მუფთი გადადგომას არ აპირებს

 

ჯემალ პაქსაძე- აჭარის მუფთი
ჯემალ პაქსაძე- აჭარის მუფთი

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიწყო ხელმოწრები თქვენი გადაყენების მოთხოვნით. იცით ამის შესახებ?


მეც ინტერნეტის საშუალებით გავიგე. ესაა ერთი-ერთი მეჩეთის წინამძღვარი. რამდენდაც ვიცი, არავის ხელი არ მოუწერია, მეორეც – თუნდაც მოაწეროს, ჩვენ გვყავს 19-კაციანი რელიგიის საბჭო სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში, რომელიც ირჩევვს მუფთს. მრევლისა და პიროვნებების გადაწყვეტლებებით მუფთი არც გადადგება და არც დაინიშნება. აქ  უნდა შედიოდეს ყველა რაიონის მუფთი. სასულიერო პირის გადადგომა, ერთი პიროვნების რაღაც პოლიტიკური ნიშნით, როგორც თვითონ ფიქრობს და რაღაც განცხადებს აკეთებს, ეს არის პოლიტიკური, ვიღაც უკანმდგომი ჰყავთ…  ვხვდები,  რომ ეს მისი საკუთარი აზრებიც არ არის.

 

აპირებთ გადადგომას?


ამ ეტაპისთვის არ ვაპირებ.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხეში, ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხმობა თქვენგან მიიღო, სწორია?  


არავითარ შემთხვევაში. ჩვენთან ამაზე ოფიციალური მოლაპარაკება არ ყოფილა, ჩვენ ვერ შევთანმხდით, ასე ჩავთვალოთ. ჩვენ გვაქვს მეჩეთები, საკულტო ნაგებობები, რომლებიც არის საქართველოს ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალასზე და გვინდა, რომ გადმოგვცეს სახელწიფომ უსასყიდლოდ და გაგვათავისუფლონ გადასახადიდანაც, რადგან ჩვენ დაფინანსება არ გაქვს და სამუფთო ვერ გადაიხდის ამ გადასახადებს.

 

გუბერნატორი რას გთხოვდათ?


გუბერნატორი შეგვხვდა, გაგვეცნო, გაგვაცნო საკითხები. მე ვიყავი ადრე იქ, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე. არის ერთ მხარე, სადაც ცხოვრობენ რაჭველები, მართლმადიდებელი მოსხლეობა და არის ჩვენი, მუსლიმანი მოსახლეობა. სიმართლე გითხრათ, მეც მანტერესებს ეს შენობა ვინ ააგო, იქ ლოცვა შესრულდა თუ არ შესრულდა, უნდა დავიწყოთ ისტორიკოსებთან მუშაობა. იყო ასეთი საკითხი გუბერნატორის მხრიდან დასმული, რომ ვთქვათ, არ იყოს სადაო და იყოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ორივე მხარე გამოიყენებს, მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც.

 

დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება არ არის საჭირო?


ჟურნალისტებმა მკითხეს, რომ მართალია თუ არა, რომ ეს წერილი სპეცსსამსახურების თანამშრომლებმა მომიტანეს ხელის მოსაწერად. ეს ჩვენ შევადგინეთ, შემიძლია წმინდა ყურანს დავადო ხელი.  

 

წლებია ვდაობთ, რომ გვინდა მეჩეთი. ჯერ ერთი, მუფთი როგორ იტყვის ამას, როცა მთელი ჩემი შეხვედრები პრემიერთან, ყოფილ მთავრობასთან, მარტო მოთხოვნა არის მეჩეთის. ჩვენ გვინდა მეჩეთი, გვინდა  სამუფთო რეზიდენცია, თეოლოგიური ფაკულტეტი, სადაც ბავშვები აქ ისწავლიან და აქ მიიღებენ განათლებას და სამუფთო სამმართველო გასცემს სერტიფკატი იქნება თუ დიპლომი. არის ერთი მიწა, სადაც გვინდა საქორწინო დარბაზთან ერთად მეჩეთი. საქორწინო დარბაზი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ალკოჰოლი და ა.შ. გვინდა ეს საკითხები მოვაგვაროთ. ღმერთმა დაგვიფაროს, მე მეჩეთი არ მოვითხოვო. ეს გამორიცხულია, რომ მე მეჩეთი არ მინდა და ამ შენობის გამო უარი ვთქვი.   

 

ასფალტი თხილნარი – აგარის გზაზე

 

 2 კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წელია ასფალტის საფარი არ განახლებულა. არსებულ ობიექტზედასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 12 ადგილობრივია. ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება 306 400 ლარია. სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი-2009“, 18 ნოემბრისთვის დასრულდება.   

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა

 

სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და ბაღების დირექტორებთან

 

,,ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის N1724 განკარგულების თანახმად აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის შეფასების მიზნით.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით წყალმომარაგება ქალაქის სკოლებში უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე მუნიციპალიტეტებში.

 

„გვაინტერესებდა როგორი იყო წყალმომარაგება სასწავლო დაწესებულებებში. ბათუმში წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა ცენტრალურია, რაც ნამდვილად კარგია და სასიამოვნო, მაგრამ რაც უფრო ვშორდებით ბათუმს, სურათი იცვლება და მუნიციპალიტეტებში ძირითადად ადგილობრივი წყალმომარაგება გვხვდება. უკეთესი მდგომარეობა აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის ბაღებში  სანიტარული კვანძების მხრივ.  სადეზინფექციო საშუალებები ყველგან იყო ქალაქის სკოლებსა და ბაღებში. გარკვეული მარაგი აქვთ მინიციპალიტეტის სკოლებსაც“ – ამბობს მარო ჩხაიძე.

76 წლის ტაქსის მძღოლის ძალადობა არასრულწლოვანზე – დახურული პროცესი ბათუმის სასამართლოში

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესი იმის გამო დახურა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია. 

 

ბრალდებული 76 წლისაა და ის ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მას 9 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“

„ადამიანი, რომელიც სადარბაზოში არ ინარჩუნებს სისუფთავეს, ის ეზოს გაუფრთხილდება?! დალაგების მიუხედავად, სამწუხაროდ შედეგი გვაქვს ნული. დალაგებული არ გვაქვს, რომ დაყრას იწყებენ, არანაირი მორიდება არ აქვთ, არ სურთ სისუფთავის შენარჩუნება, აივნებიდანაც კი ყრიან ნაგავს, ჩვენი საზოგადოების კულტურა ეს არის. ყველაზე რთულია მუშაობა ზაფხულში, დამსვენებლებზე როცაა ბინები გაქირავებული, ნაგავი პირდაპირ ფანჯრებიდან მოდის ეზოში, რამდენჯერმე თავში მოგვხვედრია“, –  ამბობს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე.

ბათუმში შიდა ეზოებს მოსახლეობის წერილის ან მერიის მიერ სანდასუფთავების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ალაგებენ. „მერია თავად გვაძლევს ამ ეზოების ჩამონათვალს და ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ეს ოდენობა. შარშან მხოლოდ ერთხელ ვალაგებდით თვეში ეზოებს, წელს – ორჯერ, მაგრამ ეფექტი ვერ მივიღეთ. ხალხს ჰგონია, რომ ეზოს დალაგებას სანდასუფთავების მხრიდან უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს, ამიტომაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, მცხოვრებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული, თავად რომ იხდიდნენ დასუფთავებისთვის ფულს, უფრო მეტად დაიცავდნენ სისუფთავეს, როცა მუქთაა, არ აინტერესებთ“, – ამბობს დავით ასამბაძე.

მიხეილ თურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სამი სახლის შიდა ეზოს დალაგება თვეში სამჯერ ვერ იქნება საკმარისი, რადგან ეზოში სტადიონი მდებარეობს, სადაც მუდმივად იმყოფებიან ბავშვები: „ყოველდღე რომ დაალაგო, დასალაგებელია, ბავშვები მუდმივად სტადიონზე არიან, რაც შედეგს გვაძლევს. ამხანაგობის წევრები ვაძლევთ რჩევებს მშობლებს, გააფრთხილონ შვილები, რომ სისუფთავის შენარჩუნება შეძლონ. ჩვენ ჩვენი ძალებითაც ვცდილობთ დასუფთავებას, პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეები ალაგებენ მიმდებარე ტერიტორიას. ადრე უფრო დიდი პრობლემა იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ეზოში საღამოობით სტადიონზე შეკრებილი ბავშვების ხმაური უფრო აწუხებს სამეზობლოს, ვიდრე ნაგავი“, – ამბობს მიხეილ თურმანიძე.

ჯემალ ქათამაძე რუსთაველის ქ. 57/58-ში მდებარე სახლის ამხანაგობის წევრია. ის ამბობს, რომ სანდასუფთავების თანამშრომლები თხუთმეტი დღის შუალედში ასუფთავებენ ეზოებს. „ხშირად ვუწერ ხელს აქტზე, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასალაგებლად. ეზოში ოთხი სანაგვე ურნა დგას, არანაირი მიზეზი არ არის იმის, რომ ნაგავი გარეთ დაიყაროს. თუ ეზო დანაგვიანებულია, ეს არის ქარის შედეგი, თვეში ორჯერ დალაგება არ არის საკმარისი, ურნებიდანაც კი ყრის ძლიერი ქარი ნაგავს“, – ამბობს ჯემალ ქათამაძე.

ეზოები თუ ქუჩები მხოლოდ ბავშვებისა და ქარის მიზეზით რომ არ ნაგვიანდება, ეს „ბათუმელების“ ფოტოკამერამ არაერთხელ დააფიქსირა. მაგალითად, გორგილაძის #105-დან მამაკაცმა ნაგავი პირდაპირ ფანჯრიდან გადმოყარა, ფოტოკამერის დანახვაზე კი სახლში შევიდა. ამ კორპუსში მცხოვრები ნათია ცენტერაძე ამბობს, რომ არ შეუმჩევია, ნაგავს უფროსები ყრიდნენ. მისი მოსაზრებით ეს შეიძლება ბავშვებმა ჩაიდინონ. „არ დამინახავს, რომ ვინმე ყრიდეს, ბავშვებზე მიმიცია შენიშვნა, სანდასუფთავების თანამშრომლები ალაგებენ მხოლოდ ტერიტორიას“, – ამბობს ნათია. ასევე „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა ქალი რუსთაველის ქუჩიდან, რომელმაც პირდაპირ აივნიდან გადმოყარა ნაგავი აივნის დახვეტის შემდეგ.

სანდასუფთავების თანამშრომლების ინფორმაციით, ამ კუთხით ყველაზე პრობლემურია სოციალური სახლი და ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღალი კორპუსები. „დიდი კორპუსები არის პრობლემური, რადგან უფრო მეტი მცხოვრებია. ქარმაც იმატა ქალაქში, ზღვისპირას, განსაკუთრებით მშენებარე სახლებში, ეს პრობლემებს ქმნის“ – ამბობს დავით ასამბაძე.

ნაგვის დაყრა და გარემოს დაბინძურება კანონით ისჯება. დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი და დაწესებულება 1000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება კი ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში – 3 ათასი ლარით.

ბათუმის პორტში სასამსახურო ძაღლმა მარიხუანა აღმოაჩინა

 

ნარკოტიკული საშუალება ბორანზე „ვილნიუს სივეის“ სომხეთის მოქალაქე ი.ლ.-ის კუთვნილ ავტომობილში იყო დამალული. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრის სასამსახურო ძაღლის მეშვეობით იპოვეს.

 

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ქ. ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებას.

 

ევროკავშირი – მოვალეობები და სარგებელი

 

ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”: “ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რას ეხება ეს ხელშეკრულება. სამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: 1. მითებსა და მოლოდინებზე, რომლებიც არის შექმნილი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით; 2. იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებამ და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; 3. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელზეც არასწორი მოლოდინი და არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნა.

 

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება არ უნდა იყოს ჩაკეტილი პროცესი, ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ, ის, თუ რა ვალდებულებები და უფლებები მოაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს არის საკმაოდ დიდი დოკუმენტი, დაახლოებით 1200-გვერდიანი, სადაც თითქმის ყველა სფეროა განხილული, თუ როგორ უნდა მიუახლოვდეს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, სულ 320-ზე მეტი რეგულაცია და დირექტივაა, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას და ა.შ.

 

ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველი ცრუ მოლოდინი იყო ის, რომ ასოცირება გამოიწვევდა ეკონომიკურ სირთულეებს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა, თუ რა შედეგებს მოიტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში. 2012 წელს განისაზღვრა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ვაჭრობის ნაწილში, მოკლევადიან პერსპექტივაში, იქნება 1,7 % – არც თუ ისე დიდი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %. საქართველოდან ექსპორტი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში – 12 %-ით. იმპორტი მოიმატებს 4,4%-ით მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – 7,5%-ით. ხელფასების ზრდას რაც შეეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდა მოხდება 1,5%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი- 3,6%-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები გაიზრდება 1%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაშ 0.6 %-ით.

 

ევროკავშირთან დაახლოება არ მოხდება ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. საქართველოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, ეტაპობრივად მიუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მაგალითად, ყველაზე ცნობილი საკითხი, რომელიც უკავშირდება ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებას, ე.წ. `”ტეხასმოტრს”. იქ წერია, რომ ეს არის სავალდებული, მაგრამ „ტეხასმოტრის” შემოწმება არ მოხდება დღეს და ხვალ, საქართველოს აქვს 2-დან 4-წლიანი ვადა, რომ შეასრულოს ეს პუნქტი. ეს იქნება ეტაპობრივი და გარდამავალი პერიოდი, რომ ქვეყანა მოემზადოს, ხალხმა ინფორმაცია მიიღოს.

 

მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მისი შესრულება არ იქნება ადვილი, როგორც ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ასევე ფინანსური რესურსების გამოც. ეს არ არის ხარჯი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაიღებს, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩადებ და მერე უფრო მეტს ამოიღებ, მეტ სარგებელს მიიღებ.

 

მესამე საკითხი და მითი, რაც უკავშირდება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას არის ის, რომ ამას თან მოყვება უვიზო მიმოსვლა და თითქოს საქართველო დაიცლება მოსახლეობისგან. ეს გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბალკანეთის ქვეყნებმა უკვე გაიარეს და მათ მეტ-ნაკლებად შეძლეს განეხორციელებინათ ის რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. იგივე უვიზო მიმოსვლით დიდი ხანია სარგებლობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ა.შ და ამას დიდი დარტყმა არ მიუყენებია მათთვის მიგრაციის კუთხით.
შემდეგი საკითხი, რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა, არის ის, რომ ზოგიერთს ერჩივნა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ევროკავშრთან ურთიერთობის სანაცვლოდ, რადგან ჰგონიათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისას დაიკარგება ქართველობა, ჩვენი იდენტობა, თუმცა ევროკავშირის სლოგანია – მრავალფეროვნება ერთიანობაში. ევროკავშირში გაწევრიანებულია 28 სახელმწიფო, 24 ენაზე მოსაუბრე ხალხი, შესაბამისად, თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული იდენტობის დაცვის გარანტია.

 

შემდეგი საკითხი, რაზეც ხშირად აპელირებდნენ, დაკავშირებულია მართლმადიდებლობასთან, თითქოს რელიგიური პრობლემები შეიქმნებოდა. ჩვენს გარდა ეს გზა უკვე განვლო ოთხმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ: კვიპროსმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და საბერძნეთმა და ამ ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესია არ დაკნინებულა ევროკავშირში გაწევრიანების გამო.

 

კიდევ ერთი მითი, რომელიც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას, არის ის, რომ თითქოს უნდა დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ხელშეკრულება არაერთხელ მაქვს წაკითხული და მსგავსი მოთხოვნა არ არის ჩადებული საქართველოს მიმართებში, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში: არის ქვეყნები, სადაც დაუშვებელია ერთსქესიანთა ქორწინება და არის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება უკვე იყო დაშვებული, რადგან ქვეყანამ თავად მიიღო ეს კანონი, ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა არ გააჩნია. მაგალითად, კვიპროსში, ესტონეთში, საბერძნეთში, მალტაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, კონსტიტუციითაა აკრძალული ერთსქესიანთა ქორწინება ხორვატიაში, ლიტვაში, ბულგარეთსა და ლატვიაში. ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია.

 

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი უკავშირდება იმას, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ისევ და ისევ, მსგავსი მოთხოვნა არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს.

 

შემდეგი საკითხი არის ვაჭრობის საკითხი _ ეს არ არის საშუალება, რომელიც ხვალვე ამოქმედდება, თუმცა პირველი სექტემბრიდან ხელშეკრულების 80 პროცენტი შევიდა ძალაში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ ბიზნესმენს შეუძლია შეიტანოს პროდუქტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება უკვე ამოქმედებულია, ჯერ ძალიან ადრეა, რომ შევაფასოთ, მოგვიტანა თუ არა ამან შედეგი, სულ 20 დღეა გასული. არსებობს პრობლემები, რაც შეთანხმების სრულად ამოქმედებამდე გადასაჭრელია: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი პროდუქციის სტანდარტების გათანაბრება ევროკავშირის სტანდარტებთან. მაგალითად, თაფლი, ევროკავშირის ტერიტორიაზე რომ შეიტანო, საჭიროა სპეციალური სერტიფიკატი. პრობლემა არის ორი: პირველ რიგში _ მსგავსი ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს თაფლის ანალიზს, არ არსებობს საქართველოში; მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როცა ანალიზის გასაკეთებლად ეს თაფლი მიაქვთ სხვა ქვეყანაში, ხშირად პასუხი ჩამოდის უარყოფითი. მესამე პრობლემა შეიძლება იყოს კონკურენცია, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანას შეაქვს ევროკავშირის ქვეყნებში თაფლი, მაგალითად, ჩინეთიდან შედის თაფლი, რომელიც 2 ევრო ღირს.

 

რაც შეეხება ხილს, ეს საკითხი უკავშირდება ფერმერების განათლებას საქართველოში. ის პესტიციდები, რასაც იყენებენ ქართველი ფერმერები, მიუღებელია ევროკავშირისთვის. თან პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ხილი მოჰყავთ სეზონურად. დიდი პერსპექტივა აქვს თხილს, რომ გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილზე ვართ თხილის წარმოებაში. რძე და ხორცის ნაწარმი პრობლემურია, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქცია და შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფერმერების განათლება, თუ როგორ შეიძლება დაიცვას ფერმერმა ევროსტანდარტები, რომ პროდუქცა გაიტანოს ევროპაში.

 

ბოლოს უნდა განვიხილოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რამაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კანონის მიზანი არის ის, რომ განსხვავებული კანის, რწმენის, შეხედულების ადამიანი არ იყოს დევნილი, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, ყველა იყოს თანასწორი. დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა საქართველოდან გააკეთა განაცხადი ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე, რომ ისინი არიან დისკრიმინირებული საქართველოში. საქართველო რომ ჩაითვალოს უსაფრთხო ქვეყანად და ხალხი არ მიდიოდეს ქვეყნიდან დისკრიმინაციის გამო, აუცილებელია ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, არის სწორედ ეს.”
მოქალაქის შეკითხვა: მე მაინტერესებს, რა ხდება მანდარინის გატანაზე?

 

ვანო ჩხიკვაძე: “მანდარინზე არის შეზღუდვა. არის სამი კატეგორიის პროდუქცია, რომელზეც ვრცელდება შეზღუდვები. მაგალითად, 220 ტონაზე მეტ ნიორს საქართველოდან ვერ შეიტან, მეორე კატეგორიის პროდუქციაზე გეუბნებიან, რომ საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადო, და მესამე კატეგორიის პროდუქციის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით, მაგრამ პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს. რაც შეეხება თაფლს, ამბობენ, რომ ფუტკარს არ უნდა მისცე ისეთი წამალი, რომელიც აისახება თაფლზე. მანდარინთან დაკავშირებით, შეტანა შესაძლებელია, მხოლოდ უნდა გადაიხადო ის საბაჟო გადასახადი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირში და რომელიც ყველგან განსხვავებულია. არანაირი პრობლემა არ არის თხილთან დაკავშირებით, მაგრამ ითხოვენ, რომ დაცული იყოს შენახვის პირობები და გრძელვადიანი კონტრაქტი.

 

გარანტირებულად უნდა იცოდნენ, საქართველოდან ყოველწლიურად რა რაოდენობის თხილი შევა ევროკავშირში, რათა წარმოებაში პრობლემა არ შეიქმნას. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ფერმერების ლობირება, უნდა მოხდეს გაერთიანება და ერთობლივი ძალით გატანა. ჩემი აზრით, კარგი იქნება ფერმერების გაერთიანება, იმიტომ რომ, ამით, თუ თხილზე მიდგება საქმე, შეიძლება ყველაზე მეტად იხეიროს დიდმა კომპანიამ, რომელსაც გააჩნია ჰექტრობით მიწა. მცირემიწიანმა ფერმერებმა ამას შეუძლიათ დაუპირისპირონ გაერთიანება.”

13937 მოსწავლე საგნობრივი ოლიმპიადისთვის ემზადება

 

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

ბ) ინგლისური ენა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;;

გ) მათემატიკა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

დ) ფიზიკა  –  IX;  X;  XI-XII კლასები; 

ე) ქიმია  –  X;  XI-XII კლასები;;

ვ) ბიოლოგია – IX;  X;  XI და XII კლასები; 

 

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

 

2014  წელს საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სულ დარეგისტრირდა 13937 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4255 მოსწავლე, მათემატიკაში – 2991, ინგლისურ ენაში – 3100, ფიზიკაში -1048, ქიმიაში – 825 და ბიოლოგიაში -1718.

 

 

საგნობრივი ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.

 

ბმულზე შეგიძლათ ნახოთ საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი. 

მერიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი: ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ

 

 

მერაბ ქიძინიძე
მერაბ ქიძინიძე

ორი თვეა რაც მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ჩაიბარეთ, რისი გაკეთება მოასწარით ამ დროის განმავლობაში?

 

თავის ქებასავით არ გამომივიდეს, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე.  სულ 1700 ლარად ჩვენ შევძელით საერთაშორისო ტურნირის გამართვა ფეხბურთში, რაც, მინიმუმ, 20 ათას ლარს ითხოვს. ვფიქრობ, ეს კარგი პრეცედენტი იქნება. ეს მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველო ბრანდებურგის საზოგადოების~ დახმარებით, რომელსაც მე 2006 წლიდან ვხელმძღვანელობ. ამ ორგანიზაციიდან ვთანამშრომლობ ჩემს გერმანელ პატნიორებთან. მათთან ერთად ჩვენ უკვე შევძელით დაახლოებით 48 საერთაშორისო პროექტის განხორციელება. როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ გრანტებს და შემდეგ ახორციელებენ პროექტებს, ასე მუშაობს ეს ორგანიზაციაც. ამ ყველაფერს ვახმართ ახალგაზრდა ბავშვებს, რომ მათ მოახერხონ ევროპული გამოცდილების მიღება.

 

 

რადგან ამ სფეროზე დაიწყეთ საუბარი გკითხავთ – „ბათუმელებთან ბევრი სპორტსმენი წუხს იმის გამო, რომ საერთაშორისო ტურნირებში ქულები აკლდებათ რიგ ღონისძიებებში ვერმონაწილეობის გამო, რაც დაფინანსებას საჭიროებს. გსმენიათ ამის შესახებ?

 

დიახ, ვიცი ასეთი შემთხვევების შესახებ. როდესაც ახალგაზრდას აქვს მონაცემები, ბეჯითია და მიზანდასახული, რა თქმა უნდა, ყველა უნდა წახალისდეს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა. შესაძლებლობა უნდა მივცეთ მათ, რომ როგორმე მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში და სარეიტინგო ქულები დააგროვონ.

 

სპორტი, განათლება, კულტურა ეს ის სფეროებია, რომლებსაც თქვენ კურირებთ. რისი შეცვლა გინდათ, რა შედის თქვენს გეგმებში?

 

ის პროგრამები, რომლებსაც მერია აფინანსებს და ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, მათ შესახებ საზოგადოებისთვის უცნობია. პროგრამებს ვერ იყენებენ. ახლა ჩვენ გავაკეთეთ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა და მუშაობს ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ მომავალ წელს უკვე იქნება არამხოლოდ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი მიმართულებით. ამ წელს უკვე ვეღარ შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას. მომავალში გაფართოვდება პროგრამის არეალი. იმავე პროგრამას ახლა განვიხილავთ უნივერსიტეტში, სტუდნტებს რომ მიეცეთ საშუალება დასვან კითხვები, რაც აინტერესებთ, გამოიყენონ ყველაფერი, რაც ამ პროგრამაშია ჩადებული. ასევე, ბიუჯეტში 200 000 ლარი განკუთვნილი გვაქვს ახალგაზრდების შემოქმედებით პროექტებზე, თუკი ვინმეს რამე პროექტი აქვს. იქნება კვოტები განსაზღვრული და ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება მოიტანოს პროექტი,  თუკი ის იქნება შედეგიანი, მას დავუფინანსებთ. ჩვენი მიზანია დაიხვეწოს ის პროგრამები, რომლებსაც მერია ახორციელებს და გათვლა გაკეთდეს შედეგზე. მეორე ის არის, რომ რაც შეიძლება შევძლოთ ამ პროგრამების სამოქალაქო საზოგადოებამდე მიტანა.

 

ცოტა უცნაურია, თქვენ რომ ამის სურვილს გამოთქვამთ, რადგან ბათუმის მერიის ვებგვერდის მიხედვით ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ კახიძეა და არა თქვენ

 

შენიშვნა სამართლიანია. ეს ხარვეზი გამოსწორდება. ვებგვერდის განახლებასთან დაკავშირებით არის ტექნიკური პრობლემები, რაც მოგვარდება და ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამ ხარვეზს ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვასწორებთ. დამატებით კიდევ ერთ გვერდს ვამზადებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ შინაარსობრივი მხარე.  

 

თქვენი, როგორც ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციებში კიდევ რა შედის ?

 

განათლების განყოფილების გარდა ადმინისტრაციაში შემოდის პროტოკოლის, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ჯილდოების გაცემის განყოფილება. ამასთან სამდივნო, რომელიც ბათუმის მერს, ვიცე-მერებს, მრჩევლებსა და რეფერენტებს აერთიანებს.

 

კონკრეტულ პროექტებზეც რომ მითხრათ, რაიმე ახალზე მუშაობთ?

 

ბიუჯეტის შედგენა ბოლო ეტაპზე იყო, როცა დავინიშნე. ასეთ დროს რთულია შეიტანო რაიმე სიახლე. ვაპირებ დავეხმაროთ ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში  ფეხბურთის განვითარებას. ვფიქრობთ, ასევე პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს უცხო ენების შესწავლას. ვაპირებთ ენების ცენტრის გაკეთებას. გერმანიის პოდსდამის უნივერსიტეტთან გვაქვს კავშირი. ცენტრს ექნება სასწავლო პროგრამებით აღჭურვილი ოცამდე კომპიუტერი. ამ პროგრამით დავეხმარებით ახალგაზრდებს ინგლისურის, გერმანულის, იტალიურის, ფრანგულის, თურქულისა და სხვა ენების შესწავლაში. ცოდნის მიღება ამ დარგებში საკმაოდ ძვირი უჯდებათ ჩვენს ახლაგაზრდებს და ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.

 

რა კრიტერიუმებით შეარჩევს ეს ცენტრი მოსწავლეს?

 

ვფიქრობთ, რომ სურვილი ბევრს ექნება. ფასი იქნება ძალიან დაბალი, რადგან ეს გათვლილი იქნება ნებისმიერ იმ ახალგაზრდაზე, რომელსაც აქვს სურვილი ისწავლოს. პროექტი დასახვეწია. გვაქვს ასევე იდეა, რომელიც ეხება ბათუმს და მის ისტორიულ ნაწილს. ბათუმში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, საქმიანობდა მოღვაწეობდა, გვინდა ეს პუბლიცისტიკაშიც გადავიტანოთ, მაგალითად, გერმანელები აჭარაში, ინგლისელები _ ბათუმში და ასე შემდეგ.

 

ამბობენ, რომ ზაფხულის შემდეგ ბათუმში კულტურული ცხოვრება კვდება. იმიტომ ხომ არა, რომ მერია და სხვა შესაბამისი სტრუქტურები ძირითადად აქცენტს საკურორტო სეზონზე აკეთებენ?

როდესაც საზოგადოება ვაკუუმზე მიგანიშნებს, სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფალმა. ეს ჩვეულებრივი მიდგომაა. მე, პირადად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისეთივე პოზიციაზე ვიყავი, როგორც თქვენ და სხვა მოქალაქეები, მაგრამ როცა აქ ჩავიხედე, დავინახე, რომ ბევრი ღონისძიება ტარდება. ალბათ გაშუქებაა არასაკმარისი. მაგალითად, ამ დღეებში მიმდინარეობს ფოლკლორული ფესტივალი, თუმცა დარბაზი მხოლოდ ნახევრად ივსება. ტელევიზიაში ხშირად გადის ინფორმაცია იმაზე, თუ რა ჩატარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვავრცელებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რა და როდის ტარდება. ამაში გვაქვს რაღაც გამოსასწორებელი.

 

 

თქვენ იყავით  უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთერთი კომისიის თავმჯდომარე. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი იყავით ?

 

კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. მეც მინდა საზოგადოებას ვუთხრა ამის შესახებ. როდესაც ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, შეიქმნა მოძრაობა „აჭარა“, ძალიან მალევე ჩვენ შევქმენით მეორე წინააღმდეგობრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა“, მე ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შემდეგ დაიწყეს უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება. 18 კანდიდატი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8 კანდიდატი „აჭარამ“ და ოთხი კვოტა მოგვცეს ჩვენ, ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდს. ასე შევედი მე უმაღლეს საბჭოში.  რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი არ ვყოფილვარ.

 

მაგრამ უმრავლესობის ფრაქციის წევრი ხომ იყავით, რომელსაც მაშინ ნაციონალური მოძრაობაწარმოადგენდა?

 

დიახ, უმრავლესობის წევრი ვიყავი.

 

იზიარებდით მაშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას?

 

უმაღლესი საბჭო შეიკრიბა ივლისში და დეკემბერში უკვე დავუპირისპირდი ლევან ვარშალომიძეს. საკითხი შეეხებოდა პრივატიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. რაც მოყვა ამას, ძალიან არასასიამოვნო გასახსენებელია ჩემთვის, მაგრამ ეს ყველამ იცის, ვინც მაშინ ჩემ ირგვლივ იყო. ბევრი რამ გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა და ამაზე არ მინდა საუბარი. მე გამაჩნია პრინციპები, რომლებსაც არ ვღალატობ და ყოველთვის ვრჩები მათი ერთგული.

 

უმაღლესი საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენ უმაღლეს საბჭოში დასაქმდით, როგორ მოახერხეთ?

 

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დამირეკეს მთავრობის აპარატიდან. ბატონ ლევანს სურს თქვენთან შეხვედრა დასაქმების საკითხთან დაკავშირებითო, მე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მიხეილ მახარაძემ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან, მან შემომთავაზა ხელშეკრულებით მემუშავა უმაღლესი საბჭოს აპარატში. როგორც ჩანს, ჯობდა ვყოფილიყავი დასაქმებული, ვიდრე გარეთ.

ბათუმში ენმ-ის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  125-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

კოდექსში კი ეს მუხლი ასეა განმარტებული: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

პრობლემები CityPass ბარათით სარგებლობისას მუნიციპალურ ტრანსპორტში


მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი
მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი

მოქალაქეების განცხადებით, CityPass ბარათზე, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადასახდელად აიღეს, მათ პრობლემები ექმნებათ, რადგან ბარათის აპარატზე გატარების დროს, ხშირად იმაზე მეტი თანხა იჭრება ბარათიდან, ვიდრე მგზავრობა ღირს. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი?


CityPass ბარათზე მოქმედებს სხვადასხვა ტარიფი, რომელიც დაწესებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ. შესაბამისად, გადახდის დროს, მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რა ტარიფიც გაწერილია CityPass ბარათზე. მომხმარებელს ანგარიშის ამონაწერის მიღება შეუძლია რამდენიმე გზით: ინტერნეტბანკი (მომსახურება უფასოა), მობაილბანკინგი (ასევე უფასოა და მუშაობს Android და iOS სისტემის სმარტფონებზე) ან ეწვიოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ამონაწერის მისაღებად. ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რომელი ტარიფითაც სარგებლობს. ბანკში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება, როდესაც მომხმარებელს გაწერილ ტარიფზე მეტი ეჭრება ანგარიშიდან. საკითხის გასარკვევად, მომხმარებელს ვურჩევთ დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 0322555500, ოპერატორი ჩაინიშნავს საკითხს და შემდგომ დაუკავშირდება შესაბამისი პასუხით.

 

არის შემთხვევები, როცა ბარათზე თანხა ჩარიცხულია, თუმცა გატარების დროს ბარათი ამბობს, რომ გადახდა შეუძლებელია“. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი?

 

იმისათვის, რომ მგზავრი არ შეფერხდეს, მომხმარებელს მივეცით საშუალება, რომ ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაშიც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა სამი დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარის გამოყენება). შესაბამისად, რეკომენდებულია მომხმარებელმა დროულად შეავსოს ბალანსი, რათა შეუფერხებლად შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. თუ მომხმარებლის ანგარიშზე სამი დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ამ შემთხვევაში CityPass ბარათი იბლოკება. ბარათის გასააქტიურებლად, მომხმარებელმა უნდა დაფაროს დავალიანება, ხოლო ბარათი გააქტიურდება თანხის ჩარიცხვიდან 1 საბანკო დღის გასვლის შემდეგ.

 

შემდეგი შემთხვევა იყო ასეთი, მოქალაქემ ორჯერ გაატარა ბარათი, თუმცა კონტროლიორი ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი გადახდა იყო დაფიქსირებული, რის გამოც მოქალაქეს პრობლემები შეექმნა. ვინ არის ასეთ დროს პასუხისმგებელი სიზუსტეზე?

 

რთულია ამაზე საუბარი. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კონტროლიორი ავტომატურ რეჟიმში ხედავს გადახდების რაოდენობას. თუ გამოჩნდა ერთი გადახდა, მაშინ ავტომატურად მეორე გადახდაც გამოჩნდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ანგარიშის ამონაწერში იხილოს კონკრეტულ თარიღში განხორციელებული გადახდა. თუ ორივე გადახდა დაფიქსირებულია კონტროლიორის მიერ შემოწმებამდე.

 

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა ამ დროს მოქალაქეების უფლებები, როცა თანხა გადახდილია, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ისინი მაინც ჯარიმდებიან ან პერმანენტულ რეჟიმში უწევთ საკითხის გარკვევა?

 

მომხმარებელს აქვს სრული უფლება გაასაჩივროს ჯარიმა და მოითხოვოს მისი გაუქმება. თუმცა, თუ მომხმარებლის ანგარიშზე 3 დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ბარათი იბლოკება და მის გააქტიურებას 2 საბანკო დღე სჭირდება. 

 

მოქალაქეები ამბობენ და თქვენც ადასტურებთ, რომ ბარათზე ჩარიცხული თანხა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აისახება, ეს სისტემური ხარვეზია? 

 

დიახ, ანგარიშზე თანხა აისახება ჩარიცხვიდან ერთი საბანკო დღის გასვლის შემდეგ. მაგალითად, თუ მომხმარებელმა ბალანსი შეავსო კვირა დღეს, რომელიც არის არასაბანკო დღე, შესაბამისად, ორშაბათი საჭიროა ბარათის გასააქტიურებლად და ავტობუსში თანხის გამოყენებას მომხმარებელი შეძლებს სამშაბათს. თუმცა, როგორც მანამდე აღვნიშნე, მომხმარებელს საშუალება აქვს გადაიხადოს მგზავრობის საფასური, სანამ თანხა ანგარიშზე აისახება. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს უარყოფითი ნაშთი არ ჰქონდეს 3 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარი) – სხვა მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

 

თუ ბარათიდან იმაზე მეტი თანხა იჭრება, ვიდრე მგზავრობა ღირს (და ამის ძალიან ბევრი შემთხვევაა, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ამის თაობაზე მოქალაქები), ზედმეტად დახარჯული თანხის  კომპენსირება როგორ მოხდება?

 

მსგავს შემთხვევაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მომხმარებელი დარწმუნდება ამონაწერის გაკეთების დროს, რომ ზუსტად ის თანხა ეჭრება, რა ტარიფზეც არის გაწერილი მისი ბარათი.

 

  მოქალაქეების თქმით, ბარათზე დარიცხული თანხის შემოწმების დროს, მობილურ ოპერატორს 4 თეთრი მიაქვს, ეს მომსახურება ფასიანია, თუ აქაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

 

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში საუბარია SmartPAY-ის მომსახურებაზე – მომხმარებელს შეუძლია საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონით: მობილური ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადის დაფარვა კალათით, სესხის აღება, ანგარიშზე ნაშთის შემოწმება. მოცემული პროდუქტის გამოყენებით, მომხმარებლის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ნაშთის შემოწმების საკომისიო შეადგენს 4 თეთრს.

 

 

 

 


932 ათასი ლარი ქობულეთის „შუქურას“

 

 

 

 

როგორც იმედა ხაჯიშვილი ამბობს „შუქურასთვის“ 2014 წლის ბოლომდე 932 000 ლარი გამოიყო.

 

„ამ თანახაში გათვალისწინებულია ფეხბურთელებისთვის წინა სახელფასო დავალიანება და გასაცემი პრემიები. თანხა მოძიებული იქნა რესპუბლიკურ ბიუჯეტში და ტრანსფერის სახით გამოიყო  ქობულეთისთვის“ – განმარტავს იმედა ხაჯიშვილი.

 

მისივე თქმით, დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა „შუქურასთვის“ ამ თანხის გამოყოფას.

 

„სხდომას 35 ადამიანი ესწრებოდა. ოფიციალურად ოთხი ადამიანი გამოვიდა ბიუჯეტის წინააღმდეგ. არ გვაქვს ამისი ფუფუნება, რომ ამხელა ფული გადავუხადოთ ფეხბურთს ბიუჯეტიდანო – იყო ასეთი განწყობა დეპუტატებში. მაგრამ ჩვენ ფორსმაჟორში ვიყავით, რადგან ფეხბურთელებს სამი თვის აუღებელი ხელფასები ჰქონდათ, მათში იყო პროტესტის მუხტი და შეიძლებოდა თამაშზე უარი ეთქვათ. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ გუნდი მოხვდებოდა არა პირველ არამედ, მეორე ლიგაში. ამ დილემურ სიტუაციაში ჩვენმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ “შუქურას” მუნიციპალური დაფინასნებისთვის“.

 

იმედა ხაჯიშვილი ვარაუდობს, რომ ქობულეთის “შუქურას” დაფინანსება კვლავ გაგრძელდება მინიციპალიტეტიდან და 2015 წელს 600 000 ლარამდე იქნება კლუბის ბიუჯეტი. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კლუბი შედეგს ვერ მოიპოვებს უმაღლეს ლიგაში, იმედა ხაჯიშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელებს სახელფასო ფონდი შეუმცირდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში აჭარიდან ორი გუნდი თამაშობს – ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“. სატურნირო ცხრილში 16 გუნდს შორის „შუქურა“ რვა ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით მხოლოდ ზუგდიდს უსწრებს. 

ფუტზალის აჭარის თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამომ ”ფანები” 9:2 დაამარცხა

აჭარის რეგიონული პირველობა ფუტზალში 11 ოქტომბერს დაიწყო, სადაც 24 გუნდი მონაწილეობდა. მერვედფინალებიდან შეირჩა 16 გუნდი, რომელიც A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ. A ჯგუფში თამაშობდა „ნავთობტერმინალი“, სომხური დიასპორის გუნდი „ახბიური“, „კოკა-კოლა“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ბსუ“. B ჯგუფში დაწყვილდნენ „პირატები“, „ბათუმის დინამო“, საზღვაო აკადემიის და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდები.

მეოთხედფინალებში გავიდნენ A ჯგუფიდან ნავთობტერმინალი და ბსუ, ხოლო B ჯგუფიდან „დინამო ბათუმი“ და „პირატები“.

ნახევარფინალი 7 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში, მ. ლერმონტოვის ქ. #27 გაიმართება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან დინამო ბათუმი – ბსუ და მეორე წყვილი „პირატები“ – „ნავთობტერმინალი“.

ფინალი 9 ნოემბერს ჩატარდება.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფუტზალის ასოციაცია და აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაცია.

აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაციის პრეზიდენტის არტიომ ნაცაკანიანის თქმით, ფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფუტზალის საქართველოს ჩემპიონატ 2015-ში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპრიზო ფონდიც გათამაშდება.

აჭარის რეგიონის ტურნირის ფინალში კი ფეხბურთელები სხვასახვა ნომინაციებში გამოვლინდებიან.


ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

 

 

ამ წუთებში პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეები ისევ იმყოფებიან: “არ უნდა შეგრჩეთ 7 ნოემბერი, გახსოვდეს სტუდენტების დარბევა”- ასეთია აქციის ერთ-ერთი  მონაწილის პოზიცია. 

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბათუმში, მემედ აბაშიზის გამზირზე სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს, მოძრაობა შეჩერებული იყო.

15 ათასი ლარის კომპენსაცია სახელმწიფოსგან დეპუტატის ძმას

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე

გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხებში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ 31 მაისს განვითარებული სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზარალებულები მიღებული კომპენსაციით კმაყოფილები არიან. „ყველაზე დიდი კომპენსაცია – თუ ზუსტად მახსოვს, იყო 14 ათასი ლარი“, – ამბობს სატელეფონო საუბარში მერაბ ტაკიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამდენი თანხა მიიღო კომპენსაციის სახით საქართველოს პარლამენტში ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის ძმამ, ნოდარ შერვაშიძემ. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნოდარ შერვაშიძესა და მის ძმასთან შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სატელეფონო ზარს არც ერთმა მათგანმა არ უპასუხა.

 

თავის მხრივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა პირველი მაისის თემში გამგებლის წარმომადგენლის კანდიდატმა დავით შავლიძემ: „კომპენსაცია მივიღეთ ზარალის მიხედვით, მე, მაგალითად, 400 ლარი ავიღე. სოფლის თავკაცებმა გამოგვკითხეს რამდენი ძირი კიტრი-პომიდორი გვქონდა. თუ რამე საეჭვო იქნებოდა, მერე მოდიოდნენ გამგეობიდან და ამოწმებდნენ. რაც შეეხება დეპუტატის ძმას, მას 2000 ძირზე მეტი ვაზი აქვს, ყველა ჯიშის, ჩხავერიც. 10 ტონამდე ყურძენს კრეფდა, დაახლოებით 15 ათას ლარამდე მიიღო კომპენსაცია. ნოდარ შერვაშიძე მეურნეობას უძღვება – ჰექტარ-ნახევარზე აქვს ვაზი გაშენებული, აქვს მარანი. იაშას არ მიუღია კომპენსაცია, იაშას მეურნეობა სოფელში არ აქვს“.

 

რა კრიტერიუმებით გაიცა კომპენსაცია, რატომ დაეხმარა სახელმწიფო იმ ოჯახებს, რომლებიც სეტყვამ დააზრალა და რატომ არ დაეხმარა მათ, ვისი მოსავალიც ზუსტად იმავე პერიოდში ყინვამ გაანადგურა? რა კრიტერიუმებით შეარჩიეს დაზარალებულები? – როგორც ირკვევა ამ კითხვებს ქედის მუნიციპალიტეტშიც სვამენ და ბევრი ოჯახია უკმაყოფილო. მაგალითად, სოფელ ძენწმანში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: კომპენსაცია მიიღო მერაბ სურმანიძის ორმა უახლოესმა მეზობელმა, მაგრამ თავად მერაბ სურმანიძეს უთხრეს, რომ მისი ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია.

 

ამის შესახებ სმენია მერაბ ტაკიძესაც, გამგებლის თანაშემწეს სოფლის მეურნეობის საკითხებში. მერაბ ტაკიძე: „მერაბ სურმანიძე ჩემი მეგობარია, ის 15 ტონა ყურძენს კრეფს, მე –  ექვს ტონას. მერაბის ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია, მაგის ყურძენი დააზიანა გაზაფხულზე ყინვამ. მერაბ სურმანიძე იყო ჩემთან მაგ თემაზე, თვითონ თქვა, რომ მისი ყურძენი სეტყვას არ დაუზიანებია. გაზაფხულზე ყინვით მთელი დასავლეთი საქართველო დაზარალდა, ყველას როგორ გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას?!“ 

აჭარის მთავრობა: ხელვაჩაურში სოციალურ ბინის 3000 ოჯახი ელოდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულა

პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტს, რომლის ღირებულება 2 013 999 ლარია, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მშენებელი 80“ განახორციელებს. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ხულოში ჩავუყარეთ საფუძველი ასეთივე სახლის სარძიკველს. ეს სხვა რაიონებშიც გაგრძელდება, სანამ მსგავსი სახლების საჭიროება იქნება. 2014 წლის ბიუჯეტში ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობისთვის გავითვალისწინეთ 2 მილიონ ლარზე მეტი. ეს 50 ბინა პირველ და მეორე კატეგორიაში მყოფ ეკომიგრანტებს გადაეცემათ. მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება, მანამდე კი შევარჩევთ იმ ოჯახებს, ვინც იცხოვრებს ამ კორპუსებში.

 

 არსებული მდგომარეობით ყველა I და II კატეგორიის ეკომიგრანტს ბენზეს დასახლებაში გადავეცით ბინები“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ მშენებლობის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური ბინის მოლოდინში 3000 ოჯახია. 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დღეს ახალი სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულეს და პროექტის დეტალებს გაეცნენ.

 

„სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება აუცილებელია“

 

თამთა კვარაცხელია, ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლა იღებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სკოლა საზოგადოების ნაწილია. პროცესები, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობს, სკოლასაც ეხება, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. სკოლა ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესებისგან. ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, ნოემბრის დასაწყისში ჩვენს სკოლაში იგეგმება კონფერენცია, სადაც იქნება წარმოდგენილი თემები, რომლებიც ეხება ძალადობას. ვფიქრობ სკოლაში უნდა მოხდეს ბულინგის (ბავშვებზე ძალადობის) პრევენცია, – ასეთ სამწუხარო ფაქტებზე უნდა იყოს მწვავე რეაქცია. მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს, აქვთ მითითებები მიცემული, რომ გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტები ძალადობაზე, პიროვნების თავისუფლებასა და რეალიზებაზე. ასევე, აქციის ტიპის ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად ნახატების აქცია – „არა ძალადობას“.

 

სასიცოცხლოდ აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებაში თავი იჩინა ამ ხრივ დაგროვილმა აგრესიამ. თემა არის ძალიან ფაქიზი, მნიშვნელოვანია, თუ ვინ წაიკითხავს ამ ლექციებს, ამას სკოლა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებია საჭირო.

 

ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეებს ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაქორწინებულ მოსწავლეებს უსწავლიათ ჩვენთან, ახლაც გვყავს გათხოვილი გოგონა მე-12 კლასში, თუმცა გასულ წელს მე-11 კლასელმა გოგონამ სწავლა მიატოვა გათხოვების მერე.

 

რამდენიმე წლის წინ ინიციატივა – სკოლებში ესწავლებინათ „სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა~ საზოგადოებამ ცუდად მიიღო. ვფიქრობ, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ აქაც პრობლემა დგას სპეციალისტზე, რადგან რესურსი არ გვაქვს.“

 

ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი: „პრობლემა არის საყოველთაო, ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობის ან გულგრილობის შედეგი. სკოლის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის შუამავლები ვართ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს და მათ უკან მდგომ ოჯახებს ინფორმაცია, რომ ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელზეც სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს. არის ოჯახები, სადაც ბავშვის აღზრდისას აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ფიზიკური დასჯა, რასაც არ განიხილავენ ძალადობად.

 

 

სასწავლო გეგმით ისწავლება სამოქალაქო განათლება, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის დანაშაული, რა არის ძალადობა. აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე უფრო მეტი საუბარი. დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ გაახალგაზრდავებულია ქორწინების ასაკი, ეს კომპლექსური პრობლემაა და მას მარტო სკოლა ვერ გადაწყვეტს, მაგრამ პრობლემას ვხედავთ, სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, რაც აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება არ ამართლებს.

 

 

გასულ წელს ორმა გოგონამ მიატოვა სწავლა, ერთი გათხოვილი გოგონა, რომელიც უკვე დედა გახდა, არ ვიცით გააგრძელებს თუ არა სწავლას. გულდასაწყვეტია, რადგან ეს გოგონები არიან გონიერი მოსწავლეები, მათ მიერ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი არ უნდა ვაქციოთ ტრაგედიად, ამიტომაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ პიროვნულ განვითარებას. 

 

თაობა, რომლის დროსაც არ ისწავლებოდა სამოქალაქო განათლება, ნაკლებად არის ინფორმირებული. ვფიქრობ, კონსტიტუციის გაცნობა და გენდერულ საკითხებზე დისკუსიები იქნება ეფექტური. ჩვენ მშობლების აღზრდაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გავააქტიუროთ მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე მუშაობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ძალადობა არის დასჯადი, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აუმაღლდეთ მათ, რომ შემდგომ რეაგირება მოახდინონ მათ გარშემო მომხდარ ფაქტებზეც. საზოგადოებას მიაჩნია, რომ სხვა ოჯახზე საუბარი არასწორია, ამას ისევ `ჩაშვებად~ განიხილავენ, ამიტომაც ჩვენ უნდა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი მოქალაქე.“

 

 

ზურაბ ზაქარაძე, ბათუმის #6 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის როლი მნიშვნელოვანია, თაობებს ის ზრდის. ჩვენთან სისტემატურად მუშავდება აღმზრდელობითი საკითხები, მსგავსი თემები განხილვადია კლასსაათებზე თუ კონფერენციებზე. პროცესებშიც აქტიურად ვართ ჩართული, წინასწარ, პროფილაქტიკურ სამუშაობეს ვატარებთ, დამატებითაც შესაძლებელია განხილვა ამ თემების, თუმცა მე ვერ ვხედავ სკოლაში ურთიერთობების დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

 

გენდერულ საკითხებზე დისკუსიები ხელს არ შეუშლის სკოლის მუშაობას, პირიქით წაადგება კიდეც, ამიტომაც წინააღმდეგი არ ვარ მსგავსი ინიციატივების, სკოლა საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, 21-ე საუკუნეში გენდერული ბალანსი უნდა იყოს მიღწეული. ეს პრობლემა დღეს არ წამოსულა, ქალების ასპარეზზე გამოსვლას მოჰყვა ძალადობა. ვფიქრობ, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრევენცია აუცილებელია.“

 

 

მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლასაც დიდი როლი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახი და საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ყველაფრის გამომწვევი. სკოლაში სამოქალაქო განათლების შემოტანამ ბევრი რამ შეცვალა სიკეთისკენ, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდა. ჩვენ სკოლაში მუდმივად გვაქვს ღონისძიებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დებატები იმართება მოსწავლეებს შორის. სამომავლო გეგმები გაგვეზარდა ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, ვფიქრობ, მშობლებიც უნდა ჩავრთოთ შიდა სასკოლო ღონისძიებებში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში მასწავლებელი ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ საკითხებზეც საუბრობს მოსწავლეებთან, მათ უხსნიან, რომ არ არიან მზად ოჯახის შექმნისთვის და არ ექნება მათ კავშირს ამ ასაკში მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ნაადრევი ქორწინების, წელსაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მოსწავლემ“. 

თაიგული და წიგნები ევროპის ჩემპიონებს

საკრებულოს დეპუტატებმა გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქად წიგნები და თაიგული გადასცეს.

 „ვფიქრობ ძალიან პოპულარულია ჭადრაკი საქართველოში. ის გეგმები, რაც არსებობს 2018 წლამდე ჭადრაკის აღორძინებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ, არა მარტო სპორტის კუთხით, ზოგადად ქალაქს დიდი წარმატებას მოუტანს” – განაცხადა სალომე მელიამ. 

 

„ძალიან გაგვახარეს კლუბის წევრებმა, დიდ წარმატებას მიაღწიეს, სათანადო პირობები კლუბის წევრებს არ აქვთ. მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავდებთ სახსრებს, რომ სათანადო პირობები შევქმნათ, ფართიც გამოვყოთ და მომავალი წარმატებების იმედად ეს პრობლემები გადავჭრათ.

 

მე მქონდა ამ პრობლემაზე ბათუმის მერთნ საუბარი, მან გამოთქვა მზადყოფნა და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფთ სახსრებს იმისათვის, რომ არსებული ფართები გავარემონტოთ და შევუქმნათ სპორტსმენებს კარგი პირობები. არა მარტო მოჭადრაკეებს, სპორტის სხვა სახეობებზეც მაქვს საუბარი”- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. 

VTD GROUP-ი პირველი კომპანია, რომელიც ჰაერის ნაცვლად დასრულებულ ბინებს ყიდის

 

თავდადებულის ქ.# 50/52-ში მდებარე 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კომპანიის პირველი პროექტია ბათუმში, რომელიც მოიცავს 214 ბინას. კორპუსის მშენებლობა სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და 2014 წელს დასრულდა. დარჩენილია კეთილმოწყობითი სამუშაოები.

 

 

თემურ ვერძაძე
თემურ ვერძაძე

 

კორპუსი მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან – ილია ჭავჭავაძის გამზირიდან 20 მეტრში. კორპუსის სიმაღლიდან იშლება ზღვის, მთისა და ქალაქის ხედები. საცხოვრებელი ფართობის მინიმალური ფასი 550 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასისგან მხოლოდ 100 დოლარით განსხვავდება. ფართობის არჩევა 40 კვადრატული მეტრიდან 140 კვადრატულ მეტრამდეა შესაძლებელი. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს. კორპუსი VTD-ის დაკვეთით კომპანია „ანაგმა“ ააგო.

 

 

 

„ანაგი“ VTD-ის პარტნიორი კომპანიაა. პარტნიორთა წრეს წარმოადგენენ ასევე შპს „ელიტ კონსტრაქტინგი“, შპს „მეტალ ფორს ჯორჯია“, შპს „კომფორტელი“ და შპს „სი დო მა“.

კომპანია გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას ასრულებს  ქალაქის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. თავიდან ეს ადგილი იყო ბარაკებით შემოსილი კუთხე, იყო ორი ეზო თავდადებულის ქ. #50/52-ში, სადაც ცხოვრობდა 24 ოჯახი არასანიტარულ პირობებში.  კორპუსს გააჩნია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი, სუფთა სადარბაზოები და ლიფტი, როგორც სამგზავრო, ასევე – სატვირთო. კომერციულ მშენებლობაში პირველად VTD-ის კორპუსმა დასახა, რომ მაღალსართულიან შენობაში მგზავრების გარდა ტვირთისთვისაც ყოფილიყო ლიფტი. კორპუსის ირგვლივ, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც იქნება ბავშვების გასართობი კუთხე და სპორტული მოედანი. საერთო ჯამში VTD GROUP-მა სამი წლის მანძილზე განავითარა 500 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ტერიტორია.

 

 

VTD GROUP-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – სანდო პარტნიორები ჰყავს. ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დასახლდეს კარგ საცხოვრებელ სახლში, უნდა ნახოს რას ყიდულობს. ეს არის დასრულებული კომპლექსი, მას მესამე პირთან არ აქვს ვალდებულება – არ აქვს სესხი ბანკებთან და აქვს მოწესრიგებული სამართლებრივი ბაზა. ბინის ყიდვისთანავე საკუთრება  საჯარო რეესტრში მყიდველს ურეგისტრირდება. ამ მხრივ კომპანიამ პირველმა გადადგა ნაბიჯი და მყიდველს პირველმა შესთავაზა დამთავრებული ბინა.

 

კომპანია ფასებთან მიმართებაში არ არის მოგებაზე ორიენტირებული. VTD GROUP-ის ბინებს მშენებლობის სტანდარტების ადეკვატური ღირებულება აქვს.

 

„სადაც ხარისხიანად შენდება, იქ კომპანია მინიმალურ ფასად 350 დოლარს ვერ დააწესებს,  ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხზე, თუ როგორი ხარისხით, რა მასალით აწარმოებს მშენებლობას კომპანია, როგორია არმატურა და სხვა მასალები. ვინც 350 დოლარად ყიდის ბინებს, ის დასაწყისში იზიდავს კლიენტს. მშენებარე კომპანიების უმეტესობა მშენებლობის დასაწყისში საჭირო თანხის მხოლოდ 20 პროცენტს ფლობს. ეს მექანიზმი ასე მუშაობს – ბიზნესი ითვისებს რაღაც თანხას, გაყიდის ბინებს და მერე თავისთავად ზრდის ღირებულებას. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ ინტრიგას იმიტომ არ ვდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ხარისხიანად, დაწყებული არმატურიდან, დამთავრებული დეტალებით. ჩვენთვის ყველაზე მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაა“,  – ამბობს თემურ ვერძაძე.

 

კომპანია VTD GROUP-ი სწორედ ბიზნესმენ თენგიზ ვერძაძესა და მის პარტნიორს _ თეიმურაზ ჭუმბურიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის მოვალეობას თემურ ვერძაძე ასრულებს. ისინი დიდი ხანია ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ. შპს „ზუნდაგი“, რომელიც თემურ ვერძაძეს ეკუთვნის, პირველი იყო, რომელმაც წლების წინ, პარტნიორებთან ერთად, ბათუმში პირველი კომპლექსური ავტოგასამართი სადგური გააკეთა. ეს ჯგუფი ბიზნესში კვების კუთხითაც არის ჩართული და აქვს დიდი გამოცდილება. ისინი ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზისა და ქართული კერძების რესტორანს ფლობენ.


„ახალგაზრდობიდან მქონდა ბიზნესი. ვიყავი მეზღვაური და ვფიქრობდი მქონოდა პრესტიჟული მაღაზიები ევროპული საქონლით. ეს იყო ჩემი პირველი იდეა ბიზნესში. 1992 წელს გვქონდა მაღაზია „პრესტიჟის“ ქსელი ბათუმში. როცა ომი დაიწყო საქართველოში და ვეღარ შემოდიოდა რუსეთიდან, ევროპიდან საქონელი, ყველა ღონეს ვხმარობდით ევროპული საქონლის შემოსატანად. ბიზნესში დიდი მონდომებაა საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ, არ ვფიქრობთ მარტო მოგებასა და სახელის მოხვეჭაზე, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო  მაღალი ხარისხი“, – ამბობს თემურ ვერძაძე.

რა გეგმები აქვს VTD GROUP-ს? თემურ ვერძაძე ამბობს, რომ ამას უკვე ცხოვრება და სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა აჩვენებს.

 

„მაქვს იდეა გავაკეთო ავტოპარკინგი. მაგალითად, ჩემს ქუჩას, ანგისის #19-ში, სადაც აშენდა მრავალსართულიანი კორპუსები, არ აქვს ავტოსადგომი. ქუჩა თითქმის ჩაკეტილია.  მინდა ცალკე, ჩემს ტერიტორიაზე გავაკეთო ავტოპარკინგი, თავისი ავტომომსახურების სერვისითა და ავტოსამრეცხაოთი, იქაურობა რომ განიტვირთოს.

VTD GROUP-ი მომავალში კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს ააგებს. მომზადებულია პროექტიც. ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე აშენებს. თუმცა გაყიდვების ოფისი ბათუმის გარდა თბილისშიც მუშაობს.

 

VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი ბათუმში: ილია ჭავჭავაძის ქუჩა #23; 

ტელ.: +995 42 22 22 132; მობ.:  +995 577 54 54 80; ელფოსტა: sales@vtd.ge


VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი თბილისში: ი. აბაშიძის 51;

ტელ.: +995 32 2 18 13 43;  მობ.: +995  599 809 100;  ელფოსტა: info@vtd.ge





შს სამინისტრომ გამოძიება ნივთის დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,  რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას “ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით”. 

ამ დანაშაულისს ჩამდენი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

 

ხელვაჩაურში ხანძარი ლიკვიდირებულია

 

ხანძარის ხელვაჩურში. ედო კოჩალიძის ფოტო

სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ წუთებში (10.55 საათი) ხანძარი ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ლიკვიდირებულია.

 

ხანძარის ხელვაჩურში. ედო კოჩალიძის ფოტო

სუპერმარკეტის პროდუქტების გარდა, წინასწარი ცნობით, ასევე ხანძრის დროს სამშენებლო მასალებიც განადგურებულია, რომელიც ასევე საწყობში ინახებოდა.

სსკ-ის მუხლები რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას

 

დავით ჯანდიერი

თუკი ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

თუკი ჯანმრთელობის დაზიანებას ამგვარი შედეგი არ მოჰყოლია, კვალიფიკაცია სსკ 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მართებულია. სავარაუდოდ, საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, თუ რა სახის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა და რა შედეგი იქონია მის ჯანმრთელობაზე. საქმის მასალების დეტალურად შესწავლის გარეშე ძნელია იმსჯელო იმაზე, სწორად მიენიჭა თუ არა კვალიფიკაცია.

 

სამწუხაროდ, ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს არც თუ იშვიათად ვაწყდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით ავალია პატივი სცეს სიცოცხლის უფლებას, ხოლო მე-3 მუხლით – წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. ამ მუხლების შინაარსი გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, რათა სახელმწიფომ არ დაარღვიოს ამ მუხლებში განმტკიცებული უფლებები, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, გაატაროს ზომები მათ დასაცავად.

 

სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ინდივიდების ურთიერთობაში, რათა კერძო პირმა არ დაარღვიოს მეორე პირის კონვენციით დაცული უფლება. ბუნებრივია, დაზარალებული უნდა სარგებლობდეს პროცედურული გარანტიებით, რათა საქმის განხილვის დროს სრულად იქნას მისი უფლებები დაცული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დასჯადი იყოს ოჯახური ძალადობა, არამედ – სანქცია იყოს ადეკვატური.

 

ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც ოჯახში ძალადობას ეხება, მოითხოვს გადახედვას და გამკაცრებას. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ახალი მუხლის შემოტანა სისხლის სამართლის კოდექსში – სტალკინგ (გადაკიდება), რასაც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და რომელიც გულისხმობს იმგვარი ქმედების დასჯას, როგორიცაა: დევნა, შევიწროება, მუქარა, არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი სატელეფონო კავშირის დამყარება, რაც მსხვერპლს აიძულებს შეცვალოს ცხოვრების სტილი. ხშირად სწორედ ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ყოფილი მეუღლეები.

პატიმრების წამების საქმე სასამართლოში

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ციხის ყოფილი დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმეში პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ ჩაანაცვლა. გაჩეჩილაძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო და ამიტომაც სასამართლო პროცესის გადადება სთხოვა.

 

ბათუმის №3 საპყრობილის ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე ოთხტომიანია. “ბატონო პროკურორო, ეს თქვენი პირველი საქმეა, რომელსაც მე განვიხილავ, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ თითოეულ მოსამართლეს გვაქვს 100 საქმე განსახილველი. დღეს მე ამ სხდომისთვის 4 საათი მქონდა გამოყოფილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს დეტალები… აქვე მინდა გაცნობოთ მხარეებს, რომ პატიმარმა ბათუმის მესამე საპყრობილიდან რამდენჯერმე გამოგვიგზავნა წერილი, ის ითხოვს დავკითხოთ ამ საქმეზე სასამართლოში. მოგეხსენებათ ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, ჩემი თანაშემწე მხარეებს გაგაცნობთ წერილის შინაარს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

 

გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. ეს ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 116 ადამიანი უნდა დაიკითხოს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის უმრავლესობა პატიმარია. გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.
მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები -პაატა ბოლქვაძე და სოსო ჯალაღონია იცავენ.

 

 

აფთიაქებს ჯარიმის სახით 950 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

 

 

მედიკამენტები
მედიკამენტები

 

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან დღემდე ფარმაცევტული ბაზრის  კონტროლის შედეგად 183 სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

 

 

შემოწმების შედეგად  აღმოჩენილი დარღვევების გამო, აფთიაქებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც მთლიანობაში 950 ათას ლარზე მეტია.

 

 

„სახდელის ოდენობა კანონით არის გათვალისწინებული და განისაზღვრება, როგორც წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონით, ასევე ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსით“ – აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა „ბათუმელებთან“. მისივე თქმით,  მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული იქნა როგორც პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტები, ასევე მეორე და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას წესების დარღვევა.

 

 

„წლის განმავლობაში გამოვლენილი იქნა ცხრა შემთხვევა, როცა დაწესებულება სპეციალურ კონტროლს დაცვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას აწარმოებდა, მაშინ როცა ნებართვა საერთოდ არ გააჩნდათ. პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის სულ 111 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 95 თბილისში იყო, დანარჩენი  კი რეგიონებში.  მათ შორის აჭარაშიც.  

 

 

ასევე დაფიქსირდა, ფორმა სამის დარღვევით გაცემის ფაქტები,  როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. შვიდ დაწესებულებას  გაუუქმდა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.  საფუძველი იყო ის, რომ  აფთიაქში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დარღვევა სამჯერ გამოვლინდა“.

 

მონიტორინგის მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი. სასამართლო დაადგენს რომელი აფთიაქი რამდენი ლარით დაჯარიმდება.

  

ქართველი და აფხაზი ბავშვების შეხვედრა სლოვაკეთში

 

 

 

 

„ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ   პროგრამას, „ქართულ-აფხაზური საგა“. პროექტის  ფარგლებში აფხაზეთის მთავრობასთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ბათუმში მცხოვრები სამი აფხაზი ახალგაზრდა, ორი სტუდენტი და ერთი მოსწავლე, ავსტრიასა და სლოვენიაში გავამგზავრეთ, სადაც  ისინი თავიანთ თანატოლ აფხაზებსა და ოსებს შეხვდნენ.

 

 

ეს ახალგაზრდები უკვე ჩამოვიდნენ და  ახლა მოვისმენთ მათი თანატოლების მოსაზრებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.  გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტის ხუთი წლისთავსაც აღნიშნავს“ – აცხადებს  ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ წარმომადგენელი ნათელა დუმბაძე.

 

 

„შეხვედრა  სლოვაკეთში შედგა. ჩვენ ძალიან დიდი სითბო და სიხარული დავინახეთ ჩვენი თანატოლების თვალებში. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს  და ეს დღე არასდროს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან“- ამბობს ქსენია ბედია.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ სლოვენიაში შეხვედრა იქ მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძე დააფინანსა „გვითხრა, ჩემი ოცნება, თქვენს ოცნებებთან  დაახლოებააო“- გვითხრა ჯამილა მუსხაჯბამ.

 

 

სლოვაკეთში ქართველ და აფხაზ ბავშვებთან შეხვედრას ქართველი პედაგოგებიც ესწრებოდნენ. 

 

 

შეხვედრა პრეს-კაფეში

იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ

 

 

 

 

„ათი დღის წინ, მთავრობის თავმჯდომარეს გადავეცით გამოსახლების შესაჩერებლად 80 კაცის სია. ყველაფერი გავაკეთეთ ისე როგორც დაგვავალეს.  ჩვენ გვეგონა რამეს მაინც გააკებდნენ, მაგრამ ცვლილება არ არის. ჩვენ ვართ გადამხდელუნარიანები, ჩუქებას არ ვითხოვთ. მოგვცენ ცოტა დრო, რომ გადავიხადოთ საჭირო თანხა. ბანკი ითხოვს თანხის ნახევარს, კერძო მევახშე კი სრულ თანხას, როგორ უნდა გადავიხადოთ ამხელა ვალები?“- ამბობს აქციის მონაწილე ნანა შარაშიძე.

 

 

„ჩვენ პირვლ რიგში ვაპროტესტებთ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებებს. ყოველი გამოსახლება, ყოველი ტრაგედიაა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე უნდა შეაჩეროს გამოსახლება, მეორე ეტაპზე კი ხელისუფლებამ მოიფიქროს ფორმა ან რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც შესრულდება დანაპირები და იპოთეკარები გრძელვადიან, დაბალ პროცენტიან სესხებს მიიღებენ“-განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ .

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში

განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი 10 000 ლარი.

სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული   დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე პაციენტი დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი პროპორციების დაცვით) დაფინანსდება სამედიცინო რეაბილიტაციის (პაციენტის ფუნქციონალური, ფსიქოლოგიური შესაძლებლობებისა და კომპენსატორული მექანიზმების განვითარება) ხარჯები.

 

დაფინანსება გაიზრდება გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებშიც

გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების რაოდენობა. დაემატება ძვირადღირებული კარდიოვერტებდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაცია, კორონალური ანგიოპლასტიკა სამი სტენდით და ბალონური ანგიოპლასტიკა.

შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებლის ტარიფი აღემატება ქვეპროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, მაგრამ პაციენტი მოითხოვს სამედიცინო მომსახურების ჩატარებას ამ მიმწოდებელთან, მაშინ მომსახურება დაფინანსდება ქვეპროგრამის ტარიფით დადგენილი დაფინანსების პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფზე ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ღირებულებიდან.

გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების ტარიფი (სამკურნალო დაწესებულებებიდან მოწოდებული ტარიფების საფუძველზე განსაზღვრული საშუალო ფასი, მიახლოებული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ლიმიტთან).

შეიცვლება (მოიმატებს) პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების პროპორციები კერძოდ, 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული  ტარიფის – 90 %–ით.

ყველა სხვა კატეგორიის პაციენტს, პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული  ტარიფის – 80 %–ით. (წინა  წლეების პროგრამით უფინანსდებოდათ –70%).

ვეტერანებს პროგრამით  გათვალისწინებული  მომსახურეობა დაუფინანსდებათ სრულად პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. (წინა წლეების პროგრამით აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა).

სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში

შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: პროგრამის ფარგლებში  მკურნალობა დაფინანსდება: 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით.

სხვა ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან  200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები; ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი  ოჯახის წევრები) დაფინანსდებიან  ფაქტიური ხარჯის 80%-ით.

სხვა დანარჩენი მოქალაქე დაფინანსდება  70%–ით  (სხვა დანარჩენი მოქალაქის დაფინანსება 2014  წლის პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა).

პროგრამით დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4 000 ლარს. მკურნალობის ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.

 

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში:           

მოიმატებს პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობა (მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები ანესთეზიით).

შეიცვლება პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ტარიფები.

ლუკა და მისი ბენდი

 

family band

 

 

ლუკას მუსიკა მამამ შეაყვარა, თუმცა, როგორც ლუკას მამა, გოგიტა ამბობს, არ უნდოდა შვილი მის გზას გაჰყოლოდა: „ლუკამ თავისით გააკეთა არჩევანი, მე მერჩივნა რამე სხვა აერჩია, მუსიკა საქართველოში რთულ გზასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ყველაფერი გქონდეს იმისთვის, რომ იყო წარმატებული და მინიმუმ შემოსავლიანი, მაგრამ არაფერი გამოდის, აკეთებ ძალიან კარგ მუსიკას, მაგრამ უმეტესობას არ უნდა ეს მუსიკა, „პაჭკა, პაჭკა დოლარების“ მოსმენა ურჩევნია“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.

 

ოთხი თვის წინ ლუკამ ოჯახის წევრებისგან ბენდი შექმნა, მამას გიტარა ჩააბარა, მამიდაშვილი, კოკა კალანდაძე, ჯგუფში დრამერად მიიწვია, კოკას დას, მარის, ვოკალისტობა მიანდო, ბიძიას, პატა ორაგველიძეს კი – დრამი და პერკუსი. ცოტა ხნის წინ ჯგუფში კიდევ ერთი ნათესავი – თემო ტრაპაიძე დაიმატა, თემო კლავიშზე უკრავს.

 

„ტელევიზორში ვნახე, როგორ უკრავდა ბენდი. ვეხვეწებოდი მამიკოს, ბენდი შეგვექმნა, ბოლოს დამიჯერეს, ახლა ექვსი წევრი ვართ ბენდში. პირველად რომ გიტარა დავინახე, არ ვიცოდი რა იყო, მერე მოვისმინე და მომინდა დაკვრა, ექვსი წლის ვიყავი, როცა გიტარაზე დაკვრა დავიწყე, მერე ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა და მერე – დრამზე. მარტო ფორტეპიანოს სკოლაში დავდიოდი, დანარჩენზე დაკვრა სახლში მასწავლეს. კიდევ უნდა ვისწავლო რამეზე დაკვრა, მინდა სულ, ყოველდღე ვუკრავდე რამეს“ – ამბობს 10 წლის ლუკა ბურჭულაძე.

 

გოგიტა, მარი, კოკა და პაატა ერთად „სანრემოს“ ბენდში უკვე წლებია უკრავენ, შემოსავლის წყარო რომ ჰქონდეთ: „მეც ლუკას ასაკში დავიწყე დაკვრა, მას მერე არ შემიძლია მუსიკის გარეშე, ბათუმში მშობლებმა ისტორიულზე სასწავლად გამომიშვეს, მე კიდევ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. მაშინ მუსიკისთვის არავის ეცალა, მე მინდოდა ეს, ლუკასი არ იყოს, არ შემეძლო ამის გარეშე. გამოვიცვალე რამდენიმე ჯგუფი, „სანრემომდე“ თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, ჩვენც გვჭირდება არსებობისთვის ფული, მთელი ცხოვრება მშობლები ვერ გვარჩენენ, როცა უკვე ჩვენი ოჯახები გვაქვს. ჩემს მეგობრებს, ვინც ბათუმიდან წავიდა, ყველას დაუფასდა ის, რასაც აკეთებს. მეც ამის იმედი მაქვს, ალბათ მოვა დრო, როცა მუსიკა დაფასდება“- ამბობს გოგიტა ბურჭულაძე.

 

გოგიტა გვიყვება, თუ როგორ უწევდა წლების განმავლობაში გიტარის გარეშე გიტარისტად მუშაობა, ლუკას კი სხვა რეალობა აქვს, პატარაობიდანვე უამრავი ინსტრუმენტის გარშემო უწევდა ცხოვრება. გოგიტა ფიქრობს, რომ მის შვილს უკეთეს პირობებში მოუწევს ცხოვრება: „გიტარაც მაქვს, პიანინოც და ბარაბანიც, დილით დედიკოზე და მამიკოზე ადრე ვიღვიძებ, მაშინვე გავრბი ინსტრუმენტთან, დაკვრას რომ ვიწყებ, ორივეს ვაღვიძებ, მაგრამ არ მიჯავრდებიან, უხარიათ, რომ ვმეცადინეობ. როკმუსიკა უფრო მომწონს, ენერგიაზე მოვყავარ“- გვიყვება ლუკა.

 

„თუ რამეში ფული არ მენანება, ეს ინსტრუმენტია. ალბათ იმ დანაკლისის შევსება მინდა, რაც მქონდა. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, რომ სახლში აღარ ეტევა ამდენი ინსტრუმენტი. ლუკაც ასეა, ბევრი გიტარა აქვს. ლუკა ითხოვს შემოსავალს ბენდიდან, გვეუბნება, პატარა რომ ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ ხელფასი არ მეკუთვნისო. აპირებს შეყვარებულს საჩუქარი უყიდოს, ჯერ ეზოში უთვალთვალებს. დანარჩენი ფულით ვინმეს დაეხმარება, ძალიან მგრძნობიარეა, ადამიანების დახმარება უყვარს“- ამბობს გოგიტა.

 

ახლა მამა-შვილი „ნიჭიერისთვის“ ემზადება, შარშანაც უნდოდათ გასვლა, მაგრამ გოგიტას ავადმყოფობამ შეუშალათ ხელი: „ჩაწერის წინ გავიგე, რომ ცუდი დიაგნოზი მქონდა, სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, მირჩევდნენ, მარტო ლუკა გამეშვა, მაგრამ ლუკას ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდა, ჩემი დიაგნოზით 1000-ში ერთი გადარჩება, საბედნიეროდ ის ერთი მე ვყოფილვარ, გადავრჩი. წელს ერთად გავალთ, გამარჯვებისთვის არა, უფრო იმიტომ, რომ ხალხმა გაგვიცნოს, პირველ ტურში მარტო მე და ლუკა, მერე ბენდს დავიმატებთ“- ამბობს გოგიტა.

 

ლუკა რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ კონკურსებზე სცენაზე გასვლამდე ღელავს, მერე – აღარ, ამიტომაც „ნიჭიერში“ წარმატების იმედი აქვს. „ლუკა აღმოჩენა გახდა სამი წლის წინ, შვიდი წლის ბავშვი უშეცდომოდ უკრავდა ისეთ რეპერტუარს, რომელიც დიდი მუსიკოსებისთვისაც რთულია, ძალიან შრომისმოყვარეა, პატარა ბავშვს ბევრი მეცადინეობა უწევს, მისი ენთუზიაზმის გამოა, რომ მეც ოპტიმისტურად განვეწყვე, იმედია მოვა წარმატებაც“- ამბობს გოგიტა.

 

ლუკა დატვირთული მუსიკალური დღის მიუხედავად, სკოლაში კარგად სწავლობს. მან ცოტა ხნის წინ შესაძლებლობები სპორტშიც მოსინჯა: „ფეხბურთზე შემიყვანეს, მაგრამ ბურთი ერთ მხარეს მირბოდა, მე – მეორე მხარეს. ერთხელ ბურთი თავისით გამოგორდა ჩემკენ, ამდენი ხანი დარბიხარ, ერთხელ ფეხი დამარტყიო და მაშინაც სხვამ წამართვა, ამიტომაც გამოვედი ფეხბურთიდან. ველოსიპედი უფრო მიყვარს, ხშირად ვსეირნობ, მაგრამ ახლა აკრძალული მაქვს კონკურსის გამო, არ სჯერათ, რომ ხიფათს არ გადავეყრები, თუ ასე მოხდა, ვეღარ დავუკრავ.“

საკრებულოში მიწის აღიარების კომისიამ მუშაობა დაიწყო

 

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოში, ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. მასთან ერთად კომისიაში საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე და ნოდარ დუმბაძე იმუშავებენ.  მიწის აღიარების კომისიაში მერიას სამი წარმომადგენელი მამუკა რამიშვილი, რეზო ხახვა და გიორგი რუხაძე ეყოლებათ. 

 

 

 

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ შემოსული განცხადებებეიდან ამ ეტაპზე, მხოლოდ 83 განცხადების განხილვას აპირებენ.  „განცხადების შესწავლა მოხდება ინდივიდუალურად, ადგილზე გასვლით.    ჩვენ  ინტენსიურად ვიმუშავებთ და ურაუგვიანეს სამ თვეში, განვიხილავთ ამ საკითხებს”-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა.

 

 

მიწის აღიარების კომისიაში წელს პირველად შეიყვანეს ოპოზიციის წარმომადგენელი. კომისიის მდივნის ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  ნოდარ დუმბაძემ დაიკავა.   

 

 

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ვაპირებ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა,”- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

მოქალაქეები „კუბთაუერის“ წინააღმდეგ

GE DIGITAL CAMERA

გოგებაშვილის 4 ნომერში მდებარე სახლის კედელი

„ერთი წელი არ გასულა, რაც ბინა გავარემონტე, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაშია კედლები. ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასტუმროს აშენება განაახლეს და გრუნტის შესწავლა დაიწყეს. სახლს სერიოზული პრობლემები აქვს და ჩვენი უსაფრთხოებაც არ არის დაცული“- აცხადებს  სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ნანა კალანდარიშვილი.

საკუთარ ბინაში ბზარების ზრდაზე საუბრობს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე, დარეჯან ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, სახლის საძირკველი შერყეულია და მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არიან:

„ძირითადი კედელიც კი გაბზარულია. 80 ხიმინჯი ჩაარჭეს გრუნტში და საძირკველი შეირყა.  სახლს არ აქვს დამცავი კედლები რომ მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო“- აცხადებს „ამხანაგობის“ თავმჯდომარე.

„ბინის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ ახლა კაპიკსა არ მომცემს არავინ“-ამბობს  მაია ანთიძე.

„კუბთაუერის“ მშენებლობას კომპანია „ადოგ ჯორჯია“ აწარმოებს. კომპანიის მენეჯერის, თამარ თოფურიძის განცხადებით, მშენებლობა ექსპერტიზის საფუძველზე განახლდა: „ორი ექსპერტიზა გვაქვს, ერთი სამხარაულის ბიუროს, მეორე კი შპს „პროგრესის“. ექსპერტი წერს რომ ბზარები ამ სახლს მშენებლობის დაწყებამდეც ჰქონდა, რაზეც მიუთითებს წინა ფასადის ბზარები. უბრალოდ, ამ ყველაფერმა პროგრესირება განიცადა“.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

მენეჯერი ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნის მიუხედავად, მშენებლობა გარკვეული ხნით შეჩერდა, თუმცა ბზარები მაინც იზრდებოდა: „მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ჩვენ მშენებლობის დასრულებისთვის გარკვეულ ვადებს გვაძლევს და ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება.“.

სახლის მაცხოვრებლები ამბობენ რომ თავიანთი პრობლემის შესახებ არაერთ ორგანიზაციას აცნობეს. წერილები პრემიერ-მინისტრის სახელზეც კი გაიგზავნა. დარეჯან ჯაფარიძეს ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის დასკვნაშიც: „მე როგორც ვიცი ექსპერტმა ფოტოების საფუძველზე დაწერა დასკვნა. შეუძლებელია ამით მიხვდე  ბზარი ახალია თუ ძველი“.

მოსაზრებას არ იზიარებს  კომპანიის წარმომადგენელი: „ჩვენ რომ გვითხრას სამინისტრომ ან ექსპერტიზამ რომ ბზარების გაჩენა ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა შევაჩერებთ მშენებლობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და არც საექსპერტი დასკვნა მიუთითებს ამაზე. ჩვენ ტერიტორიის გამაგრებით სამუშაოებსაც ვატარებთ. საცხოვრებელი სახლის გრუნტის გამაგრება კი მერიის კომპეტენციაა“-აცხადებს თამარ თოფურიძე.

ინვესტიციის მასშტაბების მიუხედავად, პროექტში არ არის გათვალისწინებული პარკინგი. გოგებაშვილის ოთხ ნომერში მაცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ პარკინგისთვის სწორედ მათი კორპუსის გამოყენება იგეგმება:

„ამ სახლში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.  ალბათ ამ სახლის დაშლა უნდათ რომ ცარიელი ტერიტორია სასატუმრომ პარკინგისთვის გამოიყენოს“-ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.

„ადოგ ჯორჯია“ საქართველოში 2010 წელს დარეგისტრირდა და მას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს. კუბთაუერის მშენმებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს

 

 

ნუკრი ბეჟანიძე

 

 

„სამოქმედო პროგრამა გვქონდა წარმოდგენილი ორივე კანდიდატს, იყო ამ პროგრამების განხილვა და ამის მიხედვით ავირჩიეთ დირექტორი. ჩემი მთავარი მიზანი თანამედროვე მეთოდების დანერგვა და სამშობიარო სახლისთვის ძველი ავტორიტეტის აღდგენაა“, – აცხადებს ახალი დირექტორი ნუკრი ბეჟანიძე.

 

 

ყოფილმა ხელისუფლებამ ბათუმის სამშობიარო სახლი გაასხვისა. მისი ნაწილი კომპანია „ნიუ ლაიფმა“ 2011 წელს შეიძინა. კომპანია ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრსაც“ ფლობს. სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების  მიხედვით, ბათუმის სამშობიარი სახლი სწორედ ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტს უნდა შეერთებოდა.

 

 

სამშობიაროს მედპერსონალმა სახელმწიფოს გადაწყვეტილება გააპროტესტა.  მედპერსონალი მიიჩნევდა, რომ მფლობელი ახალ საავადმყოფოში, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომლის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფდა. 

 

 

 

მოგვიანებით, ბათუმის სამშობიარო სახლი სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და სამშობიარო სახლზე უფლებები დაიბრუნა. მათ აქვთ დამოუკიდებელი მენეჯმენტი, სამშობიარო სახლმა დაიბრუნა ის ტექნიკაც, რომელიც ხელისუფლებამ 600 ათას ლარად კომპანია „ნიუ ლაიფს“ მიყიდა.  

 

 

მაშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრიმა ნუგზარ სურმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ სამშობიარო სახლის გასხვისება არსწორი გადაწყვეტილება იყო.  მინისტრის თქმით,   სამშობიარო სახლი  ბათუმის ისტორიული სახეა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია. 

100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ცოლის ცემის გამო

 

„16 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი, მას შემდეგ ჩემი ქმარი ხშირად მცემდა. ვცდილობდი ბავშვების გამო ოჯახი არ დამენგრია. წელს, 16 აგვისტოს, ჩემი ქმრის სახლიდან დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. 18 აგვისტოს ქმარმა მომაკითხა დავილაპარაკოთო. მანქანაში ჩავუჯექი… წამიყვანა ქობულეთში, ე.წ. გარადოკის დასახლებაში, როცა უარი ვუთხარი შერიგებაზე, მცემა, სისხლი მდიოდა პირიდან, ცხვირიდან, მანქანიდან გადმომაგდო და მიმატოვა… დახმარება გზატკეცილთან ახლოს მყოფებს ვთხოვე და მერე არაფერი მახსოვს… გონება დავკარგე. საავადმყოფოში გამეღვიძა… ტვინის შერყევა მქონდა, სისხლჩაქცევები ტანზე… ჩალურჯებები ახლაც მაქვს“, – გვიამბობს თეკლა (სახელი პირობითია).

 

 

მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში წერია, რომ ქმარმა ცოლს ფიზიკური ძალადობით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, „რამაც ცოლის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.

 

სასჯელის დასაბუთებაში მოსამართლეს ასეთი რამ უწერია: “ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან”.

 

მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება: „მან აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან”, ამიტომაც მოსამართლის აზრით, “პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა”.

 

მოსამართლეს განაჩენში უწერია, რომ ყველა მტკიცებულება მხარეებმა უდავო გახადეს, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ამიტომაც განაჩენი მან გამოკვლევის გარეშე გამოიტანა.

 

თეკლას ქმარი 24 წლისაა. ცოლის ცემაში ბრალდებულის მიმართ მამაკაცი მოსამართლის მსგავსად ლმობიერი იყო ქალი მოსამართლე – თამარ ბეჟანიშვილიც. ამ მოსამართლემ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ ადილარ წირღვავას შუამდგომლობა. ბრალდებულს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა, თუმცა გირაოს სახით თანხის გადახდა არ დააკისრა. პროკურორი ბრალდებულისთვის ორი ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

 

რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით? – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გან- მარტავენ, რომ თეკლას ჩვენებით ის მანქანაში ქმარს საკუთარი სურვილით ჩაუჯდა, ანუ ცოლისთვის ქმარს თავისუფლება იძულებით არ შეუზღუდავს. რაც შეეხება ცემას, სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყეს, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. კოდექსში 1261 მუხლი ასეა ჩამოყალიბებული: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა… ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე“.

 

რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლით? პროკურატურა „ბათუმელების“ ამ კითხვის პასუხად განმარტავს: „შეტყობინების მიხედვით და თავად დაზარალებულის განმარტებით სახეზე იყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური დაზიანება, რის გამოც გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის მუხლით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მიმართ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და მანქანაში მის მეუღლეს ჩაუჯდა თვითონ. დაზარალებულის მკაცრი პოზიციიდან გამომდინარე პროკურატურამ ბრალდებულზე არ გაავრცელა კანონით გათვალისწინებული შეღავათები (საპროცესო შეთანხმება, განრიდება და ა.შ.), იგი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სასამართლოს მოსთხოვა მის მიმართ სასჯელის დაკისრება. წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ადილარ წირღვავამ, მისი პოზიციის გარკვევის მიზნით, დაზარალებული დაიბარა შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. მის ნაცვლად პროკურორთან შესახვედრად მივიდა დაზარალებულის დედა, რომელსაც პროკურორმა აცნობა წინასასამართლო სხდომის თარიღი (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსი ამას საერთოდ არ ავალდებულებდა) და ადგილი, ასევე მოიკითხა დაზარალებულის პოზიცია ბრალდებულის მიმართ, რაზეც ამ უკანასკნელმა დააფიქსირა, რომ მის შვილს ამ საქმეში თვითონ წარმოადგენდა და დააფიქსირა, რომ იყვნენ წინააღმდეგები ბრალდებულის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისა”.

 

დაზარალებულის პრეტენზიის საპასუხოდ, იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, პროკურატურა განმარტავს: „რაც შეეხება საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შეტყობინებას დაზარალებულისთვის, საქართველოს სსსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ვალდებულება პროკურორს გააჩნია მხოლოდ დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ამის თაობაზე ინფორმირება კი დაზარალებულს არ მოუთხოვია”.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე კონკრეტულად საზოგადოებისთვის რა სასარგებლო შრომა მიუსაჯა ბრალდებულს სასამართლომ, პრობაციის უფროსი აჭარაში როინ თურმანიძე განმარტავს, რომ ეს პირის პირადი ინფორმაციაა და შესაბამისად, საჯაროს ვერ გახდის. მისი განმარტებით კი, ზოგადად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას მსჯავრდებულები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გადიან, მაგალითად, ზოგიერთი მუნიციპალურ ავტობუსს რეცხავს, ზოგიერთი გამწვანების აქციაშია ჩართული, ასუფთავებს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, ან მეველის ფუნქციას ითავსებს. კითხვაზე, როგორ აკონტროლებენ, მაგალითად, რამდენად კეთილსინდისიერი მეველეა მსჯავრდებული? როინ თურმანიძე ამბობს, რომ ამას პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს.

 

რამდენი ოფიცერია აჭარაში და რამდენი პირი, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვს მისჯილი? – ამ კითხვაზე თურმანიძე ამბობს, რომ პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება.

 

“ბათუმელები” დაუკავშირდა თავად თეკლას ყოფილ ქმარსაც. ის ქობულეთში, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს. კითხვაზე, კონკრეტულად რას აკეთებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით, როგორ ასრულებს სასამართლოს განაჩენს, პასუხობს, რომ ეს მისი ოჯახის პირადი საქმეა და საჯაროდ საუბარი არ სურს.

 

 

ცივი დარბაზიდან ჩემპიონობამდე

 

გელა ბოლქვაძე

 

 

 

გელა, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მოჭიდავე ხარ?

– ჩემს სოფელში პოპულარული იყო ჭიდაობა. ჩემი დეიდაშვილი მინდია წულუკიძე ჭიდაობდა, ცხრა წლისა ვიყავი, მან პირველად რომ მიმიყვანა ჭიდაობაზე. იქიდან დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და გავხდი მოჭიდავე. ზოგადად მიყვარს სპორტი.

 

ვინ გავარჯიშებდა?

– ლევან შავაძე, ის იყო ჩემი პირველი ტრენერი და ახლაც ისაა ჩემი მწვრთნელი.

 

დიდაჭარაში რა პირობებში გიწევდა ვარჯიში?

– იყო ერთი ძველი ხალიჩა, თავისუფლად ვარჯიში არ შეგვეძლო, ციოდა. ლევან შავაძის დახმარებით ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა, ძველი ლეიბები ახალით შეიცვალა, დაემატა სავარჯიშო გირები, დაიდგა გათბობა. დღესდღეობით იქ კვლავ მიმდინარეობს ვარჯიში.

 

როდის წამოხვედი სოფლიდან ბათუმში და რატომ?

– 13 წლამდე დიდაჭარაში ვვარჯიშობდი, მერე ჩვენი ტრენერი ლევან შავაძე ბათუმში გადმოვიდა. ვინც შედარებით კარგად ვჭიდაობდით, წამოგვიყვანა. ბიჭები მასთან ოჯახში ვჩერდებოდით, რადგან ჩვენ ბათუმში საცხოვრებელი არ გვქონდა. გარდა იმისა, რომ გვავარჯიშებდა, ის უზრუნველყოფდა ჩვენს კვებას. მერე ჩემი ოჯახიც გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად, რამაც უფრო შემიწყო ხელი ჭიდაობაში.

 

პირველ წარმატებას როდის მიაღწიე?

– 2012 წელს ბაქოში, ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედალი ავიღე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე წარმატებული აღმოჩნდა 2014 წელი, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოვიპოვე, მსოფლიოზე კი – ბრინჯაოსი.

 

რას ფიქრობ, რა არის ყველაზე საჭირო უნარი მოჭიდავისთვის?

– შრომა. უნდა გქონდეს შრომის უნარი, რომ ყოველდღიურად ივარჯიშო. ასევე რწმენა, რომ შეძლო ბრძოლა დიდი წარმატებისთვის.

 

შენ რამდენად გაქვს ამის უნარიხომ არ ხდება ისე, რომ გიცრუვდება იმედი ან კარგავ ბრძოლის სურვილს?

– იმედგაცრუება მქონია, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშებით შევძელი მისი გადალახვა. ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით.

 

შენი აზრით, მოჭიდავეს რა უშლის წარმატების მიღწევაში ხელს?

– მოჭიდავისთვის მთავარია პირობები და ოჯახისგან მხარდაჭერა, რომ წახვიდე შეჯიბრებებზე, გქონდეს სათანადო კვება. ამ წლების მანძილზე ოჯახი მედგა გვერდით, ის ჩემი გულშემატკივარია. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობდი მამაჩემისგან, რომელიც დამყვებოდა შეჯიბრებებზე და მამხნევებდა.

 

სპორტსმენები ფიზიკურად ძლიერები ხართ. იყენებ საკუთარ ძალას არამიზნობრივად?

– არა. მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თავმდაბლები ვართ. მაგრამ თუკი საჭირო სიტუაცია იქნება, უკან არ დავიხევ.

 

როგორ მოიქცეოდი, ქუჩაში რომ დაინახო მამაკაცი სცემს ქალს?

– ალბათ, ჩავერეოდი და დავეხმარებოდი ქალს. ჩემთვის მიუღებელია მამაკაცის მიერ ქალის ცემა.

 

დღეს აქტუალურია ოჯახში ძალადობის საკითხი. რას ფიქრობ მამაკაცის მიერ ოჯახში ძალადობაზე?

 – საშინელებაა და დაუშვებელია ოჯახში ძალადობა.

 

გარდა ჭიდაობისა, რითი ხარ დაკავებული?

– განსაკუთრებულით არაფრით, უფრო ჭიდაობაში ვარ ჩართული. თუმცა, მართვის მოწმობის აღება მინდა და ამისთვის ვემზადები.

 

რა არის შენთვის ჭიდაობა?

– ჩემთვის პირველი სპორტია. მიმაჩნია, რომ საჭიროა ცხოვრებისთვის. ახალგაზრდა ადამიანი სტორტული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ჭიდაობით შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი თავი და ასახელო შენი ქვეყანა.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ვაგრძელებ ინტენსიურ ვარჯიშს. 22 ოქტომბერს მივდივართ სტამბულში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის. მერე არის საქართველოს ჩემპიონატი, რომლის შემდეგ ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევ და ვიასპარეზებ საერთაშორისო ტურნირებზე. 

ბათუმში უკრაინის რადას არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

 

„4 ამომრჩეველი კიევიდან დროებით ჩამოსულია, დანარჩენი კი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებია,  რომლებიც ფოთში, გურიასა და აჭარაში ცხოვრობენ. 15 საათისთვის ამომრჩეველთა 35 % აქვს ხმა მიცემული,“- განუცხადა „ბათუმელებს“ საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორია ბუხმა.  

 

უკრაინის უმაღლესი რადას  ვადამდელ არჩევნებში 29 პარტია და 3,5 ათასი მაჟორიტარი კანდიდატი მონაწიელობს. 

 

ყირიმის ნახევარკუნძულზე და სევასტოპოლში არჩევნები არ ჩატარდება. ასევე ხმის მიცემის პროცესი არ შედება დონეცკის 9 და ლუგანსკის 6 ოლქში. უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ. 

 

უკრაინის რადაში მოხვდებიან ის პატიები, რომლებიც ხმების 5%–ს მოაგროვებენ და ის მაჟორიტარები, ვინც საკუთრ ოლქებში ხმების უმარვლესობას მიიღებენ. 

 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ორი კვირის ვადაში გაასაჯაროებს. სავარაუდოდ 10 ნოემბერს უმაღელსი რადას არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება.

 

საარჩევნო ყუთი

„სტალინზე კარგს ვერ ვიტყვი“

GE DIGITAL CAMERA

ვანო ქოქოლაძე და შადიე გოგიტიძე – რეპრესირებულები

ეს 1951 წელს მოხდა. მაჭახლის ხეობის სოფელ ჩიქუნეთიდან ჩვიდმეტი ოჯახი გაასახლეს. მათ შორის იყო ვანო ქოქოლაძის ოჯახიც.
„მივატოვეთ ყველაფერი, სარჩო-საბადებელი და დეკემბრის სუსხიან დღეს, სახელდახელოდ წამოღებული ტვირთით წამოვედით. გზაში სულ დაგვისველდა ყველაფერი. ეშელონებში რომ შეგვყარეს, ტანსაცმელს ხელით ვწურავდით, ისეთი სველი იყო. ვაგონში არც ღუმელი გვქონდა. თავიდან გვეუბნებოდნენ, არ იდარდოთ ქობულეთში გასახლებენ და ყველაფერი კარგად იქნებაო. დავიჯერეთ ჩვენც და თვალი სოჭაში გავახილეთ. თურმე ყაზახეთში მივყავდით.

ქვანახშირი მხოლოდ ურალში მოგვცეს. მეც მომქონდა ვედროთი და ვედრო ხელზე მიმეყინა, ხორციანად ამაგლიჯეს. „ფეჩი“ მაინც ვერ ავანთეთ. ბოლოს ხის თაროები დავტეხეთ და იმას მოვუკიდეთ. ამის გამო ჟანდარმმა 500 მანეთით დაგვაჯარიმა და სანამ ფული არ მივუტანეთ, ხუთი კაცი ქვანახშირის ვაგონში გამოკეტა. რომ გამოვიდნენ, ქვანახშირით იყვნენ ახუნძლული, ყინვაში ტანზე მიკროდათ“.

ვანო ქოქოლაძის თქმით, უმძიმესი იყო ეშელონში გატარებული დღეები. უჭირდა მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. ბევრმა ვერც შვილების გადარჩენა შეძლო: „გარდაცვლილების სადგურებზე დატოვება უხდებოდათ, ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. როცა ქალაქში ჩაგვიყვანეს, ეშელონებიდან ჩამოგვყარეს და ერთი ღამე ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს, მხოლოდ მეორე დღეს მოგვაკითხეს მანქანებით და დაგვანაწილეს“.

მძიმე მდგომარეობაში იყო ვანო ქოქოლაძის უფროსი ძმაც: „მას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და თაბაშირში გვყავდა ჩასმული. ფიცარზე გაკრული წავიყვანეთ გადასახლებაში და ასევე ჩამოვიყვანეთ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავით. რვა ბავშვს მიწურის ერთ ოთახში გვეძინა. პატარებიც ფიზიკურად ვშრომობდით, რომ თავი გადაგვერჩინა. ადგილობრივი ბრიგადირი დილაობით თავზე დაგვადგებოდა და მძინარეს წამოგვყრიდა. ერთ დღესაც, როცა საწოლში წამოგვადგა, ვეღარ მოვითმინე და ცხენიდან გადმოვიღე. მიჩივლა, მაგრამ მე გამამართლეს“.

ვანოს ენის ბარიერის გამო ყაზახურ სკოლაში არ უვლია. „კომუნიკაცია გვიჭირდა მოსახლეობასთანაც. ერთხელ მარილი დაგვჭირდა და ვერაფრით გავაგებინე რას ვითხოვდი. „როგორც თოვლი, ისეთი თეთრია“ – ვეუბნები ყაზახს რუსულად, მაგრამ ვერ ხვდება. ბოლოს მანიშნა – შემოდი და აიღეო. `თუზ~ ჰქვია მარილს ყაზახურად, ამის მერე დავიმახსოვრე.

საუბარში ვანო ქოქოლაძის მეზობელი, შადიე გოგიტიძეც გვერთვება. სტალინური რეპრესიის მსხვერპლი მისი ოჯახიც გახდა. შადიე გოგიტიძე ოთხი წლის ასაკში გადაასახლეს. „მახსოვს, მატარებელში რომ გავხდი ცუდად, მშობლები იმაზე დარდობდნენ, თუ სად დავესაფლავებინე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი. დედამ ბევრი ტკივილი გადაიტანა. ჯერ თავის ოჯახს მისტიროდა, რადგან ხერთვისიდან იყო და საზღვრის ჩაკეტვის გამო მამისეულ ოჯახთან კავშირი გააწყვეტინეს, შემდეგ კი სამშობლო წაართვეს. ისე მოკვდა, სულ ტიროდა დედაჩემი. მე კი დღესაც მახსოვს ის სიხარული, რაც წამოსვლის წინ განვიცადე, რამდენიმე დღეს სიხარულისგან ხმას ვერ ვიღებდი“, – გვეუბნება შადიე გოგიტიძე.

„სტალინზე კარგს ვერ ვიტყვი, ძალიან გვაწვალა“, – ამბობს ვანო ქოქოლაძე. „ვერც მე, ან რატომ უნდა ვთქვა, რა საშინელი დღეები გამოგვატარა“, – ეთანხმება მას მეზობელი. ჩამავალი მზით გამთბარ ჩეროში წარსულის სევდა ცოტა ხნით ისევ ისადგურებს.

Exit mobile version