ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

ლელა დუმბაძე

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349]

ლელა დუმბაძე

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349]

ძლიერი მამაკაცების ფესტივალი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„საიდან ან როგორ მოიფიქრეთ, ან ვინ მოიფიქრებს ამ ფესტივალებს, ან ამ სათაურებს?… ხომ ნახეთ გასული წლის მაგალითებზე, რომ ვერ ვატარებთ ფესტივალებს?“ – ასე გამოეხმაურა ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსის განცხადებას ბათუმში „უძლიერეს მამაკაცთა ფესტივალის“ ჩატარების შესახებ.
ნათია სურგულაძის თქმით, საერთაშორისო ტურნირი ახალ ბულვარში ჩატარდება და მასში 10 ქვეყნის ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი მგზავრობის, ბათუმში ცხოვრებისა და გადაადგილების ხარჯებს კი მთლიანად ბათუმის მერია დაფარავს. გათვალისწინებულია საპრიზო ფონდიც, ამ ფესტივალისთვის მერიის ბიუჯეტიდან 32 000 ათასი ლარი დაიხარჯება;
ბათუმში კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო კონკურსიც იგეგმება, გასულ წელს ეს ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ნათია სურგულაძის თქმით, „წელს მასში მონაწილეობის მისაღებად `სონისა~ და `პანასონიკის~ წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, ჩატარდება მასტერკლასებიც“.

ძვირადღირებული და იაფი დასვენება ბათუმში

სასტუმროები, ჰოსტელები, კერძო ბინები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, კლუბები და ბუნგალოები – ამ ობიექტებით სარგებლობენ ბათუმში ჩამოსული ტურისტები. სად შეიძლება დახარჯოს დამსვენებელმა ყველაზე ბევრი თანხა ან სად და როგორ შეიძლება დასვენება ყველაზე იაფად? რა სხვაობაა ძვირადღირებულ და იაფფასიან მომსახურებას შორის?

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “ძვირადღირებული და იაფი დასვენება ბათუმში”

ძველი ბათუმის ძვირადღირებული “არაჩვეულებრივი” რეაბილიტაციის მეორე ტალღა

ავტორი :ნათია ზოიძე

ბათუმის მერია ისტორიულ უბნებში მცხოვრებლებს ემუქრება.სახლები, რომლებიც მერიის რეაბილიტაციის გეგმაში მოხვდა, მოსახლეობის თანადაფინანსებით უნდა გაკეთდეს. მერია მანსარდს დააშენებს, მოქალაქე კი ერთ კვადრატულ მეტრში 350 ლარს გადაიხდის. თუ მესაკუთრისთვის ეს პირობა მიუღებელია, მერია სახლზე მანსარდს მესაკუთრის ნებართვის გარეშეც დააშენებს.იმ შემთხვევაში,თუ ფართობი იზოლირებული არ არის, მერია სასამართლოს მიმართავს და თანხის ამოღებას მესაკუთრისგან „უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმით“ შეეცდება. იურისტები მერიის მიერ მიღებული განკარგულების ნორმას იურიდიულ კაზუსად მიიჩნევენ. Continue reading “ძველი ბათუმის ძვირადღირებული “არაჩვეულებრივი” რეაბილიტაციის მეორე ტალღა”

ცუდად შესრულებული „ბაღდადური“

ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)
სადამ ჰუსეინი ახალგადაგდებული იყო, როდესაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჰოლივუდური ფრაზა ისროლა: „მისია შესრულებულია“. ნამდვილად არ მახსოვს მიაყოლა თუ არა მისტერ ბუშმა ამ სიტყვებს ჰოლივუდურივე ღიმილი, მაგრამ მისი ავბედითი ინიციატივა დადებითი ემოციების და კბილების ღრეჭის საბაბს რომ არ იძლევა საბოლოოდ გაცხადდა: ამერიკელების გასვლის მეორე დღესვე ჩაფლავებული მისიის „ტროტილოვანი სურნელი“ მთელმა მსოფლიომ ჩაიყნოსა. Continue reading “ცუდად შესრულებული „ბაღდადური“”

ცოცხალი კედლები უნივერსიტეტში

ლაშა მიქელაძე

ლაშა მიქელაძე, სტუდენტი

უკვე თვეზე მეტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უფრო და უფრო მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი. ამის მიზეზი არც მოახლოებული გამოცდებია და არც სტუდენტების აკადემიური მდგომარეობა, საქმე სულ სხვა რამეშია, კერძოდ კი ისინი უკმაყოფილოები არიან ბოლოდროინდელი ცვლილებებით, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა. საუბარია სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც, როგორც დერეფნებში, ისევე აუდიტორიებშია დამონტაჟებული.

კამერებზე საუბარი განცხადების გახმაურებისთანავე მთავარ თემად იქცა როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ პერსონალში და ძირითადად უარყოფითი და კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. სწორად ამის გამო, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ რამდენჯერმე მოაწყო კონფერენცია, რათა აეხსნა უკმაყოფილო სტუდენტებისათვის, თუ რა დადებითის მომტანი იყო სათვალთვალო კამერები. ამ პრესკონფერენციებზე ძირითადად ერთი და იგივე ისმოდა, რომ კამერები დამონტაჟდებოდა მხოლოდ ისეთ აუდიტორიებში, სადაც ესა თუ ის ტექნიკა იყო, მაგრამ კამერები უკვე დამონტაჟებულია ისეთ აუდიტორიებშიც, სადაც არანაირი ტექნიკა არ არის და არც ახლო მომავალში არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ სწავლების გაუმჯობესების მიზნით ამ აუდიტორიებში თანამედროვე ტექნიკას შეიტანენ.

სტუდენტები ასევე ფიქრობენ, რომ მათი საუბარი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ისმინება, ეს ინფორმაცია რექტორმა რამდენჯერმე უარყო და აღნიშნა, რომ „არავინ არ აპირებს სტუდენტების პირადი საუბრების მოსმენას“.

იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად მოგვცემოდა სიტუაციის შეფასების საშუალება და დაგვეზუსტებინა აკადემიური პერსონალის დამოკიდებულება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ასოცირებულ პროფესორს ირაკლი მანველიძეს, რომელიც უნივერსიტეტის „კამერიზაციასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ეს შეიძლება „კარგიც იყოს და ცუდიც”: Continue reading “ცოცხალი კედლები უნივერსიტეტში”

ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესის დეტალები

ავტორი: ეთერ თურაძე

შოთა გიორგაძე 21 მაისისი აქციაზე (მარჯვენა მხარეს)
დღეს, 16 ნოემბერს, 11 საათზე, მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა 21 მაისის აქციის მონაწილის, ცოტნე ანანიძის მორიგ სასამართლო პროცესზე 3 მოწმე დაკითხა. მოწმეები შოთა გიორგაძე, გელა გელაძე და ლაშა ჯაყელი პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები არიან.

Continue reading “ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესის დეტალები”

ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) თამარ თურმანიძე

ხშირად პრიორიტეტი თითოუეული ჩვენთაგანისთვის არის პირადი, და არა საზოგადოებრივი სარგებელი. რაღა შორს წავიდე და ერთ-ერთი ამისი მაგალითია, ჩემს ეზოში მომხდარი ფაქტი. ახლხანს მოგვივიდა ქ.ბათუმის მერიიდან გაფრთხილება, რომ 4 დღის ვადაში უნდა მოვახდინოთ ავტოფარეხის განთავისუფლება და დემონტაჟისათვის მომზადება. ამ ფაქტმა,ზოგში აღშფოთება და სიბრაზე გამოიწვია,ზოგში კი სიხარული… მე პირადად, პირველი ემოცია, რომელიც დამებადა ამ გაფრთხილების წაკითხვისას იყო: ,,ძლივს, გვეღირსა, ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია’’…

რატომ?    Continue reading “ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია”

ჩვენც დავბერდებით…

[slideshow]

ავტორი – მოქალაქე ჟურნალისტები: თამარ ლომიძე, თამარ თურმანიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე, გიგა ახალაია.

ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე დაარსდა 1995 წლის 5 მარტს, მეუფე დიმიტრის ძალისხმევით. ამჟამად, დაწესებულების ხელმძღვანელია დეკანოზი შიო პაიჭაძე. სავანეში ფუნქციონირებს წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება წირვა-ლოცვა.

Continue reading “ჩვენც დავბერდებით…”

ჩვენ გვწამს… „პრაზდნიკებზე“

[slideshow]

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები) ანი ზაქარაძე, მარი ზოიძე, თამილა ვერძაძე, ნინო ბოლქვაძე, ნოდარ კონცელიძე.

ყველამ გადავხედოთ დღევანდელ საქართველოს… რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საამაყოსთან და ღირებულთან ერთად უამრავი პრობლემა და ნაკლი გაგვაჩნია რომლებიც თავისით არ მოგვარდება თუ ჩვენვე არ მივხედეთ!

საერთოდ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელიც ოდითგანვე რწმენით გამოირჩეოდა. ღვთის სიყვარულით ქართველები ყოველთვის იკრებდნენ საკმარის ძალას, რომ მტრებს გამკლავებოდნენ, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი! გავიხსენოთ აბო თბილელი, შუშანიკი, ქეთევან წამებული. უდიდესი იყო მათი რწმენა და სიყვარული ღვთისადმი, თუმცა გადავხედოთ დღევანდელობას…

რა შეგვრჩა?

Continue reading “ჩვენ გვწამს… „პრაზდნიკებზე“”

ჩვენ გვიყვარს „მაუგლი“

მარიამ ლორია (კონკურსის გამარჯვებული)

მარიამ ლორია არის „ბათუმელების“ საბავშვო გვერდის კონკურსის გამარჯვებული. ის პირველი იყო, რომელმაც გასულ ორშაბათს „ბათუმელების“ რედაქციაში ყველაზე ადრე მოიტანა მაუგლის აპლიკაცია, რისთვისაც საჩუქარიც მიიღო – წიგნი. Continue reading “ჩვენ გვიყვარს „მაუგლი“”

ჩვენ გვიყვარს შრეკი

„ბათუმელების” საბავშვო გვერდის კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც ყველაზე სწრაფად გააკეთეს შრეკის აპლიკაცია.

საბა მამფორია, 5 წლის 

[youtube https://www.youtube.com/watch?v=J7bLllStltk&w=425&h=349]

ნინო შარაშენიძე, 6 წლის 

[youtube https://www.youtube.com/watch?v=j45WG2t6Hk8&w=425&h=349]

ჩარევა სახელმძღავნელოების ბიზნესში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოებზე ფასების რეგულაციამ მშობლები კმაყოფილი დატოვა. იგივეს ვერ ვიტყვით იმ გამომცემლებზე, რომლებმაც ფასები შეამცირეს. თუმცა გამომცემელთა შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფასი მართლაც არარეალურად მაღალია.

Continue reading “ჩარევა სახელმძღავნელოების ბიზნესში”

შშმპ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

დღეს, 9 ნოემბერს, 14.00 საათზე ბათუმის # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის კლუბი ”თანადგომა” და სტუდია ”ანდამატი” აწყობს შშმპ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ბათუმი, ჯინჭარაძეზე # 5).

გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, 15.00 საათზე გაიმართება დისკუსია, შშმპ პრობლემებზე და საჭიროებებზე, სადაც მოწვეულები არიან ადგილობრივი სამთავრობო, არასამთავრობო და მედიასექტორი.

შუქნიშანი, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლისას მუშაობს

ქეთევან ლაბაძე; სტუდენტი

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბათუმის უნივერსიტეტის წინ შუქნიშანი არ მუშაობს. სტუდენტები ამის გამო შეწუხებულები ვართ, რადგან ჩვენს სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება. “-იმედია მე არ ვიქნები ის, ვისაც მანქანა გაიტანს”, – ხუმრობით ამბობს ჩემი მეგობარი ლელა ცინარიძე, რომელსაც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მანქანების იმდენად ეშინია, რომ ქუჩაზე გადასვლისას ნახევარი საათი სჭირდება. Continue reading “შუქნიშანი, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლისას მუშაობს”

შუქი, წყალი და ნაგავი ერთ ქვითარში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულოს 17 იანვრის გადაწყვეტილებით, ბათუმში კომუნალური გადასახადების გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება.  მოსახლეობა ელექტროენერგიის, წყლისა და სანდასუფთავების მოსაკრებელს, ერთდროულად გადაიხდის. ქვითრების ერთიანი ადმინისტრირებისთვის კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 370 000 ლარი გამოეყო. ქვითრების ერთიანი ადმინისტრირება, როგორც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ტიტე აროშიძე ამბობს,  იმისთვის არის საჭირო, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ერთიან სისტემაში მოექცეს: „ერთიანი ადმინისტრირების შემდეგ, ყველა აბონენტს ინდივიდუალურად მიუვა სახლში ქვითარი და  საშუალება ექნება თავად გაეცნოს თუ რამდენი აქვს გადასახადი, რამდენი დავალიანება.   მოსახლეობა ერთიან ქვითრებს ერთი თვის შემდეგ მიიღებს, რადგან მანამდე წინასწარი მოკვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ მოხდეს მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა სულადობის მიხედვით. კითხვაზე-დარჩება თუ არა მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე, თუკი ის ვერ შეძლებს მაგალითად წყლის ან სანდასუფთავების გადასახადის ერთად გადახდას?  ტიტე აროშიძე ამბობს: „ეს უკვე იქნება მარეგულირებელი კომისიის საკითხი და მან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოხდება ურჩი გადამხდელებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესება“.

შსს-მ “უჩვეულო მინერალები”ივანიშვილს დაუბრუნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსკოველ წარმომადგენელს ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა “უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა”, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს მინერალები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო და ის “მომავლის განჭვრეტისთვის” გამოიყენებოდა. Continue reading “შსს-მ “უჩვეულო მინერალები”ივანიშვილს დაუბრუნა”

შსს ჟურნალისტებს მორიგებას სთავაზობს

ნეტგაზეთი
26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მორიგებას სთავაზობს, თუმცა, პირობები უცნობია. Continue reading “შსს ჟურნალისტებს მორიგებას სთავაზობს”

შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი

 ავტორი:ნათია ზოიძე 

ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ბიზნესმენები ერიდებიან 

ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ჩავარდა, რადგან ტენდერში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ. საბოლოოდ ბათუმის მერიამ, ცხრა თვის ანგარიშის შედეგის მიხედვით, 30 მილიონი ლარი ვერ აითვისა.

Continue reading “შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება “მაესტროსთან” დაკავშირებით

შინაგან საქმეტა სამინისტრო ვებ–გვერდის საშუალებით დღეს ტელეკომპანია “მაესტრო”–ში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სრულად გთავაზობთ განცხადების ტექსტს “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია მაესტროდან, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპარტულ პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა.”– ნათქვამია განცხადებაში

შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში

ვახტანგ მაკარაძე, მერი ცისკარაძე, ფერიის საკარო სკოლის პედაგოგები

ექსკურსია მეტად ახარებს მოსწავლეს, ახალგაზრდობას, განსაკუთრებულ სტიმულს აღძრავს მასში, აყვარებს სასწავლო საგანს, ამიტომ სწავლების ეს ფორმა გონივრულად, მომზადებულად უნდა გამოვიყენოთ.
Continue reading “შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში”

შვილებმა უნდა იცოდნენ,რომ სუროგატი დედების დახმარებით გაჩნდნენ

ავტორი: ნათია ზოიძე

“ფეისბუქში” ყურადღება ერთ-ერთი მეგობრის ფოტომ მიიქცია. როცა ახალდაბადებულ ბავშვებს ისე აცვიათ, როგორც დიდებს, ბუნებრივია, ეს კარგ ხასიათზე გაყენებს. გინდა ამ პატარების სხვა ფოტოც ნახო. მერე სხვის კომენტარებსაც ავლებ თვალს. „ვააა, მარიამ შენი შვილები არიან, როდის გააჩინე? „კი ლაშა, ჩემი შვილები არიან, სუროგატმა დედამ გამიჩინა“. 8 თვის მათეს, ელენეს და გიორგის დედა პროფესიით ექიმი მარიამ კუკუნაშვილია. მარიამთან ინტერვიუ ჩავწერეთ არა როგორც ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანთან, არამედ ქალთან, რომელმაც გადაწყვიტა ყოლოდა შვილები, რომლებიც სხვამ გაუჩინა.

Continue reading “შვილებმა უნდა იცოდნენ,რომ სუროგატი დედების დახმარებით გაჩნდნენ”

შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი

დღეს ბათუმში საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შხვედრა იგეგმება. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის შესახებ დეტალები არ იციან.
კვირას რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი–რეი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს საღამოს ბათუმში შეხვდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 31 ოქტომბერს. Continue reading “შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი”

შეხვედრის ადგილი ბათუმის ბულვარი – საპროტესტო აქცია [ვიდეო]

საზოგადოებრივი მოძრაობის -„შეხვედრის ადგილი-ბათუმის ბულვარი“ მიზანია ბათუმის ძველი ბულვარის პერსპექტივის დადგენის პროცესში ბათუმის მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
მოძრაობა აპოლიტიკურია და ღიაა ყველა მოქალაქისათვის, ვინც იზიარებს მოძრაობის მიზანს. ბათუმის ძველი ბულვარის განაშენიანება 1881 წელს დაიწყო, 130 წლის განმავლობაში ბულვარი ქალაქის საკუთრება და ბათუმელების თავშეყრისა და დასვენების საყვარელი ადგილი იყო.

ბოლო წლებში ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს კაპიტალური მშენებლობების პროცესი, ა.წ. აპრილის თვეში ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი, 4 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩამოეჭრა და ცათამბჯენის მშენებლობისათვის შპს `საქართველოს რკინიგზას~ უსასყიდლოდ გადაეცა. ეს ადგილი ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს ბულვარის გასაფართოებლად შეიძინა, მიმდინარე მდგომარეობით კი აუდიტორული დასკვნის (შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტი“ #1/16-72, 19.04.2011წ.) თანახმად 1 824 120 ლარად არის შეფასებული.

პროცესის დინამიკა აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ახლო მომავალში კვლავ არსებობს ბულვარის ტერიტორიის ნაწილების გაჩუქება/გასხვისებისა და მათი მაღლივი მშენებლობებისთვის გამოყენების საფრთხე, რაც ძველი ბულვარის ფაქტობრივ განადგურებას გამოიწვევს.

მოძრაობა მხარს უჭერს ბათუმის ეკონომიკური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, ქალაქის ახალ რაიონებში თანამედროვე არქიტექტურული კონცეფციების რეალიზებას, მაგრამ არა ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ძველი ბულვარის განადგურების ხარჯზე.

მოძრაობის ამოცანაა, ბათუმის მოქალაქეთა მხარდაჭერით, ხელისუფლების ყველა კომპეტენტურ რგოლთან დიალოგის დაწყება და ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების პროცესში ბათუმელთა ინტერესების დაცვა.

დაგვიკავშირდით, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება!

ბათუმელებო, გავერთიანდეთ ძველი ბულვარის გადასარჩენად!

მობრძანდით, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #48, II სართული, „გაზეთ ბათუმელების“ ოფისი, ტელ.: +995 422 7 03 59; ელ.ფოსტა: batumi.bulvari@gmail.com; https://www.facebook.com/home.php?sk=group_207169999316341

გადავარჩინოთ ბათუმის ბულვარი

შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები

ავტორი: ლელა დუმბაძე

221 მოქალაქის მოლოდინი

„ხმა არ ამოიღო მაგაზე, თორემ იგერ გორაზე მეექვსე კამერა თავისუფალია… ვისთვის და ყველასთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით“, _ ამ ფრაზით ბათუმის ზოოპარკის თანამშრომლებმა სცადეს `ბათუმელების თავიდან მოშორება~. საქმე იმაშია, რომ ზოოპარკს, როგორც ბინადრების კვებას ისე ადმინისტრაციის ხელფასებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებს. ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბათუმში ზოოპარკთან ერთად აფინანსებს, 6 მაისის პარკის, დელფინარიუმის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღის თანამშრომლებს, სულ 221 მოქალაქეს. ხელფასის მოლოდინში მყოფი ადამიანები ამბობენ: „აქამდე ყველაფერი რიგზე იყო და აწი რა იქნება არ ვიცით“.

ბათუმის ზოოპარკს დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფონდი ინახავს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ხელისუფლების პოზიციები მის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. პირველი რადიკალური ნაბიჯი „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის დაკავება და რამდენიმე მილიონი ლარის ამოღება იყო. სწორედ ამ ბანკის მეშვეობით ურიცხავს მილიარდერი თანხას საქართველოში არსებული იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღემდე მისი მეურვეობის ქვეშე იმყოფებიან. ბათუმის ბოტანიკურ ბაღის 115 თანამშრომელს ხელფასს სწორედ ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უხდის. ასევე დელფინარიუმს, 6 მაისის პარკსა და ზოოკუთხეს, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ.

Continue reading “შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები”

შერჩევითი სამართალი

ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, „დემოკრატიის ინსტიტუტი"

„საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტი

საქართველოში იმდენი მსჯავრდებულია, რომ თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის თუნდაც ერთი ნათესავი, მეზობელი, მეგობარი ან საერთოდაც ოჯახის წევრი ნასამართლევი არ არის.

ადამიანის დაპატიმრების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ჭორაობის, შეცოდების, სიბრალულის, შურის და ა.შ. საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ძალიან ხშირად, თითქმის ყველგან საუბრობენ, ვერ გაიგებთ სიტყვას – „გაამართლეს!“
ის ფაქტი, რომ საქართველოში, ზოგადად, გამამართლებელი განაჩენის კრიზისია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „ინიციატივებს“ სასამართლოებში, სანოტარო მოქმედების მსგავსად, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებენ, უკვე არახალია.

ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ადვოკატის ფუნქცია დაკნინებულია და ა.შ. ეს მოსაზრებები არგუმენტირებულია და საერთო შეფასებით ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის სათავე საქართველოში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი – „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტია“. Continue reading “შერჩევითი სამართალი”

შეაჩერე წამი ბათუმში

ხვალ, საღამოს ექვსიდან 9 საათამდე სასტუმრო „ინტურისტის” წინ მდებარე სკვერში ფოტოგამოფენა – „შეაჩერე წამი ბათუმში”, გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექვსი ფოტოხელოვანის ნამუშევრები. ესენი არიან: ლელა მეფარიშვილი (რუსთავი); შოთა გუჯაბიძე (ბათუმი); კახა ემირიძე (ბათუმი); ირაკლი ძნელაძე (ბათუმი); სულხან სალაძე (ბათუმი); გელა ძნელაძე (ბათუმი). როგორც გამოფენის ორგანიზატორები გვპირდებიან, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, გარდა ფოტო ნამუშევრების დათალიერებისა, საჩუქრად გადაეცემათ ბათუმის თემატიკაზე შექმნილი ღია ბარათების კრებული.

შეაჩერე წამი

„შეაჩერე წამი ბათუმში”  – ასე ეწოდებოდა ბათუმის ბულვარში გამართულ ფოტოგამოფენას, სადაც 6 ფოტოგრაფის 50 ნამუშავი იყო წარმოდგენილი.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=yAK5XVx7P3k&w=425&h=349]

[youtube https://www.youtube.com/watch?v=3RLmXojFbvE&w=425&h=349]

შარდენის ტიპის ქუჩა ბათუმში

 ცაგო კახაბერიძე

უფრო მეტი გამწვანება, პატარ-პატარა გაზონები დეკორაციული ყვავილებით, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზე იყვავილებენ, გაფართოებული ტროტუარები, მაღაზიები და ღია კაფეები  – ეს ყველაფერი ერთ თვეში, ანუ საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროს. ბათუმის მერია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „ცეროდენადან“ გამსახურდიას კვეთამდე, თბილისური შარდენის მსგავსი ქუჩის გაკეთებას გეგმავს.

Continue reading “შარდენის ტიპის ქუჩა ბათუმში”

შანსი სტუდენტებისთვის

ლელა თურმანიძეავტორი: ეთერ თურაძე
7 მაისს ცნობილი გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტის ვინაობა, რომლებიც შემდეგ სასწავლო კურსს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ. კონსორციუმი, რომლის წევრიც არის ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტებს მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის შესახებ, ანუ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობაზე ”ბათუმელებს” რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, პროექტის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ესაუბრა: Continue reading “შანსი სტუდენტებისთვის”

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები)  გიგა ახალაია, გვანცა სამნიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე და ნინო ადეიშვილი.

[slideshow] ყველაფერი მაშინ იწყება, როცა 6 წლის გახდები და სკოლის კედლებში ლამაზი თაიგულით, თეთრი პერანგითა და დაზეპირებული ლექსით პირველად შეაბიჯებ. საკლასო ოთახის კარებთან  მზრუნველი  თვალებით მომღიმარი  პირველი მასწავლებელი გეგებება. თავიდან უცხო, მაგრამ შემდეგ ძალიან ახლო და მოსიყვარულე. ასე გრძელდება  12 წელი და ცხოვრების ამ ეტაპზე  მას ემორჩილები,  ის საფუძველს უყრის მომავალი თაობის სწორ აღზრდას. “მასწავლებელი-ზოგჯერ უშვილო,  მაგრამ ათასი  ბავშვის  მშობელი”. (ი.ნონეშვილი) Continue reading “ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…”

ყველაზე ცხელი დღეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით 29 და 30 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

აგრილებას ბათუმში 31 ივლისიდან უნდა ველოდოთ, როცა წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა თანდათან დაიწევს 29-31 გრადუსამდე.

შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში ყველაზე ცხელი ზაფხული 1981 წელს დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია.

ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში

„MSC UKRAINE“ – გემი, რომლის სიგრძე 202 მეტრი და სიგანე 31 მეტრია, ბათუმის პორტში რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა. ტერმინალმა 44 საათი საოპერაციო დროის განმავლობაში ამ გემზე საერთო ჯამში 2400 TEU-ს ( 1 TEU – 20 ფუტიანი კონტეინერის ექვივალენტი) დაცლა-დატვირთვის ოპერაცია განახორციელა.

„MSC UKRAINE“ აგებულია პოლონეთში 1989 წელს და ამჟამად საქართველოში უმსხვილესი საზღვაო ხაზის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავის – Mediterranean Shipping Company-ს ფლოტის შემადგენლობაშია, რომლის ცენტრალური ოფისი შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარეობს.

Continue reading “ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში”

ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!

ავტორი: გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტი

საკითხი, რომელზედაც გაზეთის ამ ნომერში ჩემს მოსაზრებას ვთავაზობ მკითხველს, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. საქართველოში, როდესაც რაღაც საკითხთან დაკავშირებით ე.წ. დაბალი რანგის ჩინოვნიკის, ან რაიმე სერვისის (მთავრობასთან ასოცირებულს) მომწოდებელს მივმართავთ დახმარების ან/და განმარტების თხოვნით, ძალიან ხშირად ეს პირები იწყებენ წუწუნს, რომ ეს საკითხი იმიტომაც გადაწყდა/დარეგულირდა ისე, როგორც არის, რომ ამგვარად „ზემოთ“ დაადგინეს. თუ ამ ადამიანის ზემდგომს ვნახავთ, უშუალოდ დაველაპარაკებით და ჩვენს „გასაჭირს“ ავუხსნით, ისიც ზუსტად იმავეს გაიმეორებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გეთანხმებით, მართალი ხართ, მაგრამ რა ვუყოთ, მე ვერაფერს შევცვლი რადგან „ზემოთ“ ასე დაადგინეს. ამგვარი ლოგიკით თითქმის ყველა საკითხზე საბოლოოდ მივიღებთ შემდეგ პასუხს: „პირველმა“ გადაწყვიტა, მე რა გიყო! Continue reading “ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!”

ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!

დათო ტრაპაიძე, ბლოგერი  მთვარის კლუბი „აუ, წამო დღეს სადმე გავიდეთ. არ მოგწყინდა სახლში ჯდომა?! გავიდეთ, ყავა მაინც დავლიოთ! – გავიდეთ. მაგრამ სად?! აუ, ოღონდ იქ არ მიმიყვანო, რა… ვერ ვიტან იმ ოფიციანტს.”ოჰ, ეს გაურკვეველი ქართული სიამაყე და თავმომწონეობა. სხვათა შორის, ამ ქართულ კეკლუცობას ერთი, ძალზე სახასიათო თვისება აქვს. როგორც ღვინის ზოგიერთი სახეობა, ისიც ვერ უძლებს ტრანსპორტირებას და სხვაგან ეგრევე ფუჭდება.აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის, რომ აქ „მაგას რავა ვიკადრებ“  სიტყვების პატრონი სხვა ქვეყანაში – „რაზეა საუბარი, ვიზამ აბა რას ვიზამ”-ზე გადადის. სხვები ვერ გვხედავენ? უფრო სწორედ, სხვა ქართველი ვერ დაგვინახავს და ვერ დაგვცინებს?!  შე კაი ადამიანო, იქ თუ შეძელი, აქ რა გეტაკა?! არა, სათაკილოზე და უკადრებელზე ნამდვილად არაფერზე ვსაუბრობ. Continue reading “ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!”

Exit mobile version