ტონინო გუერა და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“ ბათუმის კინოფესტივალზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მე-6 სეზონისათვის ემზადება. კინოფესტივალი ტრადიციულად, ტურისტული სეზონის მიწურულს, 17-24 აგვისტოს გაიმართება და ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს დიდ ეკრანზე 80-მდე ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ.

ნანა კვაჭაძე

Continue reading “ტონინო გუერა და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“ ბათუმის კინოფესტივალზე”

ტოლერანტობის ცენტრი ახალ პროექტს იწყებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს ბათუმში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტების ინფორმირებულობა იყო მედიაკონკურსთან დაკავშირებით, რომელსაც ტოლერანტობის ცენტრი თითქმის ყოველწელს ატარებს. კონკურსი ეხება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემას.

ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, დასრულდა ჟურნალ `სოლიდარობის~ ხუთწლიანი პროექტი, თუმცა ტოლერანტობის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს: `ეს იქნება ძალიან დიდი და სერიოზული ვებ-გვერდი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ, სადაც თავი გვინდა მოვუყაროთ ყველანაირ ინფორმაციას~-აცხადებს ცენტრის წარმომადგენელი, ნინო ცინცაძე.

ტენდერი წინასწარცნობილი გამარჯვებულით

ავტორი: ეთერ თურაძე

შპს „ინკლაინის“ მფლობელი ეჭვობს, რომ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული, ტენდერის ჩატარებამდე არის ცნობილი. მისი ვარაუდით, ეს კომპანია შპს „აჭარგანათებაა“. საჩივრის ავტორმა, ანუ გიორგი სამხარაძემ ამ ტენდერში ჩადებული დისკრიმინაციული მუხლის გაუქმების თხოვნით შემოსავლების სამსახურს 10 მაისს მიმართა. Continue reading “ტენდერი წინასწარცნობილი გამარჯვებულით”

ტელეკომპანია” თრიალეთი” ისევ გათიშულია

ტელეკომპანია თრიალეთი გათიშულია . ტელეკომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ვებ–გვერდის საშუალებით. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მაუწყებლობა ირაკლი ალასანიას პირდაპირ ეთერში გამოსვალამდე რამდენიმე წუთით ადრე გაითიშა. დღეს ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ,,თრიალეთის” პირდაპიირ ეთერში თოქ-შოუ ,,ცხელი ხაზის” სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მაუწყებლობა საქართველოს ტელეცენტრის გორის ანძიდან გაითიშა. ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია თუ კონკრეტულად რას უკავშირდება ,,თრიალეთის” გათიშვა, – ტექნიკურ პრობლემებს თუ ირაკლი ალასანიას სტუმრობას. მაუწყებლობის გათიშვის გამო, ირაკლი ალასანია თოქ-შოუ ცხელი ხაზის სტუმარი ოთხშაბათს იქნება. ტელეკოპანია ,,თრიალეთის” მაუწყებლობა ამ დრომდე გათიშულია. ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” 7 ნოემბერი 2011 წ. 23:00 საათი.”–ნათქვამია განცხადებაში

ტელეკომპანია იმედის ახალი მფლობელები

ავტორი: media.ge
ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მფლობელები ჰყავს. 29 დეკემბერს „იმედმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. სადაც ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ მითითებული. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის წილები ასე ნაწილდება გიორგი არველაძე – 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და ჯოზეფ ქეი 10%. Continue reading “ტელეკომპანია იმედის ახალი მფლობელები”

ტანკერის აფეთქების შედეგად დაღუპული მეზღვაურების ვინაობა ცნობილია

 ადრიატიკის ზღვაში, ალბანურ პორტ დურესთან ახლოს,  ტანკერის  აფეთქების შედეგად დიაღუპა საქართველოს ორი მოქალაქე: მალხაზ ლაზიშვილი და ბექა ურუშაძე. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ  მიაწოდა. მათივე ცნობით, ტანკერზე საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.  ტანკერზე სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა კაპიტანიც, რომელიც  აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.  

სტუდენტის გასამართლება

გიორგი ქაშაკაშვილიავტორი: ეთერ თურაძე

22 წლის ირაკლი ხიმშიაშვილის 50-მდე მეზობელი მოსამართლეს დარბაზში ელოდება. გიორგი ქაშაკაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანადაა წასული. აქა-იქ ჩურჩულით ლაპარაკობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ლაპარაკი მოსამართლის არყოფნაში არ იკრძალება. ტიპიური კრიმინალია, ერთი გარემოება რომ არა – ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, არ მოუსმინეს; იმავე დანაშაულზე ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ უდანაშაულოა, 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. Continue reading “სტუდენტის გასამართლება”

სტუდენტები ფულს აგროვებენ

 17 ოქტომბერს, სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის შეგროვება სცადეს. 
[youtube https://www.youtube.com/watch?v=gocpkmc6e7w&w=420&h=315]

სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის

ავტორი:ნინო კახიშვილი
ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერვისს, სტომატოლოგიურ მომსახურებას სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს. ჯერჯერობით, „ღიმილიანი საქართველოს“ კონკრეტული პროგრამა არ არსებობს. Continue reading “სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის”

სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ

ავტორი: ეთერ თურაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელბი“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
Continue reading “სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ”

სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები

24 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროში გაზეთ “ბათუმელების” ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავენ. „იძებნება თუ არა გიორგი ჩიქოვანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო?“ – ამ კითხვით “ბათუმელებმა” შს სამინისტროს 13 ოქტომბერს მიმართა, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემას სამინისტრო, ჯერჯერობით, სავალდებულოდ არ მიიჩნევს. გიორგი ჩიქოვანი საქართველოს შს სამინისტროს კუდის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი, ოპერატიული მუშაკია.

ეთერ თურაძე Continue reading “სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები”

სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქსენია ზოიძის სამსულიან ოჯახს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ოჯახის დიასახლისს, 64 წლის ქსენიას მკურნალობა სჭირდება, თუმცა ოჯახს ამის მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. ზოიძეების ოჯახს სოციალური დახმარება წელს შეუწყვიტეს.

ეკა ბარამიძე

Continue reading “სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე”

სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღგ– ს გარეშე

ავტორი: ნათია ზოიძე
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრება.
საგადასახადო კოდექსში შესამაბიმისი ცვლილებება პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტრომ ეს ინიციატივა პარლამენტში თებერვლის დასაწყისში შეიტანა.
საუბარია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდების დღგ–სგან გათავისუფლებაზე. თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე.
ამ ინიციატივაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს წნორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი რომ ეს პროდუქციაზე ფასის შემცირებასაც გამოიწვევს

სომხური სამკუთხედი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

აჭარაში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ახალგაზრდობა უმაღლესი პროფესიული განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს; ბათუმში სომხური სექტორი #9 სკოლაში მოქმედებს. გასულ სასწავლო წელს იქ  სომეხი ეროვნების მხოლოდ 28 ბავშვი სწავლობდა, სკოლის დირექტორის მონაცემებით,  მომავალ სასწავლო წელს მათი რიცხვი ორ ათეულამდე იქნება.

აჭარაში „სომეხთა კავშირის“ პრესსამსახურის უფროსი,  არტურ ოგანესიანი, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ „ეს ის სამკუთხედია, რომელსაც შესაძლოა თავი შემდეგმა თაობამაც ვერ დააღწიოს“. ის „ბათუმელებს“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.

თქვენი აზრით, რატომ ირჩევს მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის განათლების მისაღებად რუსულ სექტორს, მაშინ როცა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც აქვთ?

ადამიანი, რომელიც ეროვნებით სომეხია და არის საქართველოს მოქალაქე, სწავლობს და აზროვნებს რუსულად; პრობლემაც სწორედ ამაშია, შემდგომში მისი განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელოს სომხეთის რესპუბლიკაში, რადგან სომხური ენა არ იცის საკმარისად და არც ქართულს ფლობს იმდენად კარგად, რომ ინტეგრირებული იყოს ქართულ სივრცეში, ანუ ისწავლოს საქართველოში; ან ქართული პასპორტით რუსეთში გაარძელოს სწავლა, მითუმეტეს, რომ მან სრულფასოვნად არც რუსული ენა იცის; ეს სამკუთხედი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაქართული მოსახლეობისთვის და პირველ რიგში, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის.

Continue reading “სომხური სამკუთხედი”

სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში

ავტორი: მირანდა მიქაძე

სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში იმყოფება შეკრებაზე

სომხეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი ნაკრები რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფება შეკრებაზე.  ამჟამად როგორც ყველა მოჭიდავეთა ნაკრები ისინიც  მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში სტამბულში გაიმართება. Continue reading “სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში”

სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო

ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი

ჩემი პირველი სვეტი ივანიშვილის ფაქტორს მივუძღვენი და, ბუნებრივია, ამჯერად სხვა თემაზე მსურდა საუბარი, მაგრამ 1 ნოემბრის პრეს-კონფერენციას ვერაფრით ვერ ავუარე გვერდი. სათაურიდანაც ჩანს თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამ მოვლენას…

Continue reading “სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო”

სოლიდარობის აქცია „ბანკი ქართუს“ ბათუმის ოფისთან

მურმან დუმბაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ბათუმის ოფისი დღეს სამ საათზე სოლიდარობის აქციას გეგმავს .
სოლიდარობის აქცია ბათუმში „ბანკი ქართუს“ ოფისთან გაიმართება . „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლის ავთანდილ ბერიძის (ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ) განცხადებით ორგანიზაციის ბათუმის აქტივი ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს “იმ ძალადობის მიმართ,” რაც ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ხდება.
ავთანდილ ბერიძე: „ ვაპირებთ პირადი ანგარიშები გავხსნათ „ქართუ ბანკში“. ანგარიშზე ზოგი 1 ლარს, ზოგი 10 ლარს და ზოგიც მილიონს შევიტანთ დემონსტრაციულად. ამ სახით გამოვხატავთ თანადგომას, თუმცა ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო“.
ბიძინა ივანიშვილის ღია განცხადების შემდეგ „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან.“„ივანიშვილსგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. მე როგორც რიგითი მოქალაქე, მივეხმარები ივანიშვილს იმაში, რომ საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს.“– განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მოლოდინში

ავტორი:ნათია ზოიძე

„ჩვენ ვმუშაობდით უჩხითის საჯარო სკოლის მშენებლობაზე. მშენებლობის პროცესის განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციებთან გვქონდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები შრომის ანაზღაურების შესახებ. მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მომუშავეებს, დღემდე არ მიგვიღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ანაზღაურება, რისთვისაც გთხოვთ დახმარებას“ – ეს წერილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის სახელზე შევიდა Continue reading “სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მოლოდინში”

სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები

ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)

ამ ბოლო დროს რომელიმე სკოლასთან გავლისას ხშირად შემიმჩნევია სიგარეტგაჩრილი უფროსკლასელები ან მათი საეჭვო ფუსფუსი სადარბაზოებში. მართალი გითხრათ, ვერაფრით ვხსნიდი ჩვენი უმცროსი თანამოქალაქეების ასეთ `გაჯეჯილებას~ და როგორც უფროსი თაობის ტიპიურ წარმომადგენელს სჩვევია ხოლმე, მათ სულ უფრო მზარდ უზრდელობასა და სხვებისადმი უპატივცემულობის სინდრომზე ვამახვილებდი ყურადღებას (რა თქმა უნდა, თანამოსაუბრე ისევ მე ვიყავი, ადრინდელისგან განსხვავებით, შენიშვნების მიცემას, თუნდაც უმცროსების მიმართ, თითქმის ყველა ერიდება, პირადად მე მხოლოდ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციაში ვაძლევ თავს ამის უფლებას). Continue reading “სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები”

სკაუტური ბანაკი ბოტანიკურში

ავტორი: როლანდ კომახიძე

სკაუტური ბანაკის გახსნა ბოტანიკურში

[youtube https://www.youtube.com/watch?v=uBh27aUdxM8&w=425&h=349]

ავტორი: როლანდ კომახიძე

სკაუტური ბანაკის გახსნა ბოტანიკურში

[youtube https://www.youtube.com/watch?v=uBh27aUdxM8&w=425&h=349]

სიღარიბის ფორმულა

ავტორი: ლელა დუმბაძე, ეკა ბარამიძე

ოჯახებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაუსაბუთებლად მოუხსნა ფინანსური შემწეობა, საშუალება ეძლევათ, სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობის ნანგრევებში მცხოვრებმა როსტომ დიასამიძის ხუთსულიანმა ოჯახმა საარსებო შემწეობის მოხსნის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბანკში მისულებმა დახმარება ვეღარ მიიღეს. როგორც ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა ხათუნა დიასამიძე ამბობს, მათი ოჯახი გასული წლის სექტემბერში მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა და დახმარებაც მოუხსნეს: „ოჯახში არავინ მუშაობს, ჩვენი ოჯახის შემოსავალს საარსებო შემწეობა (126 ლარი) შეადგენდა, ისიც კი მოგვიხსნეს და ყოველგვარი დახმარების გარეშე დაგვტოვეს. სამი ბავშვი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლეა, როცა შემწეობას ვიღებდი, ბავშვებს წიგნებს უფასოდ აძლევდნენ, სამომავლოდ ამდენ პრობლემასთან ერთად ისიც დამემატება, რომ ბავშვები სახელმძღვანელოების გარეშე დამრჩება.”

საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა ქედაში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ეკომიგრანტ შაჰმურად დავითაძის ოჯახიც. დავითაძეების ოჯახის შესწავლის შემდეგ სარეიტინგო ქულამ 70 000 გადააჭარბა. არამარტო საარსებო შემწეობის, არამედ პოლისის გარეშეც დარჩა ჩერნობილის მონაწილე შაჰმურად დავითაძე, ვისაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება და უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა უწევს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იმატა იმ ოჯახების რიცხვმა, რომელებსაც შემწეობა შეუწყვიტეს: Continue reading “სიღარიბის ფორმულა”

სიმბოლური თანხა „ქართულ ოცნებას“

ქართუ ბანკის ბათუმის ოფისთან ამ წუთებში 100-მდე მოქალაქეა შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ ქართულ ოცნებისთვის ფულის შესაწირად მივიდნენ. ერთ-ერთი მოქალაქე მირზა ღოღობერიძე, რომელიც ქართუ ბანკთან მეუღლესთან ერთად იმყოფება ამბობს, რომ ერთი ლარის შეწირვას აპირებს.

პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ და არც პარტიული ვარ, მაგრამ ვაპირებ ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას. თანხის შეტანა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მომწონს რასაც კონტროლის პალატა აკეთებს“.

სეზონი მცირე ბიზნესის გარეშე

გონიო-კვარიათის მოსახლეობა შეზლონგებს ვეღარ გააქირავებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გონიოს, სარფისა და კვარიათის სანაპირო ზოლი აუქციონის წესით გასცა. მოიჯარეებმა, რომლებმაც სანაპირო ზოლზე ტერიტორია ხუთწლიანი ვადით აიღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეზლონგების გაქირავება აუკრძალეს.

„ფაქტობრივად ამ შემოსავლით ვცოცხლობთ და ამის ნებასაც თუ არ მოგვცემენ, რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, -ამბობს გონიოელი მანუჩარ წულუკიძე. მისი ოჯახი წლების განმავლობაში სწორედ შეზლონგების გაქირავებით ირჩენდა თავს. როგორც მანუჩარი ამბობს, ადრე მეიჯარეებთან სიტყვიერად თანხმდებოდნენ და სანაპირო ზოლზე შეზლონგების გაქირავების პრობლემა არ ექმნებოდათ: „მაგრამ წელს კატეგორიული უარი განაცხადეს, წილს ვაძლევდით და აღარც ეს უნდათ, ჩვენი უნდა შემოვიტანოთო. გლეხმა რა ქნას. პურის ფულზეა საუბარი, ამის გარეშე ვრჩებით“.

Continue reading “სეზონი მცირე ბიზნესის გარეშე”

საჯარო შეხვედრაზე ბათუმის მოსახლეობის პრიორიტეტები განიხილება

ბათუმი – ხუთშაბათს, 19 აპრილს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ნინოშვილის 35) ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის მიზანია ბათუმის მოსახლეობასთან ერთად ისეთი პრიორიტეტული საკითხების განხილვა, როგორიცაა კომუნალური მომსახურების ღირებულება, გაზმომარაგება და ტრანსპორტის ღირებულება. საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეები ამ საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებებს მოისმენენ და ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და მოისმინონ მათი პასუხები.

შეხვედრას დაესწრებიან მოქალაქეები, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

საჯარო შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური დახმარებით. მსგავსი შეხვედრები მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ, NDI-ის მხარდაჭერით, ტარდება ასევე ქუთაისში ფოთსა და თელავში.

საკონტაქტო პირი:
NDI საქართველოს ოფისი
ირინა რეხვიაშვილი
(832 2) 93 58 30; 599 78 02 08
irina@ndi.ge

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით. 

საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა

8 აგვისტოს აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა, გია აბულაძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქობულეთის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლას მისი სახელი მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

Continue reading “საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა”

საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა

ნეტგაზეთი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართულ ოცნება” დაარეგისტრირა. ეს ინფორმაცია რეესტრის პრეს–სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადების შემდეგ გაავრცელა. Continue reading “საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა”

სახელოვნებო სივრცე ბათუმში

ავტორი:მანანა ქველიაშვილი

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძის 3 ნომერში ხუთდღიანი საჩვენებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ორგანიზება ხელოვანთა და ფოტოგრაფთა კლუბმა „F11“ გაუწია.

„ეს იყო ბიძგი იმისათვის რომ სამომავლოდ აქ იყოს გალერეა, დემოკრატიული თავისუფალი სივრცე, რომელიც იქნება ყველა ხელოვანისათვის ბათუმში და არამარტო ბათუმელისათვის, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს და დღეიდან თვეში ერთხელ რაღაც ახალს შემოგთავაზებთ ბათუმელებს,“- განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ძნელაძემ.

გამოფენაზე 25-მდე ხელოვანის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ შორის ბათუმელი ფოტოგრაფების, მხატვრების და მოქანდაკეების.

[slideshow]

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=0alV5zUzyJ8&feature=youtu.be]

სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან

ფოტო: ლელა დუმბაძე
ავტორები: ცაგო კახაბერიძე მაია მეცხვარიშვილი
ბათუმის მერიიდან სახელმწიფო შეკვეთებს ის კომპანიები იღებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს ეკუთვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

Continue reading “სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან”

სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით

გიორგი ტუღუში
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საქართველოს მთავარ პროკურორს შეისწავლოს გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტებისა და ეფექტური შედეგის დადგომის მიზნით.
Continue reading “სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით”

საწარმოო მტვრის გემო

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

„ვიცი, რომ ამ გზიდან მილიონები გადის, მაგრამ აქაურობის მოწესრიგება არავის უნდა. ეს დასაწვავი მილიონების საბადოა ჩვენი დამღუპველი, ჩვენი დაავადმყოფების და ათასი უბედურების მიზეზი,“ – 45 წლის ნანული ქოქოლაძის აგრესიის ობიექტი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაა, რომელიც შარაბიძეების დასახლებიდან 400 მეტრში მუშაობს. ამ ზონაში არსებული ქარხნების გამონაბოლქვი, საწარმოო მტვერი და ხმაური მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

Continue reading “საწარმოო მტვრის გემო”

საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე

21 წლის სალომე ქათამაძე მაყურებელმა ჯერ ჯეოსტარიდან, შემდეგ კი „ოქროს ტალანტ 2011“-დან გაიცნო. დღესდღეობით კლუბებში მღერის. ახალ ალბომზე მუშაობს და ელოდება როდის მისცემენ ოქროს ტალანტში მოგებულ 15 ათას დოლარს. კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს და ამბობს, რომ მშობლირ საქართველოს არასოდეს დაივიწყებს.

–        სალომე როდის დაწიყე სიმღერა?

–        სიმღერა ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ვმღერი. თავიდან კლასიკური განხრით ვმღეროდი და 15 წლამდე ვმღეროდი საოპერო მომღერალი ვიყავი.  რაც შეეხება

ესტრადას უკვე 6 წელია სხვადასხვა ჟანრში ვმღერი. ერთი მიმდინარეობა არ მაქვს. პოპი, სოული, არენდი, ჯაზი, ვაით ჯაზი – ყველა ძალიან მიყვარს.

–        „ოქროს ტალანტამდე“ თუ იღებდი რამე კონკურსებში მონაწილეობას?

–        მანამდე ვიყავი „ჯეოსტარში“, სამწუხაროდ მეორე ტურიდან გამოვარდი ნაკლები მესიჯების გამო. რაც შეეხება კლასიკური განხრით კონკურსებს 15 წლის ასაკში ავიღე გრამპრი „მსოფლიოს ოქროს ხმა“. მონაწილეობა მივიღე პირველი არხის გადაცემა „წარმატების ფორმულა“ და იქ ავიღე მეორე ადგილი. არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს სცადეო მეც დავთანხმდი. Continue reading “საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე”

საქართველოში ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი ჩამოვა

chris brown

ფესტივალ „გოლდენ ტალანტი 2011“-ის გენერალური პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. მას კომპანია `ჯორჯიან არტ ფესტმა~ კუთვნილი ანაზღაურება _ 30 ათასი ევრო არ გადაუხადა. ჩიტაშვილის გარდა ანაზღაურება არ აუღიათ სხვა თანამშრომლებსაც. როგორც ეკა ჩიტაშვილი ამბობს, იგი ყველა საშუალებით ეცადა კუთვნილი ანაზღაურების მიღებას, მაგრამ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს და სახელმწიფო მაფიაა, შედეგს ვერ მიაღწია. ჩიტაშვილი ისევ მოლდოვაში დაბრუნდა. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა დახმარებისათვის და კვლავ აქვს იმედი, კუთვნილი ანაზღაურების მიღებისა.

საერთაშორისო კომპანია „მაქსიმუმი“, რომელსაც ეკა ჩიტაშვილი ხელმძღვანელობს, ახლა კრის ბრაუნის ტურზე მუშაობს. როგორც პროდიუსერი ამბობს, ტური 30 ქვეყნის 30 ქალაქში გაიმართება. „საქართველოში კონცერტის ჩატარება დიდად მომგებიანი არ არის ჩემთვის, დასწრების კულტურა ნულია და არც საზოგადოებას აინტერესებს გემოვნებიანი მუსიკა. სავარაუდოდ, შემოდგომაზე პატრისია კაასსაც ჩამოვიყან“.

მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ეკა ჩიტაშვილი მაინც აპირებს, საქართველოში პოპულარული მომღერლები ჩამოიყვანოს.

საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში პოლიციის მორიგი გამჭვირვალე შენობა ბავშვებთან ერთად საზეიმოდ გახსნა: „ამ ბავშვებს ვულოცავ, რომ ექნებათ ასეთი ლამაზი პოლიცია და დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციაში მომუშავე ადამიანი და ეს ბავშვებიც იმუშავებენ, იქნება დაკავებული მხოლოდ მომსახურებით, სერვისით და არ იქნება დაკავებული კრიმინალით, რადგან საქართველოში კრიმინალი გაქრა“.
შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ბავშვებთან ერთად შესძახა: „ლანჩხუთის პოლიციას გაუმარ-ჯოს!“.
Continue reading “საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის არჩევნებზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
Continue reading “საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის არჩევნებზე”

საქართველოს ფოსტამ ფილიალები გააუქმა

ავტორი: ლელა დუმბაძე/ ეკა ბარამიძე

„რაიონში რომ ჩახვიდე და სახლში დაბრუნდე, 8 ლარი გჭირდება. არადა, ხშირად ოჯახებს 4-5 ლარი აქვთ შუქის ფული გადასახდელი. ყოფა რომ შემსუბუქდეს, ადგილზე უნდა გადავიხადოთ გადასახადი. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდებ“, _ ასე აფასებს ბათუმიდან ყველაზე მოშორებული სოფლის, ხიხაძირის გამგებელი ბეგლარ გაბაიძე საქართველოს ფოსტის ბოლო გადაწყვეტილებას. მან აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქედაში, ხულოსა და შუახევი საფოსტო განყოფილებები გააუქმა.

Continue reading “საქართველოს ფოსტამ ფილიალები გააუქმა”

Exit mobile version