აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი თბილისში დაიბარეს. ბათუმში ამბობენ, რომ მას თანამდებობას ატოვებინებენ. ლაშა გოგნიაშვილი შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილის – ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ. 2016 წელს ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ლაშა გოგნიაშვილს კი აჭარის პოლიცია ჩააბარეს.

მინისტრის პირველი მოადგილე ამირანაშვილი ორი კვირის წინ [9 ივნისს] კადრების განკარგულებაში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ  შს სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია. დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ  ბესიკ ამირანაშვილს ბოლო პერიოდში ორი სკანდალი უკავშირდება: ის შს სამინისტროს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო, ვინც ბათუმში იმყოფებოდა 11-12 მარტის აქციის ღამეს. იმ ღამეს ქალაქში დაიწვა 6 ავტომანქანა და სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულიც მოხდა, მაგრამ პოლიცია, მათ შორის ამირანაშვილი ამ ყველაფერს რამდენიმე საათის განმავლობაში თვალყურს უმოქმედოდ ადევნებდა.

კიდევ ერთი სკანდალი, ოღონდ ამჯერად საერთაშორისო, რაც ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადაყვანას წინ უძღოდა, იყო ის, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა.

მუხთარლი ეჭვობს, რომ ის ქართული ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში სამუშაოდ რუსლან იოსელიანიც – თავდაპირველად ის ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშნეს, ბოლო დროს კი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე იყო გამწესებული. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ  დაკავებული თანამდებობიდან რუსლან იოსელიანი ახლახან გაათავისუფლეს.

უსლან იოსელიანის ხელვაჩაურში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ითქვა, რომ 11-12 მარტის აქციის შემდეგ ერთ-ერთ თანამშრომელთან იჩხუბა. „კონფლიქტი არ ყოფილა და არც გენერალურ ინსპექციას დაუწყია მოკვლევა ამ მიმართულებით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, როცა ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ინფორმაცია რუსლან იოსელიანსა და მის თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აჭარის პოლიციაში კიდევ ერთი თანამდებობის პირი ჩამოაქვეითეს – დირექტორის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. მის ჩამოქვეითებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში, მიმდინარე წლის 18 მაისს ჩატარებულ ჩხრეკა უკავშირდება. ჩხრეკიდან ორ დღეში, 20 მაისს,  პროკურატურამ განაცხადა, რომ ნონა წოწორიას ძმის სახლში იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

შს სამინისტროს პრესცენტრში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ინფორმაციებს. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობით უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია.

 

ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში

ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება.  სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა.

ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების რწმუნებულები, სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები არიან.

გურამ ბერიძის თქმით, თუნუქის ფურცლებს ისეთ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სოციალური, მატერიალური თუ ეკონომიკურ მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა კომისიას კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები არ აქვს.

„სახურავს ყველაზე შეჭირვებული ოჯახები მიიღებენ, ისეთები, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, ან პენსიონერები არიან… სახურავის დახმარების მოთხოვნით  წელს 178 განაცხადი შემოვიდა, გასული წლის მონაცემებით, მთლიანობაში სახურავს 228 ოჯახი ითხოვს, 200 ოჯახის მდგომარეობა შევისწავლეთ,  28 ოჯახი დაგვრჩა შესასწავლი, როდესაც ოჯახების მდგომარეობის შესწავლას დავასრულებთ, დავიწყებთ სახურავების გაცემას, თუმცა რა ოდენობით გავცემთ, ამაზე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.“

თუნუქის სახურავები ქედის გამგეობამ პროგრამულად გასულ წელსაც გადასცა მოსახლეობას, თუმცა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი და მათი საცხოვრებელი სახლები სახურავების შეცვლას საჭიროებდა.

„როდესაც საკრებულომ მხარი დაუჭირა სახურავების შესაძენად 20 000 ლარის გამოყოფას, მაშინ ეს კრიტერიუმი იმ მოტივით ამოიღო, რომ გასულ წელს დახმარების გარეშე ისეთი ოჯახები დაგვრჩა, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა სარეიტინგო ქულა არ გააჩნდათ,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

 

ამინდის პროგნოზი: ბათუმში შაბათ-კვირას არ იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში შაბათ-კვირას, 24-25 ივნისს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„დღეს, 23 ივნისს, ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით – 15-20, ხოლო დღისით 23-28 გრადუსია მოსალოდნელი. მთაში ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი. უნალექო ამინდი მომდევნო ორ დღესაც შენარჩუნდება,“ – აცხადებენ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 22 გრადუსია.

ბაირამის დღესასწაულზე ბათუმში #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისს, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით,  07:00-დან 18:00 სთ-მდე #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს.

18:00 სთ-ის შემდეგ აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა დადგენილი ტარიფით გაგრძელდება.

სიახლეები აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და გაზრდილი ბიუჯეტი

აჭარის მთავრობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულება.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროგრამებთან ერთად აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში დამატებით პროგრამებს ახორციელებს.

2012 წლიდან დღემდე სამინისტროს ბიუჯეტთან ერთად ყოველწლიურად მატულობს პროგრამების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს მხოლოდ 11 პროგრამა არსებობდა, 2017 წელს 25 პროგრამა მოქმედებს, ხოლო 2018 წლისთვის 31 პროგრამის ამოქმედება იგეგმება.

ბიუჯეტის ზრდა

2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 7,503,000 ლარს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 100 %-ით  და 2017 წელს შეადგენს 14,562,900 ლარს. კერძოდ:

[checklist]

  • 2013 წელი – 8,491,600 ლარი
  • 2014 წელი – 9,028,800 ლარი
  • 2015 წელი – 8,988,798 ლარი
  • 2016 წელი – 14,057,940 ლარი
  • 2017 წელი – 14,562,900 ლარი

[/checklist]

ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები. 

2018 წლის პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო

საჯარო შეხვედრაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განიხილა ახალი პროგამები.

იგეგმება ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის ახალი პროგრამის ამოქმედება. 65 წლი ზემოთ ასაკის ბენეფიციართა 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სამჯერადი  კვებით,  პირადი ჰიგიენის  ნივთებით, პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

ასევე დაგეგმილია, – ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარულ მკურნალობა. პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის შემთვევაში სამინისტრო მზად არის, აღნიშნული პროგრამები მიმდინარე წელს აამოქმედოს.

2018 წლის პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო
2018 წლის პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო

მოსახლეობის მაღალი მომართვიანობისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამინისტრო 2018 წელს ცვლილებებს შეიტანს რიგ პროგრამებში.

მომავალ წელ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება – ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური  კვლევის პროგრამაში. თუ აქამდე პროგრამის ბენეფიციარებს 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ, შემდეგი წლიდან ჩამონათვალს შშ სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები შეემატებათ.

გარდა ამისა ქვეპროგრამით მოხდება ძვირადღირებული ახალი კვლევების დაფინანსება:
1. მსხვილი ნაწლავის კომპიუტერული ტომოგრაფია.
2. საშარდე გზების  კომპიუტერული ტომოგრაფია.
3. კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია.
4. პოზიტრონ – ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.

2018 წლიდან, რეგიონის მოსახლეობას, გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. სამინისტრო კი განახორციელებს თანადაფინანსებას განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, გულის ქირურგიის გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროსაც. 2013-2017 წწ (I კვარტლის მდომარეობით)  გულის ქირურგიის პროგრამით სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა 1273 პაციენტს, გაიხარჯა 3 784 949 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს გულის იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.

სიახლე საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ

მომავალ წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს, – საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას. პროგრამით ისარგებლებენ სხვადასხვა დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და 18 წელზე მეტი ასაკის პირები – ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურებული დიაგნოზით. თანადაფინანსება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის 50 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 15 000 ლარისა. თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სამედიცინო მომსახურება დაფინანსებული ექნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

შშმ პირთა სამედიცინო რეაბილიტაცის პროგამებში

კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს  – აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის დაფინანსდება.

შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარამის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ.

მინისტრი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში
მინისტრი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში

2018 წელს, – შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებთან და სმენის აპარატებთან ერთად დაგეგმილია, სხვა დამხმარე საშუალებების გაცემა. კერძოდ: ელექტრო-ეტლის, ფუნქციური საწოლის, ჟანგბადის კონცენტრატორის, ნახველის ამოსაღები აპარატის, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის, ხმის წარმომქმნელი, ძვალში ჩასანერგი სმენის აპარატის – სამაგრი რკალის და  წონასწორობისა და კოორდინაციის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვების სპეციალური ეტლის. სამინისტროს მიერ დაფინანსებული დამხმარე საშუალებების ჩამონათვალის ზრდა ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად  ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებას.

პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა

2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. დანამატს 110 ექთანი მიიღებს.

[checklist]

  • აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, მინისტრის – ზაალ მიქელაძის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრების შემდეგ გადაწყდა

[/checklist]

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრა
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრა
სოფლის ექიმები და ექთნები გაზრდილი ხელფასით სარგებლობენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარს. პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით უწყებამ 2014 წელს მაღალი გამავლობის 21 ავტომაქანა ხულოს, შუახევისა და  ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით შიძინა.  გასული წლის ბიუჯეტით სამინისტრომ მაღალი გამავლობის 9 ავტომანქანა შეიძინა ხელვაჩაურისა და ქობულეთის პჯდ ცენტრებისათვის. 13 ავტომანქანის შეძენა განხორციელდა მიმდინარე წელს. ცენტრებს, ახალი ტრანპორტი უახლოეს დღეებში გადაეცემა.

[checklist]

  • ჯამში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წლიდან დღემდე რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეიძინა, ავტოპარკის შევსება 2018 წელს დასრულდება.

[/checklist]

2014 წლიდან დღემდე რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეიძინა
2014 წლიდან დღემდე რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეიძინა
 2013-2017 წწ სამინისტრომ აამოქმედა და ცვლილება განახორციელა 23 პროგრამაში, გთავაზობთ ამ პროგრამების ჩამონათვალს

[checklist]

  • ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
  • ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა
  • ძვირადღირებული კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება
  • ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცის დაფინანსება
  • მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება
  • მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის დაფინანსება
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება
  • ბავშვთა ადრეული განვითარების დაფინანსება
  • სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსის დაფინანსება
  • სმენის სკრინინგი ახალშობილებში
  • სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა
  • კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი მაღალმთიან აჭარაში
  • კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი მაღალმთიან აჭარაში
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების კვლევა ორსულებში
  • C ჰეპატიტის დიგნოსტიკის თანადაფინანსება
  • ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა ახალშობილ ტყუპებზე, თითოეულზე 1 000 ლარის ოდენობით
  • 500–დან 1000 ლარამდე გაზარდა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა
  • 1500-ლარიდან 4000-ლარამდე გაზარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარება
  • მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასქმებულ სოფლის ექიმებს ხელფასზე დანამატის სახით დაენიშნათ 300 ლარი, ბარში დასაქმებულებს 150 ლარი
  • განახორციელა თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული 228 მედდის მიზნობრივი პროფესიული გადამზადება
  • მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
  • ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა
  • განხორციელდა შრომის მაძიებელთა პროფესიული გადამზადება
  • ამოქმედდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა

[/checklist]

 

შეზღუდვები რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის აღნიშნულ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

რაც შეეხება გორის საავტომობილო გვირაბს, ასევე მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე,  გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე [დასავლეთი-აღმოსავლეთი]  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

2017 წლის 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე კი,  გორის გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე [აღმოსავლეთი-დასავლეთი]  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა [დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება] გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

 

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს.

„ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის საშუალებას იძლევა, – თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ შარაშიძემ, – მაგალითად, როგორ გავიგოთ, რა არის „გონივრული ეჭვი“, რომლის ფარგლებშიც პოლიციელს ეძლევა შესაძლებლობა, ნებისმიერი პირი წაიყვანოს ნარკოტესტირებაზე და შეუზღუდოს თავისუფლება 12 საათის განმავლობაში“.

„შეწითლებული თვალები, მეტყველების გაძნელება… არაა აქ ბუნდოვანება. პოლიციელს აქვს პროფესიული გამოცდილება,“ – უპასუხა მოსარჩელეს მარიამ კერესელიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მოქედი კანონმდებლობით, პოლიციელს ნებისმიერი პირის დაკავება შეუძლია „გონივრული ეჭვის“ და „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე. ნარკოტესტირებისთვის ბიოლოგიური მასალის იძულებით მიცემა დაუშვებელია, თუმცა სამართალდამცველს აქვს უფლება, დაკავებული 12 საათის განმავლობაში გააჩეროს პოლიციის განყოფილებაში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა 12 საათის გასვლის შემდეგ პოლიციის განყოფილებიდან გამოსული პირი პოლიციელს ხელახლა დაუკავებია და ისევ მოუთხოვია ბიოლოგიური მასალის ჩაბარება.

„ეს არის დამამცირებელი მოპყრობა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებს… კანონში ისიც კი არაა დაკონკრეტებული,  რა სამართალდარღვევის დროს შეუძლია პოლიციელს პირის ნარკოტესტირებისთვის განყოფილებაში გადაყვანა. სამართალდარღვევას ადგენს სასამართლო. ამ პროცესში კი, სასამართლო საერთოდ არაა ჩართული“, – აღნიშნა მიხეილ შარაშიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

„ვერ დავეთანხმები მოსარჩელეს ვერც ამ ნაწილში. პოლიციელის ნებისმიერი მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს მოქალაქემ, ასე რომ, მისი უფლება დაცულია. ასევე გენერალური ინსპექცია მუშაობს და სწავლობს მსგავს გადაცდომებს. რაც შეეხება დამამცირებელ მოპყრობას, ცალსახად ამ პროცედურის მიზანი ეს არ არის,“ – დაამატა მარიამ კერესელიძემ.

„პოლიციას იმიტომ აქვს ეს უფლებამოსილება, რომ ლეგიტიმური მიზანი შესრულდეს,“ – ეს პოზიცია პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ გააჟღერა. მან აქცენტი თავისუფლების შეზღუდვაზე გააკეთა და თქვა, რომ „ამ შემთხვევაში თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი არის განჭვრეტადი.“ მოსარჩელეს მანაც შეახსენა, რომ მოქალაქეს ნარკოტესტირების პროცესში ნებისმიერი მოქმედების გასაჩივრების უფლება აქვს.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. მორიგ სხდომაზე მხარეები მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებენ.

ამავე თემაზე:

ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

 

police
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

გამგებლის მოწოდების მიუხედავად, 22 ოჯახი სოფელს არ ტოვებს

„მეუბნებიან, 25 ათას ლარს მოგცემთ და დატოვე შენი სახლი. მითხრან, როგორ და სად დავიწყო 25 ათასი ლარით ახალი ცხოვრება და  წავალ,“ – ასე იწყებს თავის და კიდევ 21 ოჯახის პრობლემაზე საუბარს შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ჯუმბერ ფუტკარაძე.

მახალაკიძეებში, რაბათის უბანში მცხოვრებ 22 ოჯახს მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. რამდენიმე დღის წინ, 19 ივნისს სოფელში ფერდობიდან  უზარმაზარი ლოდი დასახლებულ უბანში, სოფლის გზაზე ჩამოვარდა.

„როცა წვიმს, მეზობელთან, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავდივარ იმ შემთხვევისთვის, თუ მეწყერი გააქტიურდა, თან არ ჩაგვიტანოს. ზამთარი რომ მოვა, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, – ამბობს ჯუმბერ ფუტკარაძე.

მისი თქმით, ძველი მეწყრული კერები სოფელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესისთვის საჭირო გვირაბის გაყვანა დაიწყო. ამბობენ, რომ გვირაბის მშენებლობისთვის საჭირო აფეთქებებმა ჯერ სოფლიდან სასმელი წყალი გააქრო, შემდეგ კი მეწყერი გაჩნდა. ჯუმბერ ფუტკარაძის მსგავს სიტუაციაშია გენადი ბერიძეც.

„როდესაც  დაიწყო გვირაბის მშენებლობა, უნდა გაკეთებულიყო ეს ბურღვა აფეთქებით. სოფლის ტერიტორიაზე  განხორციელდა 700-მდე აფეთქება. სადაც მე ვცხოვრობ, იმ მხარეს საერთოდ გაქრა სასმელი წყალი. აქ მონიტორინგი აწარმოეს, იცოდნენ, რომ 5 წამში 20 ლიტრა წყალი ივსებოდა. შვიდი თვეა არ გვაქვს წყალი. მოდიან გეოლოგები, ამოწმებენ და გვეუბნებიან შეიძლება კავშირში იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავწერთ.  როცა მემორანდუმი გაგვიფორმა ნორვეგიელმა სამშენებლო კომპანიამ და თქვა, თუ ჩვენი ბრალეულობა გამოიკვეთება, ამ შემთხვევაში  ევროსტანდარტების შესაბამისად გაგიყვანთო. ახლა საერთოდ გაქრა კომპანია. ჩავალთ შუახევში, ჩავალთ ბათუმში ერთი და იგივე პასუხი  – გვუბნებიან  25 ათას ლარს მოგცემთ და წადით. სახელმწიფო პროგრამაა  და იმ ოჯახებს  ეძლევა, ძირითადად, ვინც ხვდება მეწყერსაშიშ ზონაში. კომპანიის ბრალეულობა როცა გამოიკვეთა, კეთილი ინებონ და ვინც დააშავა, მან  აგოს პასუხი,“ – ამბობს სოფელ მახალაკიძეების მკვიდრი გენადი ბერიძე.

გენადი ბერიძე, ჯუმბერ ფუტკარაძე და მეწყერულ ზონაში მცხოვრები სხვა ოჯახები  სახელმწიფოსგან ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ.

„არაერთხელ მოვიწვიეთ გეოლოგიური სამსახური, ჩვენი პასუხისმგებლობა რაც არის,  მოვახდინეთ რეაგირება. გეოლოგთა ჯგუფი დადიოდა კარდაკარ, ფერდობებისა და იმ დაქანებების შესასწავლად, სადაც მოსალოდნელი იყო საფრთხე. გეოლოგიური დასკვნები აქვს ყველა მოსახლეს,  რომ იქ არ იცხოვრება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია 25-ათასლარიანი კომპენსაცია, ებრალიძე პასუხობს:

„ახლა თუ ვინმეს რუსთაველზე ან გორგილაძეზე უნდა ბინის შეძენა, ამას ვერ მოახერხებს. იქ სხვა ტარიფებია. 35 ოჯახი იყო და 13 უკვე დარეგისტრირდა პროგრამაში.  ის 22 ოჯახი, სავარაუდოდ, იმიტომ არ რეგისტრირდება, რომ მათ აქვთ ალტერნატიული ფართობები. პროგრამაში, როდესაც რეესტრის ამონაწერი ერთვის თან, როცა ადამიანი რეგისტრირდება და მას აღმოაჩნდება ალტერნატიული ფართობი, იმას  ავტომატურად პროგრამა ეუბნება უარს. ამიტომ მათი ქონების შესახებ ხომ იციან, ვის რა ქონება გააჩნია,  ეტყობა ამის გამო იკავებენ ისინი თავს პროგრამაში მონაწილეობისგან“.

ჯუმბერ ფუტკარაძე და მისი სოფლელები ამბობენ, რომ მათ კომპენსაცია არა სახელმწიფოსგან, არამედ კომპანიისგან უნდა მიიღონ, რადგან ზარალი კომპანიისგან მიადგა სოფელს.

„კი, ეს მეწყრული კერა დიდი ხანია არსებობდა და არ იყო აქტიური. ვცხოვრობდით ჩვენთვის, არც სახელმწიფოს ვთხოვდით რამეს და არც არავის. მოვიდა  კომპანია, სახლის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა და ახლა იძულებულს მხდის წავიდე ჩემი სახლიდან – მის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა ჩემი საცხოვრებელი გარემო შეცვალა. შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება. კომპანიამ ჩაიდინა ეს დანაშაული, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა ამის აღიარება. გვეუბნებიან, რომ ჩავატაროთ ალტერნატიული გეოლოგიური შემოწმება. ამას ჭირდება სანდო უცხოელი სპეციალისტების დაქირავება და ჩამოყვანა. ამდენი ფული რომ გვქონდეს, საერთოდ არაფერს მოვითხოვდით, თვითონ მივხედავდით ჩვენს თავს. ახლა  გვთავაზობენ 25 ათას ლარს. 11 ათასი დოლარია დაახლოებით. ამ თანხით, ახალ ადგილას, ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებ. შეუძლებელია უბრალოდ,“ – ამბობს ჯუმბერ ფუტკარაძე.

შუახევის გამგებლის მტკიცებით, იმ გეოლოგიური დასკვნების მიხედვით, რომელიც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ და მუნიციპალიტეტმა ერთად ჩაატარა, დადგინდა, რომ  მეწყრული  პროცესები არ არის გამოწვეული გვირაბის  მშენებლობით.

„მე მათ ვუთხარი, თუ თქვენ არ გჯერათ ამ დასკვნის,  შეგიძლიათ მოიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და თუ დასკვნაში გამოიკვეთება კომპანიის ბრალეულობა, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს გზით შეუძლიათ ნახონ „სამართალი“, რომელსაც ისინი ეძებენ. მაგრამ [უკვე არსებულ] დასკვნებში შავით თეთრზე წერია, რომ ეს არ არის გამოწვეული გვირაბის მიმდინარე სამუშაოების შედეგად“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

მოსახლეობა სახელმწიფოს შეთავაზებას არ თანხმდება, სახელმწიფო კი ამბობს, რომ ოჯახების სოფელში დარჩენა მათივე უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილი არ არის. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ მეწყერი ისევ გააქტიურდება და ფატალური შედეგი დადგება?

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ვეყრდნობი გეოლოგიურ დასკვნებს და გეოლოგიური დასკვნების მიხედვით ისინი არ უნდა ცხოვრობდნენ იქ, სადაც ცხოვრობენ და ჩვენ ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველა ინფორმირებულია. მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა. ახლა მათ უნდა  მიიღონ გადაწყვეტილება, რომ არ აცხოვრონ ოჯახი საფრთხის ქვეშ. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ასეთ მდგომარეობაში  მყოფ ოჯახებს დაუდგეს გვერდით“, –  ამბობს ტარიელ ებრალიძე.

მახალაკიძეები

„საუბრები ესმა ონიანზე“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 22 ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარისა და პოეტის, ესმა ონიანის წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელიც პროექტი „საუბრები ესმა ონიანზე“ ფარგლებში ჩატარდა. პრეზენტაცია მსახიობმა ნინო კასრაძემ წარმოადგინა.

პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ესმა ონიანის შემოქმედების პოპულარიზება წარმოადგენს.  ნინო კასრაძის თქმით, ესმა ონიანს, მუხედავად მისი კოლორიტული შემოქმედებისა, ახალგაზრდობა თითქმის არ იცნობს: „ესმა ონიანი გენიალური ხელოვანია, მისი შემოქმედება ფილოსოფიური არსით სავსე, ღრმა და საოცრად პოეტურია, თუმცა მას საზოგადოების მცირე ნაწილი იცნობს, რაც ძალზე სამწუხაროა“.

ნინო კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ესმა ონიანის ბიოგრაფია, შემოქმედება და ცხოვრებისეული შეხედულებები გააცნო, ასევე ინტერვალებში მსახიობმა წიგნში შეტანილი ზოგიერთი ლექსიც წაიკითხა. პრეზენტაციაზე ესმა ონიანის ნახატიც იყო წარდგენილი.

პროექტის  – „საუბრები ესმა ონიანზე“ – ავტორები არიან ნინო კასრაძე და გამომცემლობა „არტანუჯის“ მთავარი დირექტორი ზვიად კვარაცხელია.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ხაშურში, ზუგდიდში, გორში, თიანეთსა და თელავში.

გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო

„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

„უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადადო. მეორე დღეა მოსამართლის და მოსარჩელეების შეკითხვებს სუს-ის წარმომადგენელი ელოდა, თუმცა, სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო.

სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, 326 მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სარჩელს არსებითად განიხილავს, თუ პირდაპირ გააუქმებს პარლამენტის მიერ გასული წლის აპრილში შეცვლილ კანონმდებლობას „ფარულ მოსმენებზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, სუსი აკონტროლებს და იგი რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამი დღის განმავლობაში მოსარჩელეების პოზიციებს ისმენდა. ბოლო ორი დღე კი სასამართლო კითხვებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსვამდა. ეს სააგენტოა დღეს ფარულ მოსმენებზე უფლებამოსილი ორგანო.

სასამართლო პროცესებს ესწრებოდა სუს-ის წარმომადგენელიც, თუმცა საბოლოოდ პლენუმმა გადაწყვიტა, რომ მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ერთად მოუსმენს.

სასამართლოს პლენუმს არ დაუკონკრეტებია, როდის განახლდება „უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა.

დღეს, 22 ივნისს, სხდომა 5 საათზე შეწყდა, როცა სასამართლოს დარბაზში სხვა საქმის განხილვის დრო დადგა.

ხვალ, 23 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ასევე დაკავებულია და საქმეთა ჩამონათვალში „ფარულ მოსმენები“ არ არის.

გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია  ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია.

ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში იმასაც აცხადებენ, რომ კიბეების მოაჯირებზე არსებული სპეციალური საღებავი მხოლოდ მაშინ უნდა გადაიღებოს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში საღებავი ისევ ჩამოიშლება.

მიუხედავად ამისა, გამგეობამ, შარშან ტენდერი მაშინ გამოაცხადა, როცა ზაფხული თითქმის დასრულებული იყო.

„მშენებელი -5“ -ის დირექტორი ჯემალ აბულაძე ამბობს, რომ სპეციალური საღებავის ჩამოშლა ყინვებში შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა, რაც შეეხება კედელზე გაჩენილ ბზარს, მისი თქმით, ბზარები კიბეების გვერდით მიმდინარე სამუშაოების შედეგია.

„დეკემბრის თვეში დასრულდა კიბეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. იმ დროისთვის ყინვები დაიწყო, მაგრამ რადგანაც გეგმა-გრაფიკით სამუშაოებს ვერ გავაჩერებდით, საღებავი, რომლითაც მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება გადაღებო, ყინვებში გავღებეთ, გამოშრობა ვერ მოესწრო და ჩამოცვივდა. ძვირადღირებული საღებავია, საქართველოში არ იყიდება, აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. იქედან გამომდინარე, რომ ორწლიანი საგარანტიო ვალდებულება გვაქვს, ხარვეზებს აღმოვფხვრით. ველოდებით ამინდის დასტაბილურებას. ახლა რომ გადავღებოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ისევ ჩამოიშლება. 5 000 ლარი დაგვჭირდება,“ – ამბობს ჯემალ აბულაძე.

ქედის გამგეობასა და საკრებულოსთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციაზე ტენდერი ქედის გამგეობამ 2016 წლის 16 აგვისტოს 75 160 ლარზე გამოაცხადა.

კიბეების რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება ქედის გამგეობამ „მშენებელი-5“-ს იმავე წლის  21 სექტემბერს  60 128 ლარსა და 98 თეთრზე გაუფორმა. ხელშეკრულებით კომპანიას კიბეების რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა.

19403386_1397432663685769_2002740431_o
დაზიანებული კიბე დაბა ქედაში

 

პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარ ინფორმირებას ითვალისწინებს.

„სწორედ ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასადილოს თანამშრომლების შემოწმების დღეს ამზადებენ უკეთესი ხარისხის საკვებს, ვიდრე შემოწმებამდე, ან შემოწმების შემდეგ. ასეთი ალბათობა კი, სურსათის ეროვნული საგენტოს დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ინსპექტირება კვების ბლოკზე უნდა განხორციელდეს მოულოდნელად და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ციხეში კვების პრობლემაზე 20 ივნისს, სასამართლო სხდომაზე მიმართა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ. ის „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

სასამართლო პროცესის შემდეგ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ინფორმაცია სააგენტო „ინტეპრესნიუსის“ საშუალებით თქვა, რომ მერაბ ღოღობერიძე, ისევე როგორც სხვა პატიმრები, უზრუნველყოფილი არიან დღეში სამჯერადი კვებით. სამინისტროს განცხადებაში ასევე იყო აღნიშნული, რომ „მერაბ ღოღობერიძემ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მიიღო ამანათი – ორი ხაჭაპურის და ორი კილოგრამი ვაშლის ოდენობით“.

„ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადება, რადგან მერაბს ყოველ კვირაში ვუგზავნით ამანათს. გარდა ამისა, მინდა გავასაჯაროო ქვითრები, რაც მერაბმა 16 ივნისს გამომიგზავნა. წერილზე გარედან ეწერა, რომ ქვითრები არ გადამეყარა და ეს მას დასჭირდებოდა. ამ ქვითრებიდან ჩანს, რომ მერაბი საკვებს, ძირითადად, ციხის მაღაზიაში ყიდულობს“, – ამბობს მალუსა ღომიძე, მერაბ ღოღობერიძის მეუღლე.

ქვითრებიდან ჩანს, რომ მერაბ ღოღობერიძე ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობს და ორი თვის განმავლობაში ციხის მაღაზიაში დაახლოებით 400 ლარი აქვს დახარჯული.

რატომ ხარჯავს ამდენს მერაბ ღოღობერიძე ციხის მაღაზიაში პროდუქტის შეძენაზე, თუკი ადმინისტრაცია თითოეულ პატიმარს სათანადოდ კვებავს? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში გვითხრეს, რომ არ გააკეთებენ იმაზე მეტ განმარტებას, რაც „ინტერპრესნიუსით“ გაავრცელეს. უწყების პრესსამსახურის თქმით, სამინისტრო თითოეული პატიმრის სტანდარტების შესაბამისად კვებას უზრუნველყოფს და ამ კუთხით პრეტენზია არავის აქვს.

პატიმრების კვების ხარისხზე პრეტენზია თავად სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე იპოვით სასჯელაღსულების სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოცხადებულ ტენდერს – სამინისტროს საიდუმლო შესყიდვა კვების მომსახურებაზე. „კვებითი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საიდუმლო შესყიდვის ახალი, ელექტრონული პროცუდურებით“, – მითითებულია დოკუმენტაციაში.

„საიდუმლო შესყიდვის“ აუცილებლობას სამინისტრო იმით ასაბუთებს, რომ აქამდე ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ იხდიდა კომუნალურ, სარემონტო და სხვა ხარჯებს, რაც არარაციონალურ ხარჯებს იწვევდა. „სამინისტროსა და კომპანიას შორის ვალდებულებების ამგვარი გადანაწილება მუდმივად იწვევდა დავას, რაც უარყოფითად აისახებოდა კვებითი მომსახურების ხარისხზე“, – წერია სასჯელაღსრულების სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციაში.

qvitari 1

qvitari 2

ფოტოებზე: ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი ქვითრები.

 

 

გადაითხრება თუ არა რეაბილიტირებული ქუჩა

ბათუმში, ანდრონიკაშვილის (ყოფილი შაფათავა) ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა, საკანალიზაციო სისტემები ახალ ქსელზე მიერთებული არ არის, „ამიტომ, ახალი სისტემაზე დაერთების დროს, ქუჩებს ხელმეორედ გადათხრიან, რაც დამატებითი ხარჯები იქნება“.

ჯაბა ტუღუში, ბათუმის   მერის მრჩეველი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ამბობს, რომ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა სისტემები გამოცვლილია და მხოლოდ მოსახლეობის საკანალიზაციო ქსელების ახალ სისტემაზე მიერთებაა დარჩენილი.

მოსახლეობის თქმით, ახალი საკანალიზაციო სისტემების დაერთების დროს, ქუჩები ხელმეორედ გადაითხრება
მოსახლეობის თქმით, ახალი საკანალიზაციო სისტემების დაერთების დროს, ქუჩები ხელმეორედ გადაითხრება

„წყლის სისტემები ამ უბანში ახალია და დაერთებულია მოსახლეობაც, საკანალიზაციო სისტემებიც გაკეთდა, მაგრამ დაერთებები არ არის, რადგან სამუშაოები ცენტრალურ კოლექტორზე ორ მონაკვეთში –  მელიქიშვილის და ოსტროვის ქუჩები – არ დასრულებულა. აგვისტოში ეს მონაკვეთებიც დასრულდება.

რაც შეეხება ქუჩების ხელმეორედ გადათხრას, ეს აღარ მოხდება, რადგან საკანალიზაციო სისტემები მიყვანილია მოსახლეობამდე“ – ამბობს ჯაბა ტუღუში. მისივე თქმით, საკანალიზაციო სისტემებზე სახლების დაერთებას „ბათუმის წყალი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

მერიის განცხადებით, საკანალიზაციო სისტემებზე სახლების დაერთებას „ბათუმის წყალი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველჰყოფს.
მერიის განცხადებით, საკანალიზაციო სისტემებზე სახლების დაერთებას „ბათუმის წყალი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველჰყოფს.

„დაერთების დროს, შესაძლებელია რამდენიმე ფილის ამოღება, რომელიც შემდეგ აღდგება და დიდი ხარჯი არ იქნება“ – გვეუბნება ჯაბა ტუღუში.

ბათუმის დემოკრატიის სკოლამ ქედაში 2017 წლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ბათუმის დემოკრატიის სკოლამ [NIMD] დღეს, 22 ივნისს, ქედაში 2017 წლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე, რომელიც ქედის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა, ნიმდის ბათუმის სკოლის წარმომადგენელმა, თამარ მამეიშვილმა, ადგილობრივებს  სასწავლო პროგრამა გააცნო.

„ჩვენი კურსდამთავრებულთა უმეტესობა ბათუმელია, ყოველ წელს ვცდილობთ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მივაწვდინოთ ინფორმაცია, რათა გაიზარდოს მათი დაინტერესება, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამაში, თუმცა ჩართულობა მაღალმთიანი აჭარიდან დაბალია.  ვერ ვიტყვი, რომ მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ნაკლები უნარებით გამოირჩევიან, ან მათი დაინტერესება დაბალია, პირიქით დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ ამას განაპირობებს ტერიტორიული სიშორე, ჩვენ გვყავს ოთხი კურსდამთავრებული ხულოდან, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ“.

თამარ მამეიშვილის ინფორმაციით, ნიმდის 2017 წლის სასწავლო პროგრამაში მცირე ცვლილებები შევიდა, თუმცა არა იმ ოდენობით, რომ სასწავლო მოდულის ძირეული შეცვლა გამოეწვია.

„ძირეულად არაფერი შეიცვლება, თავდაპირველ კურიკულიუმს მივყვებით, აქტუალობიდან გამომდინარე გასულ წელს დავამატეთ თემა – შრომითი უფლებები, ქვეყანაში არსებულ აქტუალური თემასთან დაკავშირებულ საკთხებზე ტრენინგებს ვამატებთ, მაგრამ ეს არ გულისხმობს სასწავლო მოდულის ძირეულ შეცვლას“.

ნიმდის 2017 წლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას ქედაშიძირითადად სკოლის პედაგოგები და თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

დღესვე სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო მომავალ კვირას დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

ნიმდის სასწავლო პროგრამაში მოსახვედრად დაინტერესებულმა პირმა განაცხადი 29 ივლისამდე უნდა შეიტანოს. სასწავლო ტრენინგიკურსს, რომელიც ოქტომბერ-თებერვალში ჩატარდება, 20 მონაწილე გაივლის.

19402583_1397402157022153_534128351_o

გიდების შთაბეჭდილებები ტრენინგების შემდეგ

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული გიდების გადამზადების ტრენინგები ივნისის ბოლოს დასრულდება. წელს ტრენინგები 60-მა მონაწილემ გაიარა, თითოეულ მიმართულებაში [მაღალთიანი აჭარის, ქედის, მაჭახელას და დაცული ტერიტორიების მარშრუტი] ტრენინგების მონაწილეებს ივნისის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცემათ. ასევე, მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გიდების ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიყვანს,  რაზეც წვდომა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას აქვს.

რატომ გადაწყვიტეს გიდობა და რა ისწავლეს ტრენინგებზე? – „ბათუმელები“  რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

გიორგი თებიძე, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტი: ტურიზმი ყოველთვის მაინტერესებდა. როცა მომეცა საშუალება უფასოდ გამევლო გიდობის ტრენინგები, ვიფიქრე, რომ ეს სასარგებლო და სასიამოვნო გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის.

საკმაოდ დატვირთული ლექციები გვქონდა თეორიული თვალსაზრისით. გავიარეთ ისტორიის, გეოგრაფიის, ასევე პირველი დახმარების კურსები, გვიხსნიდნენ ტურისტებთან ურთიერთობის ეთიკურ საკითხებს, იმას, თუ როგორ მოვუყვეთ ტურისტს ესა თუ ის ამბავი, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამა თუ იმ სიტუაციაზე და ა.შ. თეორიული მასალის გავლის შემდეგ გვქონდა რამდენიმე გასვლა, მოვინახულეთ მაღალმთიანი აჭარის ადგილები – ჩირუხი, სხალთა, ხიხანი, ხულო, დანისპარაული, გოდერძი და არაჩვეულებრივი მწვანე ტბა.

ყველაზე მეტად ჩირუხი დამამახსოვრდა – აღუწერელია ის გრძნობა, როდესაც დაბრკოლებებით სავსე გზების შემდეგ არნახულ სილამაზეს ხედავ. განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში ადგილობრივი იალაღები – ძალიან სპეციფიკური სახლები, რომლებიც გარკვეულ ატმოსფეროს ქმნის.  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ადგილობრივი მოსახლეობა – ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, უშუალო ხალხია მთაში ძალიან.

ასევე განსაკუთრებულია 2350 მეტრ სიმაღლეზე, თოვლიან ადგილებში უფაქიზესი ყვავილის – კესანეს დანახვა. ეს შერწყმა ფანტასტიკურია – პატარა, კოხტა ყვავილი, სალი კლდეების ფონზე, კესანეს ინგლისურად forget-me-not-ი ჰქვია.

ნატალია კაკაბაძე, ქედის მარშრუტი: როცა გავიგე ამ ტრენინგების შესახებ, ძალიან გამიხარდა, მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა და ბუნება, ასევე მაინტერესებდა  უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ჩემს მხარეზე.

ტრენინგის ყოველი გაკვეთილი ჩემთვის შემეცნებითი და სახალისოც იყო. უამრავი სიახლე გავიგე არა მხოლოდ კონკრეტული ტურის ფარგლებში, არამედ საქართველოზეც. მაგალითად, აქამდე არ ვიცოდი ის, რომ საქართველოს სამი კომპონენტი – ქართული ქვევრი, ანბანი და მრავალხმიანი სიმღერის კულტურა გაეროს არამატერიალური ძეგლების დაცვის ქვეშ არის.

ტრენინგებს არ ჰქონდა ერთი კონკრეტული მიმართულება, ლექციები ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შესახებაც წაგვიკითხეს.

ქედაში ყოფნის დროს კერძო მარანშიც წაგვიყვანეს, სადაც ღვინოს აწარმოებენ და ყიდიან.

ქედის ტურის ფარგლებში ვესტუმრეთ რამდენიმე ადგილობრივ ოჯახს, მათ შორის ნოდარ შერვაშიძის ოჯახსაც, რომელიც რეგიონში თავისი 250 წლის მარანითა და მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერებითაა განთქმული. ჯგუფმა მართლაც ისე საოცრად იმღერა, ინსტრუმენტების გარეშე ორკესტრის ფონი შეიქმნა. აქვე უნდა აღინიშნოს სოფელ მერისში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახიც, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ფოლკლორის ტრადიცია, ოჯახის ყველა  წევრი მღერის, უკრავენ ფანდურზე და მღერიან.

ადგილობრივ სოფლებზეც გავიგეთ საინტერესო ინფორმაცია – ერთ-ერთი თანაჯგუფელი ადგილობრივი იყო, მისი თქმით, სოფელ მახუნცეთს ეს სახელი შემთხვევით არ მიუღია – მაღლა მთებიდან ზედა მახუნცეთიდან თურმე ახალგაზრდები ტოვებდნენ სოფელს და ქალაქში მიდიოდნენ, ამის შედეგად სოფელში მხოლოდ მოხუცებულები დარჩნენ – სოფელს თავიდან მოხუცესი ერქვა, თანდათან კი მახუნცეთი დაერქვა. სოფელ პირველ მაისშიც ვიყავთ – სახელი სოფელმა მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს,  ოსმალეთის იმპერიის დროს მას საღორეთი ერქვა, რადგან სოფელში ბევრი ღორი ჰყავდათ.

ნუცა გორგილაძე, მაჭახელას მარშრუტი: ფსიქოლოგი ვარ,  ხალხთან ურთიერთობა და მოგზაურობა მიყვარს. მაინტერესებდა გიდობა. ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა აჭარის თაღოვანი ხიდები იყო. ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში, მირვეთში, ასეთი ხიდია. ამ სოფელში 20 მეტრი სიმაღლიდან ჩანჩქერი ეშვება, სოფელში კი მხოლოდ 24 ოჯახი ცხოვრობს. აქვე შეიძლება ველოტურის მოწყობაც.

ხელვაჩაურში ქემალ თურმანიძის მუზეუმი მოვინახულეთ,  განსაკუთრებით საინტერესოა მაჭახელაში თოფის მონუმენტი, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა 2007 წელს მაჭახელობის დღესასწაულზე დადგა, რომელიც ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს აღინიშნება. მაჭახელას თოფის უძველესი ეგზემპლარი ქუთაისის მუზეუმში ინახება, თურქული მოდელის ნახვა კი შესაძლებელია მაჭახელასთან ახლოს არსებულ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. ასევე აქ დგას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თაღოვანი ხიდი რეგიონში – თამარის ხიდი და მეჩეთი, რომელიც დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული. ტურიდან ძალიან შთაგონებული მოვდიოდი, ცოტა შერცხვენილიც – ამდენი ხანია ვცხოვრობ აქ და არ ვიცი ასეთი სილამაზე.

თამარ ხოზრევანიძე, დაცული ტერიტორიების მარშრუტი: სამი-ოთხი წლის წინ დავიწყე გიდად მუშაობა, მომეწონა, ჩემთვის ძალიან საინტერესო სფერო აღმოჩნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვადასხვა კულტურის ადამიანებს ეცნობი. ზოგადად, ყოველთვის მინდოდა ტურიზმის სფეროში ვყოფილიყავი ჩართული.

ამ ტრენინგში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო იმიტომ იყო, რომ თეორიული მასალის გარდა მქონდა შანსი პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო – თეორიას ადვილად მოიძიებ ინტერნეტში, მაგრამ გამყოლთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას უფრო მეტ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში გიდიც უფრო მრავალფეროვან და შევსებულ ინფორმაციას აწვდის ტურისტებს და მისი ნაამბობი არ არის მხოლოდ მშრალი თარიღები და და მოვლენების ჩამონათვალი.

გვქონდა გასვლითი ტური – გავიარეთ ერთი ტურისტული ბილიკი მტირალას პარკში. მოკლე მარშრუტით წავედით – მოვინახულეთ ჩანჩქერი, ტპა, ზიპლაინი, ასევე გავესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვიყვა იქაური ამბები – სოფლის შექმნაზე, გვარების წარმოშობაზე. კონცელიძე თავიდან თურმე კონწელიძე იყო, თუმცა რადგანაც რუსულენოვანები „წ“-ს ვერ ამბობდნენ, ის შეიცვალა „ც“-თი.

ქედის მარშრუტი:
ქედის მარშრუტი
ქედის მარშრუტი:
ქედის მარშრუტი

5

მაჭახელას მარშრუტი:
მაჭახელას მარშრუტი
მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა

 

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანთქებით“ წარსდგნენ თოჯინების თეატრში. ფარდა გაიხსნა თუ არა, მოწვეული სტუმრები, თანატოლები, აწ უკვე პირველი აღსაზრდელები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს.

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში

მუზები, ფერიები, ხმოვნები, თანხმოვნები, მომღერალ-მოცეკვავეები ფურცლავდნენ ისტორიას ფარნავაზიდან იაკობამდე, დედაენის პერსონაჟებმა, გაბეჯითებულმა მუქთამჭამელამ, გათანამედროვებულმა ანომ და ვანომ, პატარა რეპერებმა მანამდე სცენა მეორეკლასელებს დაუთმეს, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობას და საერთოდ, ბავშვების ლაღ, ხალას და გაცისკროვნებულ სახეებზე, უფლება-მოვალეობებზე ისაუბრეს.

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში

მართლაც რომ ფერების, ხმების, მუსიკალური ბგერების ხორუმმა იზეიმა, „ისამაია“, „იდავლურა“…
უჩვეულო და უცნაური არაფერია, თუ ვიტყვი რომ არა გულიანი დირექციის თანადგომა, ვერ გაილექს-მეტყველებდნენ სცენაზე, რომ არა ბათუმის თოჯინების თეატრის ადმინისტრაციის დახმარება, ეს ღონისძიება ასეთ ფართო მასშტაბს ვერ შეიძენდა, რომ არა „ნიკეს“ კრეატიული, მეგობრული, ერთგული, ენერგიული მასწავლებლების შემოქმედებითი გუნდი, ალბათ უღიმღამოდ დაასრულებდნენ პატარები თავიანთ პირველ ეტაპს!

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში

არასდროს დაავიწყდებათ კულისებს მიღმა შეყვირება, გაღიმება, წათამაშება, დაქანცვა და უცებ… ინთება რამპა, ფარდის მიღმა მოსწავლე, უცებ სცენის მსახიობი გახდა…

გაიზარდა სიტყვიდან სიტყვამდე, ფრაზიდან დგომამდე, შეყვირებიდან ომახიან შეძახილამდე: „ნიკე საოცრად ნიჭიერ, ყოჩაღ, გულისხმიერ თაობას ზრდის და გამოზრდის კვლავაც!“

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში

ავტოავარიაში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

21 ივნისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგი კვლავ უგონო მდგომარეობაშია.

23 წლის ახალგაზრდა ქალი ჭავჭავაძის ქუჩას კვეთდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იგი ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

 

ოლიმპიური გარბენა ბათუმის ბულვარში

23 ივნისს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში ოლიმპიური გარბენა მოეწყობა.

სტარტი ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანთან იქნება, ფინიში – კი ანბანის კოშკთან.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, 18:00 საათამდე, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ოფისში (რუსთაველის ქუჩა #22) შეეძლებათ.

ოლიმპიური გარბენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

მონაწილეებს გადაეცემათ მაისური და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური ოლიმპიური პრიზებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით.

შსს: ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება, თუ სმს შეტყობინებიდან 10 დღეში გადაიხდით

დღეს მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ​მოიწონა. ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში შეიმუშავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20% შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით მხოლოდ საშეღავათო პერიოდის არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. შსს-ს განმარტებით, ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსი. მათივე ცნობით, მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. შსს-ს განმარტებით, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება.

აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში.

შსს-ს ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნესსექტორისთვის.

ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

„მასალაზე მონადირენი“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცის ვორქშოფი ბათუმში

„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს და არა მარტო მათ,  ვორქშოფში – „კამპუსი / მასალაზე მონადირენი“ მონაწილეობას სთავაზობს.

მასში  მონაწილეები საინტერესო და  ინტერაქტიულ პროცესში ჩაერთვებიან. ვორქშოფი ყოველდღიური გარემოს გადაფასების, ნაცნობი თუ უცნობი სივრცეების შეცნობის, ხელახალი განცდისა და შეგრძნების მცდელობაა.

„მონაწილეები აირჩევენ ბათუმის უცნობ ან ნაცნობ ადგილებს, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. თითოეული მონაწილე შეარჩევს საკუთარ გზას და საბოლოოდ წარადგენს „მოგზაურობის” მოკლე შეჯამებას. შეიქმნება აღმოჩენილი გზების, ადგილების ფსიქო-გეოგრაფიული დოკუმენტაცია,“-  ნათქვამია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიერ გავრცელებულ რელიზში.

ვორქშოფის მონაწილეებს მოუწევთ სხვადასხვა მასალის შეგროვება, იქნება ეს ხმის ჩანაწერი, წინადადება ქუჩიდან, არტეფაქტი (ნებისმეიერი ნივთი ადგილიდან, მაგ: ქვა, კედლის ნანგრევი…), სურათი (შერჩეული ადგილის/ადგილების ფოტო, სკეჩი, ვიდეო) თუ ინტერვიუ გამვლელთან.

ვორქშოფს  მიხეილ ხუნდაძე და ნატო ნებიერიძე-ხუნდაძე გაუძღვებიან.

დამატებითი ინფორმაცია ვორქშოფის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

casb

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება.

ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან თავად მოსამართლე ირჩევს მისთვის სასურველ კოლეგიას.

„ირაკლი შავაძემ წერილობით უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობაზე და პირველი ივლისიდან საქმე დაეწერა მოსამართლე ლევან გელოვანს,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე:„2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება უფლება, მოსამართლის თანხმობის გარეშე დაავალოს სხვა სპეციალიზაციის საქმის განხილვა. ამ დრომდე მოქმედი წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად,ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება მისი სხვა კოლეგიაში გადაყვანის თაობაზე.“

levan gelovani.jpg akhaliრაც შეეხეხება ლევან გელოვანს, რომელიც პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ განიხილავს – ის მოსამართლედ 2017 წლის 25 მაისს გაამწესეს. ლევან გელოვანს აქამდე მოსამართლის გამოცდილება არ ჰქონია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წლიდან ლევან გელოვანი მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი იყო.

ლევან გელოვანი „ბათუმის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. ამავე საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულს განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოუტანს. მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების: მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე – დავით მამისეიშვილი მიიღებს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ კიდევ ორი არასრულწლოვანია ბრალდებული. ამ შემთხვევას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

 

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების, სწავლა-სწავლები (TIMSS)კვლევისშედეგებისმიხედვით, საქართვლოშიმოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ საკმად ნეგატიურია. კვლევაში მონაწილე 5 ათასამდე მოსწავლიდან, კითხვაზე – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“უფრო მეტად არ ეთანხმება 11,2 პროცენტი, 5,7 კი საერთოდ არ ეთანხმება. „განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვლად ჩემი სკოლაა“, – არ ეთანხმება 12,2 პროცენტი, საერთოდ არ ეთანხმება 6,1 პროცენტი. გამოკითხვაში მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვლევაში მსოფლიოს 44 ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო. კვლევაში არ არის მოსწავლეების მოსაზრებები, თუ რატომ არ უყვართ სკოლაში ყოფნა.

 მოსწავლეები სკოლის სიძულვილის მიზეზებზე

ზალინა მე-11 კლასელია. ათოსანი, აქტიური. სამი სკოლა გამოიცვალა, სწავლობდა კერძოშიც და საჯაროშიც. ის იმ მიზეზებზე გვესაუბრება, რის გამოც ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა არ უყვართ. უფრო მეტი, – სძულთ კიდეც. სკოლის სიძულვილის ათი მიზეზი ჩამოთვლილია რბილ, მწვანეყდიან დღიურშიც, რომელიც მის მეშვიდეკლასელ ძმას ეკუთვნის. „ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს ამ თემაზე, ამიტომ, ზუზუც მაძლევს უფლებას, რომ ამ ფურცლებზე ჩამოწერილი  სიძულვილის ათი მიზეზი, ამ მწვანე ყდის იქეთ გამოვიტანო“, -გვეუბნება ზალინა.

მოსწავლის დღიური, სადაც სკოლის სიძულვილის მიზეზები წერია
მოსწავლის დღიური, სადაც სკოლის სიძულვილის მიზეზები წერია

სკოლის სიძულვილის ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეები მასწავლებლის მიმართ შიშს და ცუდ ნიშანს ასახელებენ. სულ მახსოვს მასწავლებლის შიში. ერთის განსაკუთრებით. როცა გაკვეთილზე შემოვიდოდა, ყველა იყო დაძაბული. ჩემი ნებისმიერი სიტყვა აღიზიანებდა.თუ დაფასთან გაგიძახებდა და რაიმეს ვერ გააკეთებდი, საყვედურებით აგავსებდა: „რატომ არ იცი?“, „რატომ ვერ გააკეთე?“… მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია და ეს დიდიპრობლემაა“, -გვიზიარებს თავის გამოცდილებას ზალინა.

სკოლის სიძულვილის შემდეგ მიზეზად მოსწავლეები „ტროლინგს“ და ბულინგს ასახელებენ. „დაცინვა, ქილიკი – „ეს ოროსანია“, „ვერ სწავლობს“, „შტერია“… ძალიან მოქმედებს ბავშვებზე. გააჩნია დაცინვასაც, იყო შემთხვევა, როცა ინგლისურის მასწავლებელმა ისე ცუდად დასცინა ბავშვს,რომ კომპლექსი ჩამოუყალიბა“, -გვეუბნებიან მოზარდები.

იმ ბავშვების აზრით, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, სკოლასთან გაუცხოებას სხვა ბავშვებისა და პედაგოგების დამოკიდებულებაც იწვევს. ზუკას დღიურში ჩაწერილ ფრაზას – „კარგად არ მიცნობენ“ შემდეგნაირად გვიხსნიან: „ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ინდივიდუალიზმი, რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის. გიზღუდავენ უფლებასგამოხატო საკუთარი აზრი, სულ იმას იმიზეზებენ, კლასში ბევრნი ხართ და ყველას აზრს ვერ მოვისმენთო“.

მოზარდების აზრით, ეს მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამბავია, რადგან მათი თქმით, თუ ერთი პედაგოგი ახერხებს ყველას აზრის გაგებას, რატომ ვერ ახერხებს ამას სხვა?

მოზარდები ამბობენ, რომ სკოლაში საკმაოდ ხშირად სძალავენ ფულსაც, რაც ზოგიერთ ბავშვს ფსიქოლოგიურად თრგუნავს. „ყველა ბიჭი ფულს გთხოვს და ეს ხდება ყოველ დღე. თუ ერთხელ მისცემ და შემდეგ უარს ეტყვი, უკვე პრობლემაა, მათ „სასტავში“ აღარ ხარ და გრიყავენ“, -გვეუბნება ზალინა. მისი აზრით, ეს ყველაფერი არამეგობრულ გარემოს ქმნის და ბავშვებს სკოლაში მისვლას აძულებს. ურთიერთობების მოგვარებაში სკოლა ვერ ეხმარება მოზარდებს, ინერტულია მანდატურიც: „ცემაში მოკლავენ ბავშვები ერთმანეთს, მოდის პოლიცია და შემდეგ ისმის კითხვები – „მანდატური სად იყო, რა გააკეთა?“ – არც არაფერი გააკეთა“.

თედომე-10 კლასელია.მასაც აქვს სკოლის აუტანლობის თავისი მიზეზები. ერთ-ერთ მიზეზად არაჰიგიენურობას ასახელებს. ის ამბობს, რომ კლასში მერხები მტვრიანია და სუნი დგას, რადგან მასწავლებელი ფანჯრების გაღების უფლებას არ აძლევთ. „კიბეებს ქლორით წმენდენ, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ვეღარ ვსუნთქავ“, -გვეუბნება ის.

თედო გრძელ თმებს ატარებს, რისთვისაც ზოგიერთი მასწავლებელი დასცინის – „კაცი გრძელი თმებით არ უნდა დადიოდესო“. მისი თქმით, მასწავლებლების დიდ ნაწილს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. „სულ გიყვირიან და წყნარად საუბარი არ შეუძლიათ.მასწავლებელს, რომელსაც მოსმენა არ შეუძლია, მის გაკვეთილზე ვერ დავჯდები“, -გვეუბნება თედო.–„სკოლაში მხოლოდ ორი საგნის გამო დავდივარ, სხვა ყველა ერთნაირად უინტერესოა. რუსულის მასწავლებელი კი მხოლოდ რელიგიაზე მელაპარაკება და კარგ ნიშანს იმ შემთხვევაში მპირდება, თუ ეკლესიაში ვივლი“.

თედოს მასწავლებლების ორმაგ სტანდარტებიც აღიზიანებს. „ჩვენ სიგარეტის მოწევას გვიკრძალავენ, თვითონ კი ბიბლიოთეკაში ეწევიან“, -გვეუბნება ის.

 სისტემა განათლების წინააღმდეგ

რატომ ვერ გრძნობენ მოსწავლეები თავს კომფორტულად სკოლაში? – გამოკითხული მოსწავლეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლის აზრი ნაკლებად აინტერესებთ, გაკვეთილები დაცლილია შინაარსისგან და ყოველდღიურ რუტინად არის ქცეული. ანა მე-11 კლასელია. მისი აზრით, სასკოლო გაკვეთილებს მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა აკლია და „სურვილიც რომ გქონდეს ვერ იაქტიურებ“. მისი აზრით, გაკვეთილზე ცოდნის შეძენა სახალისო პროცესი უნდა იყოს.

„ფუჭად ვატარებთ წლებს, სკოლა იმაშიც კი ვერ გვეხმარება, რომ პროფესია სწორად ავირჩიოთ და 12 წლის შემდეგ ნათლად გვქონდეს გააზრებული რა პროფესიის დაუფლება გვინდა. ამიტომ დადის თითქმის ყველა ბავშვი რეპეტიტორთან და სკოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ  „არა“ არ დაგვეწეროს“, -გვეუბნება ანა.

რატომ არ არის სკოლაში მრავალფეროვნება და რატომ არის ყოველდღიური რუტინა? რა როლი მიუძღვის ამ პრობლემაში ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და რა განსაზღვრავს  წარმატებას?

გაკვეთილზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გაკვეთილზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ სკოლაში შემოქმედებითი პროცესის დაკარგვამ განაპირობა ის, რომ ბავშვები სიხარულით არ დადიან სკოლაში. „რუტინული, ლექციური გაკვეთილები საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი და ის, რაც დღეს ხდება, ამ გამოცდილების ბრალიცაა.

ჩვენ ვართ საბჭოთა სკოლის მოსწავლეები, შემდეგ საბჭოთა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც მოვხვდით აბსოლუტურად სხვა მოთხოვნების მქონე სისტემაში“.

თამთას აზრით, საბჭოთა სისტემის პრობლემა  სწორედ ის იყო, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაკვეთილზე დაესვა კითხვები. „ჩვენ მოსწავლის როლი აღქმული გვქონდა როგორც პასიური დაეს შემოგვრჩა დღემდე“.

პედაგოგის აზრით, სისტემის პრობლემაა ის, რომ დღეს მოსწავლე სკოლის ცენტრში არ დგას, „ისევე როგორც უნივერსიტეტის ცენტრში არ დგას სტუდენტი და, სამწუხაროა, რომ არც ახლა იცვლება სკოლაში, უნივერსიტეტში არაფერი. მე ვხედავ სხვა საფრთხესაც, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ექნებათ კი ამ ბავშვებს სურვილი გახდნენ პედაგოგები, იქნებიან კი ისინი ჩვენზე უკეთესები?“-გვეუბნება თამთა.

 ირინა სარუხანიანი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის რუსულის მასწავლებელია. სკოლაში თითქმის 35 წელია ასწავლის. მისი აზრით, „საგანმანათლებლო სისტემა არ აძლევს ბავშვს შესაძლებლობას უკეთ რეალიზებული იყოს გაკვეთილზე. თუ მოსწავლეს პროტესტის გამოხატვა შეუძლია, მაშინ ის ამას დაუმორჩილებლობაში ავლენს“.

ირინას აზრით, ესეც პრობლემაა, რადგან არ არის კარგი, როცა მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, რადგან ყვირილსძალიან ცუდი შედეგი მოაქვს.

„ამიტომვცდილობტონს მოვუარო და ბავშვში დავინახო პიროვნება თავისი პრობლემებით“, -გვეუბნება ის.

პედაგოგი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაამ მასლოუს თეორიებს იშველიებს, სადაც საუბარია ბავშვის მოთხოვნილებების პირამიდაზე.

„პირველ საფეხურზე ბავშვის ფიზიოლოგიური მოთხოვნები დგას. მეც ვცდილობ პირველი საფეხურიდან შევხედო პრობლემას. თუ ბავშვს შია, სტკივა, ან  რაიმე სხვა პრობლემა აწუხებს, ის ვერ მოგისმენს გაკვეთილზე, ამიტომ ვცდილობ მსგავსი მოთხოვნები გავითვალისწინო. თუ სკოლაში ამ მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებენ, ბავშვს სკოლის მიმართ ინტერესი ეკარგება“.

კვლევაში – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“ – უარყოფითად პასუხობს ირლანდიელი მოსწავლეების 10 პროცენტი, მსგავსი მაჩვენებელი აქვთ მალტის სკოლებში; ყატარის და საუდის არაბეთის შემთხვევაში 11 პროცენტი, ყველაზე მაღალი, – 17 პროცენტი კი სლოვენიაში დაფიქსირდა.

კვლევის შედეგები
კვლევის შედეგები
კვლევა
კვლევა

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი ევროპული სკოლების სისტემას იკვლევდა. ამბობს, რომ ფინეთის სკოლებში ყველაზე მეტად უხარიათ მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა. მისი თქმით, ფინეთის სკოლებში მოსწავლეების მოტივაციას არა მარტო შემოქმედებითი სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურაც განაპირობებს.

„ფინეთის სკოლებში ბავშვებს დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი გაკვეთილი უტარდებათ. ისინი საღამოს 6 საათამდე სკოლაში არიან, თუმცა არცერთ მოსწავლეს არ უჩნდება სურვილი, რომ სკოლა უფრო ადრე დატოვოს.

ბავშვები არ არიან გაკვეთილებზე გადაღლილები, კვება უფასო აქვთ, სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილი, ინფრასტრუქტურა მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული. თუ ბავშვი გაკვეთილზე დაიღლება, მას უფლება აქვს წამოწვეს. დასვენების დრო არის დიდი და მოსწავლეებს სოციალური ურთიერთობებისთვისაც მეტი დრო რჩებათ“.

მუხრან გულიაშვილის თქმით, ფინეთის სკოლებში ზამთარში ცოტათი ცივა, თუმცა, არცერთ ბავშვს არ მოსდის აზრად, რომ სახლში წავიდეს. „გაკვეთილების სტრუქტურამოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და არ უქმნის სტრესულ გარემოს“.

მუხრან გულიაშვილის აზრით, ქართველი ბავშვების მიერ სკოლის მიმართ ინტერესის უქონლობას სისტემა განაპირობს, რომელიც მასწავლებელს და მოსწავლესაც ჩარჩოებში აქცევს.

„სისტემა არ აძლევს მასწავლებელს უფლებას შეცვალოს პროგრამა. თუ ასე მოიქცევა, წლის ბოლოს პრობლემები შეექმნება, რადგან გამოცდები სწორედ ამ ჩარჩოებზეა აგებული.

ფინეთის სკოლების წარმატებას ისიც განაპირობებს, რომ კლასში მაქსიმუმ 20 ბავშვი ზის, სკოლები ინტეგრირებულია და მე-9 კლასის შემდეგ პროფესიული განათლება სისტემის ნაწილია.  მოსწავლეს შეუძლია არ წავიდეს სკოლიდან და ისე მიიღოს პროფესიული განათლება. ამისთვის სკოლა ძალიან მაღალ დონეზეა აღჭურვილი“.

მუხრან გულიაშვილის თქმით, კანადას და ფინეთს ერთნაირი მიდგომები აქვთ, ქართული მოდელი კი უფრო აზიურ სისტემას ჰგავს, სადაც სკოლა უფრო სტრესულია. „კორეაში, მაგალითად, ძალიან ძლიერია რეპეტიტორის ინსტიტუტი, ბავშვები 16 საათი მეცადინეობენ დღეში, რადგან ისინიც ჩვენსავით გამოცდებზე არიან ორიენტირებულნი“.

მისი აზრით, სკოლას უფრო მეტი ავტონომია უნდა მიეცეს,რომ შემოქმედებითი გახდეს.„სხვა შემთხვევაში, აზრი არ აქვს, საგნებს დაამატებ თუ მოაკლებ. უხარისხოდ რამდენ საგანს ასწავლი, მნიშვნელობა არ აქვს“, -გვეუბნება ის.

სპეციალისტების შეფასებით, ქართული საგანმანათლებლო სისტემა რადიკალურად უნდა შეიცვალოს, განათლებაში დახარჯული თანხები შედეგის ადეკვატური რომ იყოს.  ამასთან, სკოლა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და მასწავლებელი აღარ უნდა განიხილებოდეს მმართველი ძალის პოტენციურ ამომრჩევლად, მაშინ სახელმწიფოს მიდგომები იქნება უფრო რადიკალური და შეიმუშავებენ ერთიან პოლიტიკას“.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2016 წლებში სწავლის მიტოვების სტატისტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გაიზარდა.  2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომლებმაც შეწყვიტეს და არ გააგრძელეს სწავლა ზოგადი ან პროფესიული განათლების დაწესებულებებში ასეთია:

მაჩვენებელი 2014 2015 2016
ირიცხებოდა მე-8 კლასში სწავლის მიტოვების დროს 386 275 299
მიატოვა სწავლა მე-9 კლასში სასწავლო წლის განმავლობაში 577 392 423
დაასრულა მე-9 კლასი, მიიღო საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და არ გააგრძელა სწავლა მე-10 კლასში 1496 1145 1079
მიატოვა სწავლა მე-10 კლასში სასწავლო წლის განმავლობაში 2371 2170 2025
ირიცხებოდა მე-11 კლასში სწავლის მიტოვების დროს 1418 1244 1007
გაკვეთილზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გაკვეთილზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

 

 

 

სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

რა ეღირება მგზავრობა თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე? წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს, რაზეც ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს.

„მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასების კორექტირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება არ დაკორექტირდება. კორექტირება შეეხება მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობის ღირებულებას“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

სამსახურის ინფორმაციით, დღეს მოქმედი ტარიფებით:

[checklist]

  • ბიზნეს კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულებაა [თბილისი-ბათუმი] 35 ლარი [არასეზონური], ხოლო სეზონზე – 55 ლარი;
  • პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 25 ლარია, სეზონზე – 45 ლარი;
  • მეორე კლასის ვაგონით მგზავრობა ღირს 18 ლარი, სეზონური ფასი კი 24 ლარია.

[/checklist]

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სეზონური ფასები ივლისის თვის დასაწყისიდან 15 სექტემბრამდე იმოქმედებს, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში – არასეზონური ფასები.

მატარებელი

ამავე თემაზე:

სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში, ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ბათუმში ხშირად ხდება ავტოავარია.

ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე
ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

“არც ერთ ქვეყანაში არაა სრულიად დამოუკიდებელი ის ორგანო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. ეს სააგენტო ახორციელებს ამჟამად ფარულ მიყურადებას, თუმცა სუს-ს მისი კონტროლის მექანიზმი ისევ გააჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განაგრძობს ზეპირ მოსმენას „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებითი განხილვა დაიწყება თუ პირდაპირ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ფარული მოსმენების კუთხით პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაციები.

დავით გაბეხაძე მოსამართლეებს მოუყვა, რა გაკეთდა მას შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში ფარული მოსმენების კუთხით არსებული რეგულაციები გააუქმა.

„ჩვენ დავიწყეთ უცხო ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა. თითქმის ყველა ქვეყანაში ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენას ახორციელებს, ინტეგრირებულია რომელიმე ძალივან უწყებასთან”, – აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გაბეხაძემ. მან სააგენტოს დებულებიდან გამოკვეთილი ინტონაციით წაიკითხა ჩანაწერი: „სააგენტო დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს”.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი რამდენჯერმე ჩაეკითხა მოწმეს, რა არის პრევენციის და რისკის მექანიზმი.

„გასაგებია, რომ თქვენ საუბრობთ სასამართლო კონტროლზე, მაგრამ მოსამართლეს ინფორმაცია მიეწოდება ფარული მოსმენის შემდეგ. ან როგორ დავიჯეროთ, რომ სააგენტო საკუთარ დარღვევებზე მიუტანს ინფორმაციას სასამართლოს?”- იკითხა მაია კოპალეიშვილმა.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა, დავით გაბეხაძემ განმარტა, რომ მონაცემთა ბაზებზე წვდომა აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

„ეს მხოლოდ ინსპექტირების დროს ხომ?”- დააზუსტა მაია კოპალეიშვილმა, რაზეც მოწმისგან პასუხი მიიღო: “კი, ინსპექტირების დროს”.

მოსამართლე მერაბ ტურავამ ყურადღება გაამახვილა ე.წ. „მეორე გასაღებზე”, რაც კანონის შეცვლამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდა.

„ადრე თქვენ ელოდით თანხმობას ინსპექტორისგან და შემდეგ იწყებოდა მოსმენა. ალბათ დროში ჭიანურდებოდა პროცესი და ამიტომ აღარ ელოდებით ამ მეორე გასაღებს, მაგრამ ინსპექტორი ხედავს მოსმენის პროცესს ელექტრონულად და შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოსმენა, ასეა არა”, – დაინტერესდა მერაბ ტურავა.

„ასეა, ახლა ჩვენ მეტი ოპერირების საშუალება მოგვეცა“, – დაეთანხმა მოსამართლეს სააგენტოს წარმომადგენელი დავით გაბეხაძე. „ – ადრე ხანდახან 5-6 დღე ველოდებოდით ინსპექტორისგან თანხმობას, რადგან ხშირად გვიანდებოდა მისთვის სასამართლო განჩინების ჩაბარება, საქმე ფუჭდებოდა…”

„იქნებ დააზუსტოთ, რომელი უფრო ფუჭდებოდა: ადამიანის უფლებების საქმე, თუ დეპარტამენტის?” – ჩაეკითხა მოწმეს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი.

დავით გაბეხაძემ ადამიანის უფლებებზე დასმულ კითხვა უპასუხოდ დატოვა. თქვა მხოლოდ ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქმის კურსშია, როცა მოსმენა ხორციელდება და მას შეუძლია მომენტალურად გამორთოს პროგრამა, თუკი კანონდარღვევას დააფიქსირებს.

სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ახალი უწყების ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მას დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს. მოსამართლეებმა მას შეახსენეს, რომ ამ სააგენტოს ნებისმიერ მასალაზე წვდომის უფლება სუს-ის ხელმძღვანელს აქვს.

სასამართლოს პლენუმი ამჯერად სუს-ის წარმომადგენელს მოუსმენს.  ახალ სააგენტოზე და, შესაბამისად, ფარულ მოსმენებზე კონტროლის ბერკეტი ამ უწყებას აქვს.

„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება

ბათუმში სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნაც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს. სავაჭრო ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი. ცენტრი ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსდება.

ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია განთავსდება. 

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობაში, სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“, რომელიც წარმოადგენს „კარფურის“ ქსელს საქართველოში, შენობა ბათუმში, სადაც სუპერმარკეტი უნდა განთავსდეს, იჯარით აქვს აღებული. ეს შენობა „ვისოლი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ამ ადგილას „სმარტისა“ და „დანკინ დონატსის“ გახსნას აპირებდა.

„ბათუმის სავაჭრო ცენტრი „კარფურთან“ ერთად „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „მპ დეველოპმენტის“ რიგით მე-2 სავაჭრო ცენტრი იქნება და ერთობლივი პროექტის ფარგლებში სავაჭრო ცენტრების განვითარება კვლავ გაგრძელდება“, – აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

 

NIMD – მა ბათუმში მსმენელების მიღებაზე კონკურსი გამოაცხადა

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის [NIMD] დემოკრატიის სკოლები მსმენელების ახალი ჯგუფის მიღებას იწყებს.

დემოკრატიის სკოლა ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამააა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.

პოლიტიკური განათლების ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის [NIMD] ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ამჟამად, NIMD მუშაობს 25-ზე მეტი ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

NIMD-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით.

ბრძოლა ჯიხურებისთვის ბათუმის მერიასთან

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ბათუმის მერიამ ქალაქში [გოგებაშვილის ქუჩაზე] სუვენირების გამყიდველთა ჯიხურები აიღო, თუმცა ახალი ჯიხურების ჩადგმას დღემდე ვერ ახერხებს. მერიის შენობასთან პერიოდულად აქციას მართავენ სუვენირებით მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ მათ მერია და უშუალოდ მერი, ატყუებს. მორიგი აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა მერიასთან დღეს, 21 ივნისსაც გამართეს.

„ახალი ჯიხურების ლოკაციის ადგილები საკრებულოს მიერ იყო განსაზღვრული, თუმცა ბათუმის მერიას სუვენირებით მოვაჭრეებმა მიმართეს თხოვნით, რომ კორექტირება მოხდეს ამ ლოკაციების. საკითხი საკრებულოს  უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი, შევა კორექტირება და ხელახლა დაამტკიცებს საკრებულო. შესაბამისად, შემდეგ მოხდება ჯიხურების განთავსება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

საკრებულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სხდომა ჯერ-ჯერობით ჩანიშნული არ არის. ამ დროისთვის არც აღნიშნული ცვლილების შესახებ, საკითხია საკრებულოში შესული მერიისგან, თუმცა საკრებულოში ელოდებიან, რომ დღის ბოლომდე ჯიხურებთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოში შევა. ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგი სხდომა შესაძლოა უახლოეს დღეებში დაინიშნოს. სხდომის დანიშვნა საკრებულოს ბიუროს პრეროგატივაა, რომელიც სავარაუდოდ 22 ივნისს შეიკრიბება.

ერთი კვირის წინ სუვენირებით მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ მერია აუქციონის გამართვას აპირებდა და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემოდათ. ბათუმის მერიაში კი განმარტავდნენ, რომ აუქციონი არ იგეგმებოდა და უახლოეს დღეებში ახალი სავაჭრო ჯიხურები მოვაჭრეებს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემოდათ. ერთი სავაჭრო ჯიხურის წლიური ღირებულება 250 ლარი იქნება.

ბათუმის მერიაში დღესაც აცხადებენ, რომ ეს პირობები ძალაშია.

ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა.

19369362_1560862417320279_1268134856_o
სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერიასთან / 21.07.2017
jix gav 1
„ახალი“ და „ძველი“ ჯიხურები ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, ტროტუარზე, ერთი თვეა „საჩვენებლად“ დგას. როდის აიღებენ ამ ჯიხურებს, მერიაში ვერ გვითხრეს.

ბათუმი დღეს [ფოტო]

ბათუმი, პლაჟი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, პლაჟი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, პლაჟი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, პლაჟი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
საოცრებათა პარკი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
საოცრებათა პარკი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ანბანის კოშკი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ანბანის კოშკი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი
პლაჟი
პლაჟი
ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა:

„თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“.

„ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილს 9-ის ნაცვლად 6 იკავებს. სამმა მათგანმა წერილობით აცნობა სასამართლოს, რომ სხდომაზე დასწრების სურვილი არ აქვს.

„იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?“ – იკითხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა და მას შემდეგ, როცა პასუხის გამცემი დარბაზში არავინ აღმოჩნდა, დაამატა:

„თუკი პრეტენზია გაქვთ გამოძიებასთან, იქნებ შესაბამისი ადრესატი მოძებნოთ. ბრალდებულების უფლებები ამ დარბაზში განუხრელად იქნება დაცული და არანაირ ხელშეშლას არ დავუშვებ“.

შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულებს გახედა და უთხრა: „თუკი ვინმე არის მოწოდებული თქვენი უფლებების დასაცავად, ეს ვარ მე“.

სასამართლო დღევანდელ სხდომაზე იმ გამომძიებლების ჩვენებებს ისმენს, რომლებსაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები აქვთ ჩატარებული „ბათუმის აქციის საქმეზე“.

საპროტესტო აქცია გრძელდება სასამართლოს შენობასთან. „გამოუშვით“ – ქციის მონაწილეების ეს შეძახილი ხშირად ფარავს მოწმე გამომძიებლების ხმას სასამართლო დარბაზში.

IMG_20170621_130222

 

IMG_20170621_130850

IMG_20170621_130556

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე.

საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

IMG_20170621_122214

IMG_20170621_122140

IMG_20170621_122121

IMG_20170621_122435

აჭარაში, იალაღებზე, მეხის დაცემის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

20 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის იალაღებთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩიძის თქმით, შემთხვევა საღამოს მოხდა, 22 წლის მამაკაცი მამასთან და ბიძასთან ერთად იყო გზაში. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ აგარის მკვიდრია.

აგარელების თქმით, ბოლო წლებში იალაღებზე მეხის დაცემის შემთხვევები ყოფილა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანი დაიღუპა.

 

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივს“ ეკუთვნოდა. 2004 წელს კოოპერატივის ხელმძღვანელობამ ქონების ნაწილი იჯარით ჩაქვში მცხოვრებ მერაბ მ.-ს გადასცა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული იჯარის თანხას თვეში 50 ლარს იხდიდა. მერაბ მ.-მ იმ დროისთვის სანტექნიკის და საღებავების მაღაზია ბათუმში გახსნა, ხოლო კოოპერატივის კუთვნილ შენობას იგი საღებავების საწყობად იყენებდა.

2007 წელს, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, ჩაქვის კოოპერატივის ქონება აღწერა და იგი სრულად სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა. კოოპერატივმა საქმიანობა განაგრძო, თუმცა მას ქონება აღარ გააჩნდა. შენობას ისევ იყენებდა მერაბ მ., რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ არავითარი იჯარის ხელშეკრულება არ არსებობდა და მას ეს ტერიტორია თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

„მე მოვითხოვე საკუთრების რეგისტრაცია იმიტომ, რომ თვითნებურად დაკავებული მქონდა ეს ადგილი. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ვისაც 2007 წლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული სახელმწიფო ქონება, მას საკუთრებას ურეგისტრირებდნენ. მე არც ქობულეთის კომისია მომიტყუებია,“ – უთხრა მერაბ მ.-მ „ბათუმელებს“.

ნახევარი ჰექტარი მიწის დასაკუთრების მოთხოვნით, ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიას მერაბ მ.-მ 2013 წელს მიმართა. მან ჩაქვის რწმუნებულის ცნობაც წარადგინა და ორი მოწმეც იპოვა, რომლებმაც კომისიას დაუდასტურეს, რომ მერაბ მ. 1994 წლიდან ფლობდა ნახევარ ჰექტარ მიწას და მასზე განლაგებულ შენობას ზღვის პირას.

ამ საკითხზე ქობულეთის კომისიას 4 სხდომა გაუმართავს და ადგილიც დაუთვალიერებია. წლის ბოლოს კომისიამ ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის მერაბ მ.-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დოკუმენტს.

„საქმეზე ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ ეს იყო სახელმწიფო საკუთრება და მოქალაქეს ამ შემთხვევაში არ უნდა მიემართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის. მას შეეძლო პირდაპირ რეესტრში მისულიყო, თუკი საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა,“ – აღშნიშნა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ დასკვნით სიტყვაში.

ბრალდებულის დასკვნით სიტყვას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ სხდომაზე მოისმენს. მანამდე ბრალდებულმა გვითხრა ისიც, რომ 2013 წელს ქობულეთის საკუთრების კომისიას მან რეესტრის ამონაწერიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მიწა ზღვის პირას სახელმწიფოს საკუთრება არ იყო და იგი აჭარას ეკუთვნოდა.

„რეალ მშენმა“ ზუბალაშვილის #39-ში, ძეგლზე მშენებლობის ნებართვა ითხოვა

კომპანია „რეალ მშენს“ ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურს. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. წინა წლებში ამ ადგილზე მშენებლობას კომპანია „ნიუ ჰაუსი“ ცდილობდა, თუმცა მაშინ კომპანიის მფლობელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავისივე გაცემული მშენებლობის ნებართვა გააუქმა. მოგვიანებით, „ნიუ ჰაუსის“ დამფუძვნებელმა პროექტით სუსის მაღალჩინოსნის დაინტერესებაზე განაცხადა. გარდა ამისა, თავის დროზე ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ ამის შესახებ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს, არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა.

გასული წლის მარტში თემელ ლომაძე „ბათუმელებთან“  ამბობდა, რომ მის ჩანაცვლებას გეგმავდა კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ორი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, ერთ ლარად სამართავად გადასცა.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ „რეალ მშენს“ ზუბალაშვილის #39-ში მშენებლობის ნებართვის მიღება სურს და პროექტის შესათანხმებლად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ კი ის დოკუმენტებში ხარვეზის გამო უკან დააბრუნა. განმეორებით კომპანიას სააგენტოსთვის, ჯერჯერობით, არ მიუმართავს.

კომპანია „რეალ მშენი“ 2015 წელსაა დაფუძნებული და მას ნუგზარ ჭაღალიძე ფლობს, კომპანიის დირექტორად კი რამაზ დიასამიძე ფიქსირდება.

 

წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით ევროპის მოედანზე გაიყიდება

წიგნები 50 %-მდე ფასდაკლებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 22 და 23 ივნისს გაიყიდება.

აქციის – „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში 8 გამომცემლობის წიგნების შეძენაა შესაძლებელი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ გამომცემლები: „წიგნები ბათუმში“, „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“,„დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლოგოს პრესი“ ,„ლაზარე. “

წიგნების გამოფენა-გაყიდვას ბათუმში უკვე მეორე წელია წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ აწყობს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით.

აქცია ევროპის მოედანზე დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

Exit mobile version