საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება გელა მთივლიშვილის დაკავებაზე

კახეთი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მანანა ვარდიაშვილის ცნობით, დღეს დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი. მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, ხოლო რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს. შს მინისტრის მოადგილე, შოთა უტიაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.
გელა მთივლიშვილი არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს განცხადებას:
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ქარტიის საბჭოს წევრის, გელა მთივლიშვილის მიმართ თიანეთის პოლიციაში მომხდარი ფაქტი. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი უნდა მივიჩნიოთ სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად.
უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს უმოქმედობა არის წამახალისებელი ფაქტორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განსახორციელებლად.
დღეს მომხდარი ფაქტიც ამ უმოქმედობის შედეგია, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად დღეს პენსიის ზრდისა და პენსიონერთა დაზღვევის საკითხი განიხილა.  მისი განცხადებით,  პენსიის ზრდის პოლიტიკა, დაპირებისამებრ, გრძელდება და  საპენსიო პაკეტი მომავალი წლიდან 140 ლარს შეადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს,  ანდრია ურუშაძესა და დიმიტრი გვინდაძეს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ პენსიების გრძელვადიანი ზრდა და სადაზღვევო სისტემის დახვეწა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ხელისუფლების პრიორიტეტი და 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებაა. Continue reading “საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს”

საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა

ავტორი: ბიძინა ივანიშვილი

ბიზნესმენად ჩამოყალიბებული ადამიანისთვის, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არ აქვს, ეს იოლი დებიუტი არ არის. მე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნების სტილი და ქმედებები, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო – ეს მე ვარ“, საქართველოს წონასწორობას უკარგავს და ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმირების უნარს უმუხრუჭებს.

Continue reading “საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა”

საქართველო აშშ-ს შტატი?!

ნიაზ მალაყმაძე

ჩვენს ისტორიას სრული დამოუკიდებლობის პერიოდებიც ახსოვს. ილიას მოხევის სიტვებით რომ ვთქვათ, „ჩვენი თავი ჩვენვე  გვეყუდნოსო“, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოებრიობას ორიენტაციით ვინარჩუნებდით, ეს ფაქტია. ერთ წიგნში ორიენტაციის შესახებ შემდეგი აზრი მაქვს წაკითხული, რომელიც მნიშვნელოვნად ჩავთვალე და მინდა საზოგადოებას გავუზიარო: „ჩვენში ორიენტაცია მონობის ფორმა ჰგონიათ. ორიენტაციის დროს ესა თუ ის სახელმწიფო თავისი საგარეო პოლიტიკის ნაწილს თმობს, ხოლო რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მაში ჩარევის უფლება სხვა სახელმწიფოს არა აქვს. თავად გეორგიევსკის ტრაქტატში იყო ეს მუხლი ნათლად გაწერილი. ვგულისხმობ მე-3 მუხლს, რომელიც რუსეთმა უსინდისოდ დაარღვია. ორიენტაციის სწორი აღქმა ცხოველსაც არ უჭირს. „ცხოველი, რომელზეც რამე ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედებს, ამბობდა ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე, ის მომართავს თავის ორგანიზმს, რომ მას სიტუაციაში მაქსიმალურად კარგი ორიენტაციის საშუალება ეძლევა.“

დღევანდელ მსოფლიოში ამ პოლიტიკამ სახე იცვალა, ორიენტაცია გავლენის სფეროდ იქცა, გავლენის სფერო კი – დამოუკიდებლობის დაკარგვად. ეს გაკვეთილი ჩვენ რუსეთმა უკვე ჩაგვიტარა. Continue reading “საქართველო აშშ-ს შტატი?!”

საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

რომან თურმანიძე 

საქართველო–ალბანეთის თამაშს, საქართველოს გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მუნდიალის ფინალი იყო, ელოდნენ როგორ წარმოაჩენდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარ თავს საქართველოს უპირველეს გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე. დაცვის ცენტრში –  კახა კალაძის გარეშე, რომელმაც სულაც თავი დაანება ნაკრებში თამაშს, ნახევარ დაცვაში – ლევან კობიაშვილისა და თავდასხმაში იაშილის გარეშე. ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდა, თუ როგორ ათამაშებდა ნაკრებს თემურ ქეცბაია. ნაკრები სახელად იყო, თორემ თემურ ქეცბაიამდე გუნდის მას არაფერი უგავდა. თამაშს გვიგებდა ყველა ვისაც უნდოდა და როგორც უნდოდა. ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი გუნდი ნელ–ნელა იბრუნებდა თავის სახეს. იღებდა სათამაშო დისციპლინას და ფეხბურთელები ბოლომდე ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს. ამის ნათელი მაგალითი იყო საქართველო–ხორვატიის მატჩი, რომელიც ბრწყინვალედ მოიგეს ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთზე. მწვრთელმა აღმოფრქვა ბოლო წლების ყბად აღებული მეკარის პრობლემა და მოაგვარა ქრონიკულად ქცეული ავადმყოფობა „დაცვის ხაზი“. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოთხ შესარჩევ  ციკლში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა თავის ისტორიაში.
Continue reading “საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”

საქართველო ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებისთვის

ამ სათაურით სტატიას DAILY NATION აქვეყნებს წერილში საუბარია იმ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე რომელსაც საქართველოს მთავრობა ქირაობს . წერილი ქართულად უკვე თარგმნა foreignpress.ge სტატიას უცვლელად გთავაზობთ .
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარ-კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. ერთ-ერთი კომპანიაა Podesta Group . ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იყო. Continue reading “საქართველო ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებისთვის”

საფრთხე ჭის წყალში

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

„ჭის ან წყაროს წყალი სასმელად ვარგისი და უსაფრთხოა“, – ეს მოსაზრება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლები არტეზიული ანუ წნევიანი წყლებისგან განსხვავებით, სუსტად არის დაცული გაბინძურებისგან. მიწისქვეშა წყლის ხარისხის ეკოლოგიური კვლევა საქართველოში ბოლოს 2000 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვით, „მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაბინძურების მასშტაბი, როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ხასიათის იყო და აუცილებელ რეაგირებას საჭიროებდა“. Continue reading “საფრთხე ჭის წყალში”

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვის სრული ვერსია

ბატონო პრეზიდენტო,ბატონო მინისტრებო,ძვირფასო ქართველო მეგობრებო,ძვირფასო თანამემამულენო,როდესაც, 2008 წლის 12 აგვისტოს ღამეს თბილისში ჩამოვედი, ათასობით, შესაძლოა, ათი ათასობით თქვენგანი ქუჩაში, პარლამენტის წინ იმყოფებოდით, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურახცყოფის გამო, თქვენს ქვეყანას მიაყენეს და გამოგეხატათ თქვენი მტკიცე ნება მისი დამოუკიდებლობის  გადასარჩენად.

Continue reading “საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვის სრული ვერსია”

საუბარი არ შედგება

ემზარ კახიძე
ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი

არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად ვფრთხილობ, მაგრამ მეჩვენება, რომ მედიაკავშირმა „ობიექტივი’’, სხვა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, აზიზიეს მეჩეთის თავისთავად სერიოზული პრობლემა უკვე საშიშ სიბრტყეში გადაიტანა და ზოგიერთი ჩვენი ფიცხი წინაპარივით იქ, სადაც ხანგრძლივი პარტიზანული მოქმედებები იყო საჭირო, ნაადრევი გენერალური ბრძოლა მივიღეთ. Continue reading “საუბარი არ შედგება”

სასჯელი სასტიკი მკვლელობისთვის

2011 წლის 3 დეკემბერს ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოქალაქე X-მა მეორე დღესვე დანაშაული აღიარა. იგი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა მოკლულ 46 წლის Y-თან. მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია. Continue reading “სასჯელი სასტიკი მკვლელობისთვის”

სასწავლო პროცესი აჭარის სკოლებშიც შეჩერდება

აჭარის განათლების მინისტრის გია აბულაძის ინფორმაციით უამინდობის გამო სასწავლო პროცესი აჭარაშიც შეჩერდება. კერძო და საჯარო სკოლებში 9 თებერვლიდან სასწავლო პროცესი შეწყდება და 13 თებერვალს განახლდება .
Continue reading “სასწავლო პროცესი აჭარის სკოლებშიც შეჩერდება”

სასტუმრო „მართინი“ და ბლოგერების კონკურსი

დღეს, ზუსტად 12 საათზე, კვარიათში მდებარე სასტუმრო „მართინის” ადმინისტრაცია ბლოგერებისათვის კონკურსის პირობებს გამოაცხადებს. Continue reading “სასტუმრო „მართინი“ და ბლოგერების კონკურსი”

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა

სასამართლოს გამჭვირვალობა იყო დისკუსიის თემა, რომელიც 12 ნოემბერს „პრეს-კაფეში“ გაიმართა. დისკუსიის მონაწილეების აზრით, ეს საკითხი აწუხებს არა მარტო იურისტებსა და ადვოკატებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც სჭირდება ინფორმაცია ქვეყანაში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. მომხსენებლები: საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის იურისტები – თამარ კორძაია და გია ქარცივაძე. Continue reading “სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა”

სარძევე ჯირკვლის კისტა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

სარძევე ჯირკვლის კისტა, თუ ის პატარაა (1 სანტიმეტრამდე), შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყოს შეუმჩნეველი და არ მიაყენოს ზიანი ორგანიზმს. ასეთი წარმონაქმნები ძირითადად გამოვლინდება სკრინინგული კვლევის დროს, შემთხვევით, და უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. ასევე, უფრო მცირე კისტები (2-3 მილიმეტრი) შეიძლება გამოვლინდეს ექოსკოპიით მენსტრუალური ციკლის წინ, და ციკლის შემდეგ „გაქრნენ“, ამიტომ რეკომენდებულია ძუძუს ექოსკოპიის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-5-მე-10 დღეს, როცა მკერდი „დამშვიდებულია“.

თემურ გოგიტიძე, მამოლოგი
თემურ გოგიტიძე, მამოლოგი

დიდი ზომის კისტა გამოვლინდება სიმსივნის სახით ან ტკივილით. ეს, როგორც წესი, 2 სმ და უფრო დიდი ზომის წარმონაქმნებია, მათი დიაგნოსტიკა ექოსკოპიით არ წარმოადგენს სირთულეს. თანამედროვე აპარატებით შესაძლებელია კისტის შიგთავსისა და კედლების დათვალიერება და დამატებითი პათოლოგიების გამოვლენა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენთან კისტას ძირითადად ოპერაციული მეთოდით მკურნალობდნენ. ეს გამოწვეული იყო არასრული დიაგნოსტიკით და თანამედროვე აპარატურის უქონლობით. ზოგჯერ ხდებოდა კისტის „ბრმად“ პუნქცია (ნემსის ჩასობა) და შიგთავსის ამოღება, მაგრამ ამ დროს ექიმმა არ იცოდა, რა რაოდენობის შიგთავსი რჩებოდა, და შესაბამისად ხშირად სითხე კვლავ გროვდებოდა. ამავდროულად იყო საშიშროება იმისა, რომ რაიმე სიმსივნური პათოლოგია დარჩენილიყო დაუდგენელი, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამორიცხულია თანამედროვე აპარატურის გამოყენების შემთხვევაში.

ახლა ჩვენთან უკვე შესაძლებელია კისტის პუნქცია (ნემსით ამოქაჩვა) ექოსკოპური კონტროლით, როგორც ეს თანამედროვე მამოლოგიურ კლინიკებში ხორციელდება. ასეთი პროცედურის დროს ზუსტად ვხედავთ, თუ სად შეგვყავს ნემსი და რამდენი სითხე რჩება კისტაში. ვრწმუნდებით, რომ შიგთავსი მთლიანად ამოღებულია და შემდეგ შეგვყავს სპეციალური ხსნარი, იმისთვის, რომ კისტის კედლები მიეკრას ერთმანეთს და მასში სითხე განმეორებით არ დაგროვდეს. პროცედურის ყველა ეტაპი ხორციელდება ექიმის სრული ვიზუალური კონტროლის ქვეშ.

უმრავლეს შემთხვევაში პუნქციას ვაკეთებთ გაუტკივარებით, ის არ მოითხოვს დიდ დროს, ოპერაციისგან განსხვავებით არ მოქმედებს შრომისუნარიანობაზე და შესაბამისად ის კომფორტულია პაციენტისთვის. მიიჩნევა, რომ კისტების 80-90% ექვემდებარება ასეთ მკურნალობას, რაც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ოპერაცია. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ასეთი პროცედურის შემდეგ იმ ადგილას ისევ დაგროვდეს სითხე და დაჭირდეს განმეორებითი „ჩხვლეტა“, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

რამდენიმე რჩევა: თუკი დაგისვეს სარძევე ჯირკვლის კისტის დიაგნოზი, არ ჩავარდეთ პანიკაში, რადგან ეს უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი პროცესია. ნუ გადაწყვეტთ მაშინვე ოპერაციას, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს მკურნალობის ისეთ ალტერნატიულ გზაზე, როგორიცაა კისტის პუნქცია ექოკონტროლით. ნუ მოუსმენთ არაკომპეტენტურ „ხალხურ აზრებს“ იმის შესახებ, რომ „ჩხვლეტამ“ შეიძლება გაართულოს კისტა ან „გაამრავლოს“ ის. ნუ შეგეშინდებათ ამ პროცედურის, რადგან ის უმტკივნეულო და უსაფრთხოა, როცა ხორციელდება გამოცდილი ექიმის მიერ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

საპროტესტო აქცია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობა და ხელისუფლებისგან იმ ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვეს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.

[slideshow]

„მოვითხოვთ ორი კვირის ვადაში დააფიქსიროს ხელისუფლებამ, რომ არცერთი დამპყრობლის, არამარტო აზიზიეს, სახელობის ნაგებობა საქართველოს არცერთ კუთხეში არ აშენდება. ასევე გასაჯაროვდეს თურქეთ-საქართველოს შორის გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, ირღვევა კანონი როდესაც ის ამ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებენ,“ – განაცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მორიგი აქცია 28 აპრილს გაიმართება, ხოლო თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„დღეს რაც ხდება აქ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, იმის წინაარმდეგ რომ არ შეიძლება ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მიიღო საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე,“ – განაცხადა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.

„ამ აქციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ბათუმელთა, აჭარელთა და საქართველოს მოქალაქეთა სულისკვეთება, იმის შესახებ რომ უცხო სახელმწიფო თავს არ უნდა ახვევდეს ჩემს სახელმწიფოს თავის პოლიტიკურ მიზნებს და არ უნდა ავალებდეს და აიძულებდეს მას დამპყრობელი სულთნის სახელობის რაიმე ნაგებობის აშენებას. ამას შეეწინააღმდეგება ყველა საქართველოს მოქალაქე. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ გაუვა. აი ამის დასტური იყო დღევანდელი თავყრილობა ამ თავსხმა წვიმაში. თუ საჭირო გახდება ასეთი თავყრილობები ბევრი იქნება, მაგრამ იქნებ შეიგნოს ხელისუფლებამ ამ თავყრილობის შემდეგ, დაიხიოს უკან და ჭეშმარიტებას თვალები გაუსწოროს,“ – აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.

დღევანდელი აქცია ბათუმში “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა.

[youtube=https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=o66fRzOAg8Q]

საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში

რუსული სააგენტოების ცნობით, სამხრეთ ოსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს. 13 ნოემბერის არჩევნებში კი, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა ალა ჯიოევამ – 24,6%; მას მოჰყვება, სავარაუდოდ კრემლის ფავორიტი, ანატოლი ბიბილოვი – 23,8%;

Continue reading “საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში”

საპატრიარქო სინოდის წევრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო სინოდის წევრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, არ აყვნენ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს .
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს ინტერნეტის და პრესის საშუალებით წმიდა სინოდის წევრებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
საპატრიარქოს აზრით, ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებული ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხის დაბნევას და მრევლში უნდობლობის დანერგვას ემსახურება.
“მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, არ აყვნენ ასეთ ქმედებებს, რადგან იგი ყურადღების სხვაგან გადატანის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის, მისი დასუსტების მცდელობაა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

interpressnews.ge

საპაექრო სიტყვა

ბათუმის ყოფილმა არქიტექტორმა, დავით ზოიძემ 9 ნოემბერს მოსამართლეს განუცხადა, რომ 2011 წლის მაისში ბათუმის ბულვარში ხეები არ გაუჩეხიათ. ეს კადრები კი 2011 წლის მაისშია გადაღებული

დღეს, 10 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელიც ბათუმის ბულვარში წარმოებული მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს. არასამთავრობო ორგანიზეციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უჩივიან. მოსამართლე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს გამოიტანს, მანამდე კი გთავაზობთ საპაექრო სიტყვას, რომელიც არასამთავრობოების სახელით ლადო მგალობლიშვილმა გააცნო სასამართლოს:

Continue reading “საპაექრო სიტყვა”

საოჯახო სასტუმროს ხიბლი

დასვენების ტიპებს შორის მთავარი განსხვავება მხოლოდ ფასი არ არის. „შერატონის“ თუ სხვა რომელიმე დიდი სასტუმროს მომხმარებელი ნაკლებად ცდუნდება საოჯახო სასტუმროებით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მყუდრო, ოჯახურ გარემოში დასვენებას არაფერზე გაცვლიან. სწორედ ეს არის ნიშა, რითაც მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები კონკურენტულ პირობებშიც კი ახერხებენ მიმზიდველი ფასის შენარჩუნებას.

Continue reading “საოჯახო სასტუმროს ხიბლი”

საოჯახო სასტუმროები ახალ ტარიფს იხდიან

ავტორი: ირმა ზოიძე

საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის – საოჯახო ტიპის სასტუმროების დაბეგვრის წესი იცვლება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საოჯახო სასტუმროების მფლობელები, შემოსავლების სამსახურში საკურორტო სეზონის პერიოდს დაარეგისტრირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მფლობელი ფიქსირებულ გადასახადს გაქირავებული ფართობის მიხედვით – ყოველ 1 კვ.მეტრზე 10 ლარს გადაიხდის.

Continue reading “საოჯახო სასტუმროები ახალ ტარიფს იხდიან”

სანამ ბათუმის საკრებულო მერიას დანებდება

ავტორი:ნათია ზოიძე

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე არ აპირებს საკრებულოს ნაციონალურ მოძრაობას დანებდეს. ამიტომაც 2 თვეს კიდევ იმუშავებს, რომ საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე „ჩაუგდეს“, მერე კი ბიუროს სხდომაზე დაუწუნეს, მესამედ გაიტანოს. ამ მოწვევის ბათუმის თვითმმართველობის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა უმრავლესობის 6-მა წევრმა, ოპოზიციასთან ერთად, მხარი არ დაუჭირა „ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადატანის, ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის“საკითხს. Continue reading “სანამ ბათუმის საკრებულო მერიას დანებდება”

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

სტატია „ბათუმელების” 2008 წლის არქივიდან. 

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ (რომან) შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.

საღამოს შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ახლობლების მტკიცებით, შავაძე სასტიკად იყო ნაწამები. გარდაცვლილის მეუღლის, ციცინო შავაძის განცხადებით, ცხედარი სასტიკად ნაწამები იყო:

“მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი დამტვრეული ჰქონდა – სკოჩით მივაბნიეთ. მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა. ცხინვალში სასწაულით გადარჩენილი, სახლში ასეთ დღეში ჩააგდეს”.

ბათუმელი სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო.

ოჯახის ინფორმაციით, შავაძე სამშვიდობო მისიით ავღანეთსა და ერაყშიც იმყოფებოდა. შავაძე სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში დაესხა თავს, წააქციეს და სასტიკად სცემეს:

“ისე არაადამიანურად ურტყამდნენ, გამვლელები შოკში ჩავარდნენ. ზოგმა მიშველებაც კი სცადა. სპეცნაზელები ყვიროდნენ, რომ დაკავებული სამშობლოს მოღალატეა და მის სინდისზე ათეულობით ჯარისკაცის სიცოცხლეა”.

ციცინო შავაძე იხსენებს, 16 აგვისტოს როგორ უშედეგოდ ეძებდა ქმარს: “როინის დაკავებიდან რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა ნაცნობი და მითხრა, რომ ჩემი ქმარი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე ახლობელს დავურეკე და პოლიციაში მივედით. იქ გვითხრეს, რომ როინი არ დაუკავებიათ. შემდეგ სამხედრო პოლიციაში მივედით, ხელვაჩაურის ნაწილში, სადაც მსახურობდა, პატრულში, სოდ-ში და კუდ-ში. მის კვალს ვერსად მივაკვლიეთ”.

შავაძის ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობასაც მიმართეს. ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, ძალოვანი უწყებები შავაძის დაკავების ფაქტს უარყოფდნენ:

“მოგვიანებით, საღამოს საათებში, შსს აჭარის მთავარ სამმართველოდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სერჟანტი თბილისის სპეცრაზმს ჰყავდა აყვანილი და დასაკითხად დედაქალაქში წაიყვანეს”.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ამ ინფორმაციის მიღებიდან სახლში დაბრუნებულებს, ერთი საათის შემდეგ, “ბენზეს” პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ “როინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სასწრაფოდ წავედით, მაგრამ როინი უკვე მორგში ჰყავდათ”.

მისივე განმარტებით, დაკავების წინა ღამეს შავაძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაკითხეს, სადღაც წაიყვანეს, დაკითხეს და უკან გამოუშვეს:

“ღამის 3 საათი იქნებოდა, ვიღაცამ დაურეკა, ეზოში ჩამოდი, საქმე გვაქვსო. ჩემმა მეუღლემ ფანჯარა გააღო და ვიღაცას დაუძახა, მაქ რას დგეხართ, ამოდითო. შემდეგ ფოსტლებით ჩავიდა ეზოში. ფანჯარაში გადავიხედე. ჩემმა ქმარმა იმათ უთხრა, არ გრცხვენია ბიჭებო, ასე რომ მოდიხართ ჩემთან, რა პრობლემაა, სადაც გინდათ იქ წამოვალო”.

ციცინო შავაძის თქმით, კუდ-ის თანამშრომლები მაყუჩიანი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. შავაძე წაიყვანეს და ორი საათის შემდეგ მოიყვანეს: “გაგიჟებული იყო. სამშობლოს ღალატს მაბრალებენო. ვერ წარმოედგინა ასეთ ბრალს თუ წაუყენებდნენ”.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, გასვენებაში თანამებრძოლებმა მისვლა ვერ გაბედეს: “მისი სამშობლოს მოღალატეობის შესახებ იმდენი ხმა ვრცელდებოდა, რომ ბევრმა მოსვლა ვერ გაბედა. გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ როინმა სიკვდილს გადაარჩინა და ბოდიშს იხდიდნენ, რომ ვერ მოდიოდნენ”.

ოჯახის წევრებისთვის ძალოვანების ვერსიაც შეურაცმყოფელია: “ამბობენ, რომ ნარკოტიკზე დააკავეს. ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა და ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. ომში წასვლის წინა დღეს სისხლის შემოწმება გაიარა”.

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მიმართეს: “ვერც ერთმა ადვოკატმა ჩვენი ინტერესების დაცვა თავზე ვერ აიღო. სუბარის დახმარებით ჩვენს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, გენო ქარცივაძე იცავს, მაგრამ ეტყობა მასაც ეშინია.

უკვე ათი დღე გავიდა და ჯერ ჩვენი დაზარალებულებად ცნობაც კი არ მომხდარა”. ადვოკატ ქარცივაძის თქმით, საქმე აღძრულია შავაძის განზრახ მკვლელობის მუხლით და აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, გიორგი რატიაშვილი იძიებს: “ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. როცა ოჯახის წევრების დაზარალებულად ცნობა მოხდება, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მერე მექნება”.

შავაძეს მორგში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტი მამუკა მეტრეველი ამბობს, რომ მას ექსპერტიზის შედეგებზე საუბრის უფლება არ აქვს: “ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. ლაბორატორიიდან ველოდებით შედეგებს. ჩვენ დასკვნას გამოძიებას გადავცემთ და მერე დაზარალებულებს ექნებათ მისი გაცნობის უფლება”.

გამომძიებელი გიორგი რატიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. “ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს და ყველა კითხვაზე ის გაგცემთ პასუხს”. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება კი, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა (საიტზე დაფიქსირებულ ნომრებს არავინ პასუხობს).

“გაქცევის მცდელობის გამო მოკლეს და ახლა იმასაც ვიძიებთ, რამდენად აუცილებელი იყო ამ ღონისძიების გატარება”, – მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან პროკურატურიდან. როინ შავაძის გარდაცვალების ცნობაში წერია, რომ იგი ქობულეთში გარდაიცვალა.

ავტორი: ემზარ დიასამიძე 

სამოქალაქო ინიციატივა – გავაუქმოთ მოსამართლის ინსტიტუტი

ნათია როყვა
„25-ე არხი“, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერი

„ვინ მოგიწვია, რომ მოხვედი“, „ჟურნალისტები რომ არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ამდენი უდანაშაულო ადამიანი არ იქნებოდა ციხეებში“, – ეს რეპლიკები მე მეკუთვნოდა. ერთ-ერთი განსასჯელის ოჯახის წევრი, უფრო ზუსტად, პატიმრის ნათესავი, მანდატურებს სთხოვდა, რომ მე სასამართლო პროცესის გასაშუქებლად დარბაზში არ შევეშვი. საუბარია „ენვერის გმირებზე“.
Continue reading “სამოქალაქო ინიციატივა – გავაუქმოთ მოსამართლის ინსტიტუტი”

სამკილომეტრიანი საბაგირო გზა ბათუმის თავზე

ავტორი: ლელა დუმბაძე

კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ობელისკის ადგილზე საბაგირო გზის მშენებლობას ერთ თვეში დაიწყებს – ინფორმაცია „ბათუმელებთან“ საუბარში კომპანიის იურისტმა, რომან ფუტკარაძემ დაადასტურა. კომპანიამ საბაგირო გზის მშენებლობის ვალდებულება 2009 წლის 29 ივლისს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით აიღო. „ჰესტოკ ბათუმმა“ ფერიის მთაზე გასართობი კომპლექსი „არგო“ უნდა ააშენოს, რომელიც ქალაქთან სამკილომეტრიანი საბაგირო გზით იქნება დაკავშირებული.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის დემონტაჟი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა კომპანიისთვის ჯერ არ მიუცია, ამ ეტაპისთვის არც საბაგირო გზის პროექტია დასრულებული და ოფიციალურად რეგისტრირებული: Continue reading “სამკილომეტრიანი საბაგირო გზა ბათუმის თავზე”

სამი „ქართული ოცნება“ აჭარაში

ავტორი: ნათია ზოიძეორგანიზაცია „ემსახურე საქართველომ“ დღეს „USAID“ -ის ბათუმის ოფისში გასული რამდენიმე თვის მუშაობა შეაჯამა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მურმან დუმბაძე ამ ორგანიზაციის თავჯდომარის პოსტს დატოვებს  და  „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი ლიდერი იქნება.„ემსახურე საქართველოს“ მთავარი მიღწევად დასახელდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით. „თუ მაინც გაფორმდება ეს ხელშეკრულება ჩვენ ახლა რას ვიზამთ, ტრაქტორებით და ბულდოზერებით ვერ აღუდგებით წინ, მაგრამ გამოვაცხადებთ  მთავრობას მოღალატედ“ – მიმართა დარბაზს   მურმან დუმბაძემ  და და ერთი წლის მუშაობა  შეაფასა.ამ თემებზე „USAID“ -ის ბათუმის ოფისში მურმან დუმბაძე ჟურნალისტების თანდასწრებით  ისაუბრა, შემდეგ კი გამოაცხადა: „სამწუხაროდ ჟურნალისტებმა უნდა დაგვტოვონ და დავიწყოთ საუბარი შიდა საკითხებზე“.შეხვედრის ღია  ნაწილს „ემსახურე საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ და ისინიც, ვინც პოლიტიკურ „ქართულ ოცნებაში“ აპირებენ   გაწევრიანებას. Continue reading “სამი „ქართული ოცნება“ აჭარაში”

სამი მოთხოვნა მრევლისაგან

სამი სააღმსარებლო მოთხოვნა ხელისუფლებას მართლმადიდებლებისგან

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
საქართველოს პარლამენტს
მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს

საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მორწმუნეთაგან გულისტკივილით შემდგარი მართლმადიდებელთა კრებული, ჩვენი მამულისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის აუცილებლობისადა გამო, ამ მძიმე ჟამს არსებული ხელისუფლებისაგან მთელი პასუხისმგებლობით ვითხოვთ – წლების განმავლობაში მართლმადიდებელთათვის შეუსრულებელი და უფლების შემლახველი აუცილებელი სამი სააღმსარებლო მოთხოვნის უპირობო შესრულებას არაუგვიანეს ა.წ. სექტემბრის თვეში. (თუნდაც ისეთი ნაცნობი დაჩქარებული წესით, როგორსაც მთავრობა სხვა რელიგიების სტატუსისა და პრივილეგიებისთვის ახორციელებს…)

Continue reading “სამი მოთხოვნა მრევლისაგან”

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი უერთდება მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს, რომელიც batumelebi.ge-ს მიაწოდა საპატრიარქოს გუნდმა:
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და საპატრარქოს ანსამბლი „ბასიანი“ უერთდებიან ქართველი მომღერლებისა და ფოლკლორული გუნდების მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.

ჩვენ ვგალობთ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის იმ დიდებულ ტაძარში, რომლის აშენებაშიც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ, ყველაზე დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. ადამიანური, მოქალაქეობრივი და ქრისტიანული თვითშეგნება გვავალდებულებს, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პირადი პოზიცია და შევუერთდეთ ქართველ მუსიკოსთა განცხადებას ბატონი ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.

ამასთან, ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, მგალობლები და მუსიკოსები არ ვერევით პოლიტიკურ დაპირისპირებაში. გვსურს, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდეს: აღმშენებლობის, მშვიდობის, სამართლიანობისა და დემოკრატიის გზით.

სამარშუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდა

ავტორი: ნათია ზოიძე

„მიკროავტობუსების მძღოლები ჩემი ამომრჩევლები არ არიან ბატონო ჯუმბერ, მაგრამ უსამართლოა, უნდა გადაუწიოთ კონკურსის ვადა”– მიმართა საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომის სპიკერს ჯუმბერ კახიძეს.
„– არ ინერვიულო დღეის შემდეგ გახდებიან“ –მიიღო პასუხი ნაცონალური მოძრაობის წევრისგან.
კენჭისყრაზე ოპოზიციონიერი დეპუტატის წინადადება კონკურსის გადავადების შესახებ დააყენეს, მაგრამ წინადადებამ უმრავლესობის ხმების მიღება ვერ შეძლო.

დღეს მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას მიკროავტობუსების კონკურსის ჩატარების წესის შესახებ ახალ რეგულაციებს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კონკრეტული კრიტერიუმებით მიკროავტობუსები შეირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე ლოტოტრონის პრინციპით სამარშრუტო ხაზები გათამაშდება.

დღესვე სამარშრუტო ხაზზე მუშაობისთვის საჭირო ნებართვის ტარიფი დადგინდა. მიკროავტობუსების მფლობელებისთვის თვიურად ეს თანხა 5 ლარით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებისთვის 20 ლარით განისაზღვრა.

ახალი დადგენილების მიხედვით, ქალაქს დაემატა ერთი სამარშრუტო ხაზი – #38. ის მოქალაქეებს ე.წ. „ჭაობის“ უბანში მოემსახურება. 40, 20 და 31 სამარშრუტო ხაზები დღეიდან გაუქმებულად გამოცხადდა. ეს ის მიმართულებებია, სადაც დღემდე მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ.

მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების და მიკროავტობუსების მძღოლების დღევანდელ გაფიცვასთან შეგიძლიათ შეგიძლიათ წაიკითხოთ: მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმშიმალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

სალომე ზურაბიშვილის ღია წერილი საფრანგეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ერიკ ფურნიეს

პოლიტიკაში ჩართვა, ნებისმიერი მოქალაქის წმიდათა წმიდა უფლებაა. ამისათვის მხოლოდ დიქტატურები და ტოტალიტარული რეჟიმები ართმევენ მოქალაქეობას, ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას და ეწევიან იმ ტიპის ქველმოქმედებას, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ რუსთველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, ოპერის თეატრის, მოზარდმაყურებელთა თეატრის აღდგენა, ხელოვნების მოღვაწეთა დახმარების ფონდის შექმნა. ბიძინა ივანიშვილმა, დიდი წვლილი შეიტანა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში და სხვა მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება. Continue reading “სალომე ზურაბიშვილის ღია წერილი საფრანგეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ერიკ ფურნიეს”

საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა

https://youtu.be/Hpu97g9Uut0

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა, რომელიც დედასთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა. „ბავშვი ჩემს წინ იყო, რას ვიფიქრებდი თუ საკანალიზაციო ჭა ღიად იქნებოდა დატოვებული, მნიშვნელოვანი დაზიანება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბავშვი სტრესშია, ტირის…“ _ განაცხადა „ბათუმელებთან“ ბავშვის დედამ.

შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა საკანალიზაციო ჭიდან ბავშვის ამოყვანა თვითმხილველემა მათ მოსვლამდე შეძლეს.

„როგორ შეიძლება ქუჩაში საკანალიზაციო ჭა ღიად იყოს დატოვებული, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს შესაბამის სტრუქტურას და დაისაჯოს კიდევაც“, _ განაცხადა თვითმხილველმა თენგიზ გუნთაიშვილიმა „ბათუმელებთან“, აღიძვრება თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით? _ კითხვაზე ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელის მოადგილე თენგიზ პეტრიძე კი, რომელიც სამსახურის ხელმზღვანელის ალექსანდრე ბაღათურიას თანამდებობიდან წასვლის  შემდეგ  ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს, ტელეფონს არ პასუხობს, სამსახურის სპეციალისტმა რუსუდან ცენტერაძემ კი მერიის პრესსამსახურში გადაგვამისამართა. „ირინა შევაშიძესთან შეთანხმების გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მიმართეთ პრესასმსახურს“.  ტელეფონს არც პრეს-სამსახურში პასუხობენ.

საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

რამდენიმე წუთში ბათუმის ვიცე –მერის პოსტს ავთანდილ დარჩია დატოვებს. 11 საათზე ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. სხდომის ერთ–ერთი საკითხი საკადრო გადაადგილებებია. ჯერჯერობით “ბათუმელებისთვის” უცნობია ვინ დაიკავებს ვიცე– მერის თანამდებობას. ავთანდილ დარჩია ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდის თავჯდომარედ დაინიშნება. ბათუმელების ინფორმაციით ქალაქის მერს მეოთხე ვიცე –მერის თანამდებობაც დაემატება.ავთანდილ დარჩია განსაკუთრებული აქტიურობით მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოირჩეოდა. მისი ხელმძღვანელობის დროს ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავტოფარეხებისგან გათავისუფლდა.

საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები

გენო გელაძე
გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

2004 წლის მაისის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად საუბრობენ საკადრო პოლიტიკაზე, უფრო კი ადგილობრივი კადრების უგულებელყოფასა და ხელმძღვანელ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არაადგილობრივი კადრების დანიშვნაზე. Continue reading “საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები”

საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალმა, „პრესკაფეში“ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე წლის ანგარიში წარმოადგინა. „ეს არ არის მთლიანი რეგიონის ანალიზი, არამედ განზოგადებულია ის საქმეები რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოებში წლის განმავლობაში და კონსულტაციას ან სხვა სამართლებრივ დახმარებას ვუწევდით იმ პირებს ვისი უფლებებიც დაირღვა“,- ამბობს საიას რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. Continue reading “საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა”

საზღვაო აკადემიის რექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საზღვაო აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი ზაზა შუბლაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ აკადემიური საბჭო რექტორის, ნიკოლოზ წიკლაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მსჯელობს: „ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება რადგან საბჭოს მთლიანი შემადგენლობა არ ვიყავით. ამიტომ, ნაშუადღევს მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – ამბობს ზაზა შუბლაძე. მისი განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, აკადემიურ საბჭოს თავად რექტორმა მიმართა. „პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს თანამდებობის დატოვებას, მიზეზი ჩვენთვის უცნობია“.
შესაძლო გადადგომასთან და აკადემიის ფინანსური განყოფილების თანამშრომლების პროკურატურაში დაკითხვის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარის მისაღებად, „ბათუმელები“ ნიკოლოზ წიკლაურს პარასკევს დაუკავშირდა: „უცხოეთში ვარ“-განაცხადა მან სატელეფონო საუბარში. ზაზა შუბლაძე ამბობს, რომ ნიკოლოზ წიკლაური სამსახურში არც დღეს უნახავთ.

საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა

ნიკოლოზ წიკლაური
საზღვაო აკადემიის რექტორის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საზღვაო აკადემიის 7-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ დააკამყოფილა. ნიკოლოზ წიკლაური უკვე გადადაგა. Continue reading “საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა”

Exit mobile version