სამი მოთხოვნა მრევლისაგან

სამი სააღმსარებლო მოთხოვნა ხელისუფლებას მართლმადიდებლებისგან

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
საქართველოს პარლამენტს
მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს

საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მორწმუნეთაგან გულისტკივილით შემდგარი მართლმადიდებელთა კრებული, ჩვენი მამულისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის აუცილებლობისადა გამო, ამ მძიმე ჟამს არსებული ხელისუფლებისაგან მთელი პასუხისმგებლობით ვითხოვთ – წლების განმავლობაში მართლმადიდებელთათვის შეუსრულებელი და უფლების შემლახველი აუცილებელი სამი სააღმსარებლო მოთხოვნის უპირობო შესრულებას არაუგვიანეს ა.წ. სექტემბრის თვეში. (თუნდაც ისეთი ნაცნობი დაჩქარებული წესით, როგორსაც მთავრობა სხვა რელიგიების სტატუსისა და პრივილეგიებისთვის ახორციელებს…)

Continue reading “სამი მოთხოვნა მრევლისაგან”

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი უერთდება მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს, რომელიც batumelebi.ge-ს მიაწოდა საპატრიარქოს გუნდმა:
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და საპატრარქოს ანსამბლი „ბასიანი“ უერთდებიან ქართველი მომღერლებისა და ფოლკლორული გუნდების მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.

ჩვენ ვგალობთ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის იმ დიდებულ ტაძარში, რომლის აშენებაშიც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ, ყველაზე დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. ადამიანური, მოქალაქეობრივი და ქრისტიანული თვითშეგნება გვავალდებულებს, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პირადი პოზიცია და შევუერთდეთ ქართველ მუსიკოსთა განცხადებას ბატონი ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.

ამასთან, ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, მგალობლები და მუსიკოსები არ ვერევით პოლიტიკურ დაპირისპირებაში. გვსურს, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდეს: აღმშენებლობის, მშვიდობის, სამართლიანობისა და დემოკრატიის გზით.

სამარშუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდა

ავტორი: ნათია ზოიძე

„მიკროავტობუსების მძღოლები ჩემი ამომრჩევლები არ არიან ბატონო ჯუმბერ, მაგრამ უსამართლოა, უნდა გადაუწიოთ კონკურსის ვადა”– მიმართა საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომის სპიკერს ჯუმბერ კახიძეს.
„– არ ინერვიულო დღეის შემდეგ გახდებიან“ –მიიღო პასუხი ნაცონალური მოძრაობის წევრისგან.
კენჭისყრაზე ოპოზიციონიერი დეპუტატის წინადადება კონკურსის გადავადების შესახებ დააყენეს, მაგრამ წინადადებამ უმრავლესობის ხმების მიღება ვერ შეძლო.

დღეს მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას მიკროავტობუსების კონკურსის ჩატარების წესის შესახებ ახალ რეგულაციებს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კონკრეტული კრიტერიუმებით მიკროავტობუსები შეირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე ლოტოტრონის პრინციპით სამარშრუტო ხაზები გათამაშდება.

დღესვე სამარშრუტო ხაზზე მუშაობისთვის საჭირო ნებართვის ტარიფი დადგინდა. მიკროავტობუსების მფლობელებისთვის თვიურად ეს თანხა 5 ლარით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებისთვის 20 ლარით განისაზღვრა.

ახალი დადგენილების მიხედვით, ქალაქს დაემატა ერთი სამარშრუტო ხაზი – #38. ის მოქალაქეებს ე.წ. „ჭაობის“ უბანში მოემსახურება. 40, 20 და 31 სამარშრუტო ხაზები დღეიდან გაუქმებულად გამოცხადდა. ეს ის მიმართულებებია, სადაც დღემდე მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ.

მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების და მიკროავტობუსების მძღოლების დღევანდელ გაფიცვასთან შეგიძლიათ შეგიძლიათ წაიკითხოთ: მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმშიმალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

სალომე ზურაბიშვილის ღია წერილი საფრანგეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ერიკ ფურნიეს

პოლიტიკაში ჩართვა, ნებისმიერი მოქალაქის წმიდათა წმიდა უფლებაა. ამისათვის მხოლოდ დიქტატურები და ტოტალიტარული რეჟიმები ართმევენ მოქალაქეობას, ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას და ეწევიან იმ ტიპის ქველმოქმედებას, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ რუსთველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, ოპერის თეატრის, მოზარდმაყურებელთა თეატრის აღდგენა, ხელოვნების მოღვაწეთა დახმარების ფონდის შექმნა. ბიძინა ივანიშვილმა, დიდი წვლილი შეიტანა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში და სხვა მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება. Continue reading “სალომე ზურაბიშვილის ღია წერილი საფრანგეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ერიკ ფურნიეს”

საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა

https://youtu.be/Hpu97g9Uut0

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა, რომელიც დედასთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა. „ბავშვი ჩემს წინ იყო, რას ვიფიქრებდი თუ საკანალიზაციო ჭა ღიად იქნებოდა დატოვებული, მნიშვნელოვანი დაზიანება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბავშვი სტრესშია, ტირის…“ _ განაცხადა „ბათუმელებთან“ ბავშვის დედამ.

შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა საკანალიზაციო ჭიდან ბავშვის ამოყვანა თვითმხილველემა მათ მოსვლამდე შეძლეს.

„როგორ შეიძლება ქუჩაში საკანალიზაციო ჭა ღიად იყოს დატოვებული, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს შესაბამის სტრუქტურას და დაისაჯოს კიდევაც“, _ განაცხადა თვითმხილველმა თენგიზ გუნთაიშვილიმა „ბათუმელებთან“, აღიძვრება თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით? _ კითხვაზე ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელის მოადგილე თენგიზ პეტრიძე კი, რომელიც სამსახურის ხელმზღვანელის ალექსანდრე ბაღათურიას თანამდებობიდან წასვლის  შემდეგ  ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს, ტელეფონს არ პასუხობს, სამსახურის სპეციალისტმა რუსუდან ცენტერაძემ კი მერიის პრესსამსახურში გადაგვამისამართა. „ირინა შევაშიძესთან შეთანხმების გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მიმართეთ პრესასმსახურს“.  ტელეფონს არც პრეს-სამსახურში პასუხობენ.

საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

რამდენიმე წუთში ბათუმის ვიცე –მერის პოსტს ავთანდილ დარჩია დატოვებს. 11 საათზე ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. სხდომის ერთ–ერთი საკითხი საკადრო გადაადგილებებია. ჯერჯერობით “ბათუმელებისთვის” უცნობია ვინ დაიკავებს ვიცე– მერის თანამდებობას. ავთანდილ დარჩია ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდის თავჯდომარედ დაინიშნება. ბათუმელების ინფორმაციით ქალაქის მერს მეოთხე ვიცე –მერის თანამდებობაც დაემატება.ავთანდილ დარჩია განსაკუთრებული აქტიურობით მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოირჩეოდა. მისი ხელმძღვანელობის დროს ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავტოფარეხებისგან გათავისუფლდა.

საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები

გენო გელაძე
გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

2004 წლის მაისის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად საუბრობენ საკადრო პოლიტიკაზე, უფრო კი ადგილობრივი კადრების უგულებელყოფასა და ხელმძღვანელ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არაადგილობრივი კადრების დანიშვნაზე. Continue reading “საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები”

საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალმა, „პრესკაფეში“ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე წლის ანგარიში წარმოადგინა. „ეს არ არის მთლიანი რეგიონის ანალიზი, არამედ განზოგადებულია ის საქმეები რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოებში წლის განმავლობაში და კონსულტაციას ან სხვა სამართლებრივ დახმარებას ვუწევდით იმ პირებს ვისი უფლებებიც დაირღვა“,- ამბობს საიას რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. Continue reading “საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა”

საზღვაო აკადემიის რექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საზღვაო აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი ზაზა შუბლაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ აკადემიური საბჭო რექტორის, ნიკოლოზ წიკლაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მსჯელობს: „ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება რადგან საბჭოს მთლიანი შემადგენლობა არ ვიყავით. ამიტომ, ნაშუადღევს მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – ამბობს ზაზა შუბლაძე. მისი განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, აკადემიურ საბჭოს თავად რექტორმა მიმართა. „პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს თანამდებობის დატოვებას, მიზეზი ჩვენთვის უცნობია“.
შესაძლო გადადგომასთან და აკადემიის ფინანსური განყოფილების თანამშრომლების პროკურატურაში დაკითხვის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარის მისაღებად, „ბათუმელები“ ნიკოლოზ წიკლაურს პარასკევს დაუკავშირდა: „უცხოეთში ვარ“-განაცხადა მან სატელეფონო საუბარში. ზაზა შუბლაძე ამბობს, რომ ნიკოლოზ წიკლაური სამსახურში არც დღეს უნახავთ.

საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა

ნიკოლოზ წიკლაური
საზღვაო აკადემიის რექტორის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საზღვაო აკადემიის 7-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ დააკამყოფილა. ნიკოლოზ წიკლაური უკვე გადადაგა. Continue reading “საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა”

საზღვაო აკადემიის თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარეს

ავტორი: ეთერ თურაძე

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ტუკვაძე „ბათუმელებთან“ არ ადასტურებს, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფინანსური განყოფილებისა და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირების, დაახლოებით 10-მდე ადამიანის, მათ შორის, მაგალითად, მაია დონაძისა და გია წიკლაურის საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვის მიზნით დაბარების შესახებ ინფორმაციას. გია წიკლაურმა კი, რომელსაც “ბათუმელები” პირად ნომერზე დაუკავშირდა, განაცხადა, რომ `ახლაც პროკურატურის მისაღებშია” და დაძახებას ელოდება. Continue reading “საზღვაო აკადემიის თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარეს”

საზღვაო აკადემიის ელიტა სტუდენტების გადასახადების ხარჯზე

ავტორი: ეთერ თურაძე

ილია ნარეკლიშვილი საზღვაო აკადემიის სტუდენტია და თავისი სოციალურად დაუცველი თანაკურსელებისგან თუნდაც იმით განსხვავდება, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ მოხვდა ციხეში. ციხიდან პირობითი სასჯელით გამოსულმა ბიჭმა დღე და ღამე ბეჯითად იმეცადინა და საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო მას აკადემიამ სტატუსი შეუჩერა.

„ბათუმელები” გასული ორი კვირის განმავლობაში იმის გარკვევას ცდილობდა, არის თუ არა პრიორიტეტული აკადემიისთვის იმ სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა თავისივე შემოსავლებიდან, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ვერ ახერხებენ სწავლების საფასურის დაფარვას?

რას ხმარდება აკადემიაში 1700-მდე სტუდენტის მიერ შეტანილი სწავლის გადასახადი, რასაც აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაც ემატება? როგორც საზღვაო აკადემიის თანამშრომლები არაოფიციალურად გვატყობინებენ, აკადემიის შემოსავლის სოლიდური ნაწილი ნიკოლოზ წიკლაურის რექტორად დანიშვნის შემდეგ თბილისიდან მოწვეული თანამშრომლებისთვის ბინების დაქირავებას მოხმარდა. საზღვაო აკადემია წელსაც დახარჯავს თანხას რამდენიმე თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებმა, ვისგანაც შარშან აკადემიამ ბინები იქირავა, რამაზ ხალვაშისგან განსხვავებით (აკადემიაში გასული წლის ტენდერის აპარატის წევრი), „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულება უკვე გააგრძელეს.

აკადემიაში დასაქმებული პროფესორების ჯგუფის აზრით (ისინი საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარს სამსახურის დაკარგვის შიშით ამბობენ), 2011 წელს ხუთი ადამიანის _ ნიკოლოზ წიკლაურის, გიორგი წიკლაურის, ეკატერინე სირაძის, მაია დონაძისა და გიორგი ჩხეტიანის –საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად აკადემიამ 175 ათასი ლარი დახარჯა. მაგალითად, აკადემიის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ბიბლიოთეკარ მაია დონაძისთვის, რომელიც „აკადემიაში ნიკოლოზ წიკლაურის გარექტორებისთანავე მოიწვიეს და მისი მეგობარია, ბინის დასაქირავებლად აკადემია ყოველთვიურად 2 000 ლარს ხარჯავს“. „ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის დოკუმენტურად გადამოწმება ნაწილობრივ მოახერხა. მოპოვებული დოკუმენტების თანახმად,

აკადემია მაია დონაძისთვის ბინას თვეში 1 080 ლარად ქირაობს. ბიბლიოთეკარისთვის 65 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #57-ში, აკადემიამ თბილისში მცხოვრები ირმა ბერძენიშვილისგან იქირავა. გამქირავებელი ამბობს, რომ ხელშეკრულება იმავე პირობებით წელსაც გააგრძელეს.

მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბინა, რომელშიც მაია დონაძე ცხოვრობს, უზრუნველყოფილია ევრორემონტით. ეს ბინა თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯითაც არის აღჭურვილი. საზღვაო აკადემია 950 ლარად კიდევ ერთ ბინას (აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის) ბათუმელი ვიტალი კიკაბიძისგან ქირაობს. ეს ბინაც რუსთაველის ქუჩის #57-ში მდებარეობს. გამქირავებელმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საზღვაო აკადემიასთან ხელშეკრულებას წელსაც აგრძელებს. პირობები ამ შემთხვევაშიც უცვლელია.

„ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 41 355 ლარს… დამქირავებელი გამქირავებელს უხდის თვეში 4595 ლარს“, – ეს კი საზღვაო აკადემიასა და კერძო პირს შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა და ნიკოლოზ წიკლაურისთვის ბინის დაქირავებას ითვალისწინებს (მანამდე, ანუ 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის 31 მარტამდე, ნიკოლოზ წიკლაური ბათუმში, ძირითადად, ორ სასტუმროში _ „შერატონსა“ და „სანაპიროში“ –ცხოვრობდა. ამ სასტუმროებში 6 თვით ცხოვრებას 45 ათასამდე ლარი მაინც სჭირდება. სასტუმროს ხარჯების შესახებ „ბათუმელებმა“ გასულ წელს დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა).

308 კვადრატული მეტრი ბინა ნიკოლოზ წიკლაურისთვის საზღვაო აკადემიამ ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის #6-ში, ანზორ ხარაზისგან დაიქირავა. წელსაც გადაიხდის თუ არა აკადემია იმავე რაოდენობის თანხას რექტორის ბინით უზრუნველყოფისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

ბინების დაქირავებისთვის გაღებული ხარჯები ერთ-ერთია, რაც აკადემიის თანამშრომლების აღშფოთებას იწვევს. ამ ჯგუფს რექტორის მიერ მიღებული ბევრი სხვა გადაწყვეტილებაც არ მოსწონს. მაგალითად, მათ არ მოსწონთ, როცა მივლინებით „მხოლოდ ის და მისი თანაშემწე სარგებლობენ და ამ საქმეს გასულ წელს 160 ათასი ლარი დაახარჯეს. მაშინ, როცა 2010 წლამდე აკადემიის ბიუჯეტში მივლინებაზე გათვალისწინებული ხარჯები 30 000 ლარი იყო“, მივლინებებს საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტწილად საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისთვის იყენებენ. როდესაც ლევან ვარშალომიძემ აკადემიის რექტორის თანამდებობაზე საზოგადოებას ნიკოლოზ წიკლაური წარუდგინა, მაშინ ითქვა, რომ მას სწორედ აკადემიის საერთაშორისო იმიჯის გაზრდაზე უნდა ეზრუნა.

