ბათუმის თოჯინების თეატრს რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს.
ახალი დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს, 11 თებერვალს წარადგინეს.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, სალომე ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით.
მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინების თეატრებში.
ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად დანიშნეს.






