Batumelebi | სასამართლოს გადაწყვეტილება „ორბის“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება „ორბის“ საქმეზე – Batumelebi
RU | GE  

სასამართლოს გადაწყვეტილება „ორბის“ საქმეზე

 

სამშენებლო კომპანია „ორბისა“ და მოქალაქე ლია ლიბერმანის სასამართლო სხდომა გაიმართა.  


მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ სხდომაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლია ლიბერმანის მოთხოვნა – სამშენებლო კომპანია „ორბთან“ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინის საფასურის _ 70 ათასი ლარის უკან დაბრუნების შესახებ, არ დააკმაყოფილა.


ლია ლიბერმანი „ორბს“ იმის გამო უჩიოდა, რომ კომპანიამ მშენებლობის დროს სტატუსი შეცვალა და საცხოვრებელი ტიპის სახლი სასტუმროდ გადააკეთა, რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, მან 2010 წელს „ორბისგან“ ბინა, საცხოვრებელი კორპუსის სტატუსით შეიძინა.


სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ცვლილებას ლია ლიბერმანისთვის ზიანი არ მიუყენებია და შესაბამისად მისი სარჩელიც არ დააკმაყოფილა.


თუმცა სამშენებლო კომპანიას მომჩივანისთვის 567 დოლარის გადახდა იმის გამო მოუწევს, რომ კომპანიამ ბინის მშენებლობის ვადები დაარღვია, რაზეც ასევე დაობდა ლიბერმანი. ლია ლიბერმანის უფლებებს ადვოკატი ნოდარ დეისაძე იცავს, კომპანია ორბის ინტერესებს კი – გელა მახარაძე.

მომჩივანი მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი