რეკლამა,სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

26.03.2026
„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები – აკუმულატორი, საბურავი და ზეთისპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი  „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. 1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.

მოქალაქეები, რომლებიც  გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან  სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“  უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.

გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც  ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. „თეგეტა გრინ პლანეტს“ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა.„თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას  ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.

გვიხარია, რომ გარემოსდაცვით აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიით – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – მთელი საქართველო მოგვეცვა. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია – გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა  ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.

სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში „თეგეტა გრინ პლანეტის „ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/და ზეთებს, „თეგეტა მოტრსისაგან“  მიიღებენ:

  • 25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები)
  • „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა
  • ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება

ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის  Varta, Petronas, Bridgestone.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: