უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას აღმოაჩინეს უძველესი ამფორები, რომლებიც ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით IV-V საუკუნით თარიღდება. ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის 126-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ გაავრცელა, რომელიც გაზიარებული აქვს ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმსაც თავის ფეისბუქის გვერდზე. წყაროს ინფორმაციით, არქეოლოგიური ნიმუშები ჯარისკაცებმა სწორედ ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცეს. „ბრიგადის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 საუკუნეებით …

„სამი და“ – სპექტაკლი ბათუმის დრამატულ თეატრში | ანონსი

დღეს, 12 მაისს, 19 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი „სამი და“. პიესის ავტორია მარიამ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი – სანდრო კალანდაძე, მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე და ბექა ხაჩიძე. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. უფასო ბილეთის აღება შესაძლებელი იქნება სალაროში. „სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია თეატრის დასთან, …

ბათუმში უახლოეს დღეებში არ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი  ღამით: 8 – 13 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 5 – 10 …

„სიმენსი“ რუსეთს ტოვებს – „ვგმობთ ომს უკრაინაში“

გერმანული კონცერნი „სიმენსი“ რუსულ ბაზარს ტოვებს. კომპანიამ დღეს, 12 მაისს, გაავრცელა პრესრელიზი, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთში ყველა ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის პროცესი. კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. „ვგმობთ ომს უკრაინაში და გადავწყვიტეთ, დავიწყოთ თანმიმდევრული პროცესები რუსეთში ჩვენი სამრეწველო ბიზნესსაქმიანობის შესაჩერებლად. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ჩვენს მოვალეობასა და მომხმარებელთან მრავალწლიან ურთიერთობას ბაზარზე, სადაც თითქმის …

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთი იძულებული გახადა, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერული ჩიპები გამოიყენოს – ამის შესახებ, ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ აშშ-ის სენატში გამოსვლისას ისაუბრა. მისი გამოსვლის დეტალებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. „გვაქვს ცნობები უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც ამოღებულია …

„ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადება

ფინეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებენ. ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 12 მაისს, დილას, ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა. „ფინეთი უნდა შეუერთდეს ნატოს“ – განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. „ფინეთი გააძლიერებს ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, სწრაფად გადაიდგმება უახლოეს …

ბულვარში შოურუმების მოსაწყობ ადგილებზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადეს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, მოახლოებულ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სეზონური საქმიანობისთვის რამდენიმე მცირე ზომის ნაკვეთის გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. შოურუმების, იგივე საინფორმაციო ცენტრების მოსაწყობად, ბულვარმა ოთხ ადგილას – სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ, კობალაძისა და მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, ასევე, ეგრეთ წოდებულ ეშმაკის ბორბალთან, 20 -20 კვ.მეტრი ფართობი გამოიტანა გასასხვისებლად. აუქციონებში გამარჯვებულებს  საიჯარო ხელშეკრულებები 2023 წლის პირველ იანვრამდე გაუფორმდებათ. …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 12 მაისი

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 650 ადამიანი ტანკი – 1 195 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 873 ერთეული საარტილერიო სისტემა – 534 ერთეული MLRS – 191 …

ხარკოვიდან ჯარების გაყვანა რუსეთის უუნარობის ჩუმი აღიარებაა – ბრიტანეთის დაზვერვა

12 მაისის განახლებაში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვრცელ პოსტს უძღვნის ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლა იზიუმთან ძალების გაძლიერებას შეეცდება. „უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევებს ხარკოვის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრისკენ. მათ უკვე დაიკავეს რამდენიმე ქალაქი და სოფელი. დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, ხარკოვის ოლქში მყოფი რუსეთის სამხედრო დანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და …

2 შენობა ბათუმის ბულვარში 421 ათას ლარად გაასხვისეს

ორი ქონება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონით, მაღალი კონკურენციის პირობებში, 421 910 ლარად გაასხვისა. აუქციონში მითითებული პირობის მიხედვით, ქონებას ერთი წლის ვადით, 2023 წლის პირველ იანვრამდე, იჯარის წესით გაასხვისებენ. ორივე შემთხვევაში ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ფასი ბევრად აჭარბებს ქონების საწყის ღირებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბულვარში კომერციული სივრცეების ათვისებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. 961 კვ.მეტრი შენობა …

„ეს არის მცდელობა კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ“ – საია ბათუმის საკრებულოზე

„საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით,“ – ამ რეკომენდაციით მიმართავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს, სადაც აპირებენ კონკრეტულად ბათუმის საკრებულოსთვის „საარჩევნო კოდექსი“ შეცვალონ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით …

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

მთავრობამ 18 აპრილს ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როცა, უკვე მეორე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 88-ბინიანი კორპუსების მშენებლობას ვერ ასრულებს. სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობას ხელს ამწე უშლის, რომელიც ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიიდან არ გაიტანა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლოს კი, საკითხის განხილვა უკვე მეხუთე თვეა არც დაუწყია. საქალაქო სასამართლოში …

გემი, რომელსაც უკრაინაში მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიაში შევიდა – AP

„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, გემი, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბალი გადაჰქონდა, სირიის პორტში შევიდა. ინფორმაციას გამოცემა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 10 მაისს დედამიწის შემსწავლელმა ამერიკულმა კომპანიამ Planet Labs PBC-მა გადაიღო, სადაც ნაჩვენებია რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Matros Pozynich-ი სირიაში, ლატაკიას ნავსადგურში. „ფოტოზე ასახული გემის ზომები და მისი სხვა მახასიათებლები ემთხვეოდა ტვირთმზიდი გემის …

პაპისეული მიწა დავირეგისტრირეთ და პროკურატურა გვიჭერს – გლეხები პრემიერს მიმართავენ

ბაღდათის რაიონში მოქალაქეებმა გუშინ, 10 მაისს, საპროტესტო აქცია გამართეს. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის შემდეგ ეს პირველი აქციაა ბაღდათში, როცა მოქალაქეები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. საირმის სიახლოვეს მიწის ექვს მფლობელს პროკურატურა თაღლითობის გზით მიწის მისაკუთრებაში სდებს ბრალს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ემუქრება. აქცია ბაღდათში სწორედ მათ გამართეს – ბაღდათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც მამა-პაპისეული მიწები დაიკანონეს კურორტ …

პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა

დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სერვისების სრულ გაციფრულებას გეგმავს, რის შედეგადაც კლინიკებში პაციენტების სამედიცინო ისტორიები ქაღალდიდან ელექტრონულ სივრცეში გადავა. „პრიორიტეტი გვაქვს მინიჭებული ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერის სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნული ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს პაციენტის სამედიცინო ისტორიები, ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში. მკურნალ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების …

1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

რუსული ჯარები ხერსონის ოლქის საზღვრებზე არიან გაჭედილი. მათ არც ძალა აქვთ და არც განზრახვა გადაადგილების. ეს მოსაზრება უკრაინული 24-ე არხის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა გამოთქვა. „მათი მთავარი ამოცანაა, დაასრულონ ჩვენი ძალების ალყა, მაგრამ მათი ჯარები უკვე საკმაოდ შესუსტებულია. მე, ზოგადად, ველი, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მათ ექნებათ კრიტიკული მდგომარეობა. …

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში, უკვე გადაიკეტა. ამ ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. სამუშაოების გამო ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გადაიკეტება, თუმცა რა პერიოდულობით, მერიაში ვერ გვეუბნებიან: „ქუჩის მონაკვეთების გადაკეტვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე სამუშაოებზე“. ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში], ქვაფენილს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის …

რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშს ითხოვს ვარშავაში ელჩზე საღებავის შესხმისთვის

პოლონეთის ელჩი კშიშტოფ კრაევსკი დღეს, 11 მაისს, დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აცნობეს, რომ მოსკოვი ელოდება პოლონეთის ხელისუფლების ოფიციალურ ბოდიშს. საქმე ეხება ვარშავაში რუსეთის ელჩზე, სერგეი ანდრეევზე, 9 მაისს განხორციელებულ თავდასხმას, როდესაც მას წითელი საღებავი შეასხეს. „კრაევსკის ეცნობა, რომ რუსული მხარე ელოდება ოფიციალურ ბოდიშს პოლონეთის ხელმძღვანელობისგან მომხდართან დაკავშირებით. მოთხოვნილია უზრუნველყონ რუსეთის ელჩისა და პოლონეთში …

კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კლიმატის მდგომარეობის უახლესი ბიულეტენის თანახმად, არის 50/50 შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა დროებით მოიმატებს 1,5°C-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, რაც ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას, გაიზრდება ტემპერატურის 1.5°C-ით მატებისას და კიდევ უფრო გამწვავდება …

„გუმბათი ჯგუფი“ 24 წლისაა

საიდან დაიწყო ჩვენი ისტორია? სამშენებლო და დეველოპერული სფერო საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც შეგვეტანა ამ მიმართულებების განვითარებაში საკუთარი წვლილი. 1998 წლიდან ჩაეყარა საფუძველი გუმბათი ჯგუფს და მას შემდეგ უკვე 24 წელია ვქმნით ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებს. ათასობით ადამიანმა შექმნა  საკუთარი ისტორია ჩვენს აშენებულ პროექტებში. ამიტომაც, განვაგრძობთ ზრდასა და განვითარებას, კვლავ გთავაზობთ უმაღლეს …

ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება – ჯანდაცვის მინისტრი

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმის გზამკვლევის ძირითადი ეტაპები 2022-2025 წლებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად  ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში 2022 წლის …

ფინეთში „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორს ქონება ჩამოართვეს

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთში კრემლთან დაკავშირებული ორი პირის ქონების კონფისკაცია მოხდა. საუბარია პაველ გუსევსა და გრიგორ ბერეზკინზე. გუსევი რუსული უმსხვილესი ტაბლოიდური გაზეთ „მასკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორია, ხოლო გრიგორი ბერეზკინი მილიონერია, რომელიც ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. ორივე მათგანი ევროკავშირის სანქციების სიაშია. ფინური მედიის ცნობით, ბერეზკინს ჰყავს რალის გუნდი, რომელიც ფინეთის ქალაქ იუვასკიულიაში ოპერირებდა და …

შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების რუსული სააგენტო TASS-ი ავრცელებს კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ნაწილის რეგიონული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. „მსგავსი მიმართვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს პირველი. ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა  საკუთარი ბედიც უნდა განსაზღვრონ. …

აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში აჭარაში, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისსა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, აჭარაში დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ …

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვდა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლებს და „მედიაზონას“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს. ამის შესახებ ვერზილოვი ტვიტერზე წერს და ფოტოს აქვეყნებს. ვერზილოვი წერს, რომ რომის პაპს შეხვდა პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატია პროკოპენკო და „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლის ცოლი, იულია ფედოსიუკი. „შევხვდით რომის პაპს, რომ გვეთხოვა მისთვის მონაწილეობა მიეღო აზოვსტალის დამცველების …

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 მაისს, ბათუმში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის გატანის სქემაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს. „მინდა გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების სქემის შესახებ და კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინო. 7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. …

მარიუპოლის მერი: ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია, შესაძლოა იფეთქოს ეპიდემიამ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია. ინფორმაციას მარიუპოლის რადა ავრცელებს ტელეგრამზე. „ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის აღდგენის გარეშე ეპიდემიები იფეთქებს. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები …

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის. „თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, …

ჰამბურგში დააკავეს კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ფასი 400 მლნ ევროა

გერმანიაში, ჰამბურგის პორტში, დააკავეს რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს. სუპერიახტა „ლუნა“, რომლის სიგრძე 115 მეტრია, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ფარხად ახმედოვს ეკუთვნის, მანამდე კი „ლუნა“ რომან აბრამოვიჩის იახტა იყო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს …

„საქართველოს ფოსტამ“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ფასიანი გახადა

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტით“ ისევ ფასიანი გახდა. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარია. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს „საქართველოს ფოსტაში“. ოპერატორის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა, ახლა კი აქცია დასრულდა. „ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნა – ეს აქცია აღარ არის, დასრულდა. მხოლოდ აქციის ფარგლებში იგზავნებოდა უფასოდ, ახლა ჩვეულებრივად შეგიძლიათ გააგზავნოთ ტვირთი ტარიფით. 1 …

რუსეთი კვლავ ცდილობს კუნძულ ზმეინზე თავისი გარნიზონის გაძლიერებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 მაისის განახლება უკრაინაში, კუნძულ ზმეინზე, მიმდინარე ბრძოლებს მიმოიხილავს. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ და კვლავ ცდილობს იქ მყოფი თავისი გარნიზონის გაძლიერებას. განახლებულ მონაცემებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ ბაირახტარების გამოყენებით წარმატებით დაარტყა რუსულ საჰაერო თავდაცვასა და მარაგების გემებს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის მარაგების გემები მინიმალური დაცვის ამარა დარჩნენ  შავი ზღვის დასავლეთში, …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 350 ადამიანი ტანკი – 1 187 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 856 ერთეული საარტილერიო სისტემა – 528 ერთეული MLRS – 185 …

ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა

6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა. მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს. „ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ …

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის ნაამბობს. იულიას ქმარი ფეხშია დაჭრილი. _____________________________ „29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2014 წლიდან იბრძვის. ომში ის კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა მაიდანის აქციებში. მაიდანის შემდეგ წავიდა ომში. …

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაცია და გენერატორის შესყიდვა აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. ხულოს მუნიციპალიტეტმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 115 ათას 888 ლარია. საბაგირო გზის ვაგონი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ის იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური – ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური მდგომარეობით არ არის მიზანშეწონილი, …

Exit mobile version