ავტორი:ჯაბა ანანიძე
ქველმოქმედება და სოლიდარობა
ავტორი: ივეტა ამაღლობელი (მოქალაქე ჟურნალისტი)
ქდმ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს აპროტესტებს
აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს, რომლის მიზანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაა , ქდმ აპროტესტებს. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქrისტიან დემოკრატების” თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა რომ მისი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად, ხე–ტყის (ვენახის ბოძი, სარი, ჭიგო, ღობე და ა.შ.), ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის სამასალე ხე–ტყის გაცემაზე 2011 წლის 1 ივლისამდე ფონდი საერთოდ არ ყოფილა გამოყოფილი. ხოლო წინა წლებში გამოყოფილი ფონდი სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამის გამო სოფელში მცხოვრები მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში იძულებული იყო კანონი დაერღვია და ზამთრის შედეგად მოთხრილ–მოჭრილი და ქარწაქცეული ხეები პირადი მოხმარებისათვის გამოეყენებინა. Continue reading “ქდმ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს აპროტესტებს”
ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს
ფრაქცია – „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიშის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „ჩვენ არ გვექნება ჩამჭრელი კითხვები, ჩვენ გვექნება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაზემ სხდომაზე. – მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დააკონკრეტა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ ლევან ვარშალომიძესთან „ხელვაჩაურისა და ქობულეთის ხარჯზე ქალაქის გაფართოების გამო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების არასასოფლოდ გადაქცევის შემდეგ, გლეხის უმიწოდ დარჩენისა და მაღალმთიანეთში დიდ თოვლობასთან არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ…“ Continue reading “ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს”
ქართული ოცნება – ბერას სიმღერის ტექსტი
ერთად დადგომა რომ შევძლოთ,
ბოლო იმედი არ არის წასული,
მთელი ცხოვრებაა ვოცნებობთ,
ეს ოცნებაა ქართული.
ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო
ხვალ, 12 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო ბიბლიოთკაში გაიმართება გამოფენა, რომელზედაც დასწრება თავისუფალია.
ქართულ ციტრუსი შეიძლება პოლონეთის ბაზარზე გავიდეს
წელს, შარშანდელთან შედარებით, აჭარაში ციტრუსის გაორმაგებულ მოსავალს ელიან. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დონარა სურმანიძის ინფორმაციით, წელს, სავარაუდოდ, 85 ათას ტონა ციტრუსს მოკრეფენ აჭარის სოფლებში.
– “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართული ციტრუსი წელს პოლონეთშიც გავიდეს. პოლონეთიდან იყვნენ ჩამოსულები ამ საკითხზე”, – ამბობს მინისტრი.
ყველზე დიდი ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსი გააქვთ, უკრაინაა. გასულ წელს უკრაინის საბაჟოზე პრობლემური იყო ციტრუსის განბაჟება. დონარა სურმანიძე ამბობს, რომ უკრაინიდან 20 დღის წინ ჩამოსულ საბაჟოს დელეგაციასთან ეს საკითხი განიხილეს და წელს საბაჟო პროცედურები გაცილებით გამარტივებული იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო.
მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე ციტრუსის გადამუშავებაზე წელს, ძირითადად, კომპანია “ციტრო” იმუშავებს. ასევე შეიძლება შემოვიდეს უკრაინული კომპანიაც, რომელიც ყოფილ “ქართული პროდუქციის საწარმოოს” განაახლებს.
შარშან ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 50 თეთრიდან იწყებოდა.
გასული წლის მონაცემებით აჭარიდან ციტრუსი ექსპორტზე 9 ქვეყანაში გადიოდა, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინასა და ბელორუსიაში. წელს მათ რიგებს შეიძლება პოლონეთიც შეუერთდეს.

ქართუ ბანკიდან” ფულის გატანის მაჩვენებელი გაიზარდა
ქართველები უცხოეთში, ტურისტებად
უცხოურ კურორტებს შორის ქართველები ყველაზე ხშირად თურქეთის ქალაქებს ირჩევენ. რატომაა მათზე განსაკუთრებული მოთხოვნა და სხვა რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები, რა ღირს უცხოეთში დასვენება და რა სხვაობაა ფასებს შორის?
ხატია ღოღობერიძე
ქალები პოლიტიკაში თუ სახლში
ავტორი: ნათია ზოიძე
„რეგიონული თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში როცა ვსაუბრობდი, ვინ დგას აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციების უკან და რატომ არ არის ეს პროცესი გამჭირვალე, მოქალაქის ზარი შემოვიდა. ზარის ავტორი მამაკაცი იყო და პირდაპირ ეთერში მომიწოდა: „ხათუნა ძალიან კარგი გოგო ხარ, წადი სამზარეულოში და ფხალობია გააკეთე, უფრო მოგიხდება არ გირჩევნია “ – იხსენებს ხათუნა სამნიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო აქტიურ პოლიტიკაში . მისი მხრიდან ამ ამბის გადაფასება არ მომხდარა. მაშინაც და დღესაც ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს.
ხათუნა სამნიძე იხსენებს , რომ მის პოლიტიკური აქტიურობისას ეს ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. გამხდარა პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლიც, როდესაც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიკროფონთან მისულა, სესიის სპიკერს მოუწოდებია კოლეგებისთვის, რომ „არ შევეზღუდე რეგლამენტით, რადგან ვიყავი ქალი”. ამბობს, რომ ორივე შემთხვევა მიუღებელია. ის პოლიტიკიდან ამ დისკრიმინაციული ფაქტების სიმრავლის გამო არ წასულა, ხათუნა სამნიძე დღეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გენდერული დემოკრატიზაციის პოპულარიზაციაა. Continue reading “ქალები პოლიტიკაში თუ სახლში”
ქალები და დემოკრატიული ღირებულებები
ავტორი: ლელა დუმბაძე
„პოლიტიკაში მნიშვნელოვანი უკუსვლაა, რადგან ქალებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვთ. ამ ფორმალიზმს შინაგანი თავისუფლების დეფიციტი აჩენს, რომელიც თვალშისაცემია ქართულ საზოგადოებაში. თავისუფლება არის საფრთხე ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, რომელთაც იდეოლოგიური აზროვნება ახასიათებს, ასეთი აზროვნება კი ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს“.
ქალები და დემოკრატიული ღირებულებები – ამ თემაზე „სამოქალაქო აქტივობების კლუბის“ და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით დისკუსია სამოქალაქო აქტივობების ცენტრში გაიმართა.

ქალაქში „მოდნიცები“ არ გვყავს
თეონა თურმანიძე
აქვს საკუთარი მაღაზია, საკუთარი საქმე და 10-წლიანი გამოცდილება. მასთან იმოსებიან ქართველები, უკრაინელები და ის ადამიანები, რომლებიც ზაფხულობით ბათუმში ისვენებენ.
25 წლის დიზაინერი, ინტერნეტშეკვეთებზეც მუშაობს, მზა სამოსისა და დაკვეთილის ფასები თითქმის ერთნაირია.
გოგა ნიქაბაძე: „ენდობიან ჩემს გემოვნებას. ძირითადათ, მზა სამოსი მოდის კვირეულზე იყიდება. ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს მიცდია, სპონსორის ძებნა, ყოევლთვის ოჯახი მედგა გვერდით, ჩემი ბრენდი ცნობადი და მოთხოვნადია.”
-რა ღირს შენთან ჩაცმა?
ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულები
ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა ,რომლებიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. დაკავება განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმის მიერ . ტელევიზიებმა უკვე გავრცელეს ამოღებული ფულის კუპიურების კადრები “ქრონიკის “ინფორმაციით საუბარია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფულზე.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) .
საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.

ფრთხილად მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება
ავტორი: ნათია ზოიძე
თუ მანქანა ბათუმის ქუჩებში ისე გყავთ გაჩერებული, რომ პარკირების წესი გაქვთ დარღვეული, თქვენს ავტომანქანას ბლოკირება ელოდება.
ამ შემთხვევაში თქვენი ავტომანქანის საბურავებს სპეციალური რკინის ხელსაწყო უკეთდება, რაც ავტომანქანის გადაადგილებას შეზღუდავს, საქარე მინაზე კი დაგხვდებათ გაფრთხილება: თქვენი მანქანა ბლოკირებულია (ავტომანქანის მოძრაობაში მოყვანის მცდელობამ შეიძლება ავტომანქანა დააზიანოს). Continue reading “ფრთხილად მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება”
ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან
[slideshow]
[slideshow]
ფოტოგრაფი ეძებს ბათუმს
ფოტოგრაფიის და ბათუმის სიყვარული თითქმის ერთდროულად მოვიდა. ექვსი წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად ფოტოაპარატისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ერთხელაც კბილი ასტკივდა, ექიმთან წასვლაზე უარს ამბობდა და აი, მაშინ მიიღო პირველი ფოტოაპარატი კბილის ნაცვლად. „ფოტოაპარატი ყოფილი სტალინის ქუჩაზე ვიყიდეთ, დღეს იმ მაღაზიის ადგილას სუპერმარკეტია. გადმოიღეს, გახსნეს, დამათვალიერებინეს. დიაფრაგმა იხსნებოდა ხელის დაჭერის დროს, მცირედ ირეკლებოდა ლურჯი და წითელი ფერები, ძალიან იდუმალი იყო ყველაფერი. მახსოვს მისი სუნიც… მას შემდეგ ბევრი ფოტოაპარატი მქონია, სულ ვეძებ იმ სუნს, მაგრამ ვეღარ ვპოულობ“.
შოთას უსმენ და ხვდები – ამ ადამიანისთვის ფოტოგრაფია და ბათუმი თითქმის ერთი ვნებაა. ის არ იღებს პეიზაჟებს, გლამურულ, პლასტმასის გოგონებსა და უზადო ტურისტულ ფოტოებს. „მე ვიღებ ბათუმს და ღილაკს ხელს არ ვაჭერ, თუ ვერ ვხედავ კონფლიქტს. ჩვეულებრივი ყოფა მაინტერესებს, თუ მოასწარი რამეს დანახვა და ხელის დაჭერა, ხომ კარგი…“- ამბობს შოთა.
ბათუმზე, უფრო სწორად ძველ ბათუმზე, საუბარი თვითონ დაიწყო. ამ თემაზე ისე გატაცებით საუბრობს, რომ შეუძლებელია მისი განწყობა არ გადმოგედოს.
„ლია სტურუას აქვს ნათქვამი სულ სხვა ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მომწონს: „როცა კანი არა აქვს და სისხლით ეხება სამყაროს“ – მგონი ეს ძალიან მიესადაგება ასი წლის წინანდელ ბათუმს. მე იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ სამოთხე არსებობს, ეს სწორედ ასი წლის წინანდელი ბათუმია და დიდი სურვილი მაქვს, სამოთხის ნაცვლად სწორედ იმ ბათუმში მოვხვდე.
შესაძლოა, ჩემი წარმოდგენები ზედმეტად პოეტურია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა იყო ძველ ბათუმში, მაგრამ, ჩემი აზრით, რაც იყო, ყველაფერი იყო ნამდვილი. ადამიანებიც ნაკლებად მანერულები, უფრო ნამდვილები იყვნენ… ის რაც დღესაა, შუშა, რკინა, მეტალოპლასტმასი – ყველაფერი არაა ბათუმი. ალბათ ბათუმის ძიებაა, რასაც ვიღებ და ვაკეთებ… მე ყველგან და ყოველთვის ვეძებ ბათუმს“.
ბათუმს ეძებს არა მხოლოდ საკუთარი ფოტოობიექტივით, არამედ ძველ, საუკუნისწინანდელ ფოტოებსა და ღია ბარათებზე. ესეც ბავშვობის გატაცებაა, გაზეთებიდან ჭრიდა ძველი ბათუმის ფოტოებს და ინახავდა. მერე ხულოს ქუჩის კვეთაში მოხუცი ფოტოგრაფი გაიცნო, რომელსაც ძველი ბათუმის ფოტოების ნეგატივები ჰქონდა შენახული. მაშინ ფული არ ჰქონდა და ნეგატივებს ფოტოგრაფს არაყში უცვლიდა. ახლა უკვე კოლექციონერია. ეძებს ყველგან, ძველ, დამტვერილ ფოტოსალონებში და ინტერნეტსაიტებზე. დღეში რამდენიმე ათეულ წერილს იღებს ელექტრონული ფოსტით, სხვადასხვა შეთავაზებები, ვარიანტები… თითოეულ ფოტოს რამდენიმეთვიანი ძებნა და მოლაპარაკება უძღვის წინ, მერე კი ფოტოები მოდის ხმელეთით, ცით, ზღვით, რკინიგზით და ყველა კონვერტს შოთას მისამართი აწერია. უკვე ძებნის პროცესში გრძნობს, რომ რაღაც საინტერესოს იპოვის. „ეს გრძნობა შეიძლება იმას შეადარო, თუ როგორ გრძნობენ ცხოველები მიწისძვრას. ამას ახსნა არა აქვს, უბრალოდ, ვგრძნობ“.
შოთა გუჯაბიძის კოლექციაში რევოლუციამდელი ბათუმის ფოტოების რაოდენობა სამას აღწევს. განსაკუთრებულ და უნიკალურ ფოტოზე ბათუმში ინგლისის ჯარების შემოსვლაა აღბეჭდილი. ეს ყველაზე ძვირადღირებული ფოტოა მის კოლექციაში, ნახა თუ არა, მიხვდა, რომ ფოტო ყველა მსხვილ კუპიურაზე ძვირფასი იყო და აუცილებლად უნდა ეყიდა. – ფასი? „ფასი საიდუმლოა“- ეღიმება შოთას.
როგორც თავად ამბობს, პროფესიით, მოწოდებით და თანამდებობითაც რეჟისორია. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა და მაშინ გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც: „მარცხენა ყვრიმალი“ და „შარშან“.
„მარცხენა ყვრიმალი“ – 14-წუთიანმა მხატვრულმა ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე გაიმარჯვა. „ეს არის კუსტარულად გადაღებული და კუსტარულად დამონტაჟებული ფილმი, რომელსაც, ჩემდა გასაკვირად, გარკვეული წარმატება ჰქონდა“, – ყვება შოთა. ერთ-ერთი კინოფესტივალისთვის დამონტაჟებას ვერ ვახერხებდი, ლამის ერთადერთი სამონტაჟო ტექნიკა აჭარის ტელევიზიაში იდგა, სადაც მაშინ წარმოუდგენელი იყო შეღწევა. აღმოვაჩინე საპარიკმახერო ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც თმის ვარცხნილობას კომპიუტერის საშუალებით არჩევდნენ. აი, იმ კომპიუტერში ჩაწერილი ჰქონდათ პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იყო მონტაჟის გაკეთება. რაღაცნაირად შევძელი სალონის მეპატრონის დაყოლიება. ვიჯექი საპარიკმახეროში და ფილმს ვამონტაჟებდი, გვერდით კლიენტებს თმას ჭრიდნენ. როგორც კი დავამთავრე, ბათუმის კინოფესტივალზე მივიტანე, რომელიც მეორე დღეს დამთავრდა. ჩემდა მოულოდნელად გრანპრი ავიღე“.

ახლა კინოს გადაღების სურვილს ტელევიზიაში მუშაობით იკლავს. ვიდეოარტებს აკეთებს და ძველ ბათუმს ეკრანზე აცოცხლებს, თუმცა თავში სულ „კინოდომხალი“ უტრიალებს. ამბობს, რომ ერთხელაც შენაკადები ერთ მდინარედ იქცევა, საშუალებაც გამოჩნდება და ფილმს აუცილებლად გადაიღებს.
პ.ს. სტატიისთვის შოთას საკუთარი ფოტო ვთხოვე. ცოტა არ იყოს დაიბნა, არ მაქვს ფოტოები, საკუთარ თავს არ ვუღებ და სხვა კიდევ მხოლოდ სუფრასთან თუ გადაგიღებსო. გამოსავალი სოციალური ქსელების გალერეა აღმოჩნდა. „საინტერესოა – ამბობს შოთა, ჩვენთან ხომ, ძირითადად, სუფრაზე, ჭიქით ხელში უყვართ ფოტოს გადაღება, იქვე სადღაც გოჭის თავიც უნდა იდოს. უცხოელები ან დისკოთეკაზე არიან, ან ნახევრად შიშველები. ჩვენთან არა აქვს მნიშვნელობა, გოგოა თუ ბიჭი, ყველა სუფრასთანაა და წინ მწვანილი უდევს. და გადაღების დროს აუცილებლად უნდა გითხრან: „აუ, პროფილში არა რა“. ეშინიათ, რადგან არ იცნობენ საკუთარ პროფილს და ვერ უშვებენ, რომ ამას ისედაც ყველა ხედავს“.
