მთავარი,სიახლეები

„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება

03.08.2022
„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებაზე წელს 155 900 ლარი დაიხარჯება

წელს „შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებებისთვის 155 900 ლარი დაიხარჯება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ჩირუხსა და ბეშუმში გასამართი ღონისძიებები თითქმის იდენტურია. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ღონისძიებების მოწყობაში. უნდა მოეწყოს სცენა, დამონტაჟდეს მონიტორი და ა.შ. ასევე, სცენის წინ უნდა მოეწყოს დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თანხაში შედის ჯიხურების გადახურვა, კვების კუთხის მოწყობა, დეკორაციები, ქორწინების კუთხე, საბავშვო ატრაქციები, მაისურები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეებისთვის და „დელიკების“ დაქირავება.

ღონისძიებაზე პანტომიმა/ანიმატორებისთვის 12 500 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან.

„შუამთობის“ დღესასწაულზე ადგილობრივი შემსრულებლების გარდა თბილისელი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტზე იმღერებენ: თემურ თათარაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, მაკა ზამბახიძე, რუსა მორჩილაძე, თიკა ფაცაცია, ნინი ბადურაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, მანანა თოდაძე, ნუგზარ ერგემლიძე და ჯგუფი „ბანი“. ამ მომღერლების ჰონორარისთვის ჯამში 75 000 ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ბეშუმში „შუამთობას“ უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ გახსნის.

პანდემიის გამო ბოლო ორი წელი „შუამთობის“ დღესასწაული არ გამართულა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: