აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია გაფრთხილებას ავრცელებს დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
„18 თებერვლის 19:00 საათიდან 21:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ“ – იუწყებიან სინოპტიკოსები.
დღეს, ღამით, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.






