მივიღეთ გადაწყვეტილება, ელჩი კონსულტაციისთვის გავიწვიოთ – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის შესახებ. „რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.   პეტერ ფიშერი ბოლო რამდენიმე …

„ფერი არ იყოს წითელი ან ყვითელი“ – 4 ჯიპს ყიდულობს აჭარის უმაღლესი საბჭო, გამოყოფილია 289 ათასი ლარი

აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. „შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის 21 საათიდან 20 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 8 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 130 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 268 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 834 …

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი: ჯადოქრები არ ვართ, არარსებულ ინფორმაციას გვთხოვს კუპრაშვილის ბიურო

„რეჟიმი რის რეჟიმია და რეჟიმის მოსამართლე რის მოსამართლეა, თუ არ დააკმაყოფილებს ბიუროს შუამდგომლობას? რა თქმა უნდა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა ყველაფერი და დაგვავალა წარგვედგინა ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს და რაც არ გვაქვს, იმას ვერ მოვიგონებთ, ვერ შევქმნით, ჯადოქრები არ ვართ,“ – ამბობს ჟურნალისტი და გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი. გელა მთივლიშვილს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული …

“ტერორი,შიშის დანერგვა საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა” – რას ცდილობს ივანიშვილი და რატომ

„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების  ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ  რეჟიმს აშენებ. ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია. „ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც  რეპრესიებისადმი  თანაგრძნობას აჩენს. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება …

“სიჩუმე საფრთხეა, ხოლო სოლიდარობა ძალა” – “ქართული განათლება საფრთხეშია“ აქციას აანონსებს

საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები 20 ოქტომბერს დღის 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ ბრიფინგს გამართავენ. „ჩვენ, აკადემიური საზოგადოება, ვიკრიბებით საგანგებო ბრიფინგზე, რათა ერთხმად დავგმოთ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, ზღუდავს უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და განათლებას უქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს,“ – ნათქვამია პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშიას“ განცხადებაში. …

სუს-მა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობა ამოიღო

დღეს, 18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული. სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან …

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა“ – ევროპარლამენტარი

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა. ამ ტურბულენტურ დროში ის გვიზგავნის მესიჯს ყველა ჩვენთაგანს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის [EPP]-ის წარმომადგენელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე. ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული …

“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის …

პროკურატურამ “4 ოქტომბრის საქმეზე” ბრალი კიდევ 16 პირს წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ ბრალი კიდევ 16 პირს წარუდგინა. აქედან 15 მიმართ პატიმრობას მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ერთის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი გირაოს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, …

“რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში, ამის გამოსწორება სურთ” – ისტორიკოსი განათლების რეფორმაზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პრინციპზე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რის შედეგადაც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება. ხოლო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა დაბრუნდნენ. განათლების დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. რეფორმას ვრცელი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „განათლების რეფორმაზე ბევრი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 129 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 267 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 396 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 789 …

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 17 ოქტომბრის მდგომარეობით 62 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. „ბათუმელები“ სამი დაკავებულის შესახებ გიამბობთ. 64 წლის კონსტანტინე კოკაიას, 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს და 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილის შესახებ. სამივე შემთხვევაში ადვოკატებმა სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, თუმცა სასამართლომ სამივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით. სამივე საქმე სააპელაციოშია …

ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვით, სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, უნივერსიტეტებში კი უნდა შემცირდეს ფაკულტეტები. რა საფრთხეს უქმნის ეგრეთ წოდებული რეფორმა სკოლებსა და უნივერსიტეტებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ კობახიძის განცხადებებმა. თქვენი აზრით, რას …

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა უფლებამოსილება შეიწყვიტა. “ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება,” – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა სარჩელი რითაც “ქართული ოცნება” იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ …

„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე

„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, …

ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის

საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე თემაზე: რა კითხვები …

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …

„ნებისმიერს შეუძლია მე-12 კლასი საზღვარგარეთ დახუროს“ – რეფორმა, რომელიც უცხოეთში განათლებას ზღუდავს

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა. ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლებში სწავლა გახდება 11-წლიანი, უმაღლეს სასწავლებლებში კი შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა. რატომ არის დაანონსებული რეფორმა რეალურად იზოლაციისკენ მიმართული და არა პროგრესული? კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებებით ქართული განათლების სისტემა …

„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი

დღეს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთში სიმონ მახარაძე ნათესავის სახლში დააკავეს. მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას მისმა ბიძაშვილმა დავით მახარაძემ აცნობა. მან ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე, სადაც სიმონ მახარაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს. „ვინც ხელისუფლებისკენ ხართ და ამართლებთ ამ სისაძაგლეს, ახლა იმ ხალხს მოგმართავთ. ვთქვათ, სიმონ მახარაძე დამნაშავეა და ვთქვათ, 4 ოქტომბერს რაღაც დააშავა და თქვენი სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიები ავრცელებთ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 128 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 266 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 394 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 33 748 ერთეული …

„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან. რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების …

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – კობახიძე განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა. დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ: „გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი …

„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ორგანიზატორადაა მიჩნეული, 41 დაკავებული კი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა ბრალდებული. ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველთან”  საუბრობს იმაზე, თუ რა ჩანს 4 ოქტომბრის მოვლენების ამსახველ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს ამ კადრებიდან მაყურებელმა. მაია მწარიაშვილი თბილისის ყოფილი პროკურორი და თბილისის საქალაქო …

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს. ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 …

„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომას თითქმის 3 თვის განმავლობაში გვიზღუდავდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას. მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ინკასოს შესახებ, „ბათუმელები/ნეტგაზეთს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა, შესაბამისად, მალევე სრულად დაიფარა დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი …

ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის. ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა. 15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა …

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან: ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული …

რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება

ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც: №1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 127 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 261 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 384 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 33 713 …

„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე აქვეყნებს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილს, რომელიც 8 ოქტომბრით თარიღდება. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ წერილის ტექსტს. „სალამი, მეგობრებო! 💓 დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნეოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს. არ …

რას ნიშნავს სტრასბურგში საქმის მოგება, როცა ომის დაწყებას „ოცნება“ ისევ სააკაშვილს აბრალებს – ინტერვიუ

სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და თქვა: „ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ …

რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ. ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა. „პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად …

„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ლუკა კურტანიძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 29 ივლისს შეუფარდა. ლუკა კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 2025 წლის 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, …

Exit mobile version