სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში. ხელოვნების მიმართულებით უფროსი …
Category Archives: კვირის ამბები
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში, თუ ის ქალაქში სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ რჩება? – ათეულში, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა ჩამოთვალეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლები არ შედის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკლამო ჟურნალებსა და ბროშურებში იძებნება. ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ფარგლებს თუ არ გავცდებით, ბათუმში …
როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს
ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის …
Continue reading “როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს”
ახალი ბულვარი ძველი პრობლემებით
59 230 ლარი გამოყო მიმდინარე წელს ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად „ბათუმის ბულვარმა“. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი“ საკუთარ ტერიტორიაზე? როგორც `ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი“, – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. …
ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის
მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს. ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს …
Continue reading “ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის”
ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი
„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …
გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს
ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაცია, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდეს. სამუშაოები – „სუბიექტური და ობიექტური მიზეზების, მათ შორის გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო“, ბოლო თვეებში შეჩერებულიც კი იყო. ხიდზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს, რომელმაც წელს ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანა, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ხიდზე სამუშაოების გასაგრძელებლად სამზადისი …
Continue reading “გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს”
შეწყალების სადავო მოდელი
27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ …
„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით
„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს. „ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების …
Continue reading “„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით”
რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან
რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა. რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია? დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს …
Continue reading “რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან”
ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა. „ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს …
Continue reading “ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება”
სოფლები საბავშვო ბაღის გარეშე, შენობა კი სხალთის ეპარქიის სარგებლობაში
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ხიჭაურის ტერიტორიაზე, ყოფილ სამხედრო ბაზაზე არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში ბაგა-ბაღის აღდგენას უკვე წლებია ითხოვს. ბაღის გახსნის მოთხოვნით მოსახლეობამ წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც გაუგზავნა, თუმცა ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაა, შესაბამისად, მისი განკარგვის უფლება მხოლოდ ეპარქიას აქვს. დაბა ხიჭაურში საპატრიარქოს ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის მიმდებარედ …
Continue reading “სოფლები საბავშვო ბაღის გარეშე, შენობა კი სხალთის ეპარქიის სარგებლობაში”
200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ. პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში …
Continue reading “200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში”
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი
„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …
სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ
„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, …
Continue reading “სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ”
რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ
„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი. „ავიღოთ …
Continue reading “რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ”
13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?
2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა …
Continue reading “13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?”
17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში. 17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. …
Continue reading “17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად”
პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში
„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ …
Continue reading “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში”
„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]
15-16 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ბოლო მერვედფინალური [VII-VIII] თამაშები. გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“; ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“; ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“; ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“. მე-7 მერვედფინალურ თამაშში სკოლა …
Continue reading “„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]”
უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა. ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები …
Continue reading “უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში”
ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში
ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა …
Continue reading “ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში”
დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ
კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ …
Continue reading “დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ”
რას ედავება მთავრობა ინვესტორებს
ყოველი წლის ბოლოს და ზოგჯერ კვარტალურადაც კი, მთავრობა რეგიონში ინვესტიციის გაზრდაზე საუბრობს და შესაბამის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამას მოყვება ხელის ჩამორთმევის ან საძირკვლის ჩაყრის სატელევიზიო კადრები მთავრობის მონაწილეობით. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, თუ როგორ გრძელდება ამბავი პომპეზური დასაწყისის შემდეგ, რაზეც უმეტეს შემთხვევაში არ საუბრობენ და არც ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას 30-მდე კომპანიასთან აქვს სასამართლო დავა. მიზეზი …
გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო
2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის? მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. …
Continue reading “გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო”
როგორია მასწავლებლობა გერმანიაში
ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა. ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა? უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე …
„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები
10 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ლიტერალურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მეხუთე და მეექვსე მერვედფინალური თამაშები. აღნიშნულ თამაშზე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი წიგნის ირგვლივ: რეი ბრედბერი – „451 ფარენჰეიტით “ ჯორჯ ორუელი – „1984“ ჯემალ ქარჩხაძე – „ოპერაცია დეიდა ტასო“; შექსპირი – „ჰამლეტი“ ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“ მეხუთე მერვედფინალური თამაში გაიმართა …
Continue reading “„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები”
როდის არის საჭირო გლანდების ამოკვეთა
ტონზილექტომია, იგივე გლანდების ამოკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა ბავშვებში. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 500 000 ასეთი ოპერაცია უტარდება ბავშვებს. ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგავაძე ამბობს, რომ ხშირია ტონზილიტის, ანუ ე.წ. ანგინის ჰიპერდიაგნოსტიკაც, როცა მშობლები ბავშვის ხშირ ავადმყოფობას ანგინას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ გლანდები ამოსაკვეთია. ქალბატონო ნინო, რა ფუნქცია აკისრია გლანდებს? ტონზილები (გლანდები) იმუნიტეტის ერთ-ერთი რგოლია და როცა …
როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა
კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ. კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას? „კბილის …
მშობლიური უცხო ენა
საქართველოს მოსახლეობის 1% იმ ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელთა ენაც ნაციონალური ნიშნით არ არის განსხვავებული. ეს სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებული ადამიანები არიან, რომლებიც ერთიან ქართულ ჟესტურ ენაზე საუბრობენ. ენაზე, რომელსაც ინდივიდუალური გრამატიკული სისტემა აქვს და რომელიც სამეტყველო ენის პარალელურად, მუდმივად ვითარდება. ქართული ჟესტური ენის პირველ ლექსიკონში, რომელიც ერთი წლის წინ გამოიცა, 4000 ჟესტია შესული. ამ ლექსიკონის …
“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე
8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. „პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც …
ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში
მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში. მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ …
Continue reading “ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში”
37 სტუდენტი ინდოეთიდან ბათუმში
აშიშ გულია და ვაიბჰავ ბაბელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, ინდოეთიდან. მათ კურსზე სულ 37 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი ინდოელმა ახალგაზრდებმა. აშიშმა და ვაიბჰავმა ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან მიიღეს, რომელიც უკვე აქ …
რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …
Continue reading “რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები”
ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …
“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით
„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …
Continue reading ““მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით”