საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის საჩივარს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს იმ კერძო პირის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკოში დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად გაიარა რეგისტრაცია. მაშინ მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ ვერ შეძლო, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

კონსტიტუციური საჩივრის მიხედვით, მოქალაქე ბესიკ ადამია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანხა – 5000 ლარი ვერ გადაიხადა. ამის გამო მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

კონსტიტუციური საჩივრის ავტორების მტკიცებით, კანონის ეს მუხლი არღვევს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობას გულისხმობს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მათ შორის არჩევის წესით დაიკავოს საჯარო თანამდებობა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი საარჩევნო სუბიექტის მიერ თანხის გადახდის შესახებ, უნდა შეეხებოდეს როგორც საინიციატივო ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ამ კატეგორიის ადამიანთათვის, გათვალისწინებულია 5000-ლარიანი დეპოზიტის შეტანა ცესკოს ანგარიშზე. თუ კანდიდატი არჩევნებში ხმების 10%-ს მიიღებს, მას აღნიშნული თანხა უკან უბრუნდება. ამას საარჩევნო თავდებობას უწოდებენ. ჩვენ ვასაჩივრებთ არა იმას, რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, არამედ იმას, რომ ის გამოყენებულია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატი მიხეილ შარაშიძე.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს კანონის აღნიშნულ ნორმას, რომელიც სპეციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიღეს.

კანონის ეს ნორმა 2011 წლის 27 დეკემბერს მიიღეს.

საკრებულომ ბათუმის მერიას უფლებები ჩამოართვა

გელა დეკანაძე
გელა დეკანაძე





ბათუმის მერიას უფლებები ჩამოერთმევა, – ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმა გელა დეკანაძემ განაცხადა.

როგორც ვიცე-მერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა, იმსჯელონ საკრებულოსათვის იმ უფლებების დაბრუნების შესახებ, რომელიც 2006 წელს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მერიას გადასცა.
დეკანაძის შეფასებით, თუ ქალაქის საკრებულო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ ქალაქს უუფლებო მერი ეყოლება და მას მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის უფლება ექნება.

„თუ ინიციატივას საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ, მაშინ ქალაქის მერს მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესაძლებლობა ექნება. ეს, ფაქტობრივად, მერიის უფუნქციოდ დატოვებას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს არასწორია და უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება-მოვალეობების გონივრულად დანაწილება“, – აცხადებს გელა დეკანაძე.

მისი თქმით, დღემდე ქალაქის მერს ჰქონდა შესყიდვებზე ნებართვის გაცემის უფლება, ზედამხედველობის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე გარე რეკლამების განთავსების უფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა არა მერიას, არამედ საკრებულოს რომ მიმართონ.

ჯუმბერ თავართქილაძე საპარლამენტო უმრავლესობას ინიციატივით მიმართავს

ჯუმბერ თავართქილაძე
ჯუმბერ თავართქილაძე


გამგებლები და მერები პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ამ ინიციატივით „საქართველოს ერთიანობის კავშირის“ კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე გამოდის. როგორც ჯუმბერ თავართქილაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაუმართლებელია, რომ მოქალაქეებს ქალაქის მერის არჩევა პირდაპირი წესით არ შეუძლიათ.
მისივე თქმით, მერის არჩევასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევის წესიც.

 

„მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევნების წესი და ის 50+1 გახდეს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატს გამარჯვებისათვის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების 50% მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი“, – აღნიშნავს ჯუმბერ თავართქილაძე.

თავართქილაძე ასევე მოითხოვს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა შეეძლოთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფს, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფს მისი უკან გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეთ.

დღეს ჯუმბერ თავართქილაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც ერთიანობის კავშირის კოორდინატორი განმარტავს, ამ შემთხვევაში, თუ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტია, მის ინიციატივას პარლამენტში არ შეიტანს, მაშინ ისინი კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

 

 

პროფესიად ქცეული სიყვარული

კინოლოგი რუსლან გოგმაჩაძე ძაღლებზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანებზე. თავის დროზე მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ კინოლოგი გამხდარიყო, თუმცა სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსლანმა საკუთარი ინტერესი და ჰობი პროფესიად აქცია. პირველი ძაღლი – „ტეხასა“ – 13 წლის ასაკში ჰყავდა. ამბობს, რომ ძაღლების ბუნების სწავლა და მათთან საერთო ენის გამონახვა სწორედ „ტეხასათი“ დაიწყო. 

 

„ტეხასა“ იყო, ასე ვთქვათ, ჩამოწერილი ძაღლი. „პაგრანიჩნიკებმა“ ჩამოწერეს და გამოაგდეს. ჩვენთან, ბენზეში, იყო „პაგრან ზასტავა“, იქიდან გამოგდებული. ალბათ იყო გაწვრთნილი, მას მე შევუყვარდი, მე – ის. ძალიან დამჯერი იყო, მეხმარებოდა ფეხბურთში, დამალობანას  ვთამაშობდით ერთად. „ტეხასა“ იყო პირველი, რომელსაც ვითომ ვასწავლე, არადა, იმან უფრო მეტი მასწავლა“, – ამბობს რუსლანი.

 

იმის გამო, რომ საქართველოში კინოლოგიური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, ცოდნა საკუთარი გამოცდილებით, ძაღლების რეაქციაზე დაკვირვებით და ჯარში მსახურობის დროს შეიძინა. 

 

„სასაზღვრო ჯარში მომიწია მსახური და ვაკვირდებოდი, როგორ წვრთნიდნენ სასაზღვრო ძაღლებს. ჯარის დამთავრების შემდეგ სამხედრო ბილეთში ჩამიწერეს –  სასაზღვრო ძაღლების მწვრთნელ-ინსტრუქტორი. თუმცა ახლაც ვსწავლობ. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. ეს მანქანა არაა.  ეს არაა ვინდოუსი, ჩაწერო და მორჩა. ყველა ძაღლს, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოექცე. მისი ფსიქოლოგია აქვს, მისი ხასიათი. ახალი მოსწავლე, როგორც მე ვასწავლი მას, ისე მე მასწავლის ის“.

 

საკუთარი ძაღლი ოთხი წლის წინ მოუკვდა. მასზე, როგორც მეგობარზე, ისე ლაპარაკობს.  „იყო ჩემპიონი, მაგრამ მისი ჩემპიონობა მე არ მაინტერესებდა. მაგარი კაი ძმაკაცი იყო, ერთგული იყო. დაჟე, ცოლთან არ მყიდდა. მე დილას გავდივარ სახლიდან  და მოვდივარ ცხრა საათზე. ცოლი აჭმევდა, უვლიდა, ეფერებოდა, მაგრამ რომ მოვიდოდი და ვეტყოდი, ვინ მაწყენინა, ეგრევე უღრენდა. ეს იყო ერთგული ძმაკაცი, რომელიც საჭმლის და მოფერების გამო არ გაგყიდდა“, – ამბობს რუსლანი.

მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში სხვადასხვა სახეობის ძაღლები ცხოვრობენ, საკუთარი ძაღლი აღარ ჰყავს. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ საკუთარი ძაღლი მყავდესო, ამბობს. 

 

„იმისთვის, რომ ძაღლი გენდოს, უნდა დაუმეგობრდე. სიყვარულით უნდა ასწავლო. ჩაჭედილი ბრძანება, როგორც ძალით ნასწავლი გაკვეთილი, ისეა, მასწავლებელს რომ მოუყვები და მეორე დღეს აღარ გახსოვს. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. ადამიანისაგან ძალიან განსხვავდება ძაღლი. პატარა ჩიხუახუამ, თუ უყვარხარ, შეიძლება შენ გამო თავი მოიკლას. სულ ვამბობ, რაც უფრო მეტად გავიგე ადამიანის ბუნება, უფრო მეტად ძაღლები მიყვარს. თუ უყვარხარ, გიქნევს კუდს, თუ სძულხარ – გკბენს, მაგრამ არასდროს დაგიქნევს კუდს და არ გიკბენს. სახეში რომ გიცინის და ზურგში დანას გარჭობს – ეგ ადამიანის თვისებაა, ძაღლი არ შვრება ასე“.

 

კინოლოგი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საქართველოში ცხოველებთან ერთად თანაცხოვრების კულტურა არ არის ჩამოყალიბებული. ხშირად ძაღლების მეპატრონეთა უცოდინარობა, ძაღლისთვის დისკომფორტის შემქმნელი ხდება. 

 

„ყველას უნდა დამცველი, ამბობენ, თუ ძაღლი არ იკბინება, მაშინ რა ჯანდაბად მინდა ეზოშიო. ვუხსნი – ძაღლი არაა დამცველი. ძაღლი არის მეგობარი, ძმაკაცი, ოჯახის წევრი. ეს არაა სპეცნაზელი, რომელიც  თქვენ უნდა გაადებილოთ თქვენი შიშების გამო. იყიდიან ლაბრადორს და მეუბნებიან – დაგეშე. ერთადერთი ნაკლია მაგ ძაღლის აგრესია. გამოფენაზე არ გაუშვებენ, თუ აგრესია შეამჩნიეს. სულ ვცდილობ, მეგობრად გავუზარდო. კულტურა რომ არ გვაქვს კინოლოგიური, ეს ფაქტია. ერთეულებია, რომლებმაც იციან, რისთვის აჰყავთ ძაღლი, არა დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ უყვართ“.

 

რუსლანს ორი შვილი ჰყავს.  ამბობს, რომ  ბავშვები ეხმარებიან და  როცა სახლში არ არის, გასაწვრთნელად მიბარებულ ძაღლებს უვლიან და სასეირნოდ  გაჰყავთ.

 

„დაბადებული არ იყვნენ, მე რომ  ძაღლები მყავდა.  პირველი დღეებიდანვე ძაღლებს ხედავდნენ, ნაირნაირს. გაიზარდნენ ძაღლებში, თევზებში – „მალენკი მაუგლი“ არიან. ძალიან მიყვარს და მომწონს ეს სიტუაცია. იმიტომ, რომ ვიცი, ადამიანს, რომელსაც ცხოველი უყვარს, მას ადამიანიც ეყვარება. იმან იცის უკვე რა არის სიყვარული“.

 

იმ ასეულობით ძაღლს შორის, რომელიც კი ოდესმე გაუწვრთნია რუსლანს, ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სიმბა. „ვიცოდი, თუ არ გავწვრთნიდი, აუცილებლად დააძინებდნენ, მოკვდებოდა. კავკასიელი ნაგაზი იყო სიმბა. როცა მივედი, არავის არ  იკარებდა. რვა თვის იყო, ძალიან აგრესიული. ჩაკეტილი იზრდებოდა, ზრდიდნენ, როგორც დამცველს. რვა თვის რომ გახდა და ვერ დაიმორჩილეს, გამომიძახეს, ასწავლეო. ამ დროს რა უნდა ასწავლო ძაღლს, რომელიც ფიქრობს, როგორ შეგჭამოს. ოთხი დღე დავდიოდი, საჭმელი, მოფერება… საათები ვიჯექი მის გალიასთან და ველაპარაკებოდი. არაფერი არ გასდიოდა…

 

ძაღლს უნდა დააინტერესოს ვინაა, რატომ ზის. არადა,  რეაქცია არ ჰქონდა. ბოლოს ვერ მოვითმინე და გავაღე ვოლიერი. მივედი მასთან, მეთქი რამდენი უნდა ვიარო, რაც იქნება, იქნება. მოკვლით არ მომკლავს. წამოდგა და შემახტა მხარში. ისე შემეშინდა… თუ ძაღლი გწირავს და საკბენად მოიწევს, მაშინ გაილახება ბოლომდე. ეს იგივეა, შვილი გაზარდო, ის ადგეს და გაგლახოს. მაშინ მე და სიმბამ ვიჩხუბეთ. როცა გავჩერდი, სიმბა იწვა და მიყურებდა. მე რომ მოვედი აზრზე, ზემოდან ვიყავი. ნელ-ნელა  ავდექი. გავუსწორე. არაფერი არ ვაჩვენე, არც შიში, არც ემოცია. იწვა, მე ვიდექი. მერე მე ვუთხარი, წამოდი ჩემთან ერთად-მეთქი. მე ავაყენე. ეს იყო გარდატეხის მომენტი. მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ასე ხდება. ის იყო აბლატავებული ლაწირაკი, რომელსაც გაუდის ბირჟაზე. მერე ეს ძაღლი იყო ძალიან კარგი და თბილი. გამოფენაზეც გავიყვანე. ორი გამოფენა მოვიგეთ. და ის გახდა ძაღლი, რომელიც თავისუფლად, ალიკაპის გარეშე დადიოდა ხალხში“.

ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?



ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ჩემმა მეგობარმა ახალი გაზქურის ყიდვა გადაწყვიტა,  ბათუმში თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია შემოვიარეთ.  თანდათან ამ ამბით ისე გავერთეთ და შერჩევის პროცესიც ისე მოგვეწონა, რომ გადაწყვეტილება დროში მაქსიმალურად გავაჭიანურეთ. სამაგიეროდ  უკვე ზეპირად ვიცოდით სად, როგორი, რა ბრენდის, რა შესაძლებლობებისა და ღირებულების გაზქურა იყიდებოდა.   საბოლოოდ კი საახალწლო ფასდაკლებამდე მივედით და  არჩევანი „არაი თუმოროუს“ ერთ-ერთ მაღაზიაში „კარინოს“ ფორმის გაზქურაზე შევაჩერეთ. 


თეთრი ფერის შავი  ლითონის დეტალებით გაფორმებული გაზქურა დიზაინითაც მოგვეწონა და ფუნქციური დატვირთვითაც გამოირჩეოდა. არჩევანი კონსულტანტებმაც შეგვიქეს და ისიც განგვიმარტეს, რომ პროდუქტს თან სამწლიანი „გარანტია“ ჰქონდა, რაც მე და ჩემმა მეგობარმა ასე გავიგეთ: მაღაზია იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ  მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაზქურის მოხმარებისას პრობლემა არ შეგვექმნებოდა.  გამყიდველების ენაზე კი თურმე ამ ამბავს სულ სხვა შინაარსი აქვს, რაც  ნივთის შეძენიდან სულ მალე,  ერთ თვეში გავიგე.

ვიდრე ნაყიდ ნივთს მაღაზიიდან გავიტანდით, კონსულტანტებმა დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ მისი ადგილზე დამონტაჟება შემოგვთავაზეს. ამას ისიც დაამატეს, რომ თუ ამ საქმეს არასპეციალისტებს მივანდობდით, შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა, ნივთი ცუდად იმუშავებდა, მალე გამოვიდოდა მწყობრიდან და ასე შემდეგ, ამაზეც დავთანხმდით, გაზქურა ადგილზე „არაის“  ხელოსნებმა დაამონტაჟეს.

ექსპლუატაციაში შესვლიდან 20 დღეში გაზქურის მთავარი ქურა, რომელსაც საშუალოზე მაღალი ალი ასდის და უფრო ხშირად მოხმარებადია, თანდათან ჩამოდნა, დეფორმირდა და მწყობრიდან გამოვიდა.


ნივთის შეძენიდან ერთ თვეში ჩემმა მეგობარმა დეფორმირებული საცეცხლურით მაღაზიას მიაკითხა. ნივთი დაიტოვეს, ვიმსჯელებთ და დაგირეკავთო.  ათი დღის შემდეგ კი უთხრეს, რომ გაზქურის საცეცხლური მწყობრიდან არასწორმა მოხმარებამ გამოიყვანა, ამიტომ მაღაზია პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. საიდან, როგორ და რა საშუალებებით დაადგინეს მაღაზიის კონსულტანტებმა, ან ვინმე სხვამ ეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. 


ამის შემდეგ „არაის“ ცენტრალურ ოფისს დავუკავშირდი. ამბის გასარკვევად ერთი დღე ითხოვეს, მეორე დღეს კი მითხრეს, რომ „საცეცხლური“, რომელიც შეძენიდან 20 დღეში დეფორმირდა, გაზქურის აქსესუარია, რომელზეც გარანტია არ ვრცელდებოდა. საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემ კი განმიმარტა, რომ დეტალი, რომლის მოხსნის შემთხვევაშიც ნივთი ვერ იმუშავებს, აქსესუარი არ არის. 


ერთი საცეცხლურის ფასი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის გამოც გაზქურას პრობლემა შეექმნა, 30-დან 40 ლარამდეა. „არაის“ მაღაზიაში ხელახლა, პრეტენზიით მისულებს შემოგვთავაზეს კიდევაც, ეს დეტალი ისევ შეგვეკვეთა და თითოეულში 30 ლარი გადაგვეხადა. იმის თქმა მინდა, რომ გაზქურის მწყობრიდან გამოსული დეტალი არ არის დიდ თანხასთან დაკავშირებული. გაცილებით ძვირადღირებულ ნივთებთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები იმ მომხმარებლებს, რომელთა შესახებაც გაზეთის მეცხრე გვერდზე წაიკითხავთ, თუმცა მათ სასამართლოს არ მიმართეს, რაც ვფიქრობ, არასწორი მიდგომაა, თუმცა ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, რომ არა კომპანიის წარმომადგენლის პასუხი, რომელსაც „არაის“ ფეისბუკის გვერდზე პრობლემის შესახებ დაწვრილებით მივწერე და პასუხის გამოგზავნა ვთხოვე. სამი კვირის ლოდინის და რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, კომპანიის სახელით მომწერეს: `მოგახსენებთ, რომ ასეთ შემთხვევებზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება და ეს ის ფორსმაჟორული სიტუაციაა, როდესაც თქვენ ვერ გათვალეთ ქურის შესაძლებლობები და სავარაუდოდ ძალიან დიდი გაბარიტების ჭურჭელი დადგით გაზზე, რამაც გამოიწვია მისი დეფორმირება, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება“.

ასეა, კომპანია წუხს, მე კი გაკვირვებული და ცოტაც გაღიმებული დავრჩი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქურაზე ჭურჭელი როდის აქით იდგმება? – მას ხომ ე.წ რკინის „რეშოტკა“ იცავს, რომელიც ჯერ კიდევ ახალივითაა. ან რა შუაშია საგარანტიო მომსახურება? – ამ ბარათის გვერდის ავლითაც რომ ვიმსჯელოთ, მე შევიძინე ნივთი, რომელიც 20 დღეში მწყობრიდან გამოვიდა და ჩემი როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა.  თუ ჩემმა მონაყოლმა მსგავსი თქვენი ამბავი გაგახსენათ, მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tsago.kaxaberidze@gmail.com და მირჩიეთ, ვუჩივლო თუ  არ ვიჩივლო?

სტუდენტები ოკუპაციის შესახებ

 სტუდენტების შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაციის დაგმობა.  „ალტერნატივას” წარმომადგენლები თვლიან,  რომ საჭიროა ამ თემის პოპულარიზაცია და სტუდენტებში სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ამაღლება.  

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დღეს შეხვედრაზე  სტუდენტურმა მოძრაობამ თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „პირველი რესპუბლიკა” აჩვენა.

 

„იმიტომ გავმართეთ ეს ღონისძიება, რომ ავღნიშნოთ,  გვახსოვს ჩვენი ისტორია, სტუდენტები მაშინაც და ეხლაც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ. 25 თებერვალი გლოვის დღეა, საქართველოს მაშტაბით დროშები ჩამოშვებულია, ჩვენც ვუერთდებით ამ ღონისძიებებს.” –  გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ბაუჟაძემ.

„ნაცმოძრაობის“ წევრები პროექტების დაფინანსებას ითხოვენ

„ეს პროექტები ბათუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, რომლის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ლარია. აპელირება იმაზე, რომ ეს პროექტი გულისხმობს ოქროს ქვიშების შემოზიდვას, ტყუილია, რადგან ოქროს ქვიშების წილი ამ პროექტში არის ხუთიდან ათ პროცენტამდე. ჭოროხზე ხიდის მშენებლობას კი 40 მილიონი ლარი სჭირდება და მისი მშენებლობა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ათვისებული იქნას ჭოროხის გადაღმა ტერიტორიები. მნიშვნელოვანია ფეხბურთის სტადიონიც. მთლიანად ამ სამ პროექტს 170 მილიონი ლარი სჭირდება, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რომ გაითავისოს ამ პროექტების მნიშვნელობა და დააფინანსოს მათი მშენებლობა“.

ჯუმბერ კახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები გაცილებით მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, ვიდრე ის, რაც უნდა დაფინანსდეს: „საუბარია რკინიგზის დეპოს გადატანაზე. ეს პროექტის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია აღნიშნული სამი პროექტი, რადგან ამ პროექტებით ხუთი ათასამდე ბათუმელი დასაქმდებოდა“.

სტადიონი ბათუმში ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა აშენებულიყო, თუმცა შეთანხმება Project Development Adjara-სა და სახელმწიფოს შორის ჩაიშალა. სტატია ამ თემაზე: სტადიონი, რომელიც არ აშენდა“ . 

ფრაქცია „მაჟორიტარის” განცხადება

 

„კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, რატომ დავტოვეთ ნაციონალური მოძრაობა.

 

თითოეული ჩვენთაგანისთვის მიუღებელი იყო მართვის ის სტილი, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, იგი გულისხმობდა ერთი კაცის გადაწყვეტილებებს დამორჩილებოდა ყველა, მათ შორის არჩეული ინსტიტუციები. ჩვენთვის, როგორც არჩეული წევრებისათვის, მიუღებელია ქალაქ ბათუმის მერის პოსტზე ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატის წარდგენა.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ განხორციელდეს ჩვენი ქალაქის ეფექტური მართვა, რომელიც სარგებელს მოუტანს ბათუმს და ბათუმელებს.

 

ამიტომაც მოვუწოდებთ მმართველ კოალიციას, არასამთავრობო სექტორს და ბათუმის საზოგადოებას, გაითვალისწინონ საკითხის მნიშვნელობა, ინტერესი და ფართო ჩართულობით უზრუნველყონ პროცესი, რომლის შედეგიც განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის მომავალს თვითმმართველობის არჩევნებამდე.

 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მზად ვართ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ვითანამშრომლოთ ყველა ფრაქციასთან, სამოქალაქო სექტორთან და რაც მთავარია ბათუმელებთან ბათუმის საკეთილდღეოდ.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ფრაქცია „მაჟორიტარის“ წევრები არიან: გენადი თებიძე, დავით კასრაძე, ბესარიონ ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, კობა ზაქარაია და მარიზა აბაშიძე. ფრაქციის თავმჯდომარეა ნუკრი დოლიძე.

დაგვიანებული ვაუჩერები და მინისტრის ბიზნეს ინტერესი

ლელა დუმბაძე

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარამიძემ, დაგვიანებულ ვაუჩერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა. მისი განცხადებით, აჭარაში ვაუჩერების გაცემა გვიანდება, რაზეც მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.

 

„მთელ საქართველოში დაწყებულია მინერალური სასუქების გაცემა, გარდა ჩვენი რეგიონისა. აქ ჯერ სიებიც კი არ არის შედგენილი თუ ვის უნდა გადაეცეს ვაუჩერები. მოსახლეობა კი პრეტენციებს გამოთქვამს. მთავარი პრობლემა რაც არის, რომ ამ საკითხში თვითონ მინისტრის ბიზნეს ინტერესი იკვეთება. მას აქვს მინერალური სასუქები დიდი რაოდენობით შემოტანილი და ცდილობს რომ ჯერ მის მიერ შემოტანილი სასუქების რეალიზაცია მოხდეს“-განაცხადა ირაკლი ბარამიძემ. 

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ავთანდილ მესხიძის განცხადებით კი, მინერალური სასუქების გაცემა დაგვიანებული არ არის: „ჯერ არც უნდა დაწყებულიყო გაცემა. ვაუჩერების გაცემის კონკრეტული რიცხვი მითითებული არ არის და ჯერ არც ბარათები მიგვიღია, მაგრამ არ გვიანდება გაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმ რაიონებიდან, სადაც აუცილებლობა იყო და აგროვადები იწურებოდა. ეს შეეხება სახნავ-სათეს ფართობებს რომელიც არის აღმოსავლეთ საქართველოში“.

 

რაც შეეხება მინისტრის ბიზნეს ინტერესებს, ავთანდილ მესხიძე აცხადებს: „მაგას შეიძლება პირადი ინტერესები აქვს და იმიტომ ახსენა მინისტრის ბიზნესი. ეს ვაუჩერები მოქმედებს ყველა მაღაზიაში და მინერალური სასუქებიც ყველგან იყიდება“. 

ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში


ეს განცდა ჩვენთვის არცთუ ისე უცხო გახლდათ. ჩვენ მასზე გადმოცემითა და წაკითხულით ვიცოდით, მაგრამ ამჯერად უშუალოდ განვიცადეთ, მისი ტკივილის სურნელით გავიჟღენთეთ. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, კულტურული ფენომენი ჩვენ თვალწინ, ბუნებრივად, ყოველდღიურობად ჩამოყალიბდა. ამ საზარელ მოვლენას ბოლშევიზმი ჰქვია. ის არ დასრულებულა… გაყინული ვირუსივით არის მოკალათებული ნებისმიერ უმრავლესობაში. საკუთარი სისუსტის დამალვის მიზნით, აღმოცენებული ეჭვების საფუძველზე ქმნის მტრის არტეფაქტებს და ასე ხელაღებით უსწორდება განსხვავებულ აზრს.

 

ბოლშევიზმის დამღუპველმა ბაცილამ ყველა ჩვენგანში შეაღწია და თვალის დახამხამებაში განვითარდა. ჯერ შეიქმნა პრედიკატული ველი, რომლის მეშვეობითაც დაიწყო ძალადობა ჩვენს აზროვნებაზე. კარგად გვახსოვს სსრკ, სადაც ინდივიდი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. მაშინდელი ხელმძღვანელი პირები არასოდეს არ ამბობდნენ: „მე ვფიქრობ“, „ჩემი აზრია“, სამაგიეროდ სასურველი შედეგის მიღწევისათვის წარმატებით იყენებდნენ: „პარტიამ გადაწყვიტა“, „ბელადმა გვიანდერძა“ და ა.შ. მოკლედ, ტირანული სისტემა ყალიბდება მეტყველებით საფეხურზე და შემდგომ მისი ნეგატიური გავლენა ყველა დონეზე აისახება. თავდაპირველად ლინგვისტურ სიბრტყეზე მოხდა ბოლშევიზმის რეანიმირება საქართველოში. პრედიკატები: „ბელადი“ და „პარტია“ ჩაანაცვლა „მიშამ“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

და დაიწყო… შეურიგებელი ბრძოლა სინამდვილესთან. ტირანიის მორიგი საფეხური ვირტუალური რეალობაა. შეიქმნა აბსოლუტური წესრიგისა და სიმშვიდის ილუზია, რომლის მიღმა ინერგებოდა ადამიანის სიძულვილი, ილახებოდა ღირსება, იდევნებოდა სიმართლე. ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ძალები მიგვემართა ადამიანის მთავარი მიზნის – თვითდამკვიდრების განხორციელებისკენ, მითოსური მიზნებით შემოვსაზღვრეთ სინამდვილე და თვითმორჩილების ინსტინქტმაც იმძლავრა. ეს აუცილებელი და საკმარისი პირობა იყო ბოლშევიზმის რეანიმაციისათვის. დაიწყო ნეირო-ლინგვისტური ტერორი საზოგადოებაზე.

 

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვიხდიდი სასჯელს ქართულ პენიტენციალურ სისტემაში. ყოველდღიურად გვეუბნებოდნენ მედიის საშუალებებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გატარებული ე.წ. ჯანდაცვის რეფორმის გენიალურობაზე. ამას ვისმენდი მაშინ, როცა პატიმრებს შეგნებულად აფერხებდნენ 15 წუთით თავსხმა წვიმაში. მათ შორის იყო ბევრი ტუბერკულოზით დაავადებული. შემდეგ კი სამედიცინო პუნქტში გადაყვანა ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა. სხვა უმსგავსობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მხოლოდ ეს მღრღნიდა და მხრწნიდა, რადგან უშუალოდ ჩემს პიროვნულ იდენტობას ანადგურებდა.

 

 ამ ხნის მანძილზე მაჯერებდნენ კახა მიქელაძე კი არა, ვიღაც სხვა ხარო.

 

აზროვნებაზე ძალადობა ძალადობის ყველაზე საშინელი ფორმაა. ასე ვიცხოვრეთ უკიდეგანო გაუცხოებაში. ჩვენ ნაცვლად სხვა ფიქრობდა, აზროვნებდა, მეტყველებდა. ჩვენ ამ აქტების დამოუკიდებლად შესრულება გვეკრძალებოდა…

 

 

ეს ყველაფერი თითქმის დასრულდა, ერთი შეხედვით დავძლიეთ ტირანია, თუმცა ბოლშევიზმი გრძელდება. მისი ბაცილა ჩასაფრებულია და ნოყიერ ნიადაგს ელოდება აღმოცენებისთვის. ის სწორედ მაშინ იწყებს განვითარებას, როცა არავინ ელის. ამიტომ ვეძიოთ ჩვენში ეს ბაცილა და მისგან თავის დაღწევაზე ვიზრუნოთ. ჯერ ჩვენ უნდა დავიცალოთ და განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ ვიქცეთ მავანი ამხანაგების უგუნური და კაცთმოძულე ჩანაფიქრების უპირობო აღმსრულებლებად.

საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“

მურმან დუმბაძის ამ ფრაზას გასულ დღეებში ბევრი იხსენებდა, – ეს როგორ თქვა, იქნებ პროფესიონალი ვარ და არ მიცნობსო… თუმცა მაყურებელთა დიდ ნაწილს არც ამ ფრაზაზე და არც იმაზე, რომ მურმან დუმბაძის „ნაცნობები“ და ნათესავები ინიშნებიან თანამდებობებზე, კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონია. ფაქტია, რომ „უცნობი“ ჯერ კიდევ საშიშია ჩვენს საზოგადოებაში და ეს მიდგომა ბევრისთვის სავსებით მისაღებია, მარილი თუ აქვს ნაჭამი, მისთვის მით უმეტეს.

„ერთხმად აირჩიეს“ – როცა ეს ფრაზა წავიკითხე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფეისბუქის გვერდზე, მაშინ გავიფიქრე, მარტო მარილის დაგემოვნება არ ყოფილა საკმარისი-მეთქი. თურმე განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგიჩნდეს, როგორც, მაგალითად, ეს ზოგიერთ მეოცნებეს მოუვიდა და ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერეს: – მურმან დუმბაძის მორჩილი კანდიდატი ჩვენ არ გვინდა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელადო…

 

 

„ეს ადამიანები მოვიდნენ და ბოდიში მოიხადეს“ – გვითხრა ეთერში მურმან დუმბაძემ. შევედავე, ჯანსაღი იყო ეს პროცესი-მეთქი? მაგრამ მურმანი რისი მურმანია, ემოციურად, პედაგოგიკის მეთოდებით იქეთ თუ არ სცადა შენი დარწმუნება და იმის ახსნა, რომ ლაშა სირაბიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნათესავია და ეს ძალიან, ძალიან კარგია.

 

ცუდად მაინც მურმან დუმბაძისგან ყველაფერზე კანონის მოშველიება მეჩვენა. აქამდე ხშირად მსმენია მისგან, რომ კანონზე მაღლა სამართლიანობა დგას და უნდა იდგეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე „ერთი ფუთი მარილის“ წინააღმდეგი დებულება არ არსებობს. 

 

ნაცნობობაზე გამახსენდა: იმ საღამოს მურმან დუმბაძეს სურდა მაყურებელიც არ დარჩენილიყო უცნობი და თითოეულს სთხოვდა, ვინაობა დაესახელებინა. ერთმა მაყურებელმა ბოლოს იკითხა: სახელისა და გვარის დასახელება ბუნებრივად უნდა მოუნდეს ადამიანს, ასე დაჟინებით რომ მოითხოვთ, რა ხდება, რეჟიმი ხომ არ გრძელდებაო. სხვა მაყურებელს არც ვინაობის დასახელებასა და ვიცე-სპიკერის არც სხვა პასუხზე პროტესტი არ ჰქონია…

 

იმ დღეს მაყურებელს ჩემს შეკითხვებზე ჰქონდა პროტესტი. გადაცემის შემდეგ ფეისბუქში დამხვდა ნაცნობი ადვოკატის მონაწერი: პირველი შემოტევა ყოველთვის ჟურნალისტებმა უნდა აიტანოთ, ყველაფერი მართლა შეკითხვით იწყებაო.

დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება

თამთა დანელია  

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი IVკურსის სტუდენტი

 

სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს „ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.

 

                     

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დემოკრატიის გაგება ყოველთვის ერთნაირი, სწორხაზოვანი არ ყოფილა. ისტორიის სვლასთან ერთად დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ძველი ბერძნებისათვის იგი მმართველობის მანკიერ ფორმასთან ასოცირდებოდა და ერთგვარად გაიგივებული იყო „ბრბოს მმართველობასთან“.      

 

              

არისტოტელე მაგალითად აღნიშნავდა, რომ საუკეთესოა მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთად მას მიაჩნდა პოლიარქია, ხოლო დემოკრატია მისი აზრით ითვალისწინებს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ღარიბების ინტერესებს. ამდენად, ის მმართველობის არასწორ ფორმას წარმოადგენს. დემოკრატიას მმართველობის არასწორ ფორმად დღესაც განიხილავენ მისი კრიტიკოსები. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის სამი ძირითადი ფორმიდან: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დემოკრატია ისტორიულად ყველაზე მეტად ავტორიტარული მმართველობა იყო გავრცელებული. XX საუკუნის 90-იანი წლებისთვის მსოფლიოში სახელმწიფოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო გავრცელებული. ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1980-იან წლებში ავტორიტარიზმი იყო მმართველობის ჩვეულებრივი ფორმა, დემოკრატია კი ჯერ კიდევ „გამონაკლის მოვლენას“ წარმოადგენდა.     

                                 

თუ XX საუკუნე შეიძლება ერთგვარად დახასიათდეს როგორც ავტორიტარიზმის ხანა, იგივეს ვერ ვიტყვით XXI საუკუნეზე. დღეს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რამდენად დაცულია მასში ადამიანის როგორც მოქალაქის ძირითადი უფლებები. ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი დღეს არ არის სასარგებლო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სახელმწიფო განიხილება როგორც არასანდო პარტნიორი. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას სახელმწიფოებისაგან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რათა გახდნენ მათი სრულფასოვანი წევრები.

 

 

ევროკავშირის რეგულაციების შესრულება სავალდებულოა არა მარტო წევრი სახელმწიფოებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

 

 

„ცივი ომის“ პერიოდში არსებული დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც დაპირისპირება ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი აშშ-ს ერთპიროვუნლი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამან უბიძგა ფრენსის ფუკუიამას თავის „ისტორიის დასასრულში“ იმის თქმისკენ, რომ დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მხოლოდ ამერიკული სტილის ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.

 

                                                                 

XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევით ერთგვარად გამართლდა ფუკუიამას წინასწარმეტყველება. ავტორიტარული რეჟიმების ნგრევა ჩვენი ისტორიის თანმდევ მოვლენად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ XXI საუკუნეში ასეთი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის შემწყნარებელი მათ მიმართ. იგი აღიქმება, როგორც საერთაშორისო სისტემისთვის, მსოფლიოსთვის არა სასურველი და საჭიროა მისი რეფორმირება და ეს არ წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის საზრუნავს,  საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულებას იღებს ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში რათა აღკვეთოს ის უსამართლობა, რომელასც სახელმწიფო იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.        

 

                        

მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი რამდენად მართებულია სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩამრევი სახელმწიფო არ გადაამეტებს თავის ფუნქციებს და დაკმაყოფილდება, მხოლოდ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.                                                               ლიბერალური დემოკრატია როგორც დასავლური ფენომენი დაფუძნებულია სწორედ დასავლურ კულტურაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს არის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა რომ  იგი ვერ იმკვიდრებს ფეხს ისლამურ სამყაროში.  ისლამურ სახელმწიფოებში უფრო მეტია რელიგიის გავლენა დასავლურ სამყაროსთან შედარებით. რომ ავიღოთ იგივე ადამიანის უფლებები, ვნახავთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებები არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში.  დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ჯერ საჭიროა სათანადო ნიადაგის მომზადება. ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიის გამოცდილება, აწყდებიან რიგ პრობლემებს მისი დამყარების პროცესში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო პოლიტიკური კულტურა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. საჭიროა ამ საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნა. ყოველივე ამას კი საკმაოდ დიდი დრო სჯირდება.      

 

        

იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგანან, საჭიროა რეფორმები განახორციელონ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად.                   ზოგ შემთხვევაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიას შესაბამისი საფუძვლის მომზადება სჭირდება და ისეთ პოლიტიკურ კურსებს ახორციელებენ, როგორსაც განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები. მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს მყარი საფუძველი არ არის ეფექტური. შედეგად კი ვიღებთ მოჩვენებით, ფასადურ დემოკრატიას.                                                            

 

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყალბი და ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ხშირად ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიის სახელით ინიღბებიან ეს მათ სჭირდებათ საერთაშორისო იმიჯისათვის ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობასაც შეუქმნან დემკრატიის ილუზია. ნაპოლეონ III საფრანგეთში არ გააუქმა არჩევნები, ის არსებობდა ფორმალურად, რადგან გარკვეული მექანიზმების მეშვეობით მისი ფუნქციონირება არაფრის მომცემი იყო. როცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები იზღუდება, რჩება მხოლოდ დემოკრატიის ცნება. თვით ფაშისტებიც კი ემხრობოდნენ დემოკრატიას. ოღონდ მათი რწმენით ნამდვილი დემოკრატია აბსოლიტურ დიქტატურას ნიშნავდა.

 

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმიწფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.

 

დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.                                                                 

ქურდობის ფაქტი ბათუმში

პოლიცია აცხადებს, რომ ქურდობა სავარაუდოდ ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე მოხდა. დამნაშავის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მორიგე პატრულის მტკიცებით მსგავსი შემთხვევა მის სამოქმედო ტერიტორიაზე დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.

 

 

ორი ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

 

 

ახალი ფრაქცია  „ბათუმის მომავლისათვის“ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შექმნა და მასთან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე გაწევრიანდნენ.

 

 

მეორე ფრაქცია „ერთობა“ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ჩხარტიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ფატლაძემ შექმნეს, ფრაქციას  ალექსანდრე ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს.

 

საკრებულოს უკვე არსებულ სამ ფრაქციაშიც არის ცვლილებები, ფრაქცია „ბათუმისათვის“ რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობდა, დღეიდან საკრებულოს წევრი „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ ნაზი ქობულაძე უხელმძღვანელებს და მასთან ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული ჟღენტი გაწევრიანდნენ.

 

ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“–ს კვლავ ნოდარ დუმბაძე უხელმძღვანელებს, რომელშიც საკრებულოს წევრები მანანა ილურიძე, გოდერძი ტოტოჩავა და გიორგი კავაზაშვილი ერთიანდებიან.

 

ამ დროეისათვის საკრებულოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია „მაჟორიტარი“–ა, რომელიც ძირითადად მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული და მას   ადლიის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი დოლიძე ხელმძღვანელობს,   მასთან ერთად ფრაქციაში  იურიდიულ–საპროცედურო  კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე, საფინანსო–ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე, საკრებულოს წევრები ბესო ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, მარიზა აბაშიძე და  კობა ზაქარაია შედიან.

 

მომზადებულია საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში

საერთაშორისო ორგანიზაცია, „სამარიტელთა ქისა“  საქართველოში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ყოველ წელს, ამერიკელი და ევროპელი ბავშვები  საშობაო საჩუქრებს სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს. საჩუქრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს ეს საჩუქრები ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის მეშვეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის 50-მა პატარა პაციენტმაც მიიღო.

„ქველმოქმედებითა და ყურადღებით ეს პატარები არ არიან განებივრებული, თითქმის არავინ მოდის მათ სანახავად, წელს პირველად მიიღეს ეს საჩუქრები“- ამბობს პატარა ლუკას დედა, გვრიტუნა ჯაფარიძე. მას ბავშვი სარეაბილიტაციო კურსზე ქობულეთიდან დაჰყავს.

„წელიწადში სამი კურსი უტარდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ კერძოდ დამყავს. ერთი კურსი 400 ლარამდე ჯდება, რომ შევუწყვიტო წინა კურსიც ეფექტს კარგავს, ამიტომ ვცდილობთ კერძოდ ვატარო სავარჯიშოდ“.

ლია ფუტკარაძე სოციალურ სახლში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო კურსებზე ტყუპი გოგონები მეხუთე წელია დაჰყავს: „აქ მკურნალობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს კურსები არ არის საკმარისი, ძნელია ორ ბავშვთან სახსრების გამონახვა, მაგრამ ვცდილობ, რომ დამატებითი კურსი მაინც ჩავუტარო, მკურნალობა 18 წლამდე სჭირდებათ“.

მშობლების აზრით, მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ამ ეტაპზე ასზე მეტი ბავშვი მკურნალობს.

 

სპეციალური შეტყობინება ქალაქში მოქმედ ორგანიზაციებს

 

ბათუმის მერიამ ქალაქში მოქმედ ყველა ორგანიზაციას სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინება ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის #1-5 დადგენილების შესაბამისად არის შემუშავებული.

 

შეტყობინების თანახმად,  ქალაქში მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირდნენ საქმიანობის დაწყებისთანავე. დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 28 თებერვალს იწურება.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციებმა, დავალიანების თანხების დაზუსტების მიზნით, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ბათუმის მერიის ეკონომიკის სამსახურში უნდა წარადგიგნონ.

 

ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა დაჯარიმდება 500 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით.

 

 მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე  და მერის მოადგილე  აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა   აზიის განვითარების ბანკის მხრიდან დაფინანსდეს.

 

ბანკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ურბანული სექტორის განვითარების შეფასება და თანამშრომლობის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.  

 

მსგავს შეხვედრებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამართავს. 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

 

აჭარის კონსტიტუცია ხუთი წლისაა

ახალი კონსტიტუცია აჭარის ა/რ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის შემდეგ არის პირველი ძირითადი კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

„ეს დოკუმენტი სრულად  პასუხობს დღეს იმ მოთხოვნებს რაც არის საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში. ჩვენი რეგიონისთვის  განვითარებისთვის  და მოწყობისთვის ყველაფერია ამ დოკუმენტში,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, რომელიც კონსტიტუციის მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.  

 

საქართველოს კონსტიტუციისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა. ცვლილება  უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის სამით გაზრდას ეხებოდა.

 

ნოდარ დუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

 

 

დუმბაძის განცხადებით ე.წ. „ჟილინის  არხის“ რეკონსტრუქციისათვის ბიუჯეტში საჭირო თანხა 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ამ თანხის განკარგვაზე  ტენდერი უკვე გამოცხადებულია. არხმა ბათუმში აღმაშენებლისა და ე.წ. ჭაობის დასახლება სანიაღვრე წყლისგან უნდა განტვირთოს.

 

„მე ხელთ მაქვს ინფორმაცია საჯარო ინფორმაცია – spa.ge ზე თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. 5 თებერვალს არის გამოცხადებული ტენდერი 6 მილიონ 108 ათას ლარზე, ჟილინის არხის  მთლიანი რეკონსტრუქციისათვის. ირაკლი ჩავლეიშვილმა  შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, მან  ვერ გააცნობიერა, რომ ის რომ აღარ არის ოპოზიციაში და აღარ უნდა გააკეთოს, მე ვიტყვი და თქვენ ამტკიცეთ ტიპის განცხადებები.  მიკვირს, რომ ამ ყველაფერს   დაეთანხმა პარტიიდან გარიცხული ზაურ ფატლაძე, რომელიც დიდი ხანი მუშაობდა ამ პროექტზე და საქმის კურსშია,“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

 

თავის მხრივ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს რომ ნოდარ დუმბაძე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას.

„ამ წუთას ჟილინის არხისთვის 2  მილიონ 700 ათასი არის გამოყოფილი. წელს ამ სამუშაოებისთვის ეს თანხა  იქნება ათვისებული, თუმცა დანარჩენი თანხა მოსაძიებელია. მე ვფიქრობ, რომ  თუ ჩვენ დონორი ორგანიზაციებიდან ამ თანხას ავითვისებთ, ეს პირიქით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ  ის თანხა, რომელიც პროექტის დასასრულებლადაა საჭირო, გამოგვითავისუფლდება და სხვა პროექტებს მოვახმართ,“ – განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის მერიამ პლაგიატში დაადანაშაულა

 

ბათუმის 2012-2015 წლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე დისკუსია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უნდა გამართულიყო. დისკუსია არ შედგა. მას შემდეგ რაც „საქართველოს ეროვნულ თვითმმართველობათა ასოციაციის( NALAG) “ წარმომადგენელმა 10 წუთიანი პრეზენტაცია ჩაიკითხა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, რომელიც შეხვედრას როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ერთადერთი კითხვა დაუსვეს –  ვის მიერ იყო შემუშავებული სტრატეგია. კახა გურგენიძეს ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ არ გაუცია. ამის შემდგომ ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ იგი პლაგიატში დაადანაშაულა. 

 

„სამი წელი მზადდებოდა ეს სტარატეგია. ორი წელი მხოლოდ სტარტეგიულ ინფორმაციის მოპოვებას დასჭირდა. თუმცა  გარკვეული ინფორმაციები კიდევ ვერ მოვიპოვეთ ამიტომ საჭირო გახდა სხვა ორგანიზაციის დახმარება და ექსპერტების ჩართვა. დღეს განსახილველად გამოიტანეს დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ჩვენს კაბინეტში დმაუშავდა, რომელიც არ გასულა არსად, არც საკრებულოში არ დამტკიცებულა, არანაირი განხილვის სტადიაშიც კი არ გადასულა. მე შემიძლია ეს დოკუმენტი გადმოგცეთ და ნახავთ რომ ის კორექტული შეცდომებიც კი გადატანილია. იმიტომ რომ  რეალურად ეს დოკუმენტი წაკითხულიც კი არ აქვთ იმ პიროვნებებს, ვინც დღეს გამოიტანა განსახილველად. ამიტომ პირდაპირ ვამბობ, ეს არის დანაშაული,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

 

 

„ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს ვიხილავთ  ბათუმის სტარტეგიული განვითარების გეგმას. ასოციაცია ჩვენი სახით ჩართულია პარტნიორად და არა მხარედ, ყველაზე მთავარი ეს გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენს მიმართ კითხვები ისმოდა, როგორც მხარის მიმართ. ეს დოკუმენტი არის ბათუმის დოკუმენტი და ეს არ არის რომელიმე ექსპერტის საკუთრება. თუმცა აქვე უნდა ვთქვა ღიად, რომ ასოციაციის მხრიდან ექსპერტების ჩართულობის ნაკლებობა დაფიქსირდა,“ – განაცხადა ბრალდების პასუხად  კახა გურგენიძემ.  

 

კითხვაზე იყო თუ არა პროექტი ბათუმის ეკონომიკური სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის ასლი, კახა გურგენიძემ უპასუხა:

 

„დღევანდელი შეხვედრა ცვლილებების შეტანას ემსახურებოდა, ეს არის მთავარი. როგორც ჩანს გაუგებრობა გამოიწვია და სამწუხაროდ კომუნიკაციის ბრალია.  ის ადამიანები, ეკონომიკური სამსახურიდან… უმჯობესი იქნებოდა მათ გაეკეთებინათ ეს  პრეზენტაცია, ვინაიდან მათი ნამუშევარია ეს“.

 

შეხვედრაზე საჯარო და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დისკუსიის ნაცვლად პროექტის ავტორზე დაიწყო დავა, მათ შეხვედრა დატოვეს. მუნიციპალური განვითარების პროექტი პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში G3”-ის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ათი თვითმმართველობის/მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.

 

 

საჯარო მოხელეები აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

ლელა დუმბაძე

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველს, მაკა ივანიშვილს აჭარის რადიოს ეთერში საავტორიო გადაცემა „საუბრები მაკა ივანიშვილთან“ მიჰყავს. ზვიად სირაბიძე კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აჭარის ტელევიზიაში პროდიუსერად სამი დღის წინ დაინიშნა. მას ტელევიზიაში საავტორო გადაცემაც აქვს.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დირექტორის, სოსო სტურუას განცხადებით, მაკა ივანიშვილი რადიოში სტაჟიორადაა აყვანილი და ჯერჯერობით ანაზღაურებას არ იღებს: „ეს არის საცდელი გადაცემა, ანაზღაურების გარეშე მუშაობს, სტაჟიორია და ცოტა ხანში განვიხილავთ რა ვქნათ. მოველაპარაკებით, რომ უსასყიდლოდ დარჩეს.  გადავხედავთ კანონს, არის თუ არა შესაძლებელი ანაზღაურების მიცემა, თუ არა – დავტოვებთ უსასყიდლოდ. რაც შეეხება ზვიად სირაბიძეს, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა წამოვიდეს. არ ვიცი განცხადება აქვს თუ არა დაწერილი“.

 

კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები პარალელურად მედიაშიც მუშაობენ, მაკა ივანიშვილი პასუხობს: „მთავრობის აპარატში 1000 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ამ გადაცემას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ. კანონსაც გადავხედე – საჯარო მოხელეს შეუძლია კულტურის დარგში იმუშაოს და ჰონორარიც ჰქონდეს“.

 

ზვიად სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამაში ანაზღაურებას იღებს: „რამდენიმე თვეა პრეს-სპიკერი აღარ ვარ, კონსულტანტი ვარ მხოლოდ. ანაზღაურება მაქვს. კანონის მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზიაში შემოქმედებითი სამუშაო მაქვს, ანაზღაურების უფლებაც მაქვს. ტელევიზიაში ჯერ არ ამიღია ხელფასი, მაგრამ 700 ლარი მექნება, სასამართლოში 900 ლარი მაქვს“.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე: „პიროვნება, რომელიც მუშაობს ადმინისტრაციულ ორგანოში და პარალელურად აქვს საავტორო გადაცემა, კითხვები ჩნდება მის ობიექტურობასთან დაკავშირებით. წინა და დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ქართული მედია არის ძალიან პოლარიზებული, მფლობელები ასოცირდებიან მათ მედიასაშუალებებთან და სენსიტიური მდგომარეობის პირობებში ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ეთიკის ქარტია ან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, დამატებითი კითხვები აქაც ჩნდება, რადგან ტელევიზიის სტატუსის საკითხი გადასაწყვეტია, ეს საკითხიც არის შესასწავლი“.  

 

 

 

 

რეგიონალიზმი და თვითმმართველობა – ბიოლის ფონდის დისკუსია

პარასკევს, 2013 წლის 22 თებერვალს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში:

„ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და თვითმმართველობა”

ძირითადი მომხსენებლები:
• გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე
• მედეა ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი
• დავით ლოსაბერიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
• ნინა ხატისკაცი, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი

მოდერატორი:  რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“

დებატები ჩატარდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

დასწრება თავისუფალია.  (მის.: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64)

როგორ უნდა შეირჩეს ბათუმის მერი – დისკუსია პრესკაფეში

 

 

ქალაქის მერის დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან, ასევე ამ პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

21 თებერვალს 16:00 საათზე პრესკაფეს სადისკუსიო კლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესი” გამართავს დისკუსიას თემაზე: უნდა მოაწყონ თუ არა მერობის კანდიდატებმა თავიანთი სამოქმედო გეგმის საჯარო მოსმენები; უნდა იყოს თუ არა ბათუმის საზოგადოებისათვის ღია და გამჭვირვალე ქალაქის მერის კანდიდატურების შერჩევის პროცესი; უნდა მოხდეს თუ არა მერობის კანდიდატის შერჩევა კონკურსის გზით თუ უნდა მოხდეს მისი დანიშვნა.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ქარცივაძე. 

 

დასწრება თავისუფალია.

 

მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1 („ჭაჭის კოშკის”  წინ)

მალე – ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!

– ჯაბა, როგორც ვიცი, მიმდინარე წლის დასაწყისში ციურიხში იმყოფებოდი, საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდი. ამ ვიზიტის შესახებ გვიამბეთ…

– საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენლები და მათ შორის მეც, მიწვეული ვიყავით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრა-სემინარზე, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იქნა საპლაჟო ფეხბურთის უახლესი ტენდენციები და სამომავლო გეგმები, რომლებიც 2013 წლს მსოფლიო ჩემპიონატსა და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უკავშირდება.

 

 

ნაადრევი ხომ არ არის საქართველოსთვის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი?

 

 

– არა, რატომ?! საქართველოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, წელს, პირველად ისტორიაში, გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორისაც, გამარჯვებულ გუნდებს კი ფიფა-ს, უეფა-ს და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირში მიიწვევენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის გათამაშება პირველი იქნება სპორტის ამ სახეობის ისტორიაში და იმედი მაქვს, მასში ქართული გუნდი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ფედერაციასა და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციას შორის გაიმართა მოლაპარაკება საქართველოში ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ოფიციალური შეჯიბრის ერთ-ერთი ეტაპის, ან სარეიტინგო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციისგან თანხმობა უკვე მივიღეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, საქართველოში, სავარაუდოდ ბათუმში, უკვე ზაფხულში ჩატარდება მსოფლიო ორგანიზაციის სარეიტინგო ტურნირი ან საერთაშორისო „ჩელენჯ კაპი“.

 

 

ციურიხიდან ბათუმში დავბრუნდეთ. საიდან და როგორ დაიწყეთ?

 

 

– გასული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრების მცდელობა, თუმცა ის უიღბლო აღმოჩნდა. მას შემდეგ ნაკრები აღარ შეკრებილა. 2010-2012 წლებში კი, აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციების ინიციატივით, აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს კლუბებმა. სამწუხარო ისაა, რომ მაშინ ტურნირს ოფიციალური სტატუსი, ან საერთაშორისო, ან სარეიტინგო, არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში საშუალება გვექნებოდა ცნობილი კლუბები მოგვეწვია, როგორებიცაა: „რეალი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“ და ასე შემდეგ, თუმცა, ციურიხში ვიზიტის შემდეგ, ვითარება დადებითისკენ შეიცვალა. ამჟამად საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთსა და ანაკლიაში ათამდე ქვიშის სტადიონია, რომლებსაც გამოვიყენებთ საპლაჟო ფეხბურთში ჩემპიონატებისა თუ სხვადასხვა ტურნირების ჩასატარებლად.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA
OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

 

ამ ეტაპზე ბათუმს გუნდი თუ ჰყავს?

 

 

– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გუნდი არ გვყავს. ქვიშის ფეხბურთს ფუტზალის ბიჭები თამაშობდნენ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დროებით მათი დაშლა მოგვიხდა, თუმცა, აპრილის დასაწყისიდან უკვე ვიწყებთ საპლაჟო ფეხბურთის გუნდის შერჩევას. მწვრთნელი ნიკოლოზ თოდაძე იქნება. გამოცდილი სპეციალისტია. ასევე ვაპირებთ, საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქტორების მოწვევას და სემინარების ჩატარებას, ვგეგმავთ როგორც მწვრთნელების, ასევე მსაჯების გადამზადებას და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებას.

ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებზე აღარ იქნება

ელგუჯა ბერიშვილი: სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა სანუგეშოდ ის გვრჩება, რომ ეს საბოლოო ვერდიქტი არ არის და სექტემბერში, არგენტინაში გასამართ საგანგებო შეკრებაზე, ამ იდეაზე უარს იტყვიან. ჭიდაობა ძველ წელთაღრიცხვის 776 წლიდან მოყოლებული დღემდე ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია და ამათ დღეს რა დაემართათ, არ ვიცით.

 

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს სპორტის ერთერთი ყველაზე პოპულარული სახეობის ამოღება ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან?


 

 

– სავარაუდოდ, ეს იმ ქვეყნების ნამოქმედარია, რომლებსაც არანაირი მიღწევები არ აქვთ სპორტის ამ სახეობაში, რის გამოც, საერთო გუნდურ ჩათვლაში აუტსაიდერთა პოზიციებს იკავებენ.

 

 

გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რატომ დაუშვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთოდ ამ საკითხის განხილვა და რატომ დასვა ის დღის წესრიგში?

 

 

– მოხდა ისე, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება. ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა რაღაცის სანაცვლოდ და… მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მარჩიელობა მოგვიწევს. თითქოსდა ითქვა, რომ ჭიდაობის სამყაროს კლანური სისტემა მართავსო, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ასე შემდეგ. რა, კრივი ან ტაეკვონდო ნაკლებად სახიფათოა?! მე არ ვაკნინებ და არც შურაცხყოფას ვაყენებ არც ერთ სახეობას, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრივში ორთაბრძოლისას სპორტსმენი დაღუპულა ისეთი ტრავმა მიუღია. ვიმედოვნებ, ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და გაირკვევა ვისი იდეა იყო ეს, რომელიც პირადად მე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ალბათ სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებს ამ ფაქტს

 

 

– რა თქმა უნდა, და არა მარტო ჩვენ. როგორც იცით, ჭიდაობა ძალიან განვითარებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ისეთებში, რომლებიც სპორტსა და პოლიტიკურ სარბიელზე, როგორც იტყვიან, ამინდს ქმნიან და დიდი წარმატებებიც აქვთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა არ დაუშვან ეს ფაქტი. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტები, ჭიდაობის ფედერაციები და რაც მთავარია, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაც ანალოგიურად იმოქმედებს.

ჭაჭა ისევ იქნება

 

 

„ჭაჭის შადრევანი არ მუშაობს? რატომ? ჭაჭა აღარ აქვთ?“ – ჰკითხა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის  მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს. გვაქვს თუ არა და გადმოვა თუა არა ისევ ჭაჭა შადრევნიდან ამ კითხვაზე პასუხი ბათუმის ლანდშაპტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს ეთერ მაჭუტაძეს აქვს:  „ჭაჭა ისევ იქნება.“

 

 

როგორც ეთერ მაჭუტაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, ბათუმის ტერიტორიაზე არსებული შადრევნები სამართავად მერიამ გამწვანების სამსახურს ჩააბარა. კითხვაზე რატომ გადაწყდა ასე და რა კავშირი აქვს ამ სამსახურს შადრევნებთან, ეთერ მაჭუტაძემ ასე უპასუხა: „ რა ვიცი გენაცვალეთ, აბა რა ვიცი.“

 

 

შადრევნების ახალი მმართველის თქმით ჭაჭა შადრევნიდან პერიოდულად, ძირითადად საღამოს შვიდი საათისთვის, ათ- ათ წუთიანი ინტერვალით  ისევ წამოვა და ამის შესახებ წინასწარ აცნობებენ საზოგადოებას. ამ ფუნქციის დიდი ხნით შეჩერების მიზეზად კი ჭაჭის გასავსებად ბოთლებით მოსული ადამიანების რიგები სახელდება.

 

 

 „დაიწყო იქ მსმელმა საზოგადოებამ თავმოყრა. ორლიტრიანი ბოთლებითა და ვედროებით მოდიოდენ ჭაჭის წასაღებად.  ამიტომ შევაჩერე. ტურისტი რომ ჩამოვა მაშინ რა ვქნათ? – ამ შადრევნის დანიშნულება ჯერჯერობით ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ისაა, ტურისტი რომ ჩამოვა, ნახოს ეს სანახაობა და ერთი ჭიქა დააგემოვნოს, ეს ზღვის ფონზე ძალიან ეფექტურია. დროებით შევაჩერე და განსაკუთრებულ დღეებზე, დღესასწაულებზე ჩავრთავ. “ – უთხრა ეთერ მაჭუტაძემ „ბათუმელებს.“

 

 

ამ დროისათვის ბათუმის ლადშაფტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურის საწყობში ხუთ ტონამდე ჭაჭა ინახება, ეს მარაგი ეთერ მაჭუტაძის თქმით მომავალ სეზონზე უნდა გადანაწილდეს, თითო ჯერზე შადრევნის ავზში 200 ლიტრი ჭაჭა თავსდება.

 

 

მერიის პრესამსახურის ინფორმაციით ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს შეეძლებათ, გურჯაანიდან ჩამოიტანეს, ლიტრის ფასი 7ლარი და 20 თეთრია, ჯამში ჭაჭა შადრევნისთვის ქალაქის ბიუჯეტს  28 ათას ლარამდე დაუჯდა.

 

 

„ჭაჭის თაუერი” ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი პარკის შესასვლელთან გასულ წელს გაიხსნა.

 

 

 

ჭაჭის კოშკის მთავარი გუმბათი  25 მეტრის სიმაღლისაა,  დანარჩენი 4 გუმბათი კი 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი  შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინება.  კოშკზე დამონტაჟებულია საათიც. „ჭაჭის თაუერის“ მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა. 

 

 

 

„ენერგო პრო ჯორჯია“ – ყველაზე პრობლემური სერვისი

კომპანიასთან შექმნილი პრობლემების აღწერისას გამოკითხულებმა ყველაზე ხშირად დაბალი ძაბვა, ინფორმაციის მიღების სირთულე, ცხელი ხაზის არ არსებობა, დაგვიანებული რეაგირება და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირის ვერპოვნა დაასახელეს.

კითხვარში  სულ 7 სერვისი: „ენერგო პრო ჯორჯია,“ „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ბათუმის წყალი“, „სანდასუფთავება“, „ბათუმის პარკინგი“, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ინტერნეტი იყო მითითებული, თუმცა რესპოდენტს შეეძლო დაესახელებინა სხვა სერვისიც, რომლითაც ის სარგებლობს.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ უმრავლესობას პრობლემები „ენერგო პრო-ჯორჯიასთან“ ურთიერთობისას ექმნებათ. პრობლემები გამოიკვეთა „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაშიც. უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ სამონტაჟო სამუშაოები თვეობით იწელება და გვიანდება. ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით  გამოკითხულმა  რესპონდენტებმა კი დაბალი სიხშირე და ხშირი გათიშვა დაასახელეს.

გამოკითხულები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას: დაგვიანებას, მძღოლების უკულტურობასა და თვითნებობას, ასევე მანქანაში ანტისანიტარიას უჩივიან. პრობლემის მოსაგვარების მიზნით ოცდახუთი გამოკითხულიდან  შვიდს არავისთვის  მიუმართავს, რვა  გამოკითხული კი აცხადებს, რომ მიმართა შესაბამის უწყებას, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მომსახურების სერვისების მომხმარებელთა პრობლემების შესასწავლად ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებას უახლოეს მომავალში  გეგმავს, კვლევა  ორგანიზაციის ახალი პროექტის – „მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანიის“ ფარგლებში განხორციელდება.

ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით შეხვედრას წინ უსწრებდა აჭარის რეგიონში მოქმედი მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ორგანიზაციის თანამშრომლებმა  სერვისის მომწოდებელ კომპანიებში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მათთან არსებული პრაქტიკისა თუ სტანდარტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.

ინფორმაცია კომპანიაში არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის არსებობის შესახებ არც ერთ კომპანიას არ მიუწოდებია. რამდენიმე მათგანი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა.

ფოკუს ჯგუფების შეხვედრა „დემოკრატიის ინსტიტუტში” 13 თებერვალს შედგა და მას აჭარაში მოქმედი მომსახურების სერვისების წარმომადგენლები, არასამთავრობო და მედია სექტორის წევრები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მომსახურების სერვისების კუთხით პირად გამოცდილებასა  და ასევე, საზოგადოებაში გავრცელებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსია მომსახურების სერვისებში არსებულ ბევრ პრობლემას შეეხო და ამ პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყდა.

შეიქმნება  შერეული ტიპის სამუშაო ჯგუფები  და მასში მონაწილეობას მომსახურების სერვისების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო და მედია სექტორის წევრები მიიიღებენ. ჯგუფები რეკომენდაციებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტის შექმნაზე იმუშავებენ.

ასალა მომზადებულია „ დემოკრატიის ინსტიტუტის“ პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მონეტების კოლექცია და ავტომანქანა გულის ორნამენტებით – გამოფენა ხელვაჩაურში

გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს ნათია კონცელიძეს წარმოდგენილი ჰქონდა მონეტების კოლექცია,რომლის შეგროვება ჯერ კიდევ მისმა ბაბუამ დაიწყო საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, შემდგომ განაგრძო ბიძამ, ახლა კი მონეტების შეგროვებით ნათია დაინტერესდა.  ამ კოლექციაში უძველესი მონეტა 1711 წელს არის გამოშვებული, უკანასკნელად კოლექციას ქართული ერთლარიანი შეემატა. მონეტების კოლექცია რამდენიმე წლის  წინ შეფასდა 2000 დოლარად, თუმცა ოჯახმა გაყიდვაზე უარი განაცხადა.

გიგა ნაგერვაძემ გამოფენაზე მუყაოს ქაღალდისგან შექმნილი ტაძრების მაკეტი წარმოადგინა, რომლის შექმნასაც მან ორი დღე მოანდომა.

აღსანიშნავია სულხან შაქარაძის ნაკეთობაც, რომელმაც შექმნა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მაკეტი, რომელიც ძირითადად შეყვარებულ წყვილებსა და ახალდაქორწინებულებზე იქნება ორიენტირებული. მისივე ნამუშევარია გულის ორნამენტებით შემკული მანქანა, რომლის დადგმის ნებართვას ბულვარის შესასვლელში ის ბათუმის მერიისგან ითხოვს. მისი თქმით ეს მანქანა ერთადერთია მსოფლიოში, რადგან ის საკუთარი ფანტაზიით შექმნა.

როგორც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გვითხრეს, ცენტრი ხელს უწყობს ახალგაზრდებს შექმნან გარემო, სადაც მოზარდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენას.

„კლუბში ასევე იმართება სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების შეხვედრა“ – ამბობს ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ფაღავა.

მინისტრი გადადგომას აპირებს?

„ვერ დაგიდასტურებთ, დღეს კანცელარია არ მუშაობს, თანამშრომელთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხე.“- განაცხადა მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სირაბიძემ, გუშინ 17 თებერვალს, „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

თავად მინისტრის, გიორგი თავართქილაძის, მობილურ ტელეფონს კი თანაშემწემ, იური ფენმა უპასუხა: „მინისტრი მივლინებაშია და ვერ გიპასუხებთ, მე კი შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მინისტრმა განცხადება დაწერა გადადგომაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.“

მინისტრის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში მის მიერვე გაჟღერებულ 40 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებულ განცხადებას უკავშირებენ. მინისტრის ამ განცხადებას გასულ ორშაბათს უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრი ეკატერინე თარგამაძე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სახელით გიორგი თავართქილაძისგან გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მეტი დაკონკრეტება ითხოვა.

 

აჭარაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, „ყოველი ახალი ინვესტიცია, რეგიონის ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და სპეციფიკაზე იქნება მორგებული, ამის საშუალებას კი აჭარის სივრცითი მოწყობის პროექტი ქმნის. აღნიშნული დოკუმენტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების განსაზღვრის საშუალებას, სექტორების მიხედვით იძლევა. 

 

ტრადიციები, გეოგრაფიული და ლანდშაფტური მახასიათებლები, თავად აჩენენ ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას, თუმცა, მთავარია, კაპიტალდაბანდებებს სწორი მიმართულება მიეცეს. რეგიონში მალე წარმოდგენილი იქნება გაცილებით მეტი დაინტერესებული ქვეყნის ბიზნესწრეები, ვიდრე აქამდე იყო, ეს კი საუკეთესო საშუალება იქნება აჭარის მრავალმხრივი განვითარებისთვის.“

 

რა კაპიტალდაბანდებებსა და კონკრეტულად რა პროექტების დაფინანსებაზე საუბრობდა მინისტრი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოსასმენად უმაღლესი საბჭოს უმცირესობის ფრაქცია გიორგი თავართქილაძეს სხდომაზე ამ დღეებში მიიწვევს.

ბათუმში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

გასულ კვირას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით  51 წლის ქალბატონი და 52 წლის  მამაკაცი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის ინფორმაციით ორივე პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე ჰქონდათ სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დაავადების მიმდინარეობას.

 

 

მარო ჩხეიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებსა და განგაშზე არ არის საუბარი, თუმცა სიფრთხილის მიზნით ძალაში რჩება  მარტივი ინტერვენციები, რაც პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს: „საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცის გამოყენება, გრიპის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოვერიდოთ საზოგადოებაში ყოფნას, ხშირად გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება და  რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის, ცემინებისა და სახსრების ტკივილის შემთხვევაში ნუ შევუდგებით თვითმკურნალობას და აუცილებლად მივმართოთ ექიმს. “

საიას ხელმძღვანელი ახლო ხედით

მისი დღე დილის ათის ნახევარზე იწყება. ხუთი წლის განმავლობაში, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ორგანიზაციაში მუშაობს, დილით არ უსაუზმია, იმიტომ არა, რომ ამის სურვილი არ აქვს, სამსახურში დაგვიანება არ უნდა. თვეზე მეტია, რაც სტატუსი შეიცვალა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არსებითი ცვლილება არ არის, რადგან დროის დიდ ნაწილს ისევ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეებთან შეხვედრას, მათთან კონსულტაციებსა და სარჩელების მომზადებას უთმობს. „შეიცვალა ის, რომ ახლა უმაღლესი საბჭოს წევრებთან, იუნესკოს წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრა, ასევე კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა მიწევს ხშირად“.

 

ინტერვიუს დროს გიას მობილური ტელეფონი არ ჩერდება. ძირითადად სამართლებრივი კონსულტაციისთვის ურეკავენ, უარს არავის ეუბნება. ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია იურისტი, რომელიც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იმუშავებს: „გაწერილი გრაფიკით, ანუ დილის ათიდან ექვს საათამდე  თუ იმუშავებ, საქმე არ გამოგივა, ეს გამორიცხულია.  კვალიფიციური სარჩელის მომზადებას ერთი დღე სჭირდება, რასაც დღის განმავლობაში ვერ მოახერხებ. დღისით მოქალაქეები მოდიან კონსულტაციებისთვის, ამიტომ ძირითადი საქმე შაბათ-კვირას ან ექვსი საათის შემდეგ კეთდება“.  

 

პარასკევი ყველაზე რთული დღეა. გია ამბობს, რომ კვირის ამ დღეს განსაკუთრებით იღლება, ხვდება, რომ მისი ქმედითუნარიანობა იკლებს და მთელი დღის მეორე ნახევარს ანდომებს საქმეს, რაც შესაძლოა მეორე დღეს ერთ საათში გააკეთოს `ამ დროს ვდგები და შვიდის ხუთ წუთზე სამსახურიდან გავდივარ~. ეს ის დროა, როცა თუ ვინმე ჰკითხავს, მოსწონს თუ არა მისი სამუშაო და უნდა თუ არა ასე გააგრძელოს, უპასუხებს, რომ არა, დაიღალა. შაბათ-კვირის შემდეგ კი კვირას ისევ ახალი ენთუზიაზმით იწყებს. 

 

კმაყოფილებისა და აღფრთოვანებისთვის გიას, როგორც იურისტს, ორი მიზეზი სჭირდება: პირველი ის შემთხვევაა, როცა სასამართლო პროცესზე დგება შედეგი, რომელიც საიას იურისტებმა აზრთა შეჯერების საფუძველზე ივარაუდეს. მეორე და განსაკუთრებული შემთხვევა კი მაშინაა, „როცა უზენაესი საკასაციო სასამართლო საიას საჩივარს იღებს“, რაც იშვიათად ხდება: `საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლოა, მაგრამ იმდენად გართულებულია პროცედურა, რომ ორი ინსტანციის შემდეგ საქმეების 99 პროცენტი არ გადადადის უზენაეს სასამართლოში. ლამის გვენატრება უზენაესი სასამართლო. როდესაც უზენაესი უშვებს საჩივარს, უკვე გიხარია. მე მქონია შვიდი თუ რვა საქმე და მართლა დღეებს ვითვლიდი, თუ როდის მომიწევდა იქ ჩასვლა.  როდესაც იგებ, რომ გაქვს ბედნიერება შევხვდე უზენაეს მოსამართლეებს, ეს იურისტისთვის არის ერთი ცხოვრება. ხუთწლიანი სწავლა უნივერსიტეტში, შეიძლება შევადაროთ ხუთ პროცესს უზენაესში, ეს იმდენად ღირებულია“.

 

გია ბათუმში მამიდასთან ცხოვრობს. ქობულეთში, სახლში, სადაც მშობლები, ძმა და ბებია-ბაბუა ელოდება, ჩასვლას იშვიათად ახერხებს. ის დღე, როცა მშობლიურ სახლში მიდის, მისთვის დღესასწაულია. შაბათ-კვირას დღის პირველ ნახევარს სამუშაოს უთმობს, დღის მეორე ნახევარს კი – მეგობრებს. ერთადერთი, რისთვისაც ყველაფერს გადადებს, ეს მონატრებული მეგობრის ნახვაა, სხვა მსგავსი არაფერი ახსენდება. 

 

უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, სკოლის ასაკში დაბრუნდებოდა და უფრო მეტ დროს დაუთმობდა უცხო ენის სწავლას „ეს არის დაღი, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ახლა სწავლას საკმარის დროს ვერ დავუთმობ, რადგან ხელფასს სწავლაში არ მიხდიან“.   

 

ამბობს, რომ რომანტიკული არ არის და არ აქვს ზეპირობის უნარი. ყველაზე მეტად რაც უყვარს კარგი, ხარისხიანი ტანსაცმელია, მაგრამ ამბობს, რომ მისი ბიუჯეტი ამ საკითხში მის გემოვნებას ვერ გასწვდება. 

„გვანცა მიყვარხარ!“ – სიყვარულით ბათუმიდან

 

 

“შემოსავლების სამსახურში ვმუშაობ, მებაჟე ვარ და თავისუფალ დროს როცა  გამოვნახავდი ვიღებდით ამ კლიპს,  რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი და ასე შემდეგ მე ვარ, მონტაჟში დამეხმარა ჩემი მეგობარი. წუხელ 12-ის მერე დავდე ჩემი ფეისბუქის გვერდზე. როცა გვანცამ ნახა, რეაქცია ცოტა არაადეკვატური იყო. ვერ გაიგო, ეცინა თუ ეტირა, მერე კიდევ რამდენჯერმე ნახა,” – ამბობს შალვა. 

 

 

 

 

 

სოზარ სუბარი ბათუმის მესამე საპყრობილეში

დღეს 14 თებერვალს, ბათუმის მესამე საპყრობილეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი სტუმრობდა. მინისტრი ციხეში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

„ბათუმელების” ინფორმაციით სოზარ სუბარმა ბათუმის ციხეში არსებულ პირობებზე და სამომავლოდ ციხესთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება გადახედავს ამ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გადატანის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ ციხის კედლები მყარადაა არის ნაგები და კაპიტალური რემონტის შემთხვევაში შეიძლება მისი დატოვება. 

ბათუმის მესამე საპყრობლეში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, ამ ციხის გაუქმების საჭიროებაზე ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დამცველებიც საუბრობდნენ.

ბოლო წლებია ბათუმის საპყრობილეში მსჯავრდებულები ითხოვდნენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას და პაემნებისთვის ოთახის გამოყოფას.
სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე ციხეში შედის ქსელი საკაბელო ტელევიზიებისთვის და პაემნებისთვის გამოიყოფა ოთახი.

ბათუმის მესამე საპყრობილე
ბათუმის მესამე საპყრობილე


ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მიღწეული შეთანხმების შედეგად მძღოლების საათობრივი ანაზღაურება პირველ ეტაპზე 4 ლარით განისაზღვრება, შემდგომში გაზრდის პერსპექტივით.

“გაფორმდება წერილობითი შეთანხმება. საკრებულოს თავმჯდომარე, სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მე მოვაწერთ ხელს სამმხრივ შეთანხმებას, სადაც გაწერილი იქნება პირობები, რითაც დარეგულირდება ჩვენი შემდგომი ურთიერთობა. კერძოდ, მიეცემა ერთი თვის ვადა ადმინისტრაციას, რათა მოამზადოს ოპტიმიზაციის პროექტი.  ვალდებულებას იღებს დირექცია, რომ ამ ოპტიმიზაციით გამონახავს გარკვეულ თანხას.  პროექტი გადაეცემა საკრებულოს, საკრებულო იღებს  ვალდებულეას ამავე შეთანხმებით, რომ განიხილავს უახლოეს სხდომაზე და ამ გამონახულ თანხას მიმართავს ხელფასისკენ. ჩვენ  ვიღებთ ვალდებულებას, რომ შევწყვეტთ გაფიცვებს,” – განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდგომ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ.

აჭარის მთავრობა კანონპროექტს უმაღლეს საბჭოს უბრუნებს

„მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოყენებული იქნა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და უმაღლეს საბჭოს  მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდა კანონპროექტი. მოტივის ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი თვალთახედვით, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმა უფრო მეტად დემოკრატიულია და იძლევა ასე ვთქვათ, საზოგადოების ფართო ჩართულობის შესაძლებლობას. დღეს მოქმედი ნორმით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი ვინც შესაბამისი განცხადებით მიმართავს შესაბამის კომისიას. ხოლო ახალი ნორმით ამის უფლება ქონდა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ. 

 

მისივე თქმით უმაღლეს საბჭოს აქვს უფლება 15 დღის ვადაში განიხილოს ეს შენიშვნები. 15 დღის შემდეგ თუ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, კანონპროექტი ხელმოსაწერად  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს დაუბრუნდება.  ამ შემთხვევაში კანონში ცვლილება არ შევა და  დარჩება ძალაში დღეს მოქმედი კანონის ნორმა. 

 

 ხოლო თუ კი უმაღლესი საბჭო შენიშვნებს არ გაითვალისწინებს  და კანონპროექტს უცვლელად დაუბრუნებს აჭარის მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარეს ხუთი დღე აქვს ხელმოსაწერად. თუმცა უმაღლესმა საბჭომ ვეტო რომ დასძლიოს, ამისათვის ხმათა 3/5-ია საჭირო.  იმ შემთხვევაში თუკი არჩილ ხაბაძე კანონპროექტს ხელს ისევ არ მოაწერს,  მაშინ კანონპროექტი უმაღლეს საბჭოს დაუბრუნდება, მას ხელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მოაწერს  და ძალაში შევა. 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ „შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანი­ზა­ცი­ე­ბის წარმომად­გენ­ლებთნ, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და საქართ­ვე­ლოს პარლამენტის თავმჯდო­მა­რესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო“. 

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

ლელა დუმბაძე


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტს უსკოს (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) დაკომპლექტების წესის შესახებ ხელი არ მოაწერა. პროექტი შენიშვნებით უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად უკვე  გადაეგზავნა.

 

კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო
კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო

 

შენიშვნების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. მას არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უსკოს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკომპლექტებენ, რასაც არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ახალი კანონპოექტი პოლიტიკური ნიშნით და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული.

 

 „მე რამდენადაც ვიცი, კანონი უკან დააბრუნა შენიშვნებით. რა შენიშვნებია ზუსტად არ ვიცი, ალბათ გადმოგზავნილი იქნება დილით ელექტრონული ვერსია და გავეცნობი. ვფიქრობ, არ არის ისეთი შენიშვნები, რომლის დაძლევა იქნება შეუძლებელი. ალბათ სარედაქციო მნიშვნელობის შენიშვნები იქნება“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცესურო კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე.

 

როგორც მედეა ვასაძე ამბობს, შენიშვნების ჩასასწორებლად, ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარული სხდომა უნდა დაიგეგმოს: „თუ შენიშვნები არის გასაზიარებელი, ეს ვადები იქნება საკმარისი, თუ არ არის გასაზიარებელი, მაშინ სხვა წესი არსებობს და ამ წესს გამოვიყენებთ. რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს ამ კანონზე ხელის მოწერის უფლება და კანონი მაინც ამოქმედდება“.

 

„მე როგორც ვიცი, კანონი არ დაუბრუნებია. თუ შენიშვნები არის მიუღებელი, უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ გაითვალისწინოს და კანონი მაინც ამოქმედდეა“, – ამბობს იურიდიული კომისიის წევრი, გია მასალკინი. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ სენსიტიურია და საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს: 

„მე გავივლი კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც წარმოვადგენ. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღებამ არ გამოიწვიოს გარკვეული სამართლებრივი ჩიხი და მკვეთრი შენიშვნები ვენეციის კომისიისგან“.

 

 

არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილება უცნობია დავით ბაციკაძესთვისაც. იგი ამბობს, რომ არასამთავრობოების შენიშვნები მისთვის ცნობილია: „ნაწილს ვეთანხმები, ნაწილს – არა. არჩილ ხაბაძეს რა შენიშვნები აქვს, არ ვიცი, ვნახავთ“.


შენიშვნებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში დღეს ბრიფინგს გამართავენ.


Exit mobile version