გაზეთი „ბათუმელები” # 315. 2009 წ.
ფოტო ყინულში
დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კუთხეში, პატარა სკვერში, გურამ წიბახაშვილის პროექტის – „გავყინოთ ფოტო იანვარში“ ფარგლებში გაკეთებული, გაყინული ფოტოების გამოფენა მოეწყო. „პროექტი კეთდება თბილისშიც, შარდენზე ეწყობა ხოლმე გაყინული ფოტოების გამოფენა. რაიმე განსაკუთრებული იდეა არ არის აქ ჩადებული, უბრალოდ, რადგან ზამთარია და ცივა, ამის ნიშნად ვყინავთ ფოტოებს და გაზაფხულზე, სითბოში ვალღვობთ“-ამბობს, ფოტოგრაფი გელა ძნელაძე.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=mrLnI9QCjwc&w=420&h=315]

ფიზიკური შეურაცხყობა თუ ფიზიკური შეზღუდვა – ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 7 ექიმი ლიცენციის გარეშე
ავტორი: ნანა კვაჭაძე
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების არასათანადო გამოყენება, ადმინისტრაციული დარღვევები და ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილების გადამეტება – ბათუმის კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 6 თანამშრომელს ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენცია დროებით, ერთს კი მთლიანად შეუჩერა. ექიმთა პროფესიულმა საბჭომ მასალები შესწავლისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.
Continue reading “ფიზიკური შეურაცხყობა თუ ფიზიკური შეზღუდვა – ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 7 ექიმი ლიცენციის გარეშე”
ფეხით ღრუბლებამდე
ავტორი: მირანდა მიქაძე
ღრუბლებით დაფარული სამყაროთი რამდენიმე წუთით ტკბობისთვის, მწვერვალებსა და მთაზე შეყვარებული ადამიანები, შიშისა და სირთულეების მიუხედავად, მწვერვალებისკენ ფეხით მიიწევენ. მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირი ბათუმშიც არსებობს. Continue reading “ფეხით ღრუბლებამდე”
ფეტვიაშვილის გალერეა ბათუმში
დღეს, საღამოს 6 საათზე ბათუმში, კოსტავას ქუჩის #7 -ში, რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა იხსნება. ცნობილია, რომ ექსპოზიცია გალერეაში პერიოდულად განახლდება.
რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა თბილისში 1968 წელს. პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლისამ მოაწყო. მას შემდეგ მრავალჯერ გამოიფინა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” და “ქართული ზღაპრები”.
შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”.
ამჟამად მონაწილეობს წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის შექმნაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისთვის მზადდება. (წყარო: Burusi)

ფესტივალი ახალ ფილმებს ეძებს
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს 17-24 სექტემბერს ჩატარდება. ამჟამად კინოფესტივალი ახალგაზრდა კინორეჟისორების ფილმების მიღებას აგრძელებს საერთაშორისო საკონკურსო სექციისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ასაკი- 35 წლამდე, ჟანრი-მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები; გადაღების პერიოდი – 2010-2011 წწ, ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 35 წთ-მდე. ფილმების მიღება წლის 1 აგვისტომდე გრძელდება. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 599-482181; ელ.ფოსტა – marketing@biaff.org
ბათუმის კინოფესტივალი 2006 წლიდან არსებობს და ტარდება ყოველწლიურად სექტემბერში. BIAFF ერთ-ერთ მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებაა ქვეყანაში, რომლის დროსაც კინომოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კინოსიახლეებს და შეხვდნენ ქართველ და უცხოელ რეჟისორებს.

ფეიერვერკი „რედისონის“ თავზე
[youtube https://www.youtube.com/watch?v=EUlCADuVmIc&w=560&h=349]
[youtube https://www.youtube.com/watch?v=EUlCADuVmIc&w=560&h=349]
უხარისხო დენი, გაზი და უმუშევრობა
ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს რუსთაველის უნივერსიტეტში, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID) ხელშეწყობით, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, რომლის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებად კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და გაზმომარაგება დასახელდა. შეხევედრას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე და საკერბულოს ოპოზიციის წარმომადგენლები.
უცხოპლანეტელები თუ მფრინავი ფეხსაცმელები?!
ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) გვანცა სამნიძე
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ბათუმის ქუჩების მონახულება, ყოველთვის წააწყდება კაცი რამე საინტერესოს ბათუმში, ხო და მეც ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს.
ობიექტივის კადრში 9 მარტის ქუჩა მოხვდა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როდესაც ელექტროენერგიის სადენებზე ჩამოკიდებული ფეხსაცმელები შევნიშნე. კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ მორიდებულობა გადაწონა და ვცადე გამერკვია თუ რა ხდებოდა.
Continue reading “უცხოპლანეტელები თუ მფრინავი ფეხსაცმელები?!”
უცნობი მასალები „ენვერის“ საიდუმლო საქმიდან
ავტორი: ეთერ თურაძე
როგორ ცხოვრობს ჯაშუშობაში ბრალდებულის ოჯახი?
„ენვერის“ საქმის ერთ-ერთი მონაწილის, მფრინავ გელა კაკაბაძის ცოლი, იამზე დოლიძე, ორ შვილთან ერთად ჩაქვში, სოფელ საჩინოში ცხოვრობს. მას 5 წლის ტყუპი ბიჭები ჰყავს. იამზე, მამასთან და ბავშვებთან ერთად, 29 ივლისს გლდანის მე-8 საპყრობილეში ჩავიდა მეუღლესთან პაემანზე. პატიმართან შეხვედრაზე უარი უთხრეს. გელა კაკაბაძეს 6 ივლისს 13 წელი და 6 თვე მიუსაჯა ბათუმის სასამართლომ.
Continue reading “უცნობი მასალები „ენვერის“ საიდუმლო საქმიდან”
უცნაური აფიშა
„სტამბულში 12 ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება მსოფლიო კულტურათა დღეები (შეხვედრა), რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აჭარა წარმოდგენილია როგორც ქვეყანა, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მსგავსად, მიაქციეთ ყურადღება საქართველო ცალკეა მოხსენებული ტაბლოზე გაკრულ აფიშაზე, რომელიც გვაუწყებს იმ ქვეყანათა ჩამონათვალს რომლებიც ამ ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას.” – ეს ტექსტი გუშინ სოციალურ ქსელში, აფიშასთან ერთად მარია მუხრანელმა გაავრცელა. „ბათუმელები” ჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, რომ „ამ ფესტივალზე ჯგუფები სამინისტრს ორგანიზებით და ეგიდით არ გამგზავრებულან, მაგრამ ინფორმაციას ვამოწმებთ და განცხადება გაკეთდება.”

უფულო სტუდენტი მედიცინაში არ მიდის
როგორ სწავლობენ მომავალი ექიმები
ავტორი:ლელა დუმბაძე
ბევრი თეორია და ნაკლები პრაქტიკა – ეს არის ის, რაშიც მედიცინის სფეროს სტუდენტები 2500 ლარს ბათუმის უნივერსიტეტში იხდიან. სტუდენტები ექვსი წლის განმავლობაში, ძირითადად, მაყურებლის როლში არიან. აქტიური პრაქტიკა, რომელიც სწავლის მესამე საფეხურზე ანუ რეზიდენტურაში იწყება, ბათუმის უნივერსიტეტს არ აქვს. Continue reading “უფულო სტუდენტი მედიცინაში არ მიდის”
უნიკალური, გადაჭარბული, მაგრამ შეუსრულებელი ბიუჯეტი
ავტორი: ნათია ზოიძე
20 აპრილს ბათუმის საკრებულოში 2011 წლის ბიუჯეტის ანგარიში ქალაქის მერს რობერტ ჩხაიძეს უნდა წარედგინა, მაგრამ დეპუტატებმა წლის ანგარიში ვიცე- მერისგან ჯემალ ანანიძისგან მოისმინეს. რატომ არ მოვიდა ქალაქის მერი წლის ანგარიშის ჩასაბარებლად? ეს შეკითხვა სხდომაზე არ დასმულა. რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე დასვა და პასუხად მიიღო, რომ რობერტ ჩხაიძე თბილისშია.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე პირველი შეფასებაც ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ გააკეთა და შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მას მოუწია. ვიცე-მერის თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი წარმატებულია, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში ის ყველაზე მასშტაბური იყო.
ყველაზე მასშტაბური ბიუჯეტის მესამედი – 53 მილიონი კი მხოლოდ ერთი შენობისთვის, ანბანის კოშკისთვის დაიხარჯა.
ყურადღებას იქცევს ერთი დეტალი, 2011 წლის ბიუჯეტი თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა. დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ კანონი ზუსტად 10-ჯერ შეცვალეს. პირველი ცვლილება 28 თებერვალს განხორციელდა, ბოლო კი -გასული წლის 27 დეკემბერს.
ბიუჯეტი გადასახადების ნაწილში შესრულდა გადაჭარბებით – 103 %-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა (გეგმით გათვალისწინებული იყო 202 774,9, მაგრამ შევიდა 219 14 9,9 ლარი). მერიამ ამ თანხიდან მხოლოდ 186 მილიონი ლარი დახარჯა, 31 მილიონი კი ვერ აითვისა. ანუ შარშან ბიუჯეტი ერთი მხრივ გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო მეორე მხრივ ვერშესრულდა. Continue reading “უნიკალური, გადაჭარბული, მაგრამ შეუსრულებელი ბიუჯეტი”
უმაღლესი სასწავლებელი მუსლიმანი სასულიერო პირებისათვის
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი, ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ სამუფთო საქართველოს განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებას აწარმოებს ფაკულტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მუსლიმან სასულიერო პირებს მოამზადებს. ჯემალ პაქსაძე: „ჩვენი, ეროვნული ინტერესია საქართველოში ქართულ ენაზე მიიღონ იმ ადამიანებმა უმაღლესი, აკადემიური განათლება, რომლებიც სასულიერო პირები უნდა გახდნენ. ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსთან. სასწავლო პროგრამა უნდა შემუშავდეს ევროკავშირის დახმარებით. როგორც ვიცი, ევროპულ ქვეყნებშიც არის მსგავსი სასწავლებლები და მათ ამის გამოცდილება გააჩნიათ.“
ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, სად უნდა იყოს სწავლება, ან რომელ უნივერსიტეტს უნდა დაექვემდებაროს მსგავსი ფაკულტეტი, თუმცა დასძენს, რომ უკეთესი იქნება, სწავლება დედაქალაქში იყოს.
ამ დრომდე მუსლიმანი სასულიერო პირები სასულიერო განათლებას ოჯახში, წინაპრებისგან, ან კიდევ უცხოეთში იღებდნენ. თურქეთში აქვს მიღებული განათლება ჯემალ პაქსაძესაც.
ამჟამად სამუფთოს დაქვემდებარებაში 22 პანსიონ-სასწავლებელია, სადაც 500-მდე მოსწავლე სამუფთო სამმართველოს პროგრამით გათვალისწინებულ მუსლიმანურ ლოცვებს სწავლობს. სასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფუნქციონირებს, აქ ძირითადად სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და აბიტურიენტები ცხოვრობენ.

უმაღლესი საბჭო მოითხოვს
ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს გამართულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტში, ცვლილებები შეიტანეს. განათლებისა და კულტურის კომიტეტი „ეფექტური მმართველობის განხორციელების“ მოტივით, მოითხოვს რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების დელეგირება, აჭარის განათლების სამინისტროს გადაეცეს: „ადგილზე არის განათლების სამინისტრო და შესაბამისად მან უნდა უზრუნველყოს კონკურსგავლილი დირექტორების დანიშვნაც და გათავისუფლებაც, ან წარდგენა სამეურვეო საბჭოებისთვის. ეს იქნება ეფექტური და სკოლებიც აღარ იქნებიან მუდმივ გაურკვევლობაში“- აცხადებს კომიტეტის ხელმძღვანელი, ასმათ დიასამიძე.
Continue reading “უმაღლესი საბჭო მოითხოვს”
უმაღლესი საბჭო კურორტზე
ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს, თუმცა ერთ-ერთ სახელისუფლებო სტრუქტურამდე მისასვლელად ორი ტრანსპორტის გამოცვლა, დაახლოებით 3 ლარი და იქეთ-აქეთ მგზავრობისთვის 2 საათია საჭირო. მეგენეიშვილის ქ.#13 _ ეს უმაღლესი საბჭოს ახალი მისამართია დაბა ჩაქვში. Continue reading “უმაღლესი საბჭო კურორტზე”
უკეთესი, ვიდრე არსებული
ავტორი: სულხან ღლონტი
სულხან ღლონტიბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ფრიად საინტერესოა. მოქალაქეები ხედავენ ორ გამოკვეთილ პოლიტიკურ გუნდს, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას. მართველი პარტია, უკვე დიდი ხანია მართავს (შევარდნაძის დროიდან), ხოლო ახალი ალტერნატივა მრავალფეროვანია და მას მოქალაქეების იმედები უკავშირდება. მე როგორც მეოცნებე, სიახლეს და ხელისუფლების ცვლილებას ვუჭერ მხარს, მაგრამ დღევანდელი ჩემი წერილი ეხება არა ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ იმის განხილვას, თუ როგორ უყურებს, ერთი მხრივ, საზოგადოება ცვლილებას და მეორე მხრივ, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები უნდა. Continue reading “უკეთესი, ვიდრე არსებული”
უკანონო „12 კვერცხი, ორი შლოპანცი და დაჭმუჭნული ბოთლი“
12 კვერცხი და ორი ე.წ. “შლოპანცი” _ მონუმენტი სასტუმროების _ “კემპინსკსა“ და „რედისონს“ შორის დგას. ბათუმელების ნაწილმა ამ მონუმენტის არსებობის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქიდან”გაიგო. ლილი ფანტოცის ქანდაკება _ “სახიფათოდ თქვენი” ბათუმის ერთ-ერთ სკვერში ისე აღმოჩნდა, რომ არამარტო ბათუმელების უმრავლესობისთვის, საკრებულოს წევრებისთვისაც სიურპრიზი იყო. Continue reading “უკანონო „12 კვერცხი, ორი შლოპანცი და დაჭმუჭნული ბოთლი“”
უბედური შემთხვევა დემეტრე თავდადებულის (შაუმიანის) ქუჩაზე
ამ წუთებში ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკეთდება მოქალაქე ბ-ს, რომელიც დემეტრე თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მაღალი სართულიდან ჩამოვარდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში შემთხვევასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ: „არ ვიცით რა მოხდა, რადგან მისი ახლობლები აქ არ იმყოფებიან, პაციენტი სასწრაფომ მოიყვანა და ამ წუთებში მას ოპერაცია უკეთდება“.
შემთხვევის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველო იძიებს.

ტყუილი თუ შეცდომა – ორი დოკუმენტი სასამართლოდან
ავტორი: ეთერ თურაძე
16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს რეგიონული მედიის ექვსმა ჟურნალისტმა ერთდროულად ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით მიმართა: „გთხოვთ მოგვაწოდოთ „ენვერის“ საქმეში მონაწილე ორი ბრალდებულის – პეტრე დევრიშაძისა და გაბრიელ უსტალიშვილის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ქსეროასლები, პროცესის მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვით“.
Continue reading “ტყუილი თუ შეცდომა – ორი დოკუმენტი სასამართლოდან”
ტურიზმის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად, დავით ქიქავა დაინიშნა. მანამდე იგი ბათუმის მერიის მიერ შექმნილ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს უფროსად მუშაობდა. ყოფილი ხელმძვანელი ვაჟა დიასამიძე კი შპს „გოდერძი რეზორტის“ უფროსად დანიშნეს. როგორც ვაჟა დიასამიძე ამბობს, შპს-ეს მთავარი მიზანი გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა და კოორდინაცია იქნება. კომპანია სახელმწიფოს მიერ არის დაარსებული, თუმცა როგორც ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რამდენი ლარიტ დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული პირის ბიუჯეტი, ამ დროისთვის მისთვის ცნობილი არ არის.