კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება. აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – …

კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ აუდიტის სამსახური ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] მიერ გამოქვეყნებულ კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. აუდიტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმის მონაწილეობის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება…“  ამასთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი „პაატა ბურჭულაძე …

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი. პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი. მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია. საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს. „დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის …

ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა.   თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად …

ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას

ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ …

როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …

სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …

დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს …

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ის „ცხელი წერტილია“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა. „ტყიდან, გზიდან შემოდიან მანქანებით და მიაქვთ სილა. გუშინაც იყვნენ შემოსულები. აზიანებენ აქ არქეოლოგების მიერ გათხრილ და …

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …

ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა. ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი? როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც …

მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …

უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან. საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი …

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში …

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …

მეტი ქალი პოლიტიკაSHE

  საარჩევნო წელს, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წამოიწყოგენდერული კვოტების შესახებ საინფორმაციო კამპანია – “‎პოლიტიკაSHE”. კამპანიის ფარგლებში ლექცია-დისკუსიები საქართველოს ხუთ ქალაქში – თელავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.   საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, საქართველოს პარლამენტში კი ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი, ანუ პარლამენტის 150 წევრთაგან მხოლოდ 18 ქალი …

22 წელი დევნილობაში, საცხოვრებლის გარეშე

41 წლის ერასტი ჯანაშია დევნილია აფხაზეთიდან. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დამოუკიდებლად ცხოვრება, მისი ახლობლების თქმით, არ შეუძლია. ერასტი ჯანაშია 22 წელია ბათუმში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს, როგორც დევნილისთვის, მისი საცხოვრებელი პირობებისთვის დღემდე არ უზრუნია. ერასტი ჯანაშია დედის გარდაცვალების შემდეგ, მეცხრე წელია დისა და სიძის სახლში ცხოვრობს. „მამა აფხაზეთის ომში დაგვეღუპა. ომის შემდეგ დედა და …

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …

სიღარიბის მანკიერი წრე

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი სულ ახლახან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა მის მიერ გამოქვეყნებულ ესეიში კაცობრიობის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების: უკანონო თუ იძულებითი მიგრაციების, ეკონომიკური არასტაბილურობის, გლობალური უსაფრთხოებისა თუ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევის წინაპირობად სიღარიბის დამარცხება გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ მეცნიერების მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ. ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ …

თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ  მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …

როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის გადმოტანას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე. არის თუ არა პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო და რა სჭირდება ქვეყანას ამ მოდელზე გადასასვლელად? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. ბატონო სიმონ, იქნებ განმარტოთ რა მოდელზეა საუბარი და რამდენად არის საქართველო ამ მოდელზე გადასასვლელად …

გამხდარი და არა მშიერი

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად და თვეში რამდენი კილოგრამის კლება მიიჩნევა ნორმად – ამ და კვების სწორ რეჟიმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან” ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ბათუმის ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ინგა აბესაძემ ისაუბრა. ის ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში „სიმსუქნის სკოლას” ხელმძღვანელობს. ქალბატონო ინგა, როგორია თქვენი მეთოდი, რას ასწავლით „სიმსუქნის სკოლაში“? სიმსუქნე არის ქრონიკული, დაავადება, რომელსაც სჭირდება მუდმივი …

ენერგო-პრო და აბონენტები

საყოფაცხოვრებო პრობლემებზე წუწუნი დიდად არ მჩვევია, მაგრამ ის, რაზეც ამჯერად მინდა გიამბოთ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ათიათასობით იმ ადამიანის პრობლემაა ან შეიძლება გახდეს, რომლებიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები არიან. გასულ შაბათს ჩემთან, სახლში, შუქი ჩაქრა. თავიდან ჩავთვალე, რომ ქალაქში მორიგი დაზიანება იყო და შუქი მალე მოვიდოდა, მაგრამ როცა დაბინდდა და მეზობელ სახლებში ნათურები აანთეს, მივხვდი, რომ …

სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის

შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური …

რა ზომებს მიმართავს საქართველო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის

ზიკა – ასე ეწოდება ვირუსს, რომელიც 2015 წლიდან გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვირუსის ძირითადი გადამტანი კოღოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ბათუმისა და ზუგდიდის შემოგარენში, მცირე რაოდენობით. რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის? პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში …

255 ათასი ლარი დაზიანებული ქვაფენილისა და ბოძკინტების აღსადგენად ბათუმში

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“ ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში დაზიანებული ქვაფენილები, ბოძკინტები და ტროტუარის ფილები განაახლოს და მოუაროს. ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 255 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანობაში კომპანიას წლის განმავლობაში ათი ათასი კვადრატული მეტრის შეკეთების ვალდებულება აქვს აღებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გარდა ამოყრილი ქვაფენილების მოწესრიგებისა, კომპანიამ უნდა შეაკეთოს 300 ცალი ე.წ. ბოძკინტი, 200 კი სრულიად …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამის შესახებ „ბათუმელებს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია, მის შესაკეთებლად თანხა ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩვენთან შემოდის ბევრ, მნიშვნელოვანი ძეგლის დაზიანებებზე ინფორმაცია, …

ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე

ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯემალ …

Exit mobile version