ნეტგაზეთი • RU

რას ითხოვს 61 იპოთეკარი

 

ბათუმში მცხოვრები 61 იპოთეკარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. ისინი ერთ წელზე მეტია მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.  

 

 

„წელიწადი და სამი თვეა მოლოდინში ვართ. ჩვენ არ ვითხოვთ თანხის დაფარვას მთავრობისგან. ერთადერთი სურვილი გვაქვს, შუამავლობა გაგვიწიოს ხელისუფლებამ, რომ მივიღოთ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები და ამოგვიღონ მოვალეთა სიიდან“-განაცხადა შეხვედრის დამთავრების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ.

 

მისივე განმარტებით მათი საკითხი ისევ გადაუწყვეტელია.

 

„მთავრობის თავმჯდომარისგან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს პასუხი გვაქვს – შევხვდებით და დაველაპარაკებით ბანკირებს“.

როგორც იპოთეკარებმა განაცხადეს, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ, 3 საათზე კვლავ შეხვდებიან.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი