25-ე არხის საქმე

 

 სამინისტრო განახლებული მონაცემების მიწოდებას ითხოვდა, თუმცა საჯარო რეესტრმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

 

დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაციები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, კონსტიტუციის 42- მუხლი და კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის  „ტელეარხი 25“-ის  საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

 

განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

 

 

 

2012 წლის 24 თებერვალს სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახელმწიფო ქონება. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ტელეკომპანიის მესაკუთრეების მიერ კუთვნილი წილების გასხვისების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი აღძრავდა ეჭვებს – ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დანაშაულებრივ შეთანხმებას წილების მესაკუთრეებს, მყიდველებსა და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადამცემ თანამდებობის პირებს  შორის.

 

 

ჯერ კიდევ 2012 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს გზით ითხოვდა სახელმწიფო ქონების „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა. დოკუმენტების გასაჯაროება მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო აჩევნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლების ნათესავებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 194-ე (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

 

 

იმავდროულად, პროკურატურის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების საბანკო ანგარიშებსა და მათი ნათესავებისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებებს.

„ტელეარხი 25“-ის მესაკუთრეების, გიორგი სურმანიძის და ჯემალ ვერძაძის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში ისინი 2013 წლის იანვარში დაიკითხნენ. მათივე თქმით, ამის შემდგომ, 2013 წლის 17 დეკემბერს ისინი კვლავ დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ამჯერად რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, შედგა არაფორმალური შეხვედრა, რომელიც იმ დღის 22 საათიდან მომდევნო დილის 5 საათამდე გაგრძელდა და რომლის დროსაც, მათ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

 

ტელეკომპანიის მესაკუთრეთა განცხადებით, ზეწოლას დაახლოებით ათამდე პროკურორი ახორციელებდა, რომელთაც პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა. ჯემალ ვერძაძისა და გიორგი სურმანიძის განმარტებით, ზეწოლა გამოიხატა მათთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და მათი და ოჯახის წევრების მისამართით მუქარაში. პროკურორები ტელეკომპანიის მფლობელებისგან აგრესიული ტონით მოითხოვდნენ, რომ მათ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ. გიორგი სურმანიძის განმარტებით,   პროკურატურას სურდა მათგან ვანო მერაბიშვილისა და დავით ჩხატარაშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენებები მიეღო.

„ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეებმა მათზე განხორციელებული ზეწოლი შესახებ მედიაში განცხადება გაავრცელეს. გიორგი სურმანიძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან დაიბარეს, რომელმაც მას მოლაპარაკება და მომხდარი ფაქტების გაუხმაურებლობის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა შესთავაზა.

 

 

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი: პროკურატურის მიერ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის კანონიერების შესასწავლად გამოძიების დაწყებას, შესაძლებელია, მართლაც ჰქონდა სათანადო საფუძველი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოს ნათლად უდგენს ნებისმიერი გამოძიების კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვის ვალდებულებას. ამ ვალდებულების დარღვევა, ზოგჯერ, თავად შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. გამომდინარე აქედან, დანაშაულის გამოძიება სხვა ახალი დანაშაულის ჩადენის გზით სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ ,,ტელეარხ 25″-ის მესაკუთრეთა მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ზემოაღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში რაიმე სახის ზეწოლას, ჩვენების მიღების იძულებას ან მუქარას.

                                                                                  

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში დაშვებული იყო უზუსტობა, როდესაც ვწერდით, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საჯარო რეესტრს მიმართა და იმ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია  მოითხოვა, რომელიც 2012 წელს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ნათესავებს გადაუფორმეს“. დამატებით მოძიებული დოკუმენტით დგინდება, რომ სამინისტრომ მხოლოდ ამონაწერის განახლება მოითხოვა.

 


 

ბათუმის საქალაქო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

 

ბრალდებული მურმან აბაშიძე 2010 წლის ივნისიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. „ბათუმელებთან“ ის უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე. კითხვაზე მიიჩნევს თუ არა თავს უდანაშაულოდ პასუხობს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დუმილს ამჯობინებს. შესაბამისად არც იმ ინფორმაციას გვაწვდის, რის გამო წარუდგინეს მას ბრალი. 

 

ინფორმაციას რის გამო წარუდგინეს საკრებულოს წევრს ბრალი “ბათუმელები” ამ დრომდე ელოდება პროკურატურისგან. 

 

საკრებულოს წევრის ბრალდების შესახებ ინფორმაციას ფლობს  შუახევის მუნციპალიტეტის გამგებელი, თუმცა რას ედავება გამოძიება მას, ამ კითხვას არც ის პასუხობს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი (ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან და  კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

ამ ნორმის ანალიზით საკრებულოს წევრის საქმიანობის პირობები განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონით.

 

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც რეგულირებულია საკრებულოს წევრის საქმიანობა, მათ შორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი,  არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრისათვის  უფლებამოსილების შეჩერებას და არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს სასამართლო განჩინება.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად. მათ უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

 

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული თანამდებობის პირის – საკრებულოს წევრის გადაყენება განხორციელდეს, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს  საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს და შეფასებული იქნეს საკრებულოს წევრ მურმან აბაშიძის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევად, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის შესაფასებლად უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

 

 

გონიოს მცხოვრებლები კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვენ

„სანამ ახალი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოდიოდნენ ჩვენთან გონიოში და  გვპირდებოდნენ  რომ წართმეულ  კერძო საკუთრებას  დაგვიბრუნებდნენ. ამდენი დრო გავიდა. ჯერ გვითხრეს ახალ წელზე მოგცემთო, მერე  რაღაც დღესასწაულებზე მოგცემთო, მერე ახლა ცოტა გვაცალეთო, დღემდე არაფერი არაა გარკვეული,“ –  განაცხადა გონიოს მცხოვრებმა ნიაზ ფუტკარაძემ.

ექსპრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს  საკუთრებაში გადასცა ის მიწები, რომლითაც  ოჯახები იჯარით სარგებლობდა. მოგვიანებით კი 2010 წელს მესაკუთრეებს მიწები ჩამოართვეს.

გონიოს მცხოვრებნი სწორედ ამ ჩამორთმეული  მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აღნისნულ საკითხზე, ორი კვირის წინ აჭარის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრაც ჰქონდათ.  როგორც გონიოს მცხოვრები ნიაზ ფუტკარაძე აცხადებს, მთავრობის მიერ დაპირებული ორი კვირა გუშინ გავიდა.  იმ შემთხვევაში თუკი აჭარის მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, გონიოში ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

„ერთ დღიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას.  ხვალ თუ არ გვექნება, დადებითი გადაწყვეტილება, ბავშვები არ წავლენ სკოლაში, არც  საბავშვო ბაღში. ერთი 1500  კაცი გამოვალთ და   ცენტრალურ მაგისტრალს გადავკეტავთ,“ – აცხადებს ნიაზ ფუტკარაძე.

აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, გონიოს მცხოვრებთა მოთხოვნები, აჭარის მთავრობისთვის  ცნობილია და  საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს.

„აჭარის მთავრობას რაც შეუძლია, ისაა რომ  საქართველოს მთავრობას მიმართა. რადგანაც  ის ტერიტორიები დღეს არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, არის საქართველოს სახელმწიფოს  საკუთრებაში. საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი კონსულტაციები ამ ეტაპამდე მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როგორ დამთავრდება ეს კონსულტაციები,“ – აცხადებს პარმენ ჯალაღონია.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ

 

ადვოკატის განმარტებით, დღეს სასამართლო განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მამაპაპისეული სახლის იპოთეკით დატვირთვას მოითხოვენ. 

 

მას შემდეგ რაც უძრავ ქონებას, ამ შემთხვევაში ხელვაჩაურში მდებარე კერძო სახლს იპოთეკით დატვირთავს სასამართლო, განჩინების ასლს ჯერ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებენ, მოგვიანებით კი პროკურორი  სასჯელაღსრულების დაწესებულებას წერილს გაუგზავნის, პატიმრობიდან მალხაზ ფარტენაძის გათავისუფლების შუამდგომლობით. 

 

 ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის ადვოკატის დალი ჭანიძის ინფორმაციით, მალხაზ ფარტენაძე მისთვის წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.  

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით) რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 

“ერთ ადგილზე არ ვჩერდები”

 

 

ბავშვობიდან ლიდერის თვისებით გამოირჩეოდა, სკოლის ასაკიდან არაერთ პროექტში თუ თამაშში მიუღია მონაწილეობა. „ბავშვობაში რამდენჯერმე შემეცვალა აზრი პროფესიასთან დაკავშირებით, თავიდან ბიოლოგობა მინდოდა, შემდეგ დავიწყე ლექსების წერა, ჩანახატებსაც ვაკეთებდი, მსურდა მწერალი გამოვსულიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ სფეროში მოვხვდი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დღეს კვალიფიციური იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პროფესიით მომიწია მუშაობა. საბოლოოდ კი მოვხვდი ტურისტულ კომპანიაში, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძენი თავი. თავიდან ძალიან მიმიზიდა, შემდეგ შემიყვარდა. სიამოვნებას მანიჭებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა და მათზე გარკვეულწილად ზრუნვა, საუკეთესო არჩევანის შეთავაზება, დაუღალავი შრომა, რაც საბოლოოდ მათშივე თავისთავად წარმოქმნის კმაყოფილების გრძნობას და შედეგად უფრო მაახლოვებს ამ ადამიანებთან.” – გვიამბობს ირმა.

 

ტურიზმის სიყვარულმა დიდი როლი იქონია მის ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, რაღაც ეტაპზე ის თავის დროს მხოლოდ ამ სფეროს უთმობს. თუმცა არ ფიქრობს, რომ სამუდამოდ ასე იქნება. ამბობს, რომ სულ ძიების პროცესშია: „შემოვრჩი ტურიზმს, ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავია ამ ბიზნესის განვითარება. მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო დრო, მაგრამ ის მაინც არ მყოფნის. ტრამპი წერდა: „დრო ფულზე უფრო ღირებულია, რადგან ფულის გამომუშავება სხვადასხვა გზით ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელი.” მთავარი მაინც ისაა, რომ დროს გაასწრო, სულაც ვერ იგრძნო ის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შენი საქმე ასე გიყვარს და არ ზოგავ თავს და ყველაფერ ამას სიამოვნებით აკეთებ.

 

 

საზღვარგარეთ მომისმენია ადამიანებისგან, რომლებიც მუშაობენ, რომ ისინი თავს უმუშევრებად მიიჩნევენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ არ აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ გულითა და სულით სურთ. მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სარგებლის გამო. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.”

 

 

საკუთარი ტურისტული კომპანია რამდენიმე წლის წინ ირმასაც ჰქონდა: „ამბიციური ვიყავი, მეგონა, რომ ყველაფერი ზუსტად მქონდა გათვლილი და გამომივიდოდა, მაგრამ ცოტა ვიჩქარე, ერთი წელი ვიმუშავე. ახლა ვნანობ კიდეც, მაგრამ მაშინ საკმაო გამოცდილება არ მქონდა. შეცდომებზე არ ვწუხვარ, თუ არ შეცდი, ისე წინ ვერ წახვალ, საკუთარ შეცდომებზე როცა სწავლობ, უფრო ძლიერი ხდები.”
ყველაზე რთული პერიოდი ინგლისს უკავშირდება, როცა ჩვილი ბავშვით უცხო ქვეყანაში დამხმარეს გარეშე აღმოჩნდა: „მე და ჩემს მეუღლეს ენის შემსწავლელი კურსების გავლა გვინდოდა, რამდენიმე თვის დაქორწინებული ვიყავით, რომ წავედით. კოლეჯი დავამთავრე ინგლისში. ისე მოხდა, რომ იქ გამიჩნდა ჩემი პირველი შვილი, მარი. დიდი ბედნიერებაა დედობა, თუმცა როცა არავინ გეხმარება და ხარ მარტო ამდენი პრობლემის წინაშე, რთულია. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე კი მთელი დღე ბავშვთან მიწევდა ყოფნა მარტოს, ეს, რა თქმა უნდა, რთული იყო. თუმცა საზღვარგარეთ ცხოვრებამ მომცა დიდი გამოცდილება და განსხვავებული ხედვის უნარი.”

 

 

ყველაზე ფასეული ირმასთვის ოჯახია. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი მეუღლეა: „ჩემი პროფესიული წარმატება გარკვეულწილად მეუღლის დამსახურებაა, ის მე მხარს მიჭერდა, გულშემატკივრობდა. ჩემი მეუღლე დავითი, პროფესიით ეკონომისტია, ახლა თავის ბიზნესს უძღვება. სტუდენტი ვიყავი, როცა გავიცანი, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომაც ამ მხრივ პრეტენზიები ერთმანეთთან არ გვაქვს. ერთადერთი რასაც ვაკეთებ, ჩემს შვილებს ვეხმარები უცხო ენების მომზადებაში. ცოტა განაწყენებულები არიან ბავშვები, ძირითადად ბებია და ბაბუა ზრუნავს მათზე. ჩემს მეუღლეს დაჰყავს ბავშვები სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე. მარი 12 წლისაა, საბა – 9 წლის.”

 


ირმას 12 წლის ქალიშვილს მშობლების მაგალითი ხიბლავს, ის თავის დღიურში ბიზნესგეგმას ადგენს: „რასაც სახლში ვსაუბრობთ და გარჩევის საგანია, ბავშვები საგულდაგულოდ ისმენენ და ცდილობენ თავიანთი ბიზნესიდეების შემუშავებას. მარის ბავშვთა გასართობი ცენტრის გაკეთება სურს, ბიზნესგეგმაში კი ეწერა, რომ პირველ რიგში გამოკითხვას ჩაატარებდა და ასე გაიგებდა, თუ რა სურთ ბავშვებს, რადგანაც ზუსტად ის შეეთავაზებინა შემდგომ მათთვის. ძალიან მახარებს ჩემი შვილის ეს დამოკიდებულება და ასეთი მიდგომა. საბას სურდა არქიტექტორობა, ახლა კი უნდა გახდეს გამომგონებელი, ვკითხე, რა უნდა გამოიგონო-მეთქი? – კალამი, რომელიც თავისით წერსო. ეს სურვილი აქვს, იმიტომ, რომ წერა ეზარება, თუმცა რატომაც არა?! თუ უნდა რაღაცის გაკეთება, გააკეთოს. ყველა დიდ გამოგონებას სიცილით ხვდებოდნენ თავიდან. მე არ დავცინი, უბრალოდ, ვურჩიე ფურცელზე გადაიტანოს თავისი აზრები, შედეგ ისწრაფოს ამ იდეების განხორციელებისკენ. ჩემს შვილებს ვაძლევ თავისუფლებას, მათ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავად გააკეთონ არჩევანი და განვითარდნენ იმ კუთხით.” – ამბობს ირმა.

 

 

რაზე ოცნებობ? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდხანს ფიქრი არ სჭირდება. ოცნებობს დიდ სახლზე, ტერასითა და აუზით: „განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევ ეზოს. ლამაზი ეზო მინდა მქონდეს, ეზოში კი დიდი, ფუმფულა ძაღლი დარბოდეს. ძალიან მიყვარს ძაღლები. სახლში ახლაც გვყავს ინგლისური სეტერი, თუმცა ბინაში რთულია მოვლა და აივანზე უწევს ცხოვრება.” – ამბობს ირმა.

 

იყიდება ბინები ბათუმის ცენტრში [ფოტო]

იყიდება ბინები ბათუმის ყველაზე  ელიტარულ, მყუდრო და  ლამაზ  უბანში, მემედ აბაშიძის  54 (ყოფილი სტალინის ქუჩა). ზღვისპირა პარკიდან (ბათუმის ბულვარიდან), „შერატონიდან“ და 26 მაისის პარკიდან  200 მეტრში.

ეს არის დასრულებული  ელიტარული სახლი  ელიტარულ  უბანში.   ერთი სადარბაზო, დაცვის სამსახური, მუდმივი დენის წყაროთი (ავტონომიური გენერატორი) უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტების ლიფტი, მიწისქვეშა ავტოსადგომი, მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები, ტიხრები, ბინაში შეყვანილი  კომუნიკაციები (წყალი, გაზი, შუქი, ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი), გრანიტითა და მოზაიკით  მოპირკეთეთებული ეზო და სადარბაზო –  სახლი რომელიც  ბათუმის ისტორიულად  პრესტიჟულ უბანს ამშვენებს.

ერთი ბინის ფართი: 54-დან  270 კვადრატულამდე

ფასი: 800-დან  1700 $-მდე

საკონტაქტო ტელეფონი 577502200

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

 

 

სახელმწიფო ბრალმდებელი გიორგაძეს და კიდევ მასთან ერთად დაკავებული რევაზ ცეცხლაძეს ასევე ხულოგნობაში ადანაშაულებდა. პროკურორის ამ ბრალდებას განსასჯელებიც აღიარებდნენ. შესაბამისად მოსამართლემ დაკავებული ორ ახალგაზრდას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენის გამოცხადების დროს კი ასევე განმარტა, რომ მათ უფლება აქვთ შეწყალების მიღების თხოვნით განცხადება დაწერონ. 

 

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა. მის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში განსასჯელების ახლობლები და ადვოკატები ოვაციებითა  და ტაშით შეხვდნენ. 

“მესმის თქვენი, მაგრამ გთხოვთ ემოციები ისე გამოხატეთ ხელი არ შემიშალოთ”- უბრძანა მოსამართლემ დარბაზში მყოფებს.

 

მოსამართლემ საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ საქმეში არსებობდა მოწმეებისა და დაზარალებულების, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, თუმცა ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ბრალდებულის ხელში არ დაუნახიათ ცივი იარაღი, (დანა).

 საქმის მასალებით, ირკვევა რომ ქობულეთში, ერთ-ერთ რესტორანის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს დანით დაჭრეს ორი მოქალაქე. 

ორევე მათგანი ამბობს, რომ არ დაუნახიათ ვინ დაჭრა დანით.

მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი თენგიზ კახიძე იცავდა. საქმის პროკურორი კი რამაზ შავაძეა. 

 

 

10 000 ლარიანი კომპენსაცია მეწყერით დაზარალებულ ოჯახს

 

 

როგორც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, ამბობს ამ თანხით ცინცაძეების ოჯახმა ხის სახლი ისევ იმ ადგილას უნდა ააშენოს, სადაც ცხოვრობდა. მისივე განმარტებით ეს ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს და საცხოვრებლად საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ოქროპირიძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

ცინცაძეების ოჯახი ამჟამად მეზობელთან აფარებს თავს.

განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრალდებულები

 

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ხვალ 10:30 საათზე გამოაცხადებს განაჩენს.

 

განსასჯელები ხულიგნობის ბრალდებას აღიარებენ, განზრახ მკვლელობაში კი თავს უდანაშუალოდ მიიჩნევენ.

„მე ვერ დავიბრალებ იმას, რაც არ ჩამიდენია“, – უთხრა მოსამართლეს განსასჯელმა.

 

შემთხვევა ქობულეთში გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულმა გ.გ-მ განზრახ წინასწარი დაგეგმით ორი ადამიანი ცივი იარაღით, (დანით) დაჭრა.

 

შელაპარაკება ქობულეთში, ერთ-ერთ რესტორანში მუსიკის ჩართვის მოთხოვნით დაიწყო.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს ცივი იარაღი, ან მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაზარალებულები დაჭრეს და ასევე, მათი ჩვენებით (მოწმეების) ირკვევა, რომ ზუსტად არ იციან ვინ დაჭრა ისინი.

საბოლოოდ პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სთხოვა.

 

თენგიზ კახიძის, ერთ-ერთი  განსასჯელის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა კი, რომლითაც მოსამართლეს მიმართა ასეთი იყო: „ჩემი ათწლიანი საადვოკატო მოღვაწეობის პერიოდში ჩემდა საბედნიეროდ მრავალჯერ მქონია პატივი, რომ მიმეღო მონაწილეობა თქვენი თავმჯდომარეობით გამართულ სასამართლო სხდომებზე, რომლის პერიოდშიც შემიძლია გულწრფელად ვაღიარო, რომ მიმიღია როგორც იურისტს შინაგანი სიამოვნება, ვინაიდან თქვენ მაშინაც კი, როცა თითქმის შეუძლებელი იყო სასამართლოს მიერ შედარებით ჰუმანური გადაწყვეტილებების მიღება, მაშინაც კი ბედავდით და ახერხებდით  დაგეცვათ ბრალდებულის კონსტიტუციით მინიჭებული კანონიერი ინტერესი, რის საფუძველზეც იღებდით შედარებით სამართლიან ობიექტურ და ჰუმანურ ვერდიქტს.

 

 

და დღეს, როცა უფლის ნებით ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლიანი სასამართლოს რეალობა, დღეს როცა მართლაც სასამართლო ხელისუფლებას მიეცა სრული თავისუფლება განაჩენის მიღების შემთხვევაში, მე როგორც რიგით მოქალაქეს და თქვენს კოლეგას ღრმად მჯერავს, რომ თქვენი ღირსების მიერ არ იქნება ნაღალატევი ის თქვენთვის.

 

 

ჩვეული სამართლიანობის ტრადიცია და ამ შემთხვევაშიც თქვენი მესვეურობით იზეიმებს სამართალი. ამ სიტყვებს ვაცხადებ ყოველგვარი მლიქვნელობისა და პირფერობის გარეშე. ბრალდებულის ოჯახისა და ნათესავების, აქ დამსწრე საზოგადოების სახელით თავს ვაძლევს უფლებას წინასწარ გადაგიხადოთ  მადლობა სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენის მიღებისთვის.

ამ სიტყვებს გეფიცებით  ჩემს ოჯახს, ვაცხადებ გულწრფელად. უფალი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“. 

 

გუგა ღვინიაშვილი კავკასიის ჩემპიონი გახდა

 

ჩემპიონატში კავკასიის ქვეყნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში სულ 150-დან 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აჭარიდან სამი სპორტსმენი იყო წასული, რომელთაგან მხოლოდ ერთმა მოახერხა საპრიზო ადგილის მოპოვება.

 

 გუგა ღვინიაშვილი 10 წელია რაც  ამ სპორტის სახეობით არის დაკავებული. მაისისთვის კი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

 

გუგა ღვინიაშვილი

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ

 

მალხაზ დიასამიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  სამი დღის წინ დააკავა. მას ბრალად ედება თაღლითობა და   თანხის მითვისება. 

 

მალხაზ დიასამიძეს 2013 წელს ციტრუსის მოსავლისათვის გამოყოფილი სახელწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით ედავებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“

 

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების კრებულია, რომელიც მკითხველს ძველ, საუკუნის წინანდელ ბათუმში აბრუნებს. სტატიები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს. 

 

გაზეთ „ბათუმელების“ გამოწერა შესაძლებელია თბილისშიც. წიგნი არ იყიდება. ის გადაეცემა მხოლოდ „ბათუმელების“ მკითხველს. 

 

აქციის პირობები

მოგვწერეთ ელფოსტაზე: travelinoldbatumi@gmail.com თქვენი სახელი, გვარი და მისამართი, სადაც გსურთ, რომ მიიღოთ გაზეთი. 

 

 

წინასწარ გადაიხადეთ გაზეთის წლიური ხელმოწერის საფასური – 50 ლარი

 

საბანკო რეკვიზიტები: 
მიმღები: შპს გაზეთი ბათუმელები 
ბანკი: სს პროკრედიტ ბანკი 
ბანკის კოდი: MIBGGE22 
ანგარიშის #: GE45PC0033600100047778 
დანიშნულება: ,,ბათუმელების ‘’ ხელმოწერა – აქცია #1
თანხა: 50 ლარი 

 

გაზეთის გამოწერის შემდეგ სახლში მიიღებთ წიგნს „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ და მთელი წლის მანძილზე, ყოველ ორშაბათს „ბათუმელები“ თქვენთვის ინფორმაციის სანდო წყარო იქნება. 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი #48
ტელ: (0422) 27 03 59 
მობ: 577 45 63 36; 599 14 92 06 
ელფოსტა: travelinoldbatumi@gmail.com

 

კოლონადებთან ახალ ფილებს 342 332 ლარად დააგებენ

 

 შესყიდვების მასალების მიხედვით, კოლონადების მოზაიკას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, სასტუმრო „ინტურისტის“ გასწვრივ არსებულ სავალ ნაწილზე კი ბუნებრივი გრანიტის ფილები დაიგება.  „ბათუმის ბულვარმა“ ტენდერი 2014 წლის 30 იანვარს გამოაცხადა.

 

  

„ქვაფენილის შეცვლა იმიტომ დაიგეგმა, რომ მოზაიკა  დამტვრეული იყო და წყალი დგებოდა. თვითონ კოლონადების იერსახე არ შეიცვლება, რადგან ისტორიული ძეგლია,  რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მხოლოდ“- აცხადებს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი გურამ ჩიქოვანი.

 

 

მისივე ინფორმაციით, წელს გრანიტის ქვაფენილი ბულვარის ყველა ცენტრალურ შესასვლელში  უნდა დაიგოს.  მათ შორის: დუმბაძის, თავდადებულისა და 26 მაისის ქუჩების დასაწყისში. „გაკეთდება სანიაღვრე სისტემებიც“.

 

„ბათუმის ბულვარსა“ და კომპანია „მონოლითი 2005“-ს  შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები  2014 წლის 9 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

 

ბათუმის კოლონადები 1934 წელსაა აგებული და წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.  

 

კოლონადების ირგვლიც გრანიტის ქვაფენილი დაიგება

კოლხი ქალის სამკაულები ოქროს ფონდიდან

მე და არქეოლოგი თამარ ფარტენაძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდში კოლხი ქალის ოქროს სამკაულებს ვათვალიერებთ. მინის კარადაში დალაგებულ ნივთებს რამდენიმე სანტიმეტრი და დაახლოებით 17 საუკუნე გვაშორებს. ვცდილობთ გამოვიცნოთ, როგორ ცხოვრობდა და ვინ იყო ქალი, რომლის სამკაულებიც 2005 წელს, ფიჭვნარში იპოვეს არქეოლოგებმა ახ. წ. აღ. დათართებულ სამარხში.

თამარი მიამბობს, რომ ფიჭვნარში არქეოლოგები სამარხებში ძირითადად იმ ნივთებს პოულობენ, რაც გარდაცვლილს ჩაატანეს ოჯახის წევრებმა „იმ ქვეყანაში“ წასაღებად. ფიჭვნარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო სამარხში სხვა არაფერი რჩება, თუმცა ასეთ სამარხებსაც შეუძლიათ ამბების მოყოლა. არქეოლოგებს მათი ესმით.

„ბეჭედი მცირე ზომისაა, შეიძლება ახალგაზრდა ქალი იყო, ან გოგონა. რადგან ოქრო ჩაატანეს სიკვდილის შემდეგ, მის სოციალურ სტატუსზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა დიდგვაროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსი უფრო მაღალი იყო, რადგან ამ პერიოდის სხვა სამარხებში ოქრო არ გვხვდება.

მის გემოვნებაზეც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, სამკაულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონია, საყურე მინის თვლებითაა შემკული, ბეჭედი კი ძალიან კარგი ნამუშევარია, ნებისმიერი ქალი არც ახლა არ იტყვის უარს ამ სამკაულებზე, ოქროს ფონდში შემოსული ბევრი დამთვალიერებელი აქცევს ამ სამკაულებს ყურადღებას“,  –  მიამბობს თამარი.

კოლხი ქალის  საყურეებსა და ბეჭედს ანალოგიც მოეპოვება, მსგავსი სამკაულები არქეოლოგებმა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, ურბნისის ნაქალაქარში და ქართლის პიტიახშების რეზიდენციად ცნობილ არმაზისხევში იპოვეს და კიდევ უფრო შორს, უნგრეთში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? თამუნა მიხსნის, რომ ეს ზუსტი ასლები არ არის და შეუძლებელია იყოს, რადგან ამ პერიოდში დამზადებული თითოეული ნივთი უნიკალურია, ოქრომჭედლები მათ ხელით, სათითაოდ ამზადებდნენ. თუმცა ეს მსგავსება იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციები იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო „მოდაში“ მაშინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა არქეოლოგებს იმის დადგენაში ეხმარება, რომელ საუკუნეში იყო დამზადებული ესა თუ ის ნივთი თუ სამკაული, რადგან ყველა მათგანი ატარებს ინფორმაციას, იმ საუკუნის ნიშნებს, რა დროსაც ის დაამზადეს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუასაუკუნეებზე ვსაუბრობთ“, –  მეუბნება თამარი, „და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადრე შუასაუკუნეების სამარხში ოქრო აღმოჩნდა, ამ პერიოდის სამარხებში ძირითადად თიხის ნივთები გვხვდება, ერთგან რკინის ცულიც იყო. ეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია, ახალი სოციალური წყობა, ფეოდალური ხანა დაიწყო, ქრისტიანობა სულ უფრო ვრცელდება… ამ პერიოდის სამარხების აღმოჩენა ფიჭვნარში იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ჩავარდნის შემდეგ, მოსახლეობა აქ ისევ გამოჩნდა და ცხოვრება ფიჭვნარში ისევ გამოცოცხლდა. ამის მაგალითია ადრე შუასაუკუნოვანი სამარხების აღმოჩენა.“

კოლხი ქალის სამკაულებზე საუბარს ვასრულებთ და სხვა ნივთებს ვათვალიერებთ. ოქროს ფონდში ყველაზე ძველი ნივთი ძვ.წ.მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით თარიღდება. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, ამ ისტორიის უკან ადამიანები დგანან, მდიდარი კოლხები, ელინები, რომლებიც ოცი და მეტი საუკუნის წინ ფიჭვნარში ცხოვრობდნენ და თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს „იმ ქვეყანაში“  წასაღებად ნივთებს საფლავებში ატანდნენ. ასე იქმნებოდა ფიჭვნარში სხვადასხვა საუკუნის ნეკროპოლები, გარდაცვლილების ქალაქები, სამაროვნები, რომლებიც ახლაც, ათეულობით საუკუნის შემდეგ, ყვებიან ამბებს.

„ფიჭვნარში არის ძველი წელთაღრიცხვის კოლხური, ბერძნული და ელინისტური სამაროვნები. აქ ბერძნები და კოლხები ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან მტრული კი არა, მეზობლური ურთიერთობა რომ ჰქონდათ, ამაზეც მათი სამარხები მეტყველებს, ხშირად ბერძნულ სამარხებში ვპოულობთ კოლხურ ნივთებს და პირიქით. ანუ  მათ შორის მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური კავშირი იყო“, –  მიხსნის თამარი.

საუკუნეების წინ საფლავებში ჩატანებული ოქრო ახლაც ძვირად ფასობს და „ცოცხლობს“ არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. არქეოლოგიურ მუზეუმში მიამბობენ, როგორ აღმოაჩინა სოფელ კაბანდიბში მცხოვრებმა ოქროს სამკაულები, სახელმწიფოს ჩააბარა საკმაოდ სოლიდურ თანხად და ამ ალბათ  ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო. მიამბობენ გონიოს განძზეც, რომელიც 1974 წელს  გზის გაყვანისას, შემთხვევით აღმოაჩინეს და კიდევ სხვა ამბებზეც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში

 

მ.გ.-ს საქმე

2013 წლის 10 დეკემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულ მ.გ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 7 დეკემბრის საღამოს დაწესებულების თანამშრომელთან მოუვიდა უმნიშვნელო შელაპარაკება. ამ ფაქტიდან 5 წუთში ხსენებულმა თანამშრომელმა მ.გ.-ს უთხრა, რომ უფროსი ეძახდა და გაიყვანა საკნიდან. მსჯავრდებული შეიყვანა ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ დაწესებულების დირექტორი, მისი ორი მოადგილე და სხვა თანამშრომლები. მ.გ.-ს ჰკითხეს, თუ რატომ შეაგინა თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მისი ცემა. მსჯავრდებულის გადმოცემით, ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გაიყვანეს ოთახიდან და წაიყვანეს საკნის მიმართულებით. დერეფანში გავლის დროს მ.გ.-მ სხვა საკნებში მყოფ მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ის ცემეს. მ.გ. დააბრუნეს ოთახში, დაადეს ხელბორკილები და განმეორებით ცემეს. პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი.

2013 წლის 11 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ მ.გ.-ს ადვოკატის განცხადების საფუძველზე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა.

 

დ.ბ.-ს საქმე

2013 წლის 30 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს დ.ბ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 25 სექტემბერს დაწესებულების თანამშრომელმა მოტყუებით გამოიყვანა საკნიდან, რის შემდეგაც დირექტორის მოადგილემ, რეჟიმის განყოფილების უფროსმა და ცვლის უფროსმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს A კორპუსის სამარტოო საკანში. დ.ბ.-ს გადმოცემით, სამარტოო საკანში შეყვანისას მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის განმარტებით, დაწესებულების დირექტორის მოადგილემ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში. დ.ბ.-ს თქმით, დაწესებულების თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში ბორკილდადებული დატოვეს სამარტოო საკანში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დ.ბ.-სთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმის ასლი შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 11 ნოემბრის №13/6703 წერილით გვეცნობა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №073250913005 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არ დაწყებულა.

 

 ი.მ.-ს საქმე

2013 წლის 11 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ი.მ.-ს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2013 წლის 5 აპრილს იგი გადაიყვანეს №6 დაწესებულებიდან №7 დაწესებულებაში, სადაც მიღებისას დაწესებულების დირექტორის მოადგილემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა.

 

ი.მ.-ს გადმოცემით, ის მოათავსეს დაწესებულების №7 საკანში, სადაც მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მიიყენა თვითდაზიანება. მისი თქმით, დაახლოებით სამი საათის შემდეგ გადაიყვანეს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაუმუშავეს ჭრილობები და დააბრუნეს №7 დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულის განმარტებით, დაწესებულებაში დაბრუნებისას მას დახვდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და დაწესებულების დირექტორი. მათ ჰკითხეს    მსჯავრდებულს დაზიანებების მიყენების საფუძველი. ი.მ.-ს თქმით, მან მოუთხრო თანამშრომლებს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე და განუმარტა, რომ თუ ისევ დაწესებულებაში შეიყვანდნენ, კვლავ მიიყენებდა თვითდაზიანებებს ან თავს მოიკლავდა.

 

ი.მ.-ს გადმოცემით, იგი შეასახლეს №3 საკანში, სადაც მასთან ერთად დილამდე იმყოფებოდნენ №7 დაწესებულების თანამშრომლები, რათა არ მიეყენებინა თვითდაზიანება. მსჯავრდებულის განმარტებით, დილის საათებში მასთან კვლავ შევიდა დირექტორის მოადგილე გია, რომელიც მას კვლავ დაემუქრა, „აქ ამოგძვრება სულიო“. ი.მ.-ს თქმით, იგი იძულებული გახდა კვლავ მიეყენებინა თვითდაზიანება ქვედა კიდურებზე, რის შემდეგაც დაწესებულების დირექტორმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, „გაგაფუჭებო“. ასევე უთხრა, რომ №7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს დასჯიდა მის გამო და შემდგომ მას უნდა გაეცა აღნიშნული მსჯავრდებულებისთვის პასუხი. მსჯავრდებულის გადმოცემით, ამის შემდეგ მან ყელის არეში მიიყენა თვითდაზიანებები. მსჯავრდებული აცხადებდა, რომ თავს არ გრძნობდა უსაფრთხოდ.

 

მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 აპრილის №13/43210 წერილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0732220413003 საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

 

უჩა ნანუაშვილი

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

SONY DSC

ამ მიმართულებით სწავლებასა და კვლევას ტრადიციულად ემსახურება ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები. ფაკულტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური სისტემების, შავი ზღვის ეკოქიმიური მონიტორინგის, გენეტიკური პოპულაციების კვლევისა და სწავლების თვალსაზრისით.

საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის  მიმართულებას ირჩევს ადამიანი, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა აინტერესებს, მოგზაურობა ხიბლავს ან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ყოფნის სურვილი აქვს.

თითქმის ყველა საბუნებისმეტყველო დარგი ექსპერიმენტულია და აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვანი წილი პრაქტიკულ კურსებს უკავია. ბიოლოგიისა და ქიმიის სასწავლო კურსების ათვისება ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ ლაბორატორიულ კვლევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ნაწილი კი უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში და რეგიონში მოქმედ სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში სრულდება, რომლებთანაც ფაკულტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები.

გეოგრაფიის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობების დაუფლება მოგზაურობის გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს საველე პრაქტიკებსა და ექსპედიციებს. შავი ზღვის პრობლემების შესწავლის მიზნით ტარდება პრაქტიკები შავი ზღვის აკვატორიაში გასვლით.

მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის სპეციალობების სტუდენტები დარგობრივ კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს საუნივერსიტეტო კლინიკებში იძენენ. ფაკულტეტზე შეიქმნა სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, პრაქტიკული უნარ-ჩვევები მულაჟებისა და სიმულაციების მეთოდების გამოყენებით ჩამოუყალიბდეთ. ჯანდაცვის მიმართულებით კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ სწავლა გააგრძელონ ფაკულტეტზე მოქმედ სარეზიდენტო პროგრამებზე სხვადასხვა სპეციალობით.

წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სახის სახელობითი სტიპენდიით.

საინტერესოა ფაკულტეტზე სტუდენტური ცხოვრება. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობით. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესებში, მონაწილეობენ სკოლა–სემინარების, საზაფხულო სკოლების, ვორკ-შოპების, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, გარემოსდაცვით ღონისძიებებში, შემეცნებით, კულტურულ და სოციალურ პროგრამებში. ეწყობა გამოფენები. სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, სტუდენტურ გამოკითხვებში, აფიქსირებენ სურვილებსა და მოლოდინებს.

ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები გაცვლითი პროგრამებით იმყოფებიან საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში (ნორვეგიაში, თურქეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უკრაინაში).

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ფაკულტეტს ჰყავს წარმომადგენლები უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარმომადგენლობით საბჭოში. სტუდენტები მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში. ეწყობა ექსკურსიები და დებატები. დაინერგა საზღვარგარეთის უნივერსიტეტების პროფილურ საზაფხულო სკოლებში სტუდენტების მონაწილეობა.

როგორც ჯანდაცვის, ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულების  სპეციალობათა   კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან:

სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში, ბოტანიკურ ბაღებში, აკვარიუმში, დელფინარიუმში, ზოოპარკში, ბუნების დაცვის ორგანიზაციებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებში, წარმოება-დაწესებულებების ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურებში, ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურებში,  სამედიცინო კლინიკებში, აფთიაქებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, პროფილაქტიკური მედიცინის მიმართულებით, საბაჟო-საკარანტინო სამსახურებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კომპეტენციები აღიარებულია უცხოეთშიც. ისინი პროფილის შესაბამისად დასაქმებული არიან უკრაინაში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთში, გაერთიანებულ ემირატებში.

“ვისაც არ ვიცნობ, იტყვიან: ერთი უჟმური გოგოაო”

 

 

 

„ჩემ თავს მუსიკოსს ვერ ვუწოდებ, მუსიკოსი ბევრად მეტია, ის რაღაც ახალს ქმნის, მე კი ჯერ ისეთი არაფერი შემიქმნია. ქავერ შემსრულებელი ვარ, სიმღერის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ალტერნატიული როკი მომწონს, ბევრს ვერ წარმოვუდგენივარ როკშემსრულებლად, ალბათ ჩემი გარეგნობის გამო, თუმცა ეს ისაა, რისი შესრულებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. თავად “ბითლზების” ფანი ვარ, ჩემთვის მათი მუსიკა ყველაფერია. მეუბნებიან, რომ კონკურსებში უნდა მივიღო მონაწილეობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ, ჯერ გავლენების ქვეშ ვარ, ერთადერთი ხმის ტემბრი მომწონს ჩემი, სხვა ყველაფერში დახვეწა მჭირდება, მუსიკას ინდივიდუალიზმი უყვარს.” – ამბობს მარიამ ქიქავა.

 

დიდი ხანია ეძებს პასუხს კითხვაზე, “ვინ ვარ?” ფიქრობს, რომ ბევრნაირი მარიამი არსებობს, ამბობს, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესშია. საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ უყვარს, ამის გამო ბევრი მეგობარი არ ჰყავს, უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ლაპარაობს: „იმათ რომ ჰკითხოთ ჩემზე, ვისაც არ ვიცნობ ახლოს, გეტყვიან: მარიამი ერთი უჟმური გოგოაო. ამაყი ვარ და საკუთარი თავიც ძალიან მიყვარს, იმისთვის, რომ განვვითარდე მუდმივად სიახლეებს ვეძებ, ყველა აქტივობაში ვერთვები, რომლის შესახებაც ვგებულობ, ყველაფრიდან მაქსიმალურის მიღება მინდა.” – ამბობს მარიამი.

 

ექვსი წლის იყო, როცა მხატვრულ ტანვარჯიშში აჭარის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა: „თერთმეტი წელი დავდიოდი მხატვრულ ტანვარჯიშში, თუმცა მერე უარის თქმა მომიწია. სპორტს რომ გაყვე, სხვა არაფერი აღარ უნდა აკეთო, დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ფრენბურთზე მაინც დავდივარ. სკოლის პერიოდში მუსიკაზეც დავდიოდი, საფორტეპიანო სკოლა დავამთავრე, ამას გარდა – ცეკვაზეც. ბათუმში იყო პერიოდი, როცა ყველა მხარზე გიტარაგადაკიდებული დადიოდა, მეც მომინდა, პრაქტიკულია გიტარა, შეგიძლია კონკურსებზეც წაიღო.”

 


მის ცხოვრებას მაინც ორ ეტაპად ჰყოფს, სკოლამდელი და სკოლის შემდეგ: „სკოლის პერიოდში ჩაკეტილი ვიყავი, რამეში რომ მიმეღო მონაწილეობა, უნდა გებიძგა, ჩემი ჩაკეტილობის მიზეზი სათვალე იყო, სათვალის გამო არ უნდა მერბინა, ხეზე არ უნდა ავსულიყავი, იყო ქილიკიც… დედა მეუბნებოდა, რომ ამაზე არ უნდა მედარდა. რა თქმა უნდა, ახლა არ ვფიქრობ, რომ სათვალე მაუშნოებს, პირიქით.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა, ავდექი და თმები შევიჭერი ბიჭურად. მერე ვცდილობდი ხასიათის ცვლილებასაც, მგონი გამომივიდა.” – გვიყვება მარიამი.

 


მარიამი წყნეთში არსებულ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში ლიდერად მუშაობს, მანამდე ფრანგულის ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ლონდონში წავიდა, სადაც ოცნება აისრულა – “სტოუნჰენჯი” ნახა: „ფრანგული სკოლა მაქვს დამთავრებული, ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ გამარჯვებულები წყნეთში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში წაგვიყვანეს. 150 ბავშვიდან ათი შეგვარჩიეს, სამი კი, ლონდონში გაგვიშვეს. საოცარი ისტორიები გადაგვხდა, სტოუნჰენჯში გადავწყვიტეთ წასვლა, ავტობუსის ბილეთი ავიღეთ და წავედით, აღმოჩნდა, რომ იქამდე მისასვლელად თანხის დამატება იყო საჭირო, ჩვენ ვიფიქრეთ ახლოს იქნება, ფეხითაც გავალთო, მაგისტრალზე მივდიოდით ფეხით, გზას კი დასასრული არ ჰქონდა. სამი საათის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურს მივადექით, სადაც გვითხრეს, ფეხით სად მიდიხართ. ოთხი საათის გზააო, ავტოსტოპით გაგვიჩერეს მანქანა, ჩვენ გვეშინოდა, ავტოსტოპზე იმდენი საშინელი ფილმი გვქონდა ნანახი. პოლონელი ბიჭი იყო მძღოლი, მიგვიყვანა, დაგველოდა, ჩვენთან ერთად პირველად მოინახულა სტოუნჰენჯი, მერე უკან წამოგვიყვანა.”

 


მარიამის მომავალი გეგმები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება, მომავალი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ამ მხრივ ბევრი პრობლემა დღემდე აქტუალურია: „უკვე ვმუშაობ ამ მხრივ, საქველმოქმედო კონცერტებში ვმონაწილეობ, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კლუბის ხელმძღვანელი ვარ, 21 მარტს დაუნის სინდრომით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა, ვაპირებთ ამ ბავშვებს ვესტუმროთ და მათთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. სამწუხაროდ, ნაკლები სპეციალისტი გვყავს ამ სფეროში. მინდა ღრმად შევისწავლო ამ ბავშვების პრობლემები. გაცვლით პროგრამაში ვმონაწილეობ, სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ვფიქრობ, საბუთები უკვე შევიტანე, ამ მხრივ უფრო დიდი გეგმები მაქვს, სარეაბილიტაციო სკოლის დაარსებაც მინდა.”

 

ტურიზმის ფაკულტეტი – მიღწევები და გამოწვევები

ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება.

შემუშავდა და დაინერგა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი „ტურიზმის“ საბაკალავრო და „სასტუმრო საქმისწარმოების“ პროფესიული პროგრამები, სწავლება დაიწყო თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებში.

ტურიზმის ფაკულტეტი ინტენსიურად მუშაობს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის გაფართოებისათვის. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს და გაცვლით პროგრამებს ახორციელებს შვერინის (გერმანია), ტელემარკის (ნორვეგია) და ებერსვალდის (გერმანია) უნივერსიტეტებთან, ჰამბურგის ევროპის ბიზნესკოლეჯთან (გერმანია).

გაცვლითი პროგრამებით შესაძლებელი გახდა სწავლების ხარისხის ამაღლება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. საგანმანათლებლო პროგრამები მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.  მოწვეული გვყავს და ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან ტურიზმის უცხოელი ექსპერტები.

სერიოზული პრეტენზია გვაქვს ვიყოთ პირველები. ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ ტრანსფერული ცოდნა, რათა შეძლონ საზღვარგარეთის ქვეყნებში თავიანთი სპეციალობით დასაქმება.

აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ მომზადდეს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. კერძოდ, გამოიყენება თანამედროვე მენეჯმენტის სისტემა. ტურიზმის ფაკულტეტმა სასტუმროს მენეჯმენტის მაღალხარისხოვნად სწავლებისათვის შეიძინა სასტუმროს მართვის პროგრამა „Opera“. ამ სისტემით სარგებლობენ სასტუმროების ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: „Sheraton“, „Radisson“, „Hilton“ და სხვა.

ვასწავლით რესტორნის მენეჯმენტის პროგრამულ სისტემას „Micros“. ფაკულტეტზე მოქმედებს ტურისტული სააგენტო „UNItour“ -ი, სტუდენტებს ადგილზე შეუძლიათ დაეუფლონ ტუროპერეიტინგს.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ფაკულტეტი არსებობის მხოლოდ სამ წელს ითვლის,  ის ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია საქართველოში.

ტურიზმის ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს:

ტურიზმის ფაკულტეტის 43-მა სტუდენტმა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა გაიარა მიუნხენის, ბერლინის და კუნძულ უზედომის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში.

ტურიზმის ფაკულტეტის 9 პროფესორ-მასწავლებელმა სტაჟირება გაიარა ბერლინისა და ნორვეგიის უნივერსიტეტებში.

ტურიზმის ფაკულტეტის 27 სტუდენტი სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ნორვეგიის, გერმანიის, პოლონეთისა და თურქეთის უნივერსიტეტებში.

 ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი~, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ტურიზმის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ სამთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარონ გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში.

 ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების უმრავლესობა წარმატებით საქმიანობს  ცნობილ საერთაშორისო კომპანიებში.

 ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი ზაფხულში ახლაგახსნილ სასტუმრო „Hilton“ – ში დასაქმდებიან.

გერმანელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ინგლისურენოვანი „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს რამდენიმე სემესტრი უცხოეთში ისწავლონ.

ფაკულტეტი აგრძელებს ინოვაციურ საქმიანობას და მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს სტუდენტებისათვის მიმზიდველი სასწავლო გარემო.

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი მერიას არ დაუთვლია

 

ბათუმში ზამთრის განმავლობაში შტორმი რამდენჯერმე განმეორდა. პირველი შტორმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ბულვარის მიმდებარე ზოლი. მოიშალა ველობილიკები და კომუნიკაცია. ექვსბალიანი შტორმი ქალაქის სანაპიროზე გუშინაც განმეორდა. 

 

„შტორმის შედეგად მატერიალური ზარალი ქალაქს არ მიუღია, ანუ სახლების სახურავი არ ამძვრალა, გამწმენდ ნაგებობასთან დანგრეული რაც არის, ის არ მომატებულა, ქუჩა არ დაზიანებულა და ა.შ.  ანუ მერიას რაც ეხება, იქ არაფერი არ მომხდარა. ბულვარი ეკონომიკის სამინისტროსია, თუმცა ზარალს მერია ითვლის კომპეტენციის ფარგლებში“, – აცხადებს ბათუმის მერის მოადგილე დავით ლეკვეიშვილი. 

 

მერის მოადგილე ამბობს, რომ შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი დღემდე დათვლილი არ არის:  „დაინიშნება ექსპერტიზა და იმის მიხედვით დაითვლება ზუსტი თანხა. გამაგრების დროსაც, ალბათ, რაღაც ნაწილი კიდევ დაზიანდება“. 

 

 

შტორმის შედეგები ბათუმის ბულვარში

როგორ ესმით ლიბერალიზმი საქართველოში

ვინ არის ლიბერალი და საქართველოში ვინ ჰგონიათ ლიბერალი?

ლიბერალია ადამიანი, ვისთვისაც პოლიტიკურად ყველაზე ღირებული პრიორიტეტებია სამართლიანობა, თავისუფლება, ისეთი პოლიტიკური წყობის მიღწევა, სადაც ძალაუფლება დაყოფილია და მას აკონტროლებენ. ლიბერალს სწამს პროგრესის და რეფორმის აუცილებლობის. თუმცა, უშუალოდ ლიბერალიზმის შიგნით სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოძრაობას უარსებია. მათ შორის ყოფილა ლიბერალური ანუ სამოქალაქო ნაციონალიზმი, ქრისტიანული ლიბერალიზმი, სოციალური ლიბერალიზმი, ისე როგორც ნეოლიბერალიზმი. ერთი ნებისმიერი ადამიანის ლიბერალიზმი შესაძლოა ამ და სხვა სააზროვნო ტრადიციების მიჯნაზე იდგეს, ან მათი ასპექტების კომბინაციას წარმოადგენდეს. მოკლედ, ლიბერალიზმი არ არის ერთი უნიფორმული და მონოლითური იდეოლოგია – არსებობს მისი სხვადასხვა მიმართულება და სააზროვნო ტრადიციები. მაგალითად, ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით, ნეოლიბერალი და სოციალური ლიბერალი განსხვავებული სახის სახელმწიფოებს უჭერენ მხარს.

რატომ ლანძღავენ საქართველოში ლიბერალებს და როდის გააქტიურდა ეს პროცესი?

ლიბერალებს ხშირად იმის გამო ლანძღავენ, რომ მათ ქართული ეკლესიის მტრად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ლიბერალიზმი არ გულისხმობს ეკლესიასთან თუ რწმენასთან ბრძოლას, ლიბერალურ საქართველოში ეკლესიასაც ისევე ექნება არსებობისა და საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს თუ სამოქალაქო გაერთიანებას. ლიბერალიზმი არც „სამშობლოს ღალატს“ გულისხმობს. მსგავსი აზრები მხოლოდ ყველაზე უმეცარ წარმოსახვაში შეიძლება დაიბადოს, რომელიც მითებით საზრდოობს.

ლიბერალიზმი მიზნად ისახავს შექმნას საერთო სივრცე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება გარანტირებული სამართალი, თავისუფლება და მოქალაქეობრივი უფლებები. სრულიად აბსურდულია მოსაზრება, რომ ლიბერალური სახელმწიფოს შენების პროცესი ვიღაცის განადგურებაზე ან დაკნინებაზე უნდა იდგეს. პირიქით, საუბარი გვაქვს ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც ყველა მშვიდობიანად ითანაცხოვრებს და გარანტირებული ექნება საკუთარი უფლებები, მათ შორის რწმენის თავისუფლება.

ასეთი კანონიერი და თავისუფალი სივრცის შექმნის პროცესში ადამიანის მახასიათებლებს თუ მის მიკუთვნებულობას რომელიმე ინსტიტუტისადმი, აზრი სულაც არ აქვს, რადგან ეს სივრცე საერთო მოხმარებისთვის იგება და ის ყველასია. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ შეეწინააღმდეგოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კურსს, განსაკუთრებით კი საყოველთაო სამართლისა და თავისუფლების დაცვასა და გამტკიცებას, ეს უკვე მისი ინდივიდუალური პრობლემა იქნება, როგორც მოქალაქისა. ცხადია, ლიბერალური სახელმწიფოს ხიბლი იმაშია, რომ ის ყოველთვის პატივს სცემს არჩევანს; მათ შორის არჩევანს – იყო თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფოს მტერი.

რატომ გახდა საქართველოში ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა?

ამის მიზეზი ზოგადი უცოდინარობაა, რომლის მსხვერპლიც მარტო ლიბერალიზმი არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია მითებისა და ჭორების სიყვარული და მათთან მარტივად დანებება. ეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი სისუსტეა. როგორც ცნობილია, ამ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ამხნევებს დეზინფორმაციული მედია, რომელსაც ქვეყნის, თითოეული მოქალაქის წინაშე სერიოზული ბრალი მიუძღვის. ეს არის „ასავალ-დასავალი“, რომელიც ყოველდღიურად წამლავს კოლექტიურ გონს.

<სტრონგ>ყველაზე ცნობილი ქართველი ლიბერალი – ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად გამოაცხადა. რატომ ხდება, რომ ლიბერალი ილია, რომელსაც თავის დროზე სწორედ ლიბერალობისთვის ლანძღავდნენ, შემდეგ წმინდანი გახდა, დღეს კი ლიბერალობა ისევ სალანძღავი სიტყვაა, ანუ ილიას ფასეულობები ისევ მიუღებელია?

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე შესანიშნავი მაგალითია გაქვავებული დროის. ქართული წარმოსახვა ყველაზე მეტად ამ გაქვავებულ დროში ცხოვრობს, ერთგვარი ადამური ბრწყინვალების ეპოქაში, ბიბლიურ მითოსში. ეს ის წარსულია, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც საქართველო ყველაფერია, რაც ის სინამდვილეში არ არის და, დიდი ალბათობით, არც არასდროს ყოფილა. ამ სამყაროში დრო არ მოქმედებს, იქ მუდმივი აწმყოა, სადაც გამოუკეტავთ გმირები, „დიადი ქართველები“, ათასობით წმინდანი. აქ ყოფნას, სამწუხაროდ, ალბათ ბევრი ჩვენგანიც ლამობს.

ილია ჭავჭავაძეც იმ დროში არის გამწესებული. სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძე ამქვეყნიური ადამიანი იყო, მოქალაქე. მის ნაწერებშიც და ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად აქტიური ცხოვრების კლასიკური იდეალი ჩანს. ეს ქმედების რეჟიმია, შემეცნების, განვითარების, წინსვლის. ვფიქრობ, ილიას ასეთი საქართველო სურდა: ქმედითი, მღვიძარე, მჩქეფარე. რატომღაც მგონია, რომ ილიას ძალიან გაახარებდა დღეს თუ ვინმე მოისურვებდა მისი ნაწერები გაეაზრებინა. სამწუხაროდ, დღეს ილიას ქვეყანა კვლავ მძინარე და ინერტულია, თავად ილია კი ხატად არის გადაქცეული და გაყინულ დროში გამწესებული.

რამდენად ობიექტურია მოსაზრება, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი არის „ტოტალიტარული“, რომ ლიბერალებიც ისეთივე რადიკალები არიან დღეს, როგორც, ვთქვათ, ფუნდამენტალისტი მორწმუნეები?

მსგავსი მოსაზრება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ადამიანს გაუჩნდეს, ვისაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს არც ლიბერალიზმისა და არც ტოტალიტარული აზროვნების შესახებ.

ცნობილი ქართველი მწერლები წერდნენ, რომ ლიბერალიზმი მიიჩნეოდა კომუნისტური იდეოლოგიის მტრად. ლიბერალიზმის მტრებს ახლა სძულთ დასავლური ღირებულებები: ისინი ლიბერალებს უწოდებენ „ლიბერასტებს“, ათეისტებს და ა. შ. ეს საბჭოთა იდეოლოგიის გაგრძელებაა?

ჩვენ გვქონდა აზროვნების ტრადიცია, სადაც თავისუფლებისა და მოქალაქეობის იდეა დომინანტური იყო. სწორედ ამის ნიმუშია ჯავახიშვილის, ჭავჭავაძისა და მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ნაწერები. შეიძლება თუ არა ეწოდოს მათ ნაწერებში არსებულ იდეებს კონკრეტული ტრადიცია, ეს შემდგომი კვლევის საგანია. მაგრამ, ახლაც ცხადია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ თავისუფლებისა და მოქალაქეობის სრულიად კონკრეტული იდეები. ეს იდეები კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც შემდგომში საბჭოთა კავშირი, დღეს კი მისი მემკვიდრეები ქადაგებენ. თავისუფალი აზროვნების ტრადიცია საბჭოთა კავშირმა ფიზიკურად ჩაკლა, ამ ტრადიციაში მოღვაწე ავტორების განადგურებითა და 70-წლიანი სრულიად დამაჩლუნგებელი პრაქტიკით, რომელმაც მოქალაქის ნაცვლად მონა შექმნა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, არსებობდა მონა, რომელსაც ბატონები სჭირდებოდა. ბატონის როლი საქართველოში ეკლესიამ იტვირთა, რომელიც დღემდე ენერგიულად განაგრძობს საქართველოს მოქალაქეებზე ინტელექტუალურ ტერორს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით საბჭოთა კავშირს ღირსეული მემკვიდრე ჰყავს. შესაბამისად, არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც ტოვებს არჩევანს, ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილსა და გრიგოლ ფერაძეს, მეორე მხრივ, კი, მეუფე იობს, მეუფე იაკობსა და სხვა სასულიერო პირებს შორის. ცხადია, არჩევანი აქაც ჩვენზეა.

ლიბერალი ხალხის მტერი როგორ საზოგადოებაში ხდება?

არათავისუფალ საზოგადოებაში – იქ, სადაც მითები ჯაბნის რეალობას, სადაც ადამიანები წარმოსახვითი წარსულის ტყვეობაში იმყოფებიან და მომავალს არ აშენებენ.

ქართული ლიბერალიზმის პრობლემა მის ფასადურობაშია. ის ცხოვრების წესი უფროა, რომელიც, სხვათა შორის, მაგონებს მე-18 საუკუნის პარიზის სალონურ ცხოვრებასა და იდეალებს, ვიდრე ცხოვრების ფილოსოფია და პოლიტიკური მოწყობის წესი. სამწუხაროა, რომ ლიბერალური პოლიტიკური ძალები საკმაოდ არასახარბიელო პოზიციაში იმყოფებიან. იმედია, ქართველი ლიბერალების ახალი თაობა, რომელიც ლიბერალიზმის არსს, საბედნიეროდ, უფრო უკეთ იცნობს, ლიბერალური საქართველოს ძალიან ნათელ და ყველასათვის გასაგებ სურათს ჩამოაყალიბებს. ასეთ ვითარებაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დააფასებს ლიბერალიზმს, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ღირსეულ წესს.

ლიბერალს ხშირად აიგივებენ ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მტერთან. რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ ქართული „ეროვნული ფასეულობები“, ჩემი დაკვირვებით, ძალიან მყიფე და საკმაოდ არაინფორმირებული რამაა. ისინი არ არსებობს არც ინსტინქტურად და არც გულწრფელად. თანამედროვე საქართველოში, სადაც ფსევდო-ქრისტიანული ღირებულებების დამცავი სასულიერო პირები ჰელოუნს – სრულიად უწყინარ დღესასწაულს არბევენ, მარტივად ივიწყებენ ისეთ ქართულ ტრადიციებს, როგორიც იყო ისპანახობა, ყეენობა და სხვა მრავალი წესჩვეულება. ტრადიციების ცოდნა ისტორიის ცოდნას ნიშნავს. ისტორია კი, ზოგადი განათლების მსგავსად, საქართველოში არასახარბიელო ვითარებაშია.

და ბოლოს, გულწრფელად არ მესმის რომელი ეროვნული ფასეულობით შეიძლება იამაყოს ერმა, თუკი ის ვერ აფასებს ყვეალაზე მთავარ ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებას, რომელიც გახლავთ საკუთარი და სხვისი თავისუფლების დაცვა და პატივისცემა.

31 მარტი საქართველოში პირველი რეფერენდუმის დღეა

 

 

თამარ მეტრეველი : „როგორც ვიცი საქართველოს პირველი პრეზიდენდის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღა“.

 

 

 

ნოდარ ხმალაძე:  „31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ამით არის მნიშვნელოვანი”. 

 

 

  

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოში პირველი რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?“ 

 

ამ დღეს საქართველოს მოსახლეობის 98-მა პროცენტმა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 90 პროცენტმა კი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

 

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა

 

 

პროკურორმა სასამართლოში პროკურორები დაკითხა

 

„ბატონო პროკურორო, თქვენ სამართლიანად გამოიძიეთ ჩემი საქმე?“ – ჰკითხა განსასჯელმა თემურ ბახუნტარიძემ პროკურორ ალექსანდრე ფუტკარაძეს სასამართლო პროცესზე. „დიახ“ – უპასუხა პროკურორმა. ალექსანდრე ფუტკარაძე სასამართლოში დასაკითხად მისმა კოლეგამ, ლადო თურმანიძემ დაიბარა. ფუტკარაძემ სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულმა ლაკაევმა დაჭრა პოლიციელი, ხოლო მისი თანმხლები პირები – ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. მისი თქმით, წინააღმდეგობა შს სამინისტროს თანამშრომელს დავით ხოზრევანიძეს გაუწიეს.

 

პროკურორის ჩვენებიდან გაირკვა, რომ სროლის ადგილზე მისულმა გაჩხრიკა ბახუნტარიძე და დაკავებიდან ორი საათის შემდეგ შეადგინა დაკავების ოქმი (კანონით, ოქმი დაუყოვნებლივ უნდა შედგეს). პროკურორმა თქვა, რომ დაკავებული ბახუნტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე და დაკავების ოქმის ჩაბარებაზე უარი თქვა.

 

ბახუნტარიძის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, პროკურორს ჰკითხა, რატომ არ არსებობს საქმეში ხოზრევანიძის ექსპერტიზის დასკვნა (უცნობია კონკრეტულად რა დაზიანება აღენიშნებოდა პოლიციელს). დაკავების ოქმში ჩაწერილ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურორმა შემდეგი განმარტა: „ასე ჩავთვალე საჭიროდ. რა მნიშვნელობა აქვს დაკავების ოქმში რა მუხლს ჩავწერდი, ბრალდებას პროკურორი სასამართლოში წარადგენს და მნიშვნელოვანი ესაა“.

 

რატომ შედგა ბახუნტარიძის დაკავების ოქმი დაკავებიდან ორი საათის დაგვიანებით? – ამ კითხვის პასუხად პროკურორმა თქვა: „მანამდე ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებს ემუქრებოდნენ აფეთქებით. დავით ხოზრევანიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.

 

რევაზ ჯაში კი ის პროკურორია, რომელმაც მეორე ბრალდებულის, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, ფირუზ წულუკიძის დაკავების ოქმი შეადგინა. დაკითხვამდე პროკურორმა რელიგიური ფიცი დადო. როგორც ჯაშმა სასამართლოში თქვა, გვიან ღამით უფროსმა, გიორგი თორდიამ, დაურეკა და უთხრა შემთხვევის ადგილზე გასულიყო. ჯაშის განმარტებით, წულუკიძეს პირადი ჩხრეკის დროს არ ჰქონია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. კითხვაზე – მაშინ რატომ წარუდგინა ბრალდება, პროკურორმა უპასუხა, რომ „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“. პროკურორის თქმით, წულუკიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ „მას პრეტენზია არ განუცხადებია“. შესაბამისად არც მას უკითხავს, რატომ ჰქონდა დაზიანებები.

 

ამირან ბერიძე შს სამინისტროს თანამშრომელია. მან სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში აივნიდან შევიდნენ და პოლიეთილენის პარკში ნახეს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი. კითხვაზე, პირველად ვინ ნახა და ვინ გახსნა იარაღი – მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვდა: „შეიძლება მეც ჩამოვიღე, არ მახსოვს. იარაღი გაიხსნა, ხელთათმანები არ გვეკეთა, ჩხრეკის ოპერაციას კორპუსის ამხანაგობის წევრი გიორგი მასალკინი ესწრებოდა, ის ეზოში შემთხვევით შეგვხვდა“.

 

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკიევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკიევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა. თემურ ბახუნტარიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ლაკაევის მასპინძლობა მეგობრებმა სთხოვეს თურქეთიდან. ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მას რელიგიური ნიშნით სდევნიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესებს არ ესწრება იუსუფ ლაკაევი.

 

 

 

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის გარეშე

ოქსანა საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა. მას 90-დღიანი ვიზა ჰქონდა. ყველა კანონიერი ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურა. ამ პერიოდში ოქსანამ ერთხელ უკვე გადაიხადა 250 ლარი და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების თხოვნით. უარი მიიღო. კატეგორიული უარი უთხრეს ოქსანას დროებით ბინადრობაზეც, მაგრამ ოქსანასთვის ხელი არ შეუშლიათ დაქორწინებულიყო საქართველოს მოქალაქეზე.
ოქსანა ზაიცევა ახლა საქართველოში უკანონოდ იმყოფება. „ღმერთმა დამიფაროს, ახლა პოლიცია რომ მოვიდეს – ამათ სულ ყველას დეპორტაციას გაუკეთებენ. კანონით ასეა“, – ამბობს სოსლანი.

ოქსანა და სოსლანი „ოცნების ქალაქში“, ანუ ხელვაჩაურში, ფარღალალა ქოხების დასახლებაში, 306-ე ნომერ ქოხში ცხოვრობენ. ამ ქოხში ორი საწოლი, ერთი ტახტი და ერთიც რკინის ღუმელი დგას. მათ კიდევ ერთი, უფრო პატარა ზომის ქოხი აქვთ, სადაც მხოლოდ ერთი ტახტი თავსდება. ოქსანას შვილებს -17 და 14 წლის ბიჭებს ამ ტახტზე სძინავთ. თავად ოქსანა სოსლანის მშობლებსა და ძმებთან ერთად ცხოვრობს, ანუ ქოხში, სადაც ორი საწოლი და ერთი ტახტი დგას, შვიდ ადამიანს სძინავს.

სოსლანი ამბობს, რომ მის მეუღლეს რთული ორსულობა აქვს. ისინი ექიმმა უკვე გააფრთხილა, რომ მშობიარობის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში საკეისრო კვეთა იქნება საჭირო. „გვითხრეს, რომ ჯერ ბავშვს ამოიყვანენ და მერე მოაშორებენ კისტას“, – ამბობს ოქსანას დედამთილი შურა თურაძე.
შურა თურაძის, ისე როგორც მისი შვილის ოჯახები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული. სოსლანის მეუღლე საქართველოს მოქალაქე რომ ყოფილიყო, როგორც მის მშობიარობას, ისე ორსულისთვის ექიმთან სავალდებულო ნებისმიერ კონსულტაციას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებდა. მის შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქის მშობიარობა დააფინანსოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე იქნება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „თუ ოქსანა მოიპოვებს საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებას, ანუ თუ ექნება 11 ნიშნა კოდი, სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება მას, ანუ ჩასვამენ შესაბამის პროგრამაში. სხვა შემთხვევაში ვერავითარ დახმარებას სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ აღმოუჩენს“.

მაგრამ ოქსანას დასახმარებლად გზა გამონახეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლიზი თედორაძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სამინისტროს პროგრამებით ფინანსდებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ამ ქალბატონს ვერ გაეწევა ჩვენი პროგრამების ფარგლებში მომსახურება. მაგრამ სამინისტრო რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მსგავსი ოპერაციები ტარდება, სთხოვს, რომ ამ ქალბატონს გაუწიონ მომსახურება, ანუ საკეისრო კვეთა ქველმოქმედების სახით გაკეთდება რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ მოქალაქემ აუცილებლად უნდა მოგვმართოს ჩვენ წერილობით – დავიწყებთ საკითხის განხილვას და ვიდრე დადგება მისი საკეისრო კვეთის პერიოდი, პრობლემა მოგვარდება“.

სოციალურად დაუცველი ოჯახს ოქსანასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრაც სჭირდებათ. მაგალითად, ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოქსანას თითქმის ყოველ კვირას იბარებს ზედამხედველი ექიმი. „ყოველთვის ვერ მივდივართ. უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ არის, სიმაღლეში გაზომვაც კი ფასიანია – 20 ლარი ღირს. ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა – სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა. როცა მონაცემებს იწერდა, ვუთხარი, რომ ოქსანა რუსეთის მოქალაქე იყო. 40 ლარი მოითხოვა ექიმმა, ისე ვერ წავალო. სანამ არ გავედი და მეზობლებისგან არ ვისესხე, ექიმი სახლიდან ვერ წავიდა“.

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის არქონის გამო დახმარებას ვერ იღებს

აქედან სხვანაირად ჩანს

გამიკვირდა, მეწყინა, მეტკინა, აღვშფოთდი… ნანა – ადამიანი, რომელსაც ბავშვის აღზრდის სპეციალური მეთოდიკა ჰქონდა შემუშავებული, ადამიანი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო (და იმედი მაქვს, რომ კიდევ არის) ძალადობის, ადამიანი, რომელსაც… აღარ ვიცი რამდენი რამე გამოვყო, როცა ნანაზე ვსაუბრობ…

 

 

ჩემ გაოცებულ და აღშფოთებულ სახეს როცა შეხედა, მითხრა -შენც გეყოლება შვილი და ნახავ, მაქედან სხვანაირადაა ყველაფერი… რეალობა კი სხვაა, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანსო…

 

 

თეა ჩემი მეზობელია.  ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ოცნებობდა. წარმოიდგენდა ხოლმე თავის მოსწავლეებს, აწყობდა გეგმებს – როგორ ჩაატარებდა პირველ გაკვეთილს, როგორ ატარებდა ბავშვებს ექსკურსიებზე, როგორ იმეგობრებდა მათთან და ასე შემდეგ. დღეს თეა მასწავლებელია. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.  დღეს თეას არ უხარია პირველი გაკვეთილი, არ დაჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე, არ მეგობრობს მათთან… და კიდევ მრავალი „არ“… როცა ვეკითხები, რატომ არ შეასრულა მისი გეგმები და ოცნებები სკოლასთან და მოსწავლეებთან დაკავშირებით, მპასუხობს, რომ ძალიან გაუჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ძნელად დასამორჩილებელი თაობები იზრდებიან, რადგან რაც წარმოედგინა, თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა… რადგან მასწავლებლობაზე ოცნება, მხოლოდ ოცნება იყო და რეალურად,  როცა უკვე შეაბიჯა ამ სამყაროში -იქედან სხვანაირად ჩანს…

 

 

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ვხვდები პოლიტიკოსებს  – ზოგიერთი ხელისუფლებაშია, ზოგიერთი – ოპოზიციაში… ტელევიზიებითა და გაზეთებით ვუსმენ და ვკითხულობ მათ ინტერვიუებს… მათ მიერ ნათქვამ რეპლიკებში, მოსაზრებებსა თუ პოზიციებში ხშირად პირდაპირ, ხშირად კი ქვეტექსტით იკვეთება ფრაზა: „აქედან სხვანაირად ჩანს…“

 

ახლანდელმა ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვქონია, რომ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, რომ მოქალაქეების საუბარს ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით კი არ უნდა უსმინოს, არამედ მათთან უნდა მივიდეს და თავად ჰკითხოს რა საჭიროებები აქვთ მათ. თურმე, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს…

 

 

ხელისუფლებამ კი აღმოაჩინა, რომ თურმე რეალურად, როცა ხელისუფლებაში ხარ, მთელი რიგი საკითხები „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ წყდება. მერე რა რომ ზოგჯერ ამას სხვადასხვა ღირებულების ფეხქვეშ გათელვა მოსდევს, მერე რა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებისათვის თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, მერე რა რომ… ბევრი „მერე რა“…

 

აი, აქ უკვე შემოდის „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ ცნება… რა უნდა ვქნათ, იქედან სხვანაირად ჩანს…

 

მსგავსი მაგალითები ჩემ ირგვლივ უამრავია… შესაძლოა ჩემს ცხოვრებაშიც დადგეს მომენტი, როცა ვიტყვი ფრაზას – „თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, აქედან სხვანაირად ჩანს“.

 

 

მინდა ცხოვრების ბოლოს, „სადღაც ბოლოში“ ისე გავიდე, რომ ვთქვა – „აქედანაც ისე ჩანს, როგორც იქედან ჩანდა“. აი, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი არსებობა ამქვეყნად ღირდა, თუნდაც იმისთვის, რომ არ შევიცვალე, არ შემეცვალა ღირებულებები, ფასეულობები, დამოკიდებულებები, მიზნები, ოცნებები…

 

 

მაგრამ აი მაშინ, „სადღაც ბოლოში“, არ მინდა თავი მარტო ვიგრძნო… მინდა ქვეყანაში ჩემ ირგვლივ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, ოცნებები, ღირებულებები და ინტერესები ექნებათ და დაუღალავად იბრძოლებენ… იბრძოლებენ, რათა საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცონ საკუთარი ღირებულებების მართებულობა და არა პირიქით…

ციალა ქათამაძე
ციალა ქათამაძე

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა კონკურსი გამოაცხადა

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

აპლიკანტებს  პირველ ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტების საშუალებით შეარჩევენ.  მე-2 ეტაპი   ტესტირება, ხოლო მე-3 ეტაპი კომისიის წევრებთან გასაუბრება იქნება.

 

კონკურსი აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა შემდეგ თანამდებობეზე გამოცხადა:

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (ონლაინ პროექტების მენეჯერი),საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

 

(სისტემური ადმინისტრატორი), საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (გრაფიკოს-დიზაინერი);

 

 საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების უფროსი;

 

ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (შესყიდვების კოორდინატორი);

 

თანაშემწე (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში);

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

 

ამ დროისათვის საკონკურსო კომისიაში 150 განაცხადია შესული.

 

ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

 

 

„სტუდენტები ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ“, – ეს „მწვანე მუშტის“ საქმიანობის მოკლე აღწერაა.  სტუდენტები სახელმწიფო გარემოსდაცვით პოლიტიკას აკრიტიკებენ და აქციებით აპროტესტებენ.

 

 

„გვინდოდა ალტერნატიული ძალა შეგვექმნა, რომელიც სხვაგვარად მიუდგებოდა გარემოს დაცვის პრობლემებს. „მწვანე მუშტი“ ეს არის სტუდენტური გაერთიანება. მიზანი გარემოსდაცვით პრობლემებზე აქციების მოწყობა, ჩვენი აზრის  დაფიქსირებაა“, – ამბობს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი სალომე ჩუხუა.

 

 

„მწვანე მუშტმა“ მოახერხა და სტუდენტები არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაააქტიურა.

 

 

გარემოსდაცვითი საკითხები ბათუმში სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ აინტერესებს. მარი ზედგენიძე, ზურა მელიქაძე და გიორგი ბაგრატიონი „ალტერნატივას“ წევრები არიან. ორი კვირის წინ ეს სტუდენტები სოფელ ღურტაში ჩავიდნენ, იქ, სადაც `შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი უნდა აშენდეს და სოფლის მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ.

 

 

„ალტერნატივა“ „მწვანე მუშტისგან“ განსხვავებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, გარემოსდაცვითი თემა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულებაა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტში ძნელია სხვა დაინტერესებული სტუდენტების პოვნა და მათი ჩართვა მწვანე მოძრაობაში.

 

 

„5000 კაცში ძალიან ცოტა ადამიანს, ალბათ 30-ს თუ აინტერესებს გარემოს დაცვა, ამიტომ გვიჭირს თბილისთან შედარებით აქტივობების გაკეთება. უნივერსიტეტში მოცლილებს გვეძახიან. ისეთი თემებით ვინტერესდებით, რაც დანარჩენი 4 ათას რაღაცა სტუდენტისთვის არ არის საინტერესო. იშვიათად, რომ ვინმემ შეგაქოს. სხვა რას იტყვის, დიდად არ გვაინტერესებს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით“, – ამბობს „ალტერნატივას“ წევრი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

„ალტერნატივასგან“ განსხვავებით, სხვადასხვა ჯგუფის გააქტიურება კარგად გამოსდის „მწვანე მუშტს“ თბილისში. ის ბოლო დროს გამართულ თითქმის ყველა აქციაში მონაწილეობს, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს შეეხება. „მწვანე მუშტი“ იყო ხაიშში, იცავდა ვაკის პარკს, საყდრისის მაღაროს. „მწვანე მუშტის“ წევრები ამბობენ, რომ მათი აქციებით უფრო მეტი ადამიანი იგებს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

 

„როგორ გითხრათ, მართლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არის გამოცხადებული  მწვანე სივრცისთვის და იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიარსებოთ ნორმალურად. იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიცხოვროთ სუფთა, ჯანმრთელ გარემოში, რომ  ყველა ხე არ მოიჭრას ვიღაც კონკრეტული პირის ინტერესების გამო, ან ყველა მდინარეზე არ აშენდეს ჰესი,“ – ამბობს სალომე ჩუხუა.

 

 

რა შეცვალა „მწვანე მუშტმა“ არსებობის მოკლე დროში – ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ საზოგადოება გააქტიურდა:

 

„ჩვენ გამოვიტანეთ სააშკარაოზე ის უმწვავესი პრობლემები, რის შესახებაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდებოდა საზოგადოებაში ინფორმაცია და ინტერესიც ნაკლები იყო. დღეს ინტერესი მაღალია – 70-კაციანი აქციიდან, ავიწიეთ 500-კაციან აქციებამდე. ჩვენი თანამშრომლობით ყველა სხვა მოძრაობასთან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ ბრძოლის ველზე. ნელ-ნელა ივსება ჩვენი რიგები პატიოსანი, პროფესიონალი და უანგარო ადამიანებით. ფრონტის გაშლას ვაპირებთ მთელ საქართველოში. რესურსების არ არსებობის მიუხედავად, ჩავდივართ ყველგან, სადაც პრობლემები იჩენს თავს და ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, – მტაცებლური კაპიტალიზმის მთავარი მკვებავი არის ბუნებრივი რესურსების წინგაუხედავი და არამიზნობრივი ათვისება, რასაც სახელმწიფო აკეთებს“.

„მწვანე მუშტმა“ მოძრაობა გასული წლის 20 ივლისს დაიწყო, როდესაც პირველად ჩატარდა აქცია, რომელმაც გააერთიანა ყველა პრობლემა და გამოხატა პროტესტი სახელმწიფოს მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების უგულებელყოფის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების წინააღმდეგ. აქციის სახელწოდება იყო  „არა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას.“

 

 

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა უფლებადაცვით, გარემოსდაცვით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით პრობლემას,“ – „მწვანე მუშტის“ წევრი ნიკოლოზ წიქარიძე მწვანე მოძრაობის დაწყებას იხსენებს. – „სხვა მოძრაობები, რომლებიც ასევე 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, არ იყო ორგანიზებული და ვერ აკმაყოფილებდა ახალგაზრდების მოთხოვნებს. ამიტომ მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები შევიკრიბეთ თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ყველაფრისგან თავისუფალი მოძრაობა, სადაც ჩვენ მეამბოხური ენერგია თავისუფლად დაიწყებდა განვითარებას. გადავწყვიტეთ ყოველგვარი ლიდერებისა და უმრავლესობის ცნებები დაგვევიწყებინა და კონსესუსი ავირჩიეთ გადაწყვეტილების მიღების მომავალ გზად. ჩვენ მოურიდებლად ვკამათობდით და ვკამათობთ ახლაც, რაც იმის საწინდარია, რომ ნელ-ნელა წინ მივდივართ“.

 

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, მწვანე მოძრაობამ ძალა გასულ სექტემბერში მოიკრიბა, ახლა კი ეკოლოგიური განათლების გავრცელებას გეგმავს: „ჩვენი მიზანი იქნება საზოგადოების ჩართვა ამ ბრძოლებში, მათი ინფორმირება ყველა დეტალზე და დახმარება მშვიდობიანი, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობისა და პროტესტის ორგანიზებაში. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ მოვახერხებთ კარგად ორგანიზებას და პატარ-პატარა გამარჯვებას მივაღწევთ. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ გავიაზრებთ, რომ მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისაა… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მწვანე და ჯანმრთელი მომავლისთვის“.

მუნიციპალიტეტებში ელეტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

 

„ენერგო პრო ჯორგჯიას“-ს წარმომადგენლის ირაკლი ვახტანგაძის იმფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ელეტროენერგია ოთხმოც აბონენბტს, შუახევის მუნიციპალიტეტში კი ას აბონენს არ მიეწოდება.

 ხულოს მუნიციპალიტეტში 1000 აბონენტი დარჩა დღეს ელეტროენერგიის გარეშე.

ირაკლი ვახტანგაძის ინფორმაციით ელეტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტებში დღის ბოლომდე აღდგება.

ბათუმის საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს

 

„იმ შემთხვევაში თუ ქარის სიჩქარე 15მ/წმ-ს გადააჭარბებს, საბაგირო გადავა ავარიულ მუშაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევით ან ზევით მიმავალი მგზავრი შენელებული ტემპით მივა დანიშნულების ადგილზე.

 

ხოლო თუ მგზავრი მთაზე ასული დარჩება და საბაგირო შეწყვეტს მუშაობას, კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მის ქალაქში ჩამოყვანას. “ – ამბობს გიორგი ქავჟარაძე. 

დღეს ბათუმში


კინოთეატრი ”აპოლო” 

 

16:30სთ -”სასტუმრო  The Grand Budapest”  –   ბილეთის ფასი:  7 ლარი სტუდენტებისთვის  4 ლარი

 

19:00სთ და 22:00 სთ – „ნოე“  3D – ბილეთის ფასი:   8ლარი  სტუდენტებისთვის 5ლარი

 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი-

 

ოჯახური იდილია“ –  19:00 სთ ბილეთი 2-5 ლარი

 

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი –

 

 საბავშვო სპექტაკლი ”ნაცარქექია” – 15:00 სთ. – ბილეთი 5 ლარი

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზ

 

 

საქველმოქმედო კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

 

 დღეს 18:00

ბილეთის ფასი: 3 ლარი

მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები

35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ batunn“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.

შპს „batunn“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

„კომპანიისგან იყო შემოსული წერილი პირსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ საჭირო იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება. მათ კი დააზუსტეს, რომ იგეგმებოდა მხოლოდ ბუნგალოს ტიპის შენობისა და კაფეების მშენებლობა, რომელსაც გარემოზე შემოქმედების შეფასება არ სჭირდება,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ინგა ნიკაგოსიანმა.

შპს „batunn“-მა პირსი 2011 წლის ზაფხულში გახსნა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ გოჩა ძნელაძე იყო. ეს სამსახური მშენებლობის კანონიერებით ორი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დაინტერესდა. სამსახურის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც გოჩა ძნელაძე იყო.

რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში ორი წლის განმავლობაში? – ამ კითხვას ზედამხედველობის სამსახურის დღეს მოქმედი ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე ასე პასუხობს: „როცა აღმოვაჩინეთ, მაშინ დავაჯარიმეთ.“

გასული წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. „სამი თვის შემდეგ, როდესაც ნებართვა ისევ ვერ წარმოგვიდგინა, დავაკისრეთ გაორმაგებული ჯარიმა _ 9000 ლარი. ჯამში კომპანიამ, ჯარიმის სახით, 12 000 ლარი გადაიხადა,“ ­­- ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე. მისივე ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არც ამ დროისთვის არ აქვს.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მშენებლობის ნებართვის მიღება მშენებლობის დასრულების შემდეგ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს, ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი პასუხობს:

„ჯერ კანონდამრღვევი ჯარიმდება, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი შეიძლება დადგეს ნებართვის გაცემის შესაძლებლობის შესწავლის საკითხი. თუ მშენებლობა წესების დაცვით განხორციელდა და სტანდარტებში ჯდება, შეიძლება გაიცეს ნებართვა. თუ საქმე სხვანაირადაა, დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი დგას ან ქალაქმშენებლობისთვისაა მიუღებელი, მაშინ ნებართვა არ გაიცემა.“

კომპანიის წარმომადგენელმა მინდია გურგენიძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მისგან „პიერ ბათუმზე“ მივიღეთ, არის ის, რომ გასართობი ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ შესაბამის სამსახურს პირსის მშენებლობის კანონიერების შესწავლისა და ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას პრობლემები გარემოს დამცველებთანაც ექნება.

„ჩვენ პირსის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, მაღაზიებია ეს თუ რესტორანი, რაც ბეტონითაა ნაშენი და უშუალოდ პლაჟზე აქვთ გაკეთებული, უნდა დაინგრეს, რადგან პლაჟზე მძიმე კონსტრუქციის არსებობა დაუშვებელია,“ – ამბობს საგზაო დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ მეტრეველი.

რაც შეეხება საჯარო სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ბათუმის ბულვარში უკანონო მშენებლობა სამი წლის დაგვიანებით გამოავლინა, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „ამ შემთხვევაში, როცა ფაქტი გამოვლენილია, კონკრეტული პირების დანაშაულზე ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს სახელმწიფო მოხელის მხრიდან გულგრილობის საკითხი, მითუმეტეს, როცა ბულვარი ძეგლის სტატუსის მატარებელია.“

შპს „batunn“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია ბათუმში

 

30 მარტს 11:00 საათზე, პრესკაფეში (ბათუმი, მელაშვილისა და საბაჟოს შესახვევი 1/2) გაიმართა  კამპანიის პირველი ეტაპი,ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-სემინარი  ქვეითად მოსიარულეთა უფლებების თემაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

 ადვოკატირების მეორე ეტაპზე ახალგაზრდები ბათუმის 4 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის თავად ჩაატარებენ თანატოლთა ტრენინგს.

 

 

დასკვნით ეტაპზე თვეში 2-ჯერ გაიმართება საინფორმაციო აქცია რომლის დროსაც ახალგაზრდები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას საგზაო ნაკადების მოწესრიგებაში.

 

 

ადვოკატირების კამპანია ტარდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.

 

 აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“[ANI], რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია

 

მაშველ ლევან ბაბუჩაიშვილის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მეწყერმა კი სახლი მთლიანად გაანადგურდა.

 

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო და გადაუდებლი სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები მუშაობენ და მიწიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას ცდილობენ. ხუთსულიანი ოჯახი ჯერჯერობით ღია ცის ქვეშ იმყოფება

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მოსამართლის აცილებას ითხოვს

რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

გუშინ ჩატარდა პირველი სასამართლო სხდომა. პროცესზე პატიმრებმა ატეხეს აჟიოტაჟი. ისინი ემუქრებოდნენ და აგინებდნენ მოსამართლეს და პროკურორს.  დაემუქრნენ  მომავალში თქვენ იქნებით ის ადამინები, რომლებიც მოკვდებიანო. მათ ეს სასამართლო პროცესზე მოახერხეს. მომეჩვენა რომ ეს იყო დადგმული სცენა. იმის ნაცვლად რომ მოასამართლეს განსასჯელები დაესაჯა, ჩვენი დარბაზიდან გაძევება გადაწყვიტა.  გამოიძახა ბადრაგი და სასამართლო დარბაზიდან გამოგვყარა.

ვისი ბრალეულობა იკვეთება?

დაკვეთის კვალი ჩანს, ბევრი საეჭვო კითხვა იბადება. ის სამი ადამიანი ვინც ჩემი ძმის მკვლელობაშა ეჭვმიტანილი განსაკუთრებული სისასტიკის ჩადენისთვის იხდიდნენ სასჯელს რუსთავის ციხეში. რუსთავის ციხიდან გეგუთის ციხეში გადაიყვანეს და ჩემი ძმის საკანში ჩასვეს. სამი დღით ადრე კი ჩემი ძმის საკნიდან მასთან მსხდომები გადაიყვანეს  რუსთავის ციხეში.  მისი მკვლელობის შემდეგ კი   გადაყვანილები ისევ უკან,  გეგუთის ციხეში დააბრუნეს.

რატომ უნდა მოეკლათ თქვენი ძმა , რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამოს მიზეზი?

ჩემს ძმას ციხეში კარგ ადამიანად და ვაჟკაცად იცნობდნენ. მას კონფლიქტური სიტუაცია არ ჰქონია არც ადმინისტრაციასთან და არც პატიმრებთან.

სამი პატიმარი რომ გადაიყვანეს ამის შესახებ მან გითხრათ?

დიახ. პატიმრების გადაყვანიდან წინა დღით დარეკა და გვითხრა ახალი პატიმრები მყავს და გთხოვთ  „პერედაჩი“გამომიგზავნოთო.  შაბათს დაგვირეკა და კვირას უკვე მოკლეს.  ისინი ჩემს ძმასთან არ უნა ყოფილიყვნენ ერთ საკანში. რადგან მათგან ერთ-ერთი ხონის ფსიქიატრიულში გადიოდა რეაბილიტაციას. გუშინ სასამართლო პროცესზე თვითონ თქვა,  ოთხი დღეა წამალს აღარ მაძლევენო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ისევ გადიოდა მკურნალობას ციხის რეჟიმში.

განსასჯელთაგან რომელიმემ ბრალი აღიარა?

ვინც მკვლელია რეალურად ის არ აღიარებს. სხვა ადამიანი ამბობს, რომ მან მოკლა, მას ბრალი აქვს წაყენებული 10-დან 18 წლამდე. თუმცა სამივე დამნაშავეა. მე ვფიქრობ საკანში კონფლიქტური სიტუაცია სპეციალურად შექმნეს, რომ ჩემი ძმა მოეკლათ.

რადგან დაკვეთაზე საუბრობთ ისევ  გკითხავთ  რატომ უნდა მოეკლათ თქვენი ძმა?

არ ვიცი ვის აწყობდა მისი სიკვდილი. ადამიანები , რომლებმაც ჩემი ძმა მოკლეს ბევრჯერ ჩაიდინეს დანაშაული. როგორც გვითხრეს მათ საუკეთესო ადვოკატები ჰყავთ და წარსულში სტრასბუგში გაუსაჩივრებიათ სასამართლოს გადაწყვეტილება. პატიმრებს მკვლელობის ბადრაგზე გადაბრალება უნდათ. რეალურად როდესაც  შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია,  ბადრაგი მივიდა საკანში. პატიმრები  დაამშვიდეს და წავიდნენ. ამის გამო შეიძლება ბადრაგს გულგრილობის ბრალი წაუყენო, რალურად კი მათი მოკლული არ არის. მეორედ უკვე ბადრაგი რომ შევიდა ჩემი ძმა  გონზე იყო, მაგრამ ძირს ეგდო.  გამოიძახეს ციხის ექიმი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოაძახებინა. სასწარაფოს მოსვლამდე ჩემი ძმა ქალა- ტვინის მძიმე ტრამვით გარდაიცვალა.

საქმეში არსებობს მეოთხე ადამიანიც, ისიც ჩემი ძმის საკანში იჯდა და მისი მეგობარი იყო, დუმილის უფლებას იყენებს.

 

ხვალ ბათუმში ითოვებს

 

„ველოდებით წვიმის გაძლიერებას და ექვს ბალიან შტორმს ზღვაზე.  ტბებში და მდინარეებში მოსალოდნელია წყლის დონის მომატება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-20 მეტრი წამში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ამ დროსათვის ზღვის ღელვამ ოდნავ მოიმატა.“

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით მობილიზებულია სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში, გაფრთხილებულია საგზაო სამსახური და სახანძრო, მობილიზებულია ტექნიკა.

 

ამინდის ბიუროს პროგნოზით კი ხვალ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში თოვლიანი წვიმა დაფიქსირდება. 

Exit mobile version