გზავნილი ყირიმში – ბათუმში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

 

აქციას ესწრებოდნენ თბილისელი და ბათუმელი მუსიკოსები, მწერლები, ფოტოგრაფები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

„ვაპროტესტებთ დღევანდელ რეფერენდუმს ყირიმიში, რომელიც არალეგიტიმურია, მხარს ვუჭერთ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას” – თქვა მუსიკოსმა ლევან წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

აქციის მონაწილეებმა ბოთლებში ჩააწყვეს წერილები და შავ ზღვაში გადააგდეს, მათი თქმით ეს არის გზავნილი ყირიმელებისთვის. ”ჩვენ გვინდა, რომ შავი ზღვის აუზში აღარ განმეორდეს აფხაზეთის ოკუპირების მსგავსი ფაქტები” – განაცხადა მწერალმა კოტე ყუბანეიშვილმა.

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვეწინააღმდეგებით  რუსეთის ხელისუფლების იმპერიალისტურ ზრახვებს,“ –  განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე გოჩა სურგულაძემ.

აქციის  კიდევ ერთი მონაწილის დათო ტრაპაიძის თქმით კი აქციაზე მყოფნი  რუსეთის გაუმაძღარ მადას აპროტესტებენ.

„ბოლოსდაბოლოს  დროა ჭკუაზე მოეგონ, დაკავდენ თავიანთი საქმით და თავიან სახელმწიფოს მიხედონ. შეეშვან მცოცავ ოკუპაციას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. თუ უკრაინა რამეს დაკარგავს დაკარგავს საქართველოც. ამიტომ დროა მხარში დავუდგეთ უკრაინას და დავანახოთ ჩვენი თანადგომა,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე.

„ჩვენ  ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის  ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა.  უკრაინა დღეს ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორი, ახლო ერი, ახლო სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა რითიც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ აქ საქართველოში,“ – ამბობს აქციის მონაწილე ჯემალ ბეჟანიძე.

დღეს, 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი ტარდება– შეუერთდეს ყირიმი რუსეთს, თუ დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს უკრაინა და დასავლეთი, ხოლო მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია.

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

 

დღეს, 17 საათზე, ბათუმის პორტთან (სანაპიროსთან) უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

ქართული თაფლის შანსი ევროპულ ბაზარზე

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეებს შარშან უცხოური წარმოების სკები გადასცა და თან აღნიშნა, რომ მალე ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე გავიდოდა. ჯერჯერობით ეს პროდუქცია ევროპაში ისევ ვერ გააქვთ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში დაახლოებით 200 მსხვილი და 500 მოყვარული მეფუტკრეა, რომლებიც ყოველწლიურად 400 ტონამდე თაფლს აწარმოებენ.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანა შეუძლებელია. მეფუტკრეებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც თაფლის ჩამოსხმასა და დაფასოებას შეძლებენ.

2010 წელს, ნორვეგიის მთავრობისა და „კრიტიკული ეკოსისტემების თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით, მეფუტკრეთა ასოციაციის ბაზაზე სათემო ბიზნესცენტრი „ჩაქვისთავი“  შეიქმნა – შესაბამისად, მეფუტკრეებს მტირალას ეროვნული პარკიდან შესაძლებლობა მიეცათ წარადგინონ თავიანთი პროდუქციის სინჯები. აქ წარმოებულ თაფლს ევროპულ ლაბორატორიებში ამოწმებენ. ბიზნესცენტრის მენეჯერის მზია ხიმშიაშვილის განცხადებით, 2013 წელს „ჩაქვისთავმა“ ადგილობრივ ბაზარზე ორ ტონა-ნახევარი თაფლის რეალიზაცია შეძლო. „უცხოელები კი, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობით ახერხებენ ქართული თაფლის გატანას“.

ზურაბ მანველიძე, აჭარის მდგრადი განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ თაფლის სინჯები, რომელიც გერმანელებმა წაიღეს, დადებითად შეაფასეს.

„გერმანიაში გავიტანეთ სასინჯი პარტია და კარგი შეფასება მიიღო. შვეიცარიიდანაც იყო ერთი პროფესორი. მან მითხრა, ქართული თაფლი ისე მოეწონათ უნივერსიტეტში, კოვზებით დაიტაცესო. აუცილებლად გაიყიდება, გატანის საშუალება რომ იყოს“.

ზურაბ მანველიძის თქმით, ევროსტანდარტების მიხედვით, „თაფლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში რომ არის დამზადებული, ამის დოკუმენტი ყოველდღიურად უნდა წარმოებდეს. დღიურში უნდა აღიწეროს შემდეგი დეტალები: შვიდი კილომეტრის რადიუსში არის თუ არა გახრწნილი ცხოველი ან სხვა რაიმე სხეული, ღია საპირფარეშო და ა.შ. თაფლი აბსოლუტურად სუფთა გარემოში უნდა მზადდებოდეს. ამ პროცესს კი სერტიფიცირების ორგანო უნდა ამოწმებდეს“.

ზურაბ მანველიძე ამბობს, რომ ქართული თაფლის სტანდარტიზაცია რთულია: „სადაც ძირითადად ერთი სახეობის მცენარეებია, მაგალითად, ხორბალი, ქერი თუ სხვა, თაფლის სტანდარტიზაცია ადვილია, მაგრამ მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც 560-ზე მეტი სახეობის მცენარეა, რთული იქნება თაფლის შემადგენლობის განსაზღვრა. თუ მეფუტკრეს ჰყავს შვიდი სკა, შვიდივე სკის თაფლი შემადგენლობით იქნება განსხვავებული. განსხვავებული შემადგენლობის თაფლი ძირითადად ყვავილობის დროს მზადდება. თუ სტანდარტიზაციის საკითხი იაფად მოხერხდა _ დაწესდა შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ თაფლის ბიზნესი მომგებიანი გახდება. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული რაიმე ნაბიჯი ჯერ არ ჩანს“.

მეფუტკრეები ქართული თაფლის ხარისხში დარწმუნებულნი არიან. მზია ხიმშიაშვილი, ფუტკრის სახლის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ თაფლის ხარისხი ევროპის ბაზრის კონკურენციას გაუძლებს, თუმცა მანამდე ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, თუ რაში ინახება თაფლი. ყველაზე კარგია ემალის ჭურჭელი, თუმცა როცა ტონობით აწარმოებ თაფლს, ამხელა ემალის ან მინის ჭურჭლის დამზადება ალბათ პრობლემა იქნება. გარდა ამისა, გასარკვევია ლაბორატორიაში შემოწმების პრინციპიც, მხოლოდ სინჯებს შეამოწმებენ, თუ რამდენი ტონაც არის, ყველას მიტანა გახდება აუცილებელი“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა თურქეთის ბაზარზე წელიწადში 200 ტონა თაფლი გაიტანოს. ამის თაობაზე კი მეფუტკრეებს არაფერი სმენიათ.

„პირველად მესმის კვოტის შესახებ. როგორც ვიცი, თურქეთის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტი და ხუთი კილო ძლივს გადააქვთ, ისიც პირადი მოხმარებისთვის. მიკვირს ხოლმე, როცა `ბიზნესკურიერში~ ამბობენ, რომ ქართული თაფლი გაიტანესო. ალბათ ქარხნული წესით დამზადებული გააქვთ, რომელსაც, ჩემი აზრით, თავდაპირველი ხარისხი აღარ აქვს. ჩვენ ნორვეგიელების მონიტორინგის ქვეშ ვართ, პერიოდულად ჩამოდიან, მიაქვთ სინჯები და გვეუბნებიან, რომ ფერმერული წესით დამზადებული თაფლი გაცილებით კარგია. ბაზარზე გასატანად სტანდარტიზაციაა საჭირო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე ძვრებს ჯერ ვერ ვხედავ“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.

ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრები რამაზ კონცელიძე წელიწადში 130-150 კილოგრამ თაფლს აწარმოებს. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. `ხელზე 12-15 ლარად ვყიდი –  თავი გამაქვს, ეს არ არის რეალიზაცია. მსიამოვნებს ფუტკრის მოვლა, მასთან ურთიერთობა, თორემ თუ ბაზარი არ მოიძებნა, თაფლზე მუშაობა წაგებაა“.

რამაზ კონცელიძე დარწმუნებულია, რომ ქართული თაფლი ევროპულ თაფლს კონკურენციას გაუწევს: „კარგად გაიყიდება თურქეთშიც, სადაც დიდი მოთხოვნაა წაბლის თაფლზე. 45 ლირადან იწყება და 150 ლირამდე ადის ფასი, ხარისხის მიხედვით. განვითარებული ქვეყნები კი შაქარზე ამუშავებენ ფუტკარს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი თაფლი თავის სიტყვას იტყვის, მთავარია იმპორტის ლეგალიზება“.

თამაზ კახიძე ხელვაჩაურში ცხოვრობს. თაფლს ისიც აწარმოებს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმებზე ინფორმაციას არ ფლობს: „ქართული თაფლი ჯერჯერობით ვერ გავა უცხოურ ბაზარზე, რადგან, როგორც ვიცი, ისეთი ლაბორატორია არ გვაქვს, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ჯერ არც თურქეთში გატანის პერსპექტივა არსებობს. თაფლის ბიზნესი, ფაქტობრივად, მკვდარია“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ლაბორატორია, რომელმაც თაფლის ხარისხი უნდა განსაზღვროს, სამინისტროს ჯერ არ უყიდია. მინისტრისთვის უცნობია ლაბორატორიის ღირებულებაც. „ვცდილობთ, მოვიძიოთ გრანტები და ისე შევიძინოთ. თუ არ გამოვიდა, მაშინ ბიუჯეტში უნდა გამოვძებნოთ სახსრები. ისეთი ლაბორატორია გვინდა, რომელიც თაფლის 35-მდე პარამეტრს განსაზღვრავს. შეძენის შემდეგ, სადღაც ორი თვე დასჭირდება სერტიფიკატის აღებას. ვეცდებით, საკითხი წელს გადავწყვიტოთ“, –  აცხადებს მინისტრი.

მინისტრის ინფორმაციით, თაფლის ლაბორატორიაში სტანდარტიზაცია ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში იქნება.

ბათუმი დღეს – აფიშა



კინოთეატრი ,,აპოლო’’


ლეგო (საბავშვო)

დასაწყისი: 12:00

ფასი: 7ლარი

 

 იმპერიის აღზევება

დასაწყისი: 14:00  19:00 22:00

ფასი: 7-9 ლარი

 

უსაზღვრო სიყვარული

დასაწყისი: 16:30

ფასი: 7ლარი

 

 

 

დრამატული თეატრი

სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი

დასაწყისი: 17:00

ფასი: 10 ლარი

 

 

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ზაირა ნადირაშვილის გამოფენა „ტყე“


 

არქეოლოგიური მუზეუმი


ახალი აღმოჩენების დროებითი გამოფენა, არქეოლოგიური ექსპედიციების ამსახველი ფოტოგამოფენა, ეთნოგრაფიული და მატერიალური კულტურის ნიმუშების პერიოდული გამოფენები.

 

ფასი: უფროსებისთვის 2 ლარი, ბავშვებისთვის 0.50 ლარი,სტუდენტებისთვის 1 ლარი, ექსკურსია გიდის თანხლებით – 10 ლარი  

 

 

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი


საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი

ფასი: უფროსებისთვის 1 ლარი, ბავშვებისთვის 0.50 ლარი

 

 

დელფინარიუმი


დელფინების შოუ  (შაბათ-კვირას)

დასაწყისი 17:00

ბილეთის ფასი: 12 ლარი

დელფინებთან ინტერაქტივი: 3-დან 12 წლამდე  – 60 ლარი; 12-დან 18 წლამდე – 100 ლარი; 18 წლის ზემოთ – 150 ლარი.

 

 

6 მაისის პარკი


აკვარიუმი – 2 ლარი

ზოოკუთხე – 1ლარი

ვის მისცემენ საახალწლოდ ნაყიდ კანფეტებს ქედაში

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის ბოლოს, საახალწლოდ, ბავშვებისთვის ტკბილეულის შესაძენად 8749 ლარი გამოყო.  გასული წლის დეკემბერში შესყიდული კამფეტები გამგეობამ 1200 ცალ შეკვრად დააფასოა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, კულტურის ცენტრში საახალწლო ზეიმზე მონაწილე და დამსწრე ბავშვებს 1137 ცალი კანფეტის შეკვრა დაურიგა.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა გასულ წლებში საახალწლოდ ტკბილეულს ქედელ ბავშვებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსაც ურიგებდა, თუმცა წელს ასე არ მომხდარა. ქედის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ დიასამიძე ამბობს, რომ დარჩენილ, 63 შეკვრა კანფეტს სასპორტო სკოლის მოსწავლეები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

 

 „ტკბილეული საბავშვო ბაღების, საახალწლო ზეიმზე მონაწილე და დამსწრე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული, წინასწარ ვერ გათვლი კონცერტზე რამდენი ბავშვი მოვა, იმ რაოდენობის ბავშვი არ იყო კონცერტზე და დარჩა 63 შეკვრა. შევთანხმდით, სასპორტო სკოლის ბავშვებისთვის გადაგვეცა დარჩენილი ტკბილეული და უახლოეს დღეებში გადავცემთ.

 

რაც შეეხება გამგეობის თანამშრომლებს, მათთვის არ ყოფილა გათვალისწინებული, წინა წლებში 2-3 ჯერ ჩვილბავშვიან დედებს გადავეცით საახალწლოდ, მაგრამ, წელს მხოლოდ ბავშვებისთვის იყო გათვლილი“ – ამბობს თამაზ დიასამიძე.

 

თამაზ დიასამიძის თქმით კამფეტის ერთი შეკვრის ღირებულება 7 ლარი და 20 თეთრია. მისივე თქმით გასული წლის დეკემბერში შეძენილი კამფეტი, რომელიც სასპორტო სკოლის ბავშვებს უნდა დაურიგდეს, მაისის თვემდე ვარგისია.

 

 

 

ძალადობა სკოლაში

14 წლის გიორგის პრობლემები სკოლაში დირექტორთან უთანხმოებით დაიწყო, რის შემდეგაც ის დამრიგებელმა აითვალწუნა, საბოლოოდ კი ურთიერთობა მთელ კლასთან დაეძაბა:  „დამრიგებელი ბავშვების თანდასწრებით მელაპარაკებოდა ჩემს გაშორებულ მშობლებზე. თითქოს ცუდს არაფერს მეუბნებოდა – შენ უნდა მოინდომო, რომ შეარიგო ისინი, რატომ არ ცდილობ მათ შერიგებასო. ეს არ იყო ჩემთვის სასიამოვნო თემა, თანაც სხვებთან ერთად განსახილველი. დროთა განმავლობაში კლასელებიც უარყოფითად განეწყვნენ, გამუდმებით მაძახებდნენ რაღაცას და დამცინოდნენ. დახმარებისთვის მანდატურთან შევდიოდი, რაც უარესი ქილიკის მიზეზი გახდა, ბოლოს მანდატურმაც მითხრა, შენით უნდა ისწავლო პასუხის გაცემაო  – 35 ბავშვს როგორ უნდა გავუმკლავდე ყოველ დღე. საბოლოოდ სხვა სკოლაში გადავედი.“

ფსიქოლოგიური ძალადობა არა მხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის  ურთიერთობის პროცესშიც ხდება – „ზოგიერთი მასწავლებელი ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, ასაკობრივ თუ სხვა უპირატესობას – შეურაცხყოფს მოსწავლეს, ლანძღავს, დასცინის, სცემს კიდევაც. რაც, ცხადია, ხელს უწყობს ბულინგის პროვოცირებას ბავშვებში“, –  ამბობს ნინო ახალაია.

ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგებით, ბავშვების 47.1-პროცენტი ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 47.5-პროცენტი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის სკოლებში. „ზოგადად, ძალადობა მოსწავლების მხრიდან მომდინარეობს; თუმცა, აღინიშნა, რომ სკოლის გარემოში მყოფი უფროსებიც ხშირად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, -ნათქვამია კვლევაში.

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრის, ფსიქოლოგ ნინო ახალაიას თქმით,  ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას ნეგატიური შედეგები აქვს ბავშვზე: „დეპრესია, შფოთვის მაღალი დონე, თვითრწმენის დაკარგვა, სკოლაში სიარულზე უარის თქმა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, სუიციდური ხასიათის ფიქრები და ასე შემდეგ“.

32 წლის ნატო ბერიძე ბულინგის შესახებ თავისი კლასელის ისტორიას იხსენებს: „ჩემს კლასში ერთი გოგო ჰყავდათ ამოჩემებული, აბრალებდნენ, რომ მასწავლებლებთან „მიჰქონდა ენა“ და ამის გამო აითვალწუნეს, რას არ ეძახდნენ, როგორ არ სჯიდნენ… თმასაც ქაჩავდნენ და სცემდნენ კიდეც. სიტყვას იტყოდა და სხვები იმეორებდნენ, უგონებდნენ, თითქოს სასიყვარულო წერილებს წერდა. რამდენჯერმე ბაბუამისი დაგვესწრო გაკვეთილზე – ეტყობა, ატირებული რომ მიდიოდა სახლში, დაინტერესდა და მოვიდა. ამის შემდეგ საერთოდ აიგდეს და გაუმწარეს სიცოცხლე. მეშვიდე კლასში ვიყავით მაშინ. ნ.-მ სკოლა დატოვა, რაღაც ხელობა ისწავლა და მალევე გათხოვდა… არადა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩვენ რომ სკოლა დავამთავრეთ, მას უკვე სამი წლის შვილი ჰყავდა. ნერვიულობისგან შაქარიც დაემართა“, – იხსენებს ნატო.

რთულ მდგომარეობაშია ამ დროს ბულინგის შემსწრე ბავშვიც, რომელსაც შეიძლება თანადგომისა და დახმარების სურვილი უჩნდება, მაგრამ საკუთარი უსუსურობის განცდა და დაქვეითებული თვითშეფასება აიძულებს, რომ თანადგომის გამოხატვისგან თავი შეიკავოს. „მე შეძლებისდაგვარად ვიცავდი ნ.-ს და ზოგჯერ მეც მისნაირს მეძახდნენ. ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენების მეშინოდა, მაგრამ ფაქტია, სკოლის გარეთ, ერთი-ერთზე ბევრად უფრო უკეთესად ვექცეოდი, ვიდრე სხვების თანდასწრებით“.

ბავშვისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მას სკოლაში ამცირებენ, ამიტომ მშობელმა სიტყვიერის გარდა გამოხატვის სხვა ფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ფსიქოლოგის თქმით, ამ დროს იცვლება ქცევა, ხასიათი, ბავშვი ჩაკეტილი და შებოჭილი ხდება. შესაძლოა მან პირდაპირ ვერ ითხოვოს დახმარება, რადგან მშობლის დამცველად მოყვანამ შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა.

პრობლემის მოგვარებაში მშობელი ისე უნდა ჩაერთოს, რომ სიტუაცია უფრო არ დაამძიმოს, ხშირად ასეთ შემთხვევებში ბავშვს მაბეზღარას იარლიყს აკერებენ და ამისთვის პასუხსაც სთხოვენ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა და მისი, კვალიფიციური რეკომენდაციებით მოქმედება. „სკოლიდან გადაყვანა უმეტესად არ არის გამოსავალი, თუ კი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, ახალ გარემოშიც იქნება მსგავსი საფრთხის ალბათობა.“

საფუძვლიანი მუშაობაა საჭირო როგორც ბავშვთან, ისე მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან – „საჭიროა მისი პიროვნულად და ემოციურად გაძლიერება, მომწიფება, თვითრწმენა. თუ ბავშვი სახლში უკვე შეჩვეულია მსხვერპლის პოზიციას, დაცინვას და დამცირებას, დიდი ალბათობით ის „მიიზიდავს“ მოძალადეს“, –  ამბობს ნინო ახალაია.

#16 სკოლის მასწავლებელი ნაირა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ბავშვებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი სახის კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გუნდური მუშაობით განიმუხტოს: „ნებისმიერი მოვლენა, რაც საზოგადოებაში, ტელევიზიაში აქტუალური გარჩევის საგანია – გადმოდის სკოლაში. ჩემი დაკვირვებით ბავშვებში ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი უმეტესად ინტერესთა კონფლიქტია, ამიტომ ვცდილობ, ისინი ისეთ პროექტებში ჩავრთო, სადაც მხოლოდ გუნდური მუშაობა იძლევა შედეგს, ჩემი დაკვირვებით, ეს ყოველთვის ამართლებს“.

ნინო ახალაია სკოლაში ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობაზეც საუბრობს: „პროფესიონალი აუცილებლად კომპლექსურად დაიწყებს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას, ჩართავს მშობლებს, სკოლას, მსხვერპლს გაძლიერებაში დაეხმარება და  მოძალადესთანაც იპოვის ურთიერთობის ფორმას“.

უმოქმედობა და ჩუმად ლოდინი იმისა, თუ როდის მობეზრდება მოძალადეს ბულინგი, არ არის გამოსავალი – „ხსნა ყოველთვის არსებობს, მთავარია ბავშვი არ ჩაიკეტოს და კონტაქტზე გამოვიდეს“.

მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ

 

 

ანა პერტაია: მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მაინც ნაკლებადაა შემთხვევები, როდესაც თანატოლები ჩაგრავენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას და შეგვიძლია დავიცვათ თავი გარკვეული შემოტევებისგან. საკმაოდ კარგად ვიცით ის კანონები, რომლებიც გვეხმარება ამაში. თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც უფროსკლასელები ჩაგრავენ პატარებს. ამას თუ გავითვალისწინებთ, ბულინგი ხშირია ჩვენ ირგვლივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაც ხდება, როდესაც უფროსი იგებს ამის შესახებ. ჩაგვრის ერთ-ერთი ფაქტორი მოზარდებს შორის შეიძლება იყოს თავის გამოჩენა, რომ მე შენზე ძლიერი ვარ, მე შენზე მეტი შემიძლია ან თუნდაც პირველობის დამტკიცება. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორი. მოზარდების ნერვული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და არ შეუძლიათ აკონტროლონ თავი. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოზარდს თავის დამკვიდრება უნდა და ვერ ხვდება უნებლიეთ რას აკეთებს. ჩემ ირგვლივ დაჩაგვრის შემთხვევები ფაქტობრივად არ ყოფილა. უფრო შევხვედრივარ, როცა ერთი მოზარდი მეორეს უნებლიეთ ჩაგრავს. მაინც ვფიქრობ, რომ ბულინგის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ფსიქიკაა, როდესაც ის უყურებს ტელევიზორში ძალადობის ამსახველ კადრებს ან თამაშობს ძალადობრივ თამაშებს, ის ხდება მოძალადე.

 

 

მარიამ შერვაშიძე: ხშირად გამიგია ამ პრობლემის შესახებ. მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვებიან მათი კლასელების შესახებ, რომლებიც იქცევიან ცუდად. ხშირად ეს ხუმრობით მოსდით ან მათი ჭკუით ხუმრობენ. ჰგონიათ, რომ არ უნდა ეწყინოს ადამიანს, მაგრამ ამ დროს შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, უქმნიან დისკომფორტს თანატოლებს, მეგობრებს ან კლასელებს. ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ობიექტი, რომელიც არც თუ ისე გამორჩეულია და გამოკვეთილია თავისი ცოდნით ან ეგრეთ წოდებული „კაი ბიჭობით~, უბანში დგომით. ხშირად ასეთი სუსტი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ უნარი გასწიონ წინააღმდეგობა, ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. ჩემ ირგვლივ და ჩემს კლასში ასეთი რაღაცები არ ხდება. არასდროს მინახავს, როგორ ჩაგრავენ ჩემი კლასელები ერთმანეთს. ერთმანეთი შეიძლება წააქეზონ ხუმრობით, მაგრამ ეს თვითონ იმ ადამიანსაც კი არ აღიზიანებს. იშვიათად შეიძლება გადამეტებულად მოუვიდეთ. ამის მიზეზი არის: ასაკი, არასწორი აღზრდა და თავის დამკვიდრება. ამის აღმოფხვრა შეიძლება ცნობიერების ამაღლებით, რომ თითოეული ადამიანი არის თანასწორი. მართალია, დღევანდელ მოზარდებზე ვამბობთ, რომ უფრო ტოლერანტულად არიან აღზრდილები, მაგრამ არ არის ასე. დღემდე არის მისათითებელი, რომ ვიღაცას არ აქვს ქართული გვარი. ხშირად იჩაგრება ეთნიკური უმცირესობა.

 

 


გივი
ბიბილეიშვილი: ჩემ ირგვლივ ძალადობა იშვიათად ხდება, უფრო სწორად არც ხდება, მაგრამ ხშირად გამიგია ძალადობის შესახებ ჩემს თანატოლებში ან ცოტა მოზრდილებში. და ეს ყოფილა ეგრეთ წოდებული ვითომ „ქურდული გარჩევები~ და მერე ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ჩხუბობენ და ფიზიკურად ძალადობენ ერთმანეთზე. მსგავსი ფაქტები გამიგია. ხშირად იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები. გამიგია, თურმე ერთი ბავშვი არ ყოფილა სომეხი, მაგრამ მიამსგავსეს და მერე დასცინოდნენ და უძახოდნენ „შე სომეხოო~. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ასაკი და სნობობა. ქართველები ვართ სნობები და ამიტომ დავცინით სხვა ერის წარმომადგენელს. კიდევ  ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ არ იცის გამრავლების ტაბულა და ეს ხდება მთელი კლასის დაცინვის და განხილვის საგანი. ხშირად გვისაუბრია სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ბულინგზე. ამიტომ მე და ჩემმა კლასელებმა კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ თავი.

 

უბანი, სადაც ბავშვებს სუნის გამო გულისრევა აწუხებთ

 

ნელი მაისურაძე: ნავთობის სუნი ძალიან გვაწუხებს, ბავშვებსაც და დიდებსაც. ყველაფრის გვეშინია, რამდენჯერ მივმართეთ მთავრობას მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. საღამოს აქ რომ გაიაროთ, თქვენ თვითონაც იგრძნობთ ამ მძაფრ სუნს. ზაფხულში რა ვქნათ?! როცა ყველაფერი ღიაა და ჩვენც გარეთ ვართ. აბსოლუტურად არავინ არ არის დაინტერესებული ამ საქმით , იმის საშუალებაც არ არის, რომ აქაურობა დავტოვოთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეთ, თორემ დიდი სიამოვნებით, გულზე ნაოპერაციები ბავშვი მყავს,  მისი აქ ცხოვრება არაფრით არ შეიძლება, მქონდა იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ  დაპირება დაპირებად რჩება.

 

ზაზა მწერალიშვილი: სახლის გაყიდვაზე არ მიფიქრია არასდროს. ჩვენ რა, ბავშვები არიან ცოდო. ზოგჯერ ბავშვებს  გულისრევა აწუხებთ. სუნი უფრო ძირითადად გვიან ღამით და გამთენიისას შეიმჩნევა, 11 საათის შემდეგ.

 

მერაბ მჭედლიშვილი:  ბოლო ხანს არ არის სუნი. გამოსწორების გზაზე დგას ყველაფერი, უსაშველოდ არც ყოფილა გაუსაძლისი სუნი, მოსული იყვნენ ბუნების დაცვიდან და თქვეს, რომ გასული წლის მაისის თვიდან უნდა მომხდარიყო გაფილტვრა,  გაფილტვრის შემდეგ სუნი აღარ იქნებოდა, მაგრამ დაპირება არავის შეუსრულებია.

 

ლამზირა ქარდავა:  პირველად რომ დავსახლდი აქ,  სულ მეგონა, რომ გაზი მქონდა ჩართული, ისეთი სუნი ტრიალებდა. როცა მაგარი სუნი დგას, მეზობლები სულ რეკავენ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია.  მესამეჯერ საცხორებელის შეცვლა აღარ მინდა, თორემ ძალიან ვნანობ რომ აქ დავსახლდი, ეს სუნი ძალიან გვაწუხებს, საშუალება რომ იყოს აუცილებლად წავიდოდი აქედან. სამარშუტო ტაქსით რომ მგზავრობ და ამ ადგილს მოუახლოვდები, ეგრევე გეცემა ნავთობის სუნი. 

ქობულეთში თვალის კლინიკის გახსნა იგეგმება

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიროგი რომანაძე და გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ მედპერსონალს შეხვდნენ. შეხვედრაზე საავადმყოფოში არსებულ პრობლემებსა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შესაძლებლობების ფარგლებში მათ დახმარებასაც დაჰპირდა.

 

 

   სააქციო საზოგადოება „ქობულეთის სამედიცნო ცენტრი“ 11 თვეა  ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. საავადმყოფოში განთავსებულია მიმღები, პოლიკნინიკური, სამეანო-გინეკოლოგიური, თერაპიულ-ქირურგიულ-ნეიროქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებები, რომლებიც  თანამდროვე სამედიცინო ტექნოლიგიებით არის აღჭურვილი. 

 

ალიკა ინწკირველმა ბულვარში სამუშაოები დროებით შეაჩერა

GE DIGITAL CAMERA

ბულვარში, ყოფილი ბუნგალოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებით გაშენებული მიწის ფართი  შემოღობილია და ერთ მეტრამდე მიწაა გათხრილი. ამ ადგილას ბიზნესმენი ალიკა ინწკირველი კაფე-ბარისა და საკონცერტო დარბაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა მშენებლობის ადგილას არ არის განთავსებული საინფორმაციო ბანერი, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტი და სამშენებლო კომპანიის დასახელება.

ბიზნესმენი  უარყოფს ინფორმაციას, რომ მშენებლობისას ხეები მოიჭრა.

„არც ერთი ხე არ დაზიანდება, მე ვარ დაინტერესებული და პასუხისმგებელი, რომ ეს არ მოხდება“ – განაცხადა ალიკა ინწკირველმა.  მისივე თქმით, კუნძი, რომელიც ადგილზე იყო, ძველია და მათ იგი მიწიდან ამოიღეს.

ალიკა ინწკირველის თქმით, პროექტის ღირებულება  700 000 დოლარია.

1127 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 14 იანვარს გამოაცხადა და ნაკვეთი 20 წლით გაასხვისა. აუქციონში გამარჯვებულმა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს. ბიზნესმენი ვალდებულია ობიექტს პროფილი 20 წლით, სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 3 თვე) შეუნარჩუნოს.

ამ დროისათვის მშენებლობა შეჩერებულია. ალიკა ინწკირველის თქმით, იგი ხვალ გააკრავს საინფორმაციო ბანერს და მუშაობს გააგრძელებს.

„ხუთსულიან ოჯახს ლუკმა აგვართვეს“ – როგორ მოპარეს 80 წლის პედაგოგს ძროხა

 

 

აკაკი ბერიძე: „55 წელია პედაგოგად ვმუშაობ, 27 თებერვალს 80 წლის იუბილე მქონდა. პედაგოგები, თანამშრომლები და მეგობრები მოვიდნენ, ავღნიშნეთ. მერე პირველ მარტს, შაბათს მოყვრები და ნათესავები ამოვიდნენ ბათუმიდან, დიდი დღეობა გავმართეთ, ასე სამოცდაათამდე ვიქნებოდით, მაგრამ არ შემერგო –  მესამე დღეს, 3 მარტის ღამეს ახალ ხბოიანი ძროხა – „ბოჩოლა“ და წლინახევრის დეკნა მომპარეს.

 

 

ოთხ მარტს დილით 7 საათზე შევედი ბოსელში, წყალი უნდა შემეტანა. კარი ღია იყო და შიგნით მარტო ერთი ბებერი ძროხა და სამი დღის ხბო დამხვდა, მაშინ სიცივეები იყო და  გაყინულიყვნენ. მილიციაში დავრეკე. სკოლაშიც ვერ წავედი, ამოვიდნენ  ჩვენი უბნის რწმუნებული და  ერთი 6 კაცი ქედიდან. იკვლიეს სოფელში, იარეს, ოჯახში ახსნა -განმარტებითი ბარათი  აიღეს,  გაესაუბრენ მეზობლებს და  წავიდნენ.   ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ მე წავედი განყოფილებაში.იქ უფროსმა მითხრა, ნუ გეშინია, ჩვენ რაცხას ვიზამთო და ამის მეტი არაფერი ვიცი.

 

 

ჩვენ ოჯახში ხუთი სული – ორი შვილიშვილი, ცოლ-ქმარი და მე – ბაბუი ვართ. შემოსავალი სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და საქონელია სოფელში. ჩვენ ეგ „ბოჩოლა“ გვყავდა პროდუქტიული და დეკნაც მომავალი წლიდან უკვე ძროხა იქნებოდა. ახლა დაგვრჩა ბებერი ძროხა, ჩვილი ხბოც რძის გარეშე რომ დარჩა, გავატანე ჩემ ბაჭს და გაყიდა, აბა შიმშილით ხომ არ მოვკლავდი.

 

ერთი სიტყვით, პირდაპირ ლუკმა აგვართვეს ხუთსულიან ოჯახს. მე 80 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ ჯერ არც სოფელს ახსოვს და არც მე მახსოვს. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში ღმერთიდან ასეთი რწმენა მაქვს, რომ ამ სოფელში არ არის ჩემი საქონელი, ამ სოფლის ხალხს არ წაუყვანია…  წაიყვანეს ალბათ სადმე სოფლის გარეთ. სოფელში მეზობლები ყველა წუხან, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. ვნახოთ რა იქნება, სხვა რა შეგვიძლია ველოდებით, იქნება გამოჩნდენ ჩემი ბოჩოლა და დეკნა სადმე.“

 

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ პრობლემების წინაშე

„ბათუმის“ მწვრთნელი ლევან მგელაძე ამბობს, რომ წინა წლებში კლუბმა კარგ შედეგებს მიაღწია, ბოლო სეზონი კი წარუმატებელი აღმოჩნდა და „ბათუმმა“ 12 თამაშიდან 11 შეხვედრა წააგო. წარუმატებლობის მიზეზად მწვრთნელი უკონკურენტო გარემოს, კლუბიდან ლეგიონერების წასვლასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობის არარსებობას მიიჩნევს.

ლევან მგელაძე: „ორი წლის განმავლობაში თამაში არ წაგვიგია. ვართ საქართველოს თასის მფლობელი. ვთამაშობდით ევროპის ჩემპიონატზე და მესამე ადგილზე გავედით. გუნდი შარშანაც ლიგიდან გავარდნის წინაშე იყო და მომიწვიეს. ბევრმა ადგილობრივმა ლეგიონელმა დატოვა „ბათუმი“. დიდი ძალისხმევით შევინარჩუნეთ უმაღლესი ლიგაში ასპარეზობა. ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ გვქონია, ერთადერთი „რუსთავს“ მოვუგეთ. შეგვეძლო მოგვეგო „აკადემიასთან“, მაგრამ ბოლო წუთზე წავაგეთ. წლევანდელი შედეგი პროფესიონალიზმის ნაკლებობის მაჩვენებელია. პროფესიონალიზმი იმიტომ არ არის, რომ არ არის კონკურენცია. ბათუმში რამდენიმე სარაგბო კლუბია, –  „დელფინები“, „ბათუმი XV“, „მეკობრეები“, –  მაგრამ ისინი სუსტები არიან, პირველი ლიგის ბოლო ადგილზე თამაშობენ, ნაკლები პირობებიც აქვთ.

კონკურენცია რომ იყოს, რამდენიმე კარგი მოთამაშე უნდა არსებობდეს ერთ ადგილას. ადგილობრივები პერსპექტივას სხვაგან თუ ხედავენ, მიდიან. მაგალითად, ერთი რაგბისტი აჭარიდან საფრანგეთში თამაშობს, ორი – საქართველოს „არმიაში„, ასევე „ბათუმიდან“ წასულები საქართველოს ნაკრებში თამაშობენ. პრობლემაა შიდა მმართველობაშიც, ხელმძღვანელობამ ერთმანეთში საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. შარშანაც იყო საუბარი, გვინდოდა თუ არა ლევანი მწვრთნელად. მაშინ გავარკვიეთ სიტუაცია, მაგრამ კიდევ დაიძაბა ურთიერთობა. ახლა ბოლო ადგილზე, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ. ერთმანეთთან გაურკვევლობა რომ არა, უფრო წინ ვიქნებით.“

ლევან მგელაძე არ ასახელებს კონკრეტულად რა გაურკვევლობა არსებობს ხელმძღვანელობას შორის. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელიც აპრილში მთავრდება, ის „ბათუმთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. თავის მხრივ, მწვრთნელთან ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს კლუბის დირექტორი რუსლან რუსიძეც, რომელიც  მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. ის მიიჩნევს, რომ რაგბი განვითარდა და დღეს მას სხვა მიდგომები სჭირდება. „ბათუმელებთან“ მან იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რამაც უმაღლეს ლიგაში მოხვედრილი კლუბის ჩამოქვეითება შეიძლება გამოიწვიოს.

რუსლან რუსიძე: „არ გვაქვს საწვრთნელი ბაზა. მეორე უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები არც ბავშვებში და არც დიდებში არ გვყავს. აუცილებელია ბავშვთა სპორტის განვითარება. იმ რეგიონებში, სადაც რაგბი განვითარებულია, ბავშვები ოთხი წლის ასაკიდან მიდიან. ჩვენთან ეს ზღვარი 16 წლიდანაა.“

რუსიძის თქმით, მწვრთნელისთვის საკმარისი არ არის იყოს ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშე. სამწვრთნელო მომზადების სკოლა უნდა გაიაროს მან, სადაც იქნება ასევე თეორიული სწავლება.

„საჭიროა ჩამოყალიბდეს რაგბის სკოლა, ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეთი, არაერთი სტადიონით. მწვრთნელებმა უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, გახდნენ სერტიფიცირებული. არიან ჩვენთან ვეტერანი სპორტსმენები, ისინი მალე დაანებებენ თავს თამაშს და ვფიქრობ, რომ მათ შევუწყოთ ხელი, მწვრთნელებად გადამზადდნენ“, – ამბობს „ბათუმის“ დირექტორი.

გუნდში არსებულ ხარვეზებს კაპიტანი დავით გუგუშვილიც ამჩნევს.

დავით გუგუშვილი: „ჩვენგან ბევრი მოთამაშე წავიდა, დაგვემატნენ უცხოელები, ამიტომ ამ ეტაპზე ახალი გუნდი გვქვია. შეთამაშება გვაკლია, ერთმანეთში კომუნიკაცია არ გვივარგა. ხარვეზებს თუ გამოვასწორებთ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. პირობები კარგი გვაქვს. ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული, არ  უნდა შეგვეზაროს ვარჯიში, რომ მაღალი ხარისხის რაგბი ვაჩვენოთ. ბოლო დროს სპორტული იღბალიც არ გვწყალობს. ქუთაისის „აიასთან“ წაგების შემდეგ რეალობას ჩავხედეთ თვალებში, ამიტომ პირველ ლიგაში ჩამოქვეითებაზე ფიქრიც არ გვინდა.

„ბათუმში“ უცხოეთიდან მოწვეული ექვსი რაგბისტი თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსლან რუსიძე ნახევარი წელია რაც კლუბის დირექტორია, ამბობს, რომ სეზონის დასრულებამდე ცვლილებების განხორციელება თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაამატა გუნდის გასაძლიერებლად, უცხოელები მოიწვია – ორი ინგლისიდან, სამი – სამხრეთ აფრიკიდან, ერთი – საფრანგეთიდან. მოწვეულ რაგბისტებს, რუსიძის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ამოიწურება ხელშეკრულების ვადა. იმის გამო, რომ ისინი მეტ ანაზღაურებას ითხოვენ, კლუბი მხოლოდ ერთის შენარჩუნებას აპირებს.

ბათუმში არსებულ სარაგბო კლუბებიდან მხოლოდ „ბათუმი“ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში. კლუბს ბათუმის მერია აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 599 100 ლარია. კლუბს ჯერ არ აქვს საკუთარი სტადიონი, თუმცა ქართული რაგბის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, იგეგმება სარაგბო სტადიონის აგება. ახლა მოედნის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. როგორც ლევან მგელაძე ამბობს, სამუშაოები 17 მარტს განახლდება.

გარდა მერიის ფინანსური მხარდაჭერისა, „ბათუმი“ საქართველოს რაგბის კავშირისგან 300 ათას ლარს იღებს. რუსლან რუსიძის განმარტებით, ეს თანხა სპორტსმენების ეკიპირებას, მივლინებებს, ხელფასებს, შეკრებებს, ინვენტარის შეძენას, მათ სამედიცინო დაზღვევას, მედიკამენტებს ხმარდება. ლევან მგელაძე, ისევე, როგორც რუსლან რუსიძე, კლუბის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილია, მაგრამ, მწვრთნელის აზრით, ფინანსურ უზრუნველყოფასა და ტექნიკურ ბაზაზე მეტად გუნდს ერთიანობა აკლია. „ჩემგან ყველა ელის სასწაულებს, მაგრამ როცა ერთიანობა არ არის, მაშინ საქმეს ვერავინ შველის,“ –  ამბობს ლევან მგელაძე.

ლევან მგელაძე: „თავის დროზე პირამიდის სისტემა შევთავაზე. ვთქვათ, თავში არის „ბათუმი„, რომელსაც აქვს კარგი დაფინანსება და მეტი პოტენციალი. შევთავაზე, გადმოგვეყვანა ბათუმის სხვა კლუბიდან სპორტსმენი და შეგვექმნა კარგი პირობები, ის ითამაშებდა ადგილობრივ ჯგუფში და არ გადავიდოდა სხვა გუნდში, აღარც უცხოელების მოწვევა გახდებოდა საჭირო, რამაც არ გაამართლა. მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ თანხმობა ვერ მივიღე. ამ რეგიონს რაგბის პოტენციალი აქვს. ახლაც და ჩემი წასვლის შემდეგაც, მინდა, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და ბათუმში იყოს რაგბი“.

„ბათუმის“ 69 მოთამაშე ამჟამად ვარჯიშს და შეჯიბრებებს ანგისას სტადიონზე მართავს. სტადიონს მოძველებული ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა სპორტსმენები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ისინი შეჯიბრებების მომზადებაზე არიან ორიენტირებული.

არჩილ ალიქაძე, რომელსაც „ბათუმში“ მარბიელის პოზიცია უკავია, 12 წელია რაგბის თამაშობს. ის გუნდში ერთ-ერთი გამოცდილი რაგბისტია და ამბობს, რომ ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

 არჩილ ალიქაძე: „წასვლაზე არ ვფიქრობ, მინდა აქ მივიღო მაქსიმალური შედეგი,  ეს ჩემი კლუბია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ეს არის ამჟამად ჩვენი პირველი მიზანი. მაგრამ სამომავლოდ თუკი წინსვლა არ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია“.

 

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

ბატონო დავით, უფრო მარტივად რომ აუხსნათ მოსახლეობას, რომელ ფართობებზეა საუბარი?

საუბარია სასაზღვრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ადრე არსებულ ბინებზე, რომლებიც დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ირიცხება. უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად, ავიღოთ ვინმე პეტროვი, რომელიც მსახურობდა რუსის ჯარში საქართველოს ტერიტორიაზე. მასზე გაცემული იყო ორდერი და ის ცხოვრობდა სახელმწიფოს კუთვნილ ბინაში. შემდგომში მან ეს ორდერი დაუტოვა საქართველოს მოქალაქეს გარკვეული თანხის ფასად და დაბრუნდა რუსეთში. მყიდველი ამ ბინას ვერ იკანონებს, გამომდინარე იქედან, რომ ორდერი სხვაზეა გაცემული. მხარეებმა დაარქვეს ამ ყველაფერს ნასყიდობა, მაგრამ ეს რეალურად ნასყიდობა არ იყო, რადგან ფორმის დაუცველად იყო დადებული.

ბათუმში სად გვაქვს ასეთი ბინები?

ბათუმში ამ ტიპის ბინები არის სვიშევსკის ქუჩაზე, მელიქიშვილის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე, ასევე არის ურეხში თეოდორე მღვდლის ქუჩაზე, გონიოში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე… ეს არის ე.წ. გოროდოკის დასახლებები. გვაქვს ასევე ხელვაჩაურისა და შუახევისა ტერიტორიებზე, შედარებით მცირე რაოდენობაა ხულოს მუნიციპალიტეტში.

როდის დაიწყო კომისიამ მუშაობა და უკვე მოგმართათ თუ არა ვინმემ ფართობის დაკანონების მოთხოვნით?

ეს კომისია 2013 წლის 14 ნოემბერს შეიქმნა. ამ დროისთვის კომისიამ უკვე შეისწავლა და დაახარისხა ხუთასამდე განცხადება. გამოიკვეთა განმცხადებლების სამი კატეგორია. ყოფილი სამხედრო პირების ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს ნებით შესახლდნენ ამ ფართობებში და სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ, წესით, მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ფართობები, მაგრამ აგრძელებდნენ ცხოვრებას. სახელმწიფომ ვერ გამოასახლა იმიტომ, რომ თავის დროზე სახელმწიფოს ნებით იყვნენ შესული, მაგრამ ვერც უკანონებდნენ. დაკანონებას ხელს უშლიდა, პირველ რიგში, შესაბამისი ნების არ არსებობა. მეორე იყო ის, რომ თვითონ ის უწყებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ თავის დროზე, არ იძლეოდნენ მათი დაკანონების თანხმობას. მათ ეს ფართობები მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის სჭირდებოდათ.

 ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებელთაგან ვინც მოგმართავთ, ყველას აქვს შანსი დაიკანონოს ფართობი, თუ რაიმე კრიტერიუმები არსებობს?

რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველი ისაა, რომ ფართობი უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, პირი უნდა წარმოადგენდეს მართლზომიერ მოსარგებლეს, ანუ სახელმწიფოს თანხმობით უნდა იყოს შესული და უნდა გააჩნდეს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ თავის დროზე ამ პირის ფართობში შესვლა იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ნება და არა თვითნებობა. იმ შემთხვევაში, თუ ფართობი თვითმმართველობის საკუთრებაშია, კომისია შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციას ფართობის დაკანონების თაობაზე. შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე გადასცემს ამ ბინებს მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად.

და ვინც თქვენ მიერ ჩამოთვლილ დოკუმენტებს ვერ წარმოადგენს ან თვითნებურად შესახლდა, მათ რა ბედი ელით?

ამ ეტაპზე კომისია შეისწავლის მხოლოდ იმ პირების განცხადებებს, რომლებმაც სახელმწიფოს თანხმობით დაიკავეს აღნიშნული ბინები. შევისწავლით მათ საქმეებსაც, რომლებსაც კანონიერად აქვთ ბინები დაკავებული, მაგრამ დოკუმენტები არ გააჩნიათ. რაც შეეხება ყოფილ სამხედრო ბინებში თვითნებურად შესახლებულებს, მათ საკითხზე კომისია ვერ იმსჯელებს. ასევე მინდა გთხოვოთ გააჟღეროთ ისიც, რომ კომისიის მუშაობა არ ეხება ე.წ. ოცნების ქალაქს და ასევე ბოლო დროს სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შესახლებულ ოჯახებს.

როდემდე იღებთ განცხადებებს კომისიაში?

17 მარტამდე მივიღებთ განცხადებებს, შემდეგ კი დავიბარებთ ამ მოქალაქეებს და გავმართავთ ზეპირ მოსმენას. მარტში დასრულდება ადმინისტრაციული წარმოება და დამტკიცდება შესაბამისი აქტი, კომისიის მუშაობის ვადა კი იწურება 2014 წლის 14 ნოემბერს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს კიდეც.

ტაქსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებული ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მიატოვა, დაჭრილი ტაქსის მძღოლი კი საავადმყოფოში გზად, შემთხვევით გამვლელმა ადამიანებმა გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი მოგვიანებით დააკავეს.

 

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ, მოსამართლეს ბრალდებულის დასჯა განზრახ მკვლელობის მუხლის ნაცვლად ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით ითხოვა. საბოლოოდ მოსამართლემ განსასჯელს ბრალდების მუხლი შეუცვალა (სს-კ 108-ე მუხლის ნაცვლად 117-ე მუხლი) და სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მან ტაქსის მძღოლს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა.  საქმის პროკურორი რამაზ შავაძეა.

   

როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში

 

დალი ხომერკი: საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისი ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მდებარეობს. ცენტრი მუდმივად სთავაზობს აპლიკანტებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ კურსს. თუკი სტუდენტებს წიგნები სახლში არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ბიბლიოთეკას და იქვე იმეცადინონ. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში. ვაქვეყნებთ სხვადასხვა ინფორმაციას ყველა ტიპის უნივერსიტეტის სტიპენდიებსა და სიახლეებზე. რაც უფრო ადრე მიადევნებენ თვალს მოსწავლეები იმას, თუ რას სთავაზობენ უნივერსიტეტები, უკეთ გაიაზრებენ, რომელ უნივერსიტეტში უნდათ სწავლა.

 

 

როგორ ეხმარებით აბიტურიენტს უნივერსიტეტის შერჩევაში, რამდენი უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია აპლიკანტს?

 

 

ჩვენ ინდივიდუალურად ვეცნობით ჩვენს ყველა ბენეფიციარს, ვსწავლობთ მათ ინტერესებს. შესაძლოა ადამიანს გაგონილი ჰქონდეს უნივერსიტეტი და მოსწონდეს მისი მაღალი რეიტინგის გამო, მაგრამ ახალგაზრდის ინტერესი ან პოტენციალი არ შეესაბამებოდეს სურვილს. ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ უნივერსიტეტს. როცა აბიტურიენტი ინდივიდუალურად აბარებს, საშუალოდ 10-15 უნივერსიტეტში აგზავნის საბუთებს. 5-6 უნივერსიტეტიდან მოსდის ჩარიცხვა, რომელშიც სხვადასხვა პირობაა მითითებული. აბიტურიენტი გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: უნივერსიტეტი დიდ ქალაქშია თუ პატარა ქალაქში, შეიძლება იყოს ქალთა კოლეჯი და შეიძლება ისეთი, სადაც მრავალფეროვანი გარემოა, ვინ ასწავლიან, რა ტიპის პროფესორები არიან, როგორი გარემოა პრაქტიკისთვის.

 

 

 თუ არის განაცხადის შეტანისთვის განსაზღვრული ეტაპი?

 

 

რა თქმა უნდა, არის. საბაკალავრო პროგრამებზე აპლიკაციების შეტანა შესაძლებელია დეკემბერ-იანვარში. ამერიკულ უნივერსიტეტების უმრავლესობა ასეთ დედლაინებზე მუშაობს. არიან ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ გვიანი დედლაინები, თუმცა ყველაზე გავრცელებული პერიოდი მაინც არის დეკემბერ-იანვარი. ამ დროისთვის მათ უკვე უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდები და მთელი ეს პაკეტი იგზავნება ერთიანად.

 

მაგისტრატურის პროგრამისთვის დედლაინები შეიძლება იყოს ცოტათი უფრო ადრე, ეს შრომატევადი პროცედურა გულისხმობს ყველა დოკუმენტის მოწესრიგებას, შეიძლება იყოს ნოტარიუსის დამოწმება ან სპეციალურ დაწესებულებებში გაგზავნა, რაც დაადასტურებს კრედიტების შესაბამისობას ამერიკულ უნივერსიტეტებთან, ამიტომ საჭიროა თადარიგი დავიჭიროთ წინასწარ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როცა ვლაპარაკობთ დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდზე როგორც დედლაინზე, ეს არის ის პერიოდი, როცა განაცხადი შეგაქვს, რომ მომდევნო წელს გახდეთ სტუდენტი. ზოგ უნივერსიტეტს აქვს საგაზაფხულო ან საშემოდგომო სეზონი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, რომლებსაც სჭირდებათ სტიპენდიები, უნივერსიტეტები კი სტიპენდიებს გასცემენ საშემოდგომო სეზონზე.

 

 

თუ შეუძლიათ აბიტურიენტებს წელს ჩააბარონ გამოცდები?

 

 

ახალგაზრდები თუკი რეალურად მოემზადებიან, შეუძლიათ გამოცდები ჩააბარონ სექტემბერ-ოქტომბერში, აპლიკაციები კი იანვრისთვის უნდა გაამზადონ. ისინი ჩააბარებენ მომდევნო წლის შემოდგომაზე. პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამერიკაში, ხშირად გვეკითხებიან, რამდენად შესაძლებელია გადასვლა პირველი კურსიდან იქ, მეორე კურსზე. ადგილი აქვს პროგრამების შეუთავსებლობას. გადაყვანის დროს უნივერსიტეტები ნაკლებად იძლევიან სტიპენდიებს, ამიტომ ვურჩევთ მათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდები და გახდნენ იქ პირველი კურსის სტუდენტები.

 

 

თუ არის გასაუბრება, ან რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები?

 

 

ბევრი უნივერსიტეტი ვერ ახერხებს გასაუბრებას, რადგან შესაძლებელია ბევრი აპლიკაცია შევიდეს ერთ წელიწადში – მიმღები კომისია, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობს, ყველა აპლიკანტს ვერ გაესაუბრება. არის ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც უწერიათ აპლიკაციაში, რომ შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ ახალგაზრდებს მოითხოვონ გასაუბრება, რადგან გასაუბრებაზე აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მრავალი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რაც აპლიკაციაში ვერ შეძლო. თუ აპლიკანტი არის აქტიური, ეს მისთვის მომგებიანი იქნება. უნივერსიტეტებში მოსწონთ ახალგაზრდები ლიდერის თვისებებით, რომლებიც გამოირჩევიან მრავალფეროვნებით, მიდიან განსხვავებული გზით და არა სტანდარტულად,  მუშაობენ ან სწავლობენ, აქვთ ფასეულობები და მისწრაფებები ფასეულობებისკენ.  შესაბამისად, ეს უნდა გაითავისო და კონცეფციები წარმოაჩინო ინტერვიუში.

 

 

რა პროფესიას ირჩევენ ყველაზე ხშირად ქართველი სტუდენტები?

 

 

მოდი დავყოთ ორ ნაწილად – რას ირჩევენ ქართველი სტუდენტები და რას ახალისებენ ამერიკული უნივერსიტეტები. ქართველი სტუდენტებისგან მოთხოვნადია ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა ტექნიკური საგნები. ის, რაც მოსწონთ ამერიკულ უნივერსიტეტებს, ეს არის გონების წახალისება ტექნიკურ საგნებში, ზუსტი მეცნიერებები და ა.შ.

 

 

ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია წასული საქართველოდან?

 

 

 ყოველწლიურად 20-25 ბავშვი მიდის სხვადასხვა პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენთან გადიან კონსულტაციებს და მხოლოდ ტოეფელში ემზადებიან. აჭარაში ჩვენი ოფისი დიდი ხანია მუშაობს და მნიშვნელოვანია სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამერიკაში სტუდენტთა გამგზავრება გაიზარდა 25%-ით, რაც კარგი მაჩვენებელია. დღეისათვის 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ამერიკაში. ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, ჩვენი განათლების სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიებს. შესაძლებლობები არის ბევრნაირი – მთავარია მონდომება.

 

 

თუ შეგიძლიათ გაგვიმარტოთ რა არის SAT?

 

 

 როგორც საქართველოში ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ ბავშვები უნარებს, ამ უნარების მსგავსია SAT , უნარები ინგლისურად. ის მოიცავს ვერბალურ ნაწილს და მათემატიკურ ნაწილს. ეს ყველაფერი არის ინგლისურად. ბავშვები, რომლებიც არ ემზადებიან მათემატიკაში ინგლისურად, მათ სხვაგვარი მუშაობა სჭირდებათ: სხვა მხრივ, ეს მასალა არ არის რთული – მასში შედის საშუალო დონის მათემატიკა. ტოეფელის გამოცდას მეტ-ნაკლებად აპლიკანტები იცნობენ, მაგრამ იმისათვის, რომ ბაკალავრიატის პროგრამა ჩააბარონ აუცილებელია გაიარონ შAთ-ის გამოცდაც.

 

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქულები, რასაც მიიღებენ ამ გამოცდებში. ხშირად მეკითხებიან აკადემიური წარმატებაა მთავარი, თუ ქულები, მაგრამ მთელი ეს პაკეტი, ანუ საუნივერსიტეტო პორტფოლიო, რასაც სტუდენტი ამზადებს, მნიშვნელოვანია ყველა თავის კომპონენტში. უნივერსიტეტი ყველა კომპონენტს აქცევს ყურადღებას.  

ქობულეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ერთი სიუჟეტის ისტორია

 

 

 
„რა სარგებლობას მოუტანს გარემოს ენერგიის დამზოგავი საშუალებების გამოყენება“, – სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც გასაგებ და ჩემი აზრით, ნებისმიერი გარემოსდამცველისთვის მარტივ კითხვაზე  პასუხის მისაღებად უწყების რამდენიმე თანამშრომელს დავურეკე, მაგრამ საჯარო მოხელეები მთელი მონდომებით მიხსნიდნენ, რომ კითხვით მათი უწყებისთვის არ უნდა მიმემართა.

 

 

უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე და სამმართველოს უფროსს დავურეკე. დეტალური ახსნა-განმარტება და თხოვნა იმით დასრულდა, რომ ტელეფონის აპარატიდან გაისმა ტუ ტუ ტუ… მანამდე ვახტანგ წულაძემ მითხრა, რომ მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდა. შესაძლოა, სატელეფონო კავშირი ამის გამოც შეწყდა. სამმართველოს უფროსთან ხელმეორედ აღარ დამირეკავს. ამ ყველაფრის შემდეგ გულუბრყვილობა იქნებოდა, უწყებიდან შეხმიანების მოლოდინი მქონოდა.

 

 

ჩვენი სიუჟეტის „გადასარჩენად“ სხვა გარემოსდამცველებს გადავწვდით. პირველი, ვინც გაგვახსენდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ წევრი არჩილ გუჩმანიძე იყო. არჩილის კომპეტენციაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მასთან ურთიერთობა „ძვირი“ სიამოვნებაა. საქმე ისაა, რომ კომენტარზე იშვიათად გვთანხმდება. ამჯერადაც გაგვაწბილა.

 

 

თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ რამდენ ადამიანთან მოგვიხდა დარეკვა. ზოგმა არ გვიპასუხა, ზოგმა ბათუმში არყოფნა მოიმიზეზა და ზოგმაც – საკითხის არცოდნა. დღის ბოლოს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნოდარ ჩხეიძე დაგვთანხმდა ჩვენი მაყურებლებისთვის ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გაეცნო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია „თაროზე შემოდებას“ გადაურჩა.

 

 

სიუჟეტის არსი ასეთი იყო – შედის თუ არა ბათუმის მერიის გრძელვადიან გეგმებში დიოდური განათების გამოყენება და რატომ არის ეს პროექტი გარემოსთვის მნიშვნელოვანი. დღის დასაწყისში დაგეგმილი მასალის მოსალოდნელი ეფექტი დღის ბოლოს სამუშაო ჯგუფის ვერც ერთმა წევრმა ვეღარ ვიგრძენით.

 

 

მეორე დღეს, დილით, სიუჟეტის ავტორს, თამარ კიკნაძეს, ვთხოვე მასალა ამ თემაზე გამოცხადებულ კონკურსზე გაეგზავნა. ჟურნალისტმა, რომელსაც არაფერი დაუშურებია იმისათვის,  რომ სიუჟეტი სრულყოფილი გამოსულიყო, გაკვირვებულმა მკითხა, – „ეს საკონკურსოდ გამოდგება?“-  არაერთი ადამიანის მიერ გაწბილებული თამარის განწყობა და თვითშეფასების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.

 

 

ამ ისტორიის დასასრულს მინდა ვიკითხო – რა აზრი აქვს 11 374,200 ლარის დახარჯვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთვის, თუკი  215 თანამშრომელს შორის მარტივ კითხვაზე პასუხის გამცემი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მცოდნე არავინაა. და კიდევ, ამ თემაზე რეგიონში თითქმის ყველა ახალი პროექტის პრეზენტაციას ვაშუქებთ, არაერთი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიების ანგარიშებს ვისმენთ, მაგრამ როცა ჩვენ, ანუ მედიას სჭირდება პროექტების მონაწილეთა კომპეტენტური აზრი, ან უბრალოდ, პოზიცია, უმრავლესობა უარს გვეუბნება.

 

 

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, დაავადებული ტბის, ფეკალური მასებით დაბინძურებული ზღვის, პოლიეთილენის პარკებით მორთულ-მოკაზმული მდინარეების, გადაყრილი მანდარინისგან წარმოქმნილი ტბის და ნაგავსაყრელზე „მობალახე“ პირუტყვის მაცქერალი გარემოსდამცველების ნაწილს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

1500 ლარით დაჯარიმებული 80 წლის პენსიონერი

 

 

ბადრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლები მას თავის დროზე ზერელედ მოექცნენ – ყოველგვარი მოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გამოაცხადეს სამართალდამრღვევად. თუმცა ამ ეტაპზე ბადრი ლორთქიფანიძისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მას სახელმწიფოსთვის ერთი თვის პენსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტი თანხა აქვს გადასახდელი.

 

 

ბადრი ლორთქიფანიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე 294 ლარი უკვე გადაუხადა ოსმან ხინკილაძეს. ამბობს, რომ თანხა მოსარჩელეს მისმა მეგობრებმა გადაუხადეს. რაც შეეხება ჯარიმას – 250 ლარს, სოციალურად დაუცველმა ამ თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას მართვის მოწმობა ჩამოართვა.

 

 

ბადრი ლორთქიფანიძე სასამართლომ 2012 წელს დააჯარიმა. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის სოციალურად დაუცველს, მიმდინარე წლის 8 მარტის მონაცემებით, საურავების ჩათვლით, ჯამში 1500 ლარი დაუგროვდა სახელმწიფოსთვის გადასახდელი. საქმე უკვე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს.

 

 

სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელი ალექსანდრე ნაჭყებია ამბობს, რომ უწყება იმ შემთხვევაში გაათავისუფლებდა ლორთქიფანიძეს ჯარიმისგან, თუ სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში მისი სარეიტინგო ქულა 57 ათასზე მეტი არ იქნებოდა.

 

 

სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში კი ბადრი ლორთქიფანიძეს, როგორც სააღსრულებოში ამბობენ, 92 ათასი ქულა აქვს მინიჭებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ლორთქიფანიძე ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის, ჯარიმის საურავები მას აღარ დაემატება. დაიბლოკება მისი პირადი ანგარიშები, თუმცა ჯარიმის სახით მას პენსიის თანხას არ გადაახდევინებენ. სააღსრულებო სამსახურში ამბობენ, რომ თუკი 80 წლის მოხუცს პენსიას დაუყადაღებენ, მან უნდა მიმართოს სააღსრულებო ბიუროს და ყადაღას მოუხსნიან. 

 

ბადრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მას სახლი დაუყადაღეს. მოხუცს ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენის ეშინია. სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლები პენსიონერს ურჩევენ, უწყებას მიმართოს და ვალის ერთ წელიწადზე გადანაწილება მოითხოვოს. ამ შემთხვევაში მას 1500 ლარის გადახდისთვის კიდევ ერთ  წელს მისცემენ.

„გაიღე სისხლი“ – ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

 

 

აქცია იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. 

 

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ა ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი – ქალები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

 

რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი, ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

აქცია დილის ათი საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ბანკის ძარცვის მცდელობა ვალების გამო

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ცნობით პირი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს 178 მუხლის მეორე ნაწილით.

 

25-ე არხის ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ბანკის გაძარცვა დაგროვილი ვალების გამო გადაწყვიტა. 

მოსაზრება: რას ურჩევენ სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას

 

 

თეონა ბოლქვაძე: უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვურჩევდი, უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ. როცა ადმინისტრაციაში რამის საკითხავად მივდივართ, ათას ადგილას გვამისამართებენ. უკვე მეოთხე კურსზე ვარ, ოთხი წელია მესმის, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული ჟურნალი, თუმცა ამას ვერა და ვერ მოაბეს თავი. დღემდე ქულების გაგება კედელზე გამოკრულ სიებში გვიწევს, რაც არაკომფორტულიცაა და უხერხულიც. არც შეფასების სისტემა მომწონს, საკმაოდ დიდი ჯგუფები გვაქვს, ამის მიუხედავად მინიმალურად ათი შეფასება უნდა დააგროვო, რაც იმ სისტემაში რაც ჩვენთანაა, შეუძლებელია. ფაქტიურად ვერ ასწრებ დაგროვებას მაშინაც კი, როცა არ აცდენ, მერე კი მაღალი აკადემიური შეფასება არ გაქვს. სიებთან დაკავშირებით ადმინისტრაციას ვურჩევდი დროულად შეადგინონ სიები, ხშირად გამოცდებიც კი ერთმანეთს ემთხვევა, სტუდენტს არჩევანის გაკეთება გიწევს, რომელს დაესწრო და რომელი გადაბარებისთვის მოიტოვო. ასევე პრობლემურია საგამოცდო დრო, შეიძლება რაღაც საგნებისთვის ნორმალურია ორი საათი, თუმცა მე პირადად ვსწავლობ საგნებს რომელთათვის ორი საათი პრობლემურია, მეტისმეტად ცოტა დროა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინო.

 

გური ბურჭულაძე: პირველ რიგში მინდა ვურჩიო, რომ გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობა, ადგილი და ასევე როლი. მოვალეობაში ვგულისხმობ მომსახურების იმ მინიმალური სტანდარტების დაცვას, რომელიც მოეთხოვება ნებისმიერს, ვინც სტუდენტებისგან ფულს იღებს. კიდევ ვურჩევდი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც უნივერსიტეტი მიიღებს, აუცილებლად იყოს შეთანხმებული სტუდენტებთან, ინფორმაციის დონეზე მაინც მიეწოდოს სტუდენტს გონივრულ ვადებში და არა უშუალოდ იმ დროს, როგორც ხდება ძირითადად ახლა, როცა სტუდენტებს ფაქტის წინაშე გვაყენებენ მხოლოდ. კიდევ, თუ თავისუფალი მოდული არსებობს, დაე რეალურად იარსებოს, ერთი სტუდენტიც თუ იქნება, რომელსაც ექნება სურვილი, გაიაროს მაგალითად ევროპისმცოდნეობა, ამ ერთი სტუდენტის სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. მინდა, რომ უფრო მეტად თავისუფალი გახდეს დასწრება ლექციებზე და სემინარებზე, არ მიექცეს ყურადღება მიმდინარე შეფასებას და იყოს მკაცრად კონტრორილებადი და ამავდროულად 50% + 1 საბოლოო გამოცდა.

 

დიანა ბაუჟაძე: უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციას ვურჩევდი ღია კომუნიკაციას სტუდენტებთან, გამომდინარე იქედან, რომ მათი საქმიანობა, მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად სტუდენტებისა და ლექტორების შეუთანხმებლად ხდება. ასევე ვურჩევდი, რომ ხარისხის ამაღლების მიზნით უვარგის ექსპერიმენტებს თავი დაანებონ და რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ კუთხით, მოკლედ გამჭირვალე, ღია სისტემის ჩამოყალიბებას ვურჩევდი.

 

ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი სტუდენტის წინაშე ანგარიში ჩააბროს, თუ რა გააკეტა ერთი წლის განმავლობაში, როგორ მოხდა პრიორიტეტების გადანაწილება. ყურადღება უნდა მიაქციოს ინფრასტრუქტურის გავითარებასაც, ის რომ გათბობა და ელემენტარული პირობები არ არსებობს გეპეიში და მწვანე კონცხზე, ეს არის ადმინისტრაციის ბრალი.

სტიიქით შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თვითმმართველ ერთეულებში კომისიები შეიქმნა

 

პრესსამსახურის ინფორმაცით, 13 მარტს, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და თემის რწმუნებულებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა დალი ქიქავამ გამართეს.

 

დადგენილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის ზოგად წესს. აღნიშნულის მიზნით თვითმმართველ ერთეულებში შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიები.

 

სამინისტროს წარმომადგენლებმა მსგავსი სამუშაო შეხვედრა უკე გამართეს შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრებთან და რწმუნებულებთან. მომავალ კვირას შეხვედრები გაიმართება ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მამაკაცი დაიღუპა

 

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ორივე დაღუპული მგზავრი პროზექტურაში გადაყავთ. 

ორივე მანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩაეკეტა კარები და დახმარება მათ სამაშველო სამსახურის თნამშრომლებმა გაუწიეს. ჯერჯერობით უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი და გარდაცვლილი მამაკაცები მართავდნენ თუ არა საჭეს. 

30 ათას ლარიანი ჯარიმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს 30 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უჩიოდა:

„სააგენტო ედავება თეატრს, რომ არ არის დასრულებული სამუშაოები, პროექტის შესაბამისად. მას შემდეგ რაც ერთხელ უკვე სასამართლოს დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარი, ექვსი თვის გასვლის შემდეგ მოხდა დაკისრებული თანხის გასამმაგება“ – ამბობს იურისტი, ძეგლებზე ნებართვისა და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი მირზა ცეცხლაძე.

საქმეს განიხილვდა  მოსამართლე თამარ ბურჯანაძე, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს თოჯინებისა დამოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი მედეა ჩარჯვიანი:  „ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოში მოგებული გვაქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმმოებელ კომპანიისთვის ეს საქმე, მათ დაეკისრათ 284 ათასი ლარი, ეს ჯარიმაც უნდა დაეკისროს ამ კომპანიას და არა ჩვენ“.

როცა ხელისუფლების არ სჯერათ

 

საქმე ეხება სიტყვიერ შეთანხმებას, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობასა და აჭარის ხელისუფლებას შორის შედგა და რომელმაც დოკუმეტის სახე უნდა მიიღოს. 

 

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები, რომელიც მემორანდუმში უნდა შევიდეს, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ ადგილობრივებს გააცნო. 5 სოფლის მცხოვრებთაგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს არ მოსწონთ ის იდეა, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლება იღებს. „თუ სახლი დამენგრევა ან მე მეწყერის გამო რამე მომივა, მინდა ანგარიშზე იყოს თანხა, რომელსაც ჩემი შვილი მოიხმარს“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოსახლეობა საგარანტიო პირობად კომპანიის ანგარიშზე გარკვეული თანხის შენახვას ითხოვს. მოქალაქეები თანხის ზუსტ რაოდენობაზე ვერ საუბრობენ. 

 

 

 

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, ”აჭარის მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაზარალებული ოჯახები საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ საცხოვრებელ ფართს აჭარის ტერიტორიაზე. მემორანდუმი გაფორმდება მას შემდეგ, რაც მოსახლეობა მათ პირობებს და ინიციატივებს წერილობით წარმოადგენს.” 

 

საინიციატივო ჯგუფის გარკვეული ნაწილი ადგილობრივებისთვის უფასო ელექტრო ენერგიის მიწოდებას ითხოვს, ჰესის მშენებლობის დარსულების შემდეგ.

 

მოსახლეობა ითხოვს მოსავლიანობის შემცირების საკითხზე გამოკვლევასაც. მონიტორინგი უნდა ჩატარდეს, თუ რამდენად შემცირდება მოსავლიანობა და ამით რა ზარალი მიადგება მათ. ადგილობრივები 8 მარტს მათი სოფლის ქალების შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია ხალხს, მათ შორის ქალებს ფიზიკურად გაუსწორდა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა აჭარაში, გიორგი ჩარკვიანმა მოსახლეობას ამ ფაქტებზე რეაგირებისთვის ფოტო მასალა მოსთხოვა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გენო გელაძის განმარტებით, შეხვედრა წარმატებით შედგა. ისინი ელოდებიან ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის ინიციატივებს და სამივე მხარე მემორანდუმს ხელს შემდეგ მოაწერს.

„პირობები, რომელიც წარმოგვიდგინეს, ჩვენ ამ შემოთავზებებს გავაცნობთ მთლიან მოსახლეობას და შემდეგ ვიმსჯელებთ მემორანდუმში შესატან ცვლილებებზე. შემდეგ შეხვედრაზე ჩვენს ინიციატივებს წარვუდგენთ მათ. სოფელში კომპანია გვირაბის მშენებლობას მანამ ვერ დაიწყებს, სანამ საბოლო შეთანხმებას არ მივაღწევთ: ჩვენ ამის საშვალებას არ მივცემთ”, – განმარტა სოფლის მკვიდრმა ოთარ იაკობაძემ.

 

„დიალოგი შედგა. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ, ჩვენი კომპანია დიალოგს მხარს უჭერს. ყველა საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, შევეცდებით მათ შესრულებას”, – განმარტა აჭარის მთაში ჰესების მშენებელი კომპანიის „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ზვიად დიასამიძემ.


შეგახსენებთ, 8 მარტს ღურტელებმა სოფელში არ შეუშვეს აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები, რისთვისაც ისინი, როგორც თვითონ ამბობენ, პოლიციამ სცემა.

 

„უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას“

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელიც წინა კონკურსზე საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე ვაკანსიის გაუქმებით, კანონი არ დარღვეულა.

 

„ჩვენ გვქონდა სტილისტ-რედაქტორის თანამდებობა და კიდევ რამელიღაც ვაკანსია, მაგრამ გაუქმდა ეს ვაკანსია და გადაწყდა, რომ კონკურსი გამოცხადებულიყო მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და კიდევ ბუღალტერის ვაკანსიაც დაემატა. მოთხოვნები არ შეცვლილა“ – აცხადებს იგი.

 

სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული იყო  – „ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში ან ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სპეციალობის მიხედვით“.  

 

„მე  სპეციალობის მიხედვით მაქვს სამუშაო გამოცდილება და არა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.  ჩემი პრივილეგია  სწორედ ეს იყო. რადგან ვაკანსია შეცვალეს, მათ ავტომატურად შემიზღუდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება, რაც ჩემი უფლებების დარღვევაა“ – აცხადებს ლელა ნემსაძე. კონკურსის შედეგები სწორედ მისი პრეტენზიის საფუზველზე გაბათილდა.

 

 დაარღვია თუ არა აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვაკანსიების შეცვლით კანონი? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის იურისტ მიმართა. 

 

იურისტ ანა ბერძენიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო დებულებაში შევა ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს, რომ უნდა გაუქმდეს სტილისტ-რედაქტორის ვაკანსია და დარჩეს მხოლოდ მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, კონკურსანტს, რომლის საპრეტენზიო განაცხადის შედეგადაც ჩაიშალა კონკურსი, რეალურად აღარ ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ახალ კონკურსში.

 

„ირღვევა მოქალაქის შრომის უფლება და აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის უხეშ დარღვევას.  კონკურსანტს განაცხადი შეტანილი ჰქონდა სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე, რომლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა ან საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება ან სპეციალობის მიხედვით მუშაობის გამოცდილება, ამ მოქალაქეს კი გააჩნდა მხოლოდ სპეციალობის მიხედვით მუშაობის გამოცდილება. ამ ვაკანსიაზე მისი კონკურენტი იყო მარინე კუპრეიშვილი, რომელიც ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობას ასრულებდა. მიგვაჩნია, რომ ვაკანსიებთან დაკავშირებით ცვლილება მიზანმიმართულად ხდება, რომ მარინე კუპრეიშვილმა შეინარჩუნოს თანამდებობა. ლელა ნემსაძეს კი, რომელმაც კონკურსის შედეგები გააპროტესტა, ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების შანსი ეკარგება. გამოდის, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აზრს იყო მოკლებული მის მიერ კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება“.

 

 როდის გამოცხადდება კონკურსი უმაღლეს საჭოში ახალი ვაკანსიების დასაკავებლად, ამ დროისთვის უცნობია.          

                                                  

 

 

 

კამპანია „ეს შენ გეხება!“ – ისევ გისმენენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ხაზს უსვამენ იმას რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. „დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებულ ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ, ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ სმს-ები და პირადი ელექტრონული მიმოწერა. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას“, – შეხვედრაზე განაცხადა ანა ბერძენიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, იურისტი გია ქარცივაძე კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მოწყობილობა რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იძლევა იმის საშუალებას, რომ სასამართლო თანხმობის გარეშე ნებისმიერ ადამიანს მოუსმინონ: „არასამთავრობო სექტორი ახალი კამპანიის მიზანია, ეს წრე დაიხვეწოს, მინიმუმამდე დავიდეს იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლო თანხმობის გარეშე ვერ მოუსმინონ ადამიანებს. საკანონმდებლო წინადადება უკვე მზადდება.“

არასამთავრობო სექტორი 19 მარტიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რითაც პარლამენტს მიაწვდიან საზოგადოების პოზიციას. კამპანიის მიზანია ფარული მიყურადების და თვალთვალის სფეროში არსებული სტრუქტურის შეცვლა. როგორც გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოგვცემს ამის საშუალებას: „კანონის მიღება, რომელიც ახლა ინიცირებულია პარლამენტში, არის გარანტი იმისა, რომ იმ სისტემით რა სისტემითაც დღეს ხდება ფარული მიყურადება და თვალთვალი, შემდეგში აღარ მოხდება. კანონი ითვალისწინებს გარკვეულ დროსა და ლიმიტს, როდის შეიძლება მოსმენა, აგრეთვე ითვალისწინებს იმ დანაშაულს რა დანაშაულის შემდეგაც შეიძლება მოსმენა, აგრეთვე აწესებს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურებისა თუ მისი შენახვის წესებს“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრების, აქციებისა და კონფერენციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ცისარტყელა ჩემთვის და შენთვის

 

 

სამშობლოში დაბრუნებული, უწყინარი და ფერადი მოგონებებით სავსე, დავავლებდი   ჩემს ცისარტყელასფერებიან ქოლგას ხელს და დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში. ასე გავაგრძელებდი ალბათ დიდხანს, რომ არა 2013 წლის 17 მაისი. აქ მხიარული და ლაღი განწყობა სრულდება და არაპოპულარულ, თუმცა საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც პრობლემური საკითხის მსჯელობაზე გადავდივარ.

 

 

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს („ჰომოფობია“ განიმარტება როგორც წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა). ამ დღის აღნიშვნის მიზანს კი ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.

 

 

სტატიის წერის პარალელურად მეგობარმა ამერიკელი ფსიქიატრის ჩარლზ სოკარიდესის წერილი – „როგორ გაპიდარასტდა ამერიკა“ გააზიარა. იმავე თემატიკაზე სხვა სტატიებსაც აქტიურად ათავსებენ საიტებზე, ბუნებრივია – 17 მაისი კვლავ ახლოვდება. სოციალური ქსელი კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 

 

 

ვაღიარებ, ამ დღემ მძიმე შთაბეჭდილებები დამიტოვა. ცუდად მახსენდება გატენილი ავტობუსებიდან შიშჩამდგარი და გაოცებული თვალები, ჰაერში მფრინავი ბიჭები, თავგატეხილი და სისხლიანი სახეები, „ტაბურეტკიანი“ მამაოები, გამეხებული და ცოფისგან დაღრეჯილი სახეები, ბრბო, რომელიც ვერაფერს და ვერავის ვეღარ ხედავდა ერთი იდეაფიქსის გარდა: მას სამშობლოს ართმევდნენ. თითქოს ეს სამშობლო განსხვავებული შეხედულების ან ორიენტაციის ადამიანებს არ ეკუთვნოდეს. ან ვინ ართმევდა და რატომ ართმევდა, ზუსტი პასუხი დღემდე არ მომისმენია დისკუსიაში ჩართული მეორე მხარისგან.

 

 

მახსენდება მედიის მიერ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დაშვებული უზუსტობები, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, სახალხო დამცველის განცხადება, თუ როგორ უწოდა 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიის გამოვლენის დღე, უუნარო პოლიცია, რომელმაც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ყველა წარმომადგენლის დაცვა, ლმობიერი სასამართლო, რომელიც მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმებს დასჯერდა, პრემიერ-მინისტრისა და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები…

 

 

და საშინელი უკმაყოფილობის გრძნობა, არეულ-დარეული ფიქრები, შიში – ნუთუ ასეთ საქართველოს ვაშენებთ, სადაც განსხვავებულობის გამო შეიძლება ჩაგქოლონ, სასიკვდილოდ გაგიმეტონ.

 

 

17 მაისამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. ვეკითხები საკუთარ თავს – ნეტავი რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში? გავხდით უფრო ტოლერანტურები, შემწყნარებელი? ჩემდა სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ არა! შიშის საფუძველს კი ის კომენტარები და სტატუსები მაძლევს, რასაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში ვკითხულობ. ალბათ ორივე მხარე კვლავ ემზადება – ერთი ჰომოფოობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მეორე კი – სამშობლოს, სარწმუნოების, შვილების დასაცავად.

 

 

იქნებ, უბრალო დამთხვევაა, დღეს ჩემმა ძმისშვილმა ინგლისურ ენაში დახმარება მთხოვა. სიმღერა წვიმიან დღეზე იყო და ასე სრულდებოდა… შენ რას ხედავ? მზეს, მზეს და ცისარტყელას, ცისარტყელას, ცისარტყელას შენთვის და ჩემთვის.

 

რას ირჩევს სოფელი

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოსახლეობა სოფლის კრებაზე ირჩევს, პრიორიტეტის შერჩევისას ხმის მიცემა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც კრებას დაესწრება.

 

 

ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ კრება უმეტეს სოფელში ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტებიც დაასახელა.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაში პრიორიტეტად წელსაც გზის მოწესრიგება სახელდება.

 

 

„მოსახლეობა, ძირითადად, სოფლის გზაზე ბეტონის დაგებას ითხოვს, არის სოფლები, სადაც სარიტუალო ინვენტარის შეძენა და წისქვილს მოწყობა სახელდება პრიორიტეტად. სოფელში ის გაკეთდება, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა კრებაზე გადაწყვეტს. მუნიციპალიტეტი მოსახლეობის არჩევანში არ ჩაერევა“, – ამბობს დავით დუმბაძე.

 

 

ქედის მსგავსად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს ხულოსა და შუახევის მოსახლეობაც.

 

 

„კრებების ჩატარება ჯერ არ დასრულებულა. იქ, სადაც ჩატარდა, მოსახლეობამ გზებზე სანიაღვრე და საყრდენი კედლების მოწყობა, გარე განათება, სოფლის სახლების აშენება, სასმელი წყლის მილებისა და გამანაწილებელი რეზერვუარის შეძენა მოითხოვა, მოთხოვნათა დიდი სპექტრია, დასახელებული პრიორიტეტებიდან სამი მიმართულება გამოიკვეთა – გზა, გარე განათება და წყალსადენების გამართვა“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი გურამ ჩოგაძე.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ქედის მუნიციპალიტეტი გასულ წელთან შედარებით 2 727 ლარით მეტ დაფინანსებას მიიღებს, სოფლის მხარდაჭერისთვის აქ 574 484 ლარია გამოყოფილი.

 

 

ქედისგან განსხვავებით თანხა შემცირებულია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში – პროგრამის ფარგლებში წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 38 701, შუახევი კი, 24 192 ლარით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს.

გურამ ჩოგაძე ამბობს, რომ თანხის კლება მოსახლეობის მიგრაციით არის განპირობებული.

 

 

„ხულოში 78 სოფელი და 5 უბანია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 945 000, წელს – 906 299 ლარი გამოიყო. პროგრამის დაფინანსება არ შემცირებულა, პირიქით, პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რითაც პატარა სოფლებს დაფინანსება გაეზარდა, დაფინანსების ზრდა დიდი სოფლების ხარჯზე არ მომხდარა. თანხის კლება მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია“, – განმარტა გურამ ჩოგაძემ.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი ხულოში 906 299 ლარია.

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ გასულ წელს პროგრამის განხორციელებისას მცხოვრებთა რაოდენობა ხელოვნურად იყო გაზრდილი, წელს კი სოფლებში მოსახლეობა ხელახლა აღწერეს და გასულ წელთან შედარებით მონაცემები განსხვავებულია: „ზოგ სოფელში თანხა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია, ზოგან კი – მეტი. მაგალითად, სოფელ დღვანში თანხა 6 000 ლარით შემცირდა, ხიჭაურში კი _ 900 ლარით მოიმატა. არის უბანი _ ფოთელაური, სადაც გასულ წელს 1 მცხოვრებელი იყო და უბანზე 2 000 ლარი გამოიყოფოდა, წელს იქ მცხოვრები აღარ არის და შესაბამისად არც თანხა გამოიყო, პროგრამისთვის სულ 602 770 ლარია გამოყოფილი“, – ამბობს ედნარ შარაშიძე.

 

 

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილება შევიდა. თუ გასულ წელს სოფელი, სადაც 50-მდე მოსახლე ცხოვრობს, 2 000 ლარით ფინანსდებოდა, რასაც ერთ სულზე 12 ლარი ემატებოდა, წელს 1-დან 100-სულამდე სოფელი 4 000 ლარით დაფინანსდება, რასაც ერთ სულ მცხოვრებზე 12 ლარი დაემატება.

 

 

 

მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელებისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განხორციელდება, როგორც გასულ წელს იყო, თუ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.

 

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხა სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შემდეგი პრინციპით ნაწილდება:

 

1-დან 200 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 4 000 ლარი;

201-დან 400 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 5 000 ლარი;

401-დან 1000 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 8 000 ლარი;

1000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის 12 000 ლარი.

აღნიშნულ თანხას სოფელში მცხოვრებ ერთ სულზე 12 ლარი დაემატება.

 

 

 

 

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები გააფრთხილეს

ბატონო პარმენ, რას გულისხმობს გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ?

მთავრობის აპარატში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს სტრუქტურული ერთეულების ან გამსხვილებას, ან შემცირებას, ანუ სტრუქტურულ რეორგანიზაციას. რეორგანიზაციას შესაძლებელია მოჰყვეს შტატების შემცირება. კანონმდებლობით, დასაქმებული ერთი თვით ადრე უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი რეორგანიზაციის  თაობაზე.

რეორგანიზაცია უკვე დამტკიცებული ახალი სტრუქტურის არსებობას არ ითვალისწინებს?

როცა ახალი სტრუქტურა დამტკიცდება, ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ვის მოუწევს გათავისუფლება ან დაწინაურება, ერთი სტრუქტურიდან მეორეში გადასვლა და ასე შემდეგ. კანონმდებლობით ჩვენ შეგვეძლო წინასწარ გაგვეფრთხილებინა თანამშრომლები ამის შესახებ. როგორც კი სტრუქტურა დამტკიცდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რაც შეეხება ახალ სტრუქტურას, მონახაზი მზად გვაქვს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცვლილებები. დადგენილებაა საჭირო იმისთვის, რომ სტრუქტურაში შევიდეს ცვლილებები, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებია საჭირო, რომ საბოლოოდ დავამტკიცოთ ახალი სტრუქტურა.

გაფრთხილება ყველა თანამშრომელმა მიიღო დეპარტამენტების უფროსების ჩათვლით?

დიახ ასეა, ყველას მიეცა გაფრთხილება.

მათ შორის ყველას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან?

თუ იმ კონკრეტულ სტრუქტურას შეეხება შემცირება, რა თქმა უნდა, უნდა ელოდოს. შემცირებები მოსალოდნელია.

გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელი შტატები შეიძლება შემცირდეს?

დიახ, ჩვენ უკვე გვაქვს მონახაზი. საკითხი გავიარეთ მთავრობის თავმჯდომარესთან, აპარატის უფროსთანაც, მაგრამ წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებთ დაკონკრეტებით, რადგან შეიძლება რამე კიდევ შეიცვალოს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურებს დატოვებენ ის თანამშრომლები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ მთავრობის აპარატში. ასეა?

მოდით დაველოდოთ მოვლენებს. თვის ბოლომდე მზად იქნება ახალი სტრუქტურა. ვის შეეხება – ადრე დასაქმებულს თუ ახალს, ამის შემდეგ ვნახოთ. ის, რომ ადრე დასაქმებულების წასვლის მიზნით დაიგეგმა რეორგანიზაცია, ეს არ არის სწორი. ჩვენი მიზანია, უფრო ფუნქციური გავხადოთ მთავრობის აპარატი.

დამერწმუნეთ კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის მიზნით სტრუქტურული რეორგანიზაციები არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მიზანი არ არის არავის დათხოვნა სამსახურიდან, მიზანი, მთავრობის აპარატისათვის კანონმდებლობიდან გამომდინარე იმ ფუნქციური დატვირთვის მინიჭებაა, რომელიც მას ისედაც უნდა გააჩნდეს.

შშმ პირები „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტებში ჩაერთვებიან

 

 

მემორანდუმი ერთწლიანი ვადით დაიდო და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტებში ჩართვას გულისხმობს.


მემორანდუმის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.

გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 1200–ზე მეტმა მოქალქემ ისარგებლა

 

გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონი 25 დეკემბრიდან ამოქმედდა. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირდობის მოწმობა, პასპორტი (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. აღსანიშნავია, რომ ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენა კანონის ამოქმედებამდე. დევნილის მოწმობის გაყალბების შემთხვევაში, დამნაშავე თავისუფლდება არა მარტო პასუხისმგებლობისაგან, არამედ ამ მოწმობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან მიღებული ფულადი თანხების (ლტოლვილის ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარება) დაბრუნებისგანაც.

 

არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე დოკუმენტაციის მისაღებად მიმართავს იუსტიციის სახლს ისე, რომ აღარც კი ახსოვს, როდის და რა მიზნით გააყალბა ესა თუ ის მონაცემი. პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები. იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამნისტიით, მან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება.

მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ცვლილებაზე

 

დუმბაძის განცხადებით შეიცვალა კანონის დასახელებაც. თუ აქამდე თვითმმართველობის კანონს ერქვა „საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ამიერიდან იქნება „საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

 

 

 „ამ ცვლილებით ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადმოვანაწილეთ  პასუხისმგებლობა ქვედა დონეზე და ვღებულობთ არა მარტო, ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების დაკომპლექტებას ხალხის მიერ, არამედ სათემო და საქალაქო დონეზეც. მოსახლეობა აქამდეც კი იყო ჩართული ხელისუფლების დაკომპლექტებაში, მაგრამ ის ძირითადად  საკანონმდებლოს წარმომადგენლობით ორგანოებს აკომპლექტებდა. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნები ამ სისტემაზე გადასვლის პირველი შემთხვევა იქნება“- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

შეხვედრა სოფელ ღურტის საინიციატივო ჯგუფთან



შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა საინიციატივო ჯგუფს ის პუნქტები გააცნო, რომლებიც შესაძლოა მემორანდუმში ჩაიდოს. საინიციატივო ჯგუფი კონკრეტულ გარანტიებს მოითხოვს და ისინი მთავრობის გარანტად დადგომას არ მიესალმებიან. მათივე განცხადებით გარანტი შეიძება იყოს კონკრეტული თანხა ანგარშზე.


მთავრობის წარმომადგენელმა პარმენ ჯალაღონიამ მემორანდუმში ერთ–ერთ პუნქტად, გვირაბის და კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის  ზარალის ანზღაურება დაასახელა. მოსახლეობა ითხოვს მოსავლიანობის შემცირების საკითხზე გამოკვლევასაც – რამდენად შემცირდება მოსავალი და ამით რა ზარალი მიადგება მათ.

 

მომდევნო შეხვედრამდე, სოფლების წარმომადგენლებმა მემორანდუმში შესატანი თავიანთი ინიციატივები მთავრობას უნდა გაუგზავნონ. მომდევნო შეხვედრა დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შედგება.

 

35 წლის ქალმა ზღვაში თავი დაიხრჩო

 

შეტყობინება აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით 13:00 საათზე შევიდა.


შემთხვევას ბულვარის დაცვის პოლიციელი შეესწრო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ქალი ზღვაში აკვაპარკის მიმდებარე სანაპიროდან გადახტა – “ჩვენი სამაშველო ტექნიკით შეუძებელი გახდა ზღვაში შესვლა, რადგანაც ხუთბალიანი შტორმია დაფიქსირებული. ამიტომ ორი მიმართულებით წავედით, ნაპირიდან და ზღვიდან, ნაპირიდან 50–70 მეტრში მყვინთავმა მოახერხა უკვე გარდაცვლილი ქალის აყვანა, მაგრამ ძლიერი დინების გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო. მყვინთავამდე ვერც სანაპირო დაცვის გემები მივიდნენ. მათი გემზე აყვანა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩვენმა მყვინთავმა გარდაცვლილის სხეული ზღვის სიღრმეში შეიყვანა,” – ამბობს ის.

 

Exit mobile version