მთავარი,სიახლეები

„განდაგანა“ ევროპის მოედანზე

06.10.2017
„განდაგანა“ ევროპის მოედანზე

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

22343675_1855457004767971_1076358930_o

გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის  გაყიდვაც იგეგმება, მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია.

Untitled

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ.

ფესტივალის ბიუჯეტი 95 ათასი ლარია.

22281430_1855456888101316_217270042_o

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.