უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სლოვიანსკში, 10 თებერვალს, რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ოფიციალური ცნობებით, დაიღუპა დედა-შვილი, ახალგაზრდა ქალი და მისი 11 წლის ქალიშვილი.
დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 10 თებერვლის ღამეს, რუსეთმა 125 დრონი გამოიყენა თავდასხმისთვის, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 110 დრონი გაანეიტრალა.
თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონის სოფლები ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – რუსული დრონების სამიზნე სწორედ ამ რეგიონში მდებარე ენერგოობიექტი იყო.