აკადემიის ვებგვერდზე, განყოფილებაში – აკადემიის საერთაშორისო კავშირები“, მართლაც მითითებულია ამ საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო კავშირებზე, ოღონდ იქვე წერია, რომ ეს კავშირები 2006 წელს დამყარდა, აქ არაფერია ნათქვამი ნიკოლოზ წიკლაურის მართვის წლებში აკადემიის მიერ დამყარებულ კავშირებზე.

თანამშრომლებს მოქმედი რექტორის მიმართ სხვა პრეტენზიებიც აქვთ. მათ არ მოსწონთ, „მოსვლისთანავე საკუთარი კომფორტის მოსაწყობად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი რომ შეიძინა, რომელშიც გადაიხადა 48 000 ლარი, მობილურ ტელეფონში – 4 097 ლარი, ხოლო საკუთარი კაბინეტის ავეჯში – 47 000 ლარი“. განსაკუთრებით კი ის არ მოსწონთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ დააზუსტეს, „2011 წელს მანქანის რემონტსა და საწვავში მართლა 70 ათასი ლარი დაიხარჯა, თუ უფრო ნაკლები”.

ამ საკითხების დაზუსტება გასულ კვირას „ბათუმელებმა“ თავად ნიკოლოზ წიკლაურთან სცადა. ნიკოლოზ წიკლაურმა ითხოვა, რომ სიზუსტისთვის მისთვის წერილი გაგვეგზავნა და ტელეფონი გათიშა („ბათუმელები“ აკადემიის რექტორთან ბლიცინტერვიუს შემდეგ ნომერში გამოაქვეყნებს).

დაბოლოს, ნიკოლოზ წიკლაურის შემოსავალი შარშან, ყოველთვიურად, პრემიისა და ხელფასისი სახით 5 800 ლარი იყო. მაღალი ხელფასი და პრემია აქვს აკადემიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. აკადემიის თანამშრომლების აზრით, „მათ შორის იმათაც, ვისთვისაც აკადემია ბინებს ქირაობს და რომლებიც თითქმის არ დადიან აკადემიაში“.

მათი ყოველთვიური ხელფასი მინიმუმ 2000 ლარია, რასაც ამდენივე პრემია ემატება ყოველთვიურად.

ილია ნარეკლიშვილს კი, რომლის ისტორიითაც ეს სტატია იწყება და რომლის შესახებაც ქართულ მედიაში არაერთი სტატია თუ სიუჟეტი მომზადდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თანამშრომელი ამბობს, „ბათუმის მერიამ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში

1000 ლარი გამოუყო (დემოკრატიის ინსტიტუტმა თავის დროზე ნარეკლიშვილის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღო და პირობითი სასჯელით გამოუშვეს საპატიმროდან). თუმცა ეს არ იყო საკმარისი თანხა სწავლის გადასახადის დასაფარად. ამიტომ სათანადო თანხის შესაგროვებლად (სწავლების საფასური და ფასიანი გამოცდები) ილია ნარეკლიშვილი თურქეთში წავიდა და დღემდე იქ მუშაობს“.

საეჭვო მიზეზი – პიაცას მეპატრონეს ვალი გადაუვადეს

პიაცა
ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის პიაცას შიდა ინტერიერი ნამდვილად ვერ ქმნის იმ გრაციოზულ შთაბეჭდილებას, რაც გარედან ჩანს. პიაცას უკვე ათვისებულ ოთხივე სართულზე თვალშისაცემია ამოცვენილი, სხადასხვა ფერის თუ სახის ხის იატაკი, რომელზეც დიდი ლურსმნებია ჩაჭედებული. არადა, პიაცას მფლობელმა გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს დავალიანების გადავადება სწორედ იმ მოტივით სთხოვა, რომ კოშკი ფუნქციურად დატვირთა. ირაკლი სამხარაძეს ბიუჯეტში 10 დეკემბრამდე 8,6 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. Continue reading “საეჭვო მიზეზი – პიაცას მეპატრონეს ვალი გადაუვადეს”

სად, რომელ კლუბში?

ავტორი: თეონა თურმანიძე
ბათუმში ღამის კლუბები მთელი სეზონის მანძილზე იმუშავებენ. კლუბი „საბლაიმი“ დღეს, 6 ივლისს, „რეტროფართს“ შემოგთავაზებთ დიჯეი ვაკოსთან ერთად, 8 ივლისს, პარასკევს კი მოწვეული იქნება გიო შენგელია. კვირას კლუბს უცხოელი დიჯეი ეყოლება. Continue reading “სად, რომელ კლუბში?”

სად ვიბანაოთ ბათუმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გარემოს დაცვის სამმართველო აღიარებს, რომ საკანალიზაციო არხები ზღვაში ისევ  ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე ჩაედინება, თუმცა ამასთანავე ამტკიცებს, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით გადახრები არ ფიქსირდება;  არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ სპეციალისტები კი რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, „ზღვის წყლის ხარისხი რადიკალურად განსხვავებულია და ამის  გასარკვევად ლაკმუსის ქაღალდიც საკმარისია“.

Continue reading “სად ვიბანაოთ ბათუმში”

სააკაშვილის აუხდენელი და ახდენილი ქონებრივი ოცნება

„ჩვენი ოჯახის ქონების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ჩვენი ბინა საბურთალოზე. ეს ბინა შევიძინეთ ვერაზე, გ. ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩაზე მდებარე ჩვენი ბინის გაყიდვის შემდეგ. თავის მხრივ, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბინა ჩვენ ვიყიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის დროს, 1994 წელს.

Continue reading “სააკაშვილის აუხდენელი და ახდენილი ქონებრივი ოცნება”

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებული ბლოგერები გამოავლინა

საავტოროკინოს ბათუმისმე-6 საერთაშორისოკინოფესტივალმა, ფესტივალის გასაშუქებლად მოწვეული გამარჯვებული ბლოგერები გამოავლინა.

 ფესტივალის პარტნიორ ტურ-კომპანია “Wonderland-ის” (https://wonderland.ge) მიერ დაწესებული პრიზები – საქართველოს ფარგლებში სამოგზაურო ვაუჩერები გადაეცათ შემდეგ ბლოგერებს:

 მარიამ პაიჭაძე – https://musicmary.wordpress.com/ 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

ანა გელბახიანი – https://anagelbaxiani.wordpress.com/ 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

 ნინი ოქროპირიძე – https://fsyche.wordpress.com/ 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

გოჩა გაბოძე – https://gabo.ge/ 250 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

 ბათუმის კინოფესტივალი ასევე უზრუნველყოფს  2012 წელს,  გამარჯვებული ბლოგერების კინოფესტივალზე დასწრების ხარჯების დაფინანსებას (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება).

     კინოფესტივალის შესახებ სიახლეებს შეიძლება გაეცნოთ  კინოფესტივალის ვებგვერდზე (www.biaff.org) და ასევე FACEBOOK გვერდზეც – www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრინება და სიახლეების მიღება.

რუსთაველის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. ნინო დოლიძის ინფორმაციით, „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რუსთაველის უნივერსიტეტს ავტორიზაცია 4 აგვისტოს მიანიჭა“.
„გაზეთი ბათუმელები“

რუბრიკიდან: „ბათუმი დღეს“

[slideshow]
ბათუმი ორკვირიანი წვიმისა და თოვლის შემდეგ

ავტორი: ლელა დუმბაძე

[slideshow]
ბათუმი ორკვირიანი წვიმისა და თოვლის შემდეგ

ავტორი: ლელა დუმბაძე

როგორ შოულობენ ფულს ქართველები თურქეთში

ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ქართველი მუშაობს თურქეთში არალეგალურად, არ არსებობს. იქ მცხოვრები ქართველების ინფორმაციით კი, მათი რიცხვი სეზონურად იზრდება. ქართველები თურქეთში, ძირითადად, ზაფხულში ჩაის ან თხილის მოსაკრეფად ჩადიან. აჩიკო ბერიძის თქმით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ მეგობრებთან ერთად წავიდა, „თურქი `კლიენტები“ ხშირად ხეზე მომუშავე ადამიანებით ინტერესდებიან და მათ გაცილებით მეტსაც უხდიან“.

ქართველები სეზონზე თურქეთში სამუშაოს საშოვნელად რამდენიმე გზას მიმართავენ. ერთ-ერთი გზა ნაცნობობაა, მთავარია, იმასთან მიაღწიო, ვისაც იქ საჭირო კავშირები აქვს. აჩიკო ბერიძემ ასეთი ადამიანი სარფში, ერთ-ერთ სასტუმროში მონახა: „ვისაც ნაცნობი ჰყავს, თანვე სამუშაოს იწყებს, მაგრამ გამომუშავების ნაწილს უთმობს მას, ვინც სამუშაოს შოვნაში დაეხმარა. ჩვენ დღეში ორი ტომარა თხილი უნდა მოგვეკრიფა, 35 ლირას იხდიდნენ. აქედან 28 ლირა იყო ჩვენი, 2 ლირა თურქს მიჰქონდა ჭამაში, ხუთი კი იმ ადამიანს რჩებოდა, ვინც სამუშაო გიშოვა“.

კიდევ ერთი გზა „უსაქმურთა ბირჟაა“: „ქალაქ ურდოში უსაქმურთა ბირჟაზე ბევრი ქართველი დგას. თუ გაგიმართლა გამოივლის თურქი “კლიენტი” და წაგიყვანს, თუ არა მეორე დღესაც იქ მოგიწევს გაჩერება…“- ამბობს აჩიკო ბერიძე.

არის შემთხვევები, როცა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად ადგილზე ჩასულები ვერ საქმდებიან. ამის მიზეზი შეთავაზებული პირობების სირთულე ან დამქირავებლის გადაწყვეტილებაა. ასეთ შემთხვევაში ზოგი უკან დაბრუნებას ამჯობინებს, ზოგი კი სამუშაოს სხვაგან ეძებს, რადგან უკან დასაბრუნებელი ფული არ აქვს, ან შინ უფულოდ დაბრუნება არ უნდა. აჩიკო ბერიძე: `ხუთნი ვიყავით ჩასულები. ოთხმა კარგად ვიცოდით ჩაის კრეფა, ერთს არ გამოსდიოდა. მეპატრონეს დღეში 50 ლირა უნდა გადაეხადა, სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე დღეში ტაქსი დაგვახვედრა – ათი დღით სხვაგან გიშვებთ სამუშაოდო. ნამუშევარი რაც გვქონდა გადაგვიხადა, ოღონდ 40 ლირა თითოეულს. ტაქსმა ჩაგვიყვანა ქალაქ ფაზარაში და იქვე დაგვტოვა. მივხვდით, რომ თურქმა იმის გამო მოგვიშორა, რომელმაც ჩაის კრეფა არ იცოდა“.

პერიოდულად თურქეთში სამუშაოდ ჩადის ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ლაბაძეც. გასულ ზაფხულს თურქეთში მუშაობით მან თანხა დააგროვა და კოპიუტერი იყიდა: „მე შეთანხმებული ვარ ნაცნობ თურქთან, როცა სამუშაო აქვს მირეკავს და მასთან ჩავდივარ, ძირითადად, თხილზე ვმუშაობ, დღეში 35 ლირას ვიღებ. სადაც ვმუშაობთ, იქვე ახლოს დაჩა აქვს მეპატრონეს, კომფორტული სახლია და იქ ვჩერდებით, არც ქირას ვიხდი. ვიცი, რომ ბევრ იქ ჩასულს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ზოგიერთი იქაურ საჭმელსაც ვერ ეგუება და ნახევრად მშიერია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენი დამქირავებელი კეთილი კაცია, კერძებს ქართველი ქალი გვიმზადებს, მასაც ისეთივე ანაზღაურებას უხდის, როგორც ჩვენ“.

სხვების მონაყოლით თურქ დამქირავებლებს რთული სამუშაო პირობები აქვთ, სამუშაო დილის 6 საათზე იწყება და დაღამებამდე გრძელდება, ისვენებენ მხოლოდ სადილობის დროს. სამუშაოს ხშირად ადგილმდებარეობაც ართულებს, რადგან თხილის ბაღები უმეტესად შემაღლებულ ფერდობებზეა. „თურქი მუშაობის დროს გვყარაულობდა, რაც არ უნდა მიუვალი ადგილი ყოფილიყო ერთ ცალ თხილსაც არ დაგატოვებინებდა. ერთხელ ჩემი თანმხლები გადავარდა და დაშავდა, ძალიან ცუდად იყო, მეპატრონეს კი მისი საავადმყოფოში წაყვანა არ უნდოდა. როცა შევეკამათეთ იქნებ პანაშვიდიც გადამეხადაო გვითხრა. ეს უსამართლობაა, მაგრამ რას იზამ, თურქს ვერაფერს ეტყვი“, – ამბობს რესპონდენტი, რომელსაც სახელის გამხელა ერთი მიზეზით არ უნდა – “ხომ იცი საქართველოში როგორც ხდება, ხვალ ჩემი პროფესიით მინდა მუშაობა, ამიტომ მირჩევნია ჩემი სახელი არ დაწეროთ, თანაც იქ სამუშაოდ ჩასვლას კიდევ ვაპირებ“.

თურქეთში ჩასული ქართველები დამქირავებლების გაბრაზებას ერიდებიან, რადგან შეიძლება ღამის გათევა ქუჩაშიც მოუწიოთ, ეს კი იქაურ „ჟანდარმთან“ პრობლემების შექმნის მიზეზი ხდება: “ჟანდარმი გაგაჩერებს და დეპორტს ჩაგირტყამს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები“.

მიუხედავად რთული პირობებისა, მეზობელი ქვეყანა ბევრი ქართველისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, თურქეთში დაბრუნებას უმეტესობა გეგმავს.

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს თურქეთში დასაქმება ლეგალურადაც შეუძლია. ლეგალურად მუშაობის ნებართვის მისაღებად საქართველოს მოქალაქემ უნდა მიმართოს თურქეთის საკონსულოს ან საელჩოს საქართველოში სამუშაო ვიზის მისაღებად. ერთწლიანი სამუშაო ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქემ საკონსულოს უნდა წარუდგინოს ხელმოწერილი კონტრაქტი იმ კომპანიიდან, სადაც ის აპირებს მუშაობას, რის შემდეგ შეავსებს აპლიკაციო ფორმას (აპლიკაციის ფორმის ნახვა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეც შეიძლება).

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ერთი თვის განმავლობაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ, უცხოელთა განყოფილებას იმ რეგიონში, სადაც ის იმუშავებს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მას მიეცემა კანონიერად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება თურქეთში.
არის კიდევ ერთი დეტალი: განაცხადის შეტანის პარალელურად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელმა უნდა მიმართოს თურქეთში შრომის სამინისტროს ამ კონკრეტული მოქალაქის დასაქმების თაობაზე.

როგორ შეაფასა რუსულმა მედიამ ნინო ქათამაძის ახალი ალბომი?

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

„ეროვნებით ქართველი, გენიალური მომღერალი ნინო ქათამაძე, ტრადიციებით და ეროვნებით კოლორიტი. ნინო ქათამაძემ  და ჯგუფმა Insight -მა ქართულ მოტივებზე შექმნა, სრულიად ახალი და უნიკალური მუსიკა“ – ასეთ შეფასებებს აკეთებდა რუსული პრესა ნინო ქათამაძის რუსულ გასტროლზე სადაც მომღერალმა თავისი ახალი ალბომის „მწვანე“-ს პრეზენტაცია გამართა.

ნინო ქათამაძის ალბომის პრეზენტაცია მოსკოვში კრასუს სიტი ჰოლში 26 ნოემბერს გაიმართა. მომღერლმა პირველი სიმღერის დასრულების შემდეგ დარბაზში შუქის ანთება ითხივა. მისთვის მოულოდნელი იყო აუდოტირიის სიმრავლე. სკრასუს სიტი ჰოლის დარბაზი გადაჭედილი იყო. მან აუდიტორიას მიმართა „საღამო მშვიდობისა. მე თქვენ მიყვარხართ! როგორი ფერიც არ უნდა შევქმნათ, ყველა ჩვენი საყვარელი მსმენელისთვისაა. მადლობა თქვენ“

მომღერალი სოპეციალურად მწვანე ორნამენტებით გაფორმებული კაბით გამოვიდა. თავზე მწვანე ბაფთა ჰქონდა დამაგრებული. სცენის დეკორაციას ალბომის სახელის შესაბამისაც მწვანე ფერებით იყო გაფორმებული.

Continue reading “როგორ შეაფასა რუსულმა მედიამ ნინო ქათამაძის ახალი ალბომი?”

როგორ ებრძვის ბათუმის საკრებულო და მერია კადრების დეფიციტს

ავტორი: ნათია ზოიძე

–კადრების დეფიციტი გქონდათ თუ რატომ გყავდათ ერთი ზაზა ნაჭყებია ორ თანამდებობაზე? – იკითხა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კონსერვატორმა მამული ჟღენტმა .
–ახლა აღმოვფხვრით დეფიციტს – შეკითხვას დარბაზიდან უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით კასრაძემ.
Continue reading “როგორ ებრძვის ბათუმის საკრებულო და მერია კადრების დეფიციტს”

როგორ გავყიდოთ მანდარინი

ავტორი: ირმა ზოიძე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 22 800-ზე მეტი მეციტრუსეა. ამ ადამიანებმა ერთი თვის განმავლობაში უნდა მოახერხონ მოსავლის აღება და რეალიზაცია. რა პერსპექტივები აქვთ წელს ფერმერებს, სად და როგორ შეიძლება გაიყიდოს მანდარინი? “ბათუმელების” კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დონარა სურმანიძემ უპასუხა: Continue reading “როგორ გავყიდოთ მანდარინი”

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

ნერიმან ცინცაძე სტუდენტებთან ერთად

ავტორი: ქეთი ლაბაძე
იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. მისი საშუალებით ორგანიზმი ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს, რითაც მრავალი სენისგან გვიცავს. Continue reading “როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი”

რობერტ სტურუა: „ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას ურჩევენ, მაგრამ დავთანხმდები?

რობერტ სტურუამ დაახლოებით 3 საათის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსის სახით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

Continue reading “რობერტ სტურუა: „ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას ურჩევენ, მაგრამ დავთანხმდები?”

რისი ეშინიათ სტუდენტებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს, ბათუმის სამოქალაქო აქტივობის კლუბში, პროექტის „დემოკრატიის სახელით„“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა შეეხებოდა ახალგაზრდობის როლს დემოკრატიის განვითარებაში. ძირითადი მომხსენებელი ისტორიკოსი, სულხან ოქროპირიძე იყო. დისკუსიას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სულხან ოქროპირიძემ დემოკრატიულ ღირებულებებზე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მაგალითზე იმსჯელა: „განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰაველის 1973 წელს დაწერილი წერილი, „წერილი გუსტავ გუსაკს“, სადაც ის კარგად წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და იმ თემას, რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენც. ეს არის შიშის ფენომენი“.
Continue reading “რისი ეშინიათ სტუდენტებს”

რისთვის აყადაღებს ხელისუფლება „ქართუს“ უმსხვილეს კრედიტორებს

ლაურა ღაჭავა (შუაში). ფოტო: ამბები.გე

ავტორი: ნინო ნატროშვილი, მაია მეცხვარიშვილი
რატომ დაიწყო ხელისუფლებამ მათთან დაახლოებული ბიზნესკომპანიების მასობრივად დაყადღება და რა კავშირი აქვს ამ პროცესს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ ბიზნესპროექტთან – „ქართუ ბანკთან“? Continue reading “რისთვის აყადაღებს ხელისუფლება „ქართუს“ უმსხვილეს კრედიტორებს”

რიგები ევროპის მოედანზე

ავტორი: ლელა დუმბაძე
[youtube https://www.youtube.com/watch?v=PR1aOlTy8o0&w=560&h=349]

[youtube https://www.youtube.com/watch?v=j7uCflF0IPw&w=560&h=349]

[youtube https://www.youtube.com/watch?v=UD69j-oXQf8&w=560&h=349]

რვასულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

ავტორი: ლელა დუმბაძე
 
ნინა ლევოიანი ტუბერკულოზით არის ავად. იგი დღეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა მას წასასვლელი არსად აქვს, რადგან როგორც ნინა ლევოაინის ნათესავები ამბობენ, გუგული გოცაძემ, რომელიც ლევოიანების ბინაში დროებით იყო ჩაწერილი, საცხოვრებელი ფართი  ლევოიანებისგან  მალულად, საკუთრებაში გადაიფორმა. ლევოაინების რვასულიანი ოჯახი კი პოლიციის ძალით გამოასახლეს. 

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #8-ში მცხოვრებმა ნინა ლევოიანმა, გუგული გოცაძის წინააღმდეგ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 7 მარტს შეიტანა. ნინა ლევოიანი სარჩელში წერს, რომ გუგული გოცაძე, თაღლითურად დაეპატრონა მის მართლზომიერ საკუთრებაში არსებულ ბინას, სადაც გუგული გოცაძე დროებით იყო ჩაწერილი.

Continue reading “რვასულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს”

რვა შეცდომა ერთი პაციენტის საქმეში

ავტორი: ნანა კვაჭაძე

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ერთი პაციენტის საქმეში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ რვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. ამის გამო რამდენიმე ექიმის საქმე ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 429 ლარით დააჯარიმეს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საავადმყოფოს ჯარიმა მას შემდეგ დააკისრა, რაც პაციენტის, ნაზი ხარაზის, საქმე შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა.
85 წლის ნაზი ხარაზს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში რამდენიმე დღის მანძილზე მკურნალობდნენ დიაგნოზით _ კოლაპტოიდური მდგომარეობა, გულის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ნათესავებმა მისი სახლში გადაყვანა გადაწყვიტეს. პაციენტის მეუღლემ, ხასან მამულაძემ, სამედიცინო მომსახურების თანხის 25 პროცენტი, 35 ლარი გადაიხადა, (60 წელს გადაცილებულ პაციენტთა მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, თუ პაციენტის დიაგნოზი შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებს), თუმცა სამი დღის შემდეგ მას საავადმყოფოს იურისტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ 663 ლარი, მეუღლის მკურნალობის თანხა უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. Continue reading “რვა შეცდომა ერთი პაციენტის საქმეში”

რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთკანდიდატიანი არჩევნების ტრადიციას აგრძელებს. აკადემიური საბჭო რექტორად ამჯერადაც ალეკო ბაკურიძეს აირჩევს, თუმცა მათ სხვა არჩევანის შესაძლებლობა არც ექნებათ, რადგან უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მოქმედმა რექტორმა გამოთქვა.

მაისის ბოლოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი შეიკრიბება და უნივერსიტეტის ახალ რექტორს აირჩევს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. უნივერსიტეტში რექტორობის სურვილი სხვას არავის გამოუთქვამს.

რატომ აღმოჩნდა ალეკო ბაკურიძე კონკურენტის გარეშე და რამ გამოიწვია რექტორის არჩევნების მიმართ ასეთი გულგრილობა,  რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატით ტარდება არჩევნები უნივერსიტეტში? Continue reading “რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით”

რესტორანი, ტელესტუდია და ობსერვატორია – 64 მილიონად

ნათია ზოიძე

ანბანის კოშკის მშენებლობისთვის 64 მილიონი ლარი წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ამ კოშკზე უკვე განთავსებულია ქართული ანბანის 33-ვე ასო. კოშკის ბოლო სამ სართულზე რესტორნის, ტელესტუდიისა და ობსერვატორიის გაკეთება იგეგმება. მომავალი წლის აჭარის ბიუჯეტი კი სულ 115 მილიონი ლარი იქნება.

„60 მილიონი თუ მთავრობამ კოშკში გადაიხადა, გადასაყენებელი კი არა, დასაჭერია“, _ ეს ფრაზა ერთ-ერთია იმათგან, რომლებიც მოქალაქეებმა გაზეთ „ბათუმელების“ გამოკითხვის დროს ანკეტის ფურცლებზე დატოვეს. „თქვენი ინფორმაციით, რა დაჯდა ბათუმის ანბანის კოშკი?“ – ეს იყო  მთავარი  კითხვა, რომელზეც პასუხი 75 რესპონდენტისგან მივიღეთ. 75-დან მხოლოდ ერთმა გამოიცნო, რამდენი შეიძლებოდა დახარჯულიყო `ბათუმის ეიფელის კოშკის“ მშენებლობაზე. ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი უშუალოდ მშენებლობისთვის დაიხარჯა, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის კი დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო. Continue reading “რესტორანი, ტელესტუდია და ობსერვატორია – 64 მილიონად”

რესპუბლიკური საავადმყოფოს აწმყო და მომავალი

აჭარის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს, რომელიც ორი კლინიკის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა, უკვე ორი თვეა ახალი დირექტორი ჰყავს – აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აბესალომ გურგენიძე, თუმცა, საავადმყოფოში, სადაც 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამ დრომდე მიმდინარეობს რეორგანიზაცია. თანამშრომლები ადმინისტრაციიდან უკვე დაითხოვეს. მოსალოდნელია სამედიცინო პერსონალის შემცირებაც. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აბესალომ გურგენიძეს ესაუბრა

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “რესპუბლიკური საავადმყოფოს აწმყო და მომავალი”

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალ დირექტორს ელიან

ბათუმის რესპუბლიკური, კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა მინდია ნაკაშიძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ახალ დირექტორს ელიან. მინდია ნაკაშიძის პოსტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომონიკის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, აბესალომ გურგენიძე დაიჭერს. გურგენიძე 2007-2009 წლებში შპს „აღორძინება მ“ -ს გაკოტრების მმართველად, 2004-2207 წლებში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად და მერიის ეკონომიკური სამმართველოს ქონების მართვის განყოფილების გამგედ მუშაობდა.

Exit mobile version