რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე

10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში. გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც …

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ. უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს …

რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს. „ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], …

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება

ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა. „2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული …

„გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო“ – სამინისტრო მასწავლებლის კარიერული წინსვლის გამოცდაზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2026 წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამოქმედდება. მისი თქმით, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, რადგან „კარიერული განვითარება მასწავლებლისთვის არ არის სავალდებულო“. „ადრე ასე იყო, რომ კარიერული განვითარება თუ გინდოდა, უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და სტატუსს იმაღლებდი. ეს გამოცდა სკოლის საჭიროებაზე იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა, მაინც …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმში „ბიაფის“ კინოკვირეულზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს. წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას. „ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და …

“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. „როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის. 2025 წელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული …

წვევამდელებს 6, 8 და 11 თვით სამხედრო სამსახურში გაიწვევენ – შერჩევა დეკემბერში დაიწყება

2025 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 5 800-ით არის განსაზღვრული. გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ელექტრონულად განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით. წვევამდელებს დეკემბერში შეარჩევენ და 2026 წელს გაიწვევენ ეტაპობრივად, კერძოდ: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით – 2026 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 183 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 404 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 692 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 969 …

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში. სამშენებლო პროექტის ღიობებიდან …

ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს,“ – ამბობს იურისტი გურამ იმნაძე. მას „ოცნების“ მორიგ კანონპროექტზე ვესაუბრეთ, რომლითაც ივანიშვილის დაჯგუფება რუსეთის მსგავსად საქართველოში პროტესტის აკრძალვას ცდილობს. დღეს, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო …

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

„ამ რეფორმას სრულიად სამართლიანად უწოდეს „დეფორმა“. იმიტომ, რომ დეკონსტრუქციაა იმ სიკეთეების, რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში. ამ რეფორმით იგებს ხელისუფლება და აგებს საზოგადოება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას ვკითხეთ, რას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს ამ „რეფორმით“ და რას იგებს რეჟიმი. იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ოცნება“ …

საპატრიარქოს 700 ათას ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – კობახიძის ახალი განკარგულება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 700 ათასი ლარი გამოუყვეს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, დოკუმენტი კი მოგვიანებით გასაჯაროვდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა საპატრიარქოს სხვადასხვა სამუშაოს დასაფინანსებლად გადაეცემა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 700 000 ლარი, მათ შორის: …

ქუთაისში, საწარმოო ზონაში ხანძარი იყო – არავინ დაშავებულა

ძლიერი ხანძარი იყო ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე. ცეცხლი სენდვიჩ პანელების საწყობს გაუჩნდა. ხანძრის ადგილას მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. გუგუნავას ქუჩა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწარმოო ზონაა. ამ ქუჩაზე არის სხვადასხვა დანიშნულების საწყობები და საამქროები.

ზურაბ ჭავჭანიძე მშრალ შიმშილობას წყვეტს – რას წერს ბათუმელი მედროშე ციხიდან

„მინდა, ყველას ვაცნობო სამშობლო ჩემი საითკენ მიდის,“ – წერს ციხეში დაწერილ ლექსში ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პროტესტის ნიშნად უკვე 14 დღეა შიმშილობს. ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 9 დეკემბერს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას. ადვოკატ …

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა. „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი …

„ვერ შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე თავჩაქინდრულ ჯდომას“ – ყოფილი რექტორი „ოცნების“ რეფორმაზე

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლადო მკერვალიშვილი „ქართული ოცნების“ რეფორმას ეხმაურება ფეისბუქზე და წერს, რომ ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება. „ჩვენს განათლების სისტემაში დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია. ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას“ – წერს ლადო მკერვალიშვილი. „თითქმის არავინ იცით, რომ …

რატომ გაათავისუფლეს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა. სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და …

რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი]. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი …

ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – სააგენტო

ბათუმში საბავშვო ბაღში კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმში”. „შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული …

რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 მხარე ჩაერთო – საია

სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის საქმეზე“ ჯამში 22 მხარე ჩაერთო და 9 წერილობითი პოზიციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. „საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International და სხვა. მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ …

„რეჟიმი გვწამლავს“ – საპროტესტო სტენსილი ბათუმის ქუჩებში

„რეჟიმი ქიმიური იარაღით გვწამლავს“ – ამ შინაარსის სტენსილი ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. სუს-ის ინფორმაციით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“. ამ თემაზე: „იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 182 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 403 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 691 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 34 944 ერთეული …

„თავს ვარიდებთ ციფრის დასახელებას“ – რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები?

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ დღეს, 8 დეკემბერს, „ოცნების“ პარლამენტში უმაღლესი განათლების მოდელის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ რამდენიმე უნივერსიტეტი შემოხაზონ. „დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების …

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, …

„გასაჯაროვდეს Eagle Hills-თან დადებული ყველა ხელშეკრულება“ – ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

14 დეკემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ ითხოვენ მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია არაბულ კომპანია Eagle Hills-თან კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ: გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი. გაიმართოს საჯარო …

„ადვოკატთა ასოციაცია არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან“ – რის შეცვლას გეგმავს მაია მწარიაშვილი

„ჩვენი პროფესია დღეს არსებობის საფრთხის წინაშე დგას. ადვოკატები არსებობენ ყველაზე ავტოკრატიულ რეჟიმებშიც, მაგრამ მთავარია – რა უფლებები, რა გარანტიები აქვთ? რა საფრთხეების წინაშე არიან? შეუძლიათ კი რეალური დაცვის განხორციელება? საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უკვე არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან. არასოდეს ისმის ან ისმოდა მისი ხმა უსამართლო, კაბალურ და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შემზღუდავი სამართლის ნორმების, ადვოკატის უფლებების …

„სახელმძღვანელოს ავტორები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაუკვეთს“- მასწავლებელი

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს ერთი სახელმძღვანელოს დანერგვას ერთ საგანში. აქამდე კი სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც მოეწონებოდათ, ის აერჩიათ. „ოცნების“ რეფორმის შემდეგ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. სამინისტრო თავად გადაწყვეტს, რომელ საგანში რომელი სახელმძღვანელო შეიტანოს. რამდენად დიდი პრობლემაა, არჩევანის გარეშე დატოვებული სკოლები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია მანიას …

„ქარველი მეგობრები თავიდან გვასწავლით, როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის“ – EU-ს დეპუტატი

„ჩართული ვიყავი, უმრავლესობა რომ დაგვერწმუნებინა პრემია მზიასთვის [მზია ამაღლობელი] მიგვეცა. ეს არის ჯილდო მისი პირადი სიმამაცისთვის, ასევე პრემია ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვისაც სჯერა ევროპული მომავლის. მიუხედავად რეპრესიებისა, საფრთხეებისა, ამ დრომდე ქართველების 80 %-ს სჯერა, ისევ სურს, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი. ეს არის ნიშანი, სიმბოლო ბევრი მამაცი ადამიანის,“ – განაცხადა „ევროსკოპის“ ეთერში ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდისნკიმ. …

საია: ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში მზია ამაღლობელს თვალზე კვლევები მის მიერ შერჩეულ კლინიკაში ჩაუტარდება. „საიასთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას იმ კლინიკაში, რომელიც მზიამ შეარჩია“ – წერს საია. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიის მფლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 …

ორი მცირეწლოვანი შვილის მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის ვეფხია მამულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ვეფხიას 24 ნოემბერს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა რეაბილიტაციაა საჭირო. ვეფხიას მეუღლემ, მედეა გოგსაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვეფხია, რომელსაც პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს, ბავშვობიდან ერთი თირკმლით ცხოვრობდა, ბოლო წელია დიალიზზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და საბოლოოდ, ოპერაცია გახდა საჭირო. ახლა ოჯახი ცდილობს საჭირო …

„ისტორიის გაკვეთილი“ – ბათუმში „ინდიგო“ ვორქშოპი გაიმართება

13 დეკემბერს ბათუმში შეხვედრა გაიმართება თემაზე – „ისტორიის გაკვეთილი“.  მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვისაც უახლესი წარსული და საქართველოში 1990-2008 წლების ომების ისტორია აინტერესებს. შეხვედრას გაუძღვებიან მკვლევარი ზურა წურწუმია და გამოცემა „ინდიგოს“ რედაქტორი ნინო ლომაძე. „ჩვენ ერთ დღეში მოვყვებით, მოვისმენთ და განვიხილავთ ისტორიას სამ ომზე, რომლებიც XX და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოხდა: 1991-1992 ცხინვალის …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობას, ასევე ქონების დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 181 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 403 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 689 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 917 ერთეული …

Exit mobile version