მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა

06.10.2017 •
ბათუმის საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა

ბათუმის #14 საბავშო ბაღში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბალონი არ აფეთქებულა, მოხდა გაზის გაჟონვა და ბოლონი აალდა. იმ წუთასვე ჩავაქრეთ, არაფერი არ დაზიანებულა. სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ არ დასჭირვებიათ წყალი, ჩვენ ჩავაქრეთ, ცეცხლმაქრით, ადგილობრივი ძალებით“ – ამბობს მაია ხუხუნაიშვილი, #14 საბავშვო ბაღის დირექტორი.

დირექტორის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღში არ შეფერხებულა და ჩველებრივ მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: