ნეტგაზეთი • RU

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი საკრებულოს წევრის კითხვებს პასუხობს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის კითხვებს პასუხობს.  

 

ზურაბ ფუტკარაძე
ზურაბ ფუტკარაძე

მინისტრი ამბობს, რომ ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის ვაუჩერების არგაცემის მიზეზად აჭარის სამინისტროს სასოფლო სამეურნეო მიწების არ ქონა არ დაუსახელებია.

 

„გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ არ  შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობაზე არ გაცემულიყო ბარათები. ჩვენ სამინისტროს წინაშე რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი – ამ ხალხს აქვს მიწის ნაკვეთები და ამუშავებს. წელს მათ ეს გაითვალისწინეს“ – განმარტავს ზაურ ფუტკარაძე.

 

მინისტრის  განცხადებითვე, იმ ხალხს, ვისაც არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო ბარათები შარშანდელი დანაკლისი არ აუნაზღაურდებათ.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი