანსარულაჰის [ჰუსიტების] ხელით აკეთებს იმას, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს როცა უნდა კეტავს, ან აყაჩაღებს, ხელს უწყობს ანსარულაჰის დესტრუქციულ ქმედებებს.
ჰორმუზის გასასვლელი უფრო ნავთობის თემაა, აშშ კი არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, ენერგეტიკული რესურსები ამერიკას თვითონაც აქვს…
თუმცა ამ სრუტის ჩაკეტვის გამო აშშ-ს მოუწია რუსულ ნავთობზე დროებით სანქციების მოხსნა.
რუსეთისთვის, ირანის თავს რაც ხდება, სტრატეგიული კუთხით, რა თქმა უნდა, არ არის მომგებიანი იმ მხრივ, რომ ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ, როცა ირანთან ომის დროს იგივე ირანი კეტავს ჰორმუზის გასასვლელს, ეს რუსეთს აწყობს. ამ დღეებში, მაგალითად, რუსეთმა მიიღო ძალიან სერიოზული ფინანსური დივიდენდები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხედველობაში მიიღო რეალობა და ინდოეთს უფლება მისცა, რუსული ნავთობი ერთი თვის განმავლობაში შეეძინა. ევროკავშირსაც აძლევს ამერიკა იმის საშუალებას, რომ რუსული ნავთობი შეიძინონ, რადგანაც ექსტრემალური ვითარებაა.
რა გამოსდის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს ირანში? რა ჩანს ამ გადასახედიდან? ირანის ხელისუფლება უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე, ამერიკული გეგმა კი, ითვალისწინებს სხვადასხვა მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის არის უმთავრესი სწორედ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის განახლება.
ამერიკისა და ისრაელისთვის ძლიერი ირანი მიუღებელია. წარმოიდგინეთ სურათი, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოსაც არ აწყობს: ბირთვული იარაღის მქონე ირანი.
ბირთვული იარაღის მქონე ირანი ნიშნავს ირანის რეგიონულ ლიდერად გადაქცევას. ახლაც ირანი ისეთი თამამია თავისი სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად ბომბავს ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებს, ისრაელს. თქვენ წარმოიდგინეთ, ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რამხელა წონა მოემატება? ეს ფაქტობრივად გამოიწვევს ირანის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერად გადაქცევას, რაც, რა თქმა უნდა, შეასუსტებს და ეგზისტენციალურ პრობლემას შეუქმნის ისრაელს, იქიდან გამომდინარე, რომ ირანის აიათოლების რეჟიმისათვის ისრაელის არსებობა არის მიუღებელი, მას ერთ-ერთ მთავარ საგარეო საფრთხედ განიხილავს.
ვასილ ღლონტი
მე ირანში ვსწავლობდი უნივერსიტეტში და დილიდან იწყებოდა ხოლმე: „მარგ ბარ ისრაელ, მარგ ბარ ამერიკა“, ანუ ამერიკის და ისრაელის სიკვდილიო. ხშირად იმეორებდნენ, რომ ამერიკა რომ არა, „პატარა ეშმაკს“ – ისრაელს უცებ მოუგვარებდნენ ყველაფერს – დავანგრევდითო.
გამოსდის ისრაელს ირანის ისე დასუსტება, რომ ის აღარ იყოს საფრთხე?
ამერიკას აქვს უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი, რომლითაც ირანის პრობლემის მოგვარება შეუძლია. აშშ-ს შეუძლია ირანი ისეთ დონეზე დაასუსტოს, რომ მოხდეს ხელისუფლების შეცვლაც კი, მაგრამ ეს რომ გააკეთოს, ამისთვის ამერიკას აუცილებლად დასჭირდება სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. მხოლოდ სამხედრო-საჰაერო დარტყმებით ირანის რეჟიმის შეცვლა და მისი ბოლომდე დასუსტება იქნება რთული და დროში გაწელილი, ასევე, ძალიან ძვირი.
ტრამპს ამერიკაშიც პრობლემები აქვს: კონგრესში, სენატში, დემოკრატებში…. მაგალითად, ბევრი დემოკრატი წინააღმდეგია, ამერიკა სახმელეთო ოპერაციაში ჩაერთოს. თვით რესპუბლიკურ პარტიაშიც კი, რომელსაც ტრამპი მიეკუთვნება, რთული მდგომარეობაა.
საერთოდ, ამერიკის დოქტრინა ვიეტნამის შემდეგ ისეა დალაგებული, რომ მაქსიმალურად ცდილობს ამერიკა დიდ ომში არ ჩაებას. ეს თვითონ ქვეყნის შიგნით იმხელა პროცესებს იწვევს, ხალხი რომ იხოცება, მერე ეს კატაფალკები მიდის, ამერიკას ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვს თავისი მოქალაქეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებით. ამერიკაში რომ კუბოები ჩავა, იქ ხალხი მიტინგებს გამართავს.
რეალურად, ტრამპი არის რთულ მდგომარეობაში. მას ორი გზა აქვს: ერთი გზაა ისრაელთან ერთად მართლაც სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, რასაც დასჭირდება ძალიან დიდი რესურსები, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური.
მეორე ვარიანტია, გაანადგუროს ირანის სამხედრო პოტენციალი, ანუ ბირთვული ინფრასტრუქტურა გაუნადგუროს, სარაკეტო წარმოება შეუჩეროს და ირანი მაქსიმალურად დაასუსტოს.
თუმცა ისრაელს ამ შემთხვევაში სხვა პოზიცია აქვს: ისრაელისთვის აუცილებელია, ირანის რეჟიმი შეიცვალოს.
რეჟიმი ირანში ვერ შეიცვლება სახმელეთო ოპერაციის გარეშე?
ძალიან რთული წარმოსადგენია რეჟიმი შეცვალო ირანში სახმელეთო ოპერაციის გარეშე. ეს არის რეჟიმი, რომელიც 1979 წლის შემდეგ არსებობს ირანში. ეს არის მყარი რეჟიმი. ჩვენ საქართველოში როგორი რეალობა გვაქვს? რამდენი წელი გავიდა და მონოპოლიზაცია ხდება ხელისუფლების. წლები როცა გადის, ხელისუფლება უბრალოდ ისე იმყარებს თავის პოზიციებს, მისი შეცვლა ძალიან ძნელია.
ირანში კი 1979 წლიდან ჩამოყალიბდა ფანატიკოსების მიერ ისლამური რეჟიმი, რომელსაც უკვე მთელი ქვეყნის სასიცოცხლო სფეროები აქვს ათვისებული.
ამ რეჟიმის მიუხედავად, ირანში იფეთქა პროტესტმა აიათოლების წინააღმდეგ. საინტერესოა თქვენი დაკვირვება: სად წავიდა ახლა პროტესტი?
ირანში გამოსვლები დეკემბრის ბოლოს დაიწყო და იანვარში ჩაახშეს სასტიკი მეთოდებით. ირანის რეჟიმმა ამ დროს გამოიყენა, ასე ვთქვათ, სოფლის რესურსი.
„ბასიჯი“, რომელიც „გუშაგთა კორპუსის“ ნაწილია, რაიონებიდან ჩამოსული ხალხითაა ძირითადად დაკომპლექტებული. პროტესტში ჩართული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი კი ქალაქის მოსახლეობაა: თეირანი, ისპაჰანი, შირაზი, მეშჰედი… წარმოიდგინეთ, რელიგიურ მეშჰედშიც კი გამოვიდა ხალხი ქუჩაში. როცა ვსწავლობდი ირანში, ვიყავი მეშჰედშიც სასწავლო პროგრამით. ვიცი, რაცაა ეს ქალაქი და ამ რელიგიურ, ისლამისტურ ქალაქშიც გამოვიდა ხალხი.
განსაკუთრებით ქალაქების მოსახლეობა ძალიან აგრესიულად განწყობილია რეჟიმის მიმართ. ქუჩა-ქუჩა დადიან „ბასიჯის“ ხალხი და მათ კორპუსებიდან უყვირიან: „სიკვდილი ბასიჯს“, „სიკვდილი გუშაგთა კორპუსს“, „სიკვდილი რეჟიმს“… მაგალითად, წუხელ ავტომატით ესროლეს ფანჯრებში ხალხს, დაუცხრილავთ ფანჯრები.
ხალხში პროტესტი ისევ ძალიან დიდია, მაგრამ მათ არ აქვთ იარაღი. შენ ხარ მოქალაქე, რომელიც უპირისპირდები სპორტსმენებით დაკომპლექტებულ, შეიარაღებულ სტრუქტურებს. იმათ იციან ჩხუბი, სროლა, ძალოვანი სტრუქტურაა. მეორეცაა, იარაღი შეიძლება გაქვს, მაგრამ მისი გამოყენება არ იცი. იარაღი მოქალაქის და „ბასიჯის“ ხელში სხვადასხვა რამეა – იცის, რაც უნდა გააკეთოს ამ იარაღით.
საპროტესტო მოძრაობას არ ეყო სამხედრო რესურსი, არ ეყო უნარები, რასაც „სქილს“ ეძახიან ამერიკელები, თორემ მხოლოდ თეირანის ცენტრში მილიონ-ნახევარი ადამიანი გამოვიდა. ეს უზარმაზარი რიცხვია. ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ.
ასევე, ამერიკულმა და ევროპულმა მედიამ გაავრცელა, პროქსი ძალებიც კი შემოიყვანესო ერაყიდან, ლიბანიდან და პაკისტანიდანო.
როგორ აღმოჩნდა „ბასიჯი“ ხალხის პირისპირ? მრავალრიცხოვანი ჯგუფია?
ორგანიზაცია „ბასიჯი“ ჩამოყალიბდა „გუშაგთა კორპუსის“ მიერ და შედის გუშაგთა კორპუსში. როცა ირან-ერაყის ომი იყო და „გუშაგთა კორპუსმა“ დაიწყო ფორმირება, მაშინ დასჭირდათ მოხალისეები. დღეს „გუშაგთა კორპუსის“ უფროსის მოადგილედ ითვლება სწორედ „ბასიჯის“ უფროსი.
როგორც წესი, „გუშაგთა კორპუსი“ უფრო კარგად მომზადებულია, ვიდრე „ბასიჯი“. „ბასიჯის“ 1000 თანამშრომელს შეიძლება ხელმძღვანელობდეს „გუშაგთა კორპუსის“ ერთი უფროსი.
„ბასიჯს“ უყურებენ ახალგაზრდები, როგორც პერსპექტივას – მერე „გუშაგთა კორპუსის“ წევრი გახდები.
ეს იყო ირანისგან მოულოდნელი სვლა, რა ვერ გათვალა ამერიკამ? ისე ჩანს, რომ ხამენეის მკვლელობის შემდეგ ირანში ელოდნენ საპროტესტო მოძრაობის გააქტიურებას.
ირანი იმდენად სპეციფიკური ქვეყანაა და იმდენად სპეციფიკური ხელისუფლება ჰყავს, ბოლომდე რამის გათვლა არის შეუძლებელი. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიაში მოვხვდით ქართველები, ირანთან კავშირი გაგვიწყდა დიდი ხნით. ირანის თემა დაგვავიწყდა, თორემ ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე, როცა ეს ეხებოდა ირანს.
მარტო „გუშაგთა კორპუსი“ რომ ავიღოთ, ასეთი უნიკალური სტრუქტურა მსოფლიოში არ არსებობს. რაღაცით, აი, საბჭოთა „ენკავედეს“ [NKVD] და ჰიტლერის „ესესს“ [SS] წააგავს. მათ აქვთ უზარმაზარი გავლენა.
ვფიქრობ, რომ ამერიკამ ოდნავ დააგვიანა რეაგირება. საპროტესტო ტალღის დროს მეტი აქტიურობა რომ გამოეჩინა ამერიკას, შეიძლება სხვანაირი სცენარი დამდგარიყო, თუმცა ტრამპისაც მესმის. წარმოიდგინეთ სურათი: თეირანის, ისპაჰანის, შირაზის ქუჩებში ხალხია გამოსული, მიდის ჩხუბი პოლიციასა და მოსახლეობას შორის, ამ დროს ამერიკას რომ დაებომბა ირანში რაღაც, შესაძლოა, გაურკვეველი რეაქცია მოჰყოლოდა ამას მოსახლეობისგან. ალბათ ამერიკელებმა ბოლომდე ვერ გათვალეს, არ იცოდნენ, როგორი იქნებოდა რეაქცია. მოსახლეობას რომ ეთქვა „ესენი ჩვენ გვბომბავენ“ და პირიქით ამერიკის წინააღმდეგ განწყობა გასჩენოდათ?!
საპროტესტო ტალღის მონაწილეების დამოკიდებულება როგორია დღეს, თქვენი ინფორმაციით, ამერიკის და მიმდინარე ომის მიმართ?
პოზიტიურია, როგორც მე ვიცი. რეჟიმმა იმდენად ბევრი ადამიანი დახოცა პროტესტანტებს შორის, ხალხი მტრად განიხილავს არა ტრამპს, არამედ თავისსავე მოძმეს, რომელმაც იარაღი ესროლა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა.
ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ მოსახლეობა გვაძლევს მინიშნებებს, სად არიან „გუშაგთა კორპუსის“ და „ბასიჯის“ მაღალჩინოსნებიო.
ზუსტი ინფორმაციის გამოტანა ირანიდან მართლაც ძალიან რთულია. მე ირანში ვსწავლობდი, მერე სამხედრო სტრუქტურაში ვმუშაობდი და ირანს კარგად ვიცნობ – იმდენად სპეციფიკურია, რომ ვერაფერს ვერ შეადარებ, ეს მართლაც სრულიად ამოუცნობი ქვეყანაა.
ცხადია ის, რომ აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“ კადრი. აიათოლა ხამენეიმდე აიათოლები იყვნენ პირველ ადგილზე და ისინი აკონტროლებდნენ სრულად სახელმწიფო სისტემას, ახლა კი „გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს მთლიანად ხელისუფლებას.
გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა.
როგორ დათანხმდნენ ამას აიათოლები?
ომმა მოიტანა ეს.
აიათოლა არის რელიგიური ლიდერი. აიათოლები არიან რელიგიური პირები, კლერიკალები, მათ ომი არ იციან, სამხედრო ამბავი არ იციან და ამიტომ მოხდა ეს ჩანაცვლება. ომის დროს უკვე მათი ქადაგება აღარაფერს ნიშნავს და ამიტომ ხელისუფლება ხელში აიღო იმან, ვინც იცის ომი, ანუ „გუშაგთა კორპუსმა“.
ამით რეჟიმი უფრო განმტკიცდა, თუ პირიქით?
ფაქტობრივად, სამხედრო დიქტატურა დამყარდა ირანში. მოჯთაბა ხამენეი არის „გუშაგთა კორპუსის“ ოფიცერი. ირან-ერაყის ომის დროს მოჯთაბა ხამენეი იყო წასული ომში და „გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთ დივიზიაში იბრძოდა.
გუშინ ღამე ასეთი რაღაც მოხდა: ფეზეშქიანმა, ანუ ირანის პრეზიდენტმა, მოკლული ალი ლარიჯანის ადგილას, რომელიც ასევე „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი იყო, ასევე „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი დანიშნა – მუჰამედ ბაყერ ზოლყადრი, ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი. ამით მთლიანად შეივსო „გუშაგთა კორპუსის“ წევრებით მაღალი თანამდებობები.
ამით ხელისუფლება უფრო გამკაცრდება. ჩვენს რეალობას რომ შევადაროთ და ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ: მაგალითად, ირაკლი კობახიძის მაგივრად პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“. შესაბამისად, მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდება, სამხედრო დიქტატურის მხრივ წავა მოვლენები.
ტრამპი საუბრობს მოლაპარაკებაზე ირანთან. არსებობს შეთანხმების რესურსი?
იმდენად კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს ამერიკას და ისრაელს და ირანს – მეორე მხრივ, ამ ეტაპზე შეხების წერტილებს ვეღარ ვხედავ.
ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟი, ანუ ისპაჰანში, ფორდოში, ნათანზში არსებული ობიექტები უნდა იქნეს ლიკვიდირებული. ირანს აქვს ძალიან ეშმაკური აღმოსავლური პოლიტიკა: სულ აჭიანურებს ამ თემებს, ამიტომაც, მისდამი ნდობა ამერიკას აქვს ძალიან დაბალი.
მეორე მოთხოვნა არის პროქსი დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერება. ირანი ამაზეც არ მიდის, ფაქტობრივად, ეს მისთვის ხელის მოჭრაა – ირანს ხელი აქვს გადაწვდენილი ერაყში, იემენში და ამ დროს ამერიკა ეუბნება, ხელი უნდა მოიჭრაო. ამ პირობებით, რაც ახლა ამერიკას და ისრაელს უნდა, ეს ნიშნავს, რომ ირანი რეგიონის ლიდერი ქვეყნიდან უნდა გადაიქცეს მეორეხარისხოვან წევრად, რომელსაც არ ექნება ზედმეტი ამბიციები. ეს, ცხადია, ირანისთვის მიუღებელია.
მაშინ რაზეა გათვლილი ტრამპის ეს პირობები?
არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ თამაშის უნარი. ტრამპი ასეთი არ არის. ის რასაც აპირებს, იმას ამბობს კიდეც.
ტრამპს იმედი აქვს, რომ ირანი რაღაც ეტაპზე იძულებული გახდება და უკან დაიხევს?
დიახ, ზუსტად ასეა. ტრამპს იმედი აქვს, რომ ირანი იძულებული გახდება რაღაცას დათანხმდეს. ტრამპი მაინც ფიქრობს, რომ იქამდე მიიყვანს ამ ყველაფერს, რომ ირანის ხელისუფლება მის წინადადებას მიიღებს. ჩემი აზრით, ტრამპმა იცის რა გააკეთოს. რახან დაიწყო, ეცდება, რომ ეს თემა ბოლომდე მოაგვაროს.
როგორც ამერიკული მედია წერს, ამერიკაში უკვე სერიოზულად მიდის საუბარი იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ. ეს იმდენად რთული ნაბიჯია, რომ წავა თუ არა ტრამპი მაგაზე, აი, მელანია ტრამპიც კი ვერ გეტყვით ამას, არა თუ მე.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებას მხოლოდ ტრამპიც ვერ გადაწყვეტს, იქ მთელი ამერიკის სახელმწიფო სისტემაა ჩართული. დიდი რისკია ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება… მანდ ფეხის შეყოფა არის რთული თემა და თუ ტრამპი მაგაზე წავა, ეს შეცვლის არამარტო ახლო აღმოსავლეთში არსებულ რეალობას, არამედ გლობალურად იმოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენზე, საქართველოზეც.
რა ადგილს იძენს საქართველო რეგიონში ამასობაში? დღეს ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას „ქართულ ოცნებას“ ანტიამერიკული პარტია უწოდა, რომელიც მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმსო. ასევე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მიმდინარეობა გააცნეს. საუბარია ჩინურ კომპანიაზე, რომელიც დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
ჩვენთან ძალიან ახლოს მსოფლიო ომის ნიშნების მატარებელი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი. ეს უკვე აღარ არის მარტო რუსეთ-უკრაინის ომი – გლობალური ომია. ოფიციალურად ყველას ეშინია და არ ეძახის მსოფლიო ომს, მაგრამ რეალურად ეს მსოფლიო ომის ნიშნებია. სხვათა შორის, 2008 წელს დაიწყო ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენთან მასშტაბი იყო პატარა და იმიტომ არ მოჰყვა რეაქცია.
ამ ფონზე მეორე კერა გაჩნდა მესამე მსოფლიო ომის ჰიბრიდული და არაღიარებული. ჩვენ ეხლა ვართ ორი გლობალური მსოფლიო მესამე ომის ეპიცენტრში და ჩვენზე ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, როგორც რუსეთ-უკრაინას შორის, ასევე აშშს, ირანსა და ისრაელს შორის.
ძალიან მაფიქრებს ის გარემოება, რომ ირანის მასობრივი დაბომბვების დროს ლტოლვილების რაოდენობა სამხრეთ კავკასიაში მოიმატებს. პირველ დარტყმას მიიღებს სომხეთი და აზერბაიჯანი, იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ტერიტორია თუ დაიბომბება, ირანის აზერბაიჯანელები გადმოვლენ აზერბაიჯანში. თუ სპარსელები დაიბომბება ირანში, ისინი გადმოვლენ სომხეთში – სომხები და სპარსელები ერთმანეთთან ყოველთვის კარგად იყვნენ.
მაგრამ თუ გაიზარდა მასშტაბი, შეიძლება ლტოლვილები წამოვიდნენ ჩვენსკენაც.
არსებობს ბირთვული საფრთხეც. ეს დაბომბვები რომ ხდება ირანის ბირთვული ობიექტების, საფრთხე არის. ამერიკელები და ებრაელები ზედმიწევნით ასრულებენ სამხედრო შეტევებს უმაღლეს დონეზე, მაგრამ შანსი არსებობს, რომ რადიაციის პრობლემამაც იჩინოს თავი.
იმის საფრთხეც გვაქვს, რომ შესაძლოა, ისრაელმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი ირანის წინააღმდეგ. ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ არსებობს.
თუ „ქართული ოცნება“ ირანთან კომუნიკაციას აქტიურად გააგრძელებს, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება და ძალაუნებურად ჩვენი ქვეყანაც უკვე იქნება მხარე ამ პროცესებში. ხომ არის საუბარი, საქართველომ ნეიტრალიტეტი დავიცვათო, ამას ამბობს ხელისუფლება, მაგრამ თუ ირანთან კონტაქტები უფრო გაღრმავდა და ირანის მოქმედ ხელისუფლებასთან მიდგომები უფრო პროირანული გახდება – „ქართული ოცნება“ მთლად ბოლომდე ამას არ ამბობს – ჩვენ შეიძლება ამ პროცესში მხარე აღმოვჩნდეთ.
მეორე მხრივ, როგორღაც ამ სამხედრო კონფლიქტისგან თავი მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭიროთ. სულ ახლახან აზერბაიჯანს ემუქრებოდნენ ირანელები, დაბომბეს აეროპორტი… ამიტომაც, უნდა დავიჭიროთ მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია, მაგრამ არა პროირანული. ირანის ახლანდელი რეჟიმის მხარე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჭიროთ. ანტიჰუმანური რეჟიმის მხარდაჭერა ჩვენ, რა თქმა უნდა, ცივილიზებულ სამყაროსთან პრობლემას შეგვიქმნის ურთიერთობაში.
ამიტომაც, მთლიანად ვემიჯნები ირანის ახლანდელი ხელისუფლების რეჟიმის საქმეს და მოქმედებებს. ეს არის კატასტროფა. სახელმწიფო დონეზე მაქსიმალური ფრთხილი პოლიტიკა უნდა დავიკავოთ და ცივილიზებული სამყაროს გვერდით უნდა დავრჩეთ.
____________
ფოტოზე: თეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREH
1977 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, მას დახვდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შევიწროებული და დევნილი ეკლესია, 7 ეპარქია, 80 სასულიერო პირი და 50 სამლოცველო-ეკლესია.
49 წლის განმავლობაში, ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობისას, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, დაარსდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, დაფუძნდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო.
დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია 49 ეპარქიისგან შედგება, აქედან 42 საქართველოშია, შვიდი კი – საზღვარგარეთ.
ილია მეორეს პატრიარქობისას აშენდა სამების საკათედრო ტაძარი, აღდგა საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგი და ქართული საეკლესიო გალობა.
3000-ზე მეტი სასულიერო პირი, 2500-ზე მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია – ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრეობა, რომელიც მან საპატრიარქო ტახტზე მყოფმა 49 წლის განმავლობაში შექმნა.
ადრეული წლები
ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში.
ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური სნოში ცხოვრობდა. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი და იქ დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა. მან სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურმა მოსკოვის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.
24 წლის ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
მღვდელმონაზონმა ილიამ მოსკოვის სასულიერი აკადემია 1960 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. მას აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზეს – საშუალება ექნებოდა ლექციები წაეკითხა. მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის კურთხევით ის სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.
1960 წლის 19 დეკემბერს აიყვანეს იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვა. ეს ხრუშოვის პერიოდი იყო, როცა რუსეთში ხუთი სემინარია და მრავალი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.
ეფრემ მეორემ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად არქმიანდრიტი ილია დანიშნა.
1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხეს და პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს.
ილია მეორე – ფოტო გადაღებულია 1967 წელს, დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში
არქიმანდრიტი ილია აჭარაში შვიდი წელი დარჩა, 1967 წელს კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. მიტროპოლიტი ილია სოხუმში 11 წელი წირავდა.
პარალელურად, 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვარი ეტარებინა.
1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი).
1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.
1977 წლის 25 დეკემბერი – ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს პირველ წირვას სვეტიცხოველში
ავტოკეფალიის აღდგენა და ილია მეორის როლი
საქართველოს ეკლესია უძველესი ავტოკეფალიური ეკლესიაა. ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს თავისთავადს, დამოუკიდებელს.
ავტოკეფალია აქვთ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიებს. ყველა ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და თითოეული ეკლესია დამოუკიდებლად, საეკლესიო კანონიკაზე დაყრდნობით იმართება.
მიუხედავად დამოუკიდებლობისა, ავტოკეფალიური ეკლესიები, მათ შორის, საქართველოს ეკლესია, ერთი წმიდა, კათოლიკე, ანუ საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაა. ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის არსებობს ევქარისტიული, ლოცვითი კავშირი.
სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო დაახლოებით 472 წელს, მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი.
ქართულმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში მრავალ შემოტევას გაუძლო, მაგრამ დამარცხდა ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთთან.
ერთმორწმუნე რუსეთმა და მისმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1811 წლის 30 ივნისს, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
საქართველოდან გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად შემოიღეს ეგზარქოსის თანამდებობა.
ერთსაუკუნიანი ბრძოლის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეიკრიბა ქართველი სამღვდელოება და საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა კირიონ II.
რუსეთის ეკლესიამ არ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა 1917 წლის 29 დეკემბერს ქართველ სასულიერი პირებს მუქარის ეპისტოლეც კი გამოუგზავნა. მან ქართული სამღვდელოება საეკლესიო კანონების დარღვევასა და სქიზმაში დაადანაშაულა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია კანონგარეშედ გამოცხადდა, დაიხურა ეკლესია-მონასტრები და დაიწყო სასულიერო პირების დევნა.
რუსეთის ეკლესია მუდმივად უშლიდა ხელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებას.
საქართველოს ეკლესიასა და რუსეთის ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი 1943 წელს აღდგა.
საბჭოთა რეჟიმის დროს საქართველოს ეკლესიას არ ჰქონია აქტიური ურთიერთობა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან.
საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიურ ეკლესიად არ მოიხსენიებდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი.
ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის დაიწყო ილია მეორემ, მას შემდეგ, რაც ის პატრიარქი გახდა.
ილია მეორე ითხოვდა, რომ კონსტანტინეპოლს ეცნო საქართველოს ეკლესიის უძველესობა და ისტორიულობა. ამ აღიარების მიღებას დასჭირდა არაერთი ვიზიტი კონსტანტინეპოლის პატრიარქთან.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები 1990 წლის 4 მარტს დასრულდა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა საგანგებო ტომოსით (სიგელი) დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია.
მეორე ტომოსით კი საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მიენიჭა ტიტული „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი“.
ილია მეორის სახელს უკავშირდება მცხეთის სასულიერო სემინარიის თბილისში გადატანა და თბილისის სასულიერო სემინარია აკადემიის დაარსება. გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიების აღდგენა.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული.
საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში.
2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება.
ილია მეორე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ჰქონდა ურთიერთობა ყველა რანგის პოლიტიკოსთან თუ სასულიერო პირთან.
გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.
ილია მეორე აკურთხებს ახლარჩეულ უზენაესი საბჭოს დეპუტატებსილია მეორე და სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორეილია მეორე მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზეილია მეორე და ნანული შევარდნაძე 9 აპრილის მემორიალთანჟურნალისტი წერს ინტერვიუს ილია მეორესთანილია მეორე და ზურაბ ჟვანია
შენიშვნა: კათოლიკოს-პატრიარქის ბიოგრაფია მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე – MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“პროექტი წარადგინეს. „ფესტივალების სასახლეში“ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფცია და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარედგინოს, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.
„MIPIM-ი მნიშნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პროექტისა და ქვეყნის ცნობადობა.
აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.“ – აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს.
პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების დაცვით ვითარდება და მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენას.
ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც, საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია.
ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნესპროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ, მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
მათ შორის არიან ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაში მონაწილეობს, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Archiects.
ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება.
ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის.
ამ კანონით:
„თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.
გარდა ამისა, ამავე კანონით პირველი მაისიდან:
ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.“
პირველი მაისიდან ტროტუარზე დგომა ან გაჩერებისთვის ბათუმის გარდა 100 ლარი იქნება ჯარიმა ასევე შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ოზურგეთში.
ასევე საქართველოს კურორტებზე. სხვა მუნიციპალიტეტებში კი ისევ 10 ლარი დარჩება.
„სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე − 100 ლარის ოდენობით,“ – წერია კანონში, რომელიც 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.
მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ.
კერძოდ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი;
შემოსავლების სამსახურმა კი – 50 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 20 მილიონი ლარი.
თანხის ბიუჯეტში მიმართვის შედეგად აღნიშნული სამსახურების „ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.“ – წერია მთავრობის 2026 წლის 19 მარტის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან [სსიპ], რომელთა წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს, განსაზღვროს ის სსიპ-ები, რომლებსაც ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად მიამართვინებს.
აღსანიშნავია, რომ ისეთი უწყებები, როგორიცაა მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური, მოქალაქეებს ფასიან სერვისებს სთავაზობენ.
მაგალითად, მართვის მოწმობის აღების, იარაღის გაფორმების, ექსპერტიზისა თუ საბაჟო მომსახურების საფასური პირდაპირ ამ უწყებების ანგარიშზე ირიცხება.
აღნიშნული თანხები მათ „საკუთარ შემოსავლებს“ წარმოადგენს, რომლებსაც ორგანიზაციები დამოუკიდებლად განკარგავენ ხელფასების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა საჭიროებებისთვის.
წლის ბოლოსთვის აუთვისებელი თანხა ავტომატურად ბიუჯეტში არ ბრუნდება და უწყებების ანგარიშზე „გარდამავალი ნაშთის“ სახით რჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაგროვილი ნაშთი მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დამატებითი რესურსი სჭირდება, მთავრობა გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას, რომლითაც უწყებას ამ „ზედმეტი“ თანხის საერთო ბიუჯეტში გადარიცხვას ავალდებულებს.
„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები – აკუმულატორი, საბურავი და ზეთი – სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. №1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.
მოქალაქეები, რომლებიც გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.
გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.
„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. „თეგეტა გრინ პლანეტს“ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:„თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა.„თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.
გვიხარია, რომ გარემოსდაცვით აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიით – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – მთელი საქართველო მოგვეცვა. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია – გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.
სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში „თეგეტა გრინ პლანეტის „ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/და ზეთებს, „თეგეტა მოტორსისაგან“ მიიღებენ:
25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები)
ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება
ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის Varta, Petronas, Bridgestone.
—
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს.
ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ.
სამსახურიდან დათხოვნილ მეფუტკრეს სახელისა იმ და გვარის გასაჯაროების შიში აქვს. ამბობს, რომ ისევ ემუქრებიან. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ იციან ბათუმის მერიაშიც, ვის. დაქვემდებარებაშიც არის ბოტანიკური ბაღი, თუმცა არ რეაგირებენ.
მისი თქმით, ინციდენტი 2025 წლის ბოლოს, დეკემბერში მოხდა.
როგორც ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელი გვეუბნება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თანამშრომელი დაითხოვეს, ნაწილი კი გააფრთხილეს.
„ლელა ბაბულეიშვილი მებაღეობის განყოფილების უფროსია. თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან – მეგობრული. თუმცა, დირექტორის შეცვლის შემდეგ ეს ქალიც ძალიან შეიცვალა. ეს ვთქვი მხოლოდ – ლელა, რა ხდება, რამ შეგცვალათ ასე-მეთქი. როგორც ჩანს, შეურაცხყოფად მიიღო და გარეთ რომ გამოვედი, მისი მეუღლე დამხვდა გზაში, ვიღაც ბიჭები ახლდა და ფიზიკურად გამისწორდნენ. შენ ეს როგორ იკადრეო, მეუბნებოდა“, – ასე იწყებს საუბარს მეფუტკრე და დასძენს – „ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღი. ახალი დირექტორი (თენგიზ ტარიელაძე) და სხვა ხელმძღვანელები უხეშად და უპატივცემულოდ გველაპარაკებოდნენ“.
მას ვკითხეთ, განაცხადა თუ არა ვინმესთან ამ ძალადობის შესახებ – მეფუტკრე ამბობს, რომ რადგან ბოტანიკური ბაღი ბათუმის მერიას ექვემდებარება, განცხადებით მერიას მიმართა, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.
„ჩავედი, დავწერე საჩივარი, მაგრამ რა აზრი აქვს, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ორი-სამი თვე კი გავიდა ამასობაში“, – გვითხრა მან.
მეფუტკრე სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. „შტატი გამიუქმეს“ – გვეუბნება ის.
მისი თქმით, ახალი დირექტორი, თენგიზ ტარიელაძე, სანამ ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, ბოტანიკურ ბაღში განყოფილების უფროსად მუშაობდა, თუმცა დირექტორად დაბრუნების შემდეგ, სხვა მებაღეებს უხეშად ექცეოდა.
„მანამდე არ იყვნენ ასეთები, ახლა რატომ გადაგვიარეს ამ „დაბალ ფენას“, არ ვიცი და რატომ გაგვწირეს ასე. ჩვენ, ვინც გამოგვიშვეს, ცოდნაც გვაქვს და გამოცდილებაც. ახლა ისეთებმა ჩაიგდეს ხელში ბაღი, რომ საერთოდ არ აქვთ გამოცდილება“, – გვეუბნება ის.
ამბობს, რომ გულიწყდება მიტოვებული საქმის გამო. ჰქონდა ახალი გეგმებიც, მაგრამ არ დაასრულებინეს:
„ტურისტებს ძალიან მოსწონდათ ჩვენი სკები, აღფრთოვანებულნი იყვნენ. ძველი, ჯარას ტრადიციაც გავაცოცხლე და ვშრომობდი, თავი არ დამიზოგავს. კიდევ მქონდა გეგმები. არ დამაცადეს“.
„მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია“, – გვითხრა ლელა ბაბულეიშვილმა სატელეფონო საუბარში, თანამშრომელზე მისი მეუღლის შესაძლო ძალადობაზე როცა ვკითხეთ. მან მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ მისი განყოფილებიდან 3 მებაღეა გათავისუფლებული.
ვესაუბრეთ ბოტანიკური ბაღის სხვა, ყოფილ თანამშრომლებსაც. მაგალითად, იგორ მიხორიანუს და ლევან ჯაფარიძეს, რომლებიც მებაღეობის განყოფილებაში მუშაობდნენ და სამსახურიდან 23 მარტს გაუშვეს.
იგორ მიხორიანუ გვიყვება, რომ 42 წელი ცხოვრობდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, 25 წელი კი მებაღედ მუშაობდა და აქაური გარემო მისთვის ძალიან მშობლიურია. „ფაქტობრივად, ამ ბაღში ვცხოვრობდი“, – გვითხრა მან.
„მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით ბოტანიკურ ბაღში. მეუღლე 37 წელია მებაღეა და ისედაც ხომ დაბადებული და გაზრდილი ვარ მანდ. ბავშვობიდან ვიცით ამ ბაღის სისტემა და შემიძლია ვიამაყო კიდეც, რომ პროფესიონალი მებაღე ვარ“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.
ის ამბობს, რომ ახალ წლამდე მთავარ აგრონომთან, ავთანდილ ჩიტიშვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რადგან მებაღეებს უხეშად ელაპარაკებოდა.
„მოგვმართავდა უზრდელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ეს გადაიზარდა იმაში, რომ ჩემს მეუღლესაც მიმართა უხეშად. ორჯერ გავაფრთხილე და მესამედ ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა, მაგრამ იძულებული გამხადეს ჩავსულიყავი მერიაში. დავწერეთ საჩივარი მე და კიდევ ერთმა თანამშრომელმა. ვწერდით, რომ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, ვარ ბულინგის მსხვერპლი და ძალიან გთხოვთ, მოგვხედეთ-მეთქი, მაგრამ მერიის მხრიდან რეაგირება არ იყო“, – ამბობს იგორი.
მისი თქმით, სადისციპლინო კომისიამ ის ბაღიდან სამუშაო საათებში გასვლის გამო გაამტყუნა.
„განცხადება რომ დავწერე მერიაში, ეს ჩამითვალეს დარღვევად – თვითნებურად მიატოვე სამსახური და სამუშაო საათებში აქ არ იყავიო, ასეთი მიზეზები გამონახეს.
არ გაითვალისწინეს ჩემი აზრი, საყვედური მომცეს და მე-13 ხელფასის გარეშეც დამტოვეს. შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მთავარ აგრონომს კონფლიქტი მოუვიდა კიდევ ორ მებაღესთან და 30-40 მებაღე ვინც იყო, ყველამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ უზრდელია ეს კაცი და არ შეიძლება მაგასთან მუშაობა.
გუშინ (23 მარტს) გამომიძახეს ადმინისტრაციაში და მითხრეს, რომ კონტრაქტი შემიწყვიტეს. ჩემთან ერთად გამოუშვეს ის ორი მებაღეც, ჩიტიშვილს ვისთანაც ჰქონდა შელაპარაკება.
ჩემს ქვეყანაში აზრის გამოხატვის უფლება აღარ მაქვს? ხელი არ დამირტყამს ვინმესთვის და არ შემიგინებია. უბრალოდ ის ვთქვი, რომ ეს ადამიანი ყველას გვაყენებს შეურაცხყოფას და იგივე თქვეს სხვებმაც. სხვათა შორის, ამ მთავარ აგრონომს ყოფილ დირექტორთანაც ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ვიცი, ხელიც დაარტყა იმან“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.
იგორი ამბობს, რომ აგრონომთან უთანხმოების გამო ახალ დირექტორთან შეხვედრასაც ცდილობდნენ მებაღეები, თუმცა დირექტორმა ისინი არ მიიღო.
„მარტო ის გვითხრა, ან მიდიხართ სამუშაოდან, ან მივიღებ ზომებსო. არ მოგვისმინა. დადის და იძახის, „მე ივანიშვილის დანიშნული ვარ, რაც მინდა იმას გავაკეთებ“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.
მისი თქმით, შესაძლოა სასამართლოსაც მიმართოს საკუთარი უფლებების დასაცავად.
ვესაუბრეთ ლევან ჯაფარიძესაც – მებაღეს, რომელიც იგორთან ერთად გამოუშვეს სამსახურიდან.
„10 წელი ვიმუშავე ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ ახალმა დირექტორმა ახალი წესები შემოიღო, გვავიწროებდნენ. მაგალითად, დაგავალებდნენ, რომ წვიმაში გამოგეჭრა ბამბუკები და რაღაც ასეთები. გველაპარაკებოდნენ უხეშად, მბრძანებლური ტონით. არ მოგესალმება, თუ რამეს ეტყვი – ყვირის. არადა, თავიდან თვითონაც ბოტანიკურში მუშაობდა განყოფილების უფროსად და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. დირექტორად რაც დაინიშნეს, ხმას აუწია – ზემოდან გიყურებენ, აი „გაჩმორებენ“. მე ბიძინას მოყვანილი ვარ, ვერაფერს ვერ მიზამთო, იძახის.
ყველას აწუხებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ყველა ვერ ამბობს ხმამაღლა. ბანკის ვალების გამო ზოგი ვერ ტოვებს სამსახურს, თორემ ბევრია უკმაყოფილო.
თანამშრომელი ეუბნებოდა, მომეცით მშვიდად მუშაობის უფლებაო და ამის გამო დასაჯეს – პრემია არ მისცეს. სიმბოლური საჩუქრები იყო საახალწლოდ და არც ეს მისცეს, ახლა კი ჩემთან ერთად გაათავისუფლეს“, – ამბობს ლევან ჯაფარიძე.
ახალი სამსახური ჯერ არ უპოვია. „ჯერ შოკში ვარ, რომ იტყვიან“, – გვეუბნება ლევან ჯაფარიძე.
ბოტანიკური ბაღის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი „ბათუმელებს“ თავად დაუკავშირდა და რეპრესიების შესახებ ისიც მოგვიყვა. თუმცა, ამ ეტაპზე არც მან ისურვა სახელისა და გვარის გასაჯაროება. ამბობს, რომ მისი ოჯახიდან ერთი ადამიანი კიდევ მუშაობს ბაღში და მისი მხრიდან ღია კრიტიკის გამო შესაძლოა ისიც უმუშევარი დარჩეს.
„დღეს სამსახურის დაკარგვა ნიშნავს მშიერ შვილებს სახლში. ვინც დარჩა, ისინიც უკმაყოფილო არიან, მაგრამ უმუშევრობის შიშით ვერ იღებენ ხმას.
ბაღიდან მხოლოდ მებაღეები არ გაუშვიათ. გაუშვეს თანამშრომლები ადმინისტრაციიდან და სამეცნიერო განყოფილებიდანაც. მეც ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი. გუშინ გაუშვეს სამი საუკეთესო მებაღე.
ვფიქრობ, ახალ დირექტორს ანგარიშსწორება ამოძრავებს, რადგან ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა აქ და სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ვერავისთან ნორმალური კომუნიკაცია ვერ დაამყარა. ვერც ახლა ამყარებს ნორმალურ ურთიერთობას თანამშრომლებთან“, – გვითხრა მან.
მისი აზრით, ახალი დირექტორი ერთპიროვნულ და არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს იღებს და არ ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
„ჩემი საყვარელი საქმე მინდა ვაკეთო, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას, რადგან ისეთი გუნდი მოვიდა, ნორმალურად და უსაფრთხოდ მუშაობის უფლებას არ გვაძლევდნენ. ვინც ხმა ამოიღო უსამართლობაზე, ყველა დასაჯეს“, – წერია ბოტანიკური ბაღის ყოფილი განყოფილების უფროსის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომს, ავთანდილ ჩიტიშვილს და კომენტარი სთხოვა ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებზე, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა და პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თენგიზ ტარიელაძეს კომენტარისთვის. მას ვკითხეთ, რა იყო თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი და თუ სმენია მებაღეზე სავარაუდო ძალადობის შესახებ.
თენგიზ ტარიელაძე ბოტანიკური ბაღიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებს უარყოფს.
„ვინ თქვა ეგ, საერთოდ არ გაგვიშვია არავინ. მაგრამ თუ ვინმეს დისციპლინური გადაცდომა აქვს ან რაიმე დარღვევა, მიმართეთ პრესსამსახურს და მოგაწვდით ამ ინფორმაციას“, – გვითხრა მან.
რამდენ თანამშრომელს შეუწყვიტეს ხელშეკრულება მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ? – თენგიზ ტარიელაძე კონკრეტულ ინფორმაციას არ გვაწვდის:
„არ ვიცი ასე დეტალურად ვის შეუწყდა ან რატომ შეუწყდა. ჩვენთან რეორგანიზაცია რაც ჩატარდა, არავინ არაა შემცირებული, პირიქით, დავამატეთ განყოფილებები.
6 თვის განმავლობაში არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა. თუ ვინმემ ვინმეს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მიმართეთ შესაბამის სამსახურს“, – გვითხრა თენგიზ ტარიელაძემ.
„ბათუმელებმა“ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართა და მოითხოვა დაზუსტებული ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს 2025-2026 წლებში ან იძულებულნი გახდნენ, რომ სამსახური დაეტოვებინათ.
რადგან ბოტანიკური ბაღი ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, დავუკავშირდით მერიასაც და ვკითხეთ, განიხილეს თუ არა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების განცხადება, იყო თუ არა ამ განცხადებაში საუბარი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ბაღის თანამშრომლების მიმართ და რა ზომები მიიღო მერიამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
„ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი“ – მოგვწერეს ორი დღის შემდეგ ბათუმის მერიიდან.
თენგიზ ტარიელაძის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშვნის ბრძანება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 3 სექტემბერს გამოსცა. პირველი დეკლარაციაც ამ წელს შეავსო ტარიელაძემ დირექტორის რანგში.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს, ანუ დირექტორად დანიშვნამდე, თენგიზ ტარიელაძე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა მებაღედ და აგრონომად. მათ შორის შპს ,,პარაგრაფში” აგრონომად, საიდანაც ხელფასის სახით 36 918 ლარი მიიღო.
მას 10 ათასზე მეტი ლარი გადაუხადა შპს „ანაგიმ“ მებაღის პოზიციაზე, 9 265 ლარი – „ელთ ბილდინგმა“ აგრონომის პოზიციაზე და ასე შემდეგ.
თენგიზ ტარიელაძემ 2024 წელს, მთლიანობაში, 20 კომპანიასთან თანამშრომლობით 100 000-ზე მეტი ლარი შემოსავალი მიიღო.
მის საკუთრებაშია სამი მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურში (ორი მიწის ნაკვეთი ფერიაში და ერთი – განთიადში), ბინა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე და მსუბუქი ავტომანქანა toyota priusi.
დეკლარაციის შევსებისას მის საბანკო ანგარიშებზე ხელმისაწვდომი იყო 27 000 ლარი, მისი მეუღლის სახელზე კი – 1 393 ლარი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
„ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ – წერს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.
საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც. აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს.
დელეგაციას გააცნეს სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტებიც და ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება.
მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას“ – წერს სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 26 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ საქმეზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1992 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს. ის წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 292 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 807 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 278 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 38 795 ერთეული [+49]
MLRS – 1 698 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 337 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 198 389 ერთეული [+2 038]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 85 352 ერთეული [+201]
სპეცტექნიკა – 4 100 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტარები და მინისტრები ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს სახლებში ინახავენ.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაღდი ფულის გადანახვის რეკორდს ხსნიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მისი ძმისშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ვახტანგ თურნავა.
მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, თურნავამ და მისმა მეუღლემ მაინც მოახერხეს ათასობით ლარის, დოლარისა და ევროს გადანახვა ნაღდი ფულის სახით.
2025 წლისთვის ნათია თურნავას სეიფში აქვს შენახული 60 000 ლარი, 375 000 დოლარი და 35 000 ევრო.
მის მეუღლეს, დავით ვეშაპიძესაც ფული სხვადასხვა ვალუტაში აქვს გადანახული: 30 000 ლარი, 15000 ევრო და 125 000 დოლარი.
სახლში ინახავს 430 000 ევროს ვახტანგ თურნავაც, – „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.
„ოცნების“ პარლამენტარები
სია ძალიან გრძელია იმ პირების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სახლში შეინახონ „რაღაც დანაზოგი“. თუმცა ამჯერად იმ პირებზე შევჩერდებით, რომლებსაც ყველაზე მეტი თანხა აღმოაჩნდათ სახლში.
მაგალითად, გიორგი ბარვენაშვილი და მისი მეუღლე სამივე ვალუტაში ინახავენ სახლში დიდი ოდენობის თანხას.
ბარვენაშვილის სახელზეა 115 000 დოლარი, 93 200 ევრო და 68 450 ფუნტი. მის მეუღლეს კი 46 000 დოლარი და 15 300 ევრო აქვს ნაღდი ფულის სახით გადანახული.
მის მეუღლეს მაია მაისაძეს ასევე აქვს ნაღდი ფული შენახული – 46 000 დოლარი და 15 300 ევრო.
ნაღდ ფულს – 37 000 ლარს და 40 000 დოლარს ინახავს შოთა ბერეკაშვილიც.
ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ხახუბიას კი 50-50 000 დოლარი აქვთ სახლში შენახული.
ალუდა ღუდუშაურს სახლში გადაუნახავს 20 000 ევრო და 102 000 დოლარი. მის მეუღლეს კი 20 000 დოლარი აქვს ნაღდი ფულის სახით შენახული.
სამივე ვალუტაში აქვს ნაღდი ფული გადანახული ანტონ ობოლაშვილსაც – 110 000 ლარი, 55 000 დოლარი და 60 000 ევრო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიაც 82 000 დოლარს ინახავს სახლში.
70 000 ლარი და 100 000 დოლარი ბანკის ნაცვლად სახლში უდევს ნინო წილოსანსაც.
ზაალ დუგლაძეს 50 000 დოლარი და 150 000 ლარი შეუნახია სახლში.
იოსებ ჯორბენაძეს კი 155 000 ლარი გადაუნახავს.
ილია ინჯიას 100 000 დოლარი და 200 000 ლარი აქვს ნაღდი ფულის სახით, მაია ბითაძეს 20 000 ლარი, 30 000 ევრო და 8000 დოლარი უდევს სახლში.
ნაღდ ფულს – 12 000 ევროს ინახავს შალვა პაპუაშვილის ცოლიც.
ბანკის ნაცვლად სახლში შეუნახავთ 25 000 დოლარი და 25 000 ევრო რატი იონათამიშვილსა და მის მეუღლესაც.
ნაღდი ფული – 100 000 ლარი აქვს გიორგი ჭყონიას, ნიკოლოზ სამხარაძეს კი – 27 000 დოლარი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მსგავსად ნაღდ ფულს სახლში ინახავენ „ოცნების“ მინისტრებიც
მაგალითად, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელმაც საზოგადოებას ძვირადღირებული ჩანთებით დაამახსოვრა თავი, ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს 68 000 დოლარს.
350 000 ლარი აქვს სახლში გადანახული „ოცნების“ სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მისი მეუღლე ქეთევან ჯელაძე 45-50 000 დოლარს ფლობენ ნაღდი ფულის სახით.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილიც 75 ათას ევროს და 20 ათას ლარს სახლში ინახავს.
ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს 50 000 დოლარი გადაუნახავს, რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს კი – 35 500 დოლარი.
სახლში აქვთ 30 ათასი და 9 ათასი დოლარი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს და მის მეუღლეს.
ნაღდ ფულს ინახავენ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე.
კალაძეს 50 ათასი დოლარი და 70 ათასი ევრო გადაუნახავს სახლში, მის მეუღლეს კი – 65 ათასი ლარი და 45 ათასი ევრო.
კალაძის მოადგილეებიდან მხოლოდ ერთს, გიორგი ტყემალაძეს აქვს ნაღდი ფული 75 ათასი ლარი სახლში.
ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს სოლიდურ თანხას სახელმწიფო აუდიტის უფროსი გიორგი გაბიტაშვილიც. მას ნაღდი ფულის სახით სახლში უდევს 250 000 ლარი და 290 000 დოლარი.
კრიმინალური პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე და მის მეუღლეც სახლში ინახავენ 80 000 დოლარს.
„ოცნების“ მაღალჩინოსნების სახლში გადანახული ათიათასობით ლარი და დოლარი.
სია ძალიან გრძელია იმ პირების, ვინც ბოლო პერიოდში თანხების შენახვა სახლში დაიწყო. უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი საერთაშორისო სანქციების შიშს, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას? რაზე მეტყველებს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაღდი ფულის შენახვას არჩევს. ბანკებს არ ენდობა, თუ სხვა მიზეზი აქვს?
ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ ზაზა ბროლაძეს ესაუბრა. ექსპერტის თქმით, ეს იმ ყველაფრის ანარეკლია, რაც ქვეყანაში ხდება.
ზაზა ბროლაძე
„კორუფციის ასეთი საოცარი მასშტაბები შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. მაშინ ამხელა ეკონომიკა არ იყო პროცენტულად, მაგრამ ამხელა წილს ვერ იპარავდნენ ბიუროკრატები.
არაფერს ვიტყვი შემდეგ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკმაოდ ეფექტურად იღვაწა იმისათვის, რომ კორუფცია შემცირებულიყო და ეს იყო დადასტურებული საერთაშორისო ინდექსებით.
ის ფაქტი, რომ ნაღდ ფულს ინახავენ, რა თქმა უნდა, სანქციების შიშია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი ფულის კონტროლი საკმაოდ რთულია. აქვს ეს ფული ნამდვილად თუ არ აქვს, არავინ უმოწმებს, მხოლოდ დეკლარირებას ექვემდებარება.
არც ამ ფულის წარმომავლობას აკონტროლებს ვინმე. თუ პროკურატურა ან სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან, მაშინ უნდა დაადასტურონ საიდან აქვთ.
ტექნიკურად, ქეშის დეკლარირება ძალიან ხელსაყრელია მათთვის, რადგან ვერ გაიგებ რა თანხა აქვთ სინამდვილეში, თავი რომ გავანებოთ წყაროს, თუ საიდან აქვთ ეს ფული. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ეს თანხები იმდენად მიზერულია ზოგიერთ კორუმპირებულ ადამიანთან დაკავშირებით, გვაფიქრებინებს, რომ ეს აისბერგის წვერია, რადგან ვიცით, რომ თანხებს ინახავენ კრიპტოვალუტაში, უძრავ ქონებაში, უცხოეთში და „შავი დღისთვის“ შენახული თანხებია. შეიძლება ადვოკატის დაქირავება დასჭირდეთ, ან სადმე წასვლა მოუწიოთ – ყოველდღიური ჯიბის ფულია ზოგიერთისთვის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქციელი განსაკუთრებით სასაცილოა, როცა ამ ოდენობის თანხა უდევს მუთაქაში.
თუმცა სასაცილოს გარდა ტრაგედიაცაა, რადგან უფრო დაბალი რანგის ბიუროკრატებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის გარკვეული მოდელიც შეიძლება გახდეს და თუ მასიურად დაიწყებენ ისინიც ბანკების უგულებელყოფას, ეს გაზრდის ჩრდილოვან ეკონომიკას“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ქონებრივ დეკლარაციაში წერდა, რომ ნაღდი ფულის სახით 85 000 დოლარს ინახავდა. თუმცა 2025 წლის 19 ივნისს ის დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ასევე სხვა ეპიზოდებში.
დაკავების შემდეგ ყოფილ ჩინოვნიკს ჩამოართვეს საქართველოსა თუ ესპანეთში არსებული უძრავი ქონება, ოქროს ზოდები, ოქროს საათები, მონეტები, ავტომობილები და ასე შემდეგ.
„ამიტომ ვამბობ, რომ ის, რაც ჩანს, ეს არის ამ ადამიანებისთვის ჯიბის ფული. მნიშვნელოვანია, რა არის რეალურად აისბერგის წვერს ქვემოთ. რა თანხას ფლობს ესა თუ ის ჩინოვნიკი და მთავარი პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ჩინოვნიკები სახლში ინახავენ ფულს, არამედ ის, რომ არნახული დონის კორუფციაა ქვეყანაში – ფულის მოპარვა სირცხვილი აღარ არის. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმხელა თანხებს ფლობდა, რომ კაზინოშიც კი თამაშობდა“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
მისი თქმით, დღეს, „ქართული ოცნების“ ფუნქციონირების დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, საბჭოთა პერიოდის მიდგომას ჰგავს, როცა კორუფცია, მოპარვა სირცხვილად, კრიმინალად ნაკლებად მიიჩნეოდა.
„ამბობდნენ – „შენ ხომ არ გპარავ, სახელმწიფოს ვპარავ“. ჯარისკაცი იქნება თუ პაციენტი, შენ ჰპარავ მათ, როცა კორუფციაში ხარ. ესენი კი, ბობოლა, კორუმპირებულ ხალხზე იძახიან „კაცურად ზის“ ციხეშიო. ის კი არა, რომ კორუფცია სამარცხვინოა და სამარცხვინოები არიან“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
ნაღდი ფულის გარდა, ცალკეული ჩინოვნიკების დეკლარაციაში ფიგურირებდა კრიპტოვალუტაც. თუკი თანხების დიდ ნაწილს ციფრულ ვალუტაში გადაიტანენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები, შეძლებენ თუ არა სანქციების შემთხვევაში ასე გადაარჩინონ ფულადი დანაზოგები? – ვკითხეთ მას.
ზაზა ბროლაძის თქმით, ფულის კრიპტოვალუტაში შენახვის შემთხვევაშიც კი „მთლად გულარხეინად ვერ იქნებიან“.
„კრიპტოვალუტა ნაკლებად კონტროლირებადია, თუმცა მისი ტექნიკური მიკვლევა შესაძლებელია. 100%-ით რომ იყოს ადამიანი დაზღვეული, ასე არ არის. აშშ-სთვის ასეთი ინფორმაციაც ხელმისაწვდომია“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
ქვეყანაში კორუფციის ფაქტების კვლევაზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა იმუშაოს. თუმცა, თავად ამ სამსახურის უფროსიც კი, თანხებს სახლში ინახავს.
ზაზა ბროლაძის თქმით, ეს იმის ბრალია, რომ სისტემა კორუფციაშია, „ჭანჭიკები კი თავიანთ თავებს არ მოიჭრიან“.
„კორუფციის ბაცილა უნდა მოვიცილოთ თავიდან, რადგან დალაგებულ ქვეყანაში ვერცერთი ბიუროკრატი, ვერცერთი ფუნქციონერი ვერ უნდა ბედავდეს, ასე თავხედურად თან ფული აკეთოს და თან მერე დეკლარაციებში დააფიქსიროს ნაღდი ფული იქნება თუ შემოსავალი, რომელიც მათ ოფიციალურ ხელფასზე გაცილებით მეტია.
ინდულგენციასავით გახდა, რომ მე დავაფიქსირე დეკლარაციაში და მორჩა. შემოსავალი რომ გაქვს ასი ერთეული და დეკლარაციაში აფიქსირებ ხუთას ერთეულს, ნორმალურ ქვეყანაში ეს უნდა აჩენდეს კითხვებს. ჩვენ არც გვაქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციას ებრძვის. თუ ვიღაცის ინტერესები გადაიკვეთება, მაშინ იწყება ვიღაცის ჩაძირვა, თორემ კორუფციას არ ებრძვიან ამ ქვეყანაში“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
– „ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება“, – თქვა გასულ წელს ნათია თურნავამ. რამდენად მოსალოდნელია, რომ სახლში გადანახული თანხები ერთ დღეს ჩინური ბანკების ანგარიშებზე აღმოჩნდეს? – ვკითხეთ ზაზა ბროლაძეს.
მისი თქმით, ჩინურ ბანკებსაც ისევე ეშინიათ ამერიკული სანქციების, როგორც ქართულ ბანკებს. ამიტომ, დასავლეთის მიერ დასანქცირებულ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ფულის გადასარჩენად ერთადერთი გზა, – „მუთაქა“ რჩებათ.
„ჩინური ბანკებიც არიან საერთაშორისო მთლიანი სისტემის ნაწილები, ამიტომ ასე მარტივად ვერ გახსნიან იქ ანგარიშებს – ამით რომ დააღწიონ თავი სანქციებს, ეს გამორიცხულია. შიდა ჩინური Swift დავარქვათ ვთქვათ, არც ეს იქნება უსაფრთხო მათთვის, რადგან ნებისმიერი ჩინური ბანკი ეკონომიკურ საქმიანობაშია დასავლეთის ქვეყნებთან და ამ პროცესს ამონიტორინგებენ. ასეთ რისკს, მით უმეტეს ჩინური ბანკი არ აიღებს, უზარმაზარი ბრუნვები აქვთ და ჩვენი საჯარო მოხელეების ფულის გადამალვით არა მგონია, რომ დაკავდნენ.
იმედია, ხანძარი არ გაჩნდება და იქ არ ჩაიფერფლება ის, რაც გადაინახეს“, – ამბობს ზაზა ბროლაძე.
Georgia’s rapid decline in civic freedoms has once again triggered international alarm, with the country added to the CIVICUS Monitor’s March 2026 Watchlist alongside Benin, Ecuador, Iran and the Philippines.
The CIVICUS Monitor Watchlist – an alert system for countries experiencing a rapid and significant deterioration in civic freedoms – rates Georgia (with 34/100 points) as “Repressed”, the second worst rating a country can receive, indicating severe restrictions to the freedoms of expression, peaceful assembly, and association.
According to the CIVICUS Monitor, the deterioration of Georgia’s civic space has progressed at a rapid rate and Georgia is downgraded from “Obstructed” to “Repressed” after being downgraded from “Narrowed” (points 62/100 points) to “Obstructed” (with 54/100 points) in 2024.
As the platform describes the profile of Georgia in its 2025 report, it notes that this is the first time a country has been downgraded in two consecutive years by the rating platform. According to archives Georgia remained in the Narrowed category from 2018 until 2024.
Photo: CIVICUS Monitor
“In the coming weeks and months, the CIVICUS Monitor will closely track developments in each of these countries as part of efforts to ensure greater pressure is brought to bear on governments. CIVICUS calls upon these governments to do everything in their power to end the ongoing crackdowns immediately and ensure that perpetrators are held to account”, reads the Watchlist report.
The CIVICUS Monitor is an online platform which began in 2017 and tracks the state of freedom of association, peaceful assembly and expression in 198 countries and territories.
The rating system includes five categories and countries are assessed on a 100-point scale, where 100 represents the best possible score. The ratings are classified as follows: ‘Closed’ (1–20), ‘Repressed’ (21–40), ‘Obstructed’ (41–60), ‘Narrowed’ (61–80), and ‘Open’ (81–100).
“There are 50 total “Repressed” countries around the world in 2025, including Serbia, Zimbabwe, Pakistan and El Salvador”, – reads CIVICUS Monitor’s report.
In countries with this rating, civic space is significantly constrained. Individuals and civil society actors who speak out against those in power face risks including surveillance, harassment, intimidation, imprisonment, physical harm, and even death. While some organisations continue to operate, their work is frequently obstructed, and they remain under constant threat of deregistration or closure by the authorities.
The CIVICUS Monitor explains that Georgia’s entry to the Watchlist is driven by:
• A relentless wave of restrictive legislation, including new “foreign agents” laws, criminal liability for “extremism against the constitutional order”, and successive amendments criminalising a wide range of protest activities.
• Escalating pressure on civil society and independent media, including politically motivated criminal investigations, administrative inspections, and the freezing of bank accounts.
• Persecution of political opposition, with leading politicians sentenced to jail and criminal cases opened against opposition leaders facing up to 15 years in prison.
The press release published by the CIVICUS Monitor includes the comments by Tara Petrović, Europe researcher for the organization:
“Authorities are introducing sweeping new restrictions at a relentless pace, dismantling civic space piece by piece. This constant stream of repressive laws must be urgently reversed, and provisions that are incompatible with Georgia’s human rights obligations must be repealed in full.”
According to the March 2026 Watchlist, Benin (49/100) and Ecuador (47/100) are rated ‘Obstructed’, while the Philippines (38/100) and Georgia (34/100) fall under ‘Repressed’. Iran (9/100) remains in the ‘Closed’ category, where it has been classified since 2018.
Beyond the CIVICUS Monitor Watchlist, the platform’s 2025 annual global report highlights broader global trends. It recorded rating changes in 18 countries, with 15 downgraded and only 3 upgraded (Gabon, Mauritania and Senegal). Overall, the report finds that civic freedoms are being curtailed in a record number of countries, with civil society under severe pressure in 122 of 198 countries and territories.
Photo: CIVICUS Monitor
The CIVICUS Monitor, which began in 2017, tracks the state of freedom of association, peaceful assembly and expression in 198 countries and territories.
The annual report, People Power Under Attack, rates the state of civic space conditions based on data collected throughout the year from country-focused civil society organisations, regionally-based research teams, international human rights indices and the CIVICUS Monitor’s in-house experts. The data from these four separate sources are then combined to assign each country and territory a rating as either open, narrowed, obstructed, repressed or closed.
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. 2019 წელს აქ 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „დექსტერ დეველოპმენტს“ სურდა, თუმცა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ნებართვა არ გასცა, მოტივი – სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია და მაღლივი მშენებლობა ძეგლებს დაჩრდილავს.
ამ საქმესთან დაკავშირებით მას ფარული სატელეფონო ჩანაწერიც გაუვრცელეს, სადაც ამბობდა, რომ ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და უფრო „მაღალ დონეზე“ შესათანხმებელი იყო.
„დექსტერ დეველოპმენტის“ წარმომდგენლები თავის დროზე დაჟინებით ითხოვდნენ ნებართვის გაცემას და საჯაროდ მიუთითებდნენ ხელოვნური ბარიერების შექმნაზე. მათ მერიას ადგილის ჩანაცვლებასაც კი სთხოვდნენ, მაგრამ ამ კომპანიამ ვერც ნებართვა მიიღო და ვერც სხვა შეთავაზება…
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭე“ სამშენებლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ „დექსტერ დეველოპმენტის“ ნაცვლად ნინოშვილის #25-ში 2024 წლიდან გამოჩნდა, შემდეგ კი მიწის ნაკვეთი, თავისი შენობით სრულად დაირეგისტრირა.
2026 წლის 18 მარტს კი კომპანიამ აქ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში შენდება, რადგან ნინოშვილის #25-ში მდებარე შენობა ავარიული სახლების ნუსხაში იყო.
მშენებლობა ორ ძეგლს შორის არის დაგეგმილი და პროექტის მასშტაბის მიხედვით ის ორივე ძეგლის ხედვის არეალს შეზღუდავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს კანონი იცავს, რომლის მიხედვითაც ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში დაუშვებელია ისეთი მშენებლობა, რომელიც ძეგლს დათრგუნავს.
სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი კორპუსი უნდა ააშენონ, ნინოშვილის #25-ში მდებარეობს და 1193 კვ.მეტრია, #23-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა მდებარეობს, რომელიც ასევე „გუმბათის“ საკუთრებაა. აქ სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, გაცემულია ამ შენობის რეაბილიტაციის ნებართვა და მის იერ-სახეს შეინარჩუნებენ.
მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
ძეგლის სტატუსი აქვს ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლსაც. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ეს სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში და შპს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტები მას აღწერენ, როგორც აგურის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ბათუმში:
„არც თუ ისე დიდი მასშტაბის მიუხედავად, შენობას არსებითი როლი აქვს სანაპირო ბულვარის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში. ამგვარი მდებარეობა უზრუნველყოფს შენობის კარგ ხილვადობასა და ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, ავტოსადგომისთვის რესურსი არსებობს, თუმცა მოცემული ტერიტორიის დატვირთვიდან გამომდინარე, მაინც არასაკმარისია.“
უკვე დანგრეული ისტორიული სახლი და სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვსსამშენებლო მიწის ნაკვეთიდან მარცხნივ კიდევ ერთი ძეგლია, რომელიც ასევე „გუმბათის “ საკუთრებაა
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნებართვა გაცემულია 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ანტრესოლით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 47.50 მეტრი იქნება. როგორც სამშენებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, „ავტოსადგომის რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი ნორმის არანაკლებ 40% შესაბამისად.“
პროექტის რენდერი
სამშენებლო ნებართვის გაცემის ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელი ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მოაწერა, ვიგებთ მერიის ახალი მიდგომის შესახებ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით. მერიამ გადაწყვიტა დააზღვიოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რაც ბათუმისთვის სერიოზული გამოწვევაა იმ თვალსაზრისით, რომ ბინების გაყიდვის შემდეგ მშენებლები ამ პროცესის დაწყებას არ ჩქარობენ.
ამჯერად მერიამ კომპანიას შეთანხმებული პროექტის ექსპერტიზით დადასტურებული ღირებულების 20- პროცენტიანი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მოსთხოვა.
გარდა ამისა, კომპანია მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფის მიზნით, ნებართვით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, მერიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთავს თავის საკუთრებაში რეგისტრირებული სასარგებლო ფართობების საერთო ჯამის არანაკლებ 10 %-ს. კომპანია ამ ფართობებს მერიის თანხმობის გარეშე ვერ გაყიდის.
მერია ასევე წერს, რომ აღნიშნული სამშენებლო ობიექტისთვის არ არის გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემაში გრუნტის წყლების ჩაშვება.
შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭეს“ ლაშა ბალაძე ფლობს. ის „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2011 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ 240 000 ლარი შესწირა.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია მეწყერი. არც სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილა, არც სახლებში დაბრუნების უფლება გვაქვს, რომ ნივთები ავიღოთ.
ამ ეტაპზე, გაგვიყვანეს ქირით და ესაა,“ – სოფელ კურსების მცხოვრები ხატია ბეროძე „ბათუმელებს“ უყვება, როგორ ცხოვრობენ სოფლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოქცეული ადამიანები.
12 მარტის ღამეს სოფელ კურსების მცხოვრებები საწოლებიდან წამოცვივდნენ და ისე გამოიქცნენ საკუთარი სახლებიდან, მხოლოდ იმის წამოღება შეძლეს, რაც ტანთ ეცვათ ან რაც იმ მომენტში ხელში მოჰყვათ.
ადამიანებმა ვერ გამოიტანეს ვერაფერი – ვერც პირადი ნივთები, ვერც ტექნიკა, ზოგმა დოკუმენტების გამოტანაც ვერ შეძლო.
სოფელ კურსების დატოვება 46 ოჯახს მოუწია. გეოლოგების ინფორმაციით, მეწყრულ ზონაში მოქცეული 46 სახლიდან მხოლოდ 13 სახლში შეიძლება გადაადგილება და ნივთების გამოტანა. 17 სახლი სრულადაა დანგრეული – სახლები მიწაში ისე ჩაიმარხა, მხოლოდ სახურავები ჩანს.
12 მარტამდე, სანამ მეწყერი დაანგრევდა, ეს სახლი იყო და აქ ოჯახი ცხოვრობდა ფოტო: მარიამ ბეროძე
მეწყერმა 60 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ტყიბულის მერიამ დაზარალებული ოჯახები თავდაპირველად სასტუმროებში განათავსა. მოგვიანებით კი ნაწილი, ვინც შესაფერისი ბინა იპოვა, ქირით გაიყვანა. ნაწილი ისევ სასტუმროებში რჩება.
„ვინც რა თანხაში იპოვა ბინა, ის თანხა დაფინანსდა. ჩვენ, მაგალითად, 1000 ლარში ვნახეთ და ეს თანხა დაგვიფინანსა მერიამ. ზოგმა 1500-ში ნახა, ბევრი ვინც იყვნენ ოჯახში, იმათაც სრულად დაუფინანსეს. სულადობის მიხედვით იანგარიშა მერიამ ქირის თანხა,“ – ამბობს ხატია ბეროძე.
სოფელ კურსებიდან გამოყვანილი ოჯახები ტყიბულის მერიამ პირველ ეტაპზე 6 თვის საცხოვრებელი ქირით უზრუნველყო.
ხატიას თქმით, მეწყრით დაზარალებულმა ოჯახებმა ერთჯერადი დახმარებაც მიიღეს – სულზე 500 ლარი.
რა იქნება ახლა? – ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც კურსების მცხოვრებები ეძებენ.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ იქვე სოფელში გამოყონ მიწის ნაკვეთები და იქ აგვიშენონ სახლები. იმიტომ, რომ ასე გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე ის, რომ ზარალი დათვალოს და რეალურად შეაფასოს, რა ოდენობის ზარალი მივიღეთ.
იქვე სოფელში არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და იქნებ მოხდეს იქ [სახლების აშენება],“ – ამბობს ხატია ბეროძე.
ხატიას თქმით, ამჟამად სწავლობენ იმ ტერიტორიას, რომელზეც მოსახლეობამ მიუთითა მუნიციპალიტეტს, რამდენად შეიძლება იქ სახლების აშენება და რამდენად უსაფრთხოა.
დაზარალებულები არ არიან თანახმა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 30 ათას ლარზე, რომელსაც, როგორც წესი, სახელმწიფო მსგავს შემთხვევებში გასცემს. თუმცა საბოლოო შეთავაზება ჯერ სახელმწიფოს არ გაუკეთებია მათთვის და ყველა მოლოდინის რეჟიმშია.
სოფელი კურსები მუნიციპალურად ტყიბულს ეკუთვნის, მაგრამ ქუთაისთან ახლოსაა.
ტყიბულსა და კურსებს შორის 31 კმ. გზაა, ქუთაისიდან კი სოფელი 11 კილომეტრითაა დაშორებული.
„ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებული იყო, ერთი-ორი სახლი თუ იყო, სადაც არავინ ცხოვრობდა. აქ მიწაც ძვირია. მუნიციპალურად ტყიბულს ვეკუთვნით, მაგრამ ქუთაისთან ვართ ახლოს. მე, პირადად, ქუთაისში ვმუშაობ, ჩემი შვილი ბაღში ქუთაისში დადის,“ – გვიყვება ხატია.
სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება გეოლოგიური დასკვნა, რომელიც განმარტავს, თუ რამ გამოიწვია მეწყერი.
სოფელი კურსები ჩაკეტილია და იქ არავის უშვებენ, არც მცხოვრებებს, არც ჟურნალისტებს.
25 მარტს სამთავრობო ტელევიზია „იმედმა“ გაავრცელა დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსის დურუ ჭელიძის კომენტარი.
„ძველმეწყრული სხეულის რეაქტივიზაცია მოხდა და ძირითადად მოიცავს 60 ჰექტარს. 1-2 წელი კი არა, 100 და ათასი წელი უნდა რომ ჩამოყალიბდეს ძველმეწყრულსხეულად და მერე მოხდეს მასზე განლაგება სახლების.
შარშან ძალიან დიდი თოვლი იყო და ჩაჟონვა ბევრი ხდებოდა. ახლა წვიმები არის ხო? შეიძლება წლიური ნალექი არ იყოს იმდენი ცვალებადი, მაგრამ ერთ თვეში მოვიდეს ერთი წლის მარაგი და ის იწვევს. ძირითადად მაგი იწვევს,“ – თქვა დურუ ჭელიძემ კურსებში მომხდარი მეწყრის მიზეზებზე საუბრისას.
სანამ გეოლოგიური დასკვნა იქნება და სახელმწიფო დაზარალებულებს ადეკვატურ კომპენსაციას შესთავაზებს, სოფლის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა.
ფონდში შესული თანხა დაზარალებულ ოჯახებს შორის გადანაწილდება.
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს.
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ არის. ბათუმის მერიას ამ დრომდე არ დაუსრულებია პროექტისთვის საჭირო კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები კი ამ საკითხის მოგვარებამდე არ დაიწყება.
მერიის განმარტებით, ქუჩების შეერთების პროექტის ფარგლებში, ამჯერად გამოსასყიდია 449 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისამართზე – გორგასლის ქუჩა №150. ზემოაღნიშნული თანხა მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით გაიცემა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ბათუმის საკრებულო 30 მარტს განიხილავს.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიდან / საკითხს ქალაქის საკრებულო 30 მარტის სხდომაზე განიხილავს
ბათუმში, გორგასლის 150 ნომერში მიწის ნაკვეთის ფართობი ჯამში 1 797 კვადრატული მეტრია და ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გორგასლის 150“-ს ეკუთვნის [ნაკვეთზე 9-სართულიანი კორპუსი დგას და რეესტრის ბოლო ამონაწერით სულ 57 მესაკუთრეა].
572 245 ლარი ბიუჯეტში „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას ემატება. ამასთან, ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში [ქვეპროგრამაში – საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა], ამ ორი ქუჩის შეერთებისთვის ცალკე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტიდან
2026 წლის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის და ფიროსმანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2025-2026 წწ.] შეადგენს 1 317 507,15 ლარს“.
ფარნავაზ მეფის და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტი – ქრონოლოგია
ბათუმის მერიამ ამ ორი ქუჩის შეერთების შესახებ გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღო.
2023 წელი: კომპენსაციების გაცემის დასაწყისი
2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საპროექტო არეალში მოქცეული საექსპროპრიაციო ქონების (გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე 1 822 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის) თანამესაკუთრეებზე საკომპენსაციო თანხის სახით ჯამში 4 162 948 ლარი გაიცა.
2024 წელი: გამოსყიდვის გაგრძელება და ტენდერი
მერიის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს პროექტისთვის ქონების გამოსყიდვის პროცესი გაგრძელდა. კერძოდ:
გორგილაძის ქ. №91-ში მდებარე 31 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შპს „მირათს“, კომპენსაციის სახით 90 972 ლარი გადაუხადეს;
გორგასლის ქ. №160-ში მდებარე 32 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 31,96 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს კი – 105 266 ლარი.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა სამი ახალი გზის მოწყობაზე. პროექტი მოიცავს:
ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთს;
ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელ გზას;
შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შეერთებას.
ტენდერის საწყისი ღირებულება 5 339 245 ლარს შეადგენდა.
2025-2026 წლები: შეფერხება და ვადების გადაწევა
2025 წლის თებერვალში ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-სთან 5 178 987 ლარზე გაფორმდა, თუმცა ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ბათუმის საკრებულო 2026 წლის 30 მარტის სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც განიხილავს. აღნიშნულ ანგარიშში მერია წერს, რომ „კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო ტერიტორიაზე მოხვედრილი კერძო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები“.
ამ ეტაპზე მდგომარეობა შემდეგია:
მესაკუთრეთა ნაწილთან შეთანხმება მიღწეულია;
ნაწილთან მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების გაცვლისა და რეგისტრაციის პროცედურები;
შეთანხმების პროცესშია გზის პროექტში მოხვედრილი შპს „ევრო 2000“-ის კუთვნილი ნაკვეთის ალტერნატიული ფართობით ჩანაცვლების საკითხი.
შექმნილი ვითარების გამო, მერიის სამმართველომ და შპს „ბონდი-2009“-მ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადად 2026 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სამუშაოები ვერ შესრულდა, რის გამოც გეგმით გათვალისწინებული ასიგნებების ათვისება ვერ მოხერხდა.
შპს „ბონდი-2009“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს 1 317 507 ლარი დაუჯდება.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
„იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.
ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი აჩვენებს, რომ პროპაგანდისტულ არხებზე სარეკლამო დროს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს.
„ამ კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?
ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:
ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
ვეღარ იყიდიან უცხოურ სერიალებს;
გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება).
TI-ს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.
„შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.
„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის რისკი
„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა.
ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც.
„ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მეტიც, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო“, – წერს TI-ი
ბრიტანული სანქციების ეფექტი
„პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს. ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს – „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურება.
27 თებერვალსვე „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ – „კონვერტებით“ დაარიგეს.
ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“ – წერს TI-ი.
ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?
TI-ი წერს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია.
„მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს.
მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარი იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 მილიონ ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების – „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited – საშუალებით.
„მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი – ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია, დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული.
მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.
იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).
მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ:
კოკა-კოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე რთულია, როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი.
ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი“, – ამბობს TI-ი.
მათივე შეფასებით, ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა.
„თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დააკვირდება, თუ რომელი კომპანიები განაგრძობენ სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობას.
Judge Giorgi Arevadze sentenced Georgian opposition leader and mother of four, Elene Khoshtaria, to one and a half years in prison for writing “Russian Dream” with a marker on an election banner of Kakha Kaladze, “causing damage estimated by the prosecution at 570 GEL”.
Earlier, the same judge sentenced Archil Museliantsi to four years in prison over a burned cable valued at 534 GEL.
Biography
Giorgi Arevadze is a judge of the Criminal Cases Panel of the Tbilisi City Court, responsible for investigative, pre-trial, and substantive hearings. He was appointed as a judge for life in 2019.
• In 2002, he graduated from the Faculty of Law of the Sokhumi branch of Tbilisi State University. • From 2003 to 2005, he worked as a specialist, and later as a court secretary, at Rustavi City Court. • From 2005 to 2007, he served as an assistant to a judge at the Criminal Cases Panel of Tbilisi City Court. • From 2007 to 2008, he was an assistant to the Chairperson of Tbilisi City Court. • From 2008 to 2012, he served as a judge at Tbilisi City Court. • In 2012–2013, he was seconded to the Samtredia District Court.
High-profile cases
Giorgi Arevadze presided over the case of Archil Museliantsi, who was detained during the 2024 protests. Museliantsi was accused of setting fire to surveillance camera cables near the Parliament, causing 534 GEL in damages, and was sentenced to four years in prison. Museliantsi alleged violence against him during the arrest, and falsification of case materials.
“They did not include the shirt that was covered in blood as evidence, because it was bloodstained from the beating. I will not elaborate again on the torture and suffering I endured, as I have already explained in detail how they obtained my signatures, how they blackmailed, intimidated, and threatened me,” Archil Museliantsi said at the final hearing.
On January 12, 2022, Judge Arevadze reclassified a case and found Mamuka Khazaradze, Badri Japaridze, and Avtandil Tsereteliguilty of large-scale fraud instead of money laundering. They were each sentenced to seven years in prison, but were released from serving their sentences due to the statute of limitations. In 2020, Arevadze recused himself from cases involving Nika Gvaramia, Kakha Damenia, and Zurab Iashvili. Prior to that, he fined Gvaramia 500 GEL for calling the judge “inadequate” in a statement made outside the courtroom. On January 5, 2018, Giorgi Arevadze found Georgia’s third president, Mikheil Saakashvili, guilty of abuse of official authority in connection with the pardoning of individuals convicted in the murder of Sandro Girgvliani, sentencing him in absentia to three years in prison. Arevadze is also linked to another decision concerning Saakashvili — in 2023, he refused to postpone the former president’s sentence on health grounds. In December 2015, Arevadze ordered pre-trial detention in absentia for former Prosecutor General Zurab Adeishvili in a case related to the 2004 seizure of the Akura wine factory. On February 25, 2013, in the case involving Imedi TV and Tbilservice Group, Arevadze rejected the prosecution’s motions to impose a 1 million GEL bail on Tbilisi Mayor Gigi Ugulava, suspend him from office, and ban him from leaving the country.
“The grounds presented for removing Gigi Ugulava from the position of Tbilisi Mayor are general and lack any substantiation beyond the descriptive part of the charges,” the judge explained.
Arevadze was also the judge who, on April 30, 2012, sentenced Tamaz Tamazashvili — the father-in-law of Irakli Gharibashvili, then a member of the opposition Georgian Dream initiative group — to 3.5 years in prison on charges of illegal possession of weapons.
“Tamazashvili is a political prisoner. He was arrested at the very beginning of my involvement in politics. I know him very well and I know he is an extremely honest person,” Bidzina Ivanishvili said at the time.
Tamazashvili was later released after Georgian Dream came to power, through a plea agreement, and the case was deemed politically motivated and falsified. In 2011, Arevadze ordered pre-trial detention for former MP and opposition figure Sandro Bregadze, accused of hooliganism involving the use of a weapon. According to the prosecution, Bregadze damaged a Wissol gas station pipeline, broke his own car headlight, physically assaulted a Wissol employee Giorgi Galustashvili, and struck him on the head with a weapon. In 2010, following an incident at Kavkasia TV, Arevadze ordered two months of pre-trial detention for seven individuals: Levan Chachua, Avto Zumbadze, Davit Shalamberidze, Giorgi Gabedava, Rati Maisuradze, Shota Apkhaidze, and Zviad Bliadze. In 2009, Arevadze ordered pre-trial detention for Nugzar Otanadze, the brother of Koba Otanadze, who was wanted in connection with the “Mukhrovani mutiny” case. Nugzar Otanadze, who was questioned about his brother’s whereabouts, claimed he was severely beaten in a Ministry of Interior facility.
Past Remarks by Georgian Dream’s Tea Tsulukiani on Arevadze
“The judicial system before 2012 was useless; judges did whatever Adeishvili told them. The system changed without a change in its composition, and the people who used to do bad things on a mass scale are now doing good things,” Irakli Kobakhidze said in 2019, explaining the changes in the judicial system.
Before Georgian Dream established closer relations with the judicial elite (which critics refer to as a “clan,” a term rejected by those accused), then–Justice Minister Tea Tsulukiani had criticized Giorgi Arevadze, accusing him of making decisions favorable to the previous government:
“We, the prosecution, request detention, and Kubalashvili releases them. Who is Kubalashvili? — it’s a collective name. This closed system is arranged in such a way that around 30 cases involving former high- or mid-level officials we have charged always end up with the same 4–5 judges. How is it that these so-called politicized cases are assigned only to 4–5 judges — Giorgi Goginashvili, Gela Badriashvili, Merab Jorbenadze, Giorgi Arevadze, and sometimes Nato Khujadze when needed? The public should know which judge stands against them,”Tsulukiani said on Rustavi 2 in January 2013.
Today, for Georgian Dream, the 1.5-year imprisonment verdict against Elene Khoshtaria — a political leader and mother of four — is considered acceptable, a verdict that Judge Giorgi Arevadze himself explained as follows:
“There were no other mitigating circumstances. Administrative proceedings had been initiated against Elene Khoshtaria 16 times, and she has not paid any of the fines imposed. She was also assigned bail, which she did not pay. The damage has not been compensated, and she does not admit guilt.”
ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი 24 მარტს, დილით ადრე გაჩნდა და სახლი სრულად გაანადგურა.
ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო. ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში მეპატრონე მარტო იმყოფებოდა, მან ხანძარს თავი დააღწია.
„ტრადიციულად, სამაშველო ჯგუფის ადგილზე მოსვლამდე, სოფლის მოსახლეობამ შეძლო შიშველი ხელებით გადაერჩინა დამხმარე შენობა-ნაგებობა და ბოსელი.
მიუხედავად ადგილობრივ მცხოვრებთა მრავალ გზის მოთხოვნისა, რასაც ერთვის ჩემ მიერ საკრებულოს სხდომებზე გაჟღერება, სხალთა-ხიხაძირის ხეობას ამ დრომდე არ გააჩნია სახანძრო სისტემა, რომელიც დროულად მოახდენს ხანძრის ლიკვიდაციას,“ – ამბობს ბესიკ შაინიძე, ხულოს საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“.
ბესიკ შაინიძის თქმით, სხალთა-ხიხაძირის ხეობა 40 კილომეტრითაა მოშორებული დაბა ხულოდან. შესაბამისად, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ხეობაში ასვლას დროულად ვერ ახერხებს.
სწორედ ამიტომ ითხოვს მოსახლეობა ხეობაში სახანძრო სამსახურის არსებობას.
როგორ დაეხმარება ხულოს მერია ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას მიმართა.
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, ასევე მერია უზრუნველყოფს ქირის საფასურის ანაზღაურებას.“ – მოგვწერეს ხულოს მერიიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1998 წელს დაბადებული უ.ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
„თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,“ – წერს შსს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
„ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა.
2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი.
შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა.
სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით.
მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში,“- აცხადებს განათლების სამინისტრო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 290 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 806 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 24 274 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 38 746 ერთეული [+51]
MLRS – 1 696 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 336 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 196 351 ერთეული [+2 459]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+23]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 85 151 ერთეული [+196]
სპეცტექნიკა – 4 098 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც.
2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს.
მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების შემოსვლამ განაპირობა“.
კერძოდ, ქონების გადასახადის ფარგლებში შესრულება 15 მილიონ 370 700 ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 132 პროცენტია. სხვა შემოსავლებმა კი 28 მილიონ 630 ათასი ლარი, ანუ 127.4% შეადგინა.
გარდა ამისა, ნამატ თანხაში აისახა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მიღებული ეკონომია. შესაბამისად, ზრდის მერია საპროგნოზო მაჩვენებლებს.
მაგალითად, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის პროცენტები – 2 მილიონ 525 ათასი ლარით. ეს მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებელია.
ადგილობრივი მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი დასუფთავებისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება.
ცვლილებები აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც: მერია რამდენიმე ახალ ღონისძიებას ამატებს, ზრდის მიმდინარე პროექტების დაფინანსებას, ზოგიერთს კი ამცირებს.
850 000 ლარით ამცირებს მერია შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. ეს ეკონომია მერიამ პროევროპული პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების ხარჯზე მიიღო. სამსახური ოცდაათმა თანამშრომელმა დატოვა.
მერიამ ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი დაამატა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებას. 4 მილიონი ლარი გაითვალისწინა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების [სულაბერიძისა და ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობაზე.
ახალი ღონისძიებების ჩამონათვალშია ლერმონტოვის ქუჩაზე ბათუმის მერიის მეორე ადმინისტრაციული შენობის რემონტი – მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი გაითვალისწინა.
გარდა ამისა, გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარედ საპარკინგე სივრცის მშენებლობას გეგმავენ. ამისთვის ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინეს.
საერთო ჯამში, პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი მრავალწლიანია, ბიუჯეტში პროექტის ვადად 2026-2027 წლებია მითითებული. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვადაში მოახერხონ საპარკინგე სივრცის აშენება, პრაქტიკის გათვალისწინებით.
მერია ასევე გეგმავს სათვალთვალო კამერების შეძენას, რისთვისაც 9 800 ლარი გაითვალისწინა.
გარდა ამისა, მერია რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, ლიფტების შეძენა-მონტაჟსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.
რამდენიმე დაგეგმილ პროექტს კი აუქმებს იმ მიზეზით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცემს მათ: ამ პროექტების დაფინანსება 6 მილიონი ლარი იყო, მათ შორის „არდაგანის ტბის“ და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ასევე რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“.
ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს.
ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ 390 400 ლარი. მათ შორის ყველაზე მეტი – 73 მილიონ 934 ათასი ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია.
9 მილიონ 408.1 ლარი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელია. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 1 მილიონ 581 ათასი ლარი შევიდა.
ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 19 მილიონ 602 ათასი ლარი, პროგნოზი 10 მილიონი იყო.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 13 მილიონ 676 ათასი ლარია ასახული. მათ შორის უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებულებს ბიუჯეტში 271 600 ათასი ლარი შეუტანიათ, ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევისთვის კი – 56 100 ლარი.
საერთო ჯამში, ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 30 მარტს უნდა დაამტკიცოს, მერია განმარტავს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შემოსავლების გადაჭარბებამ ბიუჯეტში ნაშთის დაგროვება გამოიწვია.
ამ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 472 მილიონ 982 600 ლარი იყო, შესრულება 475 მილიონ 917 ათასი ლარია.
გადასახადების იმ ნაწილში, რომლითაც მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, ბიუჯეტი ისევ გაირღვა: გეგმა 565 მილიონ 888 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 486 მილიონ 198 შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 85.9%-ით შესრულდა.
2025 წლის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 63 მილიონი ლარი შევიდა, გეგმა 48 მილიონი იყო.
2025 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 104 მილიონ 603 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივად 133 მილიონ 233 600 ლარი შევიდა ბიუჯეტში, ანუ გეგმა 127.4%-ით შესრულდა.
სხვა შემოსავლების წილი ბათუმის ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,0%-ია.
ბათუმის შემდეგ ე.წ. უნებართვო ობიექტების ნგრევა ქობულეთში დაიწყეს. დღეს, 24 მარტს, ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაანგრიეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი.
ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ 30-მდე „უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების“ ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს.
„30-ზე მეტ ობიექტის მფლობელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორიები. ყველა ობიექტს გასული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა გაფრთხილების საფუძველზე თავად გაათავისუფლა დაკავებული ტერიტორია,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან.
სავაჭრო ობიექტი ქობულეთში, რომელიც დღეს, 24 მარტს დაანგრიეს
დღეს დაშლილი სავაჭრო ობიექტის გვერდით ქობულეთის ცენტრში, მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტია, რომელსაც ტროტუარიც აქვს ნახევრად ათვისებული. ამ ობიექტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა.
რას უპირებს ქობულეთის მერია ამ კაფეს ან იმ უკანონო ობიექტებს, რომლებიც ქობულეთის სანაპიროზეა მოწყობილი? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში სწრაფი კვების ობიექტთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ უკვე აღკვეთეს „გარე ვაჭრობის ფაქტები ბაზრისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე“.
უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესის გააქტიურებამ ბათუმში გააჩინა შეფასება, რომ დემონტაჟის გააქტიურებული პროცესი შერჩევითია.
ამას გარდა, მაგალითად, ბათუმში, სანაპიროზე და ბულვარში აიღეს ის ჯიხურებიც, რომლებზეც წლების წინ მერია ნებართვას გასცემდა და ამ ჯიხურების დიზაინიც მასთან იყო შეთანხმებული. დღეს, 24 მარტს, გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულმა და ახლა უკვე უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა აქცია ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთან გამართეს შეკვეთილში.