ნეტგაზეთი • RU

გიორგი ერმაკოვი ვიცე-მერად დანიშნეს

 

 

ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ნათია სურგულაძემ დატოვა. მის ნაცვლად დღეს ვიცე-მერად გიორგი ერმაკოვი დანიშნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა მერიის პრესსამსახურმა.  

 

გიორგი ერმაკოვი  აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის შემცვლელად რამდენიმე დღის წინ დასახელდა.

 

როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ნათია სურგულაძე მალე სხვა თანამდებობას დაიკავებს:

„მერია ქმნის ახალ სამსახურს და ის ამ სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნება“. 

 

რაც შეეხება ჯემალ ანანიძის ერმაკოვით ჩანაცვლებას, ამის თაობაზე „ბათუმელებს“ გასულ კვირას სანდო წყარომ აცნობა. თუმცა, ჯემალ ანანიძის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ჭორი უწოდა:

„ეს ყველაფერი ჭორია და მე ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ “ – განაცხადა მან.

 

ბათუმის მერს ოთხი მოადგილე ჰყავს. 

 

ბათუმის მერია

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე