უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 180 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 401 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 688 ერთეული [+0]
- საარტილერიო სისტემა – 34 907 ერთეული [+33]
- MLRS – 1 562 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87 927 ერთეული [+540]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 054 ერთეული [+30]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 69 135 ერთეული [+98]
- სპეცტექნიკა – 4 015 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 100 960 უპილოტო საფრენი აპარატი
- 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 428 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 769 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 48 520 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც






