ნეტგაზეთი • RU

საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკოვის დანიშვნას განიხილავენ

 

ამ წუთებში ბათუმში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.  სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილმა გია ერმაკოვს ვიცე-მერის თანამდებობა მიულოცა. სხდომას ახალი ვიცე მერიც ესწრება.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ მომავალში ერმაკოვის მერად დანიშვნის ეჭვი გამოთქვა. 

 

გიორგი ერმაკოვი

„თქვენ დღეს, ხვალ თუ არა ზეგ საკრებულოს გვერდის ავლით ბათუმს დაუნიშნავთ მერს. ეს იქნება კატასტროფული ქმედება თვითმმართველობის ისტორიაში. ისე წყნარად მიდის ეს ყველაფერი, ვითომ რიგითი სამსახურის ხელმძღვანელი დავნიშნეთ, ან მთავარი  სპეციალისტი მოვიყვანეთ. რაღაცას ვცვლით  ქალაქში, იმას რაც მეც მეხება, როგორც საკრებულოს წევრს და მიუხედავდ იმისა, რომ მე მეხება, თქვენ ამის უფლებას მართმევთ“, -უთხრა გიორგი კირთაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

 

ირაკლი ჩავლეიშვილმა  გიორგი კირთაძის მოსაზრებას ეჭვი, მარჩიელობა და ჭორი უწოდა:

 

„ეს ჭორი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ტყუილი ფაქტად მოეჩვენოს ადამიანს. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტილებაში, რაც ხდება ქალაქში, მე და ბატონი ჯემალი ერთად ვართ და კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ჯემალ ანანიძესთან ერთად მუშაობის დროს კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, თუ ჯემალ ანანიძე „თანამდებობას დატოვეს ქალაქი მერის გარეშე არ დარჩება“.

 

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მერის გადაყენაბის საკითხზე, გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი თბილისში დაიბარეს.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